განაჩენი

სისხლის სამართლის 11.01.2019
საქმის ნომერი
010100116001635949
დავის ტიპი
182 3 ბ , 182 2 დ
თარიღი
11.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე#010100116001635949

1-12-4/16

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

11 იანვარი, 2019 წელი ქ. ბათუმი

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი

სხდომის მდივანი - ციცინო მაჭარაშვილი

 

პროკურორი - დ----- ჭ------ე

ბრალდებული - გ------- ბ----ძე

ადვოკატი - რ---- პ----ე

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

N0-----------

ბრალდებული: გ------- ბ----ძე

მამის სახელი: ზ-------

დაბადებული: 2-.0-.1-----------–--------------------–------------–------------–--------------------------------------------------------------------------------–---------------------–-----------------------------------------

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

გ------- ბ----ძემ ჩაიდინა სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ჩადენილი დიდი ოდენობით:

 

გ------- ბ----ძე (პ/ნ 6----------) 2011 წლის 0- იანვრიდან 2014 წლის 25 აპრილამდე პერიოდში მუშაობდა შპს „მ------------------“ აჭარის რეგიონალური მენეჯერის თანამდებობაზე. გ------- ბ----ძემ მითითებულ პერიოდში, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში არსებული შპს „მ------------------“ კუთვნილი დიდი ოდენობით 49 33-.4 ლარის ღირებულების საქონელი, რითაც შპს „მ------------------“ მიაყენა დიდი ოდენობით ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მითვისება, ესე იგი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში.

 

დაზარალებულის წარმომადგენლის ნ---- დ-------–--ლის ჩვენების ანალიზით ირკვევა რომ მუშაობს შპს „მა---------------ა“ - ში ი----ისტის თანამდებობაზე. შპს „მა---------------ა“ დაკავებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაყიდვით. საყოფაცხოვრებო ტექნიკა შემოდის საზღვარგარეთიდან და შემდგომ ნაწილდება სარეალიზაციოდ რეგიონებში. აჭარის რეგიონში შპს-ს გააჩნია ერთი საწყობი ქ. ბათუმში ა--–---ს ქუჩა N 3--ში და სამი მაღაზია ორი ქ. ბათუმში და ერთი ქ. ქობულეთში. რეგიონალური მენეჯერის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა გ------- ბ----ძე. გ------- ბ----ძის უშუალო დაქვემდებარებაში იყო ბათუმში მდებარე საწყობი, რომელიც იბარებდა საწყობში შპს კუთვნის ტექნიკას და პერიოდულად აღწერდა ტექნიკას. ტექნიკის გაყიდვა ხდებოდა, როგორც მაღაზიებიდან ისე საწყობიდან. შესაბამის ბუღალტრული დოკუმენტაციას გ------- ბ----ძე აწვდიდა მთავარ ბუღალტერს. პერიოდულად გ------- ბ----ძე ითვლიდა საწყობში არსებულ ნივთებს და ნაშთის მონაცემებს აწვდიდა ბუღალტერს ე----- ჯ-–--–---–ს. ერთ-ერთ შემოწმების დროს გ------- ბ----ძეს არ ეცალა და საწყობში არსებული ტექნიკის დათვლა დაევალა გ------- ბ------–---–ს, რომელიც იმ დროისათვის შპს „მა---------------ა“ - ში მუშაობდა. გ------- ბ------–---–ის მიერ აღწერის შედეგად გაირკვა, რომ საწყობში არ იყო საკმარისი ტექნიკა. ამის გამო შედგა კომისია, რომელმაც ხელახლა დაითვალა საქონელი და აღმოჩნდა, რომ საწყობში არსებული ტექნიკას, რომელიც გ------- ბ----ძეს ებარა აკლდა 60620 ლარის ღირებულების საქონელი. ინვეტარიზაციის შემდეგ გ------- ბ----ძე მივიდა შპს „მა---------------ა“ თბილისში, აღიარა, რომ ტექნიკა მან გაყიდა ბუღალტრული აღრიცხვის გვერდის ავლით და თანხა მოიხმარა. იმავდროულად ითხოვა მიეცათ დრო მისთვის ზარალის ასანაზღაურებლად განწილვადების გზით. ხოლო გ------- ბ----ძეს ძმამ გ--–ა ბ----ძემ ამ უკანასკნელის ქონება დატვირთა იპოთეკით რათა ანაზღაურებულიყო მიყენებული ზიანი. მარა სრულად გ------- ბ----ძის მიერ არ იქნა ანაზღაურებული მიყენებული ზარალი.

 

მოწმის სახით დაკითხულ ჰ--–-ლ ს------- ჩვენების ანალიზით ირკვევა შემდეგი, რომ მუშაობს შპს „მ------------------“ დირექტორის თანამდებობაზე შპს „მა---------------ა“ დაკავებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაყიდვით. საყოფაცხოვრებო ტექნიკა შემოდის საზღვარგარეთიდან, გამბაჟდება და შემდგომ ნაწილდება სარეალიზაციოდ რეგიონებში. აჭარის რეგიონში შპს-ს გააჩნია ერთი საწყობი და სამი მაღაზია. რეგიონალური მენეჯერის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა გ------- ბ----ძე. გ------- ბ----ძის უშუალო დაქვემდებარებაში იყო ბათუმში მდებარე საწყობი, სადაც ხდებოდა ტექნიკის დასაწყობება და შემდგომში საწყობიდან ხდებოდა ტექნიკის გატანა მაღაზიებში. საწყობიდან ტექნიკის გაცემის აღრიცხვა მოწესრიგებული იყო ბუღალტრულად და კონტროლდებოდა რეგიონალური მენეჯერების დონეზე. 2014 წლის მ--სში შპს „მ----------------ს“ ბუღალტრის მიერ აღმოჩნდა, რომ ბათუმში არსებულ საწყობში არსებობდა დანაკლისი. ამის გამო შეიქმნა საინვენტარიზაციო კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ ბუღალტერი ე----- ჯ-–--–---–ი, ქსელის კოორდინატორი ე----- თ-----–- და ო-----ი ო----------–--ლი. 2014 წლის აპრილს ხსენებული პირების მიერ თვით გ------- ბ----ძის მონაწილეობით ჩატარდა ინვენტარიზაცია ბათუმის საწყობში არსებული ტექნიკის. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, რომ საწყობში არ იყო დიდი ოდენობით ღირებულების სხვადასხვა დასახელების ტექნიკა. დანაკლისთან დაკავშირებით გ------- ბ----ძემ კომისიის წევრებს განუცხადა რომ მისი ბრალეულობით არის გამოწვეული დანაკლისი, მას თავისი შეხედულებისამებრ გაჰქონდა საწყობიდან ტექნიკა, ყიდდა და მიღებულ შემოსავალს შპს „მ------------------“ არ ატყობინებდა. იმავდროულად გ------- ბ----ძემ ითხოვა ხელმძღვანელობისგან მიეცათ მისთვის საკმარისი დრო რათა ზარალი დაებრუნებინა, ამის გამო შპს ხელმძღვანელობამ გაუწია ანგარიში ამ თხოვნას და გ------- ბ----ძე დატოვა თანამდებობაზე თუმცა მატერიალური ფასეულობების განკარგვის უფლება ჩამოერთვა. გ------- ბ----ძემ დანაკლისთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ფული წააგო კაზინოში და ამიტომ დასჭირდა კაზინოსთან დაკავშირებით თანხა. იგი შეთანხმდა გ-------ს ბ----ძესთან რომ სამსახურიდან არ დაითხოვდა, ხოლო გ------- ბ----ძე ხელფასიდან ნაწილ-ნაწილ გადაიხდიდა. ამის შემდეგ გ------- ბ----ძემ კიდევ რამდენიმე თვე იმუშავა და ნაწილი ზარალის აანაზღაურა. ნაწილი უძრავი ქონების სახით აანაზღაურა. საბოლოდ სრულად ვერ იქნ ანაზღაურებული ზარალი. ჰ--–-ლ ს------- ჩვენებით ირკვევა ასევე, რომ გ------- ბ----ძეს იგი პატივს სცემდა. გ------- ბ----ძე ჯერ კიდევ ჭაბუკი იყო, როდესაც მივიდა მათ ფირმაში სამუშაოდ. იგი გაიზარდა როგორც კარგი თანამშრომელი. მათ ფირმაში გაიცნო ასევე მისი მეუღლეც, რომელიც ამავე ფირმაში მუშაობდა. ამ ყველაფრის გამო ანგარიშს უწევდა გ------- ბ----ძის პიროვნებას, ითვალისწინებდა რომ მას ოჯახი ყავდა სარჩენი და ამიტომ შედგა მათ შორის შეთანხმება, რომლის მიხედვით გ------- ბ----ძეს მიეცა საშუალება გაეგრძელებინა მუშაობა ფირმაში და ნელ-ნელა დაეფარა ფული მაგრამ ასე არ მოხდა.

 

მოწმის სახით დაკითხული ე----- ჯ-–--–---–ის ჩვენებით ანალიზით ირკვევა რომ იგი მუშაობს შპს „მ------------------“ მთავარ ბუღალტრად. შპს „მა---------------ა“ დაკავებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაყიდვით. საყოფაცხოვრებო ტექნიკა შემოდის საზღვარგარეთიდან, გამბაჟდება და შემდგომ ნაწილდება სარეალიზაციოდ რეგიონებში. აჭარის რეგიონში შპს-ს გააჩნია ერთი საწყობი, რომელიც მდებარეობს ქ. ბათუმში გენერალ ა--–---ს ქუჩა N 3--ში და სამი მაღაზია. რეგიონალური მენეჯერის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა გ------- ბ----ძე. გ------- ბ----ძის უშუალო დაქვემდებარებაში იყო ბათუმში მდებარე საწყობი, სადაც ხდებოდა ტექნიკის დასაწყობება და შემდგომში საწყობიდან ხდებოდა ტექნიკის გატანა მაღაზიებში და ასევე გაიცემოდა კონსიგნაციის წესით საწყობიდანვე. მატერიალურად პასუხისმგებელი პირი იყო სწორედ გ------- ბ----ძე. როგორც წესი ნაშთების აღრიცხვა საწყობში ხდებოდა რეგიონალური მენეჯერების მიერ. აჭარის შემთხვევაში გ------- ბ----ძე აკეთებდა აღწერას. აღწერა ხდებოდა ყოველი თვის ბოლს. საწყობიდან ტექნიკის გაცემის აღრიცხვა მოწესრიგებული იყო ბუღალტრულად და კონტროლდებოდა რეგიონალური მენეჯერების მიერ. გ------- ბ----ძესთან ერთად მუშაობდა საწყობში ბ------–---–ი. 2014 წელს ე----- ჯ-–--–---–მა მოითხოვა გ------- ბ----ძისგან მორიგი ინვენტარიზაცია ჩაეტარებინა საწყობში და მონაცემები გადაეგზავნა თბილისში, იმის გამო რომ გ------- ბ----ძეს არ ეცალა აღწერა საწყობში ჩაატარა ბ------–---–მა და მონაცემები გადააგზავნა თბილისში - ბუღალტერიაში. აღმოჩნდა, რომ შედარების შემდეგ ე-----ი ჯ-–--–---–მა აღმოაჩინა საგრძნობლად დიდი დანაკლისი. ამიტომ გადაწყვიტა გადაემოწმებინა კიდევ ერთხელ და ბ------–---–ს უთხრა კიდევ ერთხელ დაეტალა ნივთები. ამის შემდეგ მეორედ აღწერილი საქონლის ნაშთის მონაცემები ამჯერად თავად გ------- ბ----ძემ გადაუგზავნა ე----- ჯ-–--–---–ს თუმცა ამჯერად დანაკლისი არ ვლინდებოდა, ეს გარემოება საეჭვო გახდა კოორდინატორისათვის ე----- თ-----–-სათვის და ბათუმის საწყობში არსებული ტექნიკის რაოდენობის დასადგენად შეიქმნა კომისია, სადაც თვითონაც მიღო მონაწილეობა და უშუალოდ გ------- ბ----ძის თანდასწრებით მოახდინა საწყობში არსებული ნივთების დათვალიერება. მართლაც აღმოჩნდა რომ ტექნიკა არ იყო საწყობში და დანაკლისი იყო დიდი. დანაკლისთან დაკავშირებით გ------- ბ----ძემ კომისიის წევრებს და პირადად ე----- ჯ-–--–---–ს უთხრა, რომ კაზინოში შეექმნა ფულის პრობლემა და საწყობში არსებული ტექნიკა გაყიდა. აღწერაში მონაწილეობდა თვითონ, გ------- ბ----ძე, ე----- თ-----–- და ო----- ო----------–--ლი. დანაკლისის აქტი შედგა სამ ნაწილად. ერთი ასახავდა საცალო ფასს, მეორე ასახავდა სარეალიზაციო ფასს და მესამე ასახავდა თვით ღირებულების ფასს. გ------- ბ----ძემ არ მოაწერა ხელი სარეალიზაციო ფასის ამსახველი აქტს. მან პროტესტი გამოთქვა რატომ მაწერთ სარეალიზაციო ფასით ზარალს მე ხომ თქვენი თანამშრომელი ვარ შეღავათი გამიწიეთო. გ------- ბ----ძე ხელმძღვანელობასთან შეთანხმდა, რომ დარჩებოდა სამსახურში და ხელფასიდან მოახდენდა დაფარვას ზარალის. ამის შემდეგ გ------- ბ----ძე 2-3 თვე კიდევ მუშაობდა შპს-ში. ზარალიდან 11000 (თერთმეტი ათასი) ლარი გ------- ბ----ძის მიერ იქნა ანაზღაურებული.

 

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მ------------------“ დირექტორის ჰ--–-ლ ს------- ხელმოწერით N 069 ბრძანებით სარევიზიო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილია, რომ 2014 წლის 01 აპრილს შეიქმნა შპს „მ------------------“ მუდმივმოქმედი სარევიზიო კომისია. კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ, ჰ--–-ლ ს-----ი, ო----- ო----------–--ლი, ე----- ჯ-–--–---–ი და ე----- თ-----–-. კომისიის დაევალა საზოგადოების საწყობებში, მაღაზიებში, ოფისებში, ან/და სხვა ობიექტებში საზოგადოებრივ მატერიალური ფასეულობების მათი რაოდენობის, მდგომარეობის და მდებარეობის შემოწმება (დადგენა).

 

2016 წლის 05 ოქტომბრის დოკუმენტის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ გამომძიებელმა ი----ი დ---–--ემ შპს „ მ------------------ “ სათაო ოფისში დაათვალიერა შპს „ მ------------------ “ მთავარი ბუღალტრის ე----- ჯ-–--–---–ის მონაწილეობით ქ.ბათუმში არსებული საწყობის ინვენტარიზაციის დოკუმენტები. აქტი N 1 მიხედვით, რომელშიც აღწერილია პროდუქციის ანგარიში, რაოდენობა, ერთეულის ფასი და სრული თანხა დადგენილია, რომ საწყობში საქონლის რაოდენობის შესყიდვის მიხედვით დანაკლისი შეადგენს 51 465.23 ლარს. აქტს ხელს აწერს დათვალიერებაში მონაწილე პირები, ო----- ო----------–--ლი, ე----- ჯ-–--–---–ი, ე----- თ-----–- და გ------- ბ----ძე.

 

აქტი N 1 მიხედვით რომელშიც აღწერილია პროდუქციის ანგარიში, რაოდენობა, ერთეულის სარეალიზაციო ფასი და სარეალიზაციო სრული თანხა დადგენილია, რომ საწყობში საქონლის რაოდენობის სარეალიზაციო ფასის მიხედვით დანაკლისი შეადგენს 60 620. 23 ლარს. აქტს ხელს აწერს დათვალიერებაში მონაწილე პირები, ო----- ო----------–--ლი, ე----- ჯ-–--–---–იე----- თ-----–-. რაც შეეხება გ------- ბ----ძეს მისი ხელმოწერა არ ფიქსირდება აქტზე.

 

მოწმის სახით დაკითხულ ე----- თ-----–-ს ჩვენების ანალიზით ირკვევა შემდეგი, რომ მუშაობს შპს-ში „მ------------------“. 2014 წელს მუშაობდა რეგიონალური მაღაზიების კოორდინატორის თანამდებობაზე. შპს „მა---------------ა“ დაკავებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაყიდვით. საყოფაცხოვრებო ტექნიკა შემოდის საზღვარგარეთიდან და შემდგომ ნაწილდება სარეალიზაციოდ რეგიონებში. აჭარის რეგიონში შპს-ს გააჩნია ერთი საწყობი და სამი მაღაზია. რეგიონალური მენეჯერის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა გ------- ბ----ძე. გ------- ბ----ძის უშუალო დაქვემდებარებაში იყო ბათუმში მდებარე საწყობი, სადაც ხდებოდა ტექნიკის დასაწყობება და შემდგომში საწყობიდან ხდებოდა ტექნიკის გატანა მაღაზიებში. საწყობში დამონტაჟებული იყო უსაფრთხოების სისტემა (სიგნალიზაცია) და საწყობში უკანონო შეღწევა ვერ მოხდებოდა. საწყობი ასევე იკეტებოდა კლიტით, რომლის გასაღები ასევე ჰქონდა მხლოდ გ------- ბ----ძეს. საწყობი საუკეთესოდ იყო დაცული და გააჩნდა ასევე რკინის ცხაური. საწყობიდან ტექნიკის გაცემის აღრიცხვა მოწესრიგებული იყო ბუღალტრულად და კონტროლდებოდა თითოეული გატანილი ტექნიკის შემთხვევა ჯერ მაღაზიის მენეჯერების დონეზე, შემდგომ რეგიონალური მენეჯერების დონეზე. 2014 წელს ე----- ჯ-–--–---–მა მოითხოვა გ------- ბ----ძისგან მორიგი ინვენტარიზაცია ჩაეტარებინა საწყობში და მონაცემები გადაეგზავნა თბილისში, იმის გამო რომ გ------- ბ----ძეს არ ეცალა აღწერა საწყობში ჩაატარა სხვა თანამშრომელმა და მონაცემები გადააგზავნა თბილისში - ბუღალტერიაში. შედარების შემდეგ ე-----ი ჯ-–--–---–მა აღმოაჩინა, რამდენიმე ათეულობით ათასი ლარის დანაკლისი. დანაკლისის შესახებ ბუღალტერმა შეატყობინა ე----- თეზელს და იგი წავიდა ბათუმში რათა პირადად მოეხდინა საწყობში არსებული ნივთების დათვლა. საწყობში ნივთები დაითვალა გ------- ბ----ძესთან ერთად. დანაკლისი მნიშვნელოვანი იყო და ამიტომ შეცდომა რომ არ დაეშვა და დარწმუნებულიყო კიდევ ერთხელ დაითვალა ნივთების, რაოდენობა და ისევ ის შედეგი მიიღო. მომხდარი აცნობა ხელმძღვანელობას და შემდე უკვე სპეციალურად შემდგარმა კომისიამ კიდევ ერთხელ გ------- ბ----ძესთან ერთად მოადინა ნივთების აღწერა. აღწერის შედეგად გაირკვა, იგივე რაც მანამდე დაადგინა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მნიშვნელოვანი ნაწილი შპს კუთვნილ ტექნიკის არ იყო ადგილზე. აღწერის შედეგების შემდეგ გ------- ბ----ძემ მათ წინაშე აღიარა, რომ საქონელი გაყიდა და ითხოვა მიეცათ საშუალება აენაზღაურებინა ზარალი. გ------- ბ----ძე დაპირდათ, რომ ზარალის ანაზღაურებას ნაწილ-ნაწილ მოახდენდა, რაზედაც შპს ხელმძღვანელობა დათანხმდა თუმცა გ------- ბ----ძემ ზარალი არ აანაზღაურა.

 

მოწმის სახით დაკითხულ ო----- ო----------–--ლის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობს შპს „მა---------------ა“ - ში, მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე. შპს „მა---------------ა“ დაკავებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაყიდვით. საყოფაცხოვრებო ტექნიკა შემოდის საზღვარგარეთიდან, გამბაჟდება და შემდგომ ნაწილდება სარეალიზაციოდ რეგიონებში. აჭარის რეგიონში შპს-ს გააჩნია ერთი საწყობი და სამი მაღაზია. რეგიონალური მენეჯერის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებდა გ------- ბ----ძე. გ------- ბ----ძის უშუალო დაქვემდებარებაში იყო ბათუმში მდებარე საწყობი, სადაც ხდებოდა ტექნიკის დასაწყობება და შემდგომში საწყობიდან ხდებოდა ტექნიკის გატანა მაღაზიებში და ასევე გაიცემოდა კონსიგნაციის წესით საწყობიდანვე. საწყობში დამონტაჟებული იყო უსაფრთხოების სისტემა (სიგნალიზაცია) და საწყობში უკანონო შეღწევისთანავე ხდებოდა სიგნალიზაციის ჩართვა დაცვის სამსახურთან. სიგნალიზაციას გააჩნდა სპეციალური კოდი და შესაბამისი კოდის აკრეფის შემთხვევაში სიგნალიზაცია არ ჩაირთვებოდა. სიგნალიზაციის კოდი იცოდა მხოლოდ საწყობის მენეჯერმა გ------- ბ----ძემ, რომელსაც უშუალოდ ჰქონდა ჩაბარებული საწყობი და მასში არსებული ტექნიკა. საწყობი ასევე იკეტებოდა კლიტით, რომლის გასაღები ასევე ჰქონდა მხლოდ გ------- ბ----ძეს. გ------- ბ----ძის მუშაობის პერიოდში საწყობში უცხო პირების შეღწევის ან თუნდაც საკეტის დაზიანების შემთხვევას ადგილი არ ქონია. საწყობიდან ტექნიკის გაცემის აღრიცხვა მოწესრიგებული იყო ბუღალტრულად და კონტროლდებოდა თითოეული გატანილი ტექნიკის შემთხვევა ჯერ მაღაზიის მენეჯერების დონეზე, შემდგომ რეგიონალური მენეჯერების დონეზე. რეგიონალური მენეჯერი მათ შორის გ------- ბ----ძე გაყიდული ტექნიკის რაოდენობის შესახებ აწვდიდა ინფორმაცია შპს-ს ხელმძღვანელს. 2014 წლის მ--სში შპს „მ----------------ს“ რეგიონალურ საწყობში ქალაქ ბათუმში გ------- ბ----ძის მუშაობის პერიოდში რეგიონალური კორდინატორის ე----- თ-----–-ს მიერ განხორციელდა მონიტორინგი. მონიტორინგის შედეგად თეზელმა აღმოაჩინა, რომ საწყობში არსებული რეალური ნაშთი ტექნიკის არ შეესაბამებოდა ბუღალტრულ ნაშთს. ამის გამო კომპანიის დირექტორის ბრძანებით შეიქმნა საინვენტარიზაციო კომისია რომლის შემადგენლობაში შევიდნენ ბუღალტერი ე----- ჯ-–--–---–ი, ქსელის კოორდინატორი ე----- თ-----–- და თვით ო-----ი ო----------–--ლი. 2014 წლის 25 აპრილს ხსენებული პირების მიერ და ასევე გ------- ბ----ძის მონაწილეობით ჩატარდა ინვენტარიზაცია ბათუმის საწყობში არსებული ტექნიკის. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, რომ საწყობში არ იყო 51400 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების ტექნიკა. შედგაგ აღწერის ამსახველი დოკუმენტაცია, როგორც ცალობრივად აღნიშნავდა დანაკლისს ისე ღირებულების მიხედვით. აღწერის შედეგის დოკუმენტებზე აღწერაში მონაწილე პირებმა მოაწერეს ხელი. დანაკლისთან დაკავშირებით გ------- ბ----ძემ კომისიის წევრებს განუცხადა, რომ მისი ბრალეულობით იყო გამოწვეული დანაკლისი, მას თავისი შეხედულებისამებრ გაჰქონდა საწყობიდან ტექნიკა, ყიდდა და მიღებულ შემოსავალის შესახებ შპს „მ------------------“ არ ატყობინებდა. მიღებული თანხა პირადი საჭიროებისამებრ გამოიყენა. იმავდროულად გ------- ბ----ძემ ითხოვა ხელმძღვანელობისგან მიეცათ მისთვის საკმარისი დრო, რათა ზარალი დაებრუნებინა. გ------- ბ----ძემ ასევე შესთავა, რომ სანამ გადაიხდიდა ზარალს უძრავ ქონებით დატვირთავდა იპოთეკით შპს სასარგებლოდ ქონებას. ამის გამო გ------- ბ----ძე თავის ძმასთან ერთად იყო მისული თბილისში მდებარე ფირმის ოფისში. მაგრამ საბოლოოდ ზარალი არ ანაზღაურდა.

 

მოწმის სახით დაკითხული ლ----- ფ------–---- ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ იგი 2012-2014 წლებში მუშაობდა შპს-ში „ მ-----------------ია “ მძღოლი გადამზიდავის თანამდებობაზე. მასთან ერთად ამ თანამდებობაზე მუშაობდა გ---- ც---------ე. შპს „ მ-----------------იას“ დაკავებული საყოფაცხოვრებო ტექნიკის გაყიდვით. შპს აჭარის ტერიტორიაზე გააჩნია საწყობი და მაღაზიები. მის მოვალეობაში შედიოდა დაკვეთის მიხედვით საწყობიდან ტექნიკის გამოტანა და მისი გადატანა ადგილმდებარეობის მიხედვით გ---- ც---------ესთან ერთად. 2012-2014 წლებში შპს-ში „ მ-----------------ია“ აჭარის რეგიონალური მენეჯერის თანამდებობას იკავებდა გ------- ბ----ძე, რომლის დაქვემდებარებაშიც იყო საწყობი და სამი მაღაზია. საწყობის გასაღები ებარა გ------- ბ----ძეს. კვირაში ერთხელ ხდებოდა აღწერა საწყობში ტექნიკის, მხოლოდ გ------- ბ----ძის კონტროლის ქვეშ და მისი თანდასწრებით ხდებოდა ტექნიკის გადატანა საწყობიდან. გ------- ბ----ძის გარეშე საწყობიდან ტექნიკა არ გაუტანია.

 

მოწმის სახით დაკითხული ლ----- ფ------–---- ჩვენება სრულად დაადასტურა მოწმემ გ---- ც---------ემ.

 

მოწმის სახით დაკითხული მ--ა ჩ---–--–--ლი ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობდა შპს-ში „მ-----------------ია“, რომელიც საქმიანობდა საყოფაცხოვრებო ტექნიკის საზღვარგარეთიდან შემოტანით და საცალო რეალიზაციით. პირადად მუშაობდა შპს კუთვნილ მაღაზიის მენეჯერად, რომელიც მდებარეობდა ქ. ბათუმში ჭ-------ის ქუჩაზე. ქონდა საწყობი ბათუმში და ასვე მაღაზიები. შპს საზღვარგარეთიდან შემოქონდა საქონელი რომელიც ბაჟდებოდა, შემდეგ განბაჟებული საქონელი თბილისის გავლით ნაწილდებოდა სხვადასხვა მიმართულებით მათ შორის აჭარის რეგიონში. 2012-2014 წლებში შპს-ში „ მ-----------------ია“ აჭარის რეგიონალური მენეჯერის თანამდებობას იკავებდა გ------- ბ----ძე, რომლის დაქვემდებარებაშიც იყო საწყობი და სამი მაღაზია. საწყობის გასაღები ებარა გ------- ბ----ძეს და მის კონტროლის გარეშე არ ხდებოდა საწყობში არც საქონლის მიღება და არც საქონლის გატანა. საწყობში საქონლის დასაწყობებას და გატანას ტექნიკურად ახორციელებდნენ გ---- ც---------ე და ლ----- ფ------–-ძე. საწყობში პერიოდულად ტარდებოდა დასაწყობებული საქონლის აღწერა. 2014 წლის აპრილში გ------- ბ----ძის მუშაობის დროს ჩატარდა მორიგი აღწერა რა დროსაც გამოვლინდა დანაკლისი. გ------- ბ----ძის გარეშე საწყობიდან ტექნიკა არ გადიოდა. თუ არ იყო გ------- ბ----ძე ადგილზე ნივთი არ გაიცემოდა.

 

მოწმის სახით დაკითხული ნ--- ე-----ძის ჩვენების ანალიზით ირკვევა, რომ მუშაობდა შპს-ში „მ-----------------ია“, რომელიც საქმიანობდა საყოფაცხოვრებო ტექნიკის საზღვარგარეთიდან შემოტანით და საცალო რეალიზაციით. პირადად მუშაობდა შპს კუთვნილ მაღაზიის მენეჯერად, რომელიც მდებარეობდა ქ. ბათუმში ჭ-------ის ქუჩაზე. ქონდა საწყობი ბათუმში და ასვე მაღაზიები. შპს საზღვარგარეთიდან შემოქონდა საქონელი რომელიც ბაჟდებოდა, შემდეგ განბაჟებული საქონელი თბილისის გავლით ნაწილდებოდა სხვადასხვა მიმართულებით მათ შორის აჭარის რეგიონში. 2012-2014 წლებში შპს-ში „ მ-----------------ია“ აჭარის რეგიონალური მენეჯერის თანამდებობას იკავებდა გ------- ბ----ძე, რომლის დაქვემდებარებაშიც იყო საწყობი და სამი მაღაზია. საწყობის გასაღები ებარა გ------- ბ----ძეს და მის კონტროლის გარეშე არ ხდებოდა საწყობში არც საქონლის მიღება და არც საქონლის გატანა. საწყობში საქონლის დასაწყობებას და გატანას ტექნიკურად ახორციელებდნენ გ---- ც---------ე და ლ----- ფ------–-ძე. საწყობში პერიოდულად ტარდებოდა დასაწყობებული საქონლის აღწერა. 2014 წლის აპრილში გ------- ბ----ძის მუშაობის დროს ჩატარდა მორიგი აღწერა რა დროსაც გამოვლინდა დანაკლისი. გ------- ბ----ძის გარეშე საწყობიდან ტექნიკა არ გადიოდა. თუ არ იყო გ------- ბ----ძე ადგილზე ნივთი არ გაიცემოდა.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს გამომძიებლებმა გ------- ც-------ემ, ჯ--ა ს---------ემ, იური დ---–--ემ დაადასტურეს, რომ მათ მონაწილეობა მიიღეს წინამდებარე სისხლის სამართლის საქმის წარმოებაში და ოქმები, რომლებზედაც დატანილია მათი ხელმოწერები ეკუთვნით სწორედ მათ, ოქმები სრულად ასახავენ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შინაარს და შედეგებს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მითვისება გულისხმობს აქტი---- მოქმედებას, რომელიც გამოიხატება სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ამოღებაში კანონიერი მესაკუთრისაგან და მისი უკანონო დაუფლებაში თავის სასარგებლოდ. როდესაც დამნაშავე მისთვის მინდობილ ქონებას ეუფლება თავის სასარგებლოდ გამოყენების მიზნით, წინასწარ საჭიროა მესაკუთრის ქონებრივი ფონდიდან ამ ქონების განცალკევება, გადანაცვლება სივრცეში და მის პირად ქონებასთან გაერთიანება. მითვისება დამთავრებულია იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე მინდობილ ქონებას საკუთარ ქონებას უერთებს მისი, როგორც საკუთარის განკარგვის მიზნით. დამნაშავის შემდგომი მოქმედება შესაძლებელია მიმართულია იყოს მისაკუთრებული ქონების არამართლზომიერად გამოყენებისაკენ მაგალითად როგორიცაა გაჩუქება ან თუნდაც გაყიდვა.

 

უნდა აღინიშნოს, რომ დანაშაულის ჩადენა შესაძლებელია პირდაპირი განზრახვით, როდესაც პირს გაცნობიერებული აქვს. რომ ითვისებს სხვის ქონებას, რომელიც მას აქვს მინდობილი, ითვალისწინებს, რომ თავისი მოქმედებით ზიანს აყენებს ქონების მესაკუთრეს დ ასურს კიდევაც ასეთი. ამ დროს იგი ხელმძღვანელობს ანგარებით და მიზნად ისახავს უკანონოდ შემოსავლის მიღებას სხვის ხარჯზე.

ის ფაქტი, რომ გ------- ბ----ძე იყო ის პირი ვისაც მინდობილი ქონდა სხვისი ანუ შპს-ს ქონება და სწორედ მან ანგარებითი მოტივით მიითვისა ეს ქონება და შემდე გაყიდა, ხოლო აღებული ფული გამოიყენა პირადი საჭიროებისამებრ ცალსახად ადასტურებს იმას რომ გ------- ბ----ძის მიერ ჩადენილია მითვისება, რაც დასტურდება ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

ქმედება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით:

 

როგორც მოწმეთა ჩვენებებით ისე სასამართლოში გამოკვლეული დოკუმენტაციით დადგენილია, რომ გ------- ბ----ძეს სამსახური იყო შპს „მ-----------------ია“ და დანიშნული იყო იმ თანამდებობაზე, რომელსაც ებარა აღნიშნული შპს-ს ქონება.

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მ------------------“ დირექტორის ჰ--–-ლ ს----- ხელმოწერით გამოკვლეული N 002 ბრძანებით დადგენილია, რომ 2011 წლის 0- იანვარს გ------- ბ----ძე 2011 წლის 0- იანვრიდან დაინიშნა აჭარის რეგიონალური მენეჯერის თანამდებობაზე.

 

შრომითი ხელშეკრულება რამდენჯერმე გაგრძელდა და ბოლოს 2013 წლის 2- სექტემბრის შრომითი ხელშეკრულების მიხედვით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მ------------------“ დირექტორს ჰ--–-ლ ს-----სა და გ------- ბ----ძეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა ერთი წლით 2014 წლის 2- სექტემბრამდე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულ გ------- ბ----ძემ დანაშაული ჩაიდინა სწორედ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

 

ქმედება ჩადენილი დიდი ოდენობით:

 

როგორც მოწმეთა ჩვენებებით ისე სასამართლოში გამოკვლეული დოკუმენტაციით დადგენილია, რომ გ------- ბ----ძეს მიერ მითვისებული შპს „მ-----------------ია“ ქონება აღემატება 10.000 ლარს.

 

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „მ------------------“ დირექტორის ჰ--–-ლ ს------- ხელმოწერით N 069 ბრძანებით სარევიზიო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილია, რომ 2014 წლის 01 აპრილს შეიქმნა შპს „მ------------------“ მუდმივმოქმედი სარევიზიო კომისია. კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ, ჰ--–-ლ ს-----ი, ო----- ო----------–--ლი, ე----- ჯ-–--–---–ი და ე----- თ-----–-. კომისიის დაევალა საზოგადოების საწყობებში, მაღაზიებში, ოფისებში, ან/და სხვა ობიექტებში საზოგადოებრივ მატერიალური ფასეულობების მათი რაოდენობის, მდგომარეობის და მდებარეობის შემოწმება (დადგენა).

 

2016 წლის 05 ოქტომბრის დოკუმენტის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ გამომძიებელმა ი----ი დ---–--ემ შპს „ მ------------------ “ სათაო ოფისში დაათვალიერა შპს „ მ------------------ “ მთავარი ბუღალტრის ე----- ჯ-–--–---–ის მონაწილეობით ქ.ბათუმში არსებული საწყობის ინვენტარიზაციის დოკუმენტები. აქტი N 1 მიხედვით, რომელშიც აღწერილია პროდუქციის ანგარიში, რაოდენობა, ერთეულის ფასი და სრული თანხა დადგენილია, რომ საწყობში საქონლის რაოდენობის შესყიდვის მიხედვით დანაკლისი შეადგენს 51 465.23 ლარს. აქტს ხელს აწერს დათვალიერებაში მონაწილე პირები, ო----- ო----------–--ლი, ე----- ჯ-–--–---–ი, ე----- თ-----–- და გ------- ბ----ძე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად კოდექსის ამ თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10.000 ლარის ზევით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულ გ------- ბ----ძის ქმედებამ გამოიწვია დიდი ოდენობით ზიანი.

 

დაცვის მხარემ სასამართლოში წარმოდგინა მტკიცებულებები, რომელიც გამოკვლეული იქნა სასამართლო პროცესზე. ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გ------- ბ----ძის ადვოკატმა მოითხოვა გ------- ბ----ძე სასამართლოს მიერ წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და მის მიმართ გამოტანილი ქნას გამამართლებელი განაჩენი. იმავდროულად ადვოკატმა დასკვნით სიტყვაში მიუთითა, რომ თვით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა არ არის საკმარისი გ------- ბ----ძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

 

სასამართლო დაცვის მხარის ამ პოზიციას ვერ გაიზიარებს, რადგან დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ იქნა უარყოფილი გ------- ბ----ძისაგან დანაშაულის ჩადენის ფაქტი. როგორც ბრალდების მხარის ისე დაცვის მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევის შემდეგ დადგინდა, რომ ნივთები მინდობილი ქონდა გ------- ბ----ძეს და სწორედ მისი კონტროლის ქვეშ ხდებოდა საწყობში ნივთების დასაწყობებაც და შემდგომში საწყობიდან ნივთების გატანაც. დაცვის მტკიცებულებებით ასევე არ იქნა უარყოფილი გარემოება, რომ სხვა პირს შეეძლო რაიმე უკანონო მანიპულაციით გ------- ბ----ძის გარეშე ან მისი კონტროლისგან გვერდის ავლით მიეთვისებინა შპს კუთვნილი ქონება. არ დაფიქსირებულა ასევე გარეშე პირის საწყობში უკანონოდ შეღწევის და ქურდობის ფაქტი.

 

სასამართლომ გამოიკვლია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები. სასამართლო თვლის, რომ მოწმეთა ჩვენებები და წარმოდგენილ დოკუმენტაცია ერთმანეთთან მიმართებაში თანხვედრილია და ჩვენებები დამაჯერებლად და სრულად ასახავენ გ------- ბ----ძის მიერ ჩადენილი დანაშაულის გარემოებას, დანაშაულის გამოვლენის დროსა, ვითარება და გამოვლენის შემდეგ თვით გ------- ბ----ძის რეაქციას და შემდგომ განვითარებულ მოვლენებს.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა დაფუძნებულია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, რაც ვლინდება მხარეთა მიერ მოპოვებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის წესშიც, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, წარადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებები.

 

მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.

 

მოწმეთა ჯვარედინი დაკითხვის უფლება უნდა იქნეს გაგებული შეჯიბრებითობის პროცესის ჭრილში, რაც სამართლიანი სასამართლოს კონცეფციაში დევს და იგი გულისხმობს, რომ მოსარჩელეს მიეცეს მოწმის განცხადების ან ჩვენების ნებისმიერ ასპექტში შედავების შესაძლებლობა დაპირისპირების ან დაკითხვის დროს. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ასევე ზეპირობის პრინციპი, რომელიც გულისხმობს სასამართლოს უშუალო კონტაქტს პირებთან, რომლებიც ჩვენებას იძლევიან პროცესზე, კერძოდ, ბრალდებული უნდა დაუპირისპირდეს მოწმეს მოსამართლის თანდასწრებით, რომელიც იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას საქმეზე, რათა შესაძლებელი გახდეს მოწმის ქცევის მანერასა და სანდოობაზე ყურადღებით დაკვირვება.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიუთითებს, რომ სასამართლო პროცესზე დაკითხულმა კომისიის წევრებმა, (რომლებმაც მოახდინეს დანაკლისის აღწერა) ერთხმად მიუთითეს გ------- ბ----ძეზე და სასამართლოში თვით გ------- ბ----ძის თანდასწრებით პირდაპირ და ცალსახად განმარტეს - აღწერის დამთავრების შემდეგ გ------- ბ----ძემ აღიარა, რომ მინდობილი ნივთები მან გაყიდა, ხოლო ფული მიითვისა. იმავდროულად გ------- ბ----ძემ ითხოვა, რომ ფირმას გაეწია შეღავათი და ზარალს ნელ-ნელა აანაზღაურებდა.

 

სასამართლომ ვერ მოისმინა, რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი დაცვის მხრიდან თუ რატომ უნდა ეთქვათ ერთხმად ტყუილი მოწმეებს გ------- ბ----ძის საწინააღმდეგოდ და რატომ უნდა მიეთითებინათ გ------- ბ----ძეზე, როგორც დანაშაული ჩამდენზე.

რაიმე მტკიცებულება, რომელიც აფიქრებინებდა სასამართლოს და გაუჩენდა ეჭვს მოწმეთა ჩვენების რეალობაში წარმოდგენილი არ ყოფილა. სასამართლო აანალიზებს რა მოწმეთა ჩვენებების სანდოობას მხედველობაში ირებს იმ გარემოებას, რომ მოწმეებსა და გ------- ბ----ძეს შორის მანამდე რაიმე დაპირისპირება, უთანხმოება ან წყენა არ არსებობდა, პირიქით მოწმეთა ნაწილმა მათ შორის ფირმის დირექტორმა აჩვენა, რომ გ------- ბ----ძესთან ქონდათ კარგი დამოკიდებულება. კერძოდ: გ------- ბ----ძეს იგი პატივს სცემდა. გ------- ბ----ძე ჯერ კიდევ ჭაბუკი იყო, როდესაც მივიდა მათ ფირმაში სამუშაოდ. იგი გაიზარდა, როგორც კარგი თანამშრომელი. მათ ფირმაში გაიცნო ასევე მისი მეუღლეც, რომელიც ამავე ფირმაში მუშაობდა. ამ ყველაფრის გამო ანგარიშს უწევდა გ------- ბ----ძის პიროვნებას, ითვალისწინებდა რომ მას ოჯახი ყავდა სარჩენი და ამიტომ შედგა მათ შორის შეთანხმება, რომლის მიხედვით გ------- ბ----ძეს მიეცა საშუალება გაეგრძელებინა მუშაობა ფირმაში და ნელ-ნელა დაეფარა ფული მაგრამ ასე არ მოხდა.

 

ამრიგად სასამართლო თვლის, რომ დაცვის მხარის მტკიცებულებებით ვერ მოხდა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გაბათილება და სასამართლოს არ გააჩნია ეჭვი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა დამაჯერებლობაში.

 

აღნიშნული ჩვენებები არსებითია გ------- ბ----ძის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით ამ უკანასკნელის მსჯავრდების საკითხის გადასაწყვეტად და დაცვის მხარეს საქმის არსებითი განხილვის დროს ჰქონდა მათ დაკითხვის და ჩვენებების გაპროტესტების ადეკვატური და ჯეროვანი შესაძლებლობა. დაცვის მხარის მიერ დასმულ შეკითხვებს შეეძლო არა მხოლოდ მოწმეთა სანდოობის შეფასებაზე მოეხდინა გავლენა, არამედ ნათელი მოეფინა ისეთი გარემოებებისთვის, რომლებიც რელევანტური იქნებოდა წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (განმარტება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს.(საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს № 1/1/548 გადაწყვეტილებიდან პ.44,45)

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გ------- ბ----ძემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობის სხვისი ნივთის (საქონლის) მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როცა ეს ნივთი (საქონელი) იმყოფებოდა მის მართლზომიერ მფლობელობაში და გამგებლობაში, - ჩაიდინა დანაშაული - მითვისება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”დ” ქ/პუნქტით და მე-3 ნაწილის ”ბ” ქ/პუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

გ------- ბ----ძის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა.

გ------- ბ----ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გამოვლენილა.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით რაც გამოიხატა მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებაში სასამართლო თვლის, რომ გ------- ბ----ძეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს გ------- ბ----ძის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 2-1-ე, 2-2-ე, 2-3-ე, 2-4-ე, 2-7-ე, 2-9-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

ბრალდებული გ------- ბ----ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტისა და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით. მასვე 02 წლის ვადით ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლება.

 

მსჯავრდებული გ------- ბ----ძე დაკავებული იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზში და მოთავსდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.

 

მსჯავრდებულ გ------- ბ----ძეს სასჯელის ვადის მოხდის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან _ 2019 წლის 11 აპრილიდან.

 

გ------- ბ----ძის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გ------- ბ----ძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად, დ----- მიქაბ----ძის (პ/ნ 6100-006341) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების - ქ.სენაკი, (ზონა - სენაკი 44, სექტორი - სენაკი 01, კვარტალი -24, ნაკვეთი - 172, საკადასტრო კოდი N44.01.24.172) 5000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილზე და დ----- მიქაბ----ძის (პ/ნ 6100-006341) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონების - მცხეთა, სოფელი მისაქციელი (ზონა - მცხეთა 72, სექტორი - 0-, კვარტალი -32, ნაკვეთი - 187, საკადასტრო კოდი N72.0-.32.187) 10000 (ათი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.

 

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სისხლის სამართლის საქმეზე არსებული დოკუმენტაცია დაერთოს საქმეს და შენახული იქნეს საქმესთან ერთად.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი