განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმის N 030100119002814652
N 1/13-2019
განაჩენი
საქართველოს სახელით
23 იანვარი, 2019 წელი ქ.ფოთი
ფოთის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე
სხდომის მდივანი ლევანი ქირია
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორი ნ---- გ--------
დაცვის მხარე
ადვოკატი ზ---- კ--------–--
ბრალდებული დ-------- ბ----–---–-
მამის სახელი: ვ-–---------
დაბადებული: 1-.--.1--- წელი
დაბადების ადგილი საქართველო, ზ-----------
მოქალაქეობა საქართველოს მოქალაქე
განათლება ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა დაოჯახებელი
პირადი ნომერი 1----------
ნასამართლეობა არ მქონე,მცხოვრები: საქართველო, ქ.ფოთი, გ--–--------- ქ.N7/58
კვალიფიკაცია:
მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
სასამართლომ ბრალდებულის პირველი წარდგენის ღია სხდომაზე განიხილა ფ-----ს რ--------–- პ----------------ის სტაჟორ-პროკურორის ნ---- გ--------ს შუამდგომლობა ბრალდებულ დ-------- ბ----–---–-ს მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ბრალდებულ დ-------- ბ----–---–-ს სისხლის სამართლის №045140119002 საქმეზე პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ბრალი ედება მარიხუანის უკანონო შეძენასა და შენახვაში.
დ-------- ბ----–---–-ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 14 იანვარს ქ.ფოთში, დაახლოებით 21:30 საათზე დ-------- ბ----–---–მა უკანონოდ შეიძინა 6.28 გრამი გამომშრალი მარიხუანა, რომელსაც უკანონოდ ინახავდა შარვლის წინა, მარჯვენა ჯიბეში, რაც 2019 წლის 15 იანვარს მისი პირადი ჩხრეკისას იქნა ამოღებული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დ-------- ბ----–---–ს წარდგენილი აქვს ბრალდება დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
2019 წლის 22 იანვარს ფოთის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ფ-----ს რ--------–- პ----------------ის სტაჟიორ-პროკურორმა ნ---- გ--------მ ბრალდებულ დ-------- ბ----–---–-ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე, რასაც 2019 წლის 23 იანვარს სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირეს სტაჟიორ-პროკურორმა ნ---- გ--------მ ბრალდებულმა დ-------- ბ----–--–იმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ---- კ--------–--მ.
შუამდგომლობაში მითითებულია, რომ ბრალდებული გაფრთხილებული იქნა საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ და განემარტა საქართველოს სსსკ-ის 210-ე მუხლის 12-ე ნაწილით გათვალისწინებული ნორმები.
ბრალდებულ დ-------- ბ----–---–-ს მიერ თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, ზემდგომი პროკურორის ფ--–--- ჯ--–------იას თანხმობით, ადვოკატ ზ---- კ--------–--ს მონაწილეობითა და ბრალდებულ დ-------- ბ----–---–-ს ნებაყოფლობითი თანხმობით (იხ. შუამდგომლობაზე დართული ბრალდებულისა და მისი ადვოკატის განცხადება), 2019 წლის 22 იანვარს შედგა საპროცესო შეთანხმება სტაჟიორ-პროკურორ ნ---- გ--------სა და ბრალდებულ დ-------- ბ----–---–ს შორის, რომლის თანახმად ბრალდებული აღიარებს დანაშაულს.
პროკურორმა მხედველობაში მიიღო რა ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული სასჯელის სიმძიმე, დანაშაულის ხასიათი, ბრალეულობის ხარისხი, ბრალდებულის საზოგადოებრივი საშიშროება და მისი პიროვნული მახასიათებლები, მისი ნასამართლობა, სახელმწიფოს სამართლებრივი პრიორიტეტები, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული დ-------- ბ----–---–- აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, საჯარო ინტერესების დაცვით, სტაჟიორ-პროკურორმა ნ---- გ--------მ, ზემდგომი პროკურორის თანხმობით, 2019 წლის 22 იანვარს ბრალდებულ დ-------- ბ----–---–თან გააფორმა საპროცესო შეთანხმება, შემდეგი პირობებით:
დ-------- ბ----–---–- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
დ-------- ბ----–---–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევისაგან, ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას შემდეგი უფლებები: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება 6.28 გრამი გამომშრალი მარიხუანა, რომელიც ინახება შსს ქ. ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს;
დაცვის მხარე დაეთანხმა პროკურორის შუამდგომლობას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება მასში მითითებული პირობებით.
სამოტივაციო ნაწილი:
საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, საქმის მასალების საფუძველზე, სასამართლომ განიხილა რა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები ასაბუთებენ ბრალდებულ დ-------- ბ----–---–-ს მიმართ წარდგენილ ბრალდებას და შესაბამისად, საქმეში არსებობს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საკმარისი მტკიცებულებები საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად და მას მსჯავრი უნდა დაედოს მარიხუანას უკანონო შეძენასა და შენახვაში.
სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია წამებას, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, მოტყუებას, მუქარას, იძულებას, ძალადობას, დაშინებას და ბრალდებულ დ-------- ბ----–---–ს არ შეზღუდვია უფლება მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და იგი ნებაყოფლობით აღიარებს დანაშაულს, ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის სამართლებრივ შედეგებს, იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, ასევე მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. ბრალდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,თ” და „ი“ ქ/პუნქტებით განსაზღვრული მისი უფლებების შესახებ.
ბრალდებულ დ-------- ბ----–---–-ს მიერ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა დადასტურებულია მოწმეების: დ-------- ბ----–---–-ს; კ---- კ-----–-----ს და ლ----- კ--–-----ას გამოკითხვის ოქმებით, დ-------- ბ----–---–-ს პირადი ჩხრეკის ოქმით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, N11/სქ ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორის მიერ ფაქტობრივი და სამართლებრივი შეფასებები საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ გაკეთებულია სწორად, მათში მითითებული სასჯელი სამართლიანია და იგი უნდა შეეფარდოს ბრალდებულ დ-------- ბ----–---–ს.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს მიდგომას საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან მიმართებაში:
საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom ).
ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსკ-ის 50-ე, 63-66-ე მუხლებით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-216-ე, 255-ე, 258-260-ე, 267-ე, 269-ე, 271-274-e და 277-ე, მუხლებით,დაადგინა:
ფ-----ს რ--------–- პ----------------ის სტაჟიორ-პროკურორის ნ---- გ--------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
დამტკიცდეს ფ-----ს რ--------–- პ----------------ის სტაჟიორ-პროკურორ ნ---- გ--------სა და ბრალდებულ დ-------- ბ----–---–ს შორის ზემდგომი პროკურორის ფ--–--- ჯ--–------იას თანხმობით 2019 წლის 22 იანვარს დადებული საპროცესო შეთანხმება.
დ-------- ბ----–---–- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
დ-------- ბ----–---–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-41 პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევისაგან, ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას შემდეგი უფლებები: საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შს სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.
მსჯავრდებულ დ-------- ბ----–---–-ს მიმართ ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ზემოხსენებული შეზღუდვების მოქმედების ვადის დინება დაიწყოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.
ფ-----ს რ--------–- პ----------------ის სტაჟიორ-პროკურორის ნ---- გ--------ს შუამდგომლობა დ-------- ბ----–---–-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დარჩეს განუხილველი.
სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება 6.28 გრამი გამომშრალი მარიხუანა, რომელიც ინახება შსს ქ.ფ-----ს ს----–---- ს-----------–--ში საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი არ საჩივრდება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებისა, მსჯავრდებულისათვის განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში, ხოლო პროკურორისათვის მსჯავრდებულის მიერ საპროცესო შეთანხმებაში ასახული პირობის დარღვევის შემთხვევაში, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში.
მოსამართლე თეიმურაზ სიხარულიძე