გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.01.2019
საქმის ნომერი
330210018002744329
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/34679-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 იანვარი, 2019 წელი ქ.თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ირმა იმნაძე

მოსარჩელე - თ-----------–------–---–ი

მოპასუხე - თ--------–------–---–-, ნ----------–------–---–ი

წარმომადგენელი - თი-----ნ გი-------–--ე

დავის საგანი - ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი მოსარჩელე თ-----------–------–---–სა და თ--------–------–---–ს შორის 2013 წლის 12 დეკემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულება და მოპასუხე თ--------–------–---–-ს სახელზე რიცხული უძრავი ქონების მდებარე მისამართზე თბ--–--ი, ფ--–------–---–-ს ქუჩა #- (ს-------------------) 1/60 ნაწილიდან 1/3 ნაწილი (1/180 ნაწილი) აღირიცხოს კვლავ მოსარჩელე თ-----------–------–---–ის სახელზე;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი მოსარჩელე თ-----------–------–---–სა და ნ----------–------–---–ს შორის 2016 წლის 09 ნოემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და თ-----------–------–---–სა და ნ----------–------–---–ის სახელზე თანაბარ წილად რიცხული უძრავი ქონების მდებარე მისამართზე თბ--–--ი, ფ--–------–---–-ს ქუჩა #- (ს-------------------) 2/180 ნაწილი აღირიცხოს სრულად კვლავ მოსარჩელე თ-----------–------–---–ის სახელზე.

 

სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მოსარჩელე თ-----------–------–---–ის საკუთრებას წარმოადგენდა უძრავი ქონების მდებარე თბ--–--ი, ფ--–------–---–-ს ქუჩა #- (ს-------------------) 1/3 ნაწილი. მოსარჩელე და მოპასუხეები არიან დედა-შვილები. მოსარჩელე წლების განმავლობაში მუშაობდა საზღვარგარეთ და იქიდან უგზავნიდა მოპასუხეებს თანხას.

 

2013 წლის 12 დეკემბერს მოსარჩელეს და თ--------–------–---–ს შორის დაიდო ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელის სახელზე რიცხული უძრავი ქონების მდებარე მისამართზე თბ--–--ი, ფ--–------–---–-ს ქუჩა #- (ს-------------------) 1/60 ნაწილიდან 1/3 ნაწილი აღირიცხა მოპასუხის სახელზე. 2016 წლის 09 ნოემბერს კი მოსარჩელეს და ნ----------–------–---–ს შორის დიდო ნასყიდობის ხელშეკრულება რომლის თანახმადაც, მათ თანასაკუთრებაში აღირიცხა თანაბარწილად უძრავი ქონების მდებარე მისამართზე თბ--–--ი, ფ--–------–---–-ს ქუჩა #- (ს-------------------) 2/180 ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეს და ნი---------–------–---–ს შორის დადებულია ნასყიდობის ხელშეკრულება, მოპასუხეს არ გადაუხდია მისთვის უძრავი ქონების ღირებულება.

 

გარდა აღნიშნულისა, მოსარჩელის განმარტებით იგი რამდენჯერმე იყო მოთავსებული ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ბოდვითი აშლილობის დიაგნოზით. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა 2002 წლიდან და ამის შემდეგ იგი პერმანენტულად მკურნალობდა როგორც სტაციონარულად, ისე ამბულატორიულად. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ხელშეკრულებების დადებისას იგი იმყოფებოდა უმწეო, არაადეკვატურ მდგომარეობაში და მას არ ჰქონდა გააზრებული გამოვლენილი ნების ნამდვილობა. როგორც ჩუქების, ასევე ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას მოსარჩელეს არ შეეძლო შექმნილი ვითარების რეალურად აღქმა. 2016 წლის 27 ოქტომბრის ჯანმრთელობის ცნობის თანახმად, იგი კლინიკიდან გაწერეს 2016 წლის 25 ოქტომბერს. ამ დროს იგი აგრძელებდა ამბულატორიულ მკურნალობას ფსიქიატრის დინამიური მეთვალყურეობის ქვეშ. ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებულია სტაციონარიდან გაწერისას მეცხრე დღეს - 2016 წლის 09 ნოემბერს რა დროსაც მას არ შეეძლო მისი ქმედების გაანალიზება. შესაბამისად, მოპასუხეებთან დადებული ორივე ხელშეკრულება დადებულია იმ დროს, როდესაც მოსარჩელე იმყოფებოდა ფსიქოტროპიული მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია სარჩელთან მიმართებით.

 

2.1.მოპასუხეებმა დადგენილი წესით წარმოადგინეს შესაგებელი რომლითაც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნეს. მოპასუხეთა განმარტებით, მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახის კონფლიქტი, მოსარჩელე დღემდე აგრძელებს უძრავ ქონებაში მდებარე მისამართზე თბ--–--ი, ფ--–------–---–-ს ქუჩა #- (ს-------------------) ცხოვრებას. სადავო ხელშეკრულებების დადება მოხდა მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნამდვილი ნების საფუძველზე და ხელშეკრულებების დადებისას არ ჰქონია ადგილი რაიმე სახის ძალადობას. არ დასტურდება ის გარემოება, რომ სადავო ხელშეკრულებების დადებისას მოსარჩელე იმყოფებოდა ფსიქიკური აშლილობის მდგომარეობაში და მის მიერ ვერ ხდებოდა რეალური ვითარების სწორად აღქმა, რაც გამორიცხავს წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ 2011 წლის 08 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე თა--რ კო--–------–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა უძრავი ქონების მდებარე თბ--–--ი, ფ--–------–---–-ს ქუჩა #- (ს-------------------) 1/60 ნაწილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.17-18);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2013 წლის 12 დეკემბერს თ-----------–------–---–სა (ჩუ---–-–---–ი) და თ--------–------–---–ს შორის დაიდო ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თა--რ ჩუ---–-–---–მა თ--------–------–---–ს აჩუქა მის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების - თბ--–--ი, ფ--–------–---–-ს ქუჩა #- (ს-------------------) 1/60 ნაწილიდან 1/3 ნაწილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ჩუქების ხელშეკრულება (ს.ფ.19-20)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 2016 წლის 02 ნოემბერს თ-----------–------–---–სა (ჩუ---–-–---–ი) და ნ----------–------–---–ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თა--რ ჩუ---–-–---–მა ნ----------–------–---–ს მიჰყიდა მის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონების - თბ--–--ი, ფ--–------–---–-ს ქუჩა #- (ს-------------------) 2/180 ნაწილის ნახევარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ.21-22)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. მოსარჩელე თ-----------–------–---–ი გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას ფს---------------------–--------------------------------–-ის ცენტრში 2002 წლის 29 მაისიდან ამავე წლის 09 ივნისამდე პერიოდში დიაგნოზით - ბოდვითი აშლილობა. ამავე დიაგნოზით თ-----------–------–---–ი ასევე გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას შპს ,,აკ----------------–-----------------------–--------–-----–------ში’’ 2016 წლის 01 ოქტომბრიდან ამავე წლის 25 ოქტომბრამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 27-30);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს რის გამოც არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 58-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოდგენილი სარჩელით მოითხოვს მასსა და მოპასუხე თ--------–------–---–ს შორის 2013 წლის 12 დეკემბერს დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების და მასსა და მოპასუხე ნ----------–------–---–ს შორის 2016 წლის 09 ნოემბერს დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას. ამასთან ორივე ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლად იგი მიუთითებს დროებითი ფსიქიკური აშლილობის საფუძველს. შესაბამისად, მოცემული დავის ფარგლებში, სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლების გათვალისწინებით, სადავო გარიგებების იურიდიული ძალის შეფასება უნდა განხორციელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლით დადგენილი მოცემულობის პირობებში. აღნიშნული ნორმის მეორე ნაწილის თანახმად, ბათილად შეიძლება ჩაითვალოს პირის მიერ ნების გამოვლენა ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური აშლილობის დროს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ბათილია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის მიერ ნების გამოვლენა გარიგების დადებისას, როცა ეს რეალური ვითარების სწორად აღქმას არ შეესაბამება, თუ ეს პირი ამ გარიგებით სარგებელს არ იღებს, თუნდაც იგი სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად არ იყოს ცნობილი.

 

ზემოთხსენებული სამართლებრივი ნორმის დანაწესი სამართლებრივი შედეგების თვალსაზრისით ცდილობს ცნობიერების დაკარგვის ან დროებითი ფსიქიკური მოშლილობის დროს განხორციელებული ნების გამოვლენის გათანაბრებას ქმედუუნარო პირის მიერ განხორციელებულ ნების გამოვლენასთან. ნორმის გამოყენების წინაპირობა არის პირის მიერ ცნობიერების დაკარგვა ან დროებით ფსიქიკური მოშლილობა, რომელიც იწვევს პირის აღიარებას ქმედუუნაროდ და დროებით ხასიათს ატარებს. აღიარებული შეხედულების თანახმად, ცნობიერების დაკარგვა არ ნიშნავს ცნობიერების სრულად დაკარგვას, რადგან სრულად დაკარგვის დროს შეუძლებელია ნების გამოვლენაზე საუბარი. მოცემულ მუხლში ნაგულისხმევია ცნობიერების ისეთი მდგომარეობა, რომელიც გამორიცხავს ნების თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ამ კატეგორიის დაკარგვის გამომწვევი ფაქტორები შეიძლება იყოს სიმთვრალე, ციება, ჰიპნოზი, ეპილეფსიური შეტევა და ა.შ. ფსიქიკური მოშლილობა გულისხმობს ფსიქიკური ანომალიის არსებობას, რომლის დროსაც გადამწყვეტია არა ამ ფსიქიკური ანომალიის სიძლიერე, არამედ ნების ჩამოყალიბებაზე გავლენის ფაქტორი, დროებით ფსიქიკური მოშლილობის გამომწვევი შეიძლება იყოს ალკოჰოლი, მედიკამენტები და ნარკოტიკიც.

სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმა გარიგების ბათილობას ითვალისწინებს მასში მითითებული გარემოებების (ცნობიერების დაკარგვა, ფსიქიკური მოშლილობა) უტყუარად არსებობის და არა ვარაუდის შემთხვევაში. საქმის ფაქტობრივი გარემოებები მოითხოვენ კვლევას სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით განსაზღვრულ ნორმატიულ წინაპირობებში. შესაბამისად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მატერიალური ნორმით განსაზღვრულ შედეგზე იმსჯელოს პროცესუალურ-სამართლებრივ ჭრილში – დგინდება თუ არა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, გარიგების დადების მომენტში რამდენად შეეძლო მოსარჩელეს ვითარების სწორად აღქმა და ნამდვილი ნების გამოვლენა.

სსსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით, კანონით გათვალისწინებულია თითოეული მხარის ვალდებულება, მიუთითოს სასარჩელო მოთხოვნა, ფაქტები და წარმოადგინოს დასახელებული ფაქტის დამადასტურებელი კანონით გათვალისწინებული მტკიცებულებები. სწორედ დასახელებული წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო სამართალში დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის გამოვლინებას. სსსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნა ითვალისწინებს ისეთ შემთხვევას, როცა ამა თუ იმ გარემოების დასამტკიცებლად წარმოდგენილი უნდა იყოს სპეციალური მტკიცებულება, რომელიც განკუთვნადი იქნება საქმისათვის.

წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების, კერძოდ, ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობების საფუძველზე დადგენილია, რომ მოსარჩელე თ-----------–------–---–ი გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას ფს---------------------–--------------------------------–-ის ცენტრში 2002 წლის 29 მაისიდან ა--ვე წლის 09 ივნისამდე დიაგნოზით ბოდვითი აშლილობა. ამავე დიაგნოზით თ-----------–------–---–ი ასევე გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას შპს ,,აკ----------------–-----------------------–--------–-----–------ში’’ 2016 წლის 01 ოქტომბრიდან ამავე წლის 25 ოქტომბრამდე პერიოდში.

სასამართლო სადავო გარიგებების შეფასების მიზნით არსებით ყურადღებას ამახვილებს წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებსა და მათ შინაარსზე. 2016 წლის 22 სექტემბერის ჯანმრთელობის შესახებ ცნობაში, რომელიც გაცემულია 2002 წლის 29 მაისიდან 2002 წლის 09 ივნისამდე პერიოდის სტაციონარულ მკურნალობის თაობაზე, მითითებულია, რომ მოსარჩელე სტაციონარიდან გაწერილ იქნა უცვლელ მდგომარეობაში სათანადო რეკომენდაციით (ს.ფ.27-28). საყურადღებოა, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების დადებამდე - 2016 წლის 09 ნოემბერამდე, მცირე პერიოდით - ფაქტობრივად ცხრე დღით ადრე, მოსარჩელე კვლავ გადიოდა სტაციონარში მკურნალობას დიაგნოზით ფსიქიკური აშლილობა. წარმოდგენილი ჯანმრთელობის ცნობის (ს.ფ.29-30) თანახმად, მოსარჩელის მდგომარეობა სტაციონარიდან გაწერისას შეფასებულია შემდეგნაირად: ,,გაუმჯობესებული. აფექტურად მშვიდია, ქცევა მოწესრიგდა, ბოდვითი აზრები აქტუალური აღარ არის. კრიტიკა ნაწილობრივი თავისი მდგომარებისადმი. ამბულატორიულ მკურნალობაზე თანხმდება. აქვს სამომავლო გეგმები’’. მიუხედავად სტაციონარიდან გაწერის ფაქტისა, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულია მომდევნო ერთ თვიანი ამბულატორიული მკურნალობის რეკომენდაცია ფსიქიატრის დინამიური მეთვალყურეობის ქვეშ სპეციალურად დანიშნული მედიკამენტებით.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე, ამასთან მოსარჩელეზე არსებული მტკიცების ტვირთის და შეჯირებითობის პრინციპის პარალელურად, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების შეფასებისას იზიარებს მის პოზიციას იმის თაობაზე, რომ სადავო გარიგების დადებისას მოსარჩელეს არ შეეძლო ნამდვილი ნების გამოვლენა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. სასამართლოს მოსაზრებით, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები ერთიანობაში შეფასებით ქმნიან სადავო გარიგებების ბათილობის საფუძველს. ამასთან, მოსარჩელის პოზიციის გაუზიარებლობის საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის ჯანმრთელობის მდგომაროების შესახებ ცნობა უშუალოდ ჩუქების ხელშეკრულების პერიოდისათვის. წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების ერთიანობაში შეფასება, მითითებული დიაგნოზების, ასევე იმ ჩვენებების გათვალისწინება რაც მითითებულია წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებში მოსარჩელის მდგომარეობის ასაღწერად, გულისხმობს სწორედ იმ გარემოების დადგენილად მიჩნევას, რომ მოსარჩელეს სადავო გარიგებების დადებისას არ შეეძლო გაეაზრებინა ნების გამოვლენის ნამდვილობა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეში წარმოდგენილია პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებები იმის თაობაზე რომ მოსარჩელეს აღენიშნებოდა ცნობიერების დაკარგვა და სადავო ხელშეკრულებების დადებისას არ შეეძლო ვითარების სწორად აღქმა, რაც გამორიცხავს მის მიერ გამოვლენილი ნების სადავო ხელშეკრულებები ვერ მიიჩნევა ნამდვილად ვინაიდან არსებობს მათი გაუქმების საფუძვლები. შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთიანობა განაპირობებს ხელშეკრულებების ბათილად ცნობისა და უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯი და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,მ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, წარმოდგენილი სარჩელის ფასის გათვალისწინებით, მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 324 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, მე-8, 55-ე, 243-ე-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ-----------–------–---–ის სარჩელი მოპასუხეების თ--------–------–---–-ს და ნ----------–------–---–ის მიმართ ხელშეკრულებების ბათილად ცნობის და უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს:

 

1.1.ბათილად იქნეს ცნობილი მოსარჩელე თ-----------–------–---–სა და თ--------–------–---–ს შორის 2013 წლის 12 დეკემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულება და მოპასუხე თ--------–------–---–-ს სახელზე რიცხული უძრავი ქონების მდებარე მისამართზე თბ--–--ი, ფ--–------–---–-ს ქუჩა #- (ს-------------------) 1/60 ნაწილიდან 1/3 ნაწილი (1/180 ნაწილი) აღირიცხოს კვლავ მოსარჩელე თ-----------–------–---–ის სახელზე;

 

1.2.ბათილად იქნეს ცნობილი მოსარჩელე თ-----------–------–---–სა და ნ----------–------–---–ს შორის 2016 წლის 09 ნოემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება და თ-----------–------–---–სა და ნ----------–------–---–ის სახელზე თანაბარ წილად რიცხული უძრავი ქონების მდებარე მისამართზე თბ--–--ი, ფ--–------–---–-ს ქუჩა #- (ს-------------------) 2/180 ნაწილი აღირიცხოს სრულად მოსარჩელე თ-----------–------–---–ის სახელზე;

 

2. მოპასუხეებს თ--------–------–---–ს და ნ----------–------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 324 ლარის ანაზღაურება;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია