გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2823-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ნანა აფციაური
სხდომის მდივანი ნათია ფიცხელაური
მოსარჩელე - ლე-----------ე
წარმომადგენელი - და------------ძე
მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
წარმომადგენელი - თა----------ა
მესამე პირი - თბილისის სავაჭრო-ე-------------ი ინსტიტუტი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ერ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 10 აპრილის №M---------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ.
1.2. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება თბილისის სავაჭრო-ე-------------ი ინსტიტუტის მიერ ლე-----------ის სახელზე 2007 წელს გაცემული T----------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლით მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის მოსაზრებით, სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება
კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ამდენად, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
3. მესამე პირის პოზიცია
3.1. მესამე პირის - თბილისის სავაჭრო-ე-------------ი ინსტიტუტის წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა (მხარეს სხდომის დღე ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა და–--თ).
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2003 წლის 26 ივლისის №68 ბრძანებით ლე----------ე ჩაირიცხა დაუსწრებელი სწავლების პირველი კურსის მსმენელად, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2004 წლის 24 ივნისის №77 ბრძანებით პირველი კურსის მსმენელები (2003წ. ნაკადი), რომლებმაც ჩააბარეს სასწავლო-გეგმით გათვალისწინებული ყველა საგანი (ჩათვლები და გამოცდები) გადაყვანილ იქნენ მეორე კურსზე, მათ შორის, ლე----------ე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2005 წლის 26 აპრილის №58 ბრძანებით მეორე კურსის მსმენელები (2003წ. ნაკადი), რომლებმაც ჩააბარეს სასწავლო-გეგმით გათვალისწინებული ყველა საგანი (ჩათვლები და გამოცდები) გადაყვანილ იქნენ მესამე კურსზე, მათ შორის, ლე----------ე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2005 წლის 13 ოქტომბრის №182 ბრძანებით III კურსის მსმენელები, რომლებმაც დადგენილ ვადებში ჩააბარეს სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ჩათვლები და გამოცდები გადაყვანილ იქნენ IV კურსზე, მათ შორის, ლე----------ე.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2006 წლის 18 იანვრის №6 ბრძანებით ლე-----------ძე ამორიცხულ იქნა სამართალმცოდნეობის სპეციალობის დაუსწრებელი სწავლების IV კურსიდან, სხვა უმაღლეს სასწავლებელში გადასვლასთან დაკავშირებით.
თბილისის სავაჭრო-ე-------------ი ინსტიტუტის რექტორის 2006 წლის 29 სექტემბრის №14 გადაწყვეტილებით შსს აკადემიის სამართალმცოდნეობის სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტი - ლე----------ე გადმოყვანის წესით ჩარიცხულ იქნა ვაკანტურ ადგილზე და მიეცა უფლება ჩაებარებინა განსხვავებული საგნები (საფუძველი: რექტორატის სხდომის გადაწყვეტილება, ლე----------ის განცხადება).
თბილისის სავაჭრო-ე-------------ი ინსტიტუტის რექტორის 2007 წლის 16 ივნისის №18 გადაწყვეტილებით მეოთხე კურსის სტუდენტები, რომლებმაც ჩააბარეს სასწავლო გეგმით გათვალისწინებული გამოცდები, საკურსო ნაშრომები დაშვებული იქნენ საბაკალავრო ნაშრომების დაცვაზე, მათ შორის, ლე----------ე. ხოლო 2007 წლის 23 ივნისის №21 გადაწყვეტილებით მე-4 კურსის სტუდენტებს, რომლებმაც დაიცვეს საბაკალავრო ნაშრომები, მიენიჭათ ბიზნესისა და მართვის ბაკალავრის ხარისხი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით, მათ შორის, ლე----------ეს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2003 წლის 26 ივლისის №68 ბრძანება (ს.ფ. 94-109);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2004 წლის 24 ივნისის №77 ბრძანება (ს.ფ. 110-113);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2005 წლის 26 აპრილის №58 ბრძანება (ს.ფ. 114-117);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2005 წლის 13 ოქტომბრის №182 ბრძანება (ს.ფ. 118-123);
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2006 წლის 18 იანვრის №6 ბრძანება (ს.ფ. 126-130);
- თბილისის სავაჭრო-ე-------------ი ინსტიტუტის რექტორის 2006 წლის 29 სექტემბრის №14 გადაწყვეტილება (ს.ფ. 82);
- თბილისის სავაჭრო-ე-------------ი ინსტიტუტის რექტორის 2007 წლის 16 ივნისის №18 გადაწყვეტილება (ს.ფ. 83-85);
- თბილისის სავაჭრო-ე-------------ი ინსტიტუტის რექტორის 2007 წლის 23 ივნისის №21 გადაწყვეტილება (ს.ფ. 86).
4.1.2. კერძო სამართლის იურიდიული პირის თბილისის სავაჭრო-ე-------------ი ინსტიტუტის სამართლის ფაკულტეტის 2007 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით ლე----------ეს მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და მის სახელზე გაიცა დიპლომი T----------- (სარეგისტრაციო №0-----).
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- დიპლომი T----------- (ს.ფ. 13).
4.1.3. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 28 მარტის MES 8------------ სამსახურებრივი ბარათის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 15 მარტის №232 დადგენილებით შექმნილი საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს უმაღლესი სკოლის ბაზაზე შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია. იგი წარმოადგენდა უმაღლეს იურიდიულ სასწავლებელს და კურსდამთავრებულებს ანიჭებდა იურისტ-სამართალმცოდნის კვალიფიკაციას.
საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 06 ნოემბრის №458 ბრძანებულებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ჩამოყალიბდა საჯარო
სამართლის იურიდიულ პ------ და დამტკიცდა მისი წესდება. წესდების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია წარმოადგენდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ უმაღლეს სპეციალურ საგანმანათლებლო - სამეცნიერო დაწესებულებას.
2005 წლის 10 მარტის „საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ჩაითვალა ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, მათ შორის, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.
საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 მაისის №326 ბრძანებულებით შეტანილ იქნა ცვლილება საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 06 ნოემბრის №458 ბრძანებულებაში და სსიპ საქართველოს შსს აკადემიის წესდების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია არის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება“.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 28 მარტის MES 8------------ სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 74-76).
4.1.4. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 30 მარტის M---------------- სამსახურებრივი ბარათის თანახმად, უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების მიხედვით, საქართველოს განათლების სამინისტრომ 1991 წლის 03 სექტემბერს შპს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ თბილისის სავაჭრო-ე------------- ინსტიტუტზე გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №0------------ ლიცენზია.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათ შორის, შპს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული თბილისის სავაჭრო-ე-------------ი ინსტიტუტის მიერ 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები აღიარებულია სახელმწიფოს მიერ.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 4 თებერვლის №2------- გადაწყვეტილებით, საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ თბილისის სავაჭრო-ე------------- ინსტიტუტს მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 25 მარტის №256 ბრძანებით შეტანილ იქნა ცვლილება უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში, კერძოდ, შპს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ თბილისის სავაჭრო-ე------------- ინსტიტუტს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს თბილისის ევროპული უნივერსიტეტი.
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 23-ე და 231 პუნქტების შესაბამისად, შპს თბილისის ე---------–-- უნივერსიტეტმა (ს/კ 2--------) სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინა ჩარიცხულ პირთა სია და საქმიანობას ახორციელებს ლიცენზირებულ რეჟიმში.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 05 აპრილის MES 5------------ სამსახურებრივი ბარათის თანახმად, ლ-----------ის მონაცემები არ იძებნება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე სწავლის გაგრძელების უფლების მქონე პირთა შესახებ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ 2017 წლის 23 იანვრის №4---- კორესპონდენციით ცენტრში წარდგენილ მონაცემებში.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 30 მარტის M---------------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 67-68);
- განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 05 აპრილის MES 5------------ სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ. 72-73).
4.1.5. 2018 წლის 09 მარტს ლე----------ემ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა თბილისის სავაჭრო-ე-------------ი ინსტიტუტის მიერ მასზე გაცემული T----------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 10 აპრილის №M---------------- გადაწყვეტილებით ლე----------ეს უარი ეთქვა მასზე გაცემული T----------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე. ცენტრმა გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ 2005-2006 სასწავლო წლის დასაწყისამდე განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობა, მათ შორის, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე ლე----------ის სწავლის პერიოდი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ხოლო სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში 2005-2006 სასწავლო წლის დასაწყისის (05.09.2005წ.) შემდგომ ლე----------ის სწავლის პერიოდი, ასევე, შპს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული თბილისის სავაჭრო-ე------------- ინსტიტუტში ლე----------ის
სწავლის პერიოდი, ჩარიცხვიდან დასრულების ჩათვლით (მათ შორის 2007 წელს მინიჭებული კვალიფიკაცია) და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული ბაკალავრის T----------- დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ.
მოპასუხემ სადავო აქტში მიუთითა, ასევე, რომ ცენტრში არსებული დოკუმენტაციის თანახმად, ლე----------ეს არ მოუპოვებია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება (ჩარიცხვა/აღდგენა) კანონმდებლობით დადგენილი წესით (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა). შესაბამისად, არ არსებობდა კანონმდებლობით დადგენილი წესით (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) სტუდენტის სტატუსის მოპოვების გარეშე გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების სამართლებრივი საფუძველი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2018 წლის 09 მარტის განცხადება (ს.ფ. 58-59);
- სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 10 აპრილის №M---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 14-18).
4.1.6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ და–--ს პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 23 აპრილის №M---------------- ცნობით დგინდება, რომ პოლიციის კაპიტანი ლე----------ე (პ------ი ნომერი - 0----------) ამჟამად მუშაობს შსს სსიპ - და–--ს პოლიციის დეპარტამენტის მოძრავი ტვირთებისა და ფიზიკურ პირთა და–--ს სამმართველოს ფიზიკურ პირთა და–--ს ქვედანაყოფის მოქალაქე ჰამ-–-----------–---–ის პ------ი და–--ს ინ-----------ს თანამდებობაზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ და–--ს პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 23 აპრილის №M---------------- ცნობა (ს.ფ. 19).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1
ოქტომბრის 98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი“.
7. სამართლებრივი შეფასება;
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 10 აპრილის №M---------------- გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
7.2. „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. მითითებული კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო)
მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი). ამავე კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ცენტრი უზრუნველყოფს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებას. ამავე კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის 98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესზე“, რომლითაც რეგულირდება საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარება და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობები და პროცედურა.
ხსენებული ნორმატიული აქტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი).
ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. ხოლო ამავე მუხლის მე-7 პუნქტით, ამ მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული წარმოების დასრულების შემდეგ
ცენტრი: ა) ადასტურებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობას; ბ) უარს ამბობს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე.
ზემოაღნიშნული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი წარმოადგენს იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის უფლებამოსილებასაც განეკუთვნება სადავო საკითხის მოწესრიგება მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, მითითებული ნორმატიული აქტი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებასა და განათლების აღიარების საკითხის გადაწყვეტას ავალდებულებს საქმის გარემოებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის შედეგად, რაც წარმოადგენს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას. მითითებული ნორმატიული აქტით გათვალისწინებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესასრულებლად ცენტრს მართებს კონკრეტული საკითხის მარეგულირებელი კანონმდებლობის სიღრმისეული, კვალიფიციური, სისტემური და სამართლიანი გამოყენების შედეგად გადაწყვიტოს იგი.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ლე----------ე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორის 2003 წლის 26 ივლისის №68 ბრძანებით ჩაირიცხა დაუსწრებელი სწავლების პირველი კურსის მსმენელად, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 2004 წლის 24 ივნისის №77 ბრძანებით გადაყვანილ იქნა მეორე კურსზე, 2005 წლის 26 აპრილის №58 ბრძანებით - მესამე კურსზე, 2005 წლის 13 ოქტომბრის №182 ბრძანებით IV კურსზე. 2006 წლის 18 იანვრის №6 ბრძანებით იგი ამორიცხულ იქნა სამართალმცოდნეობის სპეციალობის დაუსწრებელი სწავლების IV კურსიდან, სხვა უმაღლეს სასწავლებელში გადასვლასთან დაკავშირებით. თბილისის სავაჭრო-ე-------------ი ინსტიტუტის რექტორის 2006 წლის 29 სექტემბრის №14 გადაწყვეტილებით კი ლე----------ე გადმოყვანის წესით ჩარიცხულ იქნა ვაკანტურ ადგილზე. 2007 წლის 16 ივნისის №18 გადაწყვეტილებით დაშვებული იქნა საბაკალავრო ნაშრომების დაცვაზე, ხოლო 2007 წლის 23 ივნისის №21 გადაწყვეტილებით მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და მის სახელზე გაიცა დიპლომი T----------- (სარეგისტრაციო №0-----). ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 09 მარტს ლე----------ემ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და მოითხოვა თბილისის სავაჭრო-ე-------------ი ინსტიტუტის მიერ მასზე გაცემული T----------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურება.
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 10 აპრილის №M---------------- გადაწყვეტილებით ლე----------ეს უარი ეთქვა მასზე გაცემული T----------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე იმ საფუძვლით, რომ სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ 2005-2006 სასწავლო წლის დასაწყისამდე განხორციელებული საგანმანათლებლო საქმიანობა, მათ შორის, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე ლე----------ის სწავლის პერიოდი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ხოლო სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში 2005-2006 სასწავლო წლის დასაწყისის (05.09.2005წ.) შემდგომ
ლე----------ის სწავლის პერიოდი, ასევე, შპს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული თბილისის სავაჭრო-ე------------- ინტიტუტში ლე----------ის სწავლის პერიოდი, ჩარიცხვიდან დასრულების ჩათვლით (მათ შორის 2007 წელს მინიჭებული კვალიფიკაცია) და აღნიშნულის საფუძველზე მის სახელზე გაცემული ბაკალავრის T----------- დიპლომი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ. ამასთან, ცენტრში არსებული დოკუმენტაციის თანახმად, ლე----------ეს არ მოუპოვებია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება (ჩარიცხვა/აღდგენა) კანონმდებლობით დადგენილი წესით (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა). შესაბამისად, არ არსებობდა კანონმდებლობით დადგენილი წესით (ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლა) სტუდენტის სტატუსის მოპოვების გარეშე გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 28 მარტის MES 8------------ სამსახურებრივი ბარათის თანახმად, 2005 წლის 10 მარტის „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია ჩაითვალა ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად. ხოლო „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, მათ შორის, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 მაისის №326 ბრძანებულებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია გარდაიქმნა საჯარო სამართლის იურიდიულ პ------ - სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებად.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 30 მარტის M---------------- სამსახურებრივი ბარათის თანახმად, უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემების მიხედვით, საქართველოს განათლების სამინისტრომ 1991 წლის 03 სექტემბერს შპს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ თბილისის სავაჭრო-ე------------- ინსტიტუტზე გასცა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის №0------------ ლიცენზია. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათ შორის, შპს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული თბილისის სავაჭრო-ე-------------ი ინსტიტუტის მიერ 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს 2005 წლის 4 თებერვლის №2------- გადაწყვეტილებით, საქართველოს რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ თბილისის სავაჭრო-ე------------- ინსტიტუტს მიენიჭა ინსტიტუციური აკრედიტაცია 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–3 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, ლიცენზია განიმარტება, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე პირისათვის კანონით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე მინიჭებული განსაზღვრული საქმიანობის განხორციელების უფლება.
„საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონში 2006 წლის 17 მარტს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ყველა ის საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულება, რომელიც ლიცენზირებას ექვემდებარება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მაგრამ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე არ ექვემდებარებოდა ლიცენზირებას და საქმიანობას ახორციელებდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე სახელმწიფოს 100%-იანი წილით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით, ჩაითვლება ლიცენზირებულად.
ამდენად, ის ფაქტი, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია და სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული თბილისის სავაჭრო-ე-------------ი ინსტიტუტი იყო ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადავო არ არის.
სასამართლო, ასევე, ყურადღებას ამახვილებს 2005 წლის სასწავლო წლის დასაწყისში მოქმედ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88–ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლითაც „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №418 ბრძანებულების შესაბამისად აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალნენ ამ კანონის შესაბამისი ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონედ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინსტიტუციური აკრედიტაციის დაწყებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებისა. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული აკრედიტაციის განხორციელებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2010-2011 სასწავლო წლის დაწყებისა, ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე ყველა ლიცენზირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამა ჩაითვალოს აკრედიტებულად.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ლე----------ის სწავლის პერიოდში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია და სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული თბილისის სავაჭრო-ე-------------ი ინსტიტუტი ეწეოდა საგანმანათლებლო საქმიანობას, სადაც ლე----------ე გადიოდა შესაბამის სასწავლო დისციპლინებს, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს სრულად ჰქონდა გავლილი კანონით დადგენილი სასწავლო კურსი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა განხორციელდეს თბილისის სავაჭრო-ე-------------ი ინსტიტუტის მიერ ლე----------ის სახელზე გაცემული დიპლომის T----------- ნამდვილობის დადასტურება, ვინაიდან მოსარჩელემ სრულად გაიარა სასწავლო დისციპლინით განსაზღვრული საგნების კურსი; მიღებული დიპლომის საფუძველზე, მოსარჩელე ახორციელებს პროფესიულ საქმიანობას.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე ვალდებული იყო ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე გაეგრძელებინა სწავლა, აღედგინა სტუდენტის სტატუსი, ზემოაღნიშნულ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიუთითებს მოსარჩელის კანონიერი ნდობის პრინციპზე და განმარტავს, რომ არ შეიძლება მოქალაქეს მოეთხოვოს იმაზე მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე ასეთი არ არის გათვალისწინებული კანონით.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და შეუფერხებელი განხორციელების თვალსაზრისით უპირობოა სპეციალური რეგულაციების, შესაბამისი აკრძალვებისა და კონტროლის მექანიზმების დაწესება. განათლების ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლების აღიარებისა და პროფესიის თავისუფალი არჩევის კონსტიტუციური გარანტიების შექმნის პარალელურად, სახელმწიფოს ლეგიტიმური ვალდებულებაა დაამკვიდროს და აღიაროს განათლების ის ხარისხი, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების მიზნების მიღწევადობას, კვალიფიკაციის მაღალი სტანდარტების დანერგვას. თუმცა, სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონით გაცხადებული სტანდარტების დამკვიდრება უზრუნველყოფილი უნდა იყოს პროფესიის არჩევისა და განათლების მიღების ეტაპზე, ხელი უნდა შეეშალოს არაპროფესიული კადრების მომზადების და ინტელექტუალურ ბაზარზე მათ შემოღწევის პროცესს, რათა თავიდან იქნას აცილებული ის გართულებები, რაც თან ახლავს ერთის მხრივ სახელმწიფოს მხრიდან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას და მეორეს მხრივ, იმავე სახელმწიფოს მიერ დოკუმენტისათვის იურიდიული მნიშვნელობის გამოცლას, ვინაიდან, დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმა გამორიცხავს მისი პროფესიული მიზნებისათვის გამოყენების შესაძლებლობას და დღის წესრიგში აყენებს იმ პირთა უფლებების და–--ს საჭიროებას, რომელთაც სახელმწიფოს მიერ გაცემული დიპლომის საფუძველზე განახორციელეს იურიდიული შედეგის მქონე მოქმედებები.
7.3. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ”ო” ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, აგრეთვე საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე მუხლის ,,ღ2” ქვეპუნქტის შესაბამისად, კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით,აგრეთვე სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება საქართველოს ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ერთობლივად გაცემული დიპლომით/დიპლომებით ან სერტიფიკატით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ რამდენადაც კანონმდებლის მიერ დიპლომი მიჩნეულია კვალიფიკაციის განმსაზღვრელ დოკუმენტად, ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტის პროცესში ჩნდება სასამართლოს ვალდებულება ადმინისტრაციული ორგანოს უარი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე შეაფასოს რაციონალურად, თანაზომიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების გათვალისწინებით.
სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველი საკითხის გადასაწყვეტად ასევე უმნიშვნელოვანესია დადგინდეს, გააჩნდა თუ არა ლე----------ეს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ.
უპირველესად, სასამართლო აღნიშნავს, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში - პროფესიული იურიდიული საქმიანობის უფლება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, აღმჭურველი აქტით მინიჭებული უფლების და–--ს განსაკუთრებულ გარანტიას წარმოადგენს კანონიერი ნდობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აქტის გაუქმების რამდენიმე შემთხვევას იცნობს, თუმცა, კოდექსის სიტყვასიტყვითი წაკითხვის საფუძველზე, კანონიერი ნდობის პრინციპი ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო აქტს აუქმებს საკუთარი ინიციატივით. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია არა დიპლომის ბათილად ცნობა, არამედ მისი ნამდვილობის დადასტურებაზე უარი, რაც, სასამართლოს რწმენით, განსახილველი საქმის გარემოებებიდან გამომდინარე (დიპლომის დადასტურებაზე უარი გამორიცხავს მის გამოყენებას პროფესიული მიზნებისათვის), სამართლებრივი შედეგებით უთანაბრდება აქტის გაუქმებას და ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ამ დოკუმენტების მიმართ სრული მოცულობით ვრცელდება კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქცია.
ის გარემოება, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას (როგორც აღინიშნა, დიპლომი აქტი არ არის), ვერ დააბრკოლებს სასამართლოს, რომ კანონი განმარტოს გონივრულად, სამართლიანად, მისი მიზნიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული და–--ს ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად. სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად
ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით; ანუ, მოცემულ შემთხვევაში და–--ს ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც; და–--ს ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს; ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. სასამართლოს ღრმა რწმენით, კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას ( საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები), იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც.
ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს კანონიერი ნდობა არ გააჩნდა დიპლომის მიმართ.
აქვე, სასამართლო მიუთითებს, რომ საქმის მასალების თანახმად, სახეზე არ არის სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებითი დარღვევა.
სახეზე არ არის აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება. კერძოდ, სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედება და სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ქონია, შესაბამისად, ადგილი არ აქვს სზაკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. მოსარჩელე ენდობოდა თბილისის სავაჭრო-ე-------------ი ინსტიტუტის მიერ გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა და–--ს ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც თავის მხრივ ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში კი
ზღუდავს მოპასუხეს - არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა. სწორედ ამგვარადაა განმარტებული კანონიერი ნდობის პრინციპი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერაც (საქმე ბს-1153-1142(კ-11).
სასამართლო mu------------is მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე მი-------–------ი თურქეთის წინააღმდეგ (Mü-------------------), სადაც ე---------–-- სასამართლომ დაადგინა, რომ კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა და–--ს ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გათვალისწინებული განათლების უფლების დარღვევა. კერძოდ, სტუდენტს, რომელმაც უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდაზე დააგროვა ქულათა საჭირო რაოდენობა, ჰქონდა უნივერსიტეტში ჩარიცხვის ლეგიტიმური მოლოდინი. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოცდების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილებას (რომელიც შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა ძალაში დატოვეს) არ ჰქონდა სამართლებრივი და გონივრული საფუძველი და ამიტომ, იგი თვითნებური იყო. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი ქმედებით დაირღვა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (განათლების უფლება).
7.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ამავე კოდექსის კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც
ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 10 აპრილის №M--------------- გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას. შესაბამისად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 10 აპრილის №M---------------- გადაწყვეტილება და მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაევალოს, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი თბილისის სავაჭრო-ე-------------ი ინსტიტუტის მიერ ლე-----------ის სახელზე 2007 წელს გაცემული დიპლომის T----------- ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარის ოდენობით. შესაბამისად მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა დაეკისროს მოსარჩელე - ლე----------ის სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლე----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2018 წლის 10 აპრილის №M---------------- გადაწყვეტილება.
3. მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული თბილისის სავაჭრო-ე-------------ი ინსტიტუტის მიერ ლე----------ის სახელზე 2007 წელს გაცემული დიპლომის T----------- (სარეგისტრაციო №0-----) ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.
4. მოპასუხეს - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი - თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარების დღიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი - თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მეშვეობით.
მოსამართლე ნანა აფციაური