განაჩენი

სისხლის სამართლის 04.02.2019
საქმის ნომერი
330100118002523285
თარიღი
04.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/3----18

№------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

4 თებერვალი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ბესიკ ბუგიანიშვილი

სხდომის მდივანები - ეკატერინა მანჯგალაძე, თამთა გაჩეჩილაძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ვ------- ც--–------–-–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ბ------- დ--------–--ე, დაბადებული 1--- წლის 2--------–ს, პირადი N-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, არასრული უმაღლესი განათლების მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული ქ-----------------–----–----------, ფაქტობრივად მცხოვრები ქ. თბილისი, ვ-–----–----–-----------------–---------------------------.

 

ადვოკატი - ნ---- ლ--–--–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი 3 (სამი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:

 

ბ------- დ--------–--ეს ბრალი ედება, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით და ნარკოტიკული საშუალების გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით (3 ეპიზოდი).

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

ბ------- დ--------–--ემ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალებების: ტენამფეტამინის შემცველი 2 ცალი ტაბლეტი, 1,82565 გრამი მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) და 0,16605 გრამი მეტამფეტამინის (მარილი) შემცველი 11 ცალი ტაბლეტი და 1 ცალი ტაბლეტის ნატეხი, საიდანაც ა------ ზ-----იზე უკანონოდ გაასაღა:

 

1. 2018 წლის 24 მარტს - თბილისში, ა---–-------–----------------ში მდებარე ღამის კლუბ ,,ბ------ის“ შესასვლელთან ტენამფეტამინის შემცველი 2 ცალი ტაბლეტი, 0,98825 გრამი მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) და 0,15975 გრამი მეტამფეტამინი (მარილი) შემცველი 3 ცალი ტაბლეტი, 700 ლარად, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შ-----–--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

 

2. 2018 წლის 31 მარტს - თბილსში, ვ----–-----------------------თან, მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ღამის კლუბ ,,-----ს“ შესასვლელთან 0,4619 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შემცველი 3 ცალი ტაბლეტი, 650 ლარად, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შ-----–--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

 

3. 2018 წლის 6 აპრილს - თბილისში, ა---–-------–----------------ში მდებარე ღამის კლუბ ,,ბ------ში“ 0,2985 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შემცველი 5 ცალი ტაბლეტი, 750 ლარად, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შ-----–--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.

 

ასევე ბ------- დ--------–--ემ ნარკოტიკული საშუალება: 0,077 გრამი მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) და 0,0063 გრამი მეტამფეტამინის (მარილი) შემცველი 1 ცალი ტაბლეტის ნატეხი შეინახა თბილისში, ვ-–----–----–-----------------–---------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, რაც 2018 წლის 11 მაისს, შ---–--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ იქნა ამოღებული საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, სრულად არის დადასტურებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და უდავოდ ცნობილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ა------ ზ-----მა განმარტა, რომ ბრალდებულ - ბ------- დ--------–--ეს დაახლოებით 2 წლის წინ შეხვდა კლუბში და დამეგობრდა. ბრალდებული კლუბ „ბ------ში“ და „ხ---ში“ წვეულებისას სთავაზობდა ნარკოტიკული საშუალების, კერძოდ - „ექსტაზის“ და „ემვაუს“ შეძენას, გარკვეული თანხის სანაცვლოდ. 2018 წლის 22 მარტს ბრალდებულმა უთხრა, რომ სურვილის შემთხვევაში 700 ლარად მიაწვდიდა ,,ექსტაზს“. აღნიშნული შეთავაზების შესახებ ა------ ზ-----მა აცნობა სამართალდამცავ ორგანოს და დასთანხმდა საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლის შეთავაზებას ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების შეძენისას ეწარმოებინა ფარული ჩაწერა. შესაბამისად რამდენჯერმე აღიჭურვა ფარული ჩამწერი მოწყობილობით, შეხვდა ბრალდებულს და გამომძიებლის მეირ გადაცემული ფულადი თანხით შეიძინა ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ: 1. 2018 წლის 24 მარტს კლუბ ,,ბ------ის“ შესასვლელთან 5 აბი ნარკოტიკული საშუალება -,,ექსტაზი“, 700 ლარად. შეხვედრისას ბრალდებულმა უთხრა, რომ ჰქონდა ძალიან კარგი ნარკოტიკული საშუალებები ,,ექსტაზი“ და „ემვაუ“ და რამდენიმე დღეში ღამის კლუბ ,,ხ---ში“ დაგეგმილი იყო წვეულება. 2. 2018 წლის 31 მარტს დაახლეობით 2300-0000 საათების შუალედში ა------ ზ-----მა ღამის კლუბ „ხ---ის“ შესასვლელთან ბ------- დ--------–--ისგან შეიძინა 3 აბი ,,ემვაუ“ და 3 აბი ექსტაზი, 650 ლარის სანაცვლოდ, ასევე 3. 2018 წლის 6 აპრილს, ღამის კლუბ ,,ბ------ში“ კვლავ შეხვდა ა------ ზ-----ი ბრალდებულს და საპირფარეშოში შეიძინა 5 აბი ,,ექსტაზი“, 750 ლარად. მოწმემ განმარტა, რომ თითოეულ შემთხვევაში ბრალდებულთან დაშორების შემდეგ ბ------- დ--------–--ისგან შეძენილ ნარკოტიკული საშუალებას საგამოძიებო მოქმედება - ამოღების ფარგლებში თარჯიმნის თანდასწრებით აძლევდა გამომძიებელს, რომელიც აბებს ათავსებდა პოლიეთილენის პაკეტში. მოწმემ განმარტა, რომ მისთვის საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობა არავის დაუძალებია.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ო-–---- ქ------–--ემ განმარტა, რომ არის დეტექტივ-გამომძიებელი. 2018 წლის 21 მარტს შ---–--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტში შევიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც თბილისში არსებულ სხვადასხვა კლუბებში ხდებოდა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება, თანამშრომელმა ზ------ რ----–---–მა კი პატაკში მიუთითა, რომ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღებას ახორციელებდა ბ------- დ--------–--ე, რასთან დაკავშირებითაც ინფორმაციას ფლობდა ვინმე - ა------ ზ-----ისგან. თავის მხრივ ამ უკანასკნელმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ ნაცნობი ბ------- დ--------–--ემ, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე შეხვდა და შესთავაზა ნარკოტიკული საშუალება, უთხრა, რომ 2018 წლის 23 მარტს აპირებდა კლუბ ,,ბ------ში“ მისვლას და შეეძლო ნარკოტიკული საშუალების მისთვის მიტანა. ა------ ზ-----მი მისივე თანხმობით აღიჭურვა შესაბამისი მოწყობილობით, გადაეცა შსს ფონდიდან შესაბამისი ფულადი თანხა და რამდენჯერმე შეხვდა ბრალდებულს საკონტროლო შესყიდვაზე, კერძოდ 2018 წლის 24 მარტს, 31 მარტს და 6 აპრილს, რა დროსაც შესაბამისად - 700, 650 და 750 ლარად ბრალდებულისაგან შეიძინა - 5, 3 და 5 აბი ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის პირველად ღამის კლუბ ,,ბ------ის“ შესასვლელთან, მეორედ ღამის კლუბ ,,-----ს“ შესასვლელთან, ხოლო მესამედ უშუალოდ ღამის კლუბ ,,ბ------ის“ საპირფარეშოში. თითოეული შეხვედრის - საკონტროლო შესყიდვის დასრულებისთანავე ა------ ზ-----ისგან საგამოძიებო მოქმედება - ამოღების ფარგლებში ამოღებული იქნა ბრალდებულისაგან შეძენილი ნარკოტიკული საშუალებები თარჯიმნის მონაწილეობით. სამივე შემთხვევაში იმ მდგომარეობაში ლუქავდა წარდგენილ ნივთიერებას, რა მდგომარეობაში მიჰქონდა ა------ ზ-----ს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ამოღებული აბები წარმოედგენს ნარკოტიკულ საშუალებას. მოწმემ ასევე განმარტა, რომ 31 მარტს ღამის კლუბ ,,-----ს“ ტერიტორიაზე, ბ------- დ--------–--ემ გარდა 3 ცალი აბისა, ასევე გადასცა 3 ცალი მუყაოს ფირფიტა, რაც ექსპერტიზის დასკვნის თანახმად იყო ე.წ. ემვაუ, რომელიც საკონტროლო შესყიდვის დროისათვის არ წარმოადგენდა დანაშაულს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ--- ლ------ემ განმარტა, რომ ის არის სა---------–----–---------------------------–--------------------------------------------–----–----–----------------------------------------------- ქვეგანყოფილების მთავარი ექსპერტი. მოწმემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნები, 2018 წლის 24 მარტის დასკვნის თანახმად:

ა------ ზ-----ისგან ამოღებული ბ------- დ--------–--ესგან შეძენილი:

- კუსტარული წესით დამზადებული ფოსფორისფერი ფიგურული ფორმის (ორივე ზედაპირზე ფიგურული ამონატვიფრებით) 2 ცალი ტაბლეტი, საერთო წონით - 0,3928 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ტენამფეტამინს, რომლის რაოდენობა ვერ განისაზღვრა.

- კუსტარული წესით დამზადებული წითელი ფერის (თეთრი ჩანართებით) ოთხკუთხედი ფორმის ერთი ტაბლეტი, წონით 0,4076 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: მდმა-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) – 0, 29705 გრამის ოდენობით. მეტამფეტამინს (მარილი) 0,03555გრამის ოდენობით.

- კუსტარული წესით დამზადებული ლურჯი ფერის (თეთრი ჩანართებით) ოთხკუთხედი ფორმის ერთი ტაბლეტი, წონით 0,4279 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს. მდმა-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) – 0, 3476 გრამის ოდენობით. მეტამფეტამინს (მარილი) 0,0468 გრამის ოდენობით.

- კუსტარული წესით დამზადებული ნაცრისფერი ფერის (თეთრი ჩანართებით) ოთხკუთხედი ფორმის ერთი ტაბლეტი, წონით 0,4061 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს. მდმა-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) – 0, 3436გრამის ოდენობით. მეტამფეტამინს (მარილი) 0,0774 გრამის ოდენობით.

 

მოწმემ ასევე დაადასტურა მის მიერ პ------ წ--–---–--ესთან ერთად 2018 წლის 10 აპრილს გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც: ა------ ზ-----ისგან ამოღებული ბ------- დ--------–--ისგან შეძენილი:

უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტში (ჩამკეტით) მოთავსებული კუსტარული წესით დამზადებული მოწითალო-ნარინჯისფერი ფერის (თეთრი ჩანართებით), მრგვალი ფორმის ერთ ზედაპირზე ფიგურული ამონატვიფრებით 5 ცალი ტაბლეტი, საერთო წონით 1,4554 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) - 0,2985 გრამის ოდენობით.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-–---------- დ--------ემ ასევე დაადასტურა მის მიერ ნ--- ლ------ესთან ერთად 2018 წლის 24 მარტს გაცემული დასკვნა, ხოლო მოწმე პ------ წ--–---–--ემ დაადასტურა მის მიერ ნ--- ლ------ესთან ერთად 2018 წლის 10 აპრილს გაცემული დასკვნა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე თ----- უ---–--ამ განმარტა, რომ ის არის სა---------–----–--------------------------–--------------------------------------------–----–----–--------------------------------- ექსპერტიზის ქვეგანყოფილების მთავარი ექსპერტი. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ექსპერტი გ-------– ქ----–----ესთან ერთად 2018 წლის 31 მარტს გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც:

ექსპერტიზაზე წარდგენილი:

3 (სამი) ცალი, მომწვანო, ფიგურული, ტაბლეტი, საერთო წონით 1,0512 გრამი, (ობ.N1) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) საერთო წონით 0,4619 გრამს.

პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებულ ქაღალდის ორ (2) ცალ ნაჭერზე საერთო წონით 0,0477 გრამი, (ობ.N2) აღინიშნება ნივთიერება 25I-NBOMe.

ქაღალდის ერთ (1) ცალ ნაჭერზე წონით 0,0238 გრამი, (ობ.N3) აღინიშნება ნივთიერება 25I-NBOMe.

ნაჭერში მოთავსებული მოვარდისფრო ფხვნილი წონით 0,0402 გრამი, (ობ.N4) შეიცავს ნივთიერება α -PVP-ს.

მოწმემ განმარტა, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი ობიექტები იყო დალუქული.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-------– ქ----–----ემ დაადასტურა 2018 წლის 31 მარტს გაცემული დასკვნა და განმარტა, რომ თეთრი ფერის ქაღალდის პაკეტი დალუქული იყო სამი ლუქით და ვიზუალური დათვალიერებით პაკეტებს და ლუქებს დარღვევა არ აღენიშნებოდათ.

 

მოწმეს გ-------– ქ----–----ემ დაადასტურა მის მიერ ი-------------თან ერთად 2018 წლის 16 მაისს გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც:

ბ------- დ--------–--ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი თეთრი ქაღალდის ნახვევში გახვეული ყვითელი გერის ტაბლეტის ნატეხი, წონით - 0,17 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს), რაოდენობით - 0,077 გრამს და ნარკოტიკულ საშუალება მეტამფეტამინს (მარილი), რაოდენობით - 0,0063 გრამს.

ექსპერტიზაზე წარდგენილი უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული მონაცრისფრო-მოყავისფრო ფერის მცენარეული ფხვნილი, წონით 0,09 გრამი, არ წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას.

ექსპერტიზაზე წარდგენილი უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებული მოყავისფრო ფერის წებოვანი მცენარეული მასა, წონით 0,18 გრამი არ წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას.

მოწმემ განმარტა, რომ კვლევის დასრულების შემდეგ ნივთიერებები დაილუქა და ჩაბარდა კანცელარიას.

 

სასამართლო სხდომაზე თავის მხრივ ექსპერტმა ი-----------ამ დაადასტურა 2018 წლის 16 მაისის დასკვნა და დამატებით განმარტა, რომ ობიექტები გამოიკვლია ცალ-ცალკე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- ტ--–--–---ემ განმარტა, რომ ბ------- დ--------–--ე არის მისი მამიდაშვილი, შესაბამისად საქმის დაწყებისთანავე ადევნებდა თვალყურს ტელევიზიითა და ინტერნეტ გვერდების საშუალებით მოცემულ საქმესთან დაკავშირებით გაჟღერებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რა დროსაც გაიჟღერა მოწმე ა------ ზ-----ის სახელმა და გვარმა, რომელსაც იცნობდა. საქმეში ა------ ზ-----ი ამბობდა, რომ ბ------- დ--------–--ე გაიცნო კლუბ ,,ბ------ში“, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ა------ ზ-----ი ბ------- დ--------–--ეს 2016 წლის სექტემბრის დასაწყისში დააკავშირა გ------- ტ--–--–---ემ სოციალური ქსელ ,,Facebook-ის“ საშუალებით, კერძოდ ამ უკანასკნელს, რომელიც იმ დროისთვის ქალაქ ქ-------ში ცხოვრობდა, სთხოვა ა------ ზ-----ისათვის ქ-------ში ეჩვენებინა სახლი, რომელსაც გ------- ტ--–--–---ე აქირავებდა. მისთვის უცნობია შემდეგ როგორ განვითარდა მათ შორის ურთიერთობა, თუმცა როგორც იცის რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს. არ ფლობს ინფორმაციას ბ------- დ--------–--ის ნარკოტიკულ საშუალებებთან ურთიერთობის შესახებ.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ბ------- დ--------–--ემ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მოწმე ა------ ზ-----ს იცნობს დიდი ხანია და მასთან კონტაქტი ჰქონდა ჯერ კიდევ ქ-------ში ცხოვრებისას. თბილისში გადასვლის შემდეგ ხშირად დადიოდა კლუბებში, სადაც იღებდა ნარკოტიკულ საშუალებას, რაც ცნობილი იყო ა------ ზ-----ისათვის, რომელთანაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა და ხშირად სტუმრობდა სახლში. მან სთხოვა ნარკოტიკული საშუალების შეძენაში დახმარება, რაზეც ბ------- დ--------–--ემ უარი უთხრა, რადგან არ ჰქონდა საჭირო კავშირები, გარდა ამისა არ სურდა დიდი ოდენობით ნარკოტიკის ყიდვა-გაყიდვაში ჩარეულიყო. აღნიშნულის შემდეგ 2018 წლის 22 მარტს მათთან სახლში ყოფნისას, როცა ბ------- დ--------–--ეს პირადი მოხმარებისათვის კონკრეტული ინტერნეტ გვერდიდან უნდა შეეძინა ნარკოტიკული საშუალება, ა------ ზ-----მა სთხოვა მისთვისაც შეეძინა, უთხრა, რომ ამისთვის უნდა გადაერიცხა თანხა, რაც მან განახორციელა და საბოლოოდ ერთად მოიხმარეს. 2018 წლის 23 მარტს ა------ ზ-----მა კვლავ სთხოვა ნარკოტიკული საშუალების ყიდვაში დახმარება, რაზეც მან კვლავ აცნობა, რომ უნდა გადაერიცხა თანხა, თუმცა ა------ ზ-----მა უთხრა, რომ მუშაობდა და მხოლოდ 0000 საათზე შეძლებდა თანხის მიცემას, იმ შემთხვევაში თუ ბ------- დ--------–--ე უყიდიდა. ამ უკანასკნელმა თავდაპირველად უარი უთხრა, თუმცა შემდეგ უყიდა, რათა არ წყენოდა. შესაბამისად 2018 წლის 23 მარტს კლუბში ა------ ზ-----ს მისცა მისთვის შეძენილი ნარკოტიკული საშუალება და გამოართვა მის მიერ გადახდილი თანხა, რომელიც ა------ ზ-----ის ნაცვლად გადაიხადა, მას რაიმე სახის მოგება არ მიუღია, რადგან აღებული თანხა ეკუთვნოდა მას. მსგავსი შემთხვევა განმეორდა კიდევ ორჯერ. ა------ ზ-----ს სამივე შემთხვევა ჩაწერილი აქვს, კადრში ნამდვილად თავად არის ასახული, თუმცა მას არ მოუხდენია რეალიზაცია - ფინანსური სარგებლისათვის, უბრალოდ დაეხმარა მეგობარს. იმ პერიოდისათვის კი უცნობი იყო ის ფაქტი, რომ ასეთი სახის დახმარება წარმოადგენდა დანაშაულს - ნარკოტიკული საშუალების გასაღებას. ბრალდებულმა განმარტა, რომ ა------ ზ-----მა 6 აპრილს თხოვა დიდი ოდენობა, რაზეც უარი განუცხადა, რადგან არც შესაბამისი რაოდენობის ფული ჰქონდა და არც შესაბამისი კავშირი, საბოლოოდ ა------ ზ-----მა თხოვა 5 აბი, რაზეც დათანხმდა. პროკურორის კითხვაზე ბრალდებულმა განმარტა, რომ 31 მარტის შეხვედრისას პირდაპირ არ მისცა ნარკოტიკული საშუალება ა------ ზ-----ს, რადგან მას არ მოუთხოვია, ამ უკანასკნელმა შეხვედრისთანავე უთხრა, რომ მეგობრებს ელოდებოდა და თანხა არ ქონდა ხელში, ამიტომ ბ------- ჯერ კლუში შევიდა, უკან დაბრუნებულს კი ა------ ზ-----მა უთხრა, რომ თანხა თან ჰქონდა, შესაბამისად გადაცვალეს ნარკოტიკული საშუალება და შესაბამისი თანხა, რადგან ა------ ზ-----ისათვის ნარკოტიკული საშუალება მისი ფულით ჰქონდა შეძენილი.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მეირ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები:

 

გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი ფორმა N1-ის თანახმად გამოძიება დაიწყო 2018 წლის 21 მარტს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით.

 

2018 წლის 21 მარტის დეტექტივ-გამომძიებელ ს----- ა--–--ის პატაკის თანახმად ოპერატიული ინფორმაციის თანახმად თბილისში, არსებულ ღამის კლუბებში ხდება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება.

 

2018 წლის 23 მარტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ზ------ რ----–---–ის პატაკის თანახმად - ოპერატიული ინფორმაციის შესაბამისად თბილისში, აკ----–-------–-----------------ში მდებარე ღამის კლუბ ,,ბ------ში“ ვინმე - ბ------- დ--------–--ე ახდენს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღებას, რის შესახებაც ა------ ზ-----ი შესაძლოა ფლობდეს ინფორმაციას.

 

2018 წლის 23 მარტის ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების შესახებ ოქმის თანახმად დეტექტივ-გამომძიებელმა ო-–---- ქ------–--ემ თარჯიმან ა--------–---–ის მონაწილეობით ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით ა------ ზ-----ს გადასცა ფულადი თანხა 700 ლარის ოდენობით.

 

2018 წლის 24 მარტის ამოღების ოქმის თანახმად ა------ ზ-----ისაგან ამოღებული იქნა მის მიერ 2018 წლის 24 მარტს ღამის კლუბ ,,ბ------ის“ შესასვლელში ბ------- დ--------–--ისაგან შეძენილი 1 ცალი გამჭვირვალე ფერის პოლიეთილენის პაკეტი, მასში მოთავსებული 5 ცალი სხვადასხვა ფერის და ფორმის აბებით.

 

სა---------–----–---------------------------–--------------------------------------------–----–----–----------------------------------------------- ქვეგანყოფილების 2018 წლის 24 მარტის დასკვნის თანახმად: ა------ ზ-----ისგან ამოღებული ბ------- დ--------–--ესგან შეძენილი:

- კუსტარული წესით დამზადებული ფოსფორისფერი ფიგურული ფორმის (ორივე ზედაპირზე ფიგურული ამონატვიფრებით) 2 ცალი ტაბლეტი, საერთო წონით - 0,3928 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ტენამფეტამინს, რომლის რაოდენობა ვერ განისაზღვრა.

- კუსტარული წესით დამზადებული წითელი ფერის (თეთრი ჩანართებით) ოთხკუთხედი ფორმის ერთი ტაბლეტი, წონით 0,4076 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს: მდმა-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) – 0, 29705 გრამის ოდენობით. მეტამფეტამინს (მარილი) 0,03555გრამის ოდენობით.

- კუსტარული წესით დამზადებული ლურჯი ფერის (თეთრი ჩანართებით) ოთხკუთხედი ფორმის ერთი ტაბლეტი, წონით 0,4279 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს. მდმა-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) – 0, 3476 გრამის ოდენობით. მეტამფეტამინს (მარილი) 0,0468 გრამის ოდენობით.

- კუსტარული წესით დამზადებული ნაცრისფერი ფერის (თეთრი ჩანართებით) ოთხკუთხედი ფორმის ერთი ტაბლეტი, წონით 0,4061 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს. მდმა-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) – 0, 3436 გრამის ოდენობით. მეტამფეტამინს (მარილი) 0,0774 გრამის ოდენობით.

 

2018 წლის 31 მარტის ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების შესახებ ოქმის თანახმად დეტექტივ-გამომძიებელმა ო-–---- ქ------–--ემ ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით ა------ ზ-----ს გადასცა ფულადი თანხა 650 ლარის ოდენობით.

 

2018 წლის 31 მარტის ამოღების ოქმის თანახმად ა------ ზ-----ისაგან ამოღებული იქნა მის მიერ 2018 წლის 31 მარტს ღამის კლუბ ,,-----ს“ შესასვლელში ბ------- დ--------–--ისაგან შეძენილი 2 ცალი გამჭვირვალე ფერის პოლიეთილენის პაკეტი, მათგან ერთ-ერთი მასში მოთავსებული 3 ცალი აბებით, ხოლო მეორე მასში მოთავსებული 2 ცალი მუყაოს ფირფიტით, ასევე ამოღებული იქნა 1 ცალი მუყაოს ფირფიტა.

 

სა---------–----–--------------------------–--------------------------------------------–----–----–--------------------------------- ექსპერტიზის ქვეგანყოფილების 2018 წლის 31 მარტს გაცემული დასკვნის თანახმად - ექსპერტიზაზე წარდგენილი:

3 (სამი) ცალი, მომწვანო, ფიგურული, ტაბლეტი, საერთო წონით 1,0512 გრამი, (ობ.N1) შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) საერთო წონით 0,4619 გრამს.

პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებულ ქაღალდის ორ (2) ცალ ნაჭერზე საერთო წონით 0,0477 გრამი, (ობ.N2) აღინიშნება ნივთიერება 25I-NBOMe.

ქაღალდის ერთ (1) ცალ ნაჭერზე წონით 0,0238 გრამი, (ობ.N3) აღინიშნება ნივთიერება 25I-NBOMe.

ნაჭერში მოთავსებული მოვარდისფრო ფხვნილი წონით 0,0402 გრამი, (ობ.N4) შეიცავს ნივთიერება α -PVP-ს.

 

2018 წლის 6 აპრილის ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების შესახებ ოქმის თანახმად დეტექტივ-გამომძიებელმა ო-–---- ქ------–--ემ ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვის მიზნით ა------ ზ-----ს გადასცა ფულადი თანხა 800 ლარის ოდენობით.

 

2018 წლის 6 აპრილის ამოღების ოქმის თანახმად ა------ ზ-----ისაგან ამოღებული იქნა მის მიერ 2018 წლის 6 აპრილს ღამის კლუბ ,,ბ------ში“ ბ------- დ--------–--ისაგან შეძენილი 2 ცალი გამჭვირვალე ფერის პოლიეთილენის პაკეტი, მასში მოთავსებული 5 ცალი აბით.

 

საქართველოს შ--------------------------–--------------------------------------------–----–----–-------------------------------- ექსპერტიზის ქვეგანყოფილების 2018 წლის 10 აპრილის დასკვნის თანახმად: ა------ ზ-----ისაგან ამოღებული ბ------- დ--------–--ისაგან შეძენილი: უფერო გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტში (ჩამკეტით) მოთავსებული კუსტარული წესით დამზადებული მოწითალო-ნარინჯისფერი ფერის (თეთრი ჩანართებით), მრგვალი ფორმის ერთ ზედაპირზე ფიგურული ამონატვიფრებით 5 ცალი ტაბლეტი, საერთო წონით 1,4554 გრამი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4 მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) - 0,2985 გრამის ოდენობით.

 

2018 წლის 11 მაისის ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად თბილისში, ვ-–----–----–-----------------–---------------------------ში მდებარე ბ------- დ--------–--ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სტუმრის მისაღებ ოთახში განთავსებული კარადიდან ამოღებული იქნა სამკუთხედი ფორმის მოყვითალო ფერის აბი, სამზარეულო ოთახში განთავსებული კარადიდან ასევე ამოღებული იქნა 2 ცალი პოლიეთილენის პაკეტი, მასში მოთავსებული მოშავო ფერის მასით, რომელთაგან ერთ პაკეტში არის ფხვიერი, ხოლო მეორე პაკეტში ბლანტი ნივთიერება.

 

2018 წლის 16 მაისის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად კი ბ------- დ--------–--ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი თეთრი ქაღალდის ნახვევში გახვეული ყვითელი გერის ტაბლეტის ნატეხი, წონით - 0,17 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს), რაოდენობით - 0,077 გრამს და ნარკოტიკულ საშუალება მეტამფეტამინს (მარილი), რაოდენობით - 0,0063 გრამს.

 

2018 წლის 12 მაისის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ბ------- დ--------–--ე კლინიკურად არ იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ, ლაბორატორიული შემოწმებისას დაუდგინდა - ნარკოტიკული საშუალება - ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანა), ამფეტამინის, მეტამფეტამინის, მდმა-ს (ექსტაზი) მოხმარების ფაქტი.

 

2018 წლის 23 აგვისტოს სა---------–----–--------------------------–----------- დეპარტამენტის დასკვნის თანახმად ექსპერტს გამოსაკვლევად წარედგინა, ფარული გზით გადაღებული 3 ცალი ვიდეოჩანაწერი, 16 ცალი სატელეფონო საუბრის აუდიოჩანაწერი და ბ------- დ--------–--ისაგან აღებული ხმის ნიმუშის აუდიოჩანაწერი. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოსაკვლევად შემოსულ აუდიოგრამაზე და ვიდეოგრამებში არსებული აუდიონაწილის მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება.

ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ჩანაწერების გამოკვლევისას სპექტრული მაქსიმუმების თანხვედრა აშკარაა, რაც გვაძლევს საფუძველს დავასკვნათ, რომ სადავო და ეტალონური ფონოგრამები ტექნიკური თვალსაზრისით ერთმანეთის თავსებადია დიქტორისათვის: ბ------- დ--------–--ე - ფონოგრამებში.

 

2017 წლის 11 ოქტომბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის თანახმად ბ------- დ--------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 1 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მეირ წარმოდგენილი ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერები და კრებსითი მასალა.

 

გარდა აღნიშნულისა სასამართლო სხდომაზე დაცვისა და ბრალდების მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულებაზე, რამაც პრეიუდიციული მნიშვნელობა შეიძინა და სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მიიღო ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს - იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.

 

2018 წლის 23 მარტის, 2018 წლის 31 მარტის და 2018 წლის 6 აპრილის ფულადი თანხის გადაცემისა და დათვალიერების ოქმებით, 2018 წლის 24 მარტის, 2018 წლის 31 მარტის და 2018 წლის 6 აპრილის ა------ ზ-----თან ჩატარებული ამოღების ოქმებით, ამოღებულ აბებითა და შესაბამისად მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებით, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩაწერისა და საკონტროლო შესყიდვის დროს განხორციელებული ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების შედეგად მოპოვებული მასალების და შესაბამისი ჩანაწერების ექსპერტიზის დასკვნის ანალიზით, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიაჩნია, რომ ბ------- დ--------–--ემ 23 მარტს, 31 მარტსა და 6 აპრილს ა------ ზ-----ს გადასცა სხვადასხვა ოდენობის ნარკოტიკული საშუალება და სანაცვლოდ მიიღო სხვადასხვა ოდენობის თანხები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება. დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ წესს არეგულირებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი. რაც შეეხება თავად დანაშაულის სპეციფიკას და ხასიათს - ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას და მის გასაღებას, როგორც წესი ასეთი ქმედებების განხორციელება ხდება შენიღბულად, სხვებისაგან დაფარულად და არა მოწმეთა თანდასწრებით და საჯაროდ, რომ ვინმე აპირებს აღნიშნულს.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში და გასაღებაში. სამართლებრივი განმარტებიდან გამომდინარე უკანონო შეძენა გულისხმობს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენას ნებისმიერ საშუალებით, ეს იქნება ყიდვა, ჩუქება, პოვნა თუ სხვა ხერხი, აღნიშნულის შემდეგ კი შენახვას, ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე, რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას, აღნიშნული გულისხმობს სხვა პირისათვის გადაცემას ასევე ნებისმიერ საშუალებით - მიყიდვა, ჩუქება და სხვა.

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ბრუნვისათვის შეზღუდულ ნარკოტიკული საშუალებას მიეკუთვნება მდმა (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) და მეტამფეტამინი (მარილები), იგივე კანონით განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა, რომლის თანახმადაც ნარკოტიკული საშუალება მდმა (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) 1 გრამამდე ოდენობით ითვლება დიდ ოდენობად, ხოლო 1 გრამზე მეტი ოდენობით ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად, ასევე მეტამფეტამინი (მარილები) 1 გრამამდე ოდენობით ითვლება დიდ ოდენობად, შესაბამისად, დგინდება, რომ ბ------- დ--------–--ის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ჯამში 1,82565 გრამი მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) და 0,16605 გრამი მეტამფეტამინის (მარილი) შემცველი ნივთიერება, საერთო ჯამში მიეკუთვნება განსაკუთრებით დიდ ოდენობას, ხოლო მის მიერ 3 ეპიზოდად გასაღებული - შესაბამისად: 1. 098825 გრამი მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) და 0,15975 გრამი მეტამფეტამინი (მარილი) შემცველი 3 ცალი აბი (2018 წლის 24 მარტის ეპიზოდი), 2. 0,4619 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შემცველი 3 ცალი აბი (2018 წლის 31 მარტის ეპიზოდი) და 3. 0,2985 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს) შემცველი 5 ცალი აბი (2018 წლის 6 აპრილის ეპიზოდი) დამოუკიდებლად მიეკუთვნება დიდ ოდენობას.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ვერსიას იმასთან დაკავშირებით, რომ თითოეულ ეპიზოდში შემდგომი გადახდის პირობით შეუძინა ნარკოტიკული საშუალება ა------ ზ-----ს, ანუ ის მხოლოდ დაეხმარა ნარკოტიკული საშუალების შეძენაში და არ ასაღებდა. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ვერსია მოგონილია ბრალდებულის მიერ მართლმსაჯულების შეცდომაში შეყვანისა და ბრალის ნაწილში, კერძოდ გასაღებაში გამართლებისათვის, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებიდან.

ამ კუთხით უპირველეს ყოვლისა ეჭვს აჩენს 2018 წლის 31 მარტის ეპიზოდისას ბრალდებულისა და ა------ ზ-----ის ქმედება, როდესაც ისინი ერთმანეთს შეხვდნენ ვ----–-----------------------თან მდებარე ღამის კლუბ ,,-----ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ბ------- დ--------–--ის ჩვენების თანახმად მან ნარკოტიკული საშუალება ნაყიდი ჰქონდა საკუთარი ფულადი სახსრებით შემდგომი - კლუბში შეხვედრისას გადახდის პირობით, მეგობარ ა------ ზ-----ისათვის, თუმცა ამ ვერსიისაგან განსხვავებული დიალოგი და მოქმედება განხორციელდა მათ შორის, კერძოდ: მან ნარკოტიკული საშუალება ნახვისთანავე არ გადასცა ა------ ზ-----ს, როგორც ეს უნდა მომხდარიყო იმ შემთხვევაში, თუ მან მართლაც კლუბში მისვლამდე უყიდა ნარკოტიკული საშუალება, ამასთან დაკავშირებით პროკურორის დასმულ კითხავს კი უპასუხა, რომ ა------ ზ-----ს არ მოუთხოვია (ეგრევე ხომ არ მისცემდა?), რაც კიდევ ერთხელ გამორიცხავს ბრალდებულის ვერსიას - კლუბში გადახდის პირობით ა------ ზ-----ისათვის ნარკოტიკული საშუალების შეძენის შესახებ. ბრალდებულმა აღნიშნულთან დაკავშირებით ასევე განმარტა, რომ ა------ ზ-----მა შეხვედრისთანავე უთხრა, რომ მეგობრებს ელოდებოდა და თანხა არ ჰქონდა ხელში, სწორედ ამიტომ ჯერ კლუში წავიდა, დაბრუნებისას, როცა ა------ ზ-----მა უთხრა, რომ თანხა თან ჰქონდა გადაუცვალა ნარკოტიკული საშუალება შესაბამის თანხაში. ცხადია მოვლენათა განვითარება აჩენს ეჭვს.

 

გარდა ამისა 2018 წლის 23 მარტს ერთის მხრივ ა------ ზ-----ის და მეორეს მხრივ ბ------- დ--------–--ის შეხვედრისას განხორციელებული ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მასალის თანახმად, ბრალდებულსა და მოწმეს შორის მიმდინარე საუბრებში ისმის ბ------- დ--------–--ის ფრაზები: ,,დღეს ეს აიღე, მე გარანტიას გაძლევ“, ,,ჰო, გუშინ მივიღე და დღესაც ეგ მაქვს“, ,,ცუდი მომიცია?“.

სასამართლო განმარტავს, რომ ამგვარი ფრაზები არ არის დამახასიათებელი იმ ვერსიისათვის, რის წარმოჩენასაც ბრალდებული ცდილობს, რადგან იმ შემთხვევაში თუ თითოეულ ჯერზე ბრალდებულმა დახმარება გაუწია ა------ ზ-----ს და საღამოს შეხვედრისას გადახდის პირობით იყიდა ა------ ზ-----ისათვის ნარკოტიკული საშუალება, გარანტიას არ მისცემდა მის ხარისხზე და არც ჩაეკითხებოდა მიუცია თუ არა როდესმე ცუდი, აღნიშნული ფრაზები ადასტურებს, რომ ბრალდებული ახდენდა რეალიზაციას.

 

სასამართლო აქვე მიანიშნებს, რომ ბრალდებულის განმარტები, რომ მან 2018 წლის 22 მარტს ა------ ზ-----თან ერთად პირველად მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, რომ 2018 წლის 23 მარტს პირველად შეუძინა - საღამოს გადახდის პირობით და 2018 წლის 24 მარტს კლუბ ,,ბ------ის“ შესასვლელთან პირველად გადასცა, არ გამომდინარეობს 2018 წლის 23 მარტს განხორციელებული მათი შეხვედრის ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მასალის შინაარსიდან და მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ ბრალდებული არ არის გულწრფელი სასამართლოს წინაშე, რადგან 2018 წლის 23 მარტის ჩანაწერში ბ------- დ--------–--ე მიმართავს ა------ ზ-----ს ფრაზებით: 1. ,,დღეს ეს აიღე, მე გარანტიას გაძლევ“ - ცხადაი ,,დღეს ეს აიღე“ გულისხმობს, რომ მანამდეც მიუცია, დღეს კი ,,ეს“ უნდა შეიძინოს, რის ხარისხზეც გარანტიას იძლევა, 2. ,,ჰო, გუშინ მივიღე და დღესაც ეგ მაქვს“ - გამორიცხავს, წინა დღეს ერთობლივად ყიდვისა და მოხმარების ფაქტს, რადგან ერთად ყიდვისა და ერთად მოხმარების შემთხვევაში ა------ ზ-----ისთვის იმთავითვე ცნობილი იქნებოდა მისი ხარისხის შესახებ, ასევე 3. ,,ცუდი მომიცია?“ - ცალსახად ადასტურებს, რომ ბ------- დ--------–--ეს 2018 წლის 23 მარტამდე უკვე ქონდა მიცემული, თანაც არაერთხელ ,,კარგი“ ხარისხის ნარკოტიკული საშუალება.

 

აქვე მნიშვნელოვანია 2018 წლის 6 აპრილის შეხვედრის ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მასალის ამონარიდი, რომლის თანახმად, ბ------- დ--------–--ე საუბრისას მიმართავს: ,,ყველაფერი საუკეთესო შენთვისაა, ჩემო მეგობარო“, იმავე საუბარში ბ------- დ--------–--ე ეუბნება ა------ ზ-----ს, რომ მისი აზრით ,,იქ“ უკეთესია, თუმცა თავად დაპატიჟებულია, რის შემდეგაც განმარტავს, რომ ,,ერთ ბიჭს შევხვდი და ის მეპატიჟება, მაგრამ მე ყოველთვის ... პატარა ექსტაზს ვაძლევ, იგივე გაცვლაა რა, ფასი იგივე აქვს, მაგრამ მეგობრულად“, აღნიშნულზე ა------ ზ-----ი სთავაზობს: ,,მაჩვენე ის ბიჭი, ექსტაზს შენ გამოგართმევ, მივცემ იმათ და მივიღებ უფასო ბილეთს“. ცხადია იმ დაშვების პირობებში, თუ ბ------- დ--------–--ე მხოლოდ ყიდვაში ეხმარებოდა, მას თავად არ უნდა სცოდნოდა შეძენილი ნივთიერების ხარისხი და არ უნდა შეეფასებინა, შესაბამისად ლოგიკას მოკლებულია მისი ფრაზა - ,,ყველაფერი საუკეთესო შენთვისაა, ჩემო მეგობარო“.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება გულისხმობს სხვა პირისათვის გადაცემას ნებისმიერ საშუალებით, მათ შორის ჩუქებითაც, შესაბამისად დაცვის მხარის განმარტება, რომ მას ა------ ზ-----ისათვის ნარკოტიკული საშუალებისას რაიმე ფინანსური სარგებელი არ მიუღია არ გამორიცხავს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტს.

 

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ბ------- დ--------–--ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით (3 ეპიზოდი), ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-14 წლამდე ვადით.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულების პიროვნებას, მათი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელია მისი ნასამართლობა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალად შერაცხული და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო ქმედება მაღალი ხარისხის საზოგადოებრივად საშიშ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რაც განსაკუთრებულ და მკაცრ მიდგომებს საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც. შესაბამისად, დანაშაულის სიმძიმისა და ბრალდებულის პიროვნებების გათვალისწინებით, ბ------- დ--------–--ეს სასჯელის ზომად განაჩენთა ერთობლიობით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, უნდა ჩამოერთვას კანონით განსაზღვრული უფლებები, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დანაშაულის პრევენციასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბ------- დ--------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 24 მარტის ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 31 მარტის ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 6 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 24 მარტის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 31 მარტის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 6 აპრილის ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ბ------- დ--------–--ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლადდანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 ოქტომბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ბ------- დ--------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

2. ბ------- დ--------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

3. ბ------- დ--------–--ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 11 მაისიდან;

4. ბ------- დ--------–--ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

5. 5 ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, 6 ცალი დისკი, რომელიც გადაგზავნილია შ--------------------------–------------------------ტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით, ბ------- დ--------–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები, რომელიც ინახება შ---–--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ბ------- დ--------–--ის ნერწყვის ნიმუში, ასევე ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული და არანარკოტიკული ნივთიერებები, ბ------- დ--------–--ესთან განხორციელებული საკონტროლო შესყიდვის შედეგად მოპოვებული ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც ინახება შ---–--------–---------------–----------–-–--- დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი