განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 1--------
(0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
09 იანვარი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ გ------------------ს,ბრალდებულ დ-----------–---–ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ---------------------------–---–-ს (პ/№0----------) - დაბადებულის 1--- წლის 0-----------ს; რეგისტრირებულის თბილისში, გ-------------------- და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ქ.თბილისი, ლ---------------------ში - მიმართ, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით და ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
დ-----------–---–ს ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატება შემდეგში:
2018 წლის 13 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით ნასამართლევი დ-----------–---–ი, თბილისში, ლ----------------------–ი მდებარე კი----–--–----–--ის, კ--------------------ო---- და დ-------–-------ას მიერ დაქირავებულ საცხოვრებელ ბინაში უკანონო შეღწევის გზით, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა კი----–--–----–--ის კუთვნილ 2000 (ორი ათას) ლარად ღირებულ ლეპტოპს დამტენთან ერთად, 300 (სამას) ლარად ღირებულ ტყავის ხელჩანთას, 300 (სამას) ლარად ღირებულ ელექტროსაპარსს, 800 (რვაას) ლარად ღირებულ „მაუსს“ მობილური ტელეფონის 100 (ას) ლარად ღირებულ დამტენს (ორიგინალი), კ--------------------ო--- კუთვნილ 2700 (ორი ათას შვიდას) ლარად ღირებულ ლეპტოპს და დ-------–-------ას 1000 (ათას) ლარად ღირებულ ფოტოაპარატს, რითაც დაზარალებულებს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
დ-----------–---–ს ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საცავში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატება შემდეგში:
2018 წლის 23 სექტემბერს დაახლოებით 22:50 საათზე ქალაქ თბილისში, შალვა დ-------------------ში მდებარე ი-------– რესტორან „ნ------“ კუთვნილ საცავში ღია კარიდან უკანონოდ შეაღწია დ-----------–---–მა, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა კ-----------------ის კუთვნილ „აიფონის“ მარკის 1500 (ათას ხუთასი) ლარად ღირებულ მობილურ ტელეფონს, რითაც კ-----------------ის მიადგა 1500 (ათას ხუთასი) ლარის მატერიალური ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ დ-----------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ და ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (დაზარალებულების: კი----–--–----–--ის; კ--------აკ--------------- და დ-------–-------ას გამოკითხვის ოქმები; მოწმეების: გ----------------ის, ა------------------ის, გ--------------–-–---–ის, ა–----------–-----ეს, კ----------- ს----- და დ-----------–---–-ს გამოკითხვის ოქმები; დაქტილოსკოპირი ექსპერტიზის დასკვნით; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები; ვიდეოჩანაწერით მიღებული ინფორმაცია და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციების ერთობლიობა) ერთობლიობა დ-----------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები ბრალდებულს არ გააჩნია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
დ-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი. საბოლოოდ, დ-----------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
დ-----------–---–ს სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან 2018 წლის 27 სექტემბრიდან.
გაუქმდეს დ-----------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრიბა.
ნივთიერი მტკიცებულები:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ხელის კვლები, რომელიც ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ------------------------------------------------------ ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებს შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სუნის კვლის ნიმუშები, რომელიც რომლებიც გადაგზავნილია საექპერტო კვლევისთვის, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებს შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
გ--------------–-–---–თან ჩატარებული ამოღების შედაგად ამოღებული „ქენონის“ ფირმის ფოტოაპარატი, რომელიც ინახება საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძ------------------------------------------------------ ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებს შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხილის სამართლის საქმეს შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
დ-----------–---–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხილის სამართლის საქმეს შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
რესტორან „ნაიებში“ არსებული კამერის დათვალიერების ამსახველი ვიდეო ერთ ცალ ლაზრულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხილის სამართლის საქმეს შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
დ-----------–---–ისაგან აღებული ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის ნიმუში, ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც გადაგზავნილია საექსპერტო კვლევისთვის, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებს შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი