გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2752175-2/877-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
01 თებერვალი 2019 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი
სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი
მოსარჩელე - სს ,,ლ-------------ი’’
წარმომადგენელი - გ------- ლ------
მოპასუხე - ს------- პ----ე, ქ------- პ----ე,ჯ----– პ----ე, ნ-----–-- მ-----ე
წარმომადგენელი - ნ---- დ----------
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი :
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს ს------- პ----ე, ქ------- პ----ეს, ჯ----– პ----ეს და ნ-----–-- მ-----ეს სს ,,ლ-------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საკრედიტო დავალიანების - 6088.49 ლარის გადახდა (იხ. სხდომის ოქმი).
მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
სს „ლ-------------სა“ და ს------- პ----ეს შორის 2016 წლის 11 მაისს გაფორმდა N6364823 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 9800 ლარი, წლიური 18%· კრედიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 18 თვე. პირგასამტეხლო - 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2016 წლის 11 მაისს ბანკსა და ნ-----–-- მ-----ეს, ასევე ქ------- პ----ეს და ჯ----– პ----ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებმა პირებმა ბანკის წინაშე იკისრა სოლიდარული პასუხიმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად. თავდები პირის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 10094 ლარით.
მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის დაფარვის გრაფიკი 01.11.2016წლიდან.
2018 წლის 8 ივნისს სს ლ-------------მა’’ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, გამარტივებული საქმის წარმოების წესით, გადახდის ბრძანების გამოცემის მოთხოვნით, თუმცა საქმის წარმოების ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა მხარეთა შორის მათთვის მისაღები პირობებით მორიგების წარმოება.
მოპასუხეების დავალიანება სს "ლ-------------ის" მიმართ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 6088.49 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე ს------- პ----ემ სარჩელი ცნო.
2.2. მოპასუხე ქ------- პ----ემ, ჯ----– პ----ემ და ნ-----–-- მ-----ემ სარჩელი არ ცნეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 11 მაისს სს ,,ლ-------------სა’’ და ს------- პ----ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N6364823, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 9800 ლარი, 18 თვის ვადით, საპროცენტო სარგებელი წლიური - 18%, პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3.1.2. დადგენილია, რომ 2016 წლის 11 მაისის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2016 წლის 11 მაისს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც ნ-----–-- მ-----ემ, ქ------- პ----ემ და ჯ----– პ----ემ იკისრეს ვალდებულება ბანკის წინაშე ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით თითოეული თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 10094 ლარით.
3.1.3. 01.11.2016 წლიდან მოპასუხეების მხრიდან დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების სესხის დაფარვის გრაფიკი;
3.1.4. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 11.05.2016წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N6364823;
- 11.05.2016წ. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები;
- სესხის დაფარვის გრაფიკი;
- ნ-----–-- მესიხძის განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;
- 11.05.2016წ. თავდებობის ხელშეკრულება; N818304
- ქ------- პ----ის განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;
- 11.05..2016წ. თავდებობის ხელშეკრულება N818303;
- ჯ----– პ----ის განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ;
- 11.05..2016წ. თავდებობის ხელშეკრულება N818302;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან 11.05.2016-31.12.2018წ;
- 03.12.2018წ. N03065/47533 ცნობა დავალიანების შესახებ;
- გაფრთხილებები აღებული ვალდებულების შესრულებაზე;
- საფოსტო გზავნილები;
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. მოპასუხეების ს------- პ----ის, ქ------- პ----ის, ჯ----– პ----ის და ნ-----–-- მ-----ის დავალიანება სს ,,ლ-------------ის’’ მიმართ შეადგენს 6088.49 ლარს (სესხის ძირითადი თანხა);
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 361-ე, 867-ე, 427-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სადავო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - ლაშა მარტინენკოს მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა (სს ,,ლ-------------სა’’ და ს------- პ----ეს) შორის გაფორმებული 2016 წლის 11 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა ს------- პ----ის მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელა გადახდა.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოადგენს - 6088.49 ლარი, რომლის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს (მსესხებელს და თავდებებს).
6.2. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, სს ''ლ-------------სა'' და ს------- პ----ეს შორის 2016 წლის 11 მაისს გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოხდა სს ''ლ-------------სა'' და მეორეს მხრივ ქ------- პ----ე, ჯ----– პ----ეს და ნ-----–-- მ-----ეს შორის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების გაფორმება, რომლის საფუძველზე მოპასუხე - ქ------- პ----ემ, ჯ----– პ----ემ და ნ-----–-- მ-----ემ იკისრა ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტის ძირითადი თანხის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა - 10094 ლარით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
აღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, თავდებს ძირითად მსესხებელთან ერთად ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა 2014 წლის 27 აგვისტოს სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, კერძოდ, ძირითადი თანხა - 6088.49 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.’’
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარჩელის აღძვრისას სს ,,ლიბერთიო ბან კის’’ მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 191,35 ლარი. მის მიერ ასევე გადახდილი იქნა აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული საქმისწარმოებისათვის სააპლიკაციო საფასური 100 ლარი.
სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ს------- პ----ემ სარჩელი ცნო, რის გამოც სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან უნდა გათავისუფლეს. მოპასუხე ქ------- პ----ემ, ჯ----– პ----ემ და ნ-----–-- მ-----ემ სარჩელი არ ცნეს. შესაბამისად აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხე ქ------- პ----ეს, ჯ----– პ----ეს და ნ-----–-- მ-----ეს მოსარეჩლე სს ლ-------------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 195.35 ლარის გადახდა. მოპასუხეებს ასევე სოლიდარულად უნდა დეკისროთ გამარტივებული საქმისწარმების სააპლიკაციო საფასურის 100 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ლ-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე ს------- პ----ე, ქ------- პ----ეს, ჯ----– პ----ეს და ნ-----–-- მ-----ეს მოსარჩელე სს ,,ლ-------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საკრედიტო დავალიანების ძირი თანხის - 6088.49 ლარის და გამარტივებული საქმისწარმოების სააპლიკაციო საფასურის 100 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე ქ------- პ----ეს, ჯ----– პ----ეს და ნ-----–-- მ-----ეს მოსარჩელე სს ლ-------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის - 191.35 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნათია მერაბიშვილი