განაჩენი

სისხლის სამართლის 10.01.2019
საქმის ნომერი
080100115002841388
დავის ტიპი
223 (1) 1
თარიღი
10.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/422-15

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 იანვარი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე ციცინო მოსიძემ

ბორენა იობიძის სხდომის მდივნობით

 

პროკურორ - რ----- თ-----------

ბრალდებულ - თ------ ნ----–-------- (მონაწილეობის გარეშე)

ადვოკატ - გ------ გ---–----

 

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ------ ნ----–-------- - დაბადებულის 1--- წლის 2- მაისს, დაოჯახებულის, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის ქ. ქუთაისში, ჩ---------------- N46-ში, საქართველოს სსკ-ის 2231-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილი ბრალდების გამო.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

საბრალდებო დასკვნის თანახმად, თ------ ნ----–-------- წარედგინა ბრალდება კანონიერი ქურდობისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

თ------ თ--------- ძე ნ----–------- მისივე მოთხოვნით ქურდული სამყაროს ლიდერების მიერ აღიარებული იქნა კანონიერ ქურდად, აღიარების დღიდან გახდა ქურდული სამყაროს აქტიური წევრი და ერთ-ერთი ლიდერი. იგი ქურდულ სამყაროში მიღებული სპეციალური წესების შესაბამისად ორგანიზებას უწევს პირთა გარკვეულ ჯგუფს, როგორც სხვადასხვა სახის დანაშაულის ჩადენაში, ისე „ქურდული საერთოს“ აკრებასა და ქურდულ გარჩევებში. ასევე დამნაშავეთა სამყაროს იერარქიაში მოპოვებული ავტორიტეტით ზეგავლენას ახდენს სხვადასხვა ობიექტების ხელმძღვანელებთან გარკვეული სარგებლის მისაღებად.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით და დაკითხული მოწმეების ჩვენებებით დადგინდა შემდეგი გარემოებები:

 

წინასწარი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით ირკვევა, რომ წინასწარი გამოძიება დაიწყო 2006 წლის 25 აპრილს სსკ-ის 223 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით. დანაშაულის გარემოებანი: ქ. ქუთაისში ჩ--------- ქ. №46-ში მცხოვრები ე.წ. ,,კანონიერი ქურდი“ თ---------- თ--------- ძე ნ----–------- ზედმეტ სახელად ,,წრიპა’’, რომელიც არის ნასამართლევი, სარგებლობს დიდი ავტორიტეტით დამნაშავეთა სამყაროში, ახდენს ,,საქმის გარჩევებს’’, აქტიურ მონაწილეობას იღებს დანაშაულის მომზადებასა და განხორციელებაში.

 

იმერეთის სამხარეოს შს მთავარი სამმართველოს უფროსს 2006 წლის 25 აპრილს პატაკით მიმართა ამავე სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელმა დ------- ჯ---–--- მასზედ, რომ ქ. ქუთაისში, ჩ--------- ქ. №46-ში მცხოვრები ე. წ. კანონიერი ქურდი თ---------- თ--------- ძე ნ----–------- დაბ. 1--- წელს ზ.ს. „წრიპა’’ რომელიც არის ნასამართლევი, ნაქურდალი ნივთებიდან ღებულობს ნაწილს, ე.წ. ,,წილს’’ სავაჭრო ობიექტების ხელმძღვანელი პირებიდან დაშინებითა და მუქარით ახდენს თანხების გამოძალვას და სხვა სახის დანაშაულებებს.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს ცნობით ირკვევა, რომ ნ----–------- თ------ი თ--------- ძე დაიბადა 1--- წლის 2- მაისს ქუთაისში. რეგისტრაციის მისამართი: ქუთაისი, ჩ--------- ქ. N46. პასპორტის ნომერი XIII- ТИ №7-----, გაცემული 1983 წლის 22 თებერვალს.

 

თ---------- თ--------- ძე ნ----–-------- მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2006 წლის 20 ივნისს და იმავე დღეს იგი ეჭვმიტანილად იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 2231 მუხლის მეორე ნაწილით. ხოლო ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 2006 წლის 19 ივლისს.

 

შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის/მთავარი სამმართველოს მონაცემთა აღრიცხვისა და რეგისტრაციის სამმართველოს წერილით ირკვევა, რომ კომპიუტერულ მონაცემთა ბაზების მიხედვით მოქალაქე - თ---------- ნ----–-------- (დაბ. 2-/0-/1---წ.) მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები საკონტროლო-გამტარი პუნქტების გავლით 2000 წლის 01 იანვრიდან 2015 წლის 10 აპრილამდე არ დაფიქსირებულა. აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე T----- N--------------ს (დაბ. 2-/0-/1--- წ.) საზღვრის კვეთის ფაქტები ს.ს.კ.გ. ,,თბილისის აეროპორტის’’ გავლით.

 

ბრალდებული ვინაობის დაზუსტების შესახებ 2015 წლის 24 აპრილის დადგენილების თანახმად, სისხლის სამართლის N8806039 საქმეზე, კანონიერი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 2231 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით თ---------- თ--------- ძე ნ----–-------- მიმართ ნაწარმოები მასალები ჩაითვალა თ------ი თ--------- ძე ნ----–-------- მიმართ ნაწარმოებად და დაზუსტებული ვინაობით გაგრძელდა გამოძიება.

 

2015 წლის 24 აპრილის ოქმით ინტერნეტ საიტების დათვალიერების შესახებ დადგენილია, რომ იმერეთის-რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა დ----- ხ---–--------, სპეციალისტის ზ----- ნ---------–---–-- და თარჯიმნის - ქ. ქუთაისის №30-ე საჯარო სკოლის რუსული ენის პედაგოგის მ-------- მ--------- მონაწილეობით, საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 287-289-ე, მუხლების მოთხოვნათა დაცვით, სისხლის სამართლის №8806039 საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს 1998 წლის 21 ივლისის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 333-ე, 338-339-ე მუხლების საფუძველზე სამსახურებრივი „hp” ფირმის პერსონალური კომპიუტერის საშუალებით მოახდინეს ოფიციალური ინტერნეტ საიტების დათვალიერება.

 

ინტერნეტ საიტის საძიებო ველში რუსული ასოებით თ------ ნ----–-------- სახელის და გვარის აკრების შედეგად აღმოჩენილ იქნა კანონიერი ქურდის თ------ თ--------- ძე ნ----–-------- 44 წამიანი რუსულ ენაზე ჩაწერილი ვიდეო. ვიდეოჩანაწერის ინტერნეტ მისამართია . კადრში პირსახით გულმკერდის დონემდე გამოსახულია თ------ თ--------- ძე ნ----–-------, რომელსაც მამაკაცი რუსულ ენაზე უსვამს კითხვებს და თ------ ნ----–-------ც პასუხობს რუსულად.

 

საუბრის დასაწყისში ვიდეო ჩანაწერის ქვედა მხარეს გამოდის რუსულენოვანი ტიტრი кутаисский вор в законе Темури Немсицверидзе (Црипа) на Пироговке, თარჯიმნის მ-------- მ--------- განმარტებით ტიტრები შეიცავს შემდეგი სახის შინაარსს - ქუთაისელი კანონიერი ქურდი თ------ ნ----–------- (წრიპა) პირაგოვკაზე.

 

იმავდროს იწყება კითხვა-პასუხი რაც გადათარგმნილი იქნა მოწვეული თარჯიმნის მიერ, კერძოდ:

 

მამაკაცის შეკითხვა: გვარი სახელი, მამის სახელი

ნ----–-------- პასუხი: ნ----–------- თ------ თ--------- ძე

მამაკაცის შენიშვნა: ხმამაღლა;

ნ----–-------- პასუხი: ნ----–------- თ------ თ--------- ძე

მამაკაცის შეკითხვა: დაბადების წელი, თვე და რიცხვი;

ნ----–-------- პასუხი: 2- მაისი, 1--- წელს;

მამაკაცის შეკითხვა: საცხოვრებელი ადგილი;

ნ----–-------- პასუხი: საქართველო;

მამაკაცის შეკითხვა: ქალაქი;

ნ----–-------- პასუხი: ქუთაისი;

მამაკაცის შეკითხვა: კანონიერი ქურდი ბრძანდებით;

ნ----–-------- პასუხი: დიახ;

მამაკაცის შეკითხვა: კრიმინალური ზედმეტ სახელი გაქვთ;

ნ----–-------- პასუხი: არა

მამაკაცის შეკითხვა: სვირინგი გაქვთ?

ნ----–-------- პასუხი: მაქვს. თან მიუთითა მარჯვენა ფეხზე;

მამაკაცის შეკითხვა: შეიძლება ნახვა;

ნ----–-------- პასუხი: დიახ.

 

ამის შემდეგ მამაკაცმა, თ------ ნ----–-------- მარჯვენა ფეხზე, მუხლის დონემდე აუწია მოლურჯო ფერის ჯინსის შარვლის ტოტი, რა დროსაც მარჯვენა წვივის შიდა მხარეს შუა მესამედში აღმოაჩნდა მოლურჯო ფერის სვირინგი ჯვრის გამოსახულებით, რის შემდეგ სრულდება ვიდეოჩანაწერი.

 

სპეციალისტის ზ----- ნ---------–---–-- მიერ მოხდა ვიდეო ჩანაწერის გადატანა ჯერ პერსონალურ კომპიუტერში, ხოლო ჩაწერილ იქნა ერთ ცალ CD-R დისკზე, რომელიც დაერთო მოცემული სისხლის სამართლის საქმეს.

 

ინტერნეტ საიტის https:/www.primecrime.ru/ საძიებო ველში რუსული ასოებით თ------ ნ----–-------- სახელისა და გვარის აკრების შედეგად აღმოჩენილ იქნა კანონიერი ქურდის თ------ თ--------- ძე ნ----–-------- ფოტოსურათები, რომლის ინტერნეტ მისამართია https:/www.primecrime.ru/chafecters/1576/.

 

საიტის გვერდზე, რუსულ ენაზე შედარებით დიდი ასოებით გაკეთებულია წარწერა, რაც გადათარგმნილ იქნა თარჯიმნის მ-------- მ--------- მიერ და იკითხება: ნ----–------- თ------ი თ---------- ძე (ქუთაისელი წრიპა) 2- მაისი 1--- წელი, 6- წლის.

 

პირველ ფოტოზე გამოსახულია თ------ ნ----–-------- სურათი ახალგაზრდობაში, რომლის ქვეშ იკითხება: კანონიერი ქურდი თ------ი ნ----–------- (წრიპა);

 

მეორე ფოტოზე გამოსახულია ექვსი პირი, რომლის ქვეშ იკითხება: ტ------– ო-----, გ--–- ყ-------, თ------ ნ----–------- (წრიპა) ა---------– ჩ---–--- (კვეჟო) და ვ----- ჩ-----, 1985 წელი , საქართველო, итк – 46, წ---–------;

 

მესამე ფოტოზე გამოსახულია თ------ ნ----–-------, რომლის ქვეშ იკითხება: კანონიერი ქურდი თ------ი ნ----–------- (წრიპა), 07.07.2008, მოსკოვის ობლასტ შეკრება (орбцфо);

 

მეოთხე სურათზე გამოსახულია რამდენიმე პირის ჩამონათვალი;

მეხუთე სურათზე გამოსახულია თ------ ნ----–-------, რომლის ქვეშ იკითხება შემდეგი

 

გ.ს.მ: ნ----–------- თ------ი თ---------- ძე,ზედმეტი სახელი: ქუთაისელი წრიპა,დაბადების თარიღი: 2- მაისი 1--- წ. (6- წლის),დაბადების ადგილი: ქუთაისი,ეროვნება: ქართველი,სტატუსი: კანონიერი ქურდი;

მეექვსე სურათზე გამოსახულია თეიმურ ნ----–-------, რომლის ქვეშაც იკითხება: კანონიერი ქურდი თ------ი ნ----–------- (წრიპა), 08.07.2013 ლიტვა, სასამართლო.

 

ნივთიერი მტკიცებულებად ცნობის და საქმეზე დართვის შესახებ 2015 წლის 24 აპრილის დადგენილების თანახმად, სისხლის სამართლის №8806039 საქმეზე ცნობილ იქნა ნივთიერ მტკიცებულებად და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს 2015 წლის 24 აპრილს ინტერნეტ საიტების დათვალიერების დროს ინტერნეტ მისამართიდან ამოღებული კანონიერი ქურდის თ------ ნ----–-------- 44 წამიანი რუსულ ენაზე ჩაწერილი ვიდეო მასალა, რაც გადატანილ იქნა ერთ CD-R დისკზე და https:/www.primecrime.ru/chafecters/1576/ ინტერნეტ მისამართიდან ამოღებული კანონიერი ქურდის თ------ ნ----–-------- ფოტოსურათები, შესაბამისი რუსულ ენოვანი წარწერებით, რაც გადატანილ იქნა ერთ თაბახის ფურცელზე

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ზ----- ნ---------–---–-- ჩვენებიდან ირკვევა, რომ 2015-2016 წლებში ის მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში ოპერატიულ ტექნიკურ დეპარტამენტში მთავარ სპეციალისტის თანამდებობაზე. მის მოვალეობაში შედიოდა ტექნიკური მხარდაჭერა, ლოგოს ქსელის, კომპიუტერული ტექნიკის და საჭიროების შემთხვევაში ჩანაწერების ამოღება მომართვის დროს. მან მიმართვა მიიღო საგამომძიებო სამსახურისგან ჩანაწერების ამოღების და დისკზე გადატანის თაობაზე. ამოღება ხორციელდებოდა იუთუბიდან და და პრაიმკრაიმიდან. ჩანაწერების ჩაწერა მოხდა გამომძიებელ ხ---–-------- თანდასწრებით. ჩანაწერები ეხებოდა კანონიერ ქურდს ზედმეტ სახელად „წრიპა“ ნ----–--------. მოწმის განმარტებით, ის არასდროს შეხვედრია თ---------- ნ----–-------- და ვერც ჩანაწერში მოსმენილი ხმით ვერ შეძლებს მის ამოცნობას. მოწმის განმარტებით, ის ვერც ხმის ტემბრით და ვერც გარეგნობით ვერ დაადასტურებს პიროვნებას. ასევე ვერ დაადასტურებს ამოღებული მასალების სისწორეს და ცდომილებას, რადგან ის არ არის ექსპერტი. მისი მოვალეობა იყო ის, რომ ამოეღო ჩანაწერი და გადაეტანა დისკზე. მხოლოდ ჩანაწერის მოსმენიდან გაიგო ფირზე დაკითხული პიროვნების სახელი და გვარი და მისი დაბადების ადგილი, რასაც რუსული ენის დიდი ცოდნა არ სჭირდებოდა; მის მოვალეობაში არ შედიოდა იმ ინფორმაციის თარგმნა, რაც მოიპოვა ჩანაწერიდან და ვერც თარგმნიდა, რადგან მან არ იცოდა რუსული ენა.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული მ-------- მ--------- ჩვენებით ირკვევა, რომ ის იქნა მოწვეული პოლიციის შენობაში, რომ ეთარგმნა იუთუბზე რუსულად გამოქვეყნებული ვიდეოჩანაწერის შინაარსი ქართულ ენაზე. მასალა იყო მოპოვებული იუთუბის საიტიდან და ვიდეოჩანაწერზე იყო ჩაწერილი ინტერვიუ კანონიერ ქურდებთან რუსულ ენაზე და აქედან ერთ-ერთი იყო თ---------- ნ----–-------, რომლის დიალოგი ათარგმნინეს ქართულად. მ-------- მ--------- ვიდეოჩანაწერის მეშვეობით არ შეუძლია დაადასტუროს, რომ ის პიროვნება მართლა თ---------- ნ----–------- იყო თუ არა, რადგან მოწმე პირისპირ არ შეხვედრია და არც იცნობდა განსასჯელს. მოწმის განმარტებით, ის არ ფლობს არანაირ ინფორმაციას თ---------- ნ----–-------- საქმიანობის შესახებ.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ო---- ს--–------ ჩვენებიდან ირკვევა, რომ 2006 წელს ის მუშაობდა ქალაქ ქუთაისის შს სამმართველოს V განყოფილების უფროსად. მისთვის, როგორც პოლიციის თანამშრომლისათვის, თ---------- ნ----–------- ცნობილი იყო, როგორც კანონიერი ქურდი, კრიმინალური ავტორიტეტი, რომელსაც ჰქონდა გავლენის სფეროები. მოწმის განმარტებით, ის თ---------- ნ----–-------- შეხვდა 90-იან წლებში. როგორც პოლიციელს და თავის ტერიტორიის მაცხოვრებელს მას გააჩნდა და ეხლაც აქვს ინფორმაცია, რომ თ---------- ნ----–------- არის კანონიერი ქურდი. ეს ცნობილი გახდა მისთვის ოპერატიული ინფორმაციებით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაგ. ფეისბუქით, იუთუბით, გადაცემებით და ასევე განმარტა, რომ თ---------- ნ----–-------ზე იყო შექმნილი ოპერატიული საინფორმაციო საქმე, მასზე და მის კავშირზე მიმდინარეობდა აქტიური ოპერატიული მუშაობა. მოწმის განმარტებით, თ---------- ნ----–-------- შეხვდა მხოლოდ და მხოლოდ 90-იან წლებში, როცა ის იქნა გამოძახებული განყოფილებაში და მის მერე განსასჯელს არ შეხვედრია არც ქუთაისში და არც საქართველოში. ო---- ს--–------ მისი მუშაობის პერიოდში (2002, 2005, 2006 წლებში), როცა ის იყო ქუთაისის შს სამმართველოს V განყოფილების უფროსი, მას მხოლოდ სმენია თ---------- ნ----–-------ზე ოპერატიული ინფორმაციებიდან, რომ ის აწარმოებდა საქმის გარჩევებს როგორც საქართველოში ასევე საქართველოს საზღვრებს გარეთაც, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევას/ფაქტს ო---- ს--–----- ვერ იხსენებს. მას სმენია თ---------- ნ----–-------- სამართალდარღვევების თაობაზე, მაგრამ ეს არ იყო საფუძველი სისხლის სამართლის საქმის გამოძიების დაწყებისათვის.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული გ--- ს----------- ჩვენებიდან ირკვევა, რომ ის მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის V განყოფილებაში, უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. განყოფილების ქვემდებარეობაში შედის: გორა, ჭომა, ბუხაიძის დასახლება. მოწმის განმარტებით, 2006 წლიდან მის წარმოებაში იყო თ---------- ნ----–-------- სამძებრო საქმე 223 პრიმა მუხლით. 2006 წლიდან დაიწყო გამოძიება აღნიშნულ პიროვნებაზე და იმავე წელს იქნა ტერიტორიული ქვემდებარეობით გადმოგზავნილი ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის V განყოფილებაში და პირადად მის წარმოებაში იყო საქმე. მოწმის განმარტებით, იმ დროისათვის როცა თ---------- ნ----–-------- საქმე იყო მის ქვემდებარეობაში, აღნიშნული პირი იყო კანონიერი ქურდი, რომელიც შემჩნეული იყო, რომ მონაწილეობას იღებდა ქურდულ გარჩევებში.2002 წლიდან თ---------- ნ----–-------- საქართველოს საზღვრები ჰქონდა დატოვებული. ამჟამად თ---------- ნ----–------- იძებნება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე. მის მიმართ საერთაშორისო ძებნა შეწყდა 2008 წელს და დღეის მდგომარეობით ის ირიცხება საქართველოს სახელმწიფოს ძებნილად; მოწმის განმარტებით, მას არ გააჩნია კონკრეტული ინფორმაცია თ---------- ნ----–-------- ქურდულ გარჩევებთან და რაიმე სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებით, რადგან ის სამუშაოდ მოვიდა 2005 წლიდან და იმ დროისათვის კი თ---------- ნ----–-------- დატოვებული ჰქონდა საქართველოს ტერიტორია. ხოლო მის დანაშაულებებზე კი მისთვის ცნობილია მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის სახით; მისთვის ცნობილია, რომ თ---------- ნ----–------- უკავშირდებოდა ქურდულ სამყაროს წევრებს ტელეფონითა და სკაიპის მეშვეობით. მაგრამ ყველა ეს ინფორმაცია მას განაგონი აქვს მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციებიდან და კონკრეტული წყაროებისა და რაიმე სხვა შემთხვევების დასახელება მისთვის შეუძლებელია. მოწმის განმარტებით, 2002 წლის შემდეგ, რაც თ---------- ნ----–-------მ დატოვა საქართველოს საზღვარი, ის აღარ ყოფილა შემჩნეული საქართველოს ტერიტორიაზე და მისთვისაც უცნობია ჩაიდინა თუ არა ძებნილმა საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე კრიმინალური დანაშაული.

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა გამოძიებაში მოწმის სახით დაკითხული აწ. გარდაცვლილი დ------- ჯ---–--- ჩვენება, რომლის თანახმად ირკვევა, რომ ის იყო იმერეთის სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სამმართველოს N1 განყოფილების გ.მ.ს. უფროსი ინსპექტორ გამომძიებელი, პოლიციის კაპიტანი. დ------- ჯ---–--- თავის პატაკში მიუთითა, რომ ქალაქ ქუთაისის ჩ--------- ქუჩაზე N46-ში მცხოვრები ე.წ. კანონიერი ქურდი თ---------- თ--------- ძე ნ----–-------, ზედმეტსახელად „წრიპა“, რომელიც იყო ნასამართლევი, ნაქურდალი ნივთებიდან იღებდა ნაწილს, ე.წ. „წილს“ სავაჭრო ობიექტების ხელმძღვანელი პირებიდან. დაშინებითა და მუქარით ახდენდა თანხის გამოძალვას და სხვა სახის დანაშაულებებს.

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა გამოძიებაში მოწმის სახით დაკითხული აწ. გარდაცვლილი გ--- ს----–-–---–-- ჩვენება, რომლის თანახმად ირკვევა, რომ ის მუშაობდა ქალაქ ქუთაისში შს V განყოფილების ინსპექტორ გამომძიებლად. მისი სამოქმედო ტერიტორია განისაზღვრებოდა ე.წ. გორის დასახლების მარჯვენა ნაწილით, კერძოდ: ცაცხვების ქუჩიდან ბაგრატის ტაძრის ჩათვლით. მის სამოქმედო ტერიტორიაზე ცხოვრობდა კანონიერი ქურდი თ---------- ნ----–------- ზედმეტ სახელად „წრიპა“, რომელიც რამოდენიმეჯერ იყო ნასამართლევი სხვადასხვა დანაშაულის ჩადენისათვის. კანონიერი ქურდი მეტსახელად „წრიპა“ მეგობრობდა სხვადასხვა კრიმინალურ დაჯგუფების წევრებთან. ის 10-15 წელია რაც წასულია საქართველოდან და ცხოვრობდა ქალაქ სტამბულში, ამჟამინდელი მისი ადგილმდებარეობა უცნობია. „წრიპა“არ ცხოვრობს ქალაქ ქუთაისში და არ იმყოფება საქართველოში, მაგრამ ის დღემდე სარგებლობდა ავტორიტეტით, იმით რომ არის კანონიერი ქურდი და გარკვეულ ზეგავლენას ახდენდა ქუთაისის მაცხოვრებლებზე.

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა გამოძიებაში მოწმის სახით დაკითხული აწ. გარდაცვლილი ო----- ხ---–---- ჩვენება, რომლის თანახმად ირკვევა, რომ მისი შვილი მ---- ხმელიძე 1980 წლიდან არის დაქორწინებული თ---------- ნ----–-------ზე და ჰყავთ სამი შვილი: თ------, ბ--- და თ------–- ნ----–-------ები. ისინი ამჟამად ცხოვრობენ ქალაქ მოსკოვში და ზუსტი მისამართი მისთვის უცნობია. ო----- ხ---–----ათვის უცნობია თუ მისი სიძე, თ---------- ნ----–-------, რომელი წლიდანაა კანონიერი ქურდი, მაგრამ ნამდვილად იცის, რომ ის კანონიერი ქურდია. მოწმისათვის უცნობია თ---------- ნ----–-------- ადგილსამყოფელი, რადგან ის მას უკვე წლებია არ უნახავს, რაც მასზე დაიწყო კანონიერი დევნა. მოწმის განმარტებით, ჭ----------- N10-ში მდებარე მშენებარე სახლი მისი საკუთრებაა, რომელიც ააშენა საკუთარი სახსრებით. ამჟამად ის სახლი მიყიდულია ისრაელის მოქალაქე გ------– შიმშილაშვილზე. მის სიძეს თ---------- ნ----–-------ს აღნიშნული სახლის მშენებლობაში რაიმე მონაწილეობა, მატერიალური ან რაიმე სხვა სახით არ მიუღია. ასევე მის მფლობელობაშია ოპელ ვექტრას მარკის შავი ფერის ავტომობილი „დ------“, რომელიც იყიდა მაქალაქე ვ----–-- ბ---–---–-საგან, მის მიერ დაზოგილი თანხებით.

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა გამოძიებაში მოწმის სახით დაკითხული აწ. გარდაცვლილი მ------- ნ----–-------- ჩვენება, რომლის თანახმად ირკვევა, რომ ის იყო თ------ ნ----–-------- ძმა. მისი განმარტებით, თ------ ნ----–------- „კანონიერი ქურდი“ გახდა დაახლოებით 1980 წელს, რის გამოც მას სამი თვის განმავლობაში არ ელაპარაკებოდა. მოწმის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მისი ძმა ე.წ. „კანონიერი ქურდია“, ქურდული გარჩევების ფორმით არავინ გაუმწარებია, მითუმეტეს საქართველოში. ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტის დროს, როდესაც მას დახმარებისთვის მიმართავდნენ, აუცილებლად შეარიგებდა. მაგრამ ასეთი რამ დიდი ხნის წინ ხდებოდა, ოთხმოციანი წლების დასაწყისში. საქართველოდან წასვლის შემდეგ კი მხოლოდ რამდენჯემე ნახა, როცა ორი-სამი დღით ჩამოდიოდა. მისთვის არც დედამისის ცხედრის დაბრუნებაში დასახმარებლად არ მიუმართავს. თ------ს ქუთაისში რაიმე უძრავი ქონებაც არ გააჩნია, გარდა საძმო სახლისა ჩ--------- ქუჩაზე.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას რ--- ხ------------ სასამართლოს განუმარტა, რომ ის არ იცნობდა თ---------- ნ----–-------- და არც ახლა იცნობს. 2004 თუ 2005 წელს ის იყო დაბარებული პოლიციის სამმართველოში მ------- ნ----–-------- და თ---------- ნ----–-------- საქმეზე. რ--- ხ------------ ხელი მოაწერინეს ჩვენებაზე, რომელიც იყო აბსოლუტური სიცრუე. ის მაშინაც ამბობდა, რომ არ იცნობდა და არც ჰქონია რაიმე შეხება აღნიშნულ პირებთან, ცხოვრებაში არასდროს შეხვედრია მათ. მოწმის განმარტებით, ის მუშაობდა მე-4 სამშენებლო ტრესტრში, ასევე მუშაობდა თერჯოლის საკოლმეურნეობათაშორისო ორგანიზაციაში და ბოლოს მუშაობდა ლენინის რაიაღმასკომში, იყო რაიონის მთავარი არქიტექტორი და სულ ბოლოს მუშაობდა მიწის მართვის სამმართველოს უფროსის მოადგილედ. როცა ის იქნა გამოძახებული პოლიციის სამმართველოში, მას არ განუმარტეს თუ რის თაობაზე იყო ის გამოცხადებული. ის იჯდა სკამზე და მას არანაირი ჩვენება არ მიუცია და არც მისი ხელით არ დაუწერია ჩვენება; ის მხოლოდ ერთხელ იყო დაბარებული პოლიციის სამმართველოში და მის შემდეგ ასეთი რამ არ განმეორებულა. ჩვენების შედგენის დასრულებისას მოწმე არ გაცნობია მას, რადგან ჩვენების შედგენა მიმდინარეობდა ხმამაღალი განმეორებით ანუ რასაც იტყოდა ის შეჰქონდა ჩვენებაში. პროტესტის ნიშნად ის იმეორებდა სიტყვებს: „რატომ გინდათ, რომ საშვილიშვილოდ გადამკიდოთ ძმები ნ----–-------ების ოჯახი, როცა პიროვნებებს არ ვიცნობ და არც მინახავს“. ის გრძნობდა, რომ ამ საქმეს სხვა ელფერს შესძენდნენ და ამიტომ აარიდა თავი. მისი ერთადერთი იმდროინდელი მიზანი იყო, რომ სამმართველოს შენობიდან გასულიყო და დაეტოვებინა იგი მეორე დღემდე. მას ჰქონდა განზრახული ადვოკატის აყვანა და ადვოკატთან ერთად მომხდარიყო ჩვენების დაზუსტება და ხელახალი ფორმულირება. მეორე დღეს რ--- ხ------------ აიყვანა ადვოკატი, დადო მასთან ხელშეკრულება და ასევე გადაუხადა მისი მომსახურების თანხა. მეორე დღესვე დაიწერა დასკვნაში, რომ რ--- ხ----------- არ იცნობდა თ---------- ნ----–-------- და მ------- ნ----–--------, ადვოკატმა როგორც უკარნახა ისე მოიქცა, მაგრამ ის არ ახსოვს თვითონ დაწერა თუ ადვოკატმა. დასკვნა დაიწერა ისევ პოლიციის სამმართველოში. რ--- ხ----------- არ დაეთანხმა მოწმის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებას და მოახდინა მისი უარყოფა. მოწმე დაეთანხმა ადვოკატის მიერ წარმოდგენილ მის განცხადებას, დამოწმებულს ნოტარიუს ჯ----------ს მიერ 2015 წლის 16 ნოემბერს. დაადასტურა, რომ მას წინა ჩვენებები მიაცემინეს ზეწოლის და მუქარის ქვეშ. ანუ როცა მოწმე იქნა დაბარებული პოლიციის სამმართველოში, გამომძიებელი ფლობდა ინფორმაციას რ--- ხ------------ პირობით მსჯავრდებაზე. მას დაემუქრნენ, რომ პირობით მსჯავრს შეუცვლიდნენ პატიმრობით თუ კი არ მოაწერდა ხელს და არ დაადასტურებდა მათ მიერ შედგენილ ჩვენებას.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ე---- ნ----------- ჩვენებით ირკვევა, რომ ის მუშაობს ქუთაისის მე-7 საჯარო სკოლაში დირექტორის თანამდებობაზე. მოწმის განმარტებით, მას არ ახსოვს თუ რა ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას, რადგან მას შემდეგ წლებია გასული. მოწმე იხსენებს, რომ ეს უკავშირდებოდა კონკრეტულ ფაქტს, კერძოდ, ცხედრის გატაცებას. მოწმის განმარტებით, ის შეხვედრია თ---------- ნ----–-------- გარკვეული წლების წინ. ის აცხადებს, რომ თ---------- ნ----–------- სარგებლობს ჩვეულებრივი ადამიანის სტატუსით, არის ჩვეულებრივი კაცი, რომელიც არ ცხოვრობს საქართველოში. წარსულში თუ რა სტატუსი გააჩნდა მას, მისთვის უცნობია. მაშინაც ჩვეულებრივი ადამიანი იყო. ის იმ დროისათვის პატარა იყო, მაგრამ ახსოვს, რომ თ---------- ნ----–-------- ჰქონდა რაღაც სასამართლო პროცესი, თუ რასთან დაკავშირებით მას ზუსტად არ ახსოვს. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმის მიერ წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რომელსაც მოწმე ნაწილობრივ არ დაეთანხმა და განმარტა, რომ „აღნიშნულ ჩვენებაში ნახსენებია „კანონიერი ქურდი“ და ამ ტერმინს ის არ ცნობს. თან ასე იოლად ვერ ჩამოთვლიდა თ---------- ნ----–-------- შვილების სახელებს. იმ პერიოდში ძალიან აღელვებული იყო ცხედრის დაკარგვის გამო და ალბათ სათანადოდ ვერ გაეცნო ან არც გადაუკითხავს ჩვენება და ისე მოაწერა ხელი“. მოწმის განმარტებით ის თ---------- ნ----–-------- დედის ცხედრის დაკარგვასთან დაკავშირებით მივიდა სამმართველოში მ------- ნ----–--------თან ერთად და ამის გამო მოუვიდა კამათი სამართალდამცავებთან. ის თ---------- ნ----–-------- შეხვდა ყმაწვილობაში, ეს იყო მათი პირველი და უკანასკნელი შეხვედრა. ის ფაქტიურად ვერ შეხვდებოდა თ---------- ნ----–--------, რადგან მის მერე ის არ ჩამოსულა საქართველოში და ასევე, როგორც მისთვის არის ცნობილი, მას არა აქვს საქართველოს მოქალაქეობა. ამჟამად სად ცხოვრობს და სად იმყოფება მისთვის უცნობია. მას არ გაუგია თ---------- ნ----–-------- რაიმე სამართალდარღვევის თაობაზე. ე---- ნ----------- დაადასტურა ის ფაქტი, რომ 2002 წელს ის იმყოფებოდა თ---------- ნ----–-------- შვილის ქორწილში, მაგრამ აღნიშნული პიროვნება ქორწილში არ იმყოფებოდა. თ---------- ნ----–------- არც დედის დაკრძალვას არ დასწრებია.

 

სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ნ---- ბ------ ჩვენებით ირკვევა, რომ 2008 წლიდან ის მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის V განყოფილებაში. განყოფილების ქვემდებარეობაში იყო თ---------- ნ----–-------- საქმე. მან თ---------- ნ----–-------ზე იცის ის, რომ არის კანონიერი ქურდი, რომელიც წასულია საქართველოდან და ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. თ---------- ნ----–-------- ქუთაისში ჰყავს ნათესავები. არსებული ინფორმაციით, თ---------- ნ----–------- ბოლოს იყო ჩამოსული 2002 წელს და მას შემდეგ მისი ჩამოსვლის თაობაზე არაფერი სმენია. ის, როგორც უბნის ინსპექტორი, ფლობდა ინფორმაციას, რომ თ---------- ნ----–------- ატარებდა ქურდულ გარჩევებს და რუსეთში ყოფნის დროსაც კი ავალებდა გარკვეულ პირებს, რომ დახმარებოდნენ მას საქმის გარჩევაში და თანხის გამოძალვაში. მოწმის განმარტებთ, მას თ---------- ნ----–------- არასოდეს არ უნახავს და არც შეხვედრია. მისი მუშაობის პერიოდში არ შემოსულა არანაირი განცხადება იმის თაობაზე, რომ კონკრეტულად თ---------- ნ----–-------მ ჩაიდინა რაიმე სამართალდარღვევა. არ სმენია იმის შესახებ, რომ კონკრეტულად თ---------- ნ----–------- მონაწილეობდა რაიმე საქმის გარჩევაში ან რაიმე გამოძალვაში, მაგრამ მისთვის ცნობილია, რომ თ---------- ნ----–------- გარკვეულ პირებს აძლევდა დავალებებს, მაგრამ ეს რა საქმესთან დაკავშირებით იყო, მისთვის უცნობია. მოწმის განმარტებით, მან ზოგადად იცის თ---------- ნ----–-------- კრიმინალურ სამყაროზე და მოღვაწეობაზე და თუ ის კონკრეტულად მიიღებდა შეტყობინებას აღნიშნული პირის სამართალდარღვევაზე, შეატყობინებდა ხელმძღვანელობას და მიიღებდა შესაბამის ღონისძიებებს რაც კანონითაა დასაშვები. თუ თ---------- ნ----–------- შეხვდებოდა მას საქართველოს ტერიტორიაზე და იცნობდა, ის მოახდენდა მის დაპატიმრებას, როგორც ძებნილის.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის უფროსის 2016 წლის 25 აპრილის წერილის თანახმად, თ------ ნ----–------- (დაბ: 2-.0-.1--- წ.) სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაცული მონაცემებით ითვლება საქართველოს მოქალაქედ. სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ინფორმაცია 2-.0-.1--- წელს დაბადებული თ------ ნ----–--------ათვის პირადი ნომრის მინიჭების თაობაზე არ მოიძებნა. ამასთან რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროს 2016 წლის 24 თებერვლის N06-15159/16 და 2016 წლის 6 აპრილის №06-37822/16 წერილების საფუძველზე ირკვევა, რომ თ------ ნ----–------- (დაბ: 2-.0-.1--- წ.) ითვლება რუსეთის ფედერაციის მოქალაქედ. საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღების ფაქტი ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ’’ ქვეპუნქტის თანახმად არის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე და 24-ე მუხლების შესაბამისად დაწყებულია თ------ ნ----–-------- (დაბ: 2-.0-. 1--- წ.) მიმართ საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის (დაკარგვის) საქმის წარმოება.

 

მოცემულ საქმეზე სისხლის სამართლის პროცესი დაიწყო და მიმდინარეობდა საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, გარდა ამავე კოდექსის 1681 და 1682 მუხლებით გათვალისწინებული განრიდების გამოყენების შემთხვევებისა.

 

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, მხარის მიერ შეკრებილი და წარდგენილი მტკიცებულებები ყოველმხრივ და ობიექტურად უნდა შემოწმდეს, რაც ითვალისწინებს მიღებულ მტკიცებულებათა ანალიზს, მათს შეჯერებას სხვა მტკიცებულებებთან, ახალ მტკიცებულებათა შეკრებას, იმის გარკვევას, დაცული იყო თუ არა სათანადო პროცედურა მტკიცებულებათა გამოვლენისა და საპროცესო დამაგრების დროს.

 

სასამართლო სხდომაზე მხარეებს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობა გამოეკვლიათ მათ მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, გაებათილებინათ მეორე მხარის მტკიცებულებები, უშუალოდ და საჯაროდ, პირდაპირი და ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში შეუზღუდავად დაეკითხათ მოწმეები და სწორედ მათ მიერ შემოთავაზებული მტკიცებულებების ანალიზის, ურთიერთშეჯერების და სანდოობის შემოწმების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ეჭვგარეშე დაადასტურებდა თ------ ნ----–-------- მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. კერძოდ:

 

როგორც სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებიდან ირკვევა, მათ გააჩნიათ მხოლოდ ოპერატიული ინფორმაცია თ------ ნ----–-------- კანონიერი ქურდობის შესახებ და ბრალდებულის მიერ რაიმე კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის თაობაზე ინფორმაცია არა აქვთ, რაც დაადასტურებდა ამ პიროვნების კანონიერ ქურდობას. უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ ოპერატიული ინფორმაცია, თუ იგი არ იქნა სათანადოდ შემოწმებული და რეალიზებული მისი სანდოობისა და სარწმუნოობის თვალსაზრისით, რომლის შედეგად დადგინდებოდა მისი ნამდვილობა, ვერ შეიძენს მტკიცებულებით მნიშვნელობას, რამდენადაც საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 132-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით. შესაბამისად, ყოველგვარი გადამოწმების გარეშე ამგვარი ინფორმაციის მიჩნევა სარწმუნო მტკიცებულებად, მართებულად ვერ ჩაითვლება.

 

ოპერატიული ინფორმაციის ავტორიც (წყარო) საზოგადოების წევრია, რომელიც შესაძლოა არასწორ ინფორმაციას ფლობდეს, ეყრდნობოდეს ან ავრცელებდეს, ამიტომ არის საჭირო მისი გადამოწმება და არა თავიდანვე უტყუარ ფაქტად მიჩნევა. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე კოსტოვსკი (kostovski) ნიდერლანდების წინააღმდეგ (განაცხადი #11454/85), დაასკვნა, რომ გამოძიების ეტაპზე ანონიმური ინფორმატორის გამოყენება ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას არ არღვევს, მაგრამ სასამართლო განხილვის ეტაზე ჩვენებები, რომელიც ემყარება ანონიმურ ინფორმატორს, ვერ ჩაითვლება იმ საკმარის მტკიცებულებად, რომლის საფუძველზეც შეიძლება პირის მსჯავრდება (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1989 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 44).

 

ასევე აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ქურდული სამყაროს წევრობა და კანონიერი ქურდობა დანაშაულად გამოცხადდა 2005 წლის 20 დეკემბრის შესწორების შემდეგ, რაც იმას ნიშნავს, რომ პირს აღნიშნული დანაშაულის ჩადენა ბრალად შეერაცხება მხოლოდ ამ ცვლილების (დამატების) ამოქმედების შემდეგ განხორციელებული იმ ქმედებისათვის, რომლის კრიმინალიზაციაც მოახდინა სისხლის სამართლის კოდექსმა, ანუ პირი ქურდული სამყაროს წევრობისათვის ან/და კანონიერი ქურდობისათვის დაისჯება მხოლოდ 2005 წლის 20 დეკემბრის კანონის ამოქმედების შემდეგ (და არა მანამდე) ჩადენილი იმ ქმედებისათვის, რის გამოც მას დაუდასტურდება ქურდული სამყაროს წევრობა ან/და კანონიერი ქურდობა.

 

ვინაიდან ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრა 2005 წლის 20 დეკემბრის კანონით, სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას... უკუძალა არა აქვს. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი არ არის სად, როდის, რა ვითარებაში და ვის მიერ იქნა კანონიერ ქურდად აღიარებული თ------ ნ----–-------. ბრალდება შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი ფორმულირებით და საბრალდებო დასკვნაში მიუთითა, რომ „თ------ თ--------- ძე ნ----–------- მისივე მოთხოვნით ქურდული სამყაროს ლიდერების მიერ აღიარებული იქნა კანონიერ ქურდად, აღიარების დღიდან გახდა ქურდული სამყაროს აქტიური წევრი და ერთ-ერთი ლიდერი. ბრალდების მხარემ თავის დასკვნით სიტყვაში (მხარეთა კამათი) მოიშველია მოწმე მ------- ნ----–-------- დაკითხვის ოქმი, რომლის თანახმად დგინდება, რომ მისი ძმა თ------ ნ----–------- დაახლოებით 1980 წლიდან არის კანონიერი ქურდი. საქმის მასალებით დადგენილია, 2002 წლის შემდეგ თ------ ნ----–------- საქართველოში არ შემოსულა. თ------ ნ----–------- 2002 წლამდე ან 2002 წლის შემდეგ, ან თუნდაც 1980 წლიდან აღიარებული რომ ყოფილიყო კანონიერ ქურდად და ემოქმედა ქურდული სამყაროს წესების შესაბამისად, ეს საკმარისი არ იქნებოდა იმისთვის, რომ იგი 2005 წლის 20 დეკემბრის კანონის ამოქმედების შემდეგ დასჯილიყო კანონის ამოქმედებამდე ჩადენილი დანაშაულისათვის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ვერც ერთი უტყუარი მტკიცებულება, რომლიც დაადასტურებდა თ------ ნ----–-------- კანონიერ ქურდად აღიარების ფაქტს. წარდენილი ბრალის თანახმად, თ------ ნ----–------- ქურდულ სამყაროში მიღებული სპეციალური წესების შესაბამისად ორგანიზებას უწევს პირთა გარკვეულ ჯგუფს, როგორც სხვადასხვა სახის დანაშაულის ჩადენაში, ისე „ქურდული საერთოს“ აკრებასა და ქურდულ გარჩევებში. ასევე დამნაშავეთა სამყაროს იერარქიაში მოპოვებული ავტორიტეტით ზეგავლენას ახდენს სხვადასხვა ობიექტების ხელმძღვანელებთან გარკვეული სარგებლის მისაღებად. მაგრამ სასამართლო სხდომზე დაკითხული მოწმეები და გამოკვლეული მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ თ------ ნ----–-------- კავშირებს ქურდული სამყაროს წევრებთან, ასევე, ვერ ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ის ორგანიზებას უწევს პირთა გარკვეულ ჯგუფს, როგორც სხვადასხვა სახის დანაშაულის ჩადენაში, ისე „ქურდული საერთოს“ აკრებასა და ქურდულ გარჩევებში.

 

ინტერნეტგვერდების www.youtobe.com -ის და www.primecrime.ru-ს დათვალიერების შედეგად მიღებულ ინფორმაციას რაც შეეხება, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული საიტების დათვალიერების შედეგად მიღებული ინფორმაცია არ წარმოადგენს აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე მტკიცებითი სახის ინფორმაციას. მტკიცებულების უტყუარობას - კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციის სანდოობას განაპირობებს ის, თუ რამდენად არის შესაძლებელი ან უზრუნველყოფილი მისი შემოწმება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დაუშვებელად მიაჩნია გაურკვეველ ინტერნეტგვერდებზე განთავსებული არასანდო და არაავთენტიკური ინფორმაციის საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

 

განსასჯელის საუარესოდ სისხლის სამართლის კანონისათვის უკუქცევითი ძალის მინიჭება იკრძალება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტით, რომლის მიხედვით „არავინ აგებს პასუხს იმ ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა“. ამასვე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, არავინ შეიძლება ბრალეულად იქნეს მიჩნეული რაიმე დანაშაულში ისეთი მოქმედების ან უმოქმედობის გამო, რომელიც არ წარმოადგენდა დანაშაულს ეროვნული სამართლის მიხედვით, იმ დროს, როდესაც იგი ჩაიდინეს.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ,,ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის დღევანდელი საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, კანონიერი ქურდობა დენადი დანაშაული არ არის და იგი განგრძობადი დანაშაულია, რამდენადაც ქმედების შემადგენლობა მიბმულია ამ ქურდული სამყაროს მართვისას ან ორგანიზებისას სხვადასხვა აქტიური მოქმედებების ჩადენასთან, ამიტომ თუ ამგვარი ქმედებების ჩადენა ხდებოდა იმ დროს (რაც მოცემულ შემთხვევაშიც არ დასტურდება), როცა ქმედების კრიმინალიზაცია ჯერ კიდევ არ იყო მომხდარი, დღეს მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორც უკვე ზემოთ აღინიშნა, დაუშვებელია. აუცილებელია პირს ქურდული სამყაროს მართვისას ან ორგანოზებისას ერთი ქმედება მაინც ჰქონდეს ჩადენილი აღნიშნული ქმედების კრიმინალიზაციის შემდეგ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე ვებერი (Veeber) ესტონეთის წინააღმდეგ #2 (განაცხადი #45771/99), იმსჯელა სისხლის სამართლის კანონის უკუქცევით ძალაზე განგრძობადი და დენადი დანაშაულების კონტექსტში, კერძოდ, განგრძობადი დანაშაულის შემთხვევაში პირი პასუხს აგებს იმ სისხლის სამართლის კანონის მიხედვით, რომელიც ძალაში შევიდა მის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენამდე (2003 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება, პუნქტები 34-39).

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ბრალმდებელს ეკისრება. დადგენილება ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა, გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

 

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 132-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსამართლე მტკიცებულებას აფასებს თავისუფლად, შინაგანი რწმენით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ეჭვი დამნაშავედ პირის ცნობისათვის მტკიცებულების უტყუარობისა და მისი საკმარისობის თაობაზე უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, თუ ეჭვი არ შეიძლება გაბათილდეს დამატებით მტკიცებულებათა შეკრებით. მე-4 ნაწილის თანახმად, არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა თ------ ნ----–-------- ბრალეულობაში.

 

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 132-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად: გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 496-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ეს მტკიცებულებები საკმარისია სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.

 

ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ კანონის მე-3 მუხლის თანახმად, კანონიერი ქურდი არის ქურდული სამყაროს წევრი, რომელიც ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს ქურდული სამყაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფს. ამდენად კანონიერი ქურდის ობიექტური მხარე გამოიხატება ქურდული სამყაროს ან სხვა პირთა გარკვეულ ჯგუფის მართვაში ან ორგანიზებაში ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად.

 

ქურდული სამყაროს ორგანიზება ნიშნავს პირთა ერთობის ჩამოყალიბებას, კერძოდ, წევრების გამოძებნასა და გადმობირებას, სპეციალური წესების დადგენას, ან სხვის მიერ დადგენილი წესების აღიარებას, მის გაცნობას ქურდული სამყაროს წევრებზე, მათგან პირობის მიღებას, რომ დაემორჩილებიან ან წესებს, ასევე სამოქმედო გეგმის შემუშავებას და ასე შემდეგ. ხოლო რაც შეეხება ქურდული სამყაროს მართვას, იგი გამოიხატება ცალკეული დავალების მიცემაში ამ სამყაროს წევრებისათვის, კონკრეტული დანაშაულის ხელმძღვანელობაში და ასე შემდეგ, კანონიერმა ქურდმა შეიძლება მართოს არა მარტო ქურდული სამყარო, არამედ პირთა გარკვეული სხვა ჯგუფიც, რომლებსაც არ უღიარებიათ ქურდული სამყარო და არც მისი წევრები არიან, მაგრამ შეიძლება საშველად მიმართეს ,,კანონიერ ქურდს“ ან კანონიერ ქურდი იძულებისა და მუქარის გამოყენებით ახერხებს მათ მართვას.

 

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა სასამართლოსთვის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ბრალდებულის მიერ ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად ნებისმიერი ფორმით ქურდული სამყაროს ან პირთა გარკვეული ჯგუფის მართვას ან/და ორგანიზებას. იმისათვის, რომ დადგეს პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი კანონიერი ქურდობისათვის, უნდა დადგინდეს, რომ იგი მოქმედებდა (მართავდა ან/და ორგანიზებას უწევდა პირთა წრეს) სწორედ ქურდული სამყაროს სპეციალური წესების შესაბამისად. საკმარისად ვერ ჩაითვლება მხოლოდ ის ფაქტი, რომ ეს პიროვნება თავის თავს უწოდებს კანონიერ ქურდს ან პირთა გარკვეული ჯგუფი მას უწოდებს კანონიერ ქურდს. არც ისაა გადამწყვეტი, თუ მას ქურდული სამყაროს გარდა საზოგადოებაც იცნობს ,,კანონიერი ქურდის’’ სახელით, არამედ იმისთვის, რომ სახეზე იყოს ქმედების შემადგენლობის ობიექტური მხარის ნიშნები, მოქმედი საკანონმდებლო ბაზის მიხედვით აუცილებელია, პირს დაუმტკიცდეს პირთა გარკვეული წრის მართვა ან/და ორგანიზება, რაც პასუხისმგებლობის საკითხის დადგომისათვის აუცილებელი. მართვა და ორგანიზება კონკრეტულ მოქმედებებს გულისხმობს, რაც მტკიცების საგანს შეადგენს და მისი მტკიცება უნდა იტვირთოს ბრალდების მხარემ.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ თ------ ნ----–-------- მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მეორე ნაწილით, არ ეფუძნება ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. იგი დაფუძნებულია ოპერატიულ ინფორმაციაზე, მოწმეთა ირიბ ჩვენებებზე და ასევე გაურკვეველ ინტერნეტგვერდებზე განთავსებულ არასანდო და არაავთენტიკურ ინფორმაციაზე, რაც რა თქმა უნდა არ შეიძლება გახდეს პირის მსჯავრდების საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონით დადგენილი წესით (მტკიცებულებათა არარსებობა) არ დადასტურდა ბრალდებულ თ------ ნ----–-------- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 495-496-ე, 502-ე, 504-ე, 510-511-ე, 512-ე, 523-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თ------ ნ----–------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

თ------ ნ----–-------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

განემარტოს გამართლებულ თ------ ნ----–--------, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანი სსსკ-ის 219-228-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 21 ივლისის ბრძანება და ყადაღა მოეხსნას მ---- ო-----ის ასულ ნ----–-------- საკუთრებაში არსებულ 1994 წელს გამოშვებულ ,,ვ---------’’ მარკის სახელმწიფო ნომრის D-------ის მქონე ავტომანქანას.

 

გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 21 ივლისის ბრძანება და ყადაღა მოეხსნას ო----- ხ---–---- მფლობელობაში არსებულ, ვ----–-- ბ----–---–-- სახელზე რიცხულ ,,O----------’’-ს მარკის სახელმწიფო ნომრის D-------ის მქონე ავტომანქანას.

 

გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 21 ივლისის ბრძანება და ყადაღა მოეხსნას მ---- ო-----ის ასულ ნ----–-------- საკუთრებაში არსებულ ქალაქ ქუთაისში, ა--–-----–---–--------- N36-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს.

 

გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 21 ივლისის ბრძანება და ყადაღა მოეხსნას მ------- თ--------- ძე ნ----–-------- საკუთრებაში არსებულ ავტოსადგომს, მდებარეს ქალაქ ქუთაისში, ბ--------------- პირველი შესახვევის N1-ში.

 

გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 15 მარტის ბრძანება და ყადაღა მოეხსნას გ------– შ--–--–-–---–-- სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ ქალაქ ქუთაისში, ჭ----------- ქუჩა N10-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს.

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი CD-R დისკი, რაც თან ერთვის საქმეს, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ციცინო მოსიძე