განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 010100118002609297
საქმე N1-783/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
[შესავალი ნაწილი]
2- დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლევან გელოვანი
სხდომის მდივანი - ქეთევან თურმანიძე
სახელმწიფო ბრალმდებელი - ზ-----------–--–---
ადვოკატები - ი--------–------------------------
თარჯიმანი - მ-------------–-–-
ბრალდებული: ბ--------–--------
მამის სახელი: ფ-----
დაბადების თარიღი: 2-.0-.1-----–--–-
მოქალაქეობა: ი------------------–---
განათლება: საშუალო განათლების მქონე
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
რეგისტრირებული მისამართზე: იორდანია
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლი; საქართველოს სსკ-ის 126 1 -ე მუხლის პირველი ნაწილი.
[აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი]
1. წარდგენილი ბრალდების არსი: ბ--------–-------- ბრალად ედება ოჯახის წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის თებერვლის თვის დასაწყისში, ქ. ბათუმში, ე. წ „ძველი ბათუმის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სასტუმროში, ბ---------–---------- თავისი ოჯახის წევრს, ყოფილ მეუღლეს ჰ--------–--------- რომელთანაც იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მას მიმართავდა დამამცირებელი ტერმინებით. 2018 წლის 16 ივლისს, ქ. ბათუმში, პუშკინის ქ. N7-ში მდებარე სასტუმრო „როლანდიში“, ბ--------–--------- თავისი ოჯახის წევრს, ყოფილ მეუღლეს ჰ--------–--------- რომელთანაც იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მას მიმართავდა დამამცირებელი ტერმინებით. 2018 წლის 19 ივლისს, ქ. ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქ. N75-ში მდებარე სასტუმროში, ბაკერ ალფარესმა თავისი ოჯახის წევრს, ყოფილ მეუღლეს ჰ--------–--------- რომელთანაც იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მას მიმართავდა დამამცირებელი ტერმინებით. ბ--------–--------ს მიერ განხორციელებულმა სისტემატურმა შეურაცხყოფამ და დამცირებამ, ჰ--------–--------- ტანჯვა გამოიწვია.
2. სასამართლო სხდომაზე ბ--------–--------- წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო.
3. სასამართლო სხდომებზე ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად იქნა გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებები:
3.1 მოწმის სახით დაკითხული ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, რ--------------–---- ჩვენების თანახმად, 2018 წლის 19 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომლის მიხედვით, ქ. ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქ. N75-ში მდებარე სასტუმროში ადგილი ჰქონდა უცხო ქვეყნის მოქალაქე ცოლ-ქმარს შორის უთანხმოებას. შეტყობინება კონკრეტულად ვისგან მიიღო სამორიგეომ არ იცის. გამოძახების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გავიდა მინდია ბერიძესთან და გია ბერიძესთან ერთად. ადგილზე დაახლოებით 5 წუთში მივიდნენ. ფოიეში იმყოფებოდენ უცხოელი ცოლ-ქმარი, რომლების ხმამაღლა საუბრობდნენ. მამაკაცი აგრესიული იყო და ხმამაღლა უყვიროდა ქალბატონს მათთვის გაუგებარ ენაზე, ხოლო ქალბატონი მათთან მივიდა იძახდა „პოლის პოლის-ო’’ და ჟესტიკულაციით ცდილობდა აეხსნა, რომ სჭირდებოდა დახმარება. მათთან გასაუბრება სცადეს, მაგრამ უშედეგოდ, ვინაიდან საუბრობდნენ არაბულ ენაზე. გ----------- რაღაც დონეზე იცის ინგლისური ენა და შეძლო კომუნიკაციის დამყარება. მამაკაცს ინგლისური არ ესმოდა, ქალბატონმა ცოტა იცოდა. ვინაიდან მან არ იცის ინგლისური ენა, ვერ აზუსტებს რა დონეზე იცის გ----------- ინგლისური ენა და რა მიახვედრა ქალბატონს. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ცოლ-ქმარი პოლიციის მე-3 განყოფილებაში წაიყვანეს.
3.2 მოწმის სახით დაკითხული ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, გ----------- ჩვენების თანახმად, 2018 წლის 19 ივლისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას განრიგის შესაბამისად. დაახლოებით 16:00 საათზე განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ქ. ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქ. N75-ში მდებარე სასტუმროდან. სავარაუდოდ, ჰოსტელის ადმინისტრაციიდან დარეკეს. გამოძახების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გავიდა მინდია ბერიძესთან და რ-------------–---სთან ერთად. ადგილზე მისულებს დახვდათ ორი უცხოელი მოქალაქე, რომლებიც არაბულ ენაზე საუბრობდნენ. კაცი აგრესიული იყო ქალის მიმართ, რაც ყვირილში გამოიხატა. ქალი კი ამბობდა, რომ ,,პოლის პოლისო". ადგილზე მყოფმა პოლიციელებმა არ იცოდნენ არც არაბული და არც ინგლისური ენა და ენის ბარიერის გამო ადგილზე ვერ გაიგეს ვერაფერი. ჟესტებით აუხსნეს, რომ უნდა წაეყვანათ პოლიციის განყოფილებაში.
3.3 ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, მ--------------- გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2018 წლის 19 ივლისს იმყოფებოდა სამსახურში. დაახლოებით 16:00 საათზე განყოფილებაში შევიდა შეტყობინება მასზედ, რომ დემეტრე თავდადებულის ქ. N75-ში მდებარე სასტუმროში ადგილი ჰქონდა უცხო ქვეყნის მოქალაქე ცოლ-ქმარს შორის უთანხმოებას. გამოძახების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გავიდა გია ბერიძესთან და რ-------------–---სთან ერთად. ადგილზე მისულებს დახვდათ იორდანიის რესპუბლიკის მოქალაქე ცოლ-ქმარი, რომლებიც არაბულ ენაზე საუბრობდნენ და ერთმანეთზე მიუთითებდნენ, რითაც მიხვდნენ, რომ ერთმანეთის მიმართ გააჩნდათ პრეტენზიები. მათთან გასაუბრება სცადეს, მაგრამ უშედეგოდ, ვინაიდან საუბრობდნენ არაბულ ენაზე და ვერაფერი გააგებინეს. ორი საათი დასჭირდათ იმისათვის, რომ ჟესტებით მიეხვედრებინათ ცოლ-ქმრისათვის, რომ გაყოლოდნენ განყოფილებაში. საბოლოოდ, როგორც იქნა მიახვედრეს, რომ პოლიციის განყოფილებაში უნდა გაყოლოდნენ. ავტომანქანაში მანდილოსანი დასვეს წინ, ხოლო მამაკაცი უკანა სალონში.
3.4 დაზარალებულ ჰ--------–--------- გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2014 წელს ცოლად გაჰყვა ბ--------–-------- და ერთად იცხოვრეს 2 წელი. 2016 წელს ოფიციალურად განქორწინდნენ და ერთად აღარ ცხოვრობდნენ, თუმცა ბ--------–-------- არ ანებებდა თავს, ცდილობდა მის ნახვას, აგრძელებდა დამცირებას და შეურაცხყოფას. რაღაც პერიოდულობით რიგდებოდნენ და ერთად იყვნენ. 2018 წლის 27 იანვარს, თავის ყოფილ მეუღლესთან ბაკერ ალფარესთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში. დაბინავდნენ ქ. ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში. რამდენიმე დღეში ბ--------–--------- დაიწყო თავისი ცუდი ხასიათის გამოვლენა. არ მოსწონდა მისი ქცევა და მუდმივად ამცირებდა. ერთ დღესაც, თებერვლის დასაწყისი იქნებოდა, სრულიად უმიზეზოდ გაბრაზებული მივარდა ხელში სამართებლით და ლოყაზე დაუსვა, თან უყვიროდა თუ არ დაემორჩილებოდა და ისე არ გააკეთებდა ყველაფერს როგორც მას უნდოდა, ყელს გამოჭრიდა. ლოყაზე ჭრილობა ქონდა, სისხლი მოსდიოდა, მაგრამ ისე მოირჩინა ექიმთან არ მოსულა, რადგან იორდანელმა ნაცნობებმა უთხრეს, რომ უცხო ქვეყანაში იყო და თუ პოლიცია ამ ამბავს გაიგებდა პრობლემები შეექმნებოდა. შემდეგ მალევე საქართველოდან წავიდა, ალფარესი კი აქ დარჩა. 2018 წლის 01 ივლისს საქართველოში დაბრუნდა, რადგან აქედან დაუკავშირდა ბ--------–--------, პატიება და შერიგება სთხოვა. უთხრა, რომ თუ ჩამოვიდოდა იმ ჭრილობაზე პლასტიკურ ოპერაციას გაუკეთებდა. ჩამოსვლის შემდეგ მართლაც შერიგდნენ, დაბინავდნენ პუშკინის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „როლანდიში“. ექიმთან მართლაც მიიყვანა და ოპერაცია მეორე დღეს დანიშნეს, თუმცა უკან მობრუნდნენ თუ არა ალფარესმა დაუწყო ფულის მოთხოვნა, რაზეც უთხრა, რომ ფული მას არ ქონდა. დაემუქრა, თუ ფულს არ მოუტანდა მოკლავდა. აქ ყველა მისი ნაცნობი იყო, ის კი არავის იცნობდა და არავინ დაეხმარებოდა. მოსთხოვა წასულიყო უცხო მამაკაცებთან და მათთან დაწოლილიყო, ისინი რომ ფულს გადაუხდიდნენ, მისთვის მიეტანა. მან ამაზე უარი განუცხადა, რის გამოც განრისხებულმა ალფარესმა ბინიდან გამოაგდო. დარჩა ქუჩაში სრულიად დაუცველად. პოლიციის თანამშრომლები შეხვდნენ და მათ მოუყვა თავისი პრობლემების შესახებ. შემდეგ მისი ჩვენების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და გამოიცა შემაკავებელი ორდერი. ამის შემდეგ ის თბილისში წავიდა და ალფარესთან ყველანაირი ურთიერთობა გაწყვიტა. ბათუმში ჩამოვიდა 2018 წლის 19 ივლისს და მივიდა ქ. ბათუმში, თავდადებულის ქ. N74 მდებარე ჰოსტელში, სადაც მისთვის მოულოდნელად დახვდა ბ--------–--------. მან კვლავ ფულის მოთხოვნა დაუწყო. უხსნიდა, რომ ფული არ ქონდა, მაგრამ მას არ ესმოდა. სთხოვდა სექსუალური ურთიერთობა დაემყარებინა უცხო მამაკაცებთან და ფული ეშოვა. ამ დროს მოუვიდათ ხმამაღალი შელაპარაკება. რამდენიმე წუთში მოვიდნენ პოლიციელები, რომლებიც როგორც ჩანს გამოიძახა სასტუმროს ადმინისტრატორმა. პოლიციელებმა სცადეს მათთან გასაუბრება, თუმცა ერთმანეთთან კონტაქტის დამყარება ვერ მოახერხეს. ძირითადად ჟესტების ენაზე საუბრობდნენ. ინგლისური საერთოდ არ იცის და შესაბამისად ვერაფერი ვერ მიახვედრა, ქმარი კი ინგლისურად რაღაც სიტყვებს იძახდა. აბრალებდა ფულის და ტელეფონის მოპარვას. თითქმის ორი საათის განმავლობაში ჰოსტელში იმყოფებოდნენ. ბოლოს პოლიციელებმა ჟესტების დახმარებით მიახვედრეს, რომ მათთან ერთად უნდა წასულიყვნენ და პოლიციის სამსახურებრივი მანქანით გაყვნენ პოლიციის განყოფილებაში.
3.5 მოწმე ა------------------- (სასტუმროს მფლობელი) გამოკითხვის ოქმის თანახმად, ქ. ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქ. N75-ში აქვს სასტუმრო და ყოველდღე თითქმის იქ იმყოფება. 2019 წლის 16 ივლისს, სასტუმროში დაბინავდა ი------------------–---, ბ--------–--------, რომელიც ყოველდღიურად იხდიდა სასტუმროს ფულს და ცხოვრობდა მარტო. რამდენი დღით ჩერდებოდა და როდის მიდიოდა არ უთქვამს. 2018 წლის 19 ივლისს, სასტუმროში მოვიდა ი------------------–---, ჰ--------–--------- რომელმაც გადაიხადა სამი დღის ფული და დაიძინა. დაახლოებით 16-17 საათი იქნებოდა სამზარეულოში შეხვდნენ ერთმანეთს ეს პირები და დაუწყეს ერთმანეთს ხმამაღლა ყვირილი არაბულ ენაზე. არ სურდა მათ კონფლიქტში ჩარევა, ვინაიდან ერთი გვარი ჰქონდათ და მიხვდა, რომ იყვნენ ცოლ-ქმარი. მათი ურთიერთობა, რომ არ გადაზრდილიყო ფიზიკურ დაპირისპირებაში, დაურეკა 112-ის ოპერატორს. ბ--------–-------- და ჰ--------–-------- საუბრობდნენ არაბულ ენაზე და მათ პოლიციის თანამშრომლებმა ვერ გააგებინეს ვერაფერი. დაახლოებით ორი საათის განმავლობაში პოლიციის თანამშრომლები უხსნიდნენ, რომ აუცილებლად წასასვლელები იყვნენ პოლიციის განყოფილებაში, მაგრამ მათ არაბული ენის გარდა სხვა ენაზე საუბარი არ შეეძლოთ და ვერც გებულობდნენ პოლიციის თანმშრომლების საუბარს. ასევე ვერ გაერკვნენ პოლიციის თანამშრომლები, თუ რა იყო მათი კონფლიქტის მიზეზი. პოლიციის თანამშრომლები ურეკავდნენ სხვადასხვა პიროვნებას, ვინც არაბული იცოდა, რომ ტელეფონის საშუალებით დაელაპარკებინათ აღნიშნულ მოქალაქეებთან თარჯიმანი. ბოლოს მოხერხდა და წაიყვანეს აღნიშნული პიროვნებები პოლიციის განყოფილებაში. პოლიციის მოსვლამდე აღნიშნული პიროვნებები ერთმანეთს ხმამაღლა ესაუბრებოდნენ არაბულ ენაზე. მათ შორის ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.
3.6 მოწმის სახით დაკითხული აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტის ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური ექსპერტიზის განყოფილების ფსიქოლოგის, ქეთევან დიასამიძის ჩვენების თანახმად, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, კ-------------------- მომართვის საფუძველზე, 2018 წლის 15 აგვისტოს ჩატარებულ იქნა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჰ--------–--------- მიმართ. წარდგენილი საქმის მასალებისა და გამოსაკვლევ პირთან გასაუბრების შედეგად, გაცემულ იქნა დასკვნა, რომლის თანახმად, ჰ--------–--------- ბ--------–--------ს მხრიდან მასზე განხორციელებული შეურაცხყოფის გამო განიცდიდა ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, შანტაჟს, დამცირებას, რაც გამოიწვევდა მის ტანჯვას.
4. სამართლებრივი შეფასება
4.1 სასამართლო განმარტავს, რომ სისტემატური შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით. შეურაცხყოფა სისტემატურია მაშინ, თუკი ჩადენილია სამჯერ მაინც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ და დროის მცირე ინტერვალის დაშორებით. პირველი შეურაცხყოფისაგან მიყენებული ფსიქიკური ტკივილი ჯერ არაა განელებული და ადგილი აქვს მეორე შეურაცხყოფას, შემდეგ ასევე დროის მცირე მონაკვეთის დაშორებით - მესამეს და ა. შ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე ძალადობის სისტემატურობა ვერ დადგინდება, თუ არ მოიპოვება სხვა მტკიცებულება, რომელიც დაზარალებულის ნათქვამს დაადასტურებს (მაგალითად, ოჯახის სხვა წევრის მხრიდან ან მეგობრებისაგან, მეზობლებისაგან, ნათესავებისაგან ამ ფაქტების დადასტურება, ასევე შემაკავებელი და დამცავი ორდერების ან განაჩენის არსებობა, სადაც მითითებული იქნება წინა ძალადობრივი ფაქტების შესახებ).
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. აღნიშნული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმის განხილვისას, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით იკითხებიან პოლიციის თანამშრომლები, რომელთაც სავარაუდო დანაშაულებრივ ფაქტთან ჰქონდათ მყისიერი შემხებლობა და გადმოსცემენ დაზარალებულის ფიზიკურ და ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას. ამ შემთხვევაში მათი ჩვენებები შესაძლებელია განხილულ იქნეს როგორც პირდაპირი მტკიცებულება.
4.2 მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებიდან, ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უშუალოდ მიუთითებს ბ--------–--------ს მხრიდან შეურაცხყოფის ფაქტზე, არის ჰ--------–--------- ჩვენება, რომელიც გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო - ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს.
სასამართლოს მიერ აღნიშნული ჩვენების მოწმის ჩვენებად ჩათვლა და მისი გამოქვეყნება შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის მოთხოვნებს. ამასთან, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად არ შეიძლება დაედოს მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება.
სასამართლო თვლის, რომ ბ--------–--------ს ბრალდება სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებაში, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია, ემყარება მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია ფსიქოლოგის დასკვნაც, რომელიც ძირითადად დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა.
მოცემულ შემთხვევაში არ მოიპოვება სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაზარალებულის ნათქვამს დაადასტურებდა. მართალია, არსებობს პოლიციელთა ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ გამოძახებისთანავე მივიდნენ სასტუმროში, მაგრამ მათი ჩვენებები წინააღმდეგობრივია.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2018 წლის 19 ივლისს, ქ. ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქ. N75-ში მდებარე სასტუმროში მივიდნენ ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლები: რ-------------–-----------------------------------------------------–--- აცხადებს, რომ გ----------- იცის ინგლისური ენა და გაესაუბრა ცოლ-ქმარს, ხოლო გ----------- განაცხადა, რომ არ ფლობს ინგლისურ ენას და ენის ბარიერის გამო, ვერ გაესაუბრენ ცოლ-ქმარს. ამასვე აცხადებს მინდია ბერიძე.
დაზარალებულ ჰ--------–--------- გამოკითხვის ოქმის თანახმად, სასტუმროში მისულმა ,,პოლიციელებმა სცადეს მათთან გასაუბრება, თუმცა ერთმანეთთან კონტაქტის დამყარება ვერ მოახერხეს. ძირითადად ჟესტების ენაზე საუბრობდნენ. ინგლისური საერთოდ არ იცის და შესაბამისად ვერაფერი ვერ მიახვედრა.’’ მოწმე ა------------------- (სასტუმროს მფლობელი) გამოკითხვის ოქმის თანახმად, ,,დაახლოებით ორი საათის განმავლობაში პოლიციის თანამშრომლები უხსნიდნენ, რომ აუცილებლად წასასვლელები იყვნენ პოლიციის განყოფილებაში, მაგრამ მათ არაბული ენის გარდა სხვა ენაზე საუბარი არ შეეძლოთ და ვერც გებულობდნენ პოლიციის თანმშრომლების საუბარს. ასევე ვერ გაერკვნენ პოლიციის თანამშრომლები, თუ რა იყო მათი კონფლიქტის მიზეზი.''
ამდენად, შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელები ვერ მიუთითებენ ბ--------–--------ს მხრიდან ჰ--------–--------- მიმართ ფიზიკურ ძალადობაზე ან სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. დასტურდება მხოლოდ კამათი და ხმამაღალი საუბარი ბ---------–-----------------------–-------- შორის, ასევე ყვირილი ერთმანეთის მიმართ.
4.3 საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ამავე კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანხმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომელიც გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ამავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის № 1/1/548 გადაწყვეტილება).
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილით განმტკიცებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობასა და ამავე კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება ისეთი პირდაპირი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც თანხვედრაში არიან ერთმანეთთან და არსებითად არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გაანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ბრალდების ამ ნაწილში ბ--------–--------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბ--------–--------ს ბრალეულობაში, რის გამოც იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
5. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება
5.1 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ბ--------–--------- ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 19 ივლისს, ბ--------–---------, ქ. ბათუმში, რ. ვალენბერგის ქ. N4-ში მდებარე პოლიციის მესამე განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, თავის ოჯახის წევრს - ყოფილ მეუღლეს ჰ--------–--------- რომელთანაც იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში, მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის გამოყენებით, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა მარცხენა ყვრიმალის არეში ჭრილობის სახით, რამაც ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
5.2 სასამართლო სხდომაზე ბ--------–--------- წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო.
5.3 ბ--------–--------ს ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა.
5.4 მოწმის სახით გამოკითხული ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, მ--------------- ჩვენების თანახმად, 2018 წლის 19 ივლისს, პოლიციის განყოფილებაში მისვლისთანავე, გამომძიებელმა გამოიძახა არაბული ენის თარჯიმანი და სანამ ის მოვიდოდა, ცოლ-ქმარი დასვეს ცალ-ცალკე ოთახში. გია ბერიძე და რ-------------–--- იყვნენ ოთახში მამაკაცთან ერთად, ხოლო თვითონ იმ ოთახში, სადაც დივანზე იჯდა ქალბატონი. ცოტა ხნის გასვლის შემდეგ, დაინახა რომ გია ბერიძესთან ერთად ბ--------–-------- გამოვიდა ოთახიდან, მათ უკან მოჰყვებოდა რ-------------–---. მათ უთხრეს რომ რაღაცას საუბრობს, მაგრამ რას ვერ გაიგეს და ამ დროს სრულიად მოულოდნელად ბ--------–-------- მივარდა დივანზე მჯდომ ცოლს და სახის არეში ხელი მოუქნია. თავიდან მას ეგონა, რომ ხელი გაარტყა, მაგრამ როცა ქალბატონს სახიდან სისხლი წამოუვიდა სასწრაფოდ დაუჭირა ის ხელი, რომლითაც დაარტყა. მეორე ხელი გ----------- გაუკავა. ამ დროს დაინახა, რომ მამაკაცს ხელში ეჭირა სამართებლის ნატეხი, რომელზეც მწებავი ლენტი ქონდა მოხვეული. ბ--------–-------- ცდილობდა თავის გათავისუფლებას და ხმამაღლა ყვიროდა და თან თავის ცოლისკენ მიიწევდა, რომელიც ტიროდა და მთელი სახე სისხლით ჰქონდა მოსვრილი. ამ დროს სამორიგეო ნაწილიდან გამოვიდა ჯულიეტა ნინიძე, რომელიც ცდილობდა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას. მანვე გამოიძახა სასწრაფო დახმარება. მომხდარი ფაქტისთანავე მოვიდა მოწვეული თარჯიმანი. ბ--------–-------- განუმარტეს უფლებები. გამომძიებელმა თემურ ნაკაიძემ შეადგინა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი. პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ის სამართებლის ნატეხი, რომლითაც ბ--------–--------- თავის ცოლს მიაყენა ჭრილობა.
5.5 მოწმის სახით დაკითხული ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, გ----------- ჩვენების თანახმად, 2018 წლის 19 ივლისს, პოლიციის განყოფილებაში ყოფნის დროს, დაინახა თუ როგორ მოუქნია ხელი ბ--------–--------- ჰანიეჰ ალფარესს სახის არეში. მანდილოსანს სისხლი წამოუვიდა სახიდან. ბ------ ბასრი საგანი ეჭირა ხელში. მაშინვე ერთი ხელი დაუკავა, ხოლო ის ხელი კი, რომელიც ცოლს მოუქნია, მინდია ბერიძემ დაუკავა. გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ვინაიდან დაზარალებულს ლოყაზე ჰქონდა ჭრილობა და საჭიროებდა დახმარებას. ამ შემთხვევის დროს მოვიდა თარჯიმანიც. ბაკერ ალფარესს გამომძიებელმა უფლებები განუმარტა და დააკავეს. ჯულიეტა ნინიძემ ჰანიეს ალფარესს გაუწია პირველადი დახმარება.
5.6 მოწმის სახით დაკითხული ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, რ--------------–---- ჩვენების თანახმად, 2018 წლის 19 ივლისს, პოლიციის განყოფილებაში ყოფნის დროს, დაინახა თუ როგორ დაარტყა ხელი ბ--------–--------- ჰანიეჰ ალფარესს სახის არეში. აღმოჩნდა, რომ ხელში ,,ბრიტვა“ ეჭირა. გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. მოვიდა თარჯიმანი. ბ--------–-------- დააკავეს, რის შემდეგაც მოხდა მისგან სამართებლის ნატეხის ამოღება.
5.7 დაზარალებულ ჰ--------–--------- გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2018 წლის 19 ივლისს პოლიციის განყოფილებაში მისვლისას, ის და ბ------ ცალ-ცალკე ოთახებში დასვეს და როგორც მას მიახვედრეს ელოდებოდნენ თარჯიმნის მოსვლას. ცოტა ხნის გასვლის შემდეგ, დაინახა, რომ ოთახიდან გამოვიდა მისი ყოფილი ქმარი. ბ------ გვერდით ერთი პოლიციის თანამშრომელი მოყვებოდა, ხოლო უკნიდან - მეორე. იმ დივნის გვერდით, სადაც იჯდა იყო ვიწრო გასასვლელი, ხოლო წინ კი იდგა სკამი და მაგიდა. მის სიახლოვეს იმყოფებოდა პოლიციის ერთი თანამშრომელი. როდესაც ბ------ მიუახლოვდა და გაუსწორდა იმ ადგილს, სადაც თვითონ იჯდა, მოულოდნელად გამოიწია და მარჯვენა ხელი მოუქნია სახეში. დაინახა, რომ ხელში ეჭირა სამართებლის ანუ ,,ბრიტვის“ ნატეხი, რომლითაც მარცხენა ლოყა გაუჭრა. საშინელი ტკივილი იგრძნო, სიმწრისგან ყვირილი დაიწყო და შველა ითხოვა. მაშინვე პოლიციის თანამშრომლები მივარდნენ ბ------ და დაუჭირეს ხელები. ის ხმამაღლა ყვიროდა, რომ არ გაახარებდა და არ აცოცხლებდა. პოლიციის თანამშრომლებს ის ისე ეჭირათ, რომ ვერ ახერხებდა გადაადგილებას. ამ დროს მოვიდა თარჯიმანი. ბ------ დააკავეს და ,,ბრიტვის“ ნატეხი ჩამოართვეს. პოლიციის მანდილოსანმა თანამშრომელმა გაუწია პირველადი დახმარება.
5.8 სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N00-993018 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: ექსპერტიზაზე წარდგენილი სამედიცინო საბუთებისა და პირადი მონაცემების მიხედვით, ჰანიეჰ ალფარესს აღენიშნებოდა ხაზოვანი ნაჭდევები მარცხენა წინამხრისა და სახის არეში, ჭრილობა მარცხენა ყვრიმალის მიდამოში. ჭრილობა მარცხენა ყვრიმალის არეში განვითარებულია რაიმე მჭრელი ზედაპირის მქონე საგნის (საგნების) ზემოქმედებით, ხოლო ხაზოვანი ნაჭდევები მარცხენა წინამხრისა და სახის არეში განვითარებულია რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) შემხები ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ხანდაზულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
5.9 სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ--------–-------- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ ბრალდების ამ ნაწილში გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის თანახმად, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ ((საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2018 წლის 19 ივლისს მოქმედი რედაქცია).
ამავე კოდექსის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.
ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელ (დანაშაულის ჩადენა ოჯახის წევრის მიმართ), ისე შემამსუბუქებელ (ბრალდებული აღიარებს დანაშაულს) გარემოებებს, ასევე ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებელს (არ არის ნასამართლევი), მის ჯანმრთელობის მდგომარეობას და თვლის, რომ ბ--------–-------- უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის 120-ე მუხლის სანქციით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 07 თვის ვადით.
7. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა
ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად.
[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ--------–-------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
2. ბ--------–-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-120 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) თვის ვადით.
3. ბ--------–-------- სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 19 ივლისიდან.
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 ივლისის განჩინებით, ბ--------–--------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
5. ნივთმტკიცებები - ბ--------–--------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული სამართებლის ნატეხი, დაზარალებულ ჰ--------–---------აგან აღებული სისხლის ნიმუში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
ტანისამოსის ამოღების ამსახველი ფოტოსურათების დისკი და ჭრილობების დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოები ერთ დისკზე, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს ბრალმდებელის, ზემდგომი პროკურორის, მსჯავრდებულის ან/და მისი ადვოკატის მიერ განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლევან გელოვანი