გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.02.2019
საქმის ნომერი
330210017001978005
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
01.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/16305-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

01 თებერვალი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე ტარიელ ტაბატაძე

სხდომის მდივანი გიორგი ჭავჭავაძე

მოსარჩელე - შპს ,,მ-----------------------------–--------–---“

წარმომადგენელი - ნ----------–--ე

მოპასუხე - ე-------------ა

წარმომადგენელი - ნ-----------ე

დავის საგანი - დავალიანების გადახდა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხე ე-------------ას მოსარჩელე შპს ,,მ-----------------------------–--------–---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 1800 ლარის გადახდა, საიდანაც 600 ლარი არის დავალიანების ძირი თანხა, 120 ლარი საპროცენტო სარგებელი, 1080 ლარი პირგასამტეხლო.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2016 წლის 02 თებერვალს, მოპასუხე ე-------------ას და შპს ,,მ-----------------------------–--------–---ს“ შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა თანხა 600 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით. კომპანიას და მსესხებელს შორის ურთიერთობა რეგულირდება კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ელექტრონული სესხის ხელშეკრულებით, რომლის დადებაზე ნების გამოვლენაც მსესხებლის მიერ, მისი შინაარსის გაცნობის შემდეგ ხდება ელექტრონულად, რაც ავტომატურად უთანაბრდება მსესხებელის ხელმოწერას და მსესხებელი იბოჭება მის მიერ ამ ფორმით გამოვლენილი ნებით.

 

მოსარჩელის წარმომადგენელმა ასევე განმარტა, რომ მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 600 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი 120 ლარი დაებრუნებინა 30 დღის ვადაში, 2016 წლის 13 მარტს. ხელშეკრულების 8.4 პუნქტის საფუძველზე პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა 1.67%.

 

მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ მომხდარა არსებული დავალიანების დაფარვა, რის გამოც მოსარჩელემ სარჩელით მომართა სასამართლოს მოითხოვა მსესხებლისათვის შემცირებული დავალიანების 1800 ლარის გადახდა, საიდანაც 600 ლარი არის დავალიანების ძირი თანხა, 120 ლარი -საპროცენტო სარგებელი, 1080 ლარი -პირგასამტეხლო.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ, დავალიანების ძირი თანხის 600 ლარის და პროცენტის 120 ლარის ნაწილში ცნო. მოპასუხემ მიუთითა, რომ მის მიერ შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა შემოიფარგლება 720 ლარით, ვინაიდან მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო ელექტრონული ვებ-გვერდის და ელექტრონული თანხმობის საშუალებით. შესაბამისად, მხარეთა შეთანხმება პირგასამტეხლოს თაობაზე ვერ ჩაითვლება წერილობითი ფორმის დაცვით დადებულად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს,ვინაიდან პირგასამტეხლოზე შეთანხმება არ მომხდარა წერილობით. თუმცა მისი დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა იქნეს შემცირებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე. მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე შეცვალა პოზიცია და ცნო მხოლოდ ძირი თანხის ნაწილში.

(იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს ,,მ-----------------------------–--------–---ს“ და ე-------------ას შორის 2016 წლის 12 თებერვალს გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა თანხა 600 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ხელშეკრულების პირობები (ს.ფ. 13-22);

- ელექტრონული დასტური (ს.ფ. 26)

 

3.1.2. მოპასუხის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა-ახსნა განმარტება;

 

3.1.3. მოპასუხემ სარჩელი ცნო ძირი თანხის 600 ლარის ნაწილში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა- განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 600 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი 120 ლარი დაებრუნებინა 30 დღეში- 2016 წლის 13 მარტს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში არ მომხდარა არც სესხის და არც მასზე რიცხული სარგებლის გადახდა. შესაბამისად, მსესხებელს ხელშეკრულების 8.4 პუნქტის საფუძველზე დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.67% ოდენობით, რაც სარჩელით შეადგენს 1080 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

- ხელშეკრულების პირობები (ს.ფ. 13-22);

- საგადახდო დავალება #79-7 (ს.ფ. 28);

- ელექტრონული დასტური (ს.ფ. 26)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 416-417-ე, 420-ე მუხლები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე ე-------------ამ მითითებულ სამოქალაქო დავაზე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, დავალიანების ძირი თანხის 600 ლარის ნაწილში. შესაბამისად, მოსარჩელე შპს ,,მ-----------------------------–--------–---ის“ სარჩელი მოთხოვნის ზემოაღნიშნულ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

წამოდგენილ შემთხვევაში შპს ,,მ-----------------------------–--------–---ს“ და მოპასუხე ე-------------ას შორის სესხის ხელშეკრულების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულად ჩამოყალიბებული უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამევ კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნული პრინციპი უზრუნველყოფს სახელშეკრულებო ურთიერთობათა სტაბილურობას და ავალდებულებს მხარეებს შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები.

სამოქალაქო კოდექსი ეფუძნება ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, ხელშეკრულების საფუძველი შეიძლება გახდეს მხარეთა შეთანხმება. მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების შეწყვეტა თავისი სამართლებრივი ბუნებით ხელშეკრულებას წარმოადგენს, რომელიც ათავისუფლებს მხარეებს სამომავლო ვალდებულებების შესრულებისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, შპს ,,მ-----------------------------–--------–---ს“ და ე-------------ას შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა თანხა 600 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით. ასევე დადგენილი ფაქტობრივი გარემოების შესაბამისად, მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 600 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი 120 ლარი დაებრუნებინა 30 დღის ვადაში, 2016 წლის 13 მარტს, მაგრამ აღნიშნულ ვადაში არ მომხდარა არც სესხის და არც მასზე რიცხული სარგებლის გადახდა. შესაბამისად, მსესხებელს ხელშეკრულების 8.4 პუნქტის საფუძველზე სარჩელით დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.67% ოდენობით.

 

მოსარჩელე მხარის მიერ პირგასამტეხლოს ნაწილში ვალდებულების მოცულობის შემცირების საფუძველზე, ე-------------ას მიერ შესასრულებელი ფულადი ვალდებულება განისაზღვრა 1800 ლარის ოდენობით, საიდანაც დავალიანების ძირი თანხაა 600 ლარი, საპროცენტო სარგებელი 120 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 1080 ლარი.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, რომელიც ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

მხარეთა შორის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს, შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია შეამციროს იგი როგორც პროცენტული მაჩვენებლით, ასევე პირდაპირ თანხობრივად. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული და მოთხოვნილი პირგასამტეხლო მიაჩნია შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ. შესაბამისად, მოპასუხე ე-------------ას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს თანხა 70 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით მოპასუხის პოზიციასთან მიმართებაში ასევე განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს თაობაზე მხარეთა წერილობითი შეთანხმების არარსებობა, არ წარმოადგენს მოპასუხის მიმართ, ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების პირობებში, პირგასამტეხლოს, როგორ ერთგვარი ფინანსური სანქციის მექანიზმის გამოყენების დამაბრკოლებელ გარემოებას, ვინაიდან, მოპასუხის მიერ განხორციელებულ ელექტრონულ დადასტურებაში, იგულისხმება ის გარემოება, რომ ე-------------ა გაეცნო კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებულ სესხის პირობებს, მოიწონა და დაეთანხმა მათ. აღნიშნული ელექტრონული ხელშეკრულების 8.4 პუნქტში პირდაპირ არის მითითებული, რომ სესხის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილი იყო მსესხებლისთვის დაერიცხა პირგასამტეხლო დაგვიანებული სესხის დარჩენილი ძირითადი თანხის 1.67% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოსთან მიმართებაში საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად,რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

მოპასუხე ე-------------ამ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი დავალიანების ძირი თანხის 600 ლარის ნაწილში ცნო, შესაბამისად,მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ნაწილი 16,65 ლარის ოდენობით, ხოლო 1.90 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე,49-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,მ-----------------------------–--------–---ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

2. ე-------------ას შპს ,,მ-----------------------------–--------–---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითადი თანხის - 600 ლარის გადახდა;

3. ე-------------ას შპს ,,მ-----------------------------–--------–---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის საპროცენტო სარგებლის - 120 ლარის გადახდა;

4. ე-------------ას შპს ,,მ-----------------------------–--------–---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის პირგასამტეხლოს - 70 ლარის გადახდა;

5. შპს ,,მ-----------------------------–--------–---ის“ სარჩელი ე-------------ას მიმართ პირგასამტეხლოს 1010 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

6. შპს ,,მ-----------------------------–--------–---ს“ დაუბრუნდეს, მის მიერ, 23/05/2017 წელს, #14-------9 საგადასახადო დავალების საფუძველზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ნაწილი 16.65 ლარის ოდენობით, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე 300 773 150, ბანკის კოდი TRESGE22.

7. ე-------------ას შპს ,,მ-----------------------------–--------–---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 1.90 ლარის გადახდა.

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით;

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ტარიელ ტაბატაძე