განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/4----18
(#0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 დეკემბერი 2--- წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი
სხდომის მდივანი თამარ ონიანი
ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორები - მა---------–----ე, კო----------ა
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ალ---------------------–---–ი - დაბადებული 1-----–-–------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრაციის მისამართი: ჭ----------------------------–-------------; ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ-------–------------------------------------–----------------------------;
ადვოკატი - ოთ--------------–--ე
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2--- წლის 18 სექტემბერს, დაახლოებით 15:55 საათზე, ქ. თბილისში, გ-–------------------------------------ის მიმდებარედ არსებულ სურსათის მაღაზიაში ალ---------------------–---–ი თავს დაესხა ას-------------ძეს, რა დროსაც დანა მიუტანა მუცლის მიმდებარედ და მოსთხოვა ფულის გადაცემა, რის შემდეგაც ყელიდან ჩამოგლიჯა ოქროს ძეწკვი, ჯვარი, პატარა ზომის კულონი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. განხორციელებული ქმედების შედეგად ას-------------ძეს მიადგა 1 500 (ათას ხუთასი) ლარის ქონებრივი ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ალ---------------------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
ალ---------------------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს (18.09.2---), ხელის კვლების ნიმუშის აღების ოქმს (18.09.2---), დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №2---/დ დასკვნას, პირის ამოცნობის ოქმს (19.09.2---), ა-–------------–---–-- დაკავების ოქმს (19.09.2---), საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს (19.09.2---), საგამოძიებო მოქმედებებს - ამოღებას (19.09.2---), ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმს (19.09.2---), სუნის ნიმუშის აღების ოქმს (19.09.2---), ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ინფორმაციას (02.10.2---), დაზარალებულ ას-------------ძის გამოკითხვის ოქმს, მოწმეების - ლა-–--------–---–ის და შა-–----------–---–-ს გამოკითხვის ოქმებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლში კრიმინალიზებულია ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით. აღნიშნული დანაშაული ერთდროულად ხელყოფს, როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ისე მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩადენის ხერხს, რაც გულისხმობს ნივთის დაუფლების მიზნით თავდასხმას სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით ან ძალადობის გამოყენების მუქარით. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა აქტიური მოქმედებით - სხვადასხვა ფორმით თავდასხმით შეიძლება იქნეს ჩადენილი. სუბიექტური მხრივ დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ ითხოვს ქონებას, რომელზეც რაიმე უფლება არ გააჩნია, ითვალისწინებს კანონიერი მფლობელისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და სურს ეს. ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულის შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. სუბიექტური შემადგენლობის მხრივ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლი მოითხოვს განზრახვის არსებობას. უფრო მეტიც, ყაჩაღობა მოითხოვს სპეციალურ - მისაკუთრების მიზანს, რაც შესაძლებელია მხოლოდ პირველი ხარისხის პირდაპირი, კონკრეტიზებული განზრახვის არსებობისას.
მოცემულ შემთხვევაში, განაჩენის მეორე პუნქტში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ ალ---------------------–---–ი, ქ. თბილისში, გ-–------------------------------------ის მიმდებარედ არსებულ სურსათის მაღაზიაში თავს დაესხა ას-------------ძეს, რა დროსაც დანა მიუტანა მუცლის მიმდებარედ და მოსთხოვა ფულის გადაცემა, რის შემდეგაც ყელიდან ჩამოგლიჯა ოქროს ძეწკვი, ჯვარი, პატარა ზომის კულონი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ყაჩაღობის, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით) შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ალ---------------------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით), რისთვისაც ალ---------------------–---–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ალ---------------------–---–ის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ იგი არის ნასამართლევი.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც ალ---------------------–---–ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - უალტერნატივოდ თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან შვიდ წლამდე ვადით. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ალ---------------------–---–ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რა ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს ალ---------------------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია მომეტებული საშიშროების მატარებელი ძალადობრივი ხასიათის დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ბრალდებული დანის გამოყენებით თავს დაესხა დაზარალებულს), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის მტკიცე სურვილს ჩაედინა დანაშაული), ქმედების ჩადენის მოტივს (ბრალდებულის განმარტებით აზარტულ თამაშებზეა დამოკიდებული, რის გამოც ესაჭიროებოდა ფულადი თანხა და აღნიშნულმა გადააწყვეტინა დანაშაულის ჩადენა), მიზანს (სხვისი ფულადი თანხისა და ნივთის დაუფლება), მის პიროვნებას (გასამართლებულია ნარკოტიკული დანაშაულისათვის და დანაშაული ჩადენილი აქვს პირობითი მსჯავრისთვის დაგდენილ გამოსაცდელ ვადაში). თუმცა, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას, ასევე ითვალისწინებს ალ---------------------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას, კერძოდ, ბრალდებულის აღიარებასა და გულწრფელ სინანულს ჩადენილი ქმედების გამო, იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა გამოძიების საწყის ეტაპიდანვე ითანამშრომლა, მიუთითა დანაშაულის ჩადენის იარაღზე, მან ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას. ასევე, ალ---------------------–---–ის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე მას სასჯელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა.
სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოდექსის 2----–-–-----------–-- №1------- განაჩენით ალ---------------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 (ერთი) წლით და 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) წელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–-- განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 6 (ექვსი) თვე და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–-- განაჩენით ალ---------------------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 3 (სამი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ალ---------------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) წელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2----–-–-----------–-- №0------------ გადაწყვეტილების საფუძველზე, ალ---------------------–---–ი გათავისუფლდა პირობით ვადამდე 4 (ოთხი) თვით და 10 (ათი) დღით ადრე,თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–------------------ №1ა/გ-6----- განაჩენით მსჯავრდებულ ალ---------------------–---–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------–-- განაჩენში შეტანილ იქნა ცვლილება, კერძოდ:
მსჯავრდებულ ალ---------------------–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-----------–-- განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2--- წლის 6----------–-- №1----------- განაჩენით მსჯავრდებულ ალ---------------------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
მსჯავრდებულ ალ---------------------–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------–-- განაჩენი გაუქმდა და გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან.
ასევე, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------–-- განაჩენი ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ჩამორთმეული უფლებების ნაწილში, რომლის საფუძველზეც ალ---------------------–---–ს ჩამორთმეული ჰქონდა 3 წლის ვადით შემდეგი უფლებები: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–------------------ №1ა/გ-6----- განაჩენში შევიდა ცვლილება:
ალ---------------------–---–ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილზე (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 4 (ოთხი) წელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ასევე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–------------------ №1ა/გ-6----- განაჩენში შევიდა ცვლილება, კერძოდ:
გაუქმდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნაზე მითითება.
ამდენად, ალ---------------------–---–ი ნასამართლევია, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოდექსის 2----–-–-----------–-- №1------- განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2015 წლის 31 ივლისიდან მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული განზრახი (ნაკლებად მძიმე) დანაშაულის ჩადენისათვის და დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის, მას ნასამართლობა კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია. ამდენად, ალ---------------------–---–ს სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით დადგენილი წესით.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:
· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ორი ცალი 0,5 ლიტრი ტევადობის ,,ბაკურიანის“ წყლის ბოთლი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი სამზარეულოს დანა - განადგურდეს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი 2 ლარიანი მონეტა - დაუბრუნდეს მესაკუთრეს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის ნიმუში - განადგურდეს;
· ინდ. მეწარმე ,,შა-–----------–---–- სტანდარტ პლიუსიდან“ ამოღებული ერთი ცალი ოქროს ჯაჭვი და ერთი ცალი ოქროს კულონი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს;
· ლომბარდ შპს ,,ო---------–--------“ ამოღებული ერთი ცალი ოქროს ძეწკვი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს;
· ალ---------------------–---–ისაგან აღებული სუნის ნიმუში - განადგურდეს;
· ალ---------------------–---–ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს;
· ორი ცალი დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ალ---------------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------–-- განაჩენით დანიშნული (რომელშიც ცვლილება იქნა შეტანილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–------------------ №1ა/გ-6----- განაჩენით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2--- წლის 6----------–-- №1----------- განაჩენით) და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2----–-–-----------–-- №0------------ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობითი მსჯავრი - 4 (ოთხი) წელი, 4 (ოთხი) თვე და 10 (ათი) დღე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-----------–-- განაჩენით დანიშნული (რომელშიც ცვლილება იქნა შეტანილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–------------------ №1ა/გ-6----- განაჩენით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2--- წლის 6----------–-- №1----------- განაჩენით) და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭოს 2----–-–-----------–-- №0------------ გადაწყვეტილებით ალ---------------------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ალ---------------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
ალ---------------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2--- წლის 19 სექტემბრიდან;
ალ---------------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:
· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ორი ცალი 0,5 ლიტრი ტევადობის ,,ბაკურიანის“ წყლის ბოთლი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი სამზარეულოს დანა - განადგურდეს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი 2 ლარიანი მონეტა - დაუბრუნდეს მესაკუთრეს;
· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სუნის ნიმუში - განადგურდეს;
· ინდ. მეწარმე ,,შა-–----------–---–- სტანდარტ პლიუსიდან“ ამოღებული ერთი ცალი ოქროს ჯაჭვი და ერთი ცალი ოქროს კულონი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს;
· ლომბარდ შპს ,,ო---------–--------“ ამოღებული ერთი ცალი ოქროს ძეწკვი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს;
· ალ---------------------–---–ისაგან აღებული სუნის ნიმუში - განადგურდეს;
· ალ---------------------–---–ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს;
· ორი ცალი დისკი - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი