გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.01.2019
საქმის ნომერი
080310018002605805
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
31.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 080310018002605805

საქმე №3/537-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 იანვარი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ლელა მილდენბერგერი

სხდომის მდივანი - ანა გაბრიჭიძე

 

მოსარჩელე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - ჯ----–-----------–ი

 

მოპასუხე - ვ--------–----ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე - ვ--------–----ე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს - 305,60 ლარის ანაზღაურება.

 

სარჩელში მითითებულია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ვ--------–----ეს შორის 2016 წლის 18 მაისს გაფორმდა კონტრაქტი N2583/16 ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომლის 3.1 პუნქტის თანახმად, ვ--------–----ემ აიღო ვალდებულება საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში ემსახურა 4 წელი. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 17 ნოემბრის ბრძანებით, ვ--------–----ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან.

 

კონტრაქტის შესაბამისად სამხედრო მოსამსახურის ვალდებულებას წარმოადგენდა კონტრაქტით გათვალისწინებული ვადით და პირობებით ემსახურა შეიარაღებულ ძალებში, ხოლო სამინისტროს ვალდებულებას წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურის ხელფასით უზრუნველყოფა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ვ--------–----ემ 2017 წლის 24 ივლისს ჩაიდინა სამართალდარღვევა კერძოდ, მას სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე დაუფიქსირდა ალკოჰოლური თრობა და იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. თავდაცვის სამინისტრო ასევე მიუთითებს, რომ ვ--------–----ეს სრულად არ უმსახურია ნოემბრის თვის ბოლომდე, თუმცა ზედმეტად ჩაერიცხა სრული 30 დღის ხელფასი 916 ლარი ნაცვლად 611,20 ლარისა, შესაბამისად ზედმეტად გაცემულმა თანხმა შეადგინა 305,60 ლარი. ამდენად, მოსარჩელე მოითხოვს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ვ--------–----ეს დაეკისროს - 305,60 ლარის ანაზღაურება.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ვ--------–----ეს წერილობითი ფორმით შესაგებელი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელზე არ წარმოუდგენია, ამასთან, იგი არც 2019 წლის 31 იანვარს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად, არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2016 წლის 18 მაისს, ვ--------–----ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა N2583/16 კონტრაქტი სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომლითაც „სამხედრო მოსამსახურე“ იღებს ვალდებულებას, წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად იმსახუროს „სამინისტროს“ სამხედრო სამსახურში, ხოლო „სამინისტრო“ იღებს ვალდებულებას, გადაუხადოს „სამხედრო მოსამსახურეს“ ანაზღაურება და უზრუნველყოს იგი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 18 მაისის N2583/16 კონტრაქტი (იხ.ს.ფ. 13-17).

 

3.2. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 17 ნოემბრის ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონის 120 მმ ნაღმმტყორცნელთა ბატარეის ნაღმმტყორცნელთა II სექციის I გათვლის ნომერი (საშტატო კატეგორია „I კლასის რიგითი“ შტატი N8/1187-01) I კლასის რიგითი ვასო ამირანის ძე სილაგაძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 17 ნოემბრის N MOD 217 00007959 ბრძანება (იხ.ს.ფ.19).

 

3.3. დადგენილია, რომ მე-3 ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონის 120 მმ ნაღმმტყორცნელთა ბატარეის ნაღმმტყორცნელთა II სექციის I გათვლის ნომერი I კალსის რიგითი ვასო ამირანის ძე სილაგაძე 2017 წლის 24 ივლისს 06:40 საათზე სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე დაუფიქსირდა ალკოჰოლური სიმთვრალე. აღნიშნული ქმედებით მან დაარღვია სამხედრო სადისციპლინო წესდების 44-ე მუხლის მოთხოვნა, რის გამოც მე-3 ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონის 120 მმ ნაღმმტყორცნელთა ბატარეის ნაღმმტყორცნელთა II სექციის I გათვლის ნომერი I კლასის რიგითი ვასო ამირანის ძე სილაგაძე დათხოვნილი იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტით 2017 წლის 20 ნოემბრიდან.

 

დადგენილია, რომ მე-3 ქვეითი ბრიგადის ყოფილი სამხედრო მოსამსახურის პირველი კლასის რიგითი ვ--------–----ის ხელფასი შედგებოდა წოდებრივი სარგოს (დარიცხული 955.00 ლარი, ხელზე ასაღები 764.00 ლარი) წელთა ნამსახურეობის დანამატისაგან (დარიცხული 191.00 ლარი, ხელზე ასაღები 152.80 ლარი). სულ ჯამში დარიცხული 1146.00 ლარი, ხელზე ასაღები 916.80 ლარი. ვ--------–----ემ 2017 წლის ნოემბრის თვეში ხელზე აიღო სრული 30 დღის ხელფასი 916.80 ლარი, რომლის ნაცვლად უნდა აეღო 20 დღის ხელფასი 611.20 ლარი, ზედმეტად გაცემულმა თანხამ შეადგინა 305.60 ლარი.

 

ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ ცნობის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ვასო ამირანის ძე სილაგაძის ზედმეტად გადახდილი თანხმა შეადგენს 305.60 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობა/ მე-3 ქვეითი ბრიგადა/ 34-ე საარტილერიო ბატალიონი/მმართველობა ბატალიონის მეთაურის MOD 8 17 01133027 პატაკი (იხ. ს.ფ.18).

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობა/ მე-3 ქვეითი ბრიგადა/მმართველობა ბრიგადის N MOD 1 18 00746597 წერილი (იხ.ს.ფ.23)

- ცნობა ფინანსური პასუხისმგებლობის შესახებ (იხ.ს.ფ. 24).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონი; ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორცილების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯაროსამართლებრივი, ასევე კერძოსამართლებრივი ფორმები, მათ შორის, დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძოსამართლებრივი ხელშეკრულება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კერძოსამართლებრივი ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

 

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა მომდინარეობს მხარეთა შორის 2016 წლის 18 მაისის გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან, მოთხოვნის საფუძვლიანობა და კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის და სხვა საკანონმდებლო აქტების დებულებებთან.

 

6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.

 

,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო სავალდებულო სამსახური შეიძლება მოხდილ იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც.

 

,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას. ამავე კანონის მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, ხოლო მე-3 პუნქტის მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმით, სახელმწიფოს ხარჯზე ეძლევა სასურსათო ულუფა ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია და ფორმის ტანსაცმელი.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 18 მაისის, ვ--------–----ესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა N2583/16 კონტრაქტი ,,სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“, რომლითაც სამხედრო მოსამსახურე იღებდა ვალდებულებას, წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად ემსახურა სამინისტროს სამხედრო სამსახურში, ხოლო სამინისტრო იღებდა ვალდებულებას, გადაეხადა სამხედრო მოსამსახურისათვის ანაზღაურება და უზრუნველეყო ის სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ამავე კონტრაქტის მე-7 მუხლის 7.3. პუნქტით, იმ შემთხვევაში, თუ „სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული „სამხედრო მოსამსახურე“ მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან (წვევამდელის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვადამდე შეუწყდება კონტრაქტი) სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 (ათი) დღის ვადაში, აუნაზღაუროს „სამინისტროს“ ჯარიმის სახით 3 000 ( სამი ათასი) ლარი; „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ აცხადებს, რომ კონტრაქტიდან გამომდინარე დავების განხილვისას, სადაო არ გახდება წინამდებარე მუხლში აღნიშნული თანხა და არანაირი დავა არ წარმოიშვება მის ირგვლივ.

 

დადგენილია, რომ მე-3 ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონის 120 მმ ნაღმმტყორცნელთა ბატარეის ნაღმმტყორცნელთა II სექციის I გათვლის ნომერი I კლასის რიგითი ვასო ამირანის ძე სილაგაძე 2017 წლის 24 ივლისს 06:40 საათზე სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე დაუფიქსირდა ალკოჰოლური სიმთვრალე. აღნიშნული ქმედებით მან დაარღვია სამხედრო სადისციპლინო წესდების 44-ე მუხლის მოთხოვნა. მე-3 ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონის 120 მმ ნაღმმტყორცნელთა ბატარეის ნაღმმტყორცნელთა II სექციის I გათვლის ნომერი I კლასის რიგითი ვასო ამირანის ძე სილაგაძე დათხოვნილი იქნა შეიარაღებული ძალების რიგებიდან „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 თავის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტით 2017 წლის 20 ნოემბრიდან.

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის N MOD 217 00007959 ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონის 120 მმ ნაღმმტყორცნელთა ბატარეის ნაღმმტყორცნელთა II სექციის I გათვლის ნომერი (საშტატო კატეგორია „I კლასის რიგითი“ შტატი N8/1187-01) I კლასის რიგითი ვასო ამირანის ძე სილაგაძე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში.

 

დადგენილია, რომ მე-3 ქვეითი ბრიგადის ყოფილი სამხედრო მოსამსახურის პირველი კლასის რიგითი ვ--------–----ის ხელფასი შედგებოდა წოდებრივი სარგოს (დარიცხული 955.00 ლარი, ხელზე ასაღები 764.00 ლარი) წელთა ნამსახურეობის დანამატისაგან (დარიცხული 191.00 ლარი, ხელზე ასაღები 152.80 ლარი). სულ ჯამში დარიცხული დარიცხული 1146.00 ლარი, ხელზე ასაღები 916.80 ლარი. ვ--------–----ემ 2017 წლის ნოემბრის თვეში ხელზე აიღო სრული 30 დღის ხელფასი 916.80 ლარი, უნდა აეღო 20 დღის ხელფასი 611.20 ლარი, ზედმეტად გაცემულმა თანხამ შეადგინა 305.60 ლარი.

 

ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ ცნობის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ვასო ამირანის ძე სილაგაძის ზედმეტად გადახდილი თანხმა შეადგენს 305.60 ლარს.

 

საქმის მასალების თანახმად, მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეებს წარმოეშვებოდათ ვალდებულებები, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი კონტრაქტორს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობა. კერძოდ, საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ საკონტრაქტო სამსახურის გავლის პერიოდში მოპასუხე გათავისუფლდა სამსახურიდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო. შესაბამისად, კონტრაქტი ვადამდე შეწყდა მოპასუხის ბრალეულობით და ვ--------–----ეს არ დაუბრუნებია სამინისტროსათვის მასზე ზედმეტად გაცემული თანხა. შესაბამისად, 18.05.2016 წლის ხელშეკრულების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ ვ--------–----ეს უნდა დაეკისროს - 305,60 ლარის ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც იო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. ვ--------–----ეს (პ/ნ 4900101----), საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს - 305,60 ( სამას ხუთი ლარი და სამოცი თეთრი) ლარის ანაზღაურება;

 

3. მხარეები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), 14 დღის ვადაში, მოტივირებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების დღიდან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11)

 

მოსამართლე ლელა მილდენბერგერი