განაჩენი

სისხლის სამართლის 20.12.2018
საქმის ნომერი
330100114002418437
თარიღი
20.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1--------

გამოძიების №------------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

სასამართლოს დასახელება

 

20 დეკემბერი, 20-8 წელი ქ. თბილისი

თარიღი ადგილი

 

მოსამართლე - დავით მგელიაშვილი

სხდომის მდივნი - ლელა აბალიშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე

ბრალმდებელი - ნ----- გურული

 

დაცვის მხარე

დამცველები - ა-–-------------, დ-----------------

ბრალდებული - დ-------- ტ------–ის ძე ს------–--ე, დაბადებული - 1--- წლის 1---------ს, პირადი N6----------, დაოჯახებული, საშუალო-ტექნიკური განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–-------------------------ში.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-5-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება);

ბრალდებული - ბ----- თ------ს ძე მ------–---–ი, დაბადებული - 1--- წლის 2--------ს, პირადი N3----------, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ს--------ს რ---------------– კ----------–ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-------------------------ში.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-5-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).

ბრალდებული - გ--–- მ-–-ს ძე მ------–---–ი, დაბადებული - 1--- წლის 1--------ს, პირადი N3----------, დაოჯახებული, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ს--------ს რ---------------– კ----------–ში.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-5-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ-------- ს------–--ის, ბ---- მ------–---–ის და გ--–- მ------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2--- წლის 22 ივლისს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ-------–--–----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბ---- მ------–---–მა, დ-------- ს------–--ემ და გ--–- მ------–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ა-–---------- ა---–--ას, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.

ასევე, ბ---- მ------–---–ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. კერძოდ,2--- წლის 22 ივლისს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ-------–--–----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბ---- მ------–---–მა ა-–---------- ა---–--ას ,,ჰ-------” ფირმის ავტომანქანას, სახ. ნომრით „P------“, ესროლა აგური და განზრახ დააზიანა ავტომანქანის საქარე მინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგენა 300 ლარი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდებულების - დ-------- ს------–--ის და ბ---- მ------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2--- წლის 22 ივლისს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ. თბილისში, ს-----ის ქუჩა N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე ბ---- მ------–---–მა და დ-------- ს------–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ა-–---------- ა---–--ას, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.

ასევე, ბ---- მ------–---–მა 2--- წლის 22 ივლისს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ-------–--–----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე ა-–---------- ა---–--ას ,,ჰ-------” ფირმის ავტომანქანას, სახ. ნომრით „P------“, ესროლა აგური და განზრახ დააზიანა ავტომანქანის საქარე მინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგენა 300 ლარი.

ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა 2--- წლის 22 ივლისს, ქ. თბილისში, ს------------ N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ--–- მ------–---–ის მიერ ა-–---------- ა---–--ას ცემის ფაქტი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ დ-------- ს------–--ის და ბ---- მ------–---–ის მიერ ცემის ჩადენას

 

დაზარალებულ ა-–---------- ა---–--ას მიერ სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ ცხოვრობს თბილისში, ს-----ის ქუჩა N---ში დედასთან ერთად. დ-------- ს------–--ე ცხოვრობს მის მეზობლად, ს-----ის ქუჩა N--ა-ში. 2--- წლის 22 ივლისს დედასთან ერთად იმყოფებოდა საავადმყოფოში, საიდანაც დაბრუნდა გვიან და დაინახა, რომ მის ეზოში ელაგა სამშენებლო მასალები, რომელიც მანქანის გადაადგილებას აფერხებდა. ვინაიდან, დედა მიჯაჭვულია ეტლს და დამოუკიდებლად უჭირს გადაადგილება, დაუკავშირდა დ-------- ს------–--ეს, რომელსაც უსაყვედურა თუ რატომ დაალაგა სამშენებლო მასალები ისე, რომ არ გააფრთხილა აღნიშნულის თაობაზე, რაზეც დ-------- ს------–--ემ უპასუხა - „ყელში ამოხვედი, ვინ ჩემი ფეხები ხარო“. საუბრის ტონით მიხვდა, რომ დ-------- ს------–--ე იმყოფებოდა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ და გაუთიშა ტელეფონი. დაიწყო ჭიშკრის გაღება, რა დროსაც დაინახა მისი მიმართულებით მიმავალი დ-------- ს------–--ე, მისი ცოლის ძმა - ბ---- მ------–---–ი და კიდევ ორი პირი. დ-------- ს------–--ე გამოირჩეოდა აგრესიით და კიდევ გაუმეორა, რომ „ჩემი ნებაა აქ რას დავალაგებ და შენ ვინ ჩემი ფეხები ხარო“. ის შეეცადა სიტუაციის განმუხტვას, რადგან არ უნდოდა დედას ენერვიულა. მიუთითა დ-------- ს------–--ეს ტონისთვის დაეწია და მშვიდად ესაუბრა, რამაც დ-------- ს------–--ის კიდევ უფრო გაღიზიანება გამოიწვია, დაუწყო ყვირილი და მოულოდნელად მუშტი დაარტყა მარცხენა თვალის არეში, რის გამოც იგრძნო ტკივილი და წამიერად თვალთ დაუბნელდა, მაგრამ მხედველობა არ დაუკარგავს. სწორედ ამ დროს, დ--------ს ცოლის ძმამ - ბ---- მ------–---–მაც დაარტყა მუშტი და დარტყმის შედეგად დაეცა ძირს, რის შემდგომ ორივე გამეტებით ურტყამდა წიხლებს თავის და სხეულის არეში, ხოლო გ--–- მ------–---–ი ვითომ ცდილობდა მათ გაშველებას - იჭერდა. ამ დროს დედა იმყოფებოდა მისი კუთვნილი ავტომანქანის უკანა სავარძელზე, რომელიც ყვიროდა და ითხოვდა შველას. ყვირილის ხმაზე დ-------- ს------–--ე და ბ---- მ------–---–ი გაჩერდნენ და შეძლო წამოდგომა. წამოდგომის შემდგომ ბრალდებულების მისამართით დაიწყო გინება, რის გამოც დ-------- ს------–--ემ და ბ---- მ------–---–მა კვლავ დააგდეს ძირს და წაქცეულ მდგომარეობაში სცემდნენ სხეულის და თავის არეში. შემთხვევის ადგილზე გასაშველებლად მივიდნენ მეზობლები, რომლებმაც განარიდეს შემთხვევის ადგილს და გაიყვანეს დაახლოებით 20-30 მეტრში. დაზარალებულის განმარტებითვე, მას ბრალდებულებისთვის ხელი არ დაურტყამს და თუ საიდან მიიღეს დაზიანებები, არ იცის.

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისაცა სასამართლოს მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულ ა-–---------- ა---–--ას დედამ - ი-----–--- რ---–---–მა და დამატებით განმარტა, რომ მის შვილს ჭიშკარსა და მანქანას შორის სცემდა ორივე ბრალდებული. იქ მყოფი მესამე პირის ვინაობა არ იცის. მათ ა-–---------- დააგდეს ძირს და ურტყამდნენ. ამ დროს მივიდნენ მეზობლები, რომლებმაც გააშველეს. ასევე, მივიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. მისივე ჩვენებით, მის შვილს ჩხუბის დროს დანა არ ჰქონდა და არც არავისთვის მიუყენებია დაზიანებები.

მოწმე ნ----- გ------–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მის მეზობლად ცხოვრობენ ა-–---------- ა---–--ა და დ-------- ს------–--ე. 2--- წლის 22 ივლისს იმყოფებოდა ეზოში, რა დროსაც ა-–---------- ა---–--ას ეზოს მხრიდან გაიგონა ხმაურის ხმა, რომელიც შემდგომ ჩხუბში გადაიზარდა. გამოვიდა ეზოდან და გაემართა ა-–---------- ა---–--ას სახლის მიმართულებით, როდესაც მიუახლოვდა ა-–---------- ა---–--ას ეზოს დაინახა, რომ ჩხუბობდა რამდენიმე პირი. თავიდან ვერ იცნო ჩხუბის მონაწილე პირები და დააპირა წასვლა, მაგრამ ამ დროს გაიგონა ა-–---------- ა---–--ას ხმა - „ბიჭო ნუ მაგინებ დედასო“, იცნო ხმაზე და დაიწყო ჩხუბის მონაწილეთა გაშველება. ა-–---------- ა---–--ა ეზოს შესასვლელში კუთხეში ჰყავდათ მიმწყვდეული და მუშტებს ურტყამდა ორი პირი, ხოლო მესამე - ჭაღარათმიანი პიროვნება ზემოდან მორბოდა. ა-–---------- ა---–--ა გამოიყვანა ეზოს გარეთ, რომელსაც დაედევნა ორი პირი, რომელთაგან ერთ-ერთმა შიფერი ჩაარტყა თავის არეში. დარტყმის შედეგად ა-–---------- ა---–--ა დაეცა, რომელმაც აიღო შიფრის ნატეხი და ცდილობდა თავის დაცვას. ა-–---------- ა---–--ას ტუჩიდან მოსდიოდა სისხლი და მაისური ჰქონდა დასვრილი. მოწმის განმარტებითვე, დაზარალებულის მანქანა გაჩერებული იყო ეზოს შესასვლელთან, რომელშიც იჯდა ა-–----------ს დედა - ი-----–--- რ---–---–ი და ითხოვდა შველას. იგი მივიდა მასთან და ცდილობდა მის დამშვიდებას.

მოწმე ნ-----–- გ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2--- წლის 22 ივლისს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც გაიგონა ხმაურის ხმა მივიდა შემთხვევის ადგილზე, რათა გაეგო რა ხდებოდა. ადგილზე მისულმა დაინახა, რომ ა-–---------- ა---–--ა თავის ეზოს კართან იდგა ზურგით და მოდიოდა უკან-უკან, თან სთხოვდა ბრალდებულებს „დედას ნუ მაგინებთო“. სწორედ ამ დროს, ერთ-ერთმა ჩხუბის მონაწილემ რაღაც საგანი დაარტყა ა-–---------- ა---–--ას, რომელიც დარტყმის შედეგად დავარდა ძირს. გაშველების მიზნით მიუახლოვდა და სწორედ ამ დროს დაინახა, რომ დ-------- ს------–--ემ ა-–---------- ა---–--ას სახის არეში ამოარტყა ფეხი. ა-–---------- ა---–--ას ხელში ეკავა შიფერი, რომლითაც ცდილობდა თავის დაცვას და იქნევდა ხელს, თუმცა არავის მოხვედრია. ა-–---------- ა---–--ა გაარიდა შემთხვევის ადგილს, გაიყვანა მასთან ეზოში, რომელსაც ტუჩი ჰქონდა გახეთქილი და ცხვირი გასიებული.

მოწმე ხ------- მ--------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ ა-–---------- ა---–--ა და დ-------- ს------–--ე არიან მისი მეზობლები. 2--- წლის 22 ივლისს, საღამოს საათებში, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც გაიგონა ყვირილის ხმა. გამოვიდა გარეთ და დაინახა ა-–---------- ა---–--ა იდგა ეზოს კართან და ყვიროდა „დედას ნუ მაგინებთო“. დაინახა დ-------- ს------–--ე, რომელსაც ახლდა მისთვის უცნობი პირი, რომლებიც დაედევნა ა-–---------- ა---–--ას, ხოლო დ-------- ს------–--ემ თავში ჩაარტყა შიფერი, რომელიც დაიმსხვრა. დარტყმის შედეგად ა-–---------- ა---–--ა დავარდა ძირს, თუმცა დ-------- ს------–--ე და მისი თანხმლები პირი აგრძელებდნენ ა-–---------- ა---–--ას ცემას. ა-–---------- ა---–--ას ხელში ეჭირა შიფერი, რომელსაც იქნევდა და ცდილობდა თავის დაცვას. მეზობლებმა გააშველეს და ა-–---------- ა---–--ა გაარიდეს შემთხვევის ადგილს, ხოლო მის მიერ გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

მოწმე მ------ ხ---–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს თბილისში, ს-----ის 9---ში. 2--- წლის 22 ივლისს, დაახლოებით 22:00 საათზე, იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც შემოესმა ხმაურის ხმა და გავიდა გარეთ. გასვლისას დაინახა, რომ ა-–---------- ა---–--ა მორბოდა ეზოდან, რომელსაც უკან მოსდევდა ორი პირი. აღნიშნულმა პირებმა დაარტყეს ა-–---------- ა---–--ას, რომელიც ძირს დაეცა, თუმცა შემდგომ წამოდგა და გაიქცა. აღნიშნულმა პირებმა ა-–---------- ა---–--ას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა.

მოწმე ს--–---- ჟ-------ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2006 წლიდან მუშაობს გ-–-----------–------------–-–-------------------–---–- დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. მის მიერ გამოკითხული იქნა დაზარალებული ა-–---------- ა---–--ა, ა-–---------- ა---–--ას დედა - ი-----–--- რ---–---–ი და თვითმხილველი მოწმეები. საავადმყოფოდან გამოითხოვა ბ---- მ------–---–ის და დ-------- ს------–--ის ავადმყოფობის ისტორია, რომლის საფუძველზე დანიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზები.

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე - ლ---- ხ-------ის დაკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქ-------–--–----------------------ში ა-–---------- ა---–--ასგან ნაქირავებ ბინაში. კარგად იცნობს ა-–---------- ა---–--ას, დ-------- ს------–--ეს და მის ოჯახს. 2--- წლის 22 ივლისს, დაახლოებით 21:00 საათზე, ბრუნებოდა სახლში, რა დროსაც მისი საცხოვრებელი სახლის ეზოდან ისმოდა ყვირილის და გინების ხმა. მიუახლოვდა და დაინახა, რომ ა-–---------- ა---–--ას ურტყამდა რამდენიმე პირი, რომელთაგან ერთი იყო დ-------- ს------–--ე. ისინი აგინებდნენ ა-–---------- ა---–--ას და ურტყამდნენ. ა-–---------- ა---–--ას ავტომანქანაში იჯდა მისი დედა, რომელიც ყვიროდა და ითხოვდა შველას. ყვირილზე შეიკრიბა მეზობლები და ცდილობდნენ ა-–---------- გაერიდებინათ სიტუაციისთვის და გაიყვანეს ქუჩაში, თუმცა დ-------- ს------–--ე და მასთან ერთად მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი დაედევნა ა-–----------ს და ისევ დაუწყეს ცემა, კვლავ ცდილობდნენ ა-–----------ს გაყვანას. ჩხუბი გაგრძელდა დაახლოებით 10-15 წუთს. აღნიშნულის შემდგომ მივიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და განიმუხტა სიტუაცია.

2--- წლის 22 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ დათვალიერებისას ამოღებული იქნა სისხლის მაგვარი ლაქები. აღნიშნული გარემოება დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა - მ------ ჯ--–--------მ.

2--- წლის 23 ივლისის დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ ქ. თბილისის შსს გ-–-----------–--------------------–-----------------–---- დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ს--–---- ჟ-------ს მიერ დათვალიერებული იქნა მოწმე ა-–---------- ა---–--ას მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი „A-------“ ფირმის მოკლე სახელოიანი ცისფერი მაისური, ზომით „XXL“, წინ მხარეს საყელოსთან ორი ღილით. მაისურს მარჯვენა მკლავთან და საყელოსთან აღენიშნება მოწითალო ფერის სისხლის მაგვარი და მოყვითალო ფერის ლაქები. მარცხენა მკლავის სახელო არის დაზიანებული - ჩამოხეული აქვს სახელოს ნაწილი.

2--- წლის 8 სექტემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათის ქსეროასლის ჩანაწერების მიხედვით, მოქ. ა-–---------- ა---–--ას 2--- წლის 22 ივლისს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით, 23.07.2--- წელს გაეწია სამედიცინო დახმარება და ჰოსპიტალიზირებული იქნა ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში, დიაგნოზით: თავის ტრავმა, რომელიც ამჯერად არაა დაზუსტებული, ინტრაკრანიალური ტრავმა, სხვა დაუზუსტებელი დაზიანებები, დაუზუსტებელი როგორც შემთხვევითი ან წინასწარგანზრახული. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით მოქ. ა-–---------- ა---–--ას ასევე აღენიშნებოდა: ცხვირის და გულმკერდის არეში ექსკორიაციები, თავის არეში მცირე ჰემატომა. ექსპერტიზაზე წარდგენილი შპს „ა-------------------–----------–------–--------–----------------------------–------- სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N7----ის ქსეროასლის და ამავე კლინიკის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ N8----ის დედანის ჩანაწერების მიხედვით, მოქ. ა-–---------- ა---–--ას ზემოაღნიშნულ კლინიკაში 23.07.2--- წელს აღმოეჩინა სამედიცინო დახმარება და დადგინდა დიაგნოზი: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა, თავის ტვინის შერყევა, სახის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა, ექსკორიაციები გავა-წელის მიდამოს რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების მიხედვით, მოქ. ა-–---------- ა---–--ას ასევე აღენიშნებოდა: ცხვირის და გულმკერდის არეში ექსკორიაციები, თავის არეში ჰემატომა, პარაორბიტალური ჰემატომა მარცხნივ. მოქ. ა-–---------- ა---–--ას სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას (23.07.2---წ-ს) აღენიშნებოდა - თხემის, შუბლის, კისრის, გულმკერდის, მარჯვენა წინამხრის და იდაყვის სახსრის მიდამოებში ნაჭდევები, ცხვირის, მარცხენა თვალბუდის, ზედა ტუჩის და მარჯვენა ლავიწის მიდამოებში სისხლნაჟღენთები, ზედა ტუჩის ლორწოვანზე უსწორო ფორმისა და კიდურების მქონე ჭრილობები. აღნიშნული დაზიანებანი ერთობლიობაში აღებული განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და განეკუთვნებიან დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით დაზიანებანი არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა გ------- მ--------მ.

2--- წლის 29 ივლისის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N9------- დასკვნით დადგინდა, რომ დ-------- ს------–--ის მოკლესახელოებიანი მაისურის ზედაპირზე არსებული დაზიანებები გახევის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. ბ---- მ------–---–ის მოკლესახელოებიანი მაისურის ზედაპირზე არსებული გამჭოლი დაზიანება წარმოქმნილია, რაიმე მჩხვლეტავი–მჭრელი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, როგორიც შესაძლებელია იყოს დანა. ა-–---------- ა---–--ას მოკლესახელოებიანი მაისურის ზედაპირზე, მარცხენა სახელოს უმეტესი ნაწილის განცალკევება წარმოქმნილია გახევა-გამოგლეჯით ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა გ------ ლ-----------მ.

ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა: დ-------- ს------–--ემ და ბ---- მ------–---–მა ჩაიდინეს ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.

 

მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ბ---- მ------–---–ის მიერ სხვისი ნივთის დაზიანების ჩაიდინას, რამაც მნიშნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

დაზარალებულ ა-–---------- ა---–--ას მიერ სასამართლო სხდომაზე მოწმის სტატუსით მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ ბრალდებულებთან კონფლიქტის დროს, როდესაც ის მეზობლებმა შემთხვევის ადგილიდან გაიყვანეს, დაინახა თუ როგორ ისროლა ბ---- მ------–---–მა მისი ავტომანქანის მიმართულებით აგური და ჩაამტვრია საქარე მინა.

მოწმე ი-----–--- რ---–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ კონფლიქტის დროს იჯდა მისი შვილის - ა-–---------- ა---–--ას მანქანაში და დაინახა, რომ ბ---- მ------–---–მა მანქანას ესროლა აგური, რის შედეგადაც დაიმსხვრა ავტომანქანის მინა.

მოწმე ნ----- გ------–-----ის ჩვენების მიხედვით, ბ---- მ------–---–ი სწრაფად გაიქცა ეზოს მიმართულებით, რომელმაც აგური ესროლა მანქანას და დაამსხვრია მისი საქარე მინა.

მოწმე ხ------- მ--------–--ის ჩვენების თანახმად, კონფლიქტის დროს ა-–---------- ა---–--ას დედა იჯდა მანქანაში და სწორედ ამ დროს მანქანას მოხვდა აგური, რომელმაც დააზიანა მინა.

მოწმე მ------ ხ---–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ ჩხუბის დროს ა-–---------- ა---–--ას მანქანა გაჩერებული იყო ეზოს გარეთ, რომელშიც იჯდა მისი დედა. დაინახა, თუ როგორ მოხვდა მანქანას გასროლილი ნივთი და დაამსხვრია მინა.

მოწმის სტატუსით დაკითხული ბრალდებულ გ--–- მ------–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ დაინახა ბ---- მ------–---–მა როგორ ისროლა აგური, რომელიც მოხვდა მანქანის მინას.

2--- წლის 22 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ ავტომანქანის საბარგულიდან ამოღებული იქნა აგურის ნატეხი. აღნიშნული გარემოება სრულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა მ------ ჯ--–--------მ.

2--- წლის 30 ივლისის სასაქონლო ექსპერტიზის N2----- დასკვნით დადგინდა, რომ ავტომანქანის „H--------”, სახ. NP------, უკანა საქარე მინის საბაზრო ღირებულება შეადგენს 250 (ორასორმოცდაათ) ლარს, ხოლო აღდგენითი სამუშაოების ღირებულება (მინის მოხსნა-დაყენება) - 50 (ორმოცდაათ) ლარს.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა თ----- მ---მა.

აღნიშნულის საპირისპიროდ, მოწმის სტატუსით დაკითხულმა ბრალდებულმა გ--–- მ------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განაცხადა, რომ მას არავინ უცემია და მოჩხუბრებს აშველებდა, ხოლო ბრალდებულებმა: დ-------- ს------–--ემ და ბ---- მ------–---–მა ა-–---------- ა---–--ას ცემის ფაქტი დაადასტურეს, მაგრამ ბ---- მ------–---–მა უარყო სხვისი ნივთის განზრახ დაზიანება და განმარტა, რომ აგურის ნატეხი ესროლა დაზარალებულს, რომელიც ავტომანქანას შემთხვევით მოხვდა. დ-------- ს------–--ემ და ბ---- მ------–---–მა აჩვენეს ისიც, რომ გ--–- მ------–---–ი მხოლოდ გაშველებაში ღებულობდა მონაწილეობას და მას არავინ უცემია. პირიქით, ის ცემა დაზარალებულმა და მათაც მიაყენა დაზიანებები, რის თაობაზეც დღემდე მიმდინარეობს გამოძება და საქმეშიც მოიპოვება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შესაბამისი დასკვნები.

ამრიგად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ბ---- მ------–---–მა ჩაიდინა: 1. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება და 2. სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ხოლო დ-------- ს------–--ემ - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.

რაც შეეხება გ--–- მ------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1-5-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--–- მ------–---–ი აღნიშნული კვალიფიკაციით ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და უნდა გამართლდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-1- ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა. ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა.

შესაბამისად, სასამართლო საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად უტყუარად ვერ დადასტურდა გ--–- მ------–---–ის ბრალეულობა.

სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია პირველ რიგში ყურადღება გაამახვილოს პროკურორის მიერ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებულ ბრალდების ფორმულირებაზე და ამ საკითხის მნიშვნელობაზე მტკიცებულებების საკმარისობის შეფასების კონტექსტში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე გ--–- მ------–---–ს ედავება მასში, რომ 2--- წლის 22 ივლისს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ-------–--–----------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე გ--–- მ------–---–მა, ბ---- მ------–---–მა და დ-------- ს------–--ემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ა-–---------- ა---–--ას, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს დაზარალებულის ჩვენებაზე, დაარტყა თუ არა ბრალდებულმა ხელი და გამოიწვია თუ არა ბრალდებულის ხელის დარტყმამ ფიზიკური ტკივილი და რამდენად დასტურდება უტყუარად სხვა მტკიცებულებებით დაზარალებულის მიერ განმარტებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. უზენაესმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ამ საკითხზე ქვედა ინსტანციის განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასიათზე არაარგუმენტებულად მიაჩნია და მიუთითა, რომ ზოგადი მსჯელობა არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების სავალდებულობის შესახებ. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობებიდან გამომდინარე მოწმეთა ჩვენებები არ მიიჩნია სარწმუნოდ და გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.

სასამართლო აღნიშნავს, რომ გ--–- მ------–---–ის მიერ ა-–---------- ა---–--ას 2--- წლის 22 ივლისს განხორციელებული ცემის ფაქტის დასადასტურებლად, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა იმ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა გ--–- მ------–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.

საქართველოს სსსკ-ის მე-1- მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ რომელიმე კატეგორიის საქმეზე (მაგ.: თუ დაზარალებული არასრულწლოვანია) გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს.

მტკიცებულების საკმარისობის საკითხზე არაერთი განმარტება აქვს გაკეთებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, კერძოდ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 20-6 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29, 20-6 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 20-6 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).

განსახილველ შემთხვევაში, დაზარალებულისა და ბრალდებულთა სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებების მიხედვით, გ--–- მ------–---–ი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და მხოლოდ გაშველებაში ღებულობდა მონაწილეობას. მას დაზარალებული არ უცემია, პირიქით, გაშველების პროცესში თვითონ მიიღი დაზიანება. აღნიშნული ჩვენებები სრულ თანხვედრაშია იმ მოწმეთა ჩვენებებთან (ნ----- გ------–-----ი, ნ-----–- გ--------ე, ხ------- მ--------–--ე, ლ---- ხ-------ი, მ------ ხ---–--ე), რომლებიც შემთხვევის ადგილზე ჩხუბის დაწყების შემდეგ მივიდნენ და სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ა-–---------- ა---–--ას ორი პირი - ბ---- მ------–---–ი და დ-------- ს------–--ე სცემდა.

ამდენად, პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა გ--–- მ------–---–ის მიერ ა-–---------- ა---–--ას ცემის ფაქტს, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია და შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული გ--–- მ------–---–ი უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1-5-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ქმედების ჩადენისათვის.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრული დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც ნიშნავს იმას, რომ პროცესის შედეგი დამოკიდებული იყო მხოლოდ იმაზე, თუ როგორ დაასაბუთებდნენ მხარეები თავიანთ პოზიციას და რა მტკიცებულებებით დაადასტურებდნენ მათ.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. იგივე არის განცხადებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. რადგან ბ---- მ------–---–ი თავს სრულად არ სცნობდა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოიკვლია ბრალდების მხარის ყველა სადავო მტკიცებულება, რათა შეეფასებინა მათი სანდოობა და დამაჯერებლობა და დაასკვნა, რომ ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მტკიცებულებათა სარწმუნოობა და დ-------- ს------–--ის და ბ---- მ------–---–ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--–- მ------–---–ი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ-ის 1-5-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და უნდა გამართლდეს, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდნენ გ--–- მ------–---–ის მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებას.

სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ძირითადად ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის უფლებაზე, მოახდინოს მტკიცებულების ავთენტიკურობისა და შინაარსის შედავება. ამის პარალელურად, სასამართლო განსაკუთრებით უსვამს ხაზს მტკიცებულების შინაარსობრივ ხარისხს და მის სანდოობას (როგორც სამართლიანი განხილვის კომპონენტს), რადგან თუკი ეს არ იქნება უზრუნველყოფილი, დაირღვევა სამართლის უზენაესობის პრინციპი, რომელიც ევროპული კონვენციის პრეამბულაშია განმტკიცებული ძირითად ღირებულებად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიხედვით, უნდა შემოწმდეს, კონკრეტულად მიეცა თუ არა განმცხადებელს შესაძლებლობა მოეხდინა მტკიცებულებათა ავთენტიკურობისა და მისი გამოყენების შედავების შანსი. დამატებით, მტკიცებულებათა ხარისხი უნდა იქნეს მხედველობაში მიღებული, მათ შორის, ის გარემოებები, რომლებიც ქმნიან მისი სანდოობის და სიზუსტის ეჭვებს (იარემენკო უკრაინის წინააღმდეგ (Yaremenko v. Ukraine), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის 1- ივნისის გადაწყვეტილება, პუნქტი 76). ევროპული სასამართლოს მიდგომა კონკრეტული მტკიცებულების უარყოფის (ავთენტურობა/შინაარსი) თვალსაზრისით გამომდინარეობს სწორედ სამართლიანი განხილვის უფლებიდან.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 1-5 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა ბ---- მ------–---–მა ჩაიდინა: 1. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება და 2. სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ხოლო დ-------- ს------–--ემ - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება.

საქართველოს სსკ-ის 1-5-ე მუხლით (20-6 წლის 1- დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებული ცემისთვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ძალადობრივ ქმედებას ცემის სტატუსი ენიჭება იმ შემთხვევაში, როდესაც მოძალადე მსხვერპლს სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას აყენებს, ხოლო სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ აქტში, მაგალითად ხელის ერთხელ დარტყმაში. დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია ფიზიკური ტკივილის გამოწვევა.

საქართველოს სსკ-ის 1-5-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. მართალია, ცემა ან სხვაგვარი ძალადობა არ იწვევს ჯანმრთელობის დაზიანებას, მაგრამ იგი მაინც შეიძლება ჩაითვალოს ჯანმრთელობის საწინააღმდეგო დანაშაულად. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეულზე დარტყმა ან სხვაგვარი ძალადობა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად, მეტნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში და მიზეზობრივ კავშირშია მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. აღნიშნული დანაშაულის ჩადენის ხერხს და საშუალებას კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს. იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს ხელით, ფეხით ან რაიმე მკვრივი საგნით. სუბიექტური მხრივ განსახილველი დანაშაული პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება და სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი შერაცხადი პირი 14 წლის ასაკიდან. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია დაზარალებულისათვის როგორც ფიზიკური ტკივილის მიყენების ფაქტი, ისე მიზეზობრივი კავშირი განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის ჩადენის დროის განსაზღვრას მნიშვნელობა აქვს კანონის უკუძალის საკითხის გადასაწყვეტად, რადგან სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სისხლის სამართლის კანონი ამკაცრებს სასჯელს, მას უკუძალა არ გააჩნია.

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1-5-ე მუხლით (20-6 წლის 1- დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კრიმინალიზებული იყო სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 1-0-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციით, სსკ-ის 1-5-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დისპოზიცია იდენტური შინაარსით გადავიდა 1-6-ე მუხლის პირველ ნაწილში, თუმცა ამ დანაშაულისათვის დამძიმდა სასჯელი.

სასამართლო აღნიშნავს, რომ დ-------- ს------–--ის და ბ---- მ------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1-5-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება - ცემა, რამაც დაზარალებულის ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ჩადენილია 2--- წლის 22 ივლისს. სისხლის სამართლის კოდექსის 20-6 წლის 14 დეკემბრიდან მოქმედი რედაქცია აუარესებს ბრალდებულის სამართლებრივ მდგომარეობას - ამკაცრებს სასჯელს. შესაბამისად, ახალ კანონს უკუძალა ვერ მიენიჭება და ბრალდებულთა ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა უნდა განისაზღვროს ქმედების ჩადენის დროს მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1-5-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (20-6 წლის 1- დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება გულისხმობს სხვისი ქონების დაზიანებას, თუ ამ ქმედებამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ნივთის დაზიანებაში იგულისხმება ქონების თვისობრიობის ისეთი შეცვლა, რომლის დროსაც არსებითად უარესდება მისი მდგომარეობა, ხდება ქონების სამეურნეო ღირებულების შემცირება, იკარგება სასარგებლო თვისებათა მნიშვნელოვანი ნაწილი და მთლ----დ ან ნაწილობრივ გამოუსადეგარია სამეურნეო ან სხვა მიზნებისათვის. ნივთის დაზიანება ან განადგურება შესაძლებელია მასზე მექანიკური ან სხვა სახის ზემოქმედებით. დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს ნივთის მესაკუთრის ან სხვა კანონიერი მფლობელისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება.

დანაშაულებრივ ქმედებაში, დაზიანების შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა წარმოადგენს იმ თანხას, რისი დაზიანებაც მოახერხა დამნაშავემ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისას. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შეადგენს 300 ლარს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა (შენკი შვეიცარიის წინააღმდეგ (Schenk v. Switzerland), განაცხადი no. 10862/84, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 1- ივლისის გადაწყვეტილება, პუნქტები 45-46).

ამასთან, როგორც წესი, მტკიცებულება, მისი რელევანტურობა ფასდება ეროვნული სასამართლოების და არა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barberà, Messegué, Jabardo v. Spain), განაცხადები nos. 10588/83, 10589/83, 10590/83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, პუნქტი 68).

ამრიგად, სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმე, თითოეული მტკიცებულება შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის და დასაშვებობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ ბ---- მ------–---–ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ ცემისთვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება და სხვისი ნივთის დაზიანებისთვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; დ-------- ს------–--ე ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ ცემისთვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ხოლო გ--–- მ------–---–ი ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

დ-------- ს------–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

ბ---- მ------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

,,სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლო უთითებს, რომ განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედაც სასჯელს.

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადენის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეული პირის პიროვნებას. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბრალდებულთა მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მისი განხორციელების სახეს, ხერხს, მართლსაწინააღმდეგო შედეგს და წარსულ ცხოვრებას. ამდენად, დამნაშავეთა რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში გამოკვლეულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, ბრალდებულებს უნდა დაენიშნოთ შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმის სახით.

ამასთან, ბ---- მ------–---–ის შემთხვევაში სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სსკ-ის 59-ე მუხლის მოთხოვნებს (სასჯელის დანიშვნა დანაშაულთა ერთობლიობის დროს).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 270-ე, 271-274-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. გ--–- მ------–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1-5-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (20-6 წლის 1- დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

2. გ--–- მ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმდეს და განემარტოს გამართლებულს უფლება, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

3. ბ---- მ------–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ და მიესაჯოს:

- საქართველოს სსკ-ის 1-5-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (20-6 წლის 1- დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

- საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, ბ---- მ------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

5. ბ---- მ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.

6. დ-------- ს------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1-5-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (20-6 წლის 1- დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

7. დ-------- ს------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევისთანავე ყადაღა მოეხსნას დ-------- ს------–--ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე - ქ-------–------------------------, საკადასტრო კოდი №0---------------- რომელიც დაყადაღებულია 2 500 (ორი ათასხუთასი) ლარის ნაწილში.

8. ნივთმტკიცება:

- ,,CD” დისკი, რომელიც ინახება თბილისის საქალაქო სასამართლოში, დაერთოს საქმეს და შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

- აგური, სისხლისმაგვარი ლაქის ანაწმენდები და სისხლის ნიმუშები, რომლებიც ინახება შსს---–-----------–---------------------–---------–-–--------------------–---ში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მ ო ს ა მ ა რ თ ლ ე

 

დავით მგელიაშვილი