გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/32175-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლია ავალიშვილი
სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი
მოსარჩელე – შპს ,,მი--------------------ი”
წარმომადგენელი – ნო------------–--ე
მოპასუხე – ილ--------–---–ი, გუ---------–----ე, ნა------------–---–ი
წარმომადგენელი - ი--------–---
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ილ--------–---–ს, გუ---------–----ესა და ნა------------–---–ს შპს ,,მი--------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 11 მაისის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის # T---------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 305-7,95 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 20 710 ლარი, პროცენტი 6523,64 ლარი, პირგასამტეხლო 3334,31 ლარი;
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2017 წლის 11 მაისს ილ--------–---–სა და შპს "მი--------------------ი"-ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება #დ-–---------, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს, 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 20 710 ლარი.
მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს 1252 ლარს, ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი - ბ------ი;
მოპასუხემ არ განახორციელა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული არცერთი თვის გადასახადის გადახდა.
ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები დამატებით აგრეთვე უზრუნველყოფილი იყო გუ---------–----ისა და ნა------------–---–ის სოლიდარული თავდებობით. აღნიშნული თავდებობების ხელშეკრულების მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით, თავდების პასუხისმგებლობა შემოიფარგლება ზღვრული თანხით 75000 ლარის ოდენობით. აღნიშნულ ზღვარს არ სცდება მოსარჩელის მოთხოვნა, შესაბამისად სოლიდარული თავდები ვალდებულია მსესხებელთან ერთად სოლიდარულად შეასრულოს თანხის გადახდის ვალდებულება. ვალდებულების შესრულების მოთხოვნის მიზნით თავდებებს გაეგზავნათ შეტყობინება 2017 წლის 06 ოქტომბერს, თუმცა, ვალდებულება ამ დრომდე არ შესრულებულა.
მოპასუხეებს მოსარჩელის მიმართ სოლიდარულად გააჩნიათ დავალიანება - 305-7,95 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირია - 20-10 ლარი, პროცენტი - 6523,64 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 3334,31 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე გუ---------–----ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ დაზუსტებულ შესაგებელს წარმოადგენდა, მაგრამ არ წარმოადგინა.
2.2. მოპასუხეებს - ილ--------–---–სა და ნა------------–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.
ილ--------–---–ის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო. ხოლო ნა------------–---–ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 11 მაისს ილ--------–---–სა და შპს "მი--------------------ი"-ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება #DLE 1-------, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს, 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 20 710 ლარი.
მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს 1252 ლარის ოდენობით, ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი - ბ------ ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 11 მაისის ხელშეკრულება საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ, შეთანხმება სესხის გაცემის შესახებ გადახდის გრაფიკით, საკრედიტო შეთანხმება (ს.ფ. 18-28).
- სესხის გრაფიკი (ს.ფ. 29);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. 2017 წლის 11 მაისის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები დამატებით უზრუნველყოფილი იყო გუ---------–----ესა და ნა------------–---–თან 2017 წლის 11 მაისს გაფორმებული სოლიდარული თავდებობების ხელშეკრულებებით. აღნიშნული თავდებობის ხელშეკრულებების მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით, თავდების პასუხისმგებლობა შემოიფარგლება ზღვრული თანხით 75 000 ლარით. ვალდებულების შესრულების მოთხოვნის მიზნით თავდებებს გაეგზავნათ შეტყობინება 2017 წლის 06 ოქტომბერს, თუმცა, ვალდებულება არ შესრულდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 11 მაისის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 30-35).
- გაფრთხილება (ს.ფ. 42-47);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. სარჩელის აღძვრის დროისათვის მოპასუხეების ილ--------–---–ის, გუ---------–----ისა და ნა------------–---–ის დავალიანება შპს ,,მი--------------------ის“ მიმართ 2017 წლის 11 მაისის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე განისაზღვრა 305-7,95 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 20-10 ლარი, სესხის სარგებელი - 6 523,64 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 3334,31 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 48).
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის ხელშეკრულების პირობები და არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც მოსარჩელეს წარმოეშვა მათ მიმართ მოთხოვნის უფლება.
მოპასუხეების ილ--------–---–ის, გუ---------–----ისა და ნა------------–---–ის დავალიანება შპს ,,მი--------------------ის“ მიმართ 2017 წლის 11 მაისის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 305-7,95 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა 20-10 ლარი, სესხის სარგებელი - 6 523,64 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 3334,31 ლარი.
200- წლის 28 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარდგენა სავალდებულო ხასიათს ატარებს (საქართველოს 28.12.200-წ. -ის კანონი N5-69-სსმ), რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა მხარისათვის უარყოფით საპროცესო სამართლებრივ შედეგებს იწვევს.
კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და შესაბამისად დამტკიცებულად. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგანაც მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებს - ილ--------–---–სა და ნა------------–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ. ილ--------–---–მა სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო, ხოლო ნა------------–---–ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
გუ---------–----ის მიერ წარმოდგენილი შესაგებელი (პასუხი) არ აკმაყოფილებდა კანონის მოთხოვნებს (სსსკ-ის 201-ე მუხლის მეოთხე და მეხუთე ნაწილები: „პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურ სამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ- ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება). ამ შემთხვევისათვის სხვა რაიმე სპეციალურ შედეგს კანონი არ ადგენს.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეები არ შედავებიან მოსარჩელის მიერ მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებას. მოპასუხეების შედავება შემოიფარგლა ძირითადად იმაზე მითითებით, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რაც ზოგადი ხასიათის შედავებაა.
3.2.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება); საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ გადააცილა ფულადი ვალდებულების შესრულების ვადას. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეთათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს სახით - 3334,31 ლარის დაკისრებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულება სრულად არ არის შესრულებული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 3334,31 ლარის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის მაღალი, რის გამოც უნდა შემცირდეს. მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 333,43 ლარით.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ვინაიდან მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები, ჯეროვნად არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, ამიტომ მოპასუხეების მიმართ სასარჩელო მოთხოვნა წარმოშობილი დავალიანების თანხისა და სარგებლის დაკისრების შესახებ, საფუძვლიანი და კანონიერია. პირგასამტეხლო არის მაღალი და უნდა შემცირდეს. აღნიშნულის გათვალისწინებით სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, მე-400, 417-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 201-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველია, 2017 წლის 11 მაისის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება #დ-–---------; რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს, 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 20 710 ლარი. მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს 1252 ლარის ოდენობით, ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი - ბ------ი.
ამდენად, მითითებული ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას, მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
2017 წლის 11 მაისს შპს „მი--------------------სა“ და ილ--------–---–ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: სესხის ძირი თანხა - 20-10 ლარი, ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთით - 5 %, ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 36 თვე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
მსესხებელს სესხის თანხის ნაწილისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადახდა უნდა განეხორციელებინა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები, რაც მისთვის როგორც ძირი თანხის, ასევე მასზე დარიცხული პროცენტის დაკისრების საფუძველია.
6.3. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული თანხები, ხოლო რაც შეეხება მსესხებლს - ილ--------–---–ის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს ოდენობა კანონით დადგენილი წერილობითი ფორმით და ვინაიდან მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადლებულება, აღნიშნული გარემოება მოსარჩელის მხრიდან პირგასამტეხლოს დარიცხვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო, კერძოდ, 2017 წლის 11 მაისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 3334,31 ლარი უნდა შემცირდეს 333,43 ლარამდე.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
უდავო გარემოებაა, რომ 2017 წლის 11 მაისის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები დამატებით უზრუნველყოფილი იყო გუ---------–----ესა და ნა------------–---–თან 2017 წლის 11 მაისს გაფორმებული სოლიდარული თავდებობების ხელშეკრულებებით. აღნიშნული თავდებობის ხელშეკრულებების მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით, თავდების პასუხისმგებლობა შემოიფარგლება ზღვრული თანხით 75 000 ლარით. ვალდებულების შესრულების მოთხოვნის მიზნით თავდებებს გაეგზავნათ შეტყობინება 2017 წლის 06 ოქტომბერს, თუმცა, ვალდებულება არ შესრულდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა თავდებების - გუ---------–----ისა და ნა------------–---–ის მიმართ, როგორც სოლიდარული მოვალისათვის თანხის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 967,03 ლარი (ს.ფ. 63-64);
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, მოპასუხეებს შპს ,,მი--------------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისრათ 27 5-7,0- ლარის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 305-7,95 ლარისა (დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის 90,19%). შესაბამისად, მოპასუხეებს შპს ,,მი--------------------ი“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციული ბაჟის (917,03 ლარის 90,19%), 827,01 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. მათვე უნდა დაეკისროთ 50 ლარის გადახდა მოსარჩელის სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებით მოპასუხე გუ---------–----ეს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: რაიონი გ-----, შ--–----, სოფელი ნ-------------, დაზუსტებული ფართობი: 51324.00 კვ.მ, ს/კ N 6-.5-.0-.2-- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა, ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, ძალაში უნდა დარჩეს სასამართლოს მიერ სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,მი--------------------ის“ სარჩელი მოპასუხეების ილ--------–---–ის, გუ---------–----ისა და ნა------------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. შპს ,,მი--------------------ს“ უარი ეთქვას პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე.
3. მოპასუხეებს ილ--------–---–ს, გუ---------–----ესა და ნა------------–---–ს შპს ,,მი--------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 11 მაისის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის # DLE1------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 27 567.07 ლარის გადახდა:
ა) ძირითადი თანხა - 20 710 ლარი
ბ) პროცენტი - 6 523.64 ლარი
გ) პირგასამტეხლო - 333.43 ლარი
4. მოპასუხეებს ილ--------–---–ს, გუ---------–----ესა და ნა------------–---–ს მოსარჩელე შპს ,,მი--------------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 877.01 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფაზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
5. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლია ავალიშვილი