გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.02.2019
საქმის ნომერი
330210017001802087
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
04.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/4197-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

04 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლია ავალიშვილი

სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი

მოსარჩელე - სსიპ არ---------------------–-------------–-----------------–--------------–----------ო

წარმომადგენელი - მა-----------–-–---–ი, გუ-----------–---–ი

მოპასუხე - თა------–--------------ე

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. თა------–--------------ისათვის სსიპ არ---------------------–-------------–-----------------–--------------–----------ოს სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით 3901,43 ლარის დაკისრება.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 ივლისის განაჩენის საფუძველზე, მოპასუხის შვილი მ-----– ი-----–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა შინაპატიმრობა 10 თვის ვადით, საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 23:00 საათიდან 07:00 საათის ჩათვლით. მ-----– ი-----–---–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2015 წლის 28 დეკემბრიდან 2016 წლის 01 ივნისის ჩათვლით და საბოლოოდ მოსახდელი დარჩა შინაპატიმრობა 4 თვე და 26 დღე.

 

2016 წლის 16 სექტემბერს მსჯავრდებულს დაუფიქსირდა დადგენილი რეჟიმის დარღვევა, რაც გამოიხატა შემდეგში: მ-----– რ---–---–- 2016 წლის 16 სექტემბერს უნებართვოდ გავიდა სახლიდან და დაბრუნდა 17 სექტემბერს. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მსჯავრდებული იმყოფებოდა ეზოში, მისი განმარტებით, ფეხი გადაუბრუნდა, წაიქცა და დაკარგა ფეხზე დამაგრებული გადამცემი. მსჯავრდებულის დედამ კი მისივე განმარტებით, ფეხი წამოკრა მიმღების სადენს, გადმოვარდა, დაზიანდა მიმღების ეკრანი და გატყდა მიმღების ყურმილი.

 

2016 წლის 07 ოქტომბერს 22:20 საათზე მონიტორინგის ცენტრს დაუკავშირდა მ-----– ი-----–---–- და განაცხადა, რომ ძილის დროს გაუტყდა გადამცემის სამაჯურის სამაგრი (პირველის დაკარგვის შემდეგ სანაცვლოდ დამაგრებული უკვე მეორე სამაჯური). ამავე დღის 21:44 საათზე მსჯავრდებულთა მართვის ელექტრონულ ბაზაში დაფიქსირდა დარღვევა, კერძოდ, თასმის გადაჭრა. ვიზუალური დათვალიერების შემდეგ აღმოჩნდა რომ გადამცემი არის მოხსნილი, ხოლო სამაჯურის სამაგრი ე.წ. კლიფსი არის გატეხილი. შინაპატიმრობის ქსელური მოწყობილობის ბრასლეტის, ინტეგრალური სქემის და პლასტმასის სამაგრის ღირებულებამ შეადგინა 3901,43 ლარი, რაც დასტურდება პ------–--- ე---------–- ს---------- ეკონომიკური სამმართველოს უფროსის დ----- დ----------–---–-- მოხსენებით ბარათში, 8----- 28/10/2016წ.

 

,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პ------–--- შესახებ“ საქართველოს კანონის 448-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ბრალეული ქმედებით, ელექტრონული აპარატურის დაზიანების შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მსჯავრდებულის კანონიერ წარმომადგენელს. 2016 წლის 03 ნოემბერს მ-----– რ---–---–- და მისი კანონიერი წარმომადგენელი გაფრთხილებულ იქნენ, რომ ზემოაღნიშნული თანხა 14 კალენდარული დღის ვადაში გადახადა. თუმცა მოპასუხე მხარე დღემდე თავს არიდებს დაკისრებული ვალდებულების შესრულებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე თა------–--------------ემ სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო სრულად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 ივლისის განაჩენის საფუძველზე, მოპასუხე თა------–--------------ის შვილი მ-----– ი-----–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა შინაპატიმრობა 10 თვის ვადით, საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 23:00 საათიდან 07:00 საათის ჩათვლით. მ-----– ი-----–---–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2015 წლის 28 დეკემბრიდან 2016 წლის 01 ივნისის ჩათვლით და საბოლოოდ მოსახდელი დარჩა შინაპატიმრობა 4 თვე და 26 დღე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ოქმი შინაპატირმრობამისჯილი მსჯავრდებულისათვის გაცნობის შესახებ (ს.ფ. 18-20);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. შინაპატიმრობის აღსრულება მიმდინარეობდა ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით და მ-----– ი-----–---–- ნაკისრი ჰქონდა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, იმ შემთხვევაში თუ თავისი ბრალეული ქმედებით ელექტრონული აპარატურა დაზიანდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ოქმი შინაპატიმრობამისჯილი მსჯავრდებულისათვის გაცნობის შესახებ (ს.ფ. 18-20);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. შინაპატიმრობის პერიოდში მ-----– ი-----–---–-ს მიერ დაზიანებული იქნა შინაპატიმრობის ქსელური მოწყობილობის ბრასლეტი, ინტეგრალური სქემა და პლასტმასის სამაგრი, რომლის ღირებულებამ შეადგინა 3901,43 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ოქმი შემოწმების შედეგების შესახებ (ს.ფ. 25)

- მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 21-24);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. შინაპატიმრობის აღსრულების მიმდინარეობისას მ-----– ი-----–---–- იყო არასრულწოვანი, რომლის კანონიერი წარმომადგენელი იყო დედა თა------–--------------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 29);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 992-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე, მუხლები.

,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პ------–--- შესახებ“ საქართველოს კანონის 448-ე მუხლი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე - თა------–--------------ემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად, რაც მის მიმართ მოცემული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ვალდებულება შეიძლება წარმოიშვას ხელშეკრულების საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის ნაწარმოებია ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან (სამოქალაქო კოდექსის - 317.1 მუხლი).

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

აღნიშნული ნორმა წარმოადგენს არასახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს. ამ ნორმის ანალიზის საფუძველზე, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ სახეზე გვაქვს შემდეგი ფაქტობრივი წინაპირობები: ა) დამდგარი ზიანი, ბ) ზიანი მიყენებული უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, გ) პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს დამდგარ ზიანთან და წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი ქმედების უშუალო შედეგს, დ) პირის ბრალეული ქმედება.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან ფაქტობრივ წინაპირობებს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 28 ივლისის განაჩენის საფუძველზე, მოპასუხის თა------–--------------ის შვილი მ-----– ი-----–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა შინაპატიმრობა 10 თვის ვადით, საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის ვალდებულება 23:00 საათიდან 07:00 საათის ჩათვლით. მ-----– ი-----–---–- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2015 წლის 28 დეკემბრიდან 2016 წლის 01 ივნისის ჩათვლით და საბოლოოდ მოსახდელი დარჩა შინაპატიმრობა 4 თვე და 26 დღე. შინაპატიმრობის აღსრულება მიმდინარეობდა ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით და მ-----– ი-----–---–- ნაკისრი ჰქონდა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, იმ შემთხვევაში თუ თავისი ბრალეული ქმედებით ელექტრონული აპარატურა დაზიანდება. შინაპატიმრობის პერიოდში მ-----– ი-----–---–-ს მიერ დაზიანებული იქნა შინაპატიმრობის ქსელური მოწყობილობის ბრასლეტი, ინტეგრალური სქემა და პლასტმასის სამაგრი, რომლის ღირებულებამ შეადგინა 3901,43 ლარი.

 

,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 448-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, შინაპატიმრობის აღსრულებისას მსჯავრდებულის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაკარგვის ან მსჯავრდებულის ბრალეული ქმედებით ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაზიანების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მას, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში – მის კანონიერ წარმომადგენელს.

 

საქმეში არსებული ოქმი თავისთავად მიუთითებს მ-----– ი-----–---–-ს მიერ ჩადენილ ბრალეულ ქმედებაზე. აქვე აღსანიშნავია, რომ შინაპატიმრობის აღსრულების მიმდინარეობისას მ-----– ი-----–---–- იყო არასრულწოვანი, რომლის კანონიერი წარმომადგენელი იყო დედა თა------–--------------ე.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე მუხლებით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა, რაც საჭიროა ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დასაკისრებლად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე. ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 150 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სსიპ არ---------------------–-------------–-----------------–--------------–----------ოს სარჩელი თა------–--------------ის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე თა------–--------------ეს მოსარჩელე სსიპ არ---------------------–-------------–-----------------–--------------–----------ოს სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისროს 3901,43 ლარის გადახდა.

 

3. სსიპ არ---------------------–-------------–-----------------–--------------–----------ოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი.

 

(გადახდის თარიღი - 10/02/2017; საგადასახადო მოთხოვნა #0----; გადამხდელი - სსიპ არ---------------------–-------------–-----------------–--------------–----------ო; სახაზინო კოდი - 300773150; მიმღები - სახელმწიფო ხაზინა).

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით .

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლია ავალიშვილი