გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2-----18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ივერი აბაშიძე
სხდომის მდივანი - ირინე ობოლაშვილი
მოსარჩელე - გ-----------------ა
წარმომადგენელი - დ-----------–----------------------------–-------------------–-------------–---–-
მოპასუხეები - ი-----------–---–ი, ნოტარიუსი დ------------------ე
მოპასუხე ი-----------–---–ის წარმომადგენელი - ა--------–---–ი
დავის საგანი - სააღსრულებო ფურცლების და იპოთეკის გაუქმება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გაუქმდეს ნოტარიუს დ------------------ის მიერ 2018 წლის 20 აგვისტოს გაცემული N--------- და N--------- სააღსრულებო ფურცლები;
1.2. გაუქმდეს 2016 წლის 17 სექტემბრის სესხისა და იპოთეკის N--------- ხელშეკრულების საფუძველზე თბილისში, ვ-–----–----–-ს გამზირი, მ--- კვარტალი, კორპუსი 2--–- მდებარე ბინა N------ რეგისტრირებული იპოთეკის უფლება;
1.3. გაუქმდეს 2017 წლის 26 აპრილის სესხისა და იპოთეკის N--------- ხელშეკრულების საფუძველზე თბილისში, ვ-–----–----–-ს გამზირი, მ--- კვარტალი, კორპუსი 2--–- მდებარე ბინა N------ რეგისტრირებული იპოთეკის უფლება;
მოსარჩელემ სარჩელში მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:
მოპასუხე ი-----------–---–თან 2016 წლის 17 სექტემბერს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ ისესხა 11000 აშშ დოლარი, ერთი თვის ვადით, სადაც საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა თვეში 3%-ით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება.
მხარეებს შორის 2017 წლის 26 აპრილს დამატებით გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, მოსარჩელემ ისესხა 6200 ლარი, ერთი თვის ვადით, თვეში 3% სარგებლის გათვალისწინებით. ხელშეკრულებით უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი იგივე უძრავი ქონება.
სესხის პროცენტის გადახდა მოსარჩელემ წინასწარ განახორციელა. ორივე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მოსარჩელეს შესრულებული აქვს. თანხის გადახდას ახდენდა სიძის, მ-------------–---–ის საშუალებით, რომელიც თავის მხრივ, მხარეთა ზეპირი შეთანხმების შესაბამისად, თანხას მოპასუხეზე გადასაცემად, გადასცემდა კ----------ს. თანხის გადახდა პერიოდულად ხდებოდა, 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის აპრილის ჩათვლით, თვეში 870 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო 2017 წლის მაისიდან 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით - 1065 აშშ დოლარის ოდენობით. მთლიანობაში მოპასუხის სასარგებლოდ გადახდილია 13740 აშშ დოლარი, რითაც სრულად დაიფარა 11000 აშშ დოლარი და 6200 ლარი, რაც გადახდის პერიოდში მოქმედი გაცვლითი კურსით შეადგენდა 2278 აშშ დოლარს.
ი-----------–---–ის მოთხოვნით ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცლები, რომლების მიხედვით მოთხოვნილი იქნა სესხის ძირითადი თანხები სრულად, ასევე პირგასამტეხლოს გადახდა. ვინაიდან მოსარჩელეს ვალდებულება სრულად აქვს შესრულებული, უნდა გაუქმდეს სააღსრულებო ფურცლები და უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იპოთეკის უფლებები.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, ნოტარიუსმა დ------------------ემ შესაგებლით განმარტა, რომ ორივე ხელშეკრულება ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს გადახდას, რაც განისაზღვრა გადაუხდელი თანხის 0,1%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების პირობები მხარეებს შორის შეთანხმებული იყო. სააღსრულებო ფურცელი და მასში ასახული მოთხოვნის მოცულობა დაანგარიშდა და გაიცა კრედიტორის წერილობითი განცხადების საფუძველზე, ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, კი სააღსრულებო ფურცელი გაიცემა ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე.
მოპასუხე ი-----------–---–მა შესაგებლით დაადასტურა შუამავლის, კ----------ს საშუალებით თანხების მიღება, თუმცა განმარტა, რომ აღნიშნული თანხები წარმოადგენდა არა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის გადახდის ვალდებულებას (ძირითად თანხებს), არამედ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს, რაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე იყო ძირითადი თანხის 0,1% და 2016 წლის 17 სექტემბრის ხელშეკრულებაზე ვადაგადაცილებულ 671 დღეზე შეადგენდა ჯამში 7380 აშშ დოლარს, ხოლო 2017 წლის 26 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვადაგადაცილებულ 470 დღეზე - 2915 ლარს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 17 სექტემბერს გ-----------------ასა და ი-----------–---–ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გ-----------------ამ მოპასუხისგან ისესხა 11000 აშშ დოლარი, 1 თვის ვადით, თვეში 3% სარგებლის, ხოლო სესხის და/ან სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის თანხის 0,1% პირგასამტეხლოს დარიცხვის პირობით. მსესხებელმა ერთი თვის სარგებელი წინასწარ გადაიხადა.
სესხის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა გ-----------------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, ვ-–----–----–-ს გამზირი, მ--- კვარტალი, კორპუსი 20, ბინა N--, (საკადასტრო კოდი N-----------------------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 17.09.2016 წლის N--------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.1.2. ამავე მხარეებს შორის 2017 წლის 26 აპრილს დაიდო სესხისა და იპოთეკის კიდევ ერთი ხელშეკრულება, რომლის თანახმად, გ-----------------ამ მოპასუხისგან ისესხა 6200 ლარი, 1 თვის ვადით, თვეში 3% სარგებლის, ხოლო სესხის და/ან სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის ან მისი დარჩენილი ნაწილიდან (სესხის თანხის ნაწილობრივ დაბრუნების შემთხვევაში) 0,1% პირგასამტეხლოს დარიცხვის პირობით. მსესხებელმა ერთი თვის სარგებელი წინასწარ გადაიხადა.
სესხის დაბრუნების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა გ-----------------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე თბილისი, ვ-–----–----–-ს გამზირი, მ--- კვარტალი, კორპუსი 2--–-, ბინა N--, (საკადასტრო კოდი N-----------------------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 26.04.2017 წლის N--------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.1.3. 2016 წლის 17 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იპოთეკა მეორე რიგის იპოთეკად, ხოლო 2017 წლის 26 აპრილის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იპოთეკა მესამე რიგის იპოთეკად დარეგისტრირდა. უძრავ ქონებაზე ასევე რეგისტრირებულია სხვა სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე ე--------------–---–ისა და მოპასუხე ი-----------–---–ის სასარგებლოდ არსებული პირველი რიგის იპოთეკა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.1.4. კრედიტორ ი-----------–---–ის მოთხოვნის საფუძველზე, 17.09.2016 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე ნოტარიუს დ------------------ის მიერ 2018 წლის 20 აგვისტოს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც მოვალის გ-----------------ას მიმართ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად:
ა) სესხის ძირითადი თანხა - 11000 აშშ დოლარი;
ბ) პირგასამტეხლო - 2016 წლის 17 ოქტომბრიდან 2018 წლის 20 აგვისტომდე ყოველდღიურად 0,1%, რომლის ოდენობა გამოითვლება სესხის ძირითადი თანხიდან;
გ) 2018 წლის 20 აგვისტოდან აღსრულებამდე - პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხიდან 11000 აშშ დოლარიდან, ყოველდღიურად 0,1%;
დ) სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 118 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
სააღსრულებო ფურცლის თანახმად, სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა მოხდეს იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 20.08.2016 წლის სააღსრულებო ფურცელი N---------.
3.1.5. ი-----------–---–ის მოთხოვნის საფუძველზე, 26.04.2017 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე ნოტარიუს დ------------------ის მიერ 2018 წლის 20 აგვისტოს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, სადაც მოვალის გ-----------------ას მიმართ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად:
ა) სესხის ძირითადი თანხა - 6200 ლარი;
ბ) პირგასამტეხლო - 2017 წლის 26 მაისიდან 2018 წლის 20 აგვისტომდე ყოველდღიურად 0,1%, რომლის ოდენობა გამოითვლება სესხის ძირითადი თანხიდან;
გ) 2018 წლის 20 აგვისტოდან აღსრულებამდე - პირგასამტეხლო სესხის ძირითადი თანხიდან 6200 ლარიდან, ყოველდღიურად 0,1%;
დ) სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 118 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
სააღსრულებო ფურცლის თანახმად, სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა მოხდეს იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 20.08.2016 წლის სააღსრულებო ფურცელი N---------.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ 2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის დეკემბრის ჩათვლით, შუამავლის კ----------ს საშუალებით გადახდილი თანხები არ წარმოადგენდა 17.09.2016 წლის და 26.04.2017 წლის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხის ძირითად თანხებს, ამავდროულად დადგენილად მიაჩნია, რომ აღნიშნული თანხებით ორივე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მხოლოდ პირგასამტეხლო იფარებოდა.
საქმეზე მოსარჩელის შუამდგომლობით დაკითხული მოწმის, კ----------ს განმარტებით (რომლის საშუალებითაც მსესხებლის სახელით მისი სიძე, მ-------------–---–ი თანხას კრედიტორს გადასცემდა), გადახდილი თანხებიდან იფარებოდა სადავო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პიგასამტეხლო, ასევე სადავო ხელშეკრულებებამდე არსებული სხვა სასესხო ვალდებულება. კერძოდ, გადახდილი თანხებიდან 330 აშშ დოლარი წარმოადგენდა 2016 წლის 17 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თვეში გადასახდელ პირგასამტეხლოს, 75 აშშ დოლარი - 2017 წლის 26 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თვეში გადასახდელ პირგასამტეხლოს, ხოლო დარნარჩენი თანხა წარმოადგენდა მხარებს შორის არსებულ სხვა სასესხო ურთიერთობის თანხებს, რომელიც მოცემულ საქმეში დავის საგანი არ არის. აღნიშნულ ფაქტს არ უარყოფს არც მოპასუხე ი-----------–---–ი. ხოლო მტკიცებულება, რომ გადახდილი თანხები წარმოადგენდა სადავო სესხების ძირითად თანხებს, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის.
ამდენად, სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ ფულადი ვალდებულება მის მიერ შესრულებულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. აღნიშნული წესი გამომდინარეობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესიდან, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მოვალისთვის აუცილებია, ვინაიდან სწორედ მას აკისრია ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი.
მოსარჩელე განმარტავს, რომ ფულადი ვალდებულება მან შეასრულა, თუმცა აღნიშნულის შესახებ კრედიტორის მიერ გაცემული დოკუმენტი მას არ წარმოუდგენია. ამგვარ მტკიცებულებად ვერ შეფასდება მხოლოდ მისი ახსნა-განმარტება (მისი შუამდგომლობით დაკითხულმა მოწმემ კ----------მ ძირითადი თანხის გადახდის ფაქტი არ დაადასტურა), რაც მოპასუხის მხრიდან ფაქტის უარყოფის შემთხვევაში, არ წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას. ხოლო „გამსესხებლის მიერ სესხის ხელშეკრულების ნამდვილობის დადასტურების შემთხვევასა და ვალდებულების შეუსრულებლობის თაობაზე მისი მითითების პირობებში მოქმედებს პრეზუმფცია, რომ მსესხებელს ვალდებულება (სესხის დაბრუნება) შესრულებული არ აქვს (სუსგ Nას-№ას-929-891-2014, 22.04.2015.; №ას-763-722-2015, 28.09.2015 წელი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მ--- ნაწილის მიხედვით, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, თითოეულ მხარეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადასტურების ვალდებულება, რაც მოცემულ შემთხვევაში ვერ განახორციელა მოსარჩელემ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს;
5. სამართლებრივი შეფასება
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ხოლო ამავე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
გარიგების დადებისას ნების გამოვლენის დროს მხარეები არა მხოლოდ სამართლებრივ შედეგებზე თანხმდებიან, არამედ იმ წესებსა და პირობებზე, რომლებსაც ისინი უნდა დაემორჩილონ ამ სამართლებრივი შედეგის მისაღწევად. ნების გამოვლენის ერთ-ერთ დამადასტურებელი გარემოება კი არის მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმება. ხელშეკრულების გაფორმებით მხარეები იმთავითვე ადგენენ და აყალიბებენ პირობებს, მათ შორის პირობებს ხელშეკრულების საგანის თაობაზე, რომელი პირობების ფარგლებშიც უნდა იმოქმედონ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებათა შესრულებისათვის. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კი სწორედ ეს შეთანხმებული ხელშეკრულება წარმოშობს მოთხოვნას და ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.
მოსარჩელე ვერ ადასტურებს მის მიერ სესხის ძირითადი თანხების 11000 აშშ დოლარისა და 6200 ლარის გადახდის ფაქტს, არ არსებობს ვალდებულების შესრულებით შეწყვეტის საფუძველი, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სარჩელსა და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ჯამში 1418 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
7. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უნდა გაუქმდეს საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 52-ე, 55-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ-----------------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი თანხა ჩაითვალოს სახ. ბიუჯეტში გადახდილად.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა:
ა) ნოტარიუს დ------------------ის მიერ 2018 წლის 20 აგვისტოს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული N--------- სააღსრულებო წარმოება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;
ბ) ნოტარიუს დ------------------ის მიერ 2018 წლის 20 აგვისტოს გაცემული N--------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული N--------- სააღსრულებო წარმოება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ივერი აბაშიძე