განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N0101--118002493551
საქმე N1- 539/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
[შესავალი ნაწილი]
31 იანვარი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლევან გელოვანი
სხდომის მდივანი - ქეთევან თურმანიძე
სახელმწიფო ბრალმდებელი - ა-–--------------------
ადვოკატი - ი-----–-----–---
ბრალდებული: გ------------–---
მამის სახელი: ნ---------
პირადი ნომერი: 6----------
დაბადების თარიღი: 0--0--1------–--–-
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო განათლების მქონე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
მცხოვრები: ქ-----------------------------------------
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტები.
[აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი]
1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ გ------------–---მ ჩაიდინა ყაჩაღობა, ე. ი თავდასხმა დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სადგომში უკანონო შეღწევით და არაერთგზის. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 04 მაისს, დაახლოებით 15:20 საათზე, ძარცვისათვის ნასამართლევმა გ------------–---მ, ნასამართლეობის გაქარწყლებამდე, უკანონოდ შეაღწია ქ. ბათუმში, დ. აღმაშენებლის ქუჩა N21-ში, სავაჭრო ცენტრ 2009-ის ტერიტორიაზე მდებარე ი----- ბ----–--ის კუთვნილ ვალუტის გადამცვლელ პუნქტ შპს ,,თ------–- და იქ მომუშავე შ------------–------------ პისტოლეტის მსგავსი საგნით განხორციელებული სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში მუქარით ცდილობდა ი----- ბ----–--ის კუთვნილ დიდი ოდენობით თანხის - 5---- ლარის, 1--- აშშ დოლარის, 3-- ევროს, 2--- თურქული ლირის და 1-- რუსული რუბლის დაუფლებას (ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსით - 10693, 57 ლარი), თუმცა ადგილზევე დააკავეს.
სასამართლო სხდომაზე გ------------–---მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო.
გ------------–---- ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა: გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, განაჩენი გ------------–---- მიმართ, თანხმობის ხელწერილი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოცხრილი, მოწმეების - როინ ბერიძის, ინგა მეხეშიძის, მალხაზ მახარაძის, ქეთინო გოგიტიძის გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულების - ი----- ბ----–--ის და შ------ა სოლომონიძის გამოკითხვის ოქმები, ბრალდებულ გ------------–---- გამოკითხვის ოქმი.
საქმის არსებით განხილვის სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
ვინაიდან მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით, გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------------–--- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
2. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი არაერთგზის - ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.
ამავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.
მოცემულ შემთხვევაში სახეზეა დანაშაულის რეციდივი. ამავდროულად, ბრალად წარდგენილი ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას - არაერთგზისობა წარმოადგენს, რომელსაც ბრალდებულის ნასამართლობა აფუძნებს. შესაბამისად, მიუხედავად დანაშაულის რეციდივისა, სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს გ------------–---- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას (აღიარებს ჩადენილ დანაშაულს) და თვლის, რომ გ------------–---ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი მინიმალური ვადით.
3. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა
ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ------------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
2. გ------------–---ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 04 მაისიდან.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 მაისის განჩინებით, გ------------–---- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. ნივთმტკიცებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ტანსაცმელი, გ------------–----აგან ამოღებული ტანსაცმელი, - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული პისტოლეტის მსგავსი საგანი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული პირბადე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ანაწმენდის ნიმუშები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ხელის კვლები, გ------------–----აგან აღებული ნერწყვის ნიმუში, - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
2 ცალი კომპაქტ-დისკი შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან გელოვანი