განაჩენი

სისხლის სამართლის 08.02.2019
საქმის ნომერი
330100119002820609
თარიღი
08.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/3---19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

08 თებერვალი 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე

სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე

 

პროკურორი: ნ----- ნ-------

ადვოკატი: ზ------ გ--–----

ს/ს საქმე №0-----------

 

ბრალდებული: გ---- ა---------

მამის სახელი: ა--------

დაბადებული: 0---------–-

პირადი ნომერი: 6----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: ქ------------------–--–---–---------

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------------------–-------------------

პასუხისგებაში მიცემის დრო: 1---------–.

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი

აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა

დაკავების დრო: 09.12.2018წ. 17:35 საათი

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ გ---- ა---------ს მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების არსი: გ---- ა---------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: გ---- ა--------- 2015 წლიდან 2018 წლის 08 დეკემბრამდე მეუღლეს თ-- ჩ----ეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, ამცირებდა მას, რაც იწვევდა თ-- ჩ----ის ტანჯვას, ხოლო 2018 წლის 08 დეკემბერს დაახლოებით 16 საათზე, ქ. თბილისში ზ-------------------–--–-–-–---–-- ქუჩაზე მდებარე მ-----------------------–----------–-, თ-- ჩ----ეს სახისა და ტანის არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით და მარცხენა ხელზე კბენით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. გ---- ა---------ს აღნიშნულმა ქმედებებმა თ-- ჩ----ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. აღნიშნულის შემდეგ გ---- ა--------- თ-- ჩ----ეს დაემუქრა ყელის გამოჭრით და სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც თ-- ჩ----ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას, რაც სრულად დასტურდება მხარეებს შორის შეთანხმებული შემდეგი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, პაციენტის სამედიცინო ბარათით, გ---- ა---------ს დაკავების ოქმით, ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ გ---- ა---------მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით 80-დან 150 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე. მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, ანუ დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ხასიათს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულის პიროვნებას, მის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება, შერიგება დაზარალებულთან, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ქმედების ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ.

სასამართლოLOთვლის, რომ ჩადენილი ქმედების სიმძიმის, ბრალდებულის ასაკის, პიროვნების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გ---- ა---------ს დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09(ცხრა) თვის ვადით. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, მისი გამოსწორება შესაძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშეც და ამდენად, მის მიმართ დადგენილი უნდა იქნას პირობითი მსჯავრი. ასევე, სასამართლო ითვალისწინებს პირობითი მსჯავრის ეფექტს, რაც იქნება შემაკავებელი ხასიათის და სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ---- ა--------- (პ№6----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06(ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი პირობით არ იქნას გამოყენებული.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09(ცხრა) თვის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელი პირობით არ იქნას გამოყენებული.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ, გ---- ა---------ს, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09(ცხრა) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, პირობით არ იქნას გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად გ---- ა---------ს განესაზღვროს 02(ორი) წელი.

 

გ---- ა---------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა გაუქმდეს.

გ---- ა---------ს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2018 წლის 09 დეკემბრიდან 2019 წლის 08 თებერვლის ჩათვლით და გ---- ა--------- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე