გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №3/7678-18 21 იანვარი, 2019 წელი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩხეტია
სხდომის მდივანი მამუკა გიორგანაშვილი
მოსარჩელე - სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი
წარმომადგენელი - მ-------------ა, ლ----------–--ე
მოპასუხე - შპს "ჯ------------------–-----–-----ი"
დირექტორი - გ---------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს "ჯ------------------–-----–-----ისსათვის" სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაცვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების დაკისრება 1---,78 ლარის ოდენობით;
1.2. შპს "ჯ------------------–-----–-----ისათვის" სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს დაკისრება 4--,06 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შპს "ჯ------------------–-----–-----ის" დირექტორი სარჩელს არ დაეთანხმა და განმარტა, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს სატელეფონო შეტყობინებით აცნობა, რომ სურდა ხელშეკრულების შეწყვეტა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2017 წლის 2 მარტს შპს "ჯ------------------–-----–-----ს", როგორც „დამკვეთსა“ და სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, როგორც „დაცვას“ შორის გაფორმდა №7-- ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ”დაცვამ” აიღო ვალდებულება, უზრუნველეყო ქალაქ თბილისში, ი-----–--ის ქუჩა N3ბ, ბინა N3-ში მდებარე დამკვეთის ტურისტული კომპანიის დაცვა მასში დანერგილი საგანგაშო სიგნალიზაციის (ღილაკის) მეშვეობით ცენტრალიზებული დაცვის პულტზე მიღებულ განგაშზე სათანადო რეაგირების გზით, ხოლო "დამკვეთმა" იკისრა დაცვის მომსახურების ღირებულების გადახდა ხელშეკრულების მე-2 მუხლის მიხედვით - თვეში 1--.00 ლარის ოდენობით (ხელშეკრულების პირველი, მე-2 და მე-3 მუხლები). ამავე ხელშეკრულებით, დაცვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში "დამკვეთისათვის" ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0,2%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება იქნა დადგენილი (ხელშეკრულების 6.7 პუნქტი).
მტკიცებულება: 2017 წლის 2 მარტის N7-- ხელშეკრულება (ს.ფ.12-15).
3.2. ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურების შესახებ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის N------ ბრძანების თანახმად, 2017 წლის 7 მარტიდან დაცვის ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს ,,125-ის” განყოფილება უზრუნველყოფდა შპს "ჯ------------------–-----–-----ის" ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურებას.
მტკიცებულება: №5----- ბრძანება (ს.ფ. 16).
3.3. შპს "ჯ------------------–-----–-----ს" სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისათვის არ გადაუხდია ამ უკანასკნელის მიერ N7-- ხელშეკრულების შესაბამისად 2017 წლის ოქტომბერში, ნოემბერში, დეკემბერში და 2018 წლის იანვარში, თებერვალში, მარტში, აპრილში, მაისსა და ივნისში მიღებული მომსახურებისისათვის თანხა 1---,78 ლარის ოდენობით. აღნიშნული ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების გამო, 2018 წლის 24 სექტემბრის მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობამ 4--,06 ლარი შეადგინა.
მტკიცებულება: ცნობა დებიტორული დავალიანების შესახებ, თანხის ბრუნვა, ვალები (ს.ფ. 20,21,22); მხარეთა განმარტებები - სარჩელი (ს.ფ. 2-11), 2018 წლის 26 დეკემბრის სხდომის ოქმი.
3.4. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 27 ივნისის ბრძანებით შპს "ჯ------------------–-----–-----ს" 2018 წლის 1 ივლისიდან შეუწყდა ობიექტის ცენტრალური დაკვირვების პულტით მომსახურება.
მტკიცებულება: ბრძანება (ს.ფ. 19).
3.5. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ შპს "ჯ------------------–-----–-----ის" წარმომადგენელმა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს მიმართა მოთხოვნით ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 23 მარტის №266 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულებიდან’’ გამომდინარე, ხელშეკრულების ფარგლებში კერძო თუ სახელმწიფო ქონების მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან დაცვა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საჯარო უფლებამოსილება და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტსა და შპს "ჯ------------------–-----–-----ს" შორის ურთიერთობა 2017 წლის 2 მარტის N7-- ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა და მათი უფლებები და ვალდებულებები დასახელებული ხელშეკრულებების პირობებიდან და სამოქალაქო კოდექსის დებულებებიდან გამომდინარე უნდა იქნეს განსაზღვრული.
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
ამავე კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, 2017 წლის 2 მარტის N7-- ხელშეკრულების საფუძველზე სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს შპს "ჯ------------------–-----–-----ის" მიმართ წარმოეშვა ობიექტის დაცვასთან დაკავშირებული მომსახურების განხორციელების ვალდებულება, ხოლო შპს "ჯ------------------–-----–-----ს" - მიღებული მომსახურებების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება. დადგენილია, რომ შპს "ჯ------------------–-----–-----მა" სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისაგან 2017 წლის ოქტომბერში, ნოემბერში, დეკემბერში და 2018 წლის იანვარში, თებერვალში, მარტში, აპრილში, მაისსა და ივნისში მიიღო ზემოაღნიშნული ვალდებულების შესრულება, მას კი შესაბამისი გადახდა არ განუხორციელებია. ამდენად, შპს "ჯ------------------–-----–-----ის" ვალდებულია, სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს გადაუხადოს ამ უკანასკნელის მიერ 2017 წლის ოქტომბერში, ნოემბერში, დეკემბერში და 2018 წლის იანვარში, თებერვალში, მარტში, აპრილში, მაისსა და ივნისში განხორციელებული მომსახურების საფასური 1---,78 ლარის ოდენობით.
6.2. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის ისეთ საშუალებას ითვალისწინებს, როგორიცაა პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, 2017 წლის 2 მარტის N7-- ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულების 1.2 პუნქტით გათვალისწინებული დაცვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამკვეთს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0,2%-ის ოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2017 წლის ოქტომბერში, ნოემბერში, დეკემბერში და 2018 წლის იანვარში, თებერვალში, მარტში, აპრილში, მაისსა და ივნისში მიღებული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადაგადაცილებისათვის 2018 წლის 24 სექტემბრის მდგომარეობით შპს "ჯ------------------–-----–-----ის" მხრიდან პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების მოცულობამ 4--,06 ლარი შეადგინა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმეობაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელისათვის გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამდენად, მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანიდან გამომდინარე, შპს "ჯ------------------–-----–-----ის" ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ბაჟის გადახდით გაწეული ხარჯი 100 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 251-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი დაკმაყოფილდეს:
1.1. შპს "ჯ------------------–-----–-----ის" დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის ოქტომბერის, ნოემბერის, დეკემბერის, 2018 წლის იანვარის, თებერვალის, მარტის, აპრილის, მაისისა და ივნისის თვეების მომსახურების ანაზღაურება 1---,78 ლარის ოდენობით;
1.2. შპს "ჯ------------------–-----–-----ის" დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო 4--,06 ლარის ოდენობით;
2. შპს "ჯ------------------–-----–-----ის" სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელისათვის გაწეული ხარჯის - 100 ლარის ანაზღაურება;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისში, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მდებარე ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, N6) სააპელაციო საჩივრის წარდგენის გზით.
მოსამართლე ანა ჩხეტია