გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.01.2019
საქმის ნომერი
100210018002632254
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
18.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 100210018002632254

N 2/346-2018 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

18.01.2019 წელი. ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე

 

მოსარჩელე: ს.ს.,, ფ----------------------–-- “

მოსარჩელის წარმომადგენელი: დ----- დ---–--ე

მოპასუხე: ლ---- მ------–---–ი.

მოპასუხე: ი---- მ------–---–ი.

 

დავის საგანი : სესხი

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

საჩხერის რაიონული სასამართლოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე - ს.ს. ” ფ------------------------–--”-ს (ს/კ 2--------) წარმომადგენელმა მოპასუხეების ლ---- მ------–---–ის (პ.ნ.3----------) და ი---- მ------–---–ის (პ.ნ.3----------) მიმართ სესხის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული დავალიანების გადახდის თაობაზე.

მოსარჩელე განმარტავს, რომ 2017 წლის 27 აპრილს ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელმა ლ---- მ------–---–მა ს.ს. ფ----------------------–--“-სგან აიღო სესხი 6000 ლარის ოდენობით. სესხი გაიცა 27.04.2017-დან 22.04.2020-მდე ანუ 1091 დღის ვადით. საპროცენტო განაკვეთათ განისაზღვრა 32% წლის განმავლობაში. სესხის ხელშეკრუელბის მიხედვით სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რომელიც ყოველ ვააგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1.0%-ს. ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში. სესხი უზრუნველყოფილია ი---- მ------–---–თან გაფორმებული თავდებობით. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრება 9540 ლარით. ვინაიდან მოპასუხე მხარემ დაარღვია ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობები, იძულებული ვართ აღნიშნულ პიროვნებასთან სესხის ხელშეკრულების 4.4 და 4.5-ე პუნქტების თანახმად, შევწყვიტოთ სახელშეკრულებო ურთიერთობები, მივმართოთ სასამართლოს და მოვითხოვოთ მოპასუხისაგან დავალიანებული თანხის დაუყოვნებლივ დაბრუნება და ხელშეკრუელების ვადააზე ადრე შეწყვეტით გამოწვეული ზიანისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება.

 

მოსარცელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს დავალიანების თანხის გადახდა 6216.88 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 4428.63 ლარი, სარგებელი 1558.01 ლარი, საურავი 230.24 ლარი.

 

მოსარჩელე ითხოვს, რომ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიექცს აღსასრულებლად.

მოსარჩელე ასევე ითხოვს მოპასუხეებს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 186.51 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხე მხარის პოზიცია

 

2.1. მოცემულ სარჩელზე შესაგებელი არ შემოუტანიათ მოპასუხეებს, მიუხედავად ამისა სასამართლომ მიზანშეწონილად ჩათვალა რომ დაენიშნა მოსამზადებელი სხდომა.

სასამართლოს მიერ დანიშნულ მოსამზადებელ სხდომაზე გამოცხადდა მოპასუხე ი---- მ------–---–ი რომელმაც სარჩელი ცნო ნაწილობრივ კერძოდ სესხის ძირი თანხის ნაწილში ამასთან სასამართლოს განუმარტა რომ ლ---- მ------–---–ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება და საჭიროებდა მხარდამჭერს. მომდევნო სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი იქნა ლ---- მ------–---–ის მხარდამჭერი როინი მ------–---–ი.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.

3.1.1. მხარეებს მიეცათ შესაძლებლობა დავის მორიგებით დასრულებისათვის, თუმცა მხარეები ვერ მორიგდნენ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. დადგენილია რომ 2017 წლის 27 აპრილს ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელმა ლ---- მ------–---–მა ს.ს. ფ----------------------–--“-სგან აიღო სესხი 6000 ლარის ოდენობით. სესხი გაიცა 27.04.2017-დან 22.04.2020-მდე ანუ 1091 დღის ვადით. საპროცენტო განაკვეთათ განისაზღვრა 32% წლის განმავლობაში. სესხის ხელშეკრულების მიხედვით სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რომელიც ყოველ ვააგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1.0%-ს. ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ხელშეკრულება(ს.ფ.14-17).

- გრაფიკი (ს.ფ. 18-19).

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.2. დადგენილია, რომ სესხი უზრუნველყოფილია ი---- მ------–---–თან გაფორმებული თავდებობით. თავდებობის წერილში ი---- მ------–---–ი ადასტურებს, რომ იგი უდგება თავდებად ლ---- მ------–---–ს N058411.3700.001 ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც დადებულია ლ---- მ------–---–სა და ს.ს. ,,ფ----------------------–--“-ს შორის. თავდების პასუხისმგებლობა განისაზღვრება 9540 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდებობის წერილი (ს.ფ.20-21).

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.3. დადგენილია, რომ მოპასუხეებს „ფ----------------------–--“-ს მიმართ აქვთ დავალიანება 6216.88 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 4428.63 ლარი, სარგებელი 1558.01 ლარი (სარჩელის შემოტანამდე პროცენტი 458,92, ხოლო სარჩელის შემოტანის შემდეგ 22.04.2020-მდე კი 1099 ლარი და 09 თეთრი), საურავი 230.24 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადახდების ისტორია (ს.ფ.22-23).

- მხარეთა განმარტებები.

 

3.2.4. დადგენილია, რომ მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები დავალიანების დაფარვასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა დავალიანება არ იქნა დაფარული

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გაფრთხილების წერილები ფოსტის პასუხები (ს.ფ. 24-28).

- მხარეთა განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო თვლის, რომ სს.,, ფ-----------------------–--“-ს სარჩელი ლ---- და ი---- მ------–---–ების მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ლია მ------–---–სა და ი---- მ------–---–ს სოლიდარულად დაეკისროს სს.,, ფ-----------------------–--“-ს სასარგებლოდ (2017 წლის 8 ივნისის საბანკო კრედიტის. ხელშეკრულება N058411.3700.001) 5560 (ხუთიათასხუთასსამოცი) ლარის და 65 (სამოცდახუთი) თეთრი (საიდანაც 4428,63 ლარი არის ძირი თანხა, პროცენტი არის 458,92 ლარი 442,86 ლარი არის სარგებელი(მიუღებელი შემოსავალი.) და პირგასამტეხლო არის 230,24 ლარი).

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 691-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. მითითებული ნორმებიდან სახეზეა სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება(სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 254-ე მუხლები )

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

6.2.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

დადგენილია რომ 2017 წლის 27 აპრილს ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელმა ლ---- მ------–---–მა ს.ს. ფ----------------------–--“-სგან აიღო სესხი 6000 ლარის ოდენობით. სესხი გაიცა 27.04.2017-დან 22.04.2020-მდე ანუ 1091 დღის ვადით. საპროცენტო განაკვეთათ განისაზღვრა 32% წლის განმავლობაში. სესხის ხელშეკრულების მიხედვით სესხისა და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი თანხა იბეგრება საურავით, რომელიც ყოველ ვააგადაცილებულ დღეზე შეადგენს გადაუხდელი თანხის 1.0%-ს. ამასთან საურავის დარიცხვა ხორციელდება მხოლოდ 60 (სამოცი) კალენდარული დღის ვადაში.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. შესაბამისად ხელშეკრულების შეწყვეტამდე (სარჩელის შემოტანამდე) არსებული პროცენტი 458 ლარისა და 92 თეთრის ოდენობით უნდა დაეკისროს მოპასუხეებს სოლიდარულად.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეებს „ფ----------------------–--“-ს მიმართ აქვთ დავალიანება 6216.88 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა 4428.63 ლარი, სარგებელი 1558.01 ლარი (სარჩელის შემოტანამდე პროცენტი 458,92, ხოლო სარჩელის შემოტანის შემდეგ 22.04.2020-მდე კი 1099 ლარი და 09 თეთრი), საურავი 230.24 ლარი.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად „ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით.“

 

სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად „ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.“

 

ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი (მიუღებელი შემოსავალი). ამდენად, მოხმობილ ნორმათა ერთობლივი ანალიზის შედეგად, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში და თვლის, რომ მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საბანკო დაწესებულებას უნდა მიეღო, მართებულია, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის (მოსარჩელის) უსაფუძვლო გამდიდრება.

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად 2016-2017 წლებისათვის სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთის საშუალო არითმეტიკული , დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენს.

აღნიშნულ შემთხვევაში მოთხოვნილი თანხა - 1099 ლარი და 09თეთრი, იმაზე მეტია, ვიდრე მითითებული წესით გათვლილი მიუღებელი შემოსავალი. ამიტომ სასამართლო თვლის , რომ მოპასუხეებს უნდა დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით სარგებელი 442 ლარისა და 86 თეთრის ოდენობით.

უდავოდაა დადგენილი, რომ მოვალეს დარღვეული აქვს ვალდებულება რის გამოც კრედიტორმა სარჩელის აღძვრით ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება მოვალესთან.

 

6.4.სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

განსახილველ შემთხვევაში პირგასამტეხლო წერილობით არის შეთანხმებული და განსაზღვრულია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

ამ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო გონივრულია და 230,24 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხეებს გადასახდელად

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ”თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

მოცემულ შემთხვევაში სახეზეა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ი---- მ------–---–მა ვალდებულება იკისრა ს.ს. ,, ფ-----------------------–--“-ს წინაშე, N058411.3700.001 ხელშეკრულების ფარგლებში სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული, ლ---- მ------–---–ის ვალდებულების შესასრულებლად.

 

სამოქალაქო კოდექსის - 895-ე მუხლის შესაბამისად ”თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.” საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის შესაბამისად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ხსენებულ სამართლებრივ ურთიერთობაში თავდებები - რამაზი ბახტურიძე და ნანა პირველი ვალდებული არიან სოლიდარულად უზრუნველყონ მსესხებელთან ერთად დაკისრებული ვალდებულების შესრულება.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს,რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას. “

 

6.7.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად “გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ მისი ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.”

 

წარმოდგენილი ნორმები დისპოზიციური ხასიათისაა და სასამართლო ვალდებული არ არის მიიღოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი რეჟიმიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არ უნდა იქნეს მიქცეული.

 

6.8.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

6.9. ამდენად სასამართლო თვლის , რომ მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროს სს.,, ფ-----------------------–--“-ს სასარგებლოდ (2017 წლის 8 ივნისის საბანკო კრედიტის. ხელშეკრულება N058411.3700.001) 5560 (ხუთიათასხუთასსამოცი) ლარის და 65(სამოცდახუთი) თეთრი(საიდანაც 4428,63 ლარი არის ძირი თანხა, პროცენტი არის 458,92 ლარი 442,86 ლარი არის სარგებელი(მიუღებელი შემოსავალი.) და პირგასამტეხლო არის 230,24 ლარი).

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

დადგენილია, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ი---- მ------–---–მა მოსამზადებელ სხდომაზე ცნო ძირი თანხა, შესაბამისად ამ სამართლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით შემოტანილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი უბრუნდება მოსარჩელეს. მოპასუხეებს ლ---- მ------–---–სა და ი---- მ------–---–ს სოლიდარულად უნდა დაეკისროს სს.,, ფ-----------------------–--“-ს სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარისა და 39 თეთრის ოდენობით.

 

სს. ,, ფ-----------------------–--ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 66 (სამოცდაექვსი) ლარი და 43 (ორმოცდასამი) თეთრი კანონით დადგენილი წესით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლის შესაბამისად თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეშვიდე მუხლის შესაბამისად თუ არ არსებობს სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი, სასამართლო იყენებს კანონს, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი კანონიც არ არსებობს, სასამართლო ემყარება საქართველოს კანონმდებლობის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს.ს. ,, ფ-----------------------–--“-ს (ს/კ 2--------) სარჩელი ლ---- მ------–---–ისა და ი---- მ------–---–ის მიმართ, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. ლ---- მ------–---–სა და ი---- მ------–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ სს.,, ფ-----------------------–--“-ს სასარგებლოდ (2017 წლის 8 ივნისის საბანკო კრედიტის. ხელშეკრულება N058411.3700.001) 5560 (ხუთიათასხუთასსამოცი) ლარის და 65(სამოცდახუთი) თეთრი(საიდანაც 4428,63 ლარი არის ძირი თანხა, პროცენტი არის 458,92 ლარი 442,86 ლარი არის სარგებელი(მიუღებელი შემოსავალი.) და პირგასამტეხლო არის 230,24 ლარი).

ლ---- მ------–---–სა და ი---- მ------–---–ს სოლიდარულად დაეკისროს სს. ,,ფ-----------------------–--“-ს სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარისა და 39 თეთრის ოდენობით.

 

2. სს. ,, ფ-----------------------–--ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 66 (სამოცდაექვსი) ლარი და 43 (ორმოცდასამი) თეთრი (საგადასახადო დავალება №81843307, გადამხდელის ბანკი - სს „ფ----------------------–--“, გადახდის თარიღი 2018.09.06, სახაზინო კოდი 300223150, თანხა - 186,51ლარი, გადამხდელი - სს „ფ----------------------–--“, ს.ნ.2--------) კანონით დადგენილი წესით.

 

3. მოსარჩელე - ს.ს. ,,ფინკა ბანკ“-ს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარი ეთქვას უსაფუძვლობის გამო.

 

4.დაუყოვნებელი აღსრულების ნაწილში გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32) საჩხერის რაიონულ სასამართლოში (მდებარე: საჩხერე, დ. აღმაშენებლის №3) კერძო საჩივრის შემოტანის გზით.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

 

6.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი