განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ს------------------------------
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
01 თებერვალი, 2--9 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მამია ფხაკაძე
სხდომის მდივანი ბადრი ოთარაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------–-–---–ი;
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ს--------–----------------–------------------–-------–-–------------–----------------------------------------------–----------------------------–----------–-------–----–---------–---------------------–---------------------–------------------------–--------------------------------------–--------------–---------
ადვოკატი - ს-----–----------ი;
თარჯიმანი - ნ---------------ა;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ს--------–---მა, განიზრახა სახელმწიფოს კუთვნილი, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთის, (ქ-----------––-----–----–----–---------------------------------–---------------------------------------------------- კვ.მ) მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლება, რისთვისაც მან 2--2 წლის 09 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა ქ. მარნეულის 2000 წლის მიწების განაწილების ზონარგაყრილი წიგნის ჩანაწერების ყალბი სია და 2--1 წლის 27 ივლისით დათარიღებული მარნეულის მუნიციპალიტეტის ქალაქ მარნეულის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიული ორგანოს N--- ყალბი ცნობა, სადაც მითითებული იყო, რომ თითქოს ს--------–---ს 2000 წლის მიწების განაწილების ზონარგაყრილი წიგნის N----ე ჩანაწერის თანახმად, ერიცხებოდა სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი 1100 კვ.მ, მდებარე ქ. მარნეულში, ვ-–----–----–--------ზე, რის საფუძველზეც 2--2 წლის 13 მარტს, ზემოთ აღნიშნული მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რეგისტრირებული იქნა ს--------–---ის სახელზე. აღნიშნული ქმედებით ს--------–---მა სახელმწიფოს მიაყენა 32 700 ლარის, დიდი ოდენობით ზიანი.
აღნიშნული ქმედებისთვის ს--------–---ეს წარედგინა ბრალდება დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს თაღლითობის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით, ანუ სხვისი ქონების დასაუფლებლად, დამნაშავე იყენებს მასა და დაზარალებულს შორის არსებულ ნდობას და ქონებას ეუფლება მოტყუების გზით. მოტყუებაში იგულისხმება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება ანდა გარკვეული გარემოებების განზრახ დაფარვას აქვს ადგილი, ორივე შემთხვევაში კი შედეგად მესაკუთრე იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას. თაღლითობის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ გარეგნულად ქონების გადაცემა დამნაშავისათვის ხდება ნებაყოფლობით ქონების მესაკუთრის მიერ, რომელიც რეალურად შეცდომაშია შეყვანილი. მითითებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში კი სახეზეა კანონით გათვალისწინებული ქმედების, ანუ თაღლითობის შემადგენლობის ობიექტური და სუბიექტური ნიშნები.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის ნიშნების არსებობას, სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად და არა მხოლოდ მხარეთა სუბიექტური მოსაზრებები უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული. თაღლითობა განზრახ ჩადენილ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, თავის მხრივ პირდაპირი განზრახვით ქმედების ჩადენა გულისხმობს როდესაც პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას.
დანაშაულის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი გარემოებაა თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით, აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტის თანახმად დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფოს (დაზარალებული) ს--------–---ის ქმედებით მიადგა 32 700 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანი, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ს--------–---ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” პუნქტით უნდა დაედოს მსჯავრი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით და ბრალდებულ ს--------–---ის აღიარებითი განმარტებებით დადგინდა, რომ 2--2 წლის 13 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებით ს--------–---ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთს, მდებარე ქ-----------––-----–----–----–----------------------------------------------------.0--1-.2---------------------- კვ.მ.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2--6 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 1-9). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2--0 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გაანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (გიორგი ჯაფარიძის პატაკი, დადგენილება სისხლის სამართლის საქმის გამოსაძიებლად გადაცემის შესახებ, N------------ მიმართვის წერილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წერილი N------ თანდართულ მასალებთან ერთად, მათ შორის ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, 09.03.2--2 წლის N------- განცხადება, 27.07.2--1 წლის N--- ცნობა, მარნეულის 2000 წლის მიწების განაწილების ზონარგაყრილი წიგნის N------ ჩანაწერი. მიმართვის N------------ წერილი მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელს, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის N------- წერილი. მიმართვის წერილი საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოს აღმოსავლეთის რეგიონალური არქივის დირექტორს, საქართველოს ეროვნული არქივის N--------- წერილი, მოწმეების ელშან ჰასანოვის, ელჩინ ჯაფარლის, მაყვალა გურგენიძის, ს--------–---ის, მადლენა გოგელაშვილის, თამარა ალიევას, რევაზ ბრეგვაძის გამოკითხვის ოქმები, შუამდგომლობა ამოღების ჩატარების შესახებ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს N--------- განჩინება, ამოღების ოქმი, თანდართული მასალა 50 ფურცლად, ექსპერტიზის N---------- დასკვნა, ექსპერტიზის N---------- დასკვნა, 23.0--2--- წლის ამოღების ოქმი, 24.0--2--- წლის დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) ერთობლიობა ს--------–---ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ს--------–---მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
საბირ აალიევის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მოტივირებულია აანაზღაუროს ზიანი. საბირ აალიევს დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის შემსუბუქების კუთხით იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მოტივირებულია აანაზღაუროს დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანი, რაც გამოიხატა მის ქმედებაში, კონკრეტულად კი 01.0--1- საბანკო საგადასახადო დავალებით მან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადაიხადა სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ნაწილი 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ასევე ყურადღებას მიაქცეს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პრინციპები კრიმინალიზაციის პროცესის მომწესრიგებელი ნორმატიული მოთხოვნებია, რომელსაც საქმიანობის პროცესში როგორც კანონმდებელი, ასევე სამართალშემფარდებელი (მოსამართლე) მკაცრად უნდა იცავდეს. სისხლის სამართლის ყველა პრინციპი საქმის განმხილველი მოსამართლის საქმიანობას უნდა განსაზღვრავდეს და განსაკუთრებით, ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის დანიშვნისას, მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს. მოსამართლემ სისხლის სამართლის კანონი მხოლოდ ამ პრინციპების ზედმიწევნითი დაცვით უნდა გამოიყენოს.
სასჯელის დანიშვნისას, სხვა ზოგადსამართლებრივი თუ სისხლის სამართლის პრინციპების დაცვით, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა იხელმძღვანელოს საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპით - „არ არსებობს სასჯელი კანონის გარეშე“ (nulla poena sine lege), რომლის მიხედვითაც დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრა, თუ არა კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. ანალოგიურ მოთხოვნას აწესებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსიც, რომლის თანახმად, ქმედების დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს (სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით (სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი). სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელის გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით გათვალისწინებული კონკრეტული სანქციის საფუძველზე, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, რომელიც, თავის მხრივ, მიღებული და ამოქმედებულია კონსტიტუციითა და კანონმდებლობით დადგენილი საკანონმდებლო ნორმების დაცვით.
კანონიერების ზოგად სამართლებრივი პრინციპი სისხლის სამართალში ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვლინდება სასჯელის ასპექტით. სასჯელის სახეები ზუსტადაა ჩამოთვლილი სისხლის სამართლის ზოგად ნაწილში, ასევე კონკრეტულად არის მითითებული კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლების სანქციებში. ამდენად, გარდა ზემოაღნიშნული გამონაკლისებისა, თუ მხარეთა შორის არ არის მიღწეული საპროცესო შეთანხმება, ან თუ საკითხი არ ეხება კანონის უკუძალით ამოქმედებას, კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქციაში მოუხსენიებელი სასჯელის თვითნებურად გამოყენება, თუნდაც პასუხისმგებლობის შემსუბუქების კუთხით, დაუშვებელია, არ გამომდინარეობს მატერიალური სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაწესიდან და პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონის გარეშე სასჯელის დანიშვნის აკრძალვის საერთაშორისო პრინციპს. საქართველოს კონსტიტუციის 63-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს, კრძალავს სამოსამართლო სამართალს, როგორც სამართლის წყაროს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს რა ბრალდებულ ს--------–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მოტივირებულია აანაზღაუროს სახელმწოფოსთვის დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანი, აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა, დაავადებულია პარკინსონის სინდრომით და შეზღუდულია აქვს შესაძლებლობები უვადოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივს წარმოადგენდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მკურნალობის თანხების მოძიება და ამასთან მის მიერ ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივ საფრთხესა და ხასიათს მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების კერძოდ: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, შესაძლებელი იქნება ბრალდებულ - ს--------–---ის მიმართ სასჯელის ისეთი სახის დანიშვნით როგორიცაა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს--------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
2. ს--------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;
3. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მამია ფხაკაძე