განაჩენი

სისხლის სამართლის 13.11.2018
საქმის ნომერი
060100118002449286
დავის ტიპი
126
თარიღი
13.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

სამტრედიის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

საქმე #1/69-18

№067170418001

13 ნოემბერი, 2018 წელი ქ.სამტრედია

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - დავით სვანაძე

სხდომის მდივანი - გურამ შენგელია

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ირ---–--–--------ძე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - თ-------------------------–--–-----------------–-------–-–----------------–-------------------------–-------------------------–-------–-----

 

ადვოკატი- პა--–--------ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, თ--------------–-ლავამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 16 აპრილს, დაახლებით 19:00 საათზე , მთვრალმა თ--------------–-ლავამ, ეჭვიანობის ნიადაგზე, ხონის რაიონის სოფელ ძე---–---ში მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ხელების და ფეხების თავისა და გვერდების არეში დარტყმით, სცემა ორსულ მეუღლეს -ცი----–--------აძეს, რომელმაც აღნიშნულით მიიღო სხეულის დაზიანება და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა თ--------------–-ლავას ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა და სამართლებრივი შეფასება:

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა თ--------------–-ლავამ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ცხოვრობს ხონის რაიონის სოფელ ძე---–---ში მეუღლესთან ცი----–--------აძესთან და 4 არასრულწლოვან შვილთან ერთად. 2018 წლის 16 აპრილს იგი იმყოფებოდა მეზობელთან, ეხმარებოდა ყანაში და მიღებული ჰქონდა ცოტაოდენი ალკოჰოლი, სახლში დაბრუნებულს დახვდა მისი მეუღლე, ცი--- წყ-----რიძე, რომელსაც თვალთან ჰქონდა დაზიანება, შეკითხვაზე კი უპასუხა, რომ კიბიდან გადმოვარდა. მათ შორის არანაირი კონფლიქტი არ მომხდარა და მისი მხრიდან არავითარ ძალადობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, მის სახლში იმ ღამით, რატომ მივიდა პოლიცია მისთვის უცნობია.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულის ახლო ნათესავმა, კერძოდ, მეუღლემ -დაზარალებულმა ცი----–--------აძემ, დედამ- მოწმე მზ--------–--–-ვამ და მამამ- მოწმე ბა---------–--–-ვამ ისარგებლა მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება მისი ახლო ნათესავის, ბრალდებულ თ--------------–-ლავას წინააღმდეგ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ფრ-------------ამ, განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს ხონის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე, 2018 წლის 17 აპრილს გამოძიება დაიწყო სს საქმეზე თ--------------–-ლავას მიერ ორსული მეუღლის ცი----–--------აძის, ცემის ფაქატზე, მის მიერ გამოკითხულ იქნა ცი--- წყ-----რიძე, რომელმაც დეტალურად აღწერა თუ, სად და რა ვითარებაში და რისი საშუალებებით მიაყენა დაზიანება მისმა მეუღლემ თ--------------–-ლავამ. მის მიერ დანიშნული იქნა ექსპერტიზა საიდაც მიღებული პასუხის თანახმად ცი----–--------აძეს დაუდგინდა სხეულის მსუბუქი დაზიანება. ასევე მის მიერ გამოკითხული იქნა ოჯახის წევრები, კერძოდ, თ--------------–-ლავას დედა და მამა, რომლებმაც დაადასტურეს მათი შვილის მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ალ----------------იამ განმარტა, რომ იგი ამჟამად მუშაობს შსს წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 16 აპრილს შსს ხონის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება თ--------------–-ლავას მიერ მისი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე. შეტყობინება შევიდა 16 აპრილის ღამის საათებში, 17 აპრილს ღამის საათებზე იგი გამოცხადდა ხონის რაიონის სოფელ ძე---–---ში თ--------------–-ლავას საცხოვრებელ სახლში, სადაც დახვდა იგი ოჯახთან ერთად. მის მეუღლეს ცი--- წყ-----რიძეს ვიზუალური დაკვირვებით ეტყობოდა, რომ იყო ნაცემი. აღნიშნულიდან გამომდინარე მის მიერ ადგილზევე მოხდა თ--------------–-ლავას დაკავება და განემარტა მას მისი უფლებები. მის მიერ ჩატარდა ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რომლეშიც მინაწილეობას იღებდა დაზარალებული, მისი მეუღლე ცი--- წყ-----რიძე, რომელმაც მიუთითა ადგილი, სადაც მისმა მეუღლემ განახორციელა ძალადობა, აღნიშნულის შემდგომ თ--------------–-ლავა გადმოყვანილი იქნა შსს ხონის რაიონულ სამმართველოში. ალკოლურ თრობაზე შემოწმებისას კი მას დაუდგინდა სიმთვრალე, რის გამოც იგი გამოკითხული იქნა 17 აპრილს სამტრედიის დროებითი მოთავსების იზოლატორში, რა დროსაც მან აღიარა ჩადენილი ძალადობის ფაქტი, ასევე მის მიერ 2018 წლის 18 აპრილს თ--------------–-ლავას წარედგინა ბრალდება და გაცვლილ ი იქნა მტკიცებულებები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ალ-------------------ძემ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს ხონის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 16 აპრილს აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ხონის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპეტორების განყოფილებაში შემდგომი რეაგირებისათვის გადმოგზავნილ ინა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის მასალები, იგი გაეცნო აღნიშნულ მასალებს, რის საფუძველზეც მის მიერ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი, რომელიც გადაეცათ მოძალდესა და მსხვერპლს და რომლის შინაარსაც დაეთანხმა ორივე მხარე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლა–-----------ამ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს ხონის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით იგი მონაწილეობდა საგამოძიებო ჯგუფში, მის მიერ გაგზავნილი იქნა მიმართვა ი/მ თე---------------–--ლის სახელზე, საიდანაც მოვიდა ცი----–--------აძის ორსულობის ულტარაბგერითი გამოკვლევა, რითაც დადსტურებულ იქნა, რომ იგი იყო ორსულად, გარდა ამისა იგი ესაუბრა სასამართლო-ფსიქატრიული ექსპერტიზის ჩამტარებელ ექსპერტს , რომელმაც განსაზღვრა დასკვნის გადაცემისათვის კონკრეტული ვადა.

 

2018 წლის 19 აპრილის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის # 002582218 დასკვნის მიხედვით, ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე ცი----–--------აძეს სხეულზე გარეგნულად, აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევისა და სისხლნაჟღენთების სახით, კერძოდ შუბლ-თხემის მიდამოში მარცხნივ აღენიშნებოდა უსწორო ოვალური ფორმის არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე მოწითალო-მოოისფრო ფერის სისხლნაჟღენთი, ზომით 1,8X1,0 სმ. ( აღნიშნული მიდამო მცირედ შეშუპებული იყო) მარჯვენა ყურის ნიჟარის წინა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი, ზომით 1,0 X 0,8 სმ. კისრის მარჯვენა გვერდითა ზედაპირზე ზედა მესამედში, აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით 1,5 X 1,5 სმ. კისრის მარჯვენა გვერდითა ზედაპირზე ქვედა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი, ზომით: 3,8 X 1.2სმ,. კისრის წინა ზედაპირზე ცენტრალურად ზედა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით 0,8 ხ 0,7 სმ. კისრის მარცხენა გვერდითა ზედაპირზე შუა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით 1,6 X 0,8 სმ. მარჯვენა წინამხრის უკანა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნებოდა ასევე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით 2,5 X 1,53 სმ. გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარცხნივ ზედა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით 4,5 X 3,5 სმ. გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარჯვნივ ქვედა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით 2,2 X 1,02სმ. გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარჯვნივ შუა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით 1,8 X 1,02სმ. შუბლ-თხემის მიდამოში მარჯვნივ აღენიშნებოდა დასწვრივ-ირიბად მდებარე ხაზოვანი ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით 3,5 X 0,4 სმ. მარჯვენა იდაყვის სახსრის უკანა ზედაპირზე აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, ასეთივე ხასიათის ნაჭდევი, ზომით:0,5 X 0,4 სმ. მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე პირველი თითის ძირითად ფლანგზე აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაჭდევი, ზომით: 0,3 X 0,1 სმ. სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

ზემოხსენებულ დასკვნა\ში მოყვანილი საკითხის თაობაზე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა შო-----------ძემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.

 

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე დადასტურება ვერ ჰპოვა გამოძიებით დადგენილად მიჩნეულმა გარემოებამ იმის შესახებ, რომ ბრალდებულმა თ--------------–-ლავამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია

ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.

 

სასამართლო იზიარებს ბრალდებულ თ--------------–-ლავას პოზიციას მისი უდანაშაულობის თაობაზე.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი a priori ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭება და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;

 

სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას ბრალდებულის მეუღლემ - დაზარალებულმა ცი----–--------აძემ, დედამ, მოწმე - მზ--------–--–-ვამ და მამამ- მოწმე ბ-----------–--–ავამ, ისარგებლეს მათთვის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება მათი ახლო ნათესავის, ბრალდებულ- თ--------------–-ლავას წინააღმდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). საქართველოს კონსტიტუცია განავრცობს ამ უფლებას ახლობელთა მიმართ და 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით აცხადებს- ”არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს”. მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. შესაბამისად, ასევე დაუშვებელია მათი პოზიციის - დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის - ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება. შესაბამისად, სასამართლო მოწმის (დაზარალებულის) მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებით, ირიბი ჩვენება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, თ--------------–-ლავას ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია დაზარალებულ ცი----–--------აძის ჩვენება, ამ უკანასკნელმა კი, სასამართლო სხდომაზე არ მისცა ჩვენება ბრალდებულ თ--------------–-ლავას წინააღმდეგ. რაც შეეხება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, როდესაც არ არსებობს დაზარალებულის (ან/და) მოწმის ჩვენება, ამ დაზიანებათა წარმოშობის შესახებ, იგი ადასტურებს მხოლოდ დაზიანების არსებობას, პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად კი აუცილებელია დადგინდეს, მიაყენა თუ არა ეს დაზიანებები კონკრეტულმა პირმა და იყო თუ არა მისი ქმედება ბრალეული, აღნიშნული მტკიცებულების გარდა, საქმეში არ მოიპოვება სასამართლოსთვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული სხვა პირდაპირი მტკიცებულება, მით უფრო, როდესაც თავად თ--------------–-ლავა უარყოფს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მხარეთა მიერ წარდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი ისეთი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას, რათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა, რომ სწორედ თ--------------–-ლავამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.. უფრო მეტიც, მხარეთა მიერ შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოსათვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით, თ--------------–-ლავას მიმართ წარდგენილი ზემოხსენებული ბრალდება მხოლოდ ეჭვს ემყარება და ეს ეჭვი არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით წარდგენილი მტკიცებულებებით. შესაბამისად, ბრალდებული თ--------------–-ლავა უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-ე- 276-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თ--------------–-ლავა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

თ--------------–-ლავას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს.

 

გამართლებულ თ--------------–-ლავას უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე დავით სვანაძე