განაჩენი

სისხლის სამართლის 07.02.2019
საქმის ნომერი
140100118002745976
თარიღი
07.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N140100118002745976

N1/497-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

6.02.2019 წელი ქ. გორი

 

გორის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე ლევან დარბაიძე

სხდომის მდივანი სოფიო ძიძიგური

სხდომის სახე ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე

 

პროკურორი - ოთარ ხორგუაშვილი

 

დაცვის მხარე

 

ადვოკატები - კახა კალმახელიძე, ვაჟა სუხიტაშვილი

 

ბრალდებული - კ---- რ-------------- გ--------–---–-, დაბადებული 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 1----------, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლევი, რეგისტრირებული: გორის რაიონი, ს------–---------------------- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. გორი, ძ------------–-–---–-------------------

 

კვალიფიკაცია

 

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით;

ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ კობა გ--------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 21 ოქტომბერს, საღამოს საათებში, ქ. გორში, ძ------------–-–---–-------------------–- მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა - კ---- გ--------–---–მა მეუღლის - ნ---- ჯ--–----ის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, მას სახისა და თავის არეში რამდენიმეჯერ დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ნ---- ჯ--–----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ კ---- გ--------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 21 ოქტომბერს, კ---- გ--------–---–მა მობილურ ტელეფონზე დაურეკა თავის არასრულწლოვან შვილს - თ------ გ--------–---–ს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც თ------ გ--------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ კ---- გ--------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 21 ოქტომბერს, ღამის საათებში, ქ. გორში, თ-------------------------------––---------------------------–-, კ---- გ--------–---–- სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა რძალს - ან------–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე, მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოაღნიშნული ქმედებებისათვის კ---- გ--------–---–- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისის რედაქციით), 111, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

კ---- გ--------–---–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისის რედაქციით), 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია შემდეგი უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით: მოწმეების - გ--- ე---ის, გ------- წ------–-–---–-ს, ან------–---–ის, ნინო ს-----–---–--ა და თ------ გ--------–---–-ს გამოკითხვის ოქმები, დაზარალებულების - ნ---- ჯ--–----ის და ან------–---–ის გამოკითხვის ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ნ---- ჯ--–----ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, კ---- გ--------–---–-ს ალკოტესტზე შემოწმების ქვითარი და კ---- გ--------–---–-ს ბრალდებულის სახით დაკავების ოქმი.

 

კ---- გ--------–---–მა წარდგენილ ბრალდებებში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა.

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არ არის და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად უნდა მიიღოს ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან, თუმცა, იმავე კოდექსის 82-ე მუხლი ადგენს, რომ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს მისი გამოკვლევის გარეშე მიღების საკითხი. მხარეთა მიერ მტკიცებულებების უდავოდ ცნობა თავისთავად არ ნიშნავს შეთანხმებას გამამტყუნებელ განაჩენზე, რომელიც მტკიცებულებებისათვის პრეიუდიციული მნიშვნელობის მინიჭების გამო მოსამართლემ უპირობოდ უნდა გამოიტანოს. შეთანხმება გარემოებებსა თუ ფაქტებზე გულისხმობს მხოლოდ მათი ამსახველი მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებას, ხოლო მოპოვებულია თუ არა ამგვარი მტკიცებულებები კანონის მოთხოვნათა დაცვით, რამდენად რელევანტურია და აკმაყოფილებს მტკიცებულებათა უტყუარობისა და საკმარისობის კონსტიტუციურ სტანდარტს, აღნიშნულის შეფასება მხოლოდ სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლო მართლმსაჯულების განმახორციელებელი ერთადერთი ორგანოა, სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება კი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის, მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე „Barberà, Messegué, Jabardo v. Spain“, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე „Bulychevy v. Russia“, პუნქტი 32).

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას საპროცესო კანონმდებლობის არსებითი ხასიათის დარღვევის ფაქტს, რაც გამოიწვევდა აღნიშნული საფუძვლით ბრალდებულის გამართლებას, ადგილი არ ჰქონია. ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია კ---- გ--------–---–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისის რედაქციით), 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია წარდგენილი ბრალდების სამივე ეპიზოდში კ---- გ--------–---–-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის მიღებისათვის.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო განმარტავს, რომ ოჯახში ძალადობა, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ობიექტური შემადგენლობის თვალსაზრისით, გამოიხატება ძალადობრივ მოქმედებაში, რომელიც ადამიანის სხეულზე ზემოქმედებით, იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას და რასაც არ მოჰყვება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ემუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

რაც შეეხება მუქარას, აღნიშნული დანაშაული გამოიხატება სუბიექტის აქტიურ მოქმედებაში. ამასთან, დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს დაზარალებულის განცდა, რაც დაკავშირებულია მუქარის განხორციელების საფუძვლიან შიშთან.

 

მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ კ---- გ--------–---–-ს მიერ ჩადენილი ქმედებები შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისის რედაქციით), 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ობიექტური შემადგენლობის ყველა ელემენტს.

 

რაც შეეხება დანაშაულის სუბიექტურ შემადგენლობას, სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ აღნიშნული დანაშაულების ჩადენისას ბრალდებული მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით. საყოფაცხოვრებო საკითხზე წარმოშობილი შელაპარაკების ნიადაგზე ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა კ---- გ--------–---–მა მეუღლეს - ნ---- ჯ--–----ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რითაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ხოლო მის არასრულწლოვან შვილს - თ------ გ--------–---–ს და რძალს - ან------–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. მოწმეთა უდავო ჩვენებებით უტყუარად დასტურდება ასევე, რომ კ---- გ--------–---–-ს ძალადობრივი ქმედებები მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგებთან, ურომლისოდაც აღნიშნული შედეგები არ განხორციელდებოდა.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

კ---- გ--------–---–-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ბრალის სრული აღიარება და ჩადენილი დანაშაულების გულწრფელი მონანიება.

 

სასამართლო კ---- გ--------–---–-ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევს დანაშაულების ჩადენას მთვრალ მდგომარეობაში, ასევე, იმა გარემოებას, რომ იგი წარსულში ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის უზრუნველყოფის მიზნით, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახისა და სიმძიმის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მიზანშეწონილია კ---- გ--------–---–-ს მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენება.

 

სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასთან დაკავშირებით, განახორციელოს ქალთა მიმართ ჩადენილ ძალადობაზე დროული და ეფექტური რეაგირება, სასამართლო, თავდაპირველად, მიზანშეწონოლად მიიჩნევს, მიმოიხილოს ამ მიმართებით მოქმედი საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო პრინციპები და ნორმები, სახელდობრ:

 

გაეროს გენერალური ასამბლეის დეკლარაცია „ქალთა წინააღმდეგ ძალადობის აღკვეთის შესახებ“ (1993), მე-4(გ) მუხლში მოუწოდებს სახელმწიფოებს „განახორციელონ ჯეროვანი ქმედებები რათა თავიდან აიცილონ, გამოიძიონ და, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, დასაჯონ ქალთა წინააღმდეგ ძალადობის განმახორციელებელი პირები მიუხედავად იმისა თუ ვინ ჩაიდენს მოცემულ ქმედებებს, სახელმწიფო თუ კერძო პირები“.

 

2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაში (რეკ(2002)5), ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა აღნიშნა inter alia, რომ წევრ სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმრების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრ სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს გაეროს ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის კომიტეტის (CEDAW) 2015 წლის 13 ივლისის დასკვნას საქმეზე „X დაY საქართველოს წინააღმდეგ“, რომელშიც კომიტეტმა დაადგინა „ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენციის დარღვევა და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ძალადობის მსხვერპლი ქალის მიმართ, სახელმწიფომ ვერ შეასრულა პოზიტიური ვალდებულებები, გაეტარებინა შესაბამისი ეფექტური ღონისძიებები, მათ შორის, სანქციები, რომლებიც აღკვეთდა ქალთა წინააღმდეგ ძალადობას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფომ ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტებზე დროული რეაგირება მოახდინა, რითაც შეასრულა პოზიტიური ვალდებულება ძალადობის აღსაკვეთად ადეკვატური სისხლისსამართლებრივი მექანიზმების მყისიერი ამოქმედების თვალსაზრისით. სამართალდამცავი ორგანოების ამგვარმა დროულმა რეაგირებამ, საბოლოო ჯამში, უზრუნველყო ძალადობის მსხვერპლი ქალების სათანადო დაცვა და საქმეზე დროული, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება.

 

თავდაპირველად, სასამართლო აღნიშნავს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 12 თებერვლის განაჩენით კ---- გ--------–---–ს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომა განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად 4 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 თებერვლის განჩინებით კ---- გ--------–---–ს აღნიშნული განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა გაუგრძელდა 3 (სამი) თვის ვადით. აღნიშნულის გათვალისწინებით დადგენილია, რომ განზრახი დანაშაულებისათვის ნასამართლევმა კ---- გ--------–---–მა ინკრიმინირებული განზრახი ძალადობრივი დანაშაულები პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა. ამდენად, სახეზეა დანაშაულის რეციდივის შემთხვევა, რაც სასჯელის შერჩევისას ერთ-ერთ გასათვალისწინებელ ფაქტორად უნდა იქნეს მიჩნეული.

 

სასამართლო შეფასების გარეშე ვერ დატოვებს ბრალდებულის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას. მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილია, რომ კ---- გ--------–---–მა, საყოფაცხოვრებო საკითხზე წარმოშობილი შელაპარაკების ნიადაგზე (ვინაიდან მეუღლეებს შორის ურთიერთობა იყო დაძაბული და დაზარალებული - ნ---- ჯ--–----ე წასული იყო მათი საერთო საცხოვრებელი სახლიდან, ასევე, მათი არასრულწლოვანი შვილი - თ------ გ--------–---–- ერიდებოდა მამასთან ურთიერთობას და ცხოვრობდა ძმასთან და რძალთან ერთად), მეუღლეს - ნ---- ჯ--–----ეს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო მის არასრულწლოვან შვილს და რძალს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით.

 

სასჯელის შემსუბუქების კონტექსტში სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის ქცევას დანაშაულების ჩადენის შემდეგ. კ---- გ--------–---–მა, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, გულწრფელად აღიარა ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა და ითხოვა პატიება, ამასთან, მან ყველა მტკიცებულება მიიჩნია უდავოდ, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების აღსრულებას. კ---- გ--------–---–- 46 წლისაა, დაოჯახებულია, არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი და სამუშაო ადგილი.

 

სასამართლო ასევე ითალისწინებს იმ გარემოებას, რომ სანოტაროდ დამოწმებული განცხადებით დაზარალებულებმა დაადასტურეს კ---- გ--------–---–თან შერიგების ფაქტი და აღნიშნეს, რომ მის მიმართ პრეტენზია აღარ გააჩნიათ.

 

სასამართლოს აზრით, მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები ნათლად ადასტურებენ გარკვეული ვადით კ---- გ--------–---–-ს საზოგადოებისაგან იზოლირების აუცილებლობას, რამდენადაც მისგან მომდინარე ახალი ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის საფრთხე რეალურია. სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის პროპორციულობისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, დამნაშავის პიროვნული მახასიათებლების და მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს, საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, კ---- გ--------–---–-ს მიმართ უნდა გამოყენებულ იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელთა შთანთქმის და ნაწილობრივი შეკრების წესები. კ---- გ--------–---–ს, განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც შექმნის მისი რესოციალიზაციის რეალურ, ეფექტიან საფუძველს. სასჯელის აღნიშნული სახე და ზომა დამაფიქრებელი იქნება ბრალდებულისათვის, რათა მან სრულად გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაულების ხასიათი და მართლწინააღმდეგობა, აღნიშნული ქმედებებით გამოწვეული შედეგის სიმძიმე, ეს კი საბოლოო ჯამში, შეამცირებს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციონაწილი

 

სასამართლომიხელმძღვანელასაქართველოსსისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, 59-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ედა 293-ემუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. კ---- გ--------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისის რედაქციით), 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისის რედაქციით) - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, კ---- გ--------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 12 თებერვლის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, დანაშაულთა ერთობლიობით, დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, კ---- გ--------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

2. მსჯავრდებულ კ---- გ--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 22 ოქტომბრის 00:10 საათიდან.

 

3. მსჯავრდებულ კ---- გ--------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან დარბაიძე