გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/4365-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნათია ბუსკაძე
სხდომის მდივანი ნინო ჭაბუკიანი
მოსარჩელე - შპს ,,----------’’, დ------------ - ლ-----------ე
წარმომადგენელი - ა------–-–---–ი
მოპასუხე - შპს ,,თ---–---------------ი"
წარმომადგენელი - ლ--–------–--–--ე
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი შპს ,,თ---–---------------ის“ 2012 წლის 24 აპრილის შემოწმების აქტი;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი შპს ,,თ---–---------------ის“ 2018 წლის 15 მარტი - 5 აპრილის შემოწმების აქტი;
1.3. დაევალოს მოპასუხე შპს ,,თ---–---------------ს“, შპს ,,----------”-ისთვის (აბონენტის N-------) უკანონოდ დარიცხული დასუფთავების გადასახადის - 1--------–---ის ოდენობით ჩამოწერა (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, ს.ფ. 116-117).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - შპს ,,თ---–---------------ის" წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ წერილობით შესაგებელს და დამატებით განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ შპს ,,----------“ (მის.: ქ. თ---–-----------------------) შპს ,,თ---–---------------ის" (დ-------------------------ი) მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია აბონენტად N-------.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
-N------- აბონენტის ბრუნვის ისტორია (ს.ფ. 105-108).
3.1.2. დადგენილია, რომ 2008 წლის 1 იანვარს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,----------“-ს მის საკუთრებაში არსებული ფართი (მის.: ქ. თ---–-----------------------) იჯარით ჰქონდა გადაცემული შპს ,,ჩ-----------ის''.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2008 წლის 1 იანვრის საიჯარო ხელშეკრულება (ს.ფ. 175).
3.1.3. დადგენილია, რომ 2018 წლის 1 იანვარს, შპს ,,----------’’-სა და შპს ,,ტ----------’’ შორისაც იქნა გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს ,,----------’’-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თ---–------------------------ში, იჯარით სარგებლობისთვის გადაეცა შპს ,,ტ----------’’. იჯარის ხელშეკრილების მოქმედების ვადა განისაზღვრა - 2018 წლის 31 დეკემბრამდე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2018 წლის 1 იანვრის საიჯარო ხელშეკრულება (ს.ფ. 179).
3.1.4. საქმეზე წარმოდგენილი შპს ,,თ---–---------------ის" 2012 წლის 24 აპრილის შემოწმების აქტის თანახმად, შპს ,,ჩ--------’’ აბონენტის N--------ზე და ქვეაბონენტებზე N-------, N-------, N-------, N-------, N------- და N------- შეუწყდა დარიცხვა 2012 წლის 23 იანვრიდან, ხოლო ქვეაბონენტზე N------- შეუწყდა დარიცხვა 2012 წლის 24 აპრილიდან. ტარიფის დავალიანება გადავიდა აბონენტზე შპს ,,----------“-ზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2012 წლის 24 აპრილის შემოწმების აქტი (ს.ფ. 66).
3.1.5. 2018 წლის 12 მარტს, შპს ,,----------’’-ის დირექტორმა - ლ-----------ემ განცხადებით მიმართა შპს ,,თ---–---------------ს“ და აბონენტის ნომერზე - 4------ წინა მფლობელის - შპს ,,ჩ--------“ დავალიანების ჩამოწერა მოითხოვა.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2018 წლის 12 მარტის განცხადება (ს.ფ. 19).
3.1.6. შპს ,,თ---–---------------ის" 2018 წლის 15 მარტი - 5 აპრილის შემოწმების აქტით დადგინდა, რომ აბონენტის N--------ზე ფუნქციონირებდა ს--------------------–----–------------------------------ი 86.00 მ2-ზე, საქმიანობას ეწეოდა შპს ,,ტ---------’’. შემოწმების პერიოდში არ იქნა წარდგენილი საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია ობიექტის ფუნქციონირების დაწყების ზუსტი დროის შესახებ, რის გამოც შპს ,,-----------ს’’, 2014 წლის 17 დეკემბრიდან, მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე დაერიცხა დ---------------------------–ი მ-----------------–---------–იის შესაბამისად 86.00 მ2-ზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2018 წლის 15 მარტი - 5 აპრილის შემოწმების აქტი (ს.ფ. 63).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს ,,----------’’-ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი, ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის №17-46 დადგენილება ,,ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების, გადახდის ინსტრუქციისა და დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, - ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული შპს ,,თ---–---------------ის“ 2012 წლის 24 აპრილისა და 2018 წლის 15 მარტი - 5 აპრილის შემოწმების აქტები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სადავო სფეროში მოქმედ სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე შპს ,,----------“-ის მოთხოვნა აბონენტის ნომერზე - 4------ გადასახდელად დარიცხული - 1--------–---ის ჩამოწერის თაობაზე.
6.2. ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ადგილობრივი მოსაკრებელი არის აუცილებელი გადასახდელი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში, რომელსაც ფიზიკური და იურიდიული პირები იხდიან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ განსაზღვრული ვადით ან უამისოდ, კანონით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გარკვეული მომსახურების გაწევისათვის.
ამავე კანონის მე-121 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მოსაკრებლის გადამხდელები არიან ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომლებიც თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნიან ნარჩენებს.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის N17-46 დადგენილების პირველი დანართის ,,დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის“ მე-2 მუხლის თანახმად, მოსაკრებლის გადამხდელი არის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელიც ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე წარმოქმნის საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. აღნიშნული ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოსაკრებლის გადახდის ქვითარი ორგანიზაციების, იურიდიული პირებისათვის, ინდივიდუალური მეწარმისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულების, ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მესაკუთრის მოიჯარის ან მოსარგებლის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ, მოიჯარემ ან მოსარგებლემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა/დაბრუნება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის N17-46 დადგენილების მე-3 დანართის ,,დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის“ მე-4 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელად დარეგისტრირებისათვის დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან წარმოადგინონ კონკრეტულ მისამართზე (ფართზე) მათი ფუნქციონირების დაწყების დამადასტურებელი დოკუმენტები. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.
საქმეზე დადგენილია, რომ შპს ,,----------“ (მის.: ქ. თ---–-----------------------) შპს ,,თ---–---------------ის" (დ-------------------------ი) მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულია აბონენტად N-------. დადგენილია ასევე, რომ 2008 წლის 1 იანვარს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,----------“-ს მის საკუთრებაში არსებული ფართი (მის.: ქ. თ---–-----------------------) იჯარით ჰქონდა გადაცემული შპს ,,ჩ-----------ის''. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 1 იანვარს, შპს ,,----------’’-სა და შპს ,,ტ----------’’ შორისაც იქნა გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს ,,----------’’-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თ---–------------------------ში, იჯარით სარგებლობისთვის გადაეცა შპს ,,ტ----------’’. იჯარის ხელშეკრილების მოქმედების ვადა განისაზღვრა - 2018 წლის 31 დეკემბრამდე.
საქმეზე წარმოდგენილი შპს ,,თ---–---------------ის" 2012 წლის 24 აპრილის შემოწმების აქტით დასტურდება, რომ შპს ,,ჩ--------’’ აბონენტის N--------ზე შეუწყდა დარიცხვა 2012 წლის 23 იანვრიდან და ტარიფის დავალიანება გადავიდა აბონენტზე შპს ,,----------“-ზე.
საქმეზე წარმოდგენილი შპს ,,თ---–---------------ის" 2018 წლის 15 მარტი - 5 აპრილის შემოწმების აქტით ასევე დასტურდება, რომ აბონენტის N--------ზე ფუნქციონირებდა ს--------------------–----–------------------------------ი 86.00 მ2-ზე, საქმიანობას ეწეოდა შპს ,,ტ---------’’. შემოწმების პერიოდში არ იქნა წარდგენილი საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტაცია ობიექტის ფუნქციონირების დაწყების ზუსტი დროის შესახებ, რის გამოც შპს ,,-----------ს’’, 2014 წლის 17 დეკემბრიდან, მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე დაერიცხა დ---------------------------–ი მ-----------------–---------–იის შესაბამისად 86.00 მ2-ზე.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 დეკემბრის N17-46 დადგენილების პირველი დანართის ,,დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის“ მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, მესაკუთრის, მოიჯარის ან მოსარგებლის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ, მოიჯარემ ან მოსარგებლემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა/დაბრუნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმატიული აქტი არ ითვალისწინებს მესაკუთრის/მოსარგებლის ცვლილების პირობებში მიმდინარე დასუფთავების მოსაკრებლის ახალი მესაკუთრის/მოსარგებლისათვის (განსახილველ შემთვევაში, შპს ,,-----------ისთვის) გადაკისრების შესაძლებლობას. ამდენად, შპს ,,ჩ--------“ მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენის გამო მოსაკრებლის გადახდის ქვითარი უნდა გამოწერილიყო სწორედ შპს ,,ჩ--------“ სახელზე (,,დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი).
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ 2018 წლის 15 მარტი - 5 აპრილის შემოწმების აქტის თანახმად, ნათელია, რომ შპს ,,თ---–---------------ისათვის" ცნობილი იყო, აბონენტზე N------- ს--------------------–----–------------------------------ი 86.00 მ2-ზე შპს ,,ტ----------’’ საქმიანობის შესახებ. შესაბამისად, მოპასუხის მიერ გამოკვლეული არ ყოფილა ის გარემოება, თუ რა თარიღიდან წარმოადგენდა შპს ,,ტ---------’’ მომსახურების მიმღებ პირს, რაც აუცილებელი პირობაა დასუფთავების საფასურის დარიცხვისათვის (,,დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის“ მე-4 მუხლის მე-8 პუნქტი).
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 331 მუხლის თანახმად კი, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო უფლებამოსილია ხსენებული კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს კონკრეტული მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ზემოაღნიშნული ნორმებისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,----------’’-ის სარჩელი საფუძვლიანია, განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შპს ,,თ---–---------------ის“ 2012 წლის 24 აპრილისა და 2018 წლის 15 მარტი - 5 აპრილის შემოწმების აქტები და მოპასუხე შპს ,,თ---–---------------ს“ უნდა დაევალოს შპს ,,----------”-ისთვის (აბონენტის N-------) დარიცხული დასუფთავების გადასახადის (სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით) 1--------–---ის ოდენობით ჩამოწერა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს - დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 2--------------–---ის ოდენობით. ამდენად, მოსარჩელე შპს ,,----------”-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე (დავის საგნის გათვალისწინებით) სახელმწიფო ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი - 1----------–---ი.
7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამდენად, მოპასუხე შპს ,,თ---–---------------ი“ ვალდებულია მოსარჩელე შპს ,,----------”-ს აუნაზღაუროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1----------–---ის ოდენობით.
7.3. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს მოპასუხისთვის მის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯის - ადვოკატის მომსახურებისთვის გადახდილი თანხის ანაზღაურება - 5---------------–---ის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილი იურიდიული მომსახურების საფასურის შესახებ 2018 წლის 24 მაისის N---- ელექტრონული საგადასახადო დავალებითა და 2018 წლის 23 მაისის იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების თანახმად დადასტურებულია, რომ მოსარჩელე შპს ,,----------’’-ს განსახილველ სარჩელთან დაკავშირებით საადვოკატო მომსახურების საფასურად, ადვოკატისათვის გადახდილი აქვს თანხა - 5---------------–---ის ოდენობით (ს.ფ. 26-30).
ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებების, ზემოაღნიშნული ნორმებისა და საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია მოპასუხეს - შპს ,,თ---–---------------ს“ მოსარჩელის - შპს ,,----------’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოს გარეშე ხარჯის - ადვოკატისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 2--------------–---ის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-10, 22-ე, 24-ე, 32-ე, 331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,----------”-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ბათილად იქნეს ცნობილი შპს ,,თ---–---------------ის“ 2012 წლის 24 აპრილის შემოწმების აქტი;
3. ბათილად იქნეს ცნობილი შპს ,,თ---–---------------ის“ 2018 წლის 15 მარტი - 5 აპრილის შემოწმების აქტი;
4. დაევალოს მოპასუხე შპს ,,თ---–---------------ს“, შპს ,,----------”-ისთვის (აბონენტის N-------) დარიცხული დასუფთავების გადასახადის - 1--------–---ის ოდენობით ჩამოწერა;
5. მოპასუხე შპს ,,თ---–---------------ს“ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1----------–---ის შპს ,,----------”-ის სასარგებლოდ ანაზღაურება;
6. მოსარჩელე შპს ,,----------”-ს დაუბრუნდეს სს ,,ს----------–--------ში’’ მის მიერ 2018 წლის 11 ივლისს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1----------–---ი;
7. მოპასუხე შპს ,,თ---–---------------ს“ დაეკისროს მოსარჩელის - შპს ,,----------”-ის სასარგებლოდ ადვოკატისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 2--------------–---ის ოდენობით;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნათია ბუსკაძე