განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N140100118002668832
N1/400-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
4.02.2019 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლევან დარბაიძე
სხდომის მდივანი სოფიო ძიძიგური
სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე
სტაჟიორ-როკურორი - ბარბარა ჩხეიძე
დაცვის მხარე
ადვოკატი - ქეთევან გაგოევი
ბრალდებული - გ------- თ------ს ძე ბ-----–-–---–ი, დაბადებული 1----–-–ის 2------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 5----------, განქორწინებული, საშუალო განათლებით, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ----------–-----------------–--–--------.
კვალიფიკაცია
ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი;
სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ გ------- ბ-----–-–---–მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ასევე, სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 28 აგვისტოს, საღამოს საათებში, ქალაქ გორში, მდებარე გულნაზი მ-------–-–---–-- საცხოვრებელ სახლში, გ------- ბ-----–-–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გულნაზი მ-------–-–---–ს, კერძოდ, რამდენიმეჯერ დაარტყა მას სახის არეში ხელი, რის შედეგადაც გ---–----- მ-------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.
2018 წლის 28 აგვისტოს, საღამოს საათებში, ქალაქ გორში მდებარე გ---–----- მ-------–-–---–-- საცხოვრებელ სახლში, გ------- ბ-----–-–---–ი გ---–----- მ-------–-–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე, მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოაღნიშნული ქმედებებისათვის გ------- ბ-----–-–---–ი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გ------- ბ-----–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია შემდეგი უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ფოტოცხრილით, ლელა მ---------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ფოტოცხრილით, მოწმეების - გ---–----- მ-------–-–---–--, ავ--------–------–----ს, თ-----------------–---–ის, ნ--------–---–-ს, ნ-----–-ა მ-------–-–---–--, დ------------–---–ის, გ------- თ------ის, ზ------ა გ--–-–---–ის და დ---- გ--–-–---–ის გამოკითხვის ოქმები, გ---–----- მ-------–-–---–-- ტანსაცმლის დათვალიერების ოქმი, თ-----------------–---–ის ინფორმაციული პატაკი, გ------- ბ-----–-–---–ის დაკავების ოქმი.
გ------- ბ-----–-–---–მა წარდგენილ ბრალდებებში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არ არის და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად უნდა მიიღოს ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა, იმავე კოდექსის 82-ე მუხლი ადგენს, რომ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს მისი გამოკვლევის გარეშე მიღების საკითხი. მხარეთა მიერ მტკიცებულებების უდავოდ ცნობა თავისთავად არ ნიშნავს შეთანხმებას გამამტყუნებელ განაჩენზე, რომელიც მტკიცებულებებისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭების გამო მოსამართლემ უპირობოდ უნდა გამოიტანოს. შეთანხმება გარემოებებსა თუ ფაქტებზე გულისხმობს მხოლოდ მათი ამსახველი მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებას, ხოლო მოპოვებულია თუ არა ამგვარი მტკიცებულებები კანონის მოთხოვნათა დაცვით, რამდენად რელევანტურია და აკმაყოფილებს მტკიცებულებათა უტყუარობისა და საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტს, აღნიშნულის შეფასება მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლო მართლმსაჯულების განმახორციელებელი ერთადერთი ორგანოა, სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „Barberà, Messegué, Jabardo v. Spain“, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე „Bulychevy v. Russia“, პუნქტი 32).
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, რაც გამოიწვევდა აღნიშნული საფუძვლით ბრალდებულის გამართლებას, ადგილი არ ჰქონია. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია გ------- ბ-----–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია წარდგენილი ბრალდების ორივე ეპიზოდში გ------- ბ-----–-–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მიღებისათვის.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ცემა, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული განზრახი დანაშაული, ობიექტური შემადგენლობის თვალსაზრისით, გამოიხატება ძალადობრივ მოქმედებაში, რომელიც ადამიანის სხეულზე ზემოქმედებით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს, თუმცა, არ მოჰყვება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
რაც შეეხება მუქარას, აღნიშნული დანაშაული გამოიხატება სუბიექტის აქტიურ მოქმედებაში. ამასთან, დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს დაზარალებულის განცდა, რაც დაკავშირებულია მუქარის განხორციელების საფუძვლიან შიშთან.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ------- ბ-----–-–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებები შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ობიექტური შემადგენლობის ყველა ელემენტს.
რაც შეეხება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობას, სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ აღნიშნული დანაშაულების ჩადენისას ბრალდებული მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით. გ------- ბ-----–-–---–ს ამოძრავებდა ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი შურისძიების მოტივი. მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებების მიზანს სწორედ გ---–----- მ-------–-–---–-- ცემა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის გზით მისი დამორჩილება წარმოადგენდა, რაც მან, ძალადობრივი ქმედებებით სისრულეში მოიყვანა.
მოწმეთა უდავო ჩვენებებით და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დასტურდება ასევე, რომ გ------- ბ-----–-–---–ის ძალადობრივი ქმედებები (ხელების დარტყმები სხეულის სხვადასხვა არეში) მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან (გ---–----- მ-------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ამასთან, მან მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლ--–ად), ურომლისოდაც აღნიშნული შედეგი არ განხორციელდებოდა.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ------- ბ-----–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ბრალის სრული აღიარება და ჩადენილი დანაშაულების გულწრფელი მონანიება, ასევე, მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარება (შეზღუდული შერაცხადობა).
სასამართლო გ------- ბ-----–-–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს იმას, რომ იგი წარსულში ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახისა და სიმძიმის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ცემის ჩადენისათვის მიზანშეწონილია გ------- ბ-----–-–---–ის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება.
სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასთან დაკავშირებით, განახორციელოს ქალთა მიმართ ჩადენილ ძალადობაზე დროული და ეფექტური რეაგირება, სასამართლო, თავდაპირველად, მიზანშეწონოლად მიიჩნევს, მიმოიხილოს ამ მიმართებით მოქმედი საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრინციპები და ნორმები, სახელდობრ:
გაეროს გენერალური ასამბლეის დეკლარაცია „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღკვეთის შესახებ“ (1993), მე-4(გ) მუხლში მოუწოდებს სახელმწიფოებს „განახორციელონ ჯეროვანი ქმედებები რათა თავიდან აიცილონ, გამოიძიონ და, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, დასაჯონ ქალთა წინააღმდეგ ძალადობის განმახორციელებელი პირები მიუხედავად იმისა თუ ვინ ჩაიდენს მოცემულ ქმედებებს, სახელმწიფო თუ კერძო პირები“.
2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაში (რეკ(2002)5), ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა აღნიშნა inter alia, რომ წევრ სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმრების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრ სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის კომიტეტის (CEDAW) 2015 წლის 13 ივლისის დასკვნას საქმეზე „X დაY საქართველოს წინააღმდეგ“, რომელშიც კომიტეტმა დაადგინა „ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის დარღვევა და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ძალადობის მსხვერპლი ქალის მიმართ, სახელმწიფომ ვერ შეასრულა პოზიტიური ვალდებულებები, გაეტარებინა შესაბამისი ეფექტური ღონისძიებები, მათ შორის, სანქციები, რომლებიც აღკვეთდა ქალთა წინააღმდეგ ძალადობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფომ ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დროული რეაგირება მოახდინა, რითაც შეასრულა პოზიტიური ვალდებულება ძალადობის აღსაკვეთად ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმების მყისიერი ამოქმედების თვალსაზრისით. სამართალდამცავი ორგანოების ამგვარმა დროულმა რეაგირებამ, საბოლოო ჯამში, უზრუნველყო ძალადობის მსხვერპლი ქალის სათანადო დაცვა და საქმეზე დროული, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება.
თავდაპირველად, სასამართლო აღნიშნავს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის განაჩენით გ------- ბ-----–-–---–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის და სასჯელის სახედ და ზომა განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 5 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით. განზრახი დანაშაულისათვის მსჯავრდებულმა გ------- ბ-----–-–---–მა ინკრიმინირებული განზრახი ძალადობრივი დანაშაულები პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა. ამდენად, სახეზეა დანაშაულის რეციდივის შემთხვევა, რაც სასჯელის შერჩევისას ერთ-ერთ გასათვალისწინებელ ფაქტორად უნდა იქნეს მიჩნეული.
სასამართლო შეფასების გარეშე ვერ დატოვებს ბრალდებულის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას. მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილია, რომ გ------- ბ-----–-–---–მა, ეჭვიანობის ნიადაგზე, სრულიად უმიზეზოდ, იმის გამო, რომ დაზარალებულმა გ---–----- მ-------–-–---–მა არ მისცა მას შვილების ტელეფონის ნომრები და არ უთხრა მათი იმჟამინდელი ადგილსამყოფელი, მიაყენა მას სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი სახის დაზიანებები და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.
სასჯელის შემსუბუქების კონტექსტში, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის სხვა პიროვნულ მახასიათებლებს: გ------- ბერკაცაშვილი 40 წლისაა, განქორწინებულია, ირიცხება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში. სტაციონარული სასამართლო ფსიქიატრიული-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გ------- ბ-----–-–---–ს აღენიშნება ორგანული პიროვნული აშლილობა, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ (შეზღუდული შერაცხადობა). სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ 20---–-–-----------------ს სანოტაროდ დამოწმებული განცხადებით დაზარალებულმა - გ---–----- მ-------–-–---–მა დაადასტურა გ------- ბ-----–-–---–თან შერიგების ფაქტი და აღნიშნა, რომ მის მიმართ პრეტენზია აღარ გააჩნია. დაზარალებულმა ითხოვა გ------- ბ-----–-–---–ის მიმართ კანონით გათვალისწინებული ყველა შეღავათის გამოყენება.
სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები ნათლად ადასტურებენ გარკვეული ვადით გ------- ბ-----–-–---–ის საზოგადოებისაგან იზოლირების აუცილებლობას, რამდენადაც მისგან მომდინარე ახალი ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის საფრთხე რეალურია. სასამართლოს აზრით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებულის ქცევის, დაზარალებულისადმი მისი დამოკიდებულების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და სხვა პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, გ------- ბ-----–-–---–ს გ---–----- მ-------–-–---–-- ცემისათვის, დანაშაულის რეციდივის გათვალისწინებით, უნდა განესაზღვროს შესაბამისი სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელის მინიმუმი, ხოლო მუქარისათვის - ჯარიმა, ასევე მინიმალური ოდენობით, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ სასჯელის პროპორციულობისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, დამნაშავის პიროვნული მახასიათებლების და მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, გ------- ბ-----–-–---–ის მიმართ უნდა გამოყენებულ იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელთა შთანთქმის და ნაწილობრივი შეკრების წესები. გ------- ბ-----–-–---–ს, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 1 (ერთი) თვის ვადით, რაც შექმნის მისი რესოციალიზაციის რეალურ, ეფექტიან საფუძველს. სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაულების ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, აღნიშნული ქმედებებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე, ეს კი საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.
სარეზოლუციონაწილი
სასამართლომიხელმძღვანელასაქართველოსსისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, 59-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ედა 293-ემუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ------- ბ-----–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, ძირითადი სასჯელის სახით - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, გ------- ბ-----–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) თვით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- ბ-----–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 1 (ერთი) თვის ვადით.
2. მსჯავრდებულ გ------- ბ-----–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 29 აგვისტოს 00:55 საათიდან.
3. მსჯავრდებულ გ------- ბ-----–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან დარბაიძე