განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #---------
#0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1- დეკემბერი, 201- წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე შორენა გუნცაძემ,თამარ ფიფიას მდივნობით,პროკურორ თ------------ის,ადვოკატ ე--------–-–---ს,თარჯიმან ვ-----–--------------ს,ბრალდებულ ე-–------------ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ე-–------------ს (პირადი #2----------) - დაბადებულის 1----–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, დასაოჯახებლის, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების ქ.მ--------––-, კ.ლ----–---- ქ----ში - მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტითა და 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ოთხი ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ე-–------------- ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა; მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (ოთხი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
ე-–-------------, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალებების: 0,21-947 გრამი ჰეროინის, 0,00997 გრამი მორფინის (მარილი) და 0,002365 გრამი კოდეინის (მარილი) შემცველი ნივთიერებები.
201- წლის 9 აგვისტოს, ქ.მ--------––- მდებარე კაფე-ბარ ს----–--------- მიმდებარე ტერიტორიაზე, ე-–------------- ორ წონაკად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება -0,0548 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება, 300 ლარის საფასურად, უკანონოდ გაასაღა კ-----------------–--ზე, რაც იმავე დღეს ამოღებულ იქნა შ---–--------–---------------–-----------–-–--- დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
201- წლის 14 აგვისტოს, იმავე ტერიტორიაზე, ე-–------------- ორ წონაკად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებების - 0,0515 გრამი ჰეროინის, 0,00162 გრამი მორფინის (მარილი) და 0,000307 გრამი კოდეინის (მარილი) შემცველი ნივთიერებები, 300 ლარის საფასურად, კვლავ უკანონოდ გაასაღა კ-----------------–--ზე, რაც იმავე დღეს იქნა ამოღებული შ---–--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
201- წლის 5 სექტემბერს, ქ.მ--------––-, დ------–-----–-- ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე-–------------- ორ წონაკად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებების - 0,0548 გრამი ჰეროინის, 0,0068 გრამი მორფინის (მარილი) და 0,001-3 გრამი კოდეინის (მარილი) შემცველი ნივთიერებები, 300 ლარის საფასურად, უკანონოდ გაასაღა კ------------------–--ზე, რაც, ასევე, იმავე დღეს იქნა ამოღებული შ---–--------–---------------–-----------–-–--- დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
201- წლის 6 სექტემბერს, ქ.მ--------––-, იმავე ტერიტორიაზე, ე-–------------- ორ წონაკად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - 0,0459 გრამი ჰეროინის შემცველი ნივთიერება, 300 ლარის საფასურად, კვლავ უკანონოდ გაასაღა კ-----------------–--ზე, რაც იმავე დღეს იქნა ამოღებული შ---–--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
201- წლის 16 სექტემბერს, ქ.მ--------––-, კ.ლ----–---- ქ----ში მდებარე, ე-–------------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, შ---–--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალებების - 0,01-947 გარამი ჰეროინის, 0,00155 გრამი მორფინის (მარილი) და 0,0001-8 გრამი კოდეინის (მარილი) შემცველი ნივთიერებები, რასაც ე-–------------ უკანონოდ ინახავდა.
წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ გაუხდიათ სადავოდ. აღნიშნულის გამო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ‘‘ ქვეპუნქტის საფუძველზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მიჩნეულ იქნა პრეიუდიციად.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული, აშკარა და დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებები, რაც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ე-–------------- ჩაიდინა დანაშაულები, რაც გამოიხატება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და ნარკოტიკული საშუალების ოთხგზის უკანონო გასაღებაში.
სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე, ბრალდებულ ე-–------------ს დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით - ბრალდებულ ე-–------------ს, მოწმეების: კ-----------------–--ს, ე---–------------–---------------------–----------------–---------–-–---–----------–-----------–----–---–-- გამოკითხვის ოქმებით; 201- წლის 9 აგვისტოს, 14 აგვისტოს, 5 სექტემბრისა და 6 სექტემბრის ამოღების ოქმებით; ე-–------------ს ბინის ჩხრეკის ოქმით; ქიმიური ექსპერტიზის #----------------------------------------------------------------------------------------------- დასკვნებით; დათვალიერების ოქმებით; ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალით - დადასტურებულად მიაჩნია ე-–------------ს მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვა და კ-----------------–--ზე ოთხჯერ უკანონო გასაღება.
ზემოაღნიშნულის გამო, ე-–------------ს მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი, იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტითა და 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელები განესაზღვროს ამ მუხლების შესაბამისი ნაწილებით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
ე-–------------ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებული ამ დროისთვის ნასამართლობის არმქონეა, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებებს, სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ე-–------------- სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებების შემცველი ნივთიერებები, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, დროის მცირე მონაკვეთში, ოთხგზის უკანონოდ გაასაღა სხვა პირზე, რითაც შექმნა მისი გავრცელების რეალური საფრთხე.
ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ე-–------------ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის ისეთი ზომის გამოყენებას, რაც იქნება ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი და ყველა ფაქტორის გათვალისწინებით იქნება ადეკვატური. ამასთან, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელთა შთანთქმის პრინციპით.
სასამართლო, ასევე, აღნიშნავს, რომ ე-–------------, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, კანონით დადგენილი ვადით უნდა ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები.
რაც შეეხება ნივთიერ მტკიცებულებებს, მათი ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე-–------------ ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტითა და 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ოთხ ეპიზოდში) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (201- წლის 9 აგვისტოს ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით;
სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (201- წლის 14 აგვისტოს ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (201- წლის 5 სექტემბრის ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით;
სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (201- წლის 6 სექტემბრის ეპიზოდში) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ე-–------------ საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
ე-–------------ სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 201- წლის 16 სექტემბრიდან.
ე-–------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
ე-–------------, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 20 (ოცი) წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
ნივთიერი მტკიცებულებები - ნარკოტიკული ნივთიერებები განადგურდეს, ხოლო CD დისკები შენახულ იქნეს საქმეთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე შორენა გუნცაძე