გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.01.2019
საქმის ნომერი
120210018002520602
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
29.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2520602-2/541-18წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

29 იანვარი, 2019 წელი ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი

სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი

 

მოსარჩელე: ბ----------ს მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი: თ-- კ-----

 

მოპასუხე: შპს ,,ო------------ი''

დირექტორი - გ--- ა------- (დასწრების გარეშე)

 

დავის საგანი: პირგასამტეხლოს დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. შპს ,,ო------------ს'' 2017 წლის 4 ივლისის N219 ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის დაეკისროს ჯარიმა - 11867.18 ლარი, ხელშეკრულების შეწყვეტისათვის - 4299.65 ლარი, სავანსო თანხა - 18451.50 ლარი.

 

1.2. შპს ,,ო------------ს'' 2017 წლის 29 ივნისის N204 ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის დაეკისროს ჯარიმა - 3111 ლარი, ხელშეკრულების შეწყვეტისათვის - 3456.65 ლარი, სავანსო თანხა - 27653 ლარი.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ბ---------ის მუნიციპალიტეტსა და შპს „ო------------ი"–ს (შპს „დ-----------ი") შორის 2017 წლის 04 ივლისს გაფორმდა N219 ხელშეკრულება, რომლის თანახმად მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება შეესრულებინა ქ, ბ---------ში რ---------–ის ქ. N--, რ---------–ის ქუჩა N-- და რ---------–ის ქუჩა N-- მდებარე მრავალბიანიანი შენობების სახურავის, ფასადისა და სადარბაზოს რეაბილიტაციის სამუშაოები თანხით – 85 992,52 ლარი.

 

ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 60 კალენდარული დღით - მიწოდებელ კომპანიას სამუშაოები უნდა დაესრლებინა 217 წლის 01 სექტემბერს, თუმცა მოპაუხის მიერ დაირღვა შესრულების ვადა და ბ----------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 22 ნოემბრის 02 2227 ბრძანების საფუძველზე შეწყდა ზემოაღნიშნილი ხელშეკრულება.

 

მოპასუხე მხარის მიერ 2017 წლის 04 ივლისის N219 ხელშეკრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევასა და სამუშაოების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით ბ----------ს მუნიციპალიტეტში შემოვიდა მოქალაქეთა განცხადებები, ასევე ხელშეკრულებების გეგმა-გრაფიკის დარღვევაზე მიუთითებს შპს „ქ--------–------"-ის 2017 წლის 05 ოქტომბრის N10315, 2017 წლის 08 ნოემბრის N11742/02 და 2017 წლის 14 ნოემბრის N11965 წერილები.

ხელშეკრულების მე-16 მუხლის თანახმად, ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მიწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0,3%-ის ოენობით. ხელშეკრულების ან/და ხელეკრულების ეტაპის (გეგმა გრაფიკის) შესრულების ვადის გადაცილების შემთვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების ღირებულების 0,3%-ის ოდენობით ყველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკირება პირგასმტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით.

 

ხელშეკრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევისთვის შპს „დ-----------ოის“ დაეკისრა ჯარიმა 11867,18 ლარის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტისთის პირგასამტეხლო - 4299,65 ლარი.

 

შპს „ო------------ს“ საბანკო გარანტიის საფუძველზე ჩაერიცხა საავანსო თანხა - 34000 ლარი, საიდანაც სამუშაოების შესრულებას მოხმარდა ნაწილი, ხოლო 18451,5 ლარი ასანაზრაურებელია მისი მხრიდან.

 

2017 წლის 29 ივნისს ბ---------ის მუნიციპალიტეტსა და შპს „ო------------ი"-ს (შპს „დ-----------ი") შორის გაფორმდა M204 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხე მხარემ აიღო ვალდებულება შეესრულებინა ა(ა)იპ ბ---------ის ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში საცურაო აუზის შენობის ვერანდის გადახურვის სამუშაოები – თანხით 69 133, 89 ლარი.

 

ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 45 კალენდარული დღით - მიწოდებელ კომპანიას სამუშაოები უნდა დაესრლებინა 217 წლის 13 აგვისტოს, ხოლო სამუშაოების შესრულება უნდა დაწყებულიყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 7 კალენდარულ დღის ვადაში. მოპაუხის მიერ დაირღვა მითითებული ვალდებულებები.

 

2017 წლის 02 აგვისტოს მოპასუხე მხარემ ითხოვა სახელშეკრულებო ვადის შეჩერება, რაზედაც 2017 წლის 29 ივნისს გაფორმებული N204 ხელშეკრულებაში მოხდა ცვლილების შეტანა და 2017 წლის 11 სექტემბრის დამატებითი შეთანხმებით მოპასუხე მხარეს სამუშაოს შესრულების ვადა გაეზარდა 10 კალენდარული დღით.

 

მიუხადავად ამისა, მხარემ ვერ შეასრულა სახელშეკრულებო პირობები და დღემდე დაუსრულებელია საცურაო აუზის შენობის ვერანდის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 

ბ----------ს მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 22 ნოემბრის 02 2228 ბრძანების საფუძველზე შეწყდა ზემოაღნიშნილი ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევისთვის შპს „დ-----------ოის“ დაეკისრა ჯარიმა 3111 ლარის ოდენობით (ხელშეკრულების 0,3% - 15 ვადაგადაცილებულ დღეზე), ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტისთის პირგასამტეხლო - 3456,65 ლარი.

 

2017 წლის 04 ივლისის N219 და 2017 წლის 29 ივნისის N204 ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე შპს „ო------------ი"–ს (შპს „დ-----------ი") საბანკო გარანტიების საფუძველზე ჩაერიცხა 27653 ლარი, რომელიც არ იქნა შესრულებული.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს ,,ო------------ს’’ შესაგებელი არ შემოუტანია და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 4 ივლისს თვითმმართველი ერთეული ბ---------ის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,დ-----------ს’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №219. ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ. ბ---------ში, რ---------–-ს ქ. N---ში, რ---------–ის ქ. N---ში და რ---------–ის ქ. N---ში მდებარე მრავალბინიანი შენობების სახურავის, ფასადის დ სადარბაზოს რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 85992 ლარით.

 

3.1.2. 04.07.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N219 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში განისაზღვრა, რომ მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით. ხელშეკრულების ან/და ხელშეკრულების ეტაპის (გეგმა-გრაფიკი) შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით.

 

3.1.3. 04.07.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N219 ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 60 კალენდარული დღით.

 

3.1.4. 2017 წლის 29 ივნისს თვითმმართველი ერთეული ბ---------ის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,დ-----------ს’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №204. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ა(ა)იპ ბ---------ის ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში საცურაო აუზის შენობის ვერანდის გადახურვის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 69133.89 ლარით.

 

3.1.5. 29.06.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N204 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში განისაზღვრა, რომ მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით. ხელშეკრულების ან/და ხელშეკრულების ეტაპის (გეგმა-გრაფიკი) შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით.

 

3.1.6. 29.06.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N204 ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების ხელმოწერიდან 45 კალენდარული დღით.

3.1.7. 2017 წლის 12 სექტემბერს ბ---------ის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,დ-----------ს’’ შორის შედგა N293 შეთანხმება 2017 წლის 29 ივნისს გაფორმებული N204 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. შეთანხმებით შეტანილი იქნა ცვლილება ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1. პუნქტში და სამუშაოების შესრულების ვადას 45 დღეს დაემატა 10 კალენდარული დღე.

 

3.1.8. ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 22 ნოემბრის N02 2227 ბრძანებით შეწყდა ბ---------ის მუნიციპალიტეტს, შპს ,,დ-----------ს’’ და ბმა ,,რ---------–ის 77’’, ბმა ,,ე-------------’’ და ბმა ,,რ---------–ის 89’’ შორის 2017 წლის 4 ივლისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 219 ხელშეკრულება. ხელშეკრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის შპს ,,დ-----------ს’’ დაეკისრა ჯარიმა 11867.18 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების შეწყვეტისათვის შპს ,,დ-----------ს’’ დაეკისრა ჯარიმა 4299.65 ლარის ოდენობით.

 

3.1.9. ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 22 ნოემბრის N02 2228 ბრძანებით შეწყდა ბ---------ის მუნიციპალიტეტს და შპს ,,დ-----------ს’’ შორის 2017 წლის 29 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N204 ხელშეკრულება. ხელშეკრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის შპს ,,დ-----------ს’’ დაეკისრა ჯარიმა 3111 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების შეწყვეტისათვის შპს ,,დ-----------ს’’ დაეკისრა ჯარიმა 3456.65 ლარის ოდენობით.

 

3.1.10. შპს ,შპს ,,ო------------ს’’ 04.07.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N219 ხელშეკრულების ფარგლებში ჩაერიცხა საავანსო თანხა 34000 ლარი, საიდანაც სამუაოების შესრულებაში გაიხარჯა ნაწილო, ხოლო ასანაზღაურებელი დარჩა 18451.50 ლარი.

3.1.11. შპს ,,ო------------ს“ 29.06.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N204 ხელშეკრულების ფარგლებში ჩაერიცხა საავანსო თანხა 27653 ლარი, რომელიც არ მოხმარდა სამუშაოების შესრულებას და ასანაზღაურებელია.

 

3.1.12. შპს ,,დ-----------’’ (ს/კ 4--------) შეიცვალა საფირმო სახელწოდება და მისი სახელწოდებაა შპს ,,ო------------ი’’ (ს/კ 4--------);

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 4 ივლისის N219 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება;

- 2017 წლის 29 ივნისის N204 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება;

- 12.09.2017წ. შეთანხმება N293;

- ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 22.11.2017წ. N02 2227 ბრძანება;

- ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 22.11.2017წ. N02 2228 ბრძანება;

- საბანკო (საავანსო) გარანტია N019359;

- საბანკო (საავანსო) გარანტია N BG 00198;

- მიღება ჩაბარების აქტები;

-შპს „ქ--------–-------“ ის მიმართვები;

- მხარის ახსნა-განმარტებები;

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. საქმეში სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 416-ე, 417-ე, 418-ე, 629-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის „ა” ქვეპუნქტი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად მიიჩნევს ისეთ შემთხვევას, როდესაც შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

ამავე კოდექსის 629-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

2017 წლის 29 ივნისს თვითმმართველი ერთეული ბ----------ს მუნიციპალიტეტსა და შპს ,,დ-----------ს’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №204. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ა(ა)იპ ბ---------ის ცენტრალურ (ისტორიულ) პარკში საცურაო აუზის შენობის ვერანდის გადახურვის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 69133.89 ლარით. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ 29.06.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი მიმწოდებელმა - შპს ,,დ-----------მ’’ დაარღვია.

 

2017 წლის 4 ივლისს თვითმმართველი ერთეული ბ---------ის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,დ-----------ს’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №219. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ. ბ---------ში, რ--------–-ს ქ. N---ში, რ---------–ის ქ. N---ში და რ---------–ის ქ. N---ში მდებარე მრავალბინიანი შენობების სახურავის, ფასადის დ სადარბაზოს რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 85992 ლარით. მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ 04.07.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი მიმწოდებელმა - შპს ,,დ-----------მ’’ დაარღვია.

 

ასევე დადგენილია, რომ ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 22 ნოემბრის N02 2227 ბრძანებით შეწყდა ბ---------ის მუნიციპალიტეტს, შპს ,,დ-----------ს’’ და ბმა ,,რ---------–ის 77’’, ბმა ,,ე-------------’’ და ბმა ,,რ---------–ის 89’’ შორის 2017 წლის 4 ივლისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 219 ხელშეკრულება. ხოლო ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 22 ნოემბრის N02 2228 ბრძანებით შეწყდა ბ---------ის მუნიციპალიტეტს და შპს ,,დ-----------ს’’ შორის 2017 წლის 29 ივნისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N204 ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებები - პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მხარეთა შორის 29.06.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N204 ხელშეკრულებით და 04.07.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N219 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში განისაზღვრა, რომ მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით. ხელშეკრულების ან/და ხელშეკრულების ეტაპის (გეგმა-გრაფიკი) შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნა მიმწოდებლისათვის - შპს ,,ო------------ისათვის’’ (შპს დ ვალდებულების დარღვევისა და ხელშეკრულების შეწყვეტისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ამასთან, დადგენილია, რომ შპს ,,ო------------ს’’ 04.07.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N219 ხელშეკრულების ფარგლებში ჩაერიცხა საავანსო თანხა 34000 ლარი, საიდანაც სამუშოების შესრულებას ნაწილობრივ მოხმარდა თანხა, ხოლო 18451.50 ლარის სამუშაო არ იქნა შესრულებული, ხოლო 29.06.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N204 ხელშეკრულების ფარგლებში ჩაერიცხა საავანსო თანხა 27653 ლარი, რომლითაც არ იქნა შესრულეგული ხელშეკრუელით გათვალისიწებული სამუშაო. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა საავანსო თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია.

 

7. სასამართლო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად ,,სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხე შპს ,,ო------------ს’’ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 2065.16 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ბ---------ის მუნიციპალიტეტის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. შპს ,,ო------------ს’’ (ს/კ 4--------) ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ 2017 წლის 4 ივლისის N219 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის დაეკისროს ჯარიმა - 11867.18 ლარი, ხელშეკრულების შეწყვეტისათვის ჯარიმა - 4299.65 ლარი, საავანსო თანხა - 18451.50 ლარი.

 

შპს ,,ო------------ს’’ (ს/კ 4--------) ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ 2017 წლის 29 ივნისის N204 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის დაეკისროს ჯარიმა - 3111 ლარი, ხელშეკრულების შეწყვეტისათვის ჯარიმა - 3456.65 ლარი, საავანსო თანხა - 27653 ლარი.

 

3. შპს ,,ო------------ს’’ (ს/კ 4--------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 2065.16 ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი