გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.01.2019
საქმის ნომერი
330210018002491854
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
23.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/17473-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ირინა ზარქუა

სხდომის მდივანი თამარ მიქავა

 

მოსარჩელე - ნ-----–--------–--–---–ი

წარმომადგენელი - ნ-----–--------–-–---–ი

მოპასუხე - თ--------------ა

წარმომადგენლები - ქ--------------–----ა, ი--–----------–--–--ა

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრი

წარმომადგენელი - მ-------–-----ე

დავის საგანი - ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოსარჩელე ნ-----–--------–--–---–ისათვის არასრულწლოვან გ-------–----–--–---–თან (დაბადებული 2-----–-–----------------) ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, კვირაში სამი დღე ორ-ორი საათის განმავლობაში წაყვანის და უკან, დედასთან დაბრუნების ვალდებულებით;

 

მოსარჩელე ნ-----–--------–--–---–ს და თ--------------ას ქორწინების პერიოდში, 2----–-–---------------ს შეეძინათ შვილი, გ-------–----–--–---–ი. მხარეები განქორწინდნენ 2018 წლის 14 მაისს. განქორწინებამდე რამდენიმე თვით ადრე, მხარეთა შორის შეწყდა საქორწინო ურთიერთობა და ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ. განქორწინებასთან ერთად, ნ-----–--------–--–---–მა და თ--------------ამ მიაღწიეს შეთანხმებას, რითაც მოსარჩელემ აიღო ვალდებულება, რომ მათ საერთო შვილს, გ-------–----–--–---–ს ყოველთვიურად გადაუხდიდა ალიმენტს თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით. მხარეთა შორის ვერ მოხდა შეთანხმება მამის ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე. მოპასუხის უარის გამო, მოსარჩელე ვერ ახერხებს შვილის ნახვას უკვე რამდენიმე თვეა. შესაბამისად, იგი ვერ იღებს მონაწილეობას მის აღზრდაში, რაც ეწინააღმდეგება არასრულწლოვანი შვილის კანონიერ ინტერესებს. მოსარჩელე მხარის საცხოვრებელ ბინაში არის არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის შესაბამისი პირობები. მოსარჩელე მხარე ითვალისწინებს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას და იმ რთულ ფონს, რაც შეიძლება ბავშვისათვის დასმული დიაგნოზის მიხედვით, ეპილეფსიურ გულყრას მოჰყვეს თან, შესაბამისად, მან დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა. ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, სწორი აღზრდისათვის აუცილებელია, არასრულწლოვანს ურთიერთობა ჰქონდეს როგორც დედასთან, ასევე მამასთან, შესაბამისად, მიზანშეწონილია, სასამართლომ განსაზღვროს მამასა და შვილს შორის ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი.

(სარჩელი, სასამართლოს სხდომის ოქმები).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე თ--------------ა არ არის წინააღმდეგი მოსარჩელეს ურთიერთობა ჰქონდეს არასრულწლოვან გ-------–----–--–---–თან. მოსარჩელე არასწორად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ თითქოს არ აძლევდა შვილის ნახვის უფლებას. მოპასუხეს არაერთხელ უთქვამს მოსარჩელისათვის მოსულიყო და ბავშვი ენახა. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსარჩელის საცხოვრებელ ადგილას არ არის მცირეწლოვანი ბავშვისათვის საჭირო გარემო-პირობები. არასრულწლოვან გ-------–----–--–---–ს აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა და დედისა და ძიძის გარეშე მისი სხვაგან ყოფნა დაუშვებელია. ასევე, არ არის მიზანშეწონილი მისი ხალხმრავალ და უცხო გარემოში ყოფნა, სხვადასხვა მიზეზებით აქვს ხშირი გულყრები, საჭიროებს მედიკამენტოზურ მკურნალობას და ექიმის მეთვალყურეობას. ბოლო პერიოდში, არასრულწლოვანს დაუდგინდა დიაგნოზი - ეპილეფსიური გულყრა, რის გამოც, გამორიცხულია, ბავშვი დედის ან დედის ოჯახის წევრების გარეშე იმყოფებოდეს მისთვის უცხო გარემოში. აუცილებელია ბავშვის იმ გარემოში და პირებთან ერთად ყოფნა, რომლებმაც იციან თუ როგორ უნდა მოიქცენ გულყრის შემთხვევაში: აღმოუჩინონ ბავშვს პირველადი დახმარება სასწრაფო დახმარების მოსვლამდე. ამასთან, აუცილებელია სასწრაფოდ მედიკამენტის მიღება, რათა სწრაფი დახმარების აღმოუჩენლობა შესაძლოა დაკავშირებული იყოს მნიშვნელოვან რისკებთან. ამასთან, დასმული დიაგნოზიდან გამომდინარე, ბავშვი უნდა ერიდოს ხალხმრავალ ადგილებს, სადაც მეტი შანსია ბავშვს შეხვდეს ვირუსული ინფექცია. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე თანახმაა მამამ ბავშვი ნახოს მოპასუხის საცხოვრებელ ადგილას დედის ან ამ უკანასკნელის მიერ მითითებული პირის თანდასწრებით. მოპასუხე კატეგორიული წინააღმდეგია, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და დაწყებული მკურნალობის ფონზე, მოსარჩელემ ბავშვი წაიყვანოს თავის საცხოვრებელ ადგილას, ვინაიდან ამ შემთხვევაში, ბავშვი ვერ იქნება დაცული შესაძლო რისკებისგან, რაც უკავშირდება მისთვის დასმულ დიაგნოზს. წინასწარ არასდროს არის ცნობილი, რა ვითარებაში შესაძლოა დაემართოს ბავშვს გულყრა, რა დროსაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისთვის დროული დახმარების აღმოჩენა.

 

3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, ბავშვს ურთიერთობა ჰქონდეს როგორც დედასთან, ასევე მამასთან, რაც აუცილებლად დადებითად იმოქმედებს ბავშვის ფსიქო-ემოციურ და ფიზიკურ განვითარებაზე. მოპასუხე თ--------------ა არ არის წინააღმდეგი მამას, ნ-----–--------–--–---–ს ჰქონდეს სტაბილური ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან, თუმცა ბავშვის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, მოპასუხე ბავშვის მამას არასრულწლოვანის თავის სახლში წაყვანის შესაძლებლობას ვერ მისცემს, ვინაიდან ბავშვის მდგომარეობის მოულოდნელი გართულების შემთხვევაში, აუცილებელია, მასთან იმყოფებოდეს დედა, მისი ოჯახის რომელიმე წევრი ან ძიძა. არასრულწლოვანი გ-------–----–--–---–ისათვის დასმული დიაგნოზიდან გამომდინარე, ეპილეფსიური გულყრა მნიშვნელოვან მიდგომას მოითხოვს. პაციენტი გულყრის პერიოდში საჭიროებს მყისიერ დახმარებას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. შესაბამისად, იმ პირს, ვისთანაც ბავშვი იმყოფება, აუცილებელია ჰქონდეს ის უნარ-ჩვევები, რაც საჭიროა გულყრის შემთხვევაში დახმარების აღმოჩენის მიზნით. სპეციალისტის ჩვენებებიდან გამომდინარე, რასაც თავად არც მხარეები უარყოფენ, მოსარჩელე ნ-----–--------–--–---–მა არ იცის როგორ მოიქცეს ბავშვის გულყრის შემთხვევაში, რის გამოც, გამორიცხულია, ბავშვის ინტერესების საფრთხის ქვეშ დაყენება. მოცემულ ეტაპზე, ვინაიდან დაავადება მიმდინარეობს მიმდინარე გულყრებით, მამამ არასრულწლოვანი ბავშვი უნდა ნახოს დედის, თ--------------ას თანდასწრებით. მოსარჩელეს შვილის ნახვა ამ პირობებში შეუძლია კვირაში სამი დღეც და შეუძლია უფრო ხშირადაც, სურვილის შემთხვევაში. აუცილებელია, ბავშვის ინტერესები დაცული იქნეს მაქსიმალურად, რათა რაიმე საფრთხე არ შეექმნას მის უპირატესად დასაცავ უფლებებს, რაც მოცემულ შემთხვევაში სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. ნ-----–--------–--–---–ს და თ--------------ას თანაცხოვრების პერიოდში, 2-----–-–---------------- შეეძინათ შვილი. გ-------–----–--–---–ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N------------ (ს.ფ. 14);

 

4.1.2. მოსარჩელე ნ-----–--------–--–---–ი და მოპასუხე თ--------------ა აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. მხარეები განქორწინდნენ 2018 წლის 14 მაისს. არასრულწლოვანი გ-------–----–--–---–ი ცხოვრობს დედასთან, თ--------------ასთან ერთად;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი).

 

4.1.3. 2018 წლის 05 მაისს, ნ-----–--------–--–---–ი და თ--------------ა შეთანხმდნენ, რომ მამა - ნ-----–--------–--–---–ი იღებს პასუხისმგებლობას, რომ თ--------------ას ყოველთვიურად გადასცეს მისი შვილის გ-------–----–--–---–ის უზრუნველსაყოფად თანხა 200 (ორასი) ლარის ოდენობით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 05.05.2018 წლის შეთანხმება (ს.ფ. 16-17);

 

4.1.4. მხარეებს, ნ-----–--------–--–---–ს და თ--------------ას აქვს დაძაბული ურთიერთობაა. ისინი ვერ თანხმდებიან საერთო შვილთან დაკავშირებით რიგ საკითხებზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი).

- სატელეფონო მოკლე ტექსტური შეტყობინების ასლები (ს.ფ. 124-220).

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის დასკვნის მიხედვით, სოციალური მუშაკის მიერ ვიზიტი განხორციელდა მოპასუხე თ--------------ას საცხოვრებელ მისამართზე: თბილისი, პ--------------–------------, სადაც მოპასუხე ცხოვრობს შვილთან, გ-------–----–--–---–თან და მშობლებთან ლ-----------------–--ესთან და გ-------------ასთან ერთად. თ--------------ას გადმოცემით, ნ-----–--------–--–---–თან ოჯახური თანაცხოვრების პერიოდში მუდმივად ჰქონდა მეუღლესთან უსიამოვნებები. ბავშვის დაბადებიდან მეოთხე დღესვე მოსარჩელემ თ----- ბავშვთან ერთად დატოვა და წავიდა სოფელში. იგი ბავშვის გაზრდასა და მოვლაში ჯეროვან მონაწილეობას არ იღებდა. სახლი, სადაც თ--------------ა და მისი ოჯახი ცხოვრობს, არის სამსართულიანი, არის ცხრა ოთახი. სახლში დაცულია იდეალური სისუფთავე. ბავშვს აქვს განვითარებისათვის საჭირო სათამაშოები და წიგნები. იგი იზრდება მოსიყვარულე, მზრუნველ და უსაფრთხო გარემოში. ოჯახის მატერიალური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თ--------------ა არის ი-------–----ე. იგი ს--–-----------–---ის მფლობელია. მისი საშუალო შემოსავალი შეადგენს 3000 ლარს. მოპასუხის მამას რ-------- ტერიტორიაზე აქვს გ--–--------ის მაღაზია. მისი შემოსავალი ყოველთვიურად შეადგენს 2000-3000 აშშ დოლარს. შესაბამისად, ოჯახი უზრუნველყოფილია ყველა საჭიროებით.

მოპასუხე თ--------------ა არასდროს ყოფილა წინააღმდეგი, მამას ურთიერთობა ჰქონდეს არასრულწლოვან შვილთან და ნახოს ის, თუმცა, ვინაიდან ბავშვს სჭირდება განსაკუთრებული მოვლა და პირობები, არასრულწლოვანის მამასთან შეხვედრა უნდა მოხდეს დედის ან მის მიერ მითითებული პირის თანდასწრებით, რომელმაც იცის, როგორ უნდა მოიქცეს გულყრის შემთხვევაში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის 2018 წლის 10 ივლისის დასკვნა N----- (ს.ფ. 222);

 

4.2.2. თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის დასკვნის მიხედვით, სოციალური მუშაკის მიერ ვიზიტი განხორციელდა მოსარჩელე ნ-----–--------–--–---–ის საცხოვრებელ მისამართზე: თბილისი, გლ---------------------------------------. მოსარჩელე ნ-----–--------–--–---–ი ცხოვრობს დედასთან, დასთან და ბებია-ბაბუასთან ერთად ოთხოთახიან კეთილმოწყობილ ბინაში, სადაც საყოფაცხოვრებო პირობები კარგია, დაცულია ჰიგიენური ნორმები და შექმნილია ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის ადეკვატური გარემო. ნ-----–--------–--–---–ი დასაქმებულია, აქვს სტაბილური შემოსავალი და აღნიშნულ ოჯახს გააჩნია ბავშვის სხვადასხვა საჭიროებებით დაკმაყოფილების საშუალება. მოსარჩელე აცხადებს, რომ იგი ყურადღებიანი და მზრუნველი მამაა, შესაბამისად, სურს ბავშვის აღზრდაში მიიღოს აქტიური მონაწილეობა და მზაობას გამოთქვამს, რომ როგორც მატერიალურად, ისე მორალურად იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე. იგი ყოველთვიურად იხდის ალიმენტს და საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს შვილს სხვადასხვა საჭიროებებით. ნ-----–--------–--–---–ს ჰყავს თანადგომის ქსელი ოჯახის წევრების სახით, რომლებსაც ბავშვის მამის ოჯახში ყოფნის პერიოდში შეუძლიათ ადეკვატურად იზრუნონ მცირეწლოვანზე და შეუქმნან მას უსაფრთხო გარემო-პირობები. იგი აცხადებს, რომ მისთვის შვილის ჯანსაღი ფსიქო-ემოციური მდგომარეობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რის გამოც, საჭიროა მცირეწლოვან გ-------–----–--–---–ს სტაბილური კონტაქტი ჰქონდეს მამასთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის 2018 წლის 16 ივლისის დასკვნა N----- (ს.ფ. 232);

 

4.2.3. გ-------–----–--–---–ს აქვს გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა. შპს ,------–---–-----------–-----–--------–----------------------- მიერ 27.09.2017 წელს გაცემული ცნობით, პაციენტი გ-------–----–--–---–ი კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემოიყვანეს ბინაზე განვითარებული ფებრილური სტატუსით, რის გამოც გადაყვანილი იქნა კ.მ. დეპარტამენტში, საიდანაც სტატუსის კუპირების შემდგომ მართვისა და მკურნალობის მიზნით გადმოყვანილი იქნა ნეირომეცნიერების დეპარტამენტში. პაციენტი ამავე კლინიკაში მკურნალობდა 2016 წლის აპრილის თვეში ბაქტერიული მენინგიტის დიაგნოზით და მაშინაც დაავადება მანიფესტირდა ფებრილური გულყრის სტატუსით. ლუმბალური პუნქციის შედეგად გამოირიცხა ნეიროინფექცია. გულმკერდის რენდგენოგრაფიით დადასტურდა პნევმონია, როგორც ჰექტიური ცხელების გამომწვევი მიზეზი და პედიატრის მიერ მკურნალობაში ჩაერთო ანტიბიოტიკოთერაპია. განყოფილებაში ძილის და ღვიძილის ხანგრძლივი ვიდეო ეეგ კვლევით იმ დროისათვის გამოირიცხა ეპილეფსიური აქტივობის არსებობა. კლინიკაში ყოფნის პერიოდში, პაციენტს ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევა. იგი ბინაზე გაეწერა დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში შესაბამისი რეკომენდაციებით პედიატრის და ნევროლოგის მიერ, მიეცა ფებრილური გულყრის მართვის რეკომენდაცია. საჭიროების შემთხვევაში (გახანგრძლივებული გულყრის დროს) დიაპეზამის ინექცია ი/მ 0.4 მკ ერთჯერადად.

2018 წლის აპრილის თვეში ნაწლავთა აშლილობის ფონზე, მაღალი ტემპერატურით, განვითარდა გულყრა. ამ შემთხვევაში ეეგ-ზ. იყო ცვლილებები. ბავშვის მოტორული განვითარება ასაკის შესაბამისია, გამოხატულია ქცევის მართვის გაძნელება, ძლიერი მიჯაჭვულობა დედაზე, რთულად ემორჩილება აკრძალვებს, აქვს უცხო ადამიანებთან კომუნიკაციის პრობლემა, მეტყველების შედარებითი დაგვიანება. კონსულტირებული იქნა ნევროლოგის მიერ, ესაჭიროება ეეგ-ე კვლევა, მიეცა რჩევა-დარიგება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,,--------------–-----ის“ მიერ 2018 წლის 21 ივნისს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 40);

- შპს ,---------–---------------------------–-------------------ის“ მიერ 2018 წლის 20 ივნისს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 41-42);

- შპს ,------–---–-----------–-----–--------–--------------------ს“ მიერ 2018 წლის 17 აპრილს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 43);

- შპს ,------–---–-----------–-----–--------–---------------------ში“ პაციენტ გ-------–----–--–---–ისათვის ჩატარებული კვლევების შედეგები, პაციენტის გასინჯვის ფურცელი, ნევროლოგიური პაციენტის სამედიცინო ბარათი (ს.ფ. 44-70, 73-105);

- შპს ,------–---–-----------–-----–--------–--------------------ს“ მიერ 2017 წლის 27 სექტემბერს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 71-72).

 

4.2.4. შპს ,-----–---–-----------–-----–--------–---------------------ს“ მიერ 08.10.2018 წელს გაცემული ცნობით, პაციენტს გ-------–----–--–---–ს 03.09.2018 წელს დილით გამოღვიძების შემდეგ განუვითარდა პაროქსიზმი თვალების ფიქსაციით და კლონური მოძრაობებით ოთხივე კიდურში, გულყრის შემდგომ დაფიქსირდა ტემპერატურა 37.4. პაციენტი გამოკვლევების მიზნით მოყვანილი იქნა კლინიკაში. ანამნეზიდან საყურადღებოა, რომ პაციენტს ჰქონდა ფებრილური გულყრის 4 ეპიზოდი;

ამავე კლინიკის მიერ 08.11.2018 წელს გაცემული ცნობით, პაციენტს ბოლო ერთი თვეა რამოდენიმჯერ აღენიშნა პაროქსიზმი მზერის წამიერი ფიქსაციით და ატონიით. ჩაუტარდა ეეგ კვლევა და დაფიქსირდა აბსანსისთვის დამახასიათებელი ცვლილებები. ანამნეზში მას აღენიშნებოდა ფებრილური გულყრის 5-6 ეპიზოდი. ნეირო-მოტორული განვიტარება შეესაბამება ასაკს. ფოკ. ნევ. სიმპტომა არ ვლინდება. ჩატარებული ეეგ კვლევის მონაცემების მიხედვით, მდგომარეობა შეფასდა როგორც აბსანს ეპილეფსია, საჭიროა მკურნალობაში ჩაერთოს ეთოსუქსიმიდი. საწყისი დოზა 250 მგ. დღეში, საბოლოო დოზა 375 მგ - ეფექტის გათვალისწინებით. მკურნალობა საჭიროა გაგრძელდეს უწყვეტად;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ,------–---–-----------–-----–--------–--------------------ს“ მიერ 2018 წლის 08 ოქტომბერს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ლაბორატორიული კვლევის შედეგები (ს.ფ. 242-250).

- შპს ,------–---–-----------–-----–--------–--------------------ს“ მიერ 2018 წლის 08 ნოემბერს გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 306);

 

4.2.5. არასრულწლოვანი გ-------–----–--–---–ის გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლო სხდომაზე სპეციალისტის სახით დაიკითხნენ პედიატრი ლ--–--------–-ა და ბავშვთა ნევროლოგი ნ----------------ა. ბავშვის პედიატრი ლ--–--------–-ა დაიკითხა 2018 წლის 22 ოქტომბრის სასამართლოს მთავარ სხდომაზე, რა დროისათვისაც, ბავშვს ჯერ კიდევ არ ჰქონდა დასმული დიაგნოზი (აბსანს ეპილეფსია). სპეციალისტის განმარტებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა და გულყრის ეპიზოდები არის საკმაოდ საყურადღებო. იგი უნდა იმყოფებოდეს მშვიდ, უსაფრთხო და დაცულ გარემოში, ერიდოს ვირუსული ინფექციების გავრცელების ადგილებს, ხალხმრავლობას და აუცილებელია მასთან იმყოფებოდეს ადამიანი, რომელმაც იცი გულყრის შემთხვევაში რა ზომები მიიღოს, აღმოუჩინოს პირველადი დახმარება, ვინაიდან დაგვიანება შესაძლოა დაკავშირებული იყოს რისკებთან. ბავშვის დედამ, რომელთანაც მიჯაჭვულია არასრულწლოვანი, ზედმიწევნით იცის როგორ უნდა მოიქცეს გულყრის დროს, რა ზომებს მიმართოს და დაუყონებლივ გაუკეთოს შესაბამისი სამედიცინო მედიკამენტი. ბავშვის მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე, აუცილებელია იმ ოჯახის სრული მზადყოფნა, სადაც იზრდება არასრულწლოვანი. ბავშვს სჭირდება მუდმივი მეთვალყურეობა, ვინაიდან წინასწარ არავინ იცის რამ შეიძლება გამოიწვიოს გულყრა. აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ გ-------–----–--–---–ი უნდა იყოს სრულიად იზოლირებულ გარემოში, აუცილებელია კურორტთერაპია, ქალაქგარეთ გაყვანა და მშვიდ გარემოში დასვენება, თუმცა აუცილებლად იმ ადამიანების გარემოცვაში, რომლებმაც იციან ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მოქცევის წესები, რათა თავიდან იქნეს აცილებული მოულოდნელი გართულება. დაავადება საჭიროებს დამატებით კვლევას, ნევროლოგის მუდმივ დაკვირვებას და მასთან კონსულტაციას. აღნიშნული დაავადება მიეკუთვნება ბავშვთა ნევროლოგიას. არასრულწლოვანის მდგომარეობიდან გამომდინარე, პედიატრ ლ--–--------–-ას აქვს მუდმივი კავშირი ბავშვის დედასთან, თ--------------ასთან, ასევე, იცნობს ბავშვის ბებიას, ბაბუას და ძიძას. პედიატრს ბავშვის მამასთან კონტაქტი არ ჰქონია და მას არ იცნობს.

2019 წლის 23 იანვარს სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაიკითხა სპეციალისტი ნ----------------ა, რომელიც არის არასრულწლოვანი გ-------–----–--–---–ის ნევროლოგი. იგი ბავშვის მკურნალი ექიმია. ბავშვს ბოლო პერიოდში განვითარებული გულყრის ეპიზოდების განვითარების ფონზე დაესვა დიაგნოზი - აბსანს ეპილეფსია, დაენიშნა მკურნალობა ეთოსუქსიმიდით. საწყისი დოზა 250 მგ. დღეში, საბოლოო დოზა 375 მგ - ეფექტის გათვალისწინებით. მკურნალობა საჭიროა გაგრძელდეს უწყვეტად. სპეციალისტის განმარტებით, დასაწყისში ბავშვს მხოლოდ ფებრილური გულყრის ეპიზოდები ჰქონდა, თუმცა დღეისათვის ვითარება შეიცვალა და მას დაესვა სხვა დიაგნოზი. ამ სახის დიაგნოზის დროს, უკვე საჭიროა ხანგძლივი მკურნალობა. ამჟამად, ბავშვის დაავდება არის ეპილეფსია მიმდინარე გულყრებით. დღეის მდგომარეობით, შედარებით შემცირდა კრუნჩხვის ეპიზოდები. მისი ნეირომოტორული განვითარება შეესაბამება ასაკს, თუმცა აქვს ქცევის, ძილის დარღვევა, რაც დამახასიათებელია ამ დაავადებისთვის. ამ დაავადების მქონე ბავშვები საზოგადოებაში ინტეგრირებულები არიან, დადიან ბაღში, სკოლაში, რა დროსაც ისინი უნდა იმყოფებოდნენ მეთვალყურეობის ქვეშ. შესაბამისად, გ-------–----–--–---–ს არ აქვს აკრძალული გარე სამყაროსთან კონტაქტი. როგორც წესი, მშობლებს უტარდებათ ინსტრუქტაჟი, როგორ მოიქცნენ გულყრის დროს. დაუყონებლივ დახმარების აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია. მშობელს უნდა შეეძლოს გულყრის პერიოდში ვითარების მართვა და მისთვის ცნობილი იყოს მოსალოდნელი რისკები. ბავშვს არ ეკრძალება საზოგადოებასთან კონტაქტი, სახლის გარეთ ყოფნა, თუმცა იგი არ უნდა იყოს რაიმე ძალდატანებითი ქცევის ქვეშ. იგი უნდა იმყოფებოდეს მისთვის მისაღებ გარემოში. არასრულწლოვანი გ-------–-- დედა და მისი ოჯახი არის სრულ მზადყოფნაში და მათთის ცნობილია, როგორ უნდა მოიქცნენ გულყრის პერიოდში. სპეციალისტის მითითებით, მან არ იცის მამასთან ურთიერთობა ფსიქო-ემოციურად როგორ იმოქმედებს ბავშვზე და რა განწყობა აქვს მას მამის მიმართ. შესაბამისად, სპეციალისტი ვერ იტყვის მამასთან ურთიერთობა უცხო გარემოში შესაძლოა იყოს თუ არა გულყრის პროვოცირების გამომწვევი, ვინაიდან, ამის მიზეზი წინასწარ არასდროს არაა ცნობილი. აუცილებელია იმ გარემოში ყოფნა, სადაც იციან, ბავშვს საჭიროების შემთხვევაში როგორ გაუწიონ პირველადი დახმარება. ნ----------------ას მითითებით, მას ბავშვის მამა მხოლოდ ერთხელ ჰყავს ნანახი საავადმყოფოში ინტენსიურ განყოფილებაში ბავშვის გადაყვანის დროს. ამას შემდეგ ბავშვის მამა მას არ უნახავს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სპეციალისტ ლ--–--------–-ას ჩვენება (2018 წლის 22 ოქტომბრის სხდომის ოქმი);

- სპეციალისტ ნ----------------ას ჩვენება (2019 წლის 23 იანვრის სხდომის ოქმი).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა ნ-----–--------–--–---–ის სასარჩელო მოთხოვნა, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი, შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, რაც გამომდინარეობს არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1200-ე, 1202-ე მუხლებით.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. ნ-----–--------–--–---–მა სარჩელით მოითხოვა არასრულწლოვან გ-------–----–--–---–თან (დაბადებული 2-----–-–----------------) ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრა, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, კვირაში სამი დღე ორ-ორი საათის განმავლობაში წაყვანის და უკან, დედასთან დაბრუნების ვალდებულებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ხოლო ამავე კოდექსის 1198-ე მუხლით დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. ამავე კოდექსის 1199-ე მუხლით, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. მშობლებს თანაბრად აქვს ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულები არიან ან ცალცალკე ცხოვრობენ (სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლი).

 

სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ ამ უფლების გასაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა ხდება სასამართლოს მიერ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით.

 

დადგენილია, რომ ნ-----–--------–--–---–ს და თ--------------ას თანაცხოვრების პერიოდში, 2-----–-–---------------- შეეძინათ შვილი გ-------–----–--–---–ი. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. ნ-----–--------–--–---–ი და თ--------------ა განქორწინდნენ 2018 წლის 14 მაისს. არასრულწლოვანი გ-------–----–--–---–ი ცხოვრობს დედასთან, თ--------------ასთან ერთად. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, 2018 წლის 05 მაისს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მამა - ნ-----–--------–--–---–ი იღებს პასუხისმგებლობას, რომ თ--------------ას ყოველთვიურად გადასცეს მისი შვილის გ-------–----–--–---–ის უზრუნველსაყოფად თანხა 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

 

სოციალური სამსახურის მიერ შემოწმდა ორივე მხარის საცხოვრებელი პირობები. დადგენილია, რომ მოპასუხე თ--------------ას საცხოვრებელ მისამართზე (თბილისი, პ--------------–------------ ) მოპასუხე ცხოვრობს შვილთან, გ-------–----–--–---–თან და მშობლებთან ლ-----------------–--ესთან და გ-------------ასთან ერთად. სახლი არის სამსართულიანი, არის ცხრა ოთახი. სახლში დაცულია იდეალური სისუფთავე. ბავშვს აქვს განვითარებისათვის საჭირო სათამაშოები და წიგნები. იგი იზრდება მოსიყვარულე, მზრუნველ და უსაფრთხო გარემოში. ოჯახის მატერიალური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თ--------------ა ს--–-----------–---ის მფლობელია და მას მუშაობის თავისუფალი გრაფიკი აქვს. საქმის მასალებით დგინდება, რომ არასრულწლოვანი იზრდება მისთვის საუკეთესო, მზრუნველ და უსაფრთხო გარემოში. მოპასუხის გადმოცემით, ნ-----–--------–--–---–თან ოჯახური თანაცხოვრების პერიოდში მუდმივად ჰქონდა მეუღლესთან უსიამოვნებები. ბავშის დაბადებიდან მეოთხე დღესვე მოსარჩელემ თ----- ბავშვთან ერთად დატოვა და წავიდა სოფელში. იგი ბავშვის გაზრდასა და მოვლაში ჯეროვან მონაწილეობას არ იღებდა. თ--------------ა არასდროს ყოფილა წინააღმდეგი, მამას ურთიერთობა ჰქონდეს არასრულწლოვან შვილთან და ნახოს ის, თუმცა, ვინაიდან ბავშვს სჭირდება განსაკუთრებული მოვლა და პირობები, არასრულწლოვანის მამასთან შეხვედრა უნდა მოხდეს დედის ან მის მიერ მითითებული პირის თანდასწრებით, რომელმაც იცის, როგორ უნდა მოიქცეს გულყრის შემთხვევაში.

 

მოსარჩელე ნ-----–--------–--–---–ის დედასთან, დასთან და ბებია-ბაბუასთან ერთად ცხოვრობს მისამართზე: თბილისი, გლ---------------------------------------. საცხოვრებელი ბინა არის კეთილმოწყობილი, სადაც საყოფაცხოვრებო პირობები კარგია, დაცულია ჰიგიენური ნორმები და შექმნილია ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის ადეკვატური გარემო. ნ-----–--------–--–---–ი დასაქმებულია, აქვს სტაბილური შემოსავალი და აღნიშნულ ოჯახს გააჩნია ბავშვის სხვადასხვა საჭიროებებით დაკმაყოფილების საშუალება. მოსარჩელე აცხადებს, რომ იგი ყურადღებიანი და მზრუნველი მამაა, შესაბამისად, სურს ბავშვის აღზრდაში მიიღოს აქტიური მონაწილეობა და მზაობას გამოთქვამს, რომ როგორც მატერიალურად, ისე მორალურად იზრუნოს მცირეწლოვან შვილზე.

 

სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა, სასამართლოს მიერ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ხდება, ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი, პირადი დამოკიდებულება მშობლისადმი, მათი ცხოვრების წესი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა.

 

სასამართლოს განსახილველია არა მშობლის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ შვილთან და ნახოს იგი, არამედ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდა-განვითარებისათვის ყველა პირობა ჰქონდეს, რათა კონტაქტი არ დაიკარგოს მშობელთან, მიუხედავად მშობლების დაშორებისა. ,,ბავშვები უნდა იყვნენ განხილული არა როგორც მშობლების საკუთრება, არამედ როგორც საკუთარი უფლებებისა და საჭიროებების მქონე ინდივიდები (ევროპის საბჭოს ასამბლეა, 31-ს სესია, რეკომენდაციები ბავშვთა უფლებების ევროპულ ქარტიაზე, ტექსტი მიღებული 04.10.1979წ.). სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი დანაწესი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება და მათთვის ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვანის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია. ამავე კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ არასრულწლოვან გ-------–----–--–---–ს აქვს გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩატარებული ეეგ კვლევის მონაცემების მიხედვით, ბავშვის მდგომარეობა შეფასდა როგორც აბსანს ეპილეფსია და შესაბამისად დაესვა დიაგნოზი - ეპილეფსია მიმდინარე გულყრებით. არასრულწლოვანი გადის მკურნალობის კურსს შესაბამისი სამედიცინო მედიკამენტით და საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას, განსაკუთრებულ მოვლას და მზრუნველობას. არასრულწლოვანი, გულყრის ეპიზოდების გამო, რამდენჯერმე მოხვდა შპს ,------–---–-----------–-----–--------–---------------------ში“. თავდაპირველად მას აღენიშნებოდა ფებრილური გულყრა, თუმცა ბოლო პერიოდში მისი გულყრის ეპიზოდები გახშირდა და აღარ იყო დაკავშირებული ტემპერატურულ ცვლილებასთან. საბოლოოდ მისი მდგომარეობა, როგორც აღინიშნა, შეფასდა, როგორც აბსანს ეპილეფსია. (4.2.3., 4.2.4). მდგომარეობის სირთულიდან და სპეციფიკურობიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეზე დაიკითხნენ სპეციალისტები ლ--–--------–-ა (ბავშვის პედიატრი) და ნ----------------ა (ბავშვის მკურნალი ექიმი, ნევროლოგი). ორივე ექიმის მითითებით, მათ, ბავშვის მდგომარეობის გათვალისწინებით, აქტიური კავშირი აქვთ არასრულწლოვანი გ-------–-- დედასთან და მისი ოჯახის წევრებთან (ბებია, ბაბუა), თუმცა არ იცნობენ მამას. ნ----------------ას მხოლოდ ერთხელ ჰყავს საავადმყოფოში მამა ნანახი. ხოლო პედიატრ ლ--–--------–-ას არც ერთხელ არ ჰქონია კონტაქტი მოსარჩელე ნ-----–--------–--–---–თან (4.2.5). ნ----------------ას განმარტებით, დასაწყისში ბავშვს მხოლოდ ფებრილური გულყრის ეპიზოდები ჰქონდა, თუმცა დღეისათვის ვითარება შეიცვალა და მას დაესვა სხვა დიაგნოზი. ამ სახის დიაგნოზის დროს, უკვე საჭიროა ხანგძლივი მკურნალობა. დღეის მდგომარეობით, მკურნალობის ფონზე, შედარებით შემცირდა კრუნჩხვის ეპიზოდები. მისი ნეირომოტორული განვითარება შეესაბამება ასაკს, თუმცა აქვს ქცევის, ძილის დარღვევა, რაც დამახასიათებელია ამ დაავადებისთვის. ამ დაავადების მქონე ბავშვები საზოგადოებაში ინტეგრირებულები არიან, დადიან ბაღში, სკოლაში, რა დროსაც ისინი უნდა იმყოფებოდნენ მეთვალყურეობის ქვეშ. შესაბამისად, გ-------–----–--–---–ს არ აქვს აკრძალული გარე სამყაროსთან კონტაქტი. როგორც წესი, მშობლებს უტარდებათ ინსტრუქტაჟი, როგორ მოიქცენ გულყრის დროს. დაუყონებლივ დახმარების აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია. მშობელს უნდა შეეძლოს გულყრის პერიოდში ვითარების მართვა და მისთვის ცნობილი იყო მოსალოდნელი რისკები. ბავშვს არ ეკრძალება საზოგადოებასთან კონტაქტი, სახლის გარეთ ყოფნა, თუმცა იგი არ უნდა იყოს რაიმე ძალდატანებითი ქცევის ქვეშ. იგი უნდა იმყოფებოდეს მისთვის მისაღებ გარემოში. სპეციალისტის მითითებით, მან არ იცის მამასთან ურთიერთობა ფსიქო-ემოციურად როგორ იმოქმედებს ბავშვზე და რა განწყობა აქვს მას მამის მიმართ. შესაბამისად, სპეციალისტი ვერ იტყვის მამასთან ურთიერთობა უცხო გარემოში შესაძლოა იყოს თუ არა გულყრის პროვოცირების გამომწვევი, ვინაიდან ამის მიზეზი წინასწარ არასდროს არაა ცნობილი. აუცილებელია იმ გარემოში ყოფნა, სადაც იციან, ბავშვს, საჭიროების შემთხვევაში, როგორ გაუწიონ პირველადი დახმარება.

 

საქმეში წარმოდგენილი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნებით, ბავშვის უფლებების და ინტერესების გათვალისწინებით, მას აქვს უფლება ურთიერთობა შეინარჩუნოს ორივე ბიოლოგიურ მშობელთან. ასევე, მშობლებიც, თავის მხრივ, ვალდებულნი არიან სრულყოფილად იზრუნონ შვილზე და შეუქმნან მას კეთილსაიმედო გარემო, რაც აუცილებლად დადებითად იმოქმედებს ბავშვის ფსიქო-ემოციურ, გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაზე და ჩამოაყალიბებს მას სრულყოფილ პიროვნებად. აუცილებელია, მამასა და შვილს შორის არ მოხდეს გაუცხოვება და მათ შორის ჩამოყალიბდეს თბილი და პოზიტიური ურთიერთობა. მშობლებს შორის უთანხმოებამ არ უნდა ჰპოვოს ასახვა ბავშვთან დამოკიდებულებაზე და ორივე მათგანს უფლება აქვთ მიიღონ მონაწილეობა მის აღზრდაში. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, ბავშვის ნახვის დროის განსაზღვრის საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო იზიარებს როგორც მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის პოზიციას, ასევე სპეციალისტების ჩვენებას. მნიშვნელოვანია, არასრულწლოვანი გ-------–----–--–---–ის ჯანმრთელობის რთული მდგომარეობა, მისი დიაგნოზი და იმ გარემო-პირობებში ყოფნის აუცილებლობა, რაც მისთვის უსაფრთხოების და დაცულობის გარანტი იქნება. აღნიშნული თავისთავად არ გულისხმობს არასრულწლოვანის სრულ იზოლაციას და მამასთან ურთიერთობის შეზღუდვას, აკრძალვას. სოციალური სამსახურის წარმომადგენელი ამ ეტაპზე მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მამის შვილთან ურთიერთობა შედგეს აუცილებლად დედის თანდასწრებით, რომელსაც გამომუშავებული აქვს ის საჭირო უნარ-ჩვევები, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბავშვთან ყოფნის პერიოდში გულყრის შემთხვევაში ბავშვის დასახმარებლად. როგორც ცნობილია, მამამ არ იცის, რა არის საჭირო ამ დროს და როგორ უნდა მოიქცეს არასრულწლოვანისათვის პირველადი დახმარების აღმოსაჩენად. არასრულწლოვანი გ-------–----–--–---–ისათვის დასმული დიაგნოზიდან გამომდინარე, ეპილეფსიური გულყრა მნიშვნელოვან მიდგომას მოითხოვს. პაციენტი გულყრის პერიოდში საჭიროებს მყისიერ დახმარებას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მოცემულ ეტაპზე, ვინაიდან დაავადება მიმდინარეობს მიმდინარე გულყრებით, მამამ არასრულწლოვანი ბავშვი უნდა ნახოს დედის, თ--------------ას თანდასწრებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ითვალისწინებს როგორც მშობლის, ასევე არასრულწლოვნის უფლებებს, მათ ურთიერთდამოკიდებულებას, ასევე, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ადგენს, რომ მოსარჩელე ნ-----–--------–--–---–ს არასრულწლოვანთან ურთიერთობისათვის უნდა განესაზღვროს დრო ყოველი კვირის სამშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი დღე 15:00 საათიდან 17:00 საათამდე დედის ან დედის მიერ შერჩეული პირის თანდასწრებით. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ბავშვის ნახვის დღეებისა და საათების გონივრულად გამოყენება ორივე მშობლის პასუხისმგებლობის საკითხია. ბავშვის დედა ვალდებულია, ხელი შეუწყოს მამა-შვილის ურთიერთობას, ხოლო მამა ვალდებულია, ფრთხილად და მზრუნველობით მოეკიდოს და გამოიყენოს თითოეული საათი, რათა ბუნებრივად მოხდეს მშობლისა და შვილის ურთიერთობის ჰარმონიული განვითარება. განსახილველ შემთხვევაში კი აღნიშნულს ემატება არასრულწლოვანი ბავშვის ჯანმრთელობის რთული და სპეციფიური მდგომარეობა.

 

ამდენად, ნ-----–--------–--–---–ის სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხე თ--------------ას მიმართ შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, რაც შეესაბამება არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესად დასაცავ ინტერესებს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. მოპასუხე მხარემ ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა და ამ ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოსარჩელე ნ-----–--------–--–---–ს უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე 2018 წლის 13 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 (ორმოცდაათი) ლარიდან - 25 (ოცდახუთი) ლარი, ხოლო მოპასუხე გათავისუფლდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟს გადახდის ვალდებულებისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364, 369-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ-----–--------–--–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. განესაზღვროს ნ-----–--------–--–---–ს (პირადი N-----------) არასრულწლოვან შვილთან, გ-------–----–--–---–თან (დაბადებული 2----–-–---------------, პირადი N-----------) ურთიერთობისათვის, ყოველი კვირის სამშაბათი, ხუთშაბათი და შაბათი დღე 15:00 საათიდან 17:00 საათამდე, დედის ან დედის მიერ შერჩეული პირის თანდასწრებით.

 

3. ნ-----–--------–--–---–ს (პირადი N-----------) დაუბრუნდეს სარჩელზე 2018 წლის 13 ივნისს ნ-----–--------–-–---–ის (პირადი N-----------) მიერ, სს „თიბისი ბანკში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50 (ორმოცდაათი) ლარიდან (ანგარიშის N300773150) - 25 (ოცდახუთი) ლარი.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირინა ზარქუა