გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210018002541583
#2/2348-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08.01.2019 წ. ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - შპს „ფ--------------------ი„წარმომადგენელი - ვ--–--------------------ე;
მოპასუხე - ა-------------ე;
წარმომადგენელი- ლ-----------ე;
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ა-------------ეს შპს „ფ--------------------ი„-ს სასარგებლოდ დაეკისროს 779,95 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 500 ლარს, სარგებელი - 79 ლარს, პირგასამტეხლო 200,95 ლარს.
1.2. ა-------------ეს შპს „ფ--------------------ი„-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა.
1.3. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2016 წლის 07 ოქტომბერს შპს ს-----–-----ს და ა-----–---------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება #6----- და მსესხებლის სასარგებლოდ გაცემული იქნა სესხი 500 ლარის ოდენობით. მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებია 2018 წლის 27 იანვარს, ასევე უნდა გადაეხადა პროცენტი 79 ლარის ოდენობით (ძირი თანხის 500 ლარის 0.63% ყოველდღიურად 3.1667, ჯამში ჯამში 95 ლარი, აქედან მოპასუხის მიერ გადახდილია 16 ლარი)). მოსარჩელის მტკიცებით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხე მხარემ არ შეასრულა. ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის გამო მოპასუხეს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 0,41%. 202,95- გადახდილია 2 ლარი. შპს ს-----–-----ს და შპს „ფ--------------------„-ს შორის დაიდო ხელშეკრულება სასესხო პორტფოლიოს ნასყიდობის შესახებ, რის საფუძველზეც ძველმა კრეტორმა ახალ კრედიტორს დაუთმო საკუთარი მოთხოვნა ა-----–---------ის მიმართ. მოპასუხე არ ასრულებს თავს ვალდებულებას და ზიანს აყენებს მოსარჩელეს. (იხ. სარჩელი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ა-------------ემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, დაზუსტებული შესაგებლით და სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო ძირი თანხის 500 ლარის და სარგებლის 79 ლარის დაკისრების ნაწილში. პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხონის ნაწილში სარჩელი არ ცნო (იხ. შესაგებელი, 08.01.2018 წ სხდომის ოქმი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 07 ოქტომბერს, ა-------------ეს და შპს „ს-----–-----ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება №6-----. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, ა-------------ეზე გაცემული იქნა 500 ლარი, ხელშეკრულებით განისაზღვრა სარგებლის ოდენობა 95 ლარი და პირგასამტეხლო 0,4% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე; სესხის ძირი თანხა და ხელშეკრულებით განსაზღვრული სარგებელი მოპასუხეს უნდა დაებრუნებია 2018 წლის 27 იანვარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
07/10/2016 წლის №6----- ხელშეკრულება.
3.1.2. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაირღვა და მისი დავალიანება შეადგენს 779,95 ლარს, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 500 ლარს, სარგებელი - 79 ლარს, პირგასამტეხლო 200,95 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
07/10/2016 წლის №6----- ხელშეკრულება.
3.1.3. სესხის ხელშეკრულების ზოგადი პირობების 9.4. პუნქტის თანახმად, სესხის, მათ შორის, სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული შენატანის, გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებელს დააკისროს პირგასამტეხლო სესხის დარჩენილი ძირითადი თანხის 0,41% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას;
-სესხის ხელშეკრულების ზოგადი პირობები;
07/10/2016 წლის №6----- ხელშეკრულება.
3.1.4. შპს ს-----–-----ს და შპს „ფ-------------------ს„ შორის დაიდო ხელშეკრულება სასესხო პორტფოილოს ნასყიდობის შესახებ, რის საფუძველზეც ძველმა კრედიტორმა ახალ კრედიტორს დაუთმო საკუთარი მოთხოვნა ა-------------ის მიმართ, დათმობილი მოთხოვნის სრული ოდენობა შეადგენს 779,95 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა;
- ცობა მოთხოვნის დათმობის თაობაზე;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.
3.1.5. დადგენილია, რომ ა-----–---------ეს და მ------------ეს შორის 2015 წლის 26 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინების საფუძველზე ქმარს (ა-----–---------ეს) ქორწინების რეგისტრაციის შემდეგ მიეკუთვნა გვარი „ღ------ე„.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა.
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.2. საქმისათვის მნიშნელოვანი გარემოებები მხარეებს შორის სადავო არ არის. მოპასუხე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობას, რაც მოითხოვს სამართლებრივ შეფასებას.
დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ვადაში, დარღვეულია ვალდებულების შესრულების ვადები, რაც ანიჭებს კრედიტორს ჯარიმის (პირგასამტეხლოს) მოთხოვნის უფლებას, რაც შეთანხმებულია მხარეთა მიერ. პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას და მიიჩნევს რომ პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს „ფ--------------------ი„-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგი სახის გარემოებების გამო:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე, 131-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
6.3. მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია- 2016 წლის 07 ოქტომბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულება.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2016 წლის 07 ოქტომბერის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე. დადგენილია, რომ 2016 წლის 07 ოქტომბერს, შპს ს-----–-----ს და ა-------------ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს გადაეცა სესხის სახით 500 ლარი, 2018 წლის 27 იანვრამდე. სესხის ხელშეკრულებით განისაზღვრა სესხის პროცენტი 95 ლარის ოდენობით;
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 07 ოქტომბერს, შპს ს-----–-----ს ა-------------ეს შორის არსებული სესხის ხელშეკრულებით განისაზღვრა სარგებლის ოდენობა 95 ლარი და პირგასამტეხლო 0,41% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე; სესხის ხელშეკრულების ზოგადი პირობების 9.4. პუნქტის თანახმად, სესხის, მათ შორის, სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული შენატანის, გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებელს დააკისროს პირგასამტეხლო სესხის დარჩენილი ძირითადი თანხის 0,41% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე.
მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - ა-------------ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა 2018 წლის 27 იანვარს სარგებელთან ერთად. მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის თანხა და შეთანხმებული პროცენტი არ გადაიხადა.
მხარეებს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, სესხის ძირითადი თანხა და სესხის გაცემის საკომისიო გადაიხდება სესხის ვადის ბოლო დღეს. დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და კრედიტორს არ გადაუხადა ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა. მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ იქნა შესრულებული.
6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემელ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის მოთხოვნის ნაწილში, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას. იმავე კოდექსის კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ხსენებულ ნორმათა სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით ასევე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის 500 ლარის და პროცენტის 79 ლარის მოცულობით, ამ ნაწილში სარჩელის ცნობაც საკმარისი საფუძველია მოპასუხისათვის 579 ლარის დასაკისრებლად.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, რომლის საპროცენტო განაკვეთი მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა 0,41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ასევე სესხის ხელშეკრულების ზოგადი პირობების 9.4. პუნქტის თანახმად, სესხის, მათ შორის, სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული შენატანის, გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებელს დააკისროს პირგასამტეხლო სესხის დარჩენილი ძირითადი თანხის 0,41% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე.
როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობა არაგონივრულად მაღალი პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას წარმოშობს.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე Nას-848-814-2016) პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ზემოაღნიშნული ნორმა პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს მოპასუხე მხარეს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს - 100 ლარის გადახდა.
გამომდინარე აღნიშნულიდან, ა-------------ეს შპს ფ--------------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 679 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 500 ლარს, პროცენტი 79 ლარს და პირგასამტეხლო 100 ლარს.
7. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
სესხის ხელშეკრულების 13.2. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. ამდენად, საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხემ ცნო მოთხოვნა 579 ლარის მოთხოვნის ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, 37,11 ლარის ოდენობით, რაც მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 6,41 ლარის ოდენობით, მის მიერ არ აღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად. ამასთან, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა 100,95 ლარის ნაწილში არ დაკმაყოფილდა ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს ფ--------------------ი„-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ა-------------ეს- შპს ფ--------------------ი„-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 679 ლარის გადახდა, საიდანც სესხის ძირითადი თანხაა - 500 ლარი, სარგებელი - 79 ლარი, პირგასამტეხლო - 100 ლარი.
3. ა-------------ეს- შპს ფ--------------------ი„-ს სასარგებლოდ დაეკისროს 6.41 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
4. შპს ფ--------------------ი„-ს (ს/ნ 4--------) დაუბრუნდეს 2018 წლის 04 ივლისს ლაშა გარმელიას მიერ სს 'თიბისი ბანკში' სარჩელის აღძვრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 37.11 ლარი (საგადასახადო დავალება №5), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი - 300183150.
5. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 08 იანვრის გადაწყვეტილება (საქმე №2/2348-18) მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში გადაწყვეტილება საჩივრდება კერძო საჩივრით გადაწყვეტილების გადაცემიდან 12 დღის განმავლობაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა #11).
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არ უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
8. განემარტოთ მხარეებს, რომ ვინაიდან განხილულ დავაში, დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2000 (ორიათასი) ლარს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე დარინა აბულაძე