გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.01.2019
საქმის ნომერი
330310018002741955
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
31.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/7480-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

3- იანვარი, 2-1- წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დავით წერეთელი

სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი

 

მოსარჩელეები - მა----- მა----–-–---–-, მა----- მა----–-–---–-

 

მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ხა---- სა--------

 

მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური

წარმომადგენელი - ნუ–- ცქ----–---–-

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ,,მა----- მა----–-–---–-ს უსახლკარო პირად რეგისტრაციის თაობაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2--- წლის 3--------------- №1------ ბრძანება;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ,,მა----- მა----–-–---–-ს უსახლკარო პირად რეგისტრაციის თაობაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2--- წლის 3- ო----------- №1------ ბრძანება;

 

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ,,მა----- მა----–-–---–-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2--- წლის 3- ო----------- №5-- ბრძანება;

 

1.4. დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მა----- მა----–-–---–-ს და მა----- მა----–-–---–-ს უსახლკარო პირებად რეგისტრაციის თაობაზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს, განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

 

2.2. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალების საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2--- წლის 8-----------–-, მოსარჩელე მა----- მამ---–-–---–-- და მა----- მა----–-–---–მა თავშესაფარი ფართის მიღების მიზნით, მათი უსახლკარო პირებად რეგისტრაციისთვის, განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს. აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად განმცხადებლებმა წარადგინეს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი, მა----- მა----–-–---–-ს დაბადების მოწმობა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ი---- რაიონის გამგეობის ცნობა, რომლის თანახმად, მა----- მა----–-–---–- აღნიშნული გამგეობის მიერ დაფინანსებულია ბინის ქირის კომპენსაციით 3-- ლარის ოდენობით.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- მა----- მა----–-–---–-ს და მა----- მა----–-–---–-ს 2--- წლის 8----------–-- განაცხადებები (ს.ფ. 92-97);

- სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი (ს.ფ. 87);

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ი---- რაიონის გამგეობის ცნობა (ს.ფ. 91);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3.1.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიის 2--- წლის 1- ო----------- №2- ოქმის მიხედვით, უსახლკარო პირებად რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო კომისიამ უარყოფითი რეკომენდაცია გასცა მა----- მა----–-–---–ზე და მა----- მა----–-–---–ზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2-15 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ პუნქტის დაუკმაყოფილებლობის გამო.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიის აღნიშნული რეკომენდაციის საფუძველი გახდა სს „ლიბერთი ბანკი“-ს მიერ მიწოდებული საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი, რომლის თანახმად, მოსარჩელე მა----- მა----–-–---–-ს ბოლო ე---------- შემოსავალმა შეადგინა 3---.1- ლარი, ასევე სს „საქართველოს ბანკი“-ს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით, მოსარჩელე მა----- მა----–-–---–-ს ბოლო ე---------- შემოსავალმა შეადგინა 1--.3- ლარი.

 

ს------------ რაიონული სასამართლოს 2--- წლის 1- ი--–---- გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მა----- მა----–-–---–- ცნობილი იქნა მისი მ---–-- - მზ-- ბა----–-–---–-- მ------------ პირად და მიენიჭა, მათ შორის მისი სახელით თანხის აღების უფლებამოსილება.

 

სს „ლიბერთი ბანკი“-ს მიერ მიწოდებული საბანკო ანგარიშიდან ამონაწერში, რომელიც გახდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიის აღნიშნული რეკომენდაციის საფუძველი, გათვალისწინებული იქნა მოსარჩელე მა----- მა----–-–---–-ს, როგორც მზ-- ბა----–-–---–-- მხ------------- მიერ, მიღებული სახელმწიფო პენსია, რომელიც მზ-- ბა----–-–---–-- საკუთრებას წარმოადგენდა.

 

აღნიშნული ოქმის საფუძველზე ხსენებული დადგენილებით დადგენილ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2--- წლის 3- ო----------- №1--- და №1--- ბრძანებებით, მოსარჩელეებს მა----- მა----–-–---–ს და მა----- მა----–-–---–ს უარი ეთქვათ უსახლკარო პირებად რეგისტრაციაზე.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიის 2--- წლის 1- ო----------- №2- ოქმი (ს.ფ. 1-0-1-6);

- სს „ლიბერთი ბანკი“-ს საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი (ს.ფ. 111-116);

- ს------------ რაიონული სასამართლოს 2--- წლის 1- ი--–---- გადაწყვეტილება (ს.ფ. 125-127);

- ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2--- წლის 3- ო----------- №1--- და №1--- ბრძანებები (ს.ფ. 1-7-1-8);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

3.1.3. 2--- წლის 2- ნოემბერს მოსარჩელე მა----- მა----–-–---–მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2--- წლის 3- ო----------- №1--- და №1--- ბრძანებები ბათილად ცნობა და უსახლკარო პირებად რეგისტრაცია მოითხოვა. ადმინისტრაციულ საჩივართან ერთად, მოსარჩელე მა----- მა----–-–---–მა წარადგინა - ს------------ რაიონული სასამართლოს 2--- წლის 1- ი--–---- გადაწყვეტილება მოსარჩელე მა----- მა----–-–---–- ცნობილი იქნა მისი მ---–-- - მზ-- ბა----–-–---–-- მ------------ პირად და მიენიჭა, მათ შორის მისი სახელით თანხის აღების უფლებამოსილება.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2--- წლის 3- ო----------- №5-- ბრძანებით, მა----- მა----–-–---–-ს ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მას ჰქონდა შემოსავალი, რაც საკმარისი იყო ოჯახის საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისთვის, კერძოდ, სს „ლიბერთი ბანკი“-ს მიერ მიწოდებული საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი, რომლის თანახმად, მოსარჩელე მა----- მა----–-–---–-ს ბოლო ე---------- შემოსავალმა შეადგინა 3---.1- ლარი.

 

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- ,,მა----- მა----–-–---–-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2--- წლის 3- ო----------- №5-- ბრძანება (ს.ფ. 69-75);

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მა----- მა----–-–---–-ს და მა----- მა----–-–---–-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენცია, ევროპის სოციალური ქარტია, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 3--ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

მითითებული კოდექსის 2-2-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია -გამგეობის/მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანება.

 

ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეების მიერ სადავოდ გამხდარი ,,მა----- მა----–-–---–-ს უსახლკარო პირად რეგისტრაციის თაობაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2--- წლის 3--------------- №1------ და ,,მა----- მა----–-–---–-ს უსახლკარო პირად რეგისტრაციის თაობაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2--- წლის 3- ო----------- №1------ ბრძანებები და ,,მა----- მა----–-–---–-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2--- წლის 3- ო----------- №5-- ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მათი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის დანაწესებიდან, მოსარჩელეების - მა----- მა----–-–---–-ს და მა----- მა----–-–---–-ს მოთხოვნა მათი უსახლკარო პირებად რეგისტრაციის თაობაზე.

 

6.2. სასამართლო პირველ ყოვლისა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაზე, რომლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა ურყევი ნებაა, რომ დაამკვიდრონ, მათ შორის სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-1- მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების ძირითადი უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია ასევე პირის მოთხოვნის უფლება, რომელიც კანონმდებლობით წარმოეშობა მას და იგი ისეთივე დაცვის ღირსი ობიექტია, როგორც მთლიანად საკუთრების უფლება.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლითაც კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლება სწორედ ასეა განმარტებული (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2-05 წლის 28 ი--–---- გადაწყვეტილება №1/14/184,228 საქმეზე სააქციო საზოგადოებები - „საქგაზი“ და „ანაჯგუფი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, გვ.5) კერძოდ, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული საკუთრების უფლება პირველ რიგში გულისხმობს საკუთრების უფლების ყველასათვის თანაბრად აღიარებასა უზრუნველყოფას, იმისაგან დამოუკიდებლად, თუ რა სახით ვლინდება საკუთრების უფლება - ფიზიკურ ნივთებზე უშუალო საკუთრების უფლებით, თუ მოთხოვნის უფლებაზე საკუთრებით. იქვე, საკონსტიტუციო სასამართლო უთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც მოთხოვნის უფლება, ასევე შეიძლება განხილულ იქნეს როგორც საკუთრების უფლება.

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, საკუთრების ცნება, ასევე მოიცავს მოთხოვნის უფლებას და იგი კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით გარანტირებული საკუთრების უფლებით დაცული სფეროს განუყოფელი ნაწილია (იხ. თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2-1- წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე კლაუს და იური კილაძეები საქართველოს წინააღმდეგ საჩივრის №7975/06 გვ. 16). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ამ მხრივ საჭიროა იმის შეხსენება, რომ მოცემულ სფეროში ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის მიხედვით, „ქონების“ ცნება შეიძლება მოცავდეს, როგორც „ამჟამინდელ ქონებას“, ისე ქონებრივ ღირებულებებს, მათ შორის, ვალებს, რომლებზე დაყრდნობითაც მომჩივანს შეუძლია პრეტენზ-- ჰქონდეს სულ ცოტა „ლეგიტიმური მოლოდინის“ ქონაზე, მიიღოს სარგებელი საკუთრების უფლებიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს მხრიდან ისეთი სოციალური დაცვის გარანტიების უზრუნველყოფა, როგორიცაა უსახლკარო პირთა საცხოვრებლით დაკმაყოფილება. ამასთან, სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.

 

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და მისი პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის.

 

სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით. იმავე პაქტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეულის უფლებას ჰქონდეს სათანადო კვება, ტანსაცმელი და ბინა, აგრეთვე უფლებას განუწყვეტლივ იუმჯობესებდეს ცხოვრების პირობებს. პაქტის მონაწილე სახელმწიფონი, რომლებიც აღიარებენ, რომ ამ მხრივ დიდი მნიშვნელობა აქვს თავისუფალ თანხმობაზე დაფუძნებულ საერთაშორისო თანამშრომლობას, მიიღებენ სათანადო ზომებს ამ უფლების განხორციელების უზრუნველყოფისათვის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სათანადო საცხოვრისის უფლება აღიარებულია არაერთი საერთაშორისო სამართლებრივი აქტით. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, საცხოვრებლის, სამედიცინო და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად. საცხოვრისის უფლებასთან დაკავშირებით, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის (შემდგომში პაქტი) მე-11 მუხლი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ჩანაწერია, ვინაიდან იგი საქართველოს სახელმწიფოსთვის სავალდებულოდ შესასრულებელ ნორმას წარმოადგენს. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფოები აღიარებენ, რომ თითოეულ ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს სათანადო კვება, ტანსაცმელი და საცხოვრებელი ბინა. პაქტით განსაზღვრული საცხოვრებელი ბინა, არ უნდა განიმარტოს ვიწროდ, ვინაიდან იგი თავის თავში მოიაზრებს არა მხოლოდ თავშესაფრის ქონას, არამედ უსაფრთხო, მშვიდობიან და ღირსეულ პირობებში ცხოვრებას. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი გაგებული უნდა იქნეს როგორც სათანადო საცხოვრისის უფლება. სახელმწიფოს ვალდებულება, მოახდინოს საცხოვრისის უფლების სრული რეალიზება მოიცავს უსახლკარობის პრევენციის ვალდებულებასაც. გაეროს სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების დაცვის კომიტეტის (შემდგომში კომიტეტი) განმარტების თანახმად, უფლება სათანადო საცხოვრისზე არ არის იზოლირებურად მდგომი უფლება და მჭიდრო კავშირშია ადამიანის ღირსების დაცვისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებთან.

 

სასამართლო მიუთითებს ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით. იმავე ქარტიის 3--ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საცხოვრებელ ადგილზე უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ მიიღონ ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს უბინაობის პრობლემების თავიდან აცილებასა და შერბილებას მისი თანდათანობით აღმოფხვრის მიზნით.

 

სათანადო საცხოვრისის უფლებას ცალკე არ გამოჰყოფს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია. კონვენციის მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) არ მოიცავს სახლით უზრუნველყოფის უფლებას, თუმცა, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს ადგილი, რომელსაც უწოდებს სახლს და შეძლებს ღირსეულად ცხოვრებას. კონვენციის მე-8 მუხლი პირდაპირ არ ავალდებულებს სახელმწიფოებს, რომ ყველა უზრუნველყოს სახლით, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა სახელმწიფოს ასეთი პოზიტიური ვალდებულება წარმოეშვას. როგორც ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, იმ პირებს, რომლებიც განსაკუთრებით მოწყვლად კატეგორიას განეკუთვნებიან, სახელმწიფომ უნდა შეუქმნას ისეთი პირობები, რომ მათ შეძლონ პირადი ცხოვრების უფლებით ნორმალური სარგებლობა. სათანადო საცხოვრისის უფლებაზე მითითება პირდაპირ გვხვდება ევროპის გადასინჯულ სოციალურ ქარტიაში. ქარტია 3--ე მუხლით მოუწოდებს სახელმწიფოებს, რომ დაიცვან საცხოვრისის უფლება და გაატარონ ქმედითი ღონისძიებები უსახლკარობის შესამცირებლად. ამისათვის აუცილებელია საგანგებო ზომების მიღება, მაგალითად, როგორიცაა თავშესაფრით უზრუნველყოფა, სადაც იქნება საკმარისი ადგილი და ისეთი პირობები, რომელიც ადამიანის ღირსებასთან არის შესაბამისობაში. მიუხედავად იმისა, რომ საცხოვრისზე უფლება საქართველოს კონსტიტუციით არ არის გარანტირებული, 39-ე მუხლის თანახმად, კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომელიც კონსტიტუციაში არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა უფლება სათანადო საცხოვრისზე.

 

სათანადო საცხოვრისის უფლებასთან მიმართებით, უსახლკარობა მიჩნეულია სათანადო საცხოვრისის უფლების უპატივცემულობის ყველაზე თვალსაჩინო და მძიმე გამოვლინებად. პაქტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისას, სახელმწიფომ უნდა მოახდინოს იმის დემონსტრირება, რომ უსახლკარობის მასშტაბის შესაფასებლად ყველა ზომა მიიღო. ამდენად, აუცილებელია სახელმწიფოებს დეტალური ინფორმაცია ჰქონდეთ იმ პირების შესახებ, ვინც მოწყვლად და არახელსაყრელ მდგომარეობაში არიან სათანადო საცხოვრისის მხრივ; მათ შორის განსაკუთრებულ კატეგორიას უსახლკარო პირები წარმოადგენენ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სოციალური სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე, უსახლკარობის ნორმატიული რეგულირების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2-15 წლის 27 ნოემბრის N28-116 დადგენილებით დაამტკიცა ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესი“, სადაც გათვალისწინებულ იქნა პირთა უსახლკაროდ რეგისტრაცია და მათი თავშესაფრით უზრუნველყოფა. ხსენებული წესი განსაზღვრავს რეგისტრაციის კრიტერიუმებს, პროცედურებს და თავშესაფარი ფართით დაკმაყოფილების პირობებს, ხოლო მისი განხორციელების მიზნით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა ქმნის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიას“ (შემდგომში – კომისია) და ამტკიცებს მის დებულებას.

 

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2-15 წლის 9 დეკემბრის N49.03.1-84 განკარგულებით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიის დებულების“ პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, კომისია განიხილავს უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის საკითხს და იღებს შესაბამის რეკომენდაციას. ამავე დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე განცხადებების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციის მიღება. კომისიის მიერ შემუშავებული რეკომენდაცია ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, კომისიის სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი და კომისიის მდივანი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2-15 წლის 27 ნოემბრის N28-116 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-3 მუხლის საფუძველზე, პირმა თავშესაფარი ფართის მიღების მიზნით, უსახლკაროდ რეგისტრაციისთვის განცხადებით უნდა მიმართოს კომისიას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი განაცხადის ფორმით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს: ა) პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა/დაბადების მოწმობა ან პასპორტი) ასლი; ბ) შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სხვა) ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს უსახლკაროდ რეგისტრაციისთვის მოთხოვილი გარემოებების არსებობა ან/და განმცხადებლის მიერ მითითებული ინფორმაცია. ამასთან, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულ განცხადებებს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციასთან დაკავშირებით, განიხილავს კომისია ამ წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და იღებს ერთ-ერთ შემდეგ რეკომენდაციას: ა) უსახლკაროდ რეგისტრაციის თაობაზე; ბ) უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თაობაზე. ბოლოს კი, პირის უსახლკაროდ რეგისტრაციაზე ან უსახლკაროდ რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე, კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური (შემდგომში – სამსახური).

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2--- წლის 8-----------–-, მოსარჩელე მა----- მა----–-–---–მა და მა----- მა----–-–---–მა თავშესაფარი ფართის მიღების მიზნით, მათი უსახლკარო პირებად რეგისტრაციისთვის, განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს. აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად განმცხადებლებმა წარადგინეს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი, მა----- მა----–-–---–-ს დაბადების მოწმობა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ი---- რაიონის გამგეობის ცნობა, რომლის თანახმად, მა----- მა----–-–---–- აღნიშნული გამგეობის მიერ დაფინანსებულია ბინის ქირის კომპენსაციით 3-- ლარის ოდენობით.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიის 2--- წლის 1- ო----------- №2- ოქმის მიხედვით, უსახლკარო პირებად რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის გამო კომისიამ უარყოფითი რეკომენდაცია გასცა მა----- მა----–-–---–ზე და მა----- მა----–-–---–ზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2-15 წლის 27 ნოემბრის №28-116 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ პუნქტის დაუკმაყოფილებლობის გამო.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის წესის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკური პირი (შემდგომში – პირი) უსახლკაროდ დარეგისტრირდება, თუ ის აკმაყოფილებს ყველა შემდეგ კრიტერიუმს: ა) რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; ბ) არ აქვს საკუთრების, მართლზომიერი მფლობელობისა თუ სარგებლობის უფლება საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ფართზე; გ) საკუთრებაში, მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არ აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქონების გარდა სხვა უძრავი ქონება ან, როცა პირს ასეთი ქონება გააჩნია და იგი ასაბუთებს, რომ აღნიშნული ქონება სხვა შემოსავლებთან ერთობლიობაში არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის; დ) არ აქვს შემოსავალი, ან შემოსავლის არსებობის შემთხვევაში, პირი ასაბუთებს, რომ აღნიშნული შემოსავალი სხვა ქონებასთან ერთობლიობაში არ არის საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის ან არსებული შემოსავალი არ აღემატება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლის მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2-15 წლის 29 დეკემბრის №33-1-8 დადგენილებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართის ქირავნობის თანხისა და საარსებო მინიმუმის (განაცხადში მითითებული ოჯახის წევრიდან ორი და მეტი პირის შემთხვევაში საარსებო მინიმუმის თანხების ჯამს) თანხის ერთობლიობას; ე) არ ფიქსირდება მის მიერ სახელმწიფო საზღვრის 3 ან მეტი გადაკვეთა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული შემთხვევების გამო სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისა, რაც დასტურდება განმცხადებლის მიერ, შესაბამისი ცნობის წარმოდგენით.

 

ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმის მიხედვით, შემოსავალი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამორიცხავს უსახლკარო პირად რეგისტრაციას, თუ შემოსავალის ოდენობა საკმარისია საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისათვის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს მოქმედი, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2-15 წლის 29 დეკემბრის №33-1-8 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ქირავნობის თანხა 3-- ლარის ოდენობით იყო გათვალისწინებული.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით უზრუნველყოფის კომისიის აღნიშნული რეკომენდაციის საფუძველი გახდა სს „ლიბერთი ბანკი“-ს მიერ მიწოდებული საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი, რომლის თანახმად, მოსარჩელე მა----- მა----–-–---–-ს ბოლო ე---------- შემოსავალმა შეადგინა 3---.1- ლარი, სადაც გათვალისწინებული იქნა მოსარჩელე მა----- მა----–-–---–-ს, როგორც მზ-- ბა----–-–---–-- მხ------------- მიერ, მიღებული სახელმწიფო პენსია, რომელიც მზ-- ბა----–-–---–-- საკუთრებას წარმოადგენდა, ხოლო სხვისი სახელმწიფო პენსიის ოდენობა, რომელიც მოსარჩელე მა----- მა----–-–---–-ს საბანკო ამონაწერში აისახა თვეში 1-- ლარს შეადგენდა.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ ს------------ რაიონული სასამართლოს 2--- წლის 1- ი--–---- გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მა----- მა----–-–---–- ცნობილი იქნა მისი მ---–-- - მზ-- ბა----–-–---–-- მ------------ პირად და მიენიჭა, მათ შორის მისი სახელით თანხის აღების უფლებამოსილება.

 

ამრიგად, მოსარჩელე მა----- მა----–-–---–ს, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანოებმა შემოსავალში ჩაუთვალეს სხვისი შემოსავალი, რომელსაც მა----- მა----–-–---–-, როგორც მზ-- ბა----–-–---–-- მ------------ი იღებდა მის სასარგებლოდ. ამასთან, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენელთა განმარტებით, აღნიშნული გარემოების გათვალისწინების შემთხვევაში, მოსარჩელე მა----- მა----–-–---–-ს მიერ მიღებული შემოსავალი არ იქნებოდა საკმარისი საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით მისი ოჯახის უზრუნველყოფისათვის.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2--- წლის 2- ნოემბერს მოსარჩელე მა----- მა----–-–---–მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2--- წლის 3- ო----------- №1--- და №1--- ბრძანებები ბათილად ცნობა და უსახლკარო პირებად რეგისტრაცია მოითხოვა. ადმინისტრაციულ საჩივართან ერთად, მოსარჩელე მა----- მა----–-–---–მა წარადგინა - ს------------ რაიონული სასამართლოს 2--- წლის 1- ი--–---- გადაწყვეტილება მოსარჩელე მა----- მა----–-–---–- ცნობილი იქნა მისი მ---–-- - მზ-- ბა----–-–---–-- მ------------ პირად და მიენიჭა, მათ შორის მისი სახელით თანხის აღების უფლებამოსილება.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2--- წლის 3- ო----------- №5-- ბრძანებით, მა----- მა----–-–---–-ს ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ მას ჰქონდა შემოსავალი, რაც საკმარისი იყო ოჯახის საცხოვრებლითა და საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფისთვის, კერძოდ, სს „ლიბერთი ბანკი“-ს მიერ მიწოდებული საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი, რომლის თანახმად, მოსარჩელე მა----- მა----–-–---–-ს ბოლო ე---------- შემოსავალმა შეადგინა 3---.1- ლარი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

ამრიგად, საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს არ გამოუკვლევიათ მოსარჩელე მა----- მა----–-–---–-ს შემოსავლებთან დაკავშირებული ზემოთ აღნიშნული გარემოებები, რაც საკითხის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე იყო.

 

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

მითითებული კოდექსის მე-601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზ--ნს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზ--ნს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ამრიგად, საქმეში არსებული მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მა----- მა----–-–---–-ს და მა----- მა----–-–---–-ს სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული საცხოვრებლის უფლების, შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც ბათილად უნდა იქნას ცნობილი ,,მა----- მა----–-–---–-ს უსახლკარო პირად რეგისტრაციის თაობაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2--- წლის 3--------------- №1------ და ,,მა----- მა----–-–---–-ს უსახლკარო პირად რეგისტრაციის თაობაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2--- წლის 3- ო----------- №1------ ბრძანებები და ,,მა----- მა----–-–---–-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2--- წლის 3- ო----------- №5-- ბრძანება და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მა----- მა----–-–---–-ს და მა----- მა----–-–---–-ს უსახლკარო პირებად რეგისტრაციის თაობაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელე და მოპასუხე გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-ე, 32-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მა----- მა----–-–---–-ს და მა----- მა----–-–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი ,,მა----- მა----–-–---–-ს უსახლკარო პირად რეგისტრაციის თაობაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2--- წლის 3--------------- №1------ ბრძანება;

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი ,,მა----- მა----–-–---–-ს უსახლკარო პირად რეგისტრაციის თაობაზე უარის თქმის შესახებ“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის 2--- წლის 3- ო----------- №1------ ბრძანება;

 

4. ბათილად იქნეს ცნობილი ,,მა----- მა----–-–---–-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2--- წლის 3- ო----------- №5-- ბრძანება;

 

5. დაევალოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მა----- მა----–-–---–-ს და მა----- მა----–-–---–-ს უსახლკარო პირებად რეგისტრაციის თაობაზე.

 

6. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დავით წერეთელი