განაჩენი

სისხლის სამართლის 25.12.2018
საქმის ნომერი
330100113359376
თარიღი
25.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1------14

N0--------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი

 

სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ-------------------

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - თ------–----------–----–---–---ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, დაბადებული 19---–-–---------------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, ნ--–---------------------------------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–---------------------------------------ში.

 

ადვოკატი - მ--------------------------------–---–----–-----------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.

 

თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

თ------–----–---–---მა 2007 წელს გაიცნო საქართველოში ჩამოსული ი------–ის მოქალაქე ნ------------ი, იგივე ნ--------------–---–ი, რომელიც დაინტერესებული იყო საქართველოში ბიზნეს საქმიანობით. თ------–----–---–---მა გადაწყვიტა მოტყუებით დაუფლებოდა ნ------------ის კუთვნილ თანხებს, შევიდა მასთან ნდობაში და დაარწმუნა ეს უკანასკნელი, რომ ვითომდა ბ-------------ში მიმდინარე მშენებლობის პროექტში, რომელსაც ახორციელებდა სს „ა-------“, ფლობდა მოგების 20% წილს. თ------–----–---–---ი ნ------------ს დაპირდა, რომ 1300000 აშშ დოლარს დაუბრუნებდა ორი წლის ვადაში და ასევე გადასცემდა სს „ა-------ში“ მოგების 20%-ის 60 %, რაც, მისი დაპირებით, იქნებოდა 3 300 000 აშშ დოლარის 60%. თ------–----–---–---ი ასევე დაპირდა ნ------------ს, რომ თუ ბ-----ეს ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის პროექტი ვადაში ვერ განხორციელდებოდა, მას გადაუფორმებდა ზემოთაღნიშნული თანხით შეძენილ სს „ს--–-------------კში“ (ამჟამინდელი სს ბ-----------ი) თავის კუთვნილ 4% ოდენობის აქციებს.

2007 წლის მაისისა და ივნისის თვეში ნ------------მა თ------–----–---–---ს, ამ უკანასკნელის მიერ მითითებულ ორ სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე, ი------–იდან ორ ტრანშად გადაურიცხა ჯამში 1 300 000 აშშ დოლარი, თუმცა წერილობითი ხელშეკრულების გაფორმებაზე თ-–----–---–---მა უთხრა უარი, რის მიზეზად ასახელებდა სხვადასხვა გარემობებს.

ვინაიდან თ------–----–---–---მა ნ------------ს დათქმულ ორი წლის ვადაში, არ დაუბრუნა დაპირებული თანხა, ნ------------მა თ------–----–---–---ს მოსთხოვა პირობის შესრულება, რის სანაცვლოდაც თ--–----–---–---მა ნ. ს-----ს შესათავაზა სს „ს--–-------------კის“ მისი კუთვნილი 4% აქციების გადაფორმება. თ------–----–---–---მა, რომელიც იყო სს „ს--–-------------კის“ დამფუძნებელი კომპანიის, სს ს--–--------- საფინანსო ჯგუფის პარტნიორის, შპს „ქ-------------ის“ 50% წილის მფლობელი და წარმოადგენდა სს „ს--–-------------კის“ არაპირდაპირ, ბენეფიციარ მესაკუთრეს და პირდაპირი წესით არ ფლობდა ბანკის აქციებს და შესაბამისად, არ ჰქონდა უფლება გაეყიდა, ან სხვაგვარი გზით გაესხვისებინა ბანკის აქციები, 2009 წლის 15 ოქტომბერს ნ------------ს, როგორც ზ---არ ს-----ის მინდობილ პირს, გადაუფორმა შპს „ქ-------------ში“ თავისი კუთვნილი 50 % წილი, რითაც დაარწმუნა, რომ თითქოსდა მისგან მიღებული თანხის, 1 300 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გადასცა სს „ს--–-------------კის“ თავისი კუთვნილი 4% წილი.

2010 წლის 26 მარტს შპს „ქ-------------მა“ გააფორმა სანოტარო აქტი პარტნიორ კომპანია „ს--–----------------------–------ს.ეისთან“, რომლის თანახმად, სრულად გაიყიდა კომპანიის 100 % წილი. ხელშეკრულების მიხედვით, შპს „ქ------------ის“ აქციები გაყიდული იქნა 1800000 აშშ დოლარად განვადებით. ხელშეკრულების თანახმად, სს „ბ-----------ში“ დაიფარა ნ------------ის დავალიანება 499 000 აშშ დოლარი, ასევე შპს „ქ-------------ის“ დირექტორის თ----- გ-------–---ის მიერ ნ------------ზე, მიღება-ჩაბარების აქტებით, გადახდილი იქნა 70 000 აშშ დოლარი, ასევე ნ------------ის ანგარიშზე ჩარიცხულ იქნა 188000 აშშ დოლარი. სულ ნ------------მა მიიღო 762 000 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილ 538 000 აშშ დოლარს თ------–----–---–---ი დაეუფლა თაღლითურად.

აღნიშნული ქმედებით თ------–----–---–---მა ნ------------ს მიაყენა 538 000 აშშ დოლარის დიდი ოდენობის მატერიალური ზიანი.

 

თ------–----–---–---მა და ნ------------მა 2008 წლის 14 თებერვალს 50% წილობრივი მონაწილეობით დააფუძნეს შპს „პ------–------------–---------ია“, რომლის ანგარიშზე საქმიანობის განსახორციელებლად ნ------------ის სავალუტო ანგარიშიდან, საწესდებო კაპიტალის შესავსებად, შპს „პ------–------------–---------იის“ ანგარიშსწორების ანგარიშებზე გადარიცხული იქნა ჯამში 205 429,10 აშშ დოლარი, ხოლო თ------–----–---–---ის მიერ შეტანილი იქნა 6 909.00 ლარი.

2008 წლის 5 ივნისს, ნ------------ის სავალუტო ანგარიშიდან გადარიცხული თანხიდან კომპანიის მიერ შეძენილი იქნა ავტომანქანა „მერსედეს GL 450“, რომლის ღირებულება შეადგენდა 104 111,20 ლარს.

თ------–----–---–---მა გააგრძელა რა თავისი დანაშაულებრივი საქმიანობა, კვლავ ბოროტად ისარგებლა ნ------------ის ნდობით და მოტყუებით დაეუფლა მის კუთვნილ თანხებს, კერძოდ: დაარღვია კანონი „მეწარმეთა შესახებ“ და შპს „პ------–------------–---------იის“ წესდება და ნ------------ის, როგორც კომპანიის 50% წილის მფლობელისა და დამფუძნებელი პარტნიორისაგან მალულად, პარტნიორთა კრების მოწვევის გარეშე შენიღბულად 2008 წლის 1 ნოემბერს შპს „პ------–------------–-----------თან“ გააფორმა სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, გამსესხებელი თ--–----–---–---ი უზრუნველყოფდა მსესხებელს 50 000 ლარის ოდენობის სესხით. სესხის გადახდის ვადად განისაზღვრა 2011 წლის 31 დეკემბერი. სესხის პროცენტი ხელშეკრულებით შეადგენდა წლიურ 18%-ს. ს--------–----ო ექსპერტიზის თანახმად, თ------–----–---–---მა კომპანიას ასესხა 14393,92 ლარი, რასაც 2009 წლის განმავლობაში დაერიცხა არა 18%–იანი, არამედ 26%–იანი სარგებელი, თუმცა პირობის შეცვლაზე ახალი ხელშეკრულება არ გაფორმებულა, რითაც ხელოვნურად იქნა გაზრდილი კომპანიის ვალი თ------–----–---–---ის მიმართ. 2010 წლის 1 იანვრისათვის თ------–----–---–---ის მიმართ კომპანიის სესხის ძირმა თანხამ 26%-იან სარგებელთან ერთად შეადგინა 26 976.35 ლარი.

თ------–----–---–---მა 2010 წლის 21 ივლისს შპს „პ------–------------–---------იის“ დირექტორთან თ------------–--–-–---–თან, ნ------------თან, კომპანიის წესდებით დადგენილი წესით შეთანხმების გარეშე, გააფორმა ნასყიდობის ხელშკრულება, რომლის საფუძველზე, მის მიერ ერთპიროვნულად დადგენილ ფასად, 60000 ლარად შეიძინა კომპანიის კუთვნილი ავტომანქანა „MERCEDES-BENZ GL-450“, იმ მოტივით, რომ თითქოს ამ გზით აინაზღაურა კომპანიის დავალიანება მის წინაშე. თ------–----–---–---მა ისარგებლა რა ნ------------ის ნდობით, თაღლითურად დაეუფლა კომპანიის კუთვნილ 104 111,20 ლარად ღირებულ ავტომანქანას „MERCEDES-BENZ GL-450“, რითაც ნ. ს-----ს მიადგა დიდი ოდენობით 52 055 ლარის ზიანი.

აღნიშნული ქმედებით თ------–----–---–---მა ნ------------ს მიაყენა 52 055 ლარის დიდი ოდენობის მატერიალური ზიანი.

 

თ------–----–---–---მა და თ----------------ემ 2008 წლის 4 ივნისს 50%-50% წილობრივი მონაწილეობით დააფუძნეს შპს „ს------------ა“, რომლის წესდების მიხედვით კომპანიის ძირითად საქმიანობას შეადგენდა ქვის დამუშავება. თ------–----–---–---მა, რომელსაც ჰქონდა მინდობილობა სს „ბ-----------ში“ ნ------------ის სავალუტო ანგარიშიდან გაეტანა ფულადი თანხები, ნ------------ის კუთვნილი ანგარიშიდან გატანილი 120 000 აშშ დოლარით შეიძინა ქვის სამსხვრევი დანადგარი, ა/მანქანა ზილი და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია N------. თ------–----–---–---ის ნ.ს-----ისადმი დაპირებით, აღნიშნული კომპანიის დაარსების მიზანი იყო მიღებული მოგებიდან მისი, ნ------------ისა და თ------–----–---–--ნის კუთვნილი შპს „თ-------–--------“-ის დავალიანების დაფარვა რ--------–-----------------ბის ფონდის წინაშე, ასევე მისი დაპირებით, თ------–----–---–---ს ნ------------ისათვის ოფიციალურად უნდა გაეფორმებინა შპს „ს------------აში“ მისი წილობრივი მონაწილეობა. მიუხედავად დაპირებისა, თ------–----–---–---მა ნ------------ს არ გაუფორმა წილი შპს „ს------------აში“ და მესამე მეწილედ, მისგან მალულად დოკუმენტალურად გააფორმა თ----------------ის ძმა - მ--–--------------ძე. რაც შეეხება კომპანიის მოგებას, თ------–----–---–---მა ნ------------ი მოატყუა და უთხრა, შპს „ს------------ამ“ მოგების სახით მიიღო მხოლოდ 60 000 ლარი, რაც გადაირიცხა შპს „თ-------–-------7“-ის ანგარიშზე.

ს--------–----ო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შპს „ს------------ა“ 2009–2011 წლებში მუშაობდა მოგებაზე. 2009 წელს კომპანიამ მიიღო მოგება - 48 612,74 ლარის, 2010 წელს – 58258,8 ლარისა და 2011 წელს – 206818,07 ლარის ოდენობით.

თ------–----–---–---ს 2009 წელს დივიდენდის სახით დაერიცხა - 16401,1 ლარი, 2010 წელს – 24530,2 ლარი და 2011 წელს 65394 ლარი და შპს „ს------------ის“ ანგარიშიდან მის სახელზე 2010-2011 წლებში გაცემულია 13 546,21 ლარის დივიდენდი.

თ----------------ეს 2009 წელს დივიდენდის სახით დაერიცხა - 16401,09 ლარი, 2010 წელს - 24530,2 ლარი, 2011 წელს 65394,28 ლარი და შპს „ს------------ის“ ანგარიშიდან მის სახელზე 2010–2011 წლებში გაცემულია 83 586,35 ლარის დივიდენდი. ხოლო მ--–--------------ძეს 2011 წელს დივიდენდის სახით დაერიცხა - 11 372,92 ლარი.

შპს „ს------------ის“ მოგებიდან, რაც შეადგენდა 206818,07 ლარს, შპს „თ-------–--ის“ ანგარიშზე გადარიცხვები, მისი რ--------–-----------------ბის ფონდიდან აღებული სესხის დასაფარად არ განხორციელებულა.

ამდენად, თ------–----–---–---მა მოატყუა ნ------------ი, არ გადაუფორმა დაპირებული წილი შპს „ს------------აში“, ასევე დაუმალა კომპანიის მოგების შესახებ, რითაც თაღლითურად დაეუფლა ნ------------ის კუთვნილ 120 000 აშშ დოლარს.

აღნიშნული ქმედებით თ------–----–---–---მა ნ------------ს მიაყენა 120 000 აშშ დოლარის დიდი ოდენობის მატერიალური ზიანი.

 

2007 წლის 20 დეკემბერს თ------–----–---–---მა და თ----------------ემ 50%-50% წილობრივი მონაწილეობით დააფუძნეს შპს „თ-------–-------7“.

2006 წელს თ----------------ემ მ------–ი მდებარე სასტუმრო „თ-------–--ის“ შენობის შესაძენად სს „ს--–-------------კიდან“ გამოიტანა სესხი 155 000 აშშ დოლარის ოდენობით, მოთხოვნის უზრუნველყოფის სანაცვლოდ ბანკის წინაშე იპოთეკით დატვირთა მის სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ.თბილისი, მ–------ ქუჩა N-----------. 2008 წლის 7 ივნისისთვის თ----------------ის დავალიანება სს „ბ-----------ის“ წინაშე სარგებელთან ერთად შეადგინა 188 548 აშშ დოლარს.

სასტუმრო „თ-------–--ის“ ფუნქციონირებისათვის საჭირო იყო რ--------–-----------------ბის ფონდიდან სესხის მიღება, ხოლო სესხის მოთხოვნის უზრუნველყოფის სანაცვლოდ თ----------------ის ან თ------–----–---–---ის უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა რ--------–-----------------ბის ფონდის სასარგებლოდ.

თ------–----–---–---ი განაგრძობდა თავის დანაშაულებრივ საქმიანობას, გადაწყვიტა მოტყუებით დაუფლებოდა ნ------------ის კუთვნილ თანხებს. ამ მიზნით მან ნ. ს-----ს დააფარინა თ----------------ის დავალიანება სს „ბ-----------ის“ წინაშე - 188 548 აშშ დოლარის ოდენობით, იმ პირობით, რომ აღნიშნულ თანხას დაუბრუნებდა უკან რ--------–-----------------ბის ფონდიდან შემდგომში ასაღები სესხიდან, ასევე შპს „თ-------–-------7“-ში გაუფორმებდა კომპანიის 33% წილს.

2008-2010 წლებში შპს „თ-------–-------7“-მა რ--------–-----------------ბის ფონდიდან მიიღო სესხი ჯამში 1 900 000 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც არ იქნა დაფარული ნ------------ის კუთვნილი 188 548 აშშ დოლარი, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

აღნიშნული ქმედებით თ------–----–---–---მა ნ------------ს მიაყენა 188 548 აშშ დოლარის დიდი ოდენობის მატერიალური ზიანი.

 

სულ ნ------------ს თ------–----–---–---ის მიერ მიადგა დიდი ოდენობით 898,603 აშშ დოლარის ზიანი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თ------–----–---–---მა 2007 წელს გაიცნო საქართველოში ჩამოსული ი------–ის მოქალაქე ნ------------ი, იგივე ნ--------------–---–ი, რომელიც დაინტერესებული იყო საქართველოში ბიზნეს საქმიანობით. თ------–----–---–---მა გადაწყვიტა მოტყუებით დაუფლებოდა ნ------------ის კუთვნილ თანხებს, რის გამოც შევიდა მასთან ნდობაში.

 

თ------–----–---–---მა და ნ------------მა 2008 წლის 14 თებერვალს 50% წილობრივი მონაწილეობით დააფუძნეს შპს „პ------–------------–---------ია“, რომლის ანგარიშზე საქმიანობის განსახორციელებლად ნ------------ის სავალუტო ანგარიშიდან, საწესდებო კაპიტალის შესავსებად, შპს „პ------–------------–---------იის“ ანგარიშსწორების ანგარიშებზე გადარიცხული იქნა ჯამში 205 429,10 აშშ დოლარი, ხოლო თ------–----–---–---ის მიერ შეტანილი იქნა 6 909.00 ლარი.

2008 წლის 5 ივნისს, ნ------------ის სავალუტო ანგარიშიდან გადარიცხული თანხიდან კომპანიის მიერ შეძენილი იქნა ავტომანქანა „მერსედეს GL 450“, რომლის ღირებულება შეადგენდა 104 111,20 ლარს.

თ------–----–---–---მა ბოროტად ისარგებლა ნ------------ის ნდობით და მოტყუებით დაეუფლა მის კუთვნილ თანხებს, კერძოდ: დაარღვია კანონი „მეწარმეთა შესახებ“ და შპს „პ------–------------–---------იის“ წესდება და ნ------------ის, როგორც კომპანიის 50% წილის მფლობელისა და დამფუძნებელი პარტნიორისაგან მალულად, პარტნიორთა კრების მოწვევის გარეშე, შენიღბულად 2008 წლის 1 ნოემბერს შპს „პი-----–-----------–---------ასთან“ გააფორმა სესხის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, გამსესხებელი თ-–----–---–---ი უზრუნველყოფდა მსესხებელს 50 000 ლარის ოდენობის სესხით. სესხის გადახდის ვადად განისაზღვრა 2011 წლის 31 დეკემბერი. სესხის პროცენტი ხელშეკრულებით შეადგენდა წლიურ 18%-ს. ს--------–----ო ექსპერტიზის თანახმად, თ------–----–---–---მა კომპანიას ასესხა 14393,92 ლარი, რასაც 2009 წლის განმავლობაში დაერიცხა არა 18%–იანი, არამედ 26%–იანი სარგებელი, თუმცა პირობის შეცვლაზე ახალი ხელშეკრულება არ გაფორმებულა, რითაც ხელოვნურად იქნა გაზრდილი კომპანიის ვალი თ------–----–---–---ის მიმართ. 2010 წლის 1 იანვრისათვის თ------–----–---–---ის მიმართ კომპანიის სესხის ძირმა თანხამ 26%-იან სარგებელთან ერთად შეადგინა 26 976.35 ლარი.

თ------–----–---–---მა 2010 წლის 21 ივლისს შპს „პ------–------------–---------იის“ დირექტორთან თ------------–--–-–---–თან, ნ------------თან, კომპანიის წესდებით დადგენილი წესით შეთანხმების გარეშე, გააფორმა ნასყიდობის ხელშკრულება, რომლის საფუძველზე, მის მიერ ერთპიროვნულად დადგენილ ფასად, 60000 ლარად შეიძინა კომპანიის კუთვნილი ავტომანქანა „MERCEDES-BENZ GL-450“, იმ მოტივით, რომ თითქოს ამ გზით აინაზღაურა კომპანიის დავალიანება მის წინაშე. თ------–----–---–---მა ისარგებლა რა ნ------------ის ნდობით, თაღლითურად დაეუფლა კომპანიის კუთვნილ 104 111,20 ლარად ღირებულ ავტომანქანას „MERCEDES-BENZ GL-450“, რითაც ნ. ს-----ს მიადგა დიდი ოდენობით ზიანი.

აღნიშნული ქმედებით თ------–----–---–---მა ნ------------ს მიაყენა 37202,20 ლარის დიდი ოდენობის მატერიალური ზიანი.

 

თ------–----–---–---მა და თ----------------ემ 2008 წლის 4 ივნისს 50%-50% წილობრივი მონაწილეობით დააფუძნეს შპს „ს------------ა“, რომლის წესდების მიხედვით კომპანიის ძირითად საქმიანობას შეადგენდა ქვის დამუშავება. თ------–----–---–---მა, რომელსაც ჰქონდა მინდობილობა სს „ბ-----------ში“ ნ------------ის სავალუტო ანგარიშიდან გაეტანა ფულადი თანხები, ნ------------ის კუთვნილი ანგარიშიდან გატანილი 120 000 აშშ დოლარით შეიძინა ქვის სამსხვრევი დანადგარი, ა/მანქანა ზილი და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია N------. თ------–----–---–---ის ნ.ს-----ისადმი დაპირებით, აღნიშნული კომპანიის დაარსების მიზანი იყო მიღებული მოგებიდან მისი, ნ------------ისა და თ------–----–---–---ის კუთვნილი შპს „თ-------–--------“-ის დავალიანების დაფარვა რ--------–-----------------ბის ფონდის წინაშე. ასევე მისი დაპირებით, თ------–----–---–---ს ნ------------ისათვის ოფიციალურად უნდა გაეფორმებინა შპს „ს------------აში“ მისი წილობრივი მონაწილეობა. მიუხედავად დაპირებისა, თ------–----–---–---მა ნ------------ს არ გაუფორმა წილი შპს „ს------------აში“ და მესამე მეწილედ, მისგან მალულად დოკუმენტალურად გააფორმა თ----------------ის ძმა - მ--–--------------ძე. რაც შეეხება კომპანიის მოგებას, თ------–----–---–---მა ნ------------ი მოატყუა და უთხრა, შპს „ს------------ამ“ მოგების სახით მიიღო მხოლოდ 60 000 ლარი, რაც გადაირიცხა შპს „თ-------–-------7“-ის ანგარიშზე.

ს--------–----ო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შპს „ს------------ა“ 2009–2011 წლებში მუშაობდა მოგებაზე. 2009 წელს კომპანიამ მიიღო მოგება - 48 612,74 ლარის, 2010 წელს – 58258,8 ლარისა და 2011 წელს – 206818,07 ლარის ოდენობით.

თ------–----–---–---ს 2009 წელს დივიდენდის სახით დაერიცხა - 16401,1 ლარი, 2010 წელს – 24530,2 ლარი და 2011 წელს 65394 ლარი და შპს „ს------------ის“ ანგარიშიდან მის სახელზე 2010-2011 წლებში გაცემულია 13 546,21 ლარის დივიდენდი.

თ----------------ეს 2009 წელს დივიდენდის სახით დაერიცხა - 16401,09 ლარი, 2010 წელს - 24530,2 ლარი, 2011 წელს 65394,28 ლარი და შპს „ს------------ის“ ანგარიშიდან მის სახელზე 2010–2011 წლებში გაცემულია 83 586,35 ლარის დივიდენდი. ხოლო მ--–--------------ძეს 2011 წელს დივიდენდის სახით დაერიცხა - 11 372,92 ლარი.

შპს „ს------------ის“ მოგებიდან, რაც შეადგენდა 206818,07 ლარს, შპს „თ-------–--ის“ ანგარიშზე გადარიცხვები, მისი რ--------–-----------------ბის ფონდიდან აღებული სესხის დასაფარად არ განხორციელებულა.

ამდენად, თ------–----–---–---მა მოატყუა ნ------------ი, არ გადაუფორმა დაპირებული წილი შპს „ს------------აში“, ასევე დაუმალა კომპანიის მოგების შესახებ, რითაც თაღლითურად დაეუფლა ნ------------ის კუთვნილ 120 000 აშშ დოლარს.

აღნიშნული ქმედებით თ------–----–---–---მა ნ------------ს მიაყენა 120 000 აშშ დოლარის დიდი ოდენობის მატერიალური ზიანი.

 

სულ ნ------------ს თ------–----–---–---ის მიერ მიადგა დიდი ოდენობით 37202,20 ლარისა და 120 000 აშშ დოლარის მატერიალური ზიანი.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სრულად არის დადასტურებული საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ შემდეგ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა ნ------------მა განმარტა, რომ 2007 წელს მეგობრებისგან გაიცნო თ------–----–---–---ი, რომელმაც დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. თ------–----–---–---მა უთხრა, რომ დაინტერესებული იყო ქ.თბილისში, ბ-----ეს ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობით, რომლისგანაც გეგმავდა 20%-იანი მოგების მიღებას. აღნიშნულ ბინას აშენებდა თ----- ს-----–---–ი. თ------–----–---–---ის განმარტებით, აღნიშნული ობიექტის გასხვისების შემთხვევაში მოგება იქნებოდა მინიმუმ 15 000 000 აშშ დოლარზე მეტი. შესაბამისად 20%-იანი წილის მოგება გამოდიოდა 3 300 000 აშშ დოლარი. თ------–----–---–---მა სთხოვა აღნიშნულ მშენებლობაში ჩაედო თანხა 1 300 000 აშშ დოლარის ოდენობით. მისთვის საინტერესო შეთავაზება იყო და თ------–----–---–---ს ჰკითხა, როგორ შეიძლებოდა სამართლებრივად აღნიშნული საკითხის მოწესრიგება. თ------–----–---–---მა უპასუხა, რომ თ----- ს-----–---–ის ვალი ჰქონდა დასაფარი, თან ყიდულობდა აქციებს და თანხა სასწრაფოდ სჭირდებოდა, რის გამოც თ------–----–---–---ს მის მიერ მითითებულ თ----- ს-----–---–ის ფირმის ანგარიშზე სამ ტრანშად გადაურიცხა 1 300 000 აშშ დოლარი. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ თ------–----–---–---ს მოსთხოვა, რომ მათი პარტნიორობის საკითხი გაეფორმებინათ ოფიციალურად, რაზეც თ------–----–---–---მა უპასუხა, რომ იმ ეტაპზე შეუძლებელი იყო პარტნიორობის გაფორმება, ვინაიდან ბანკში, სადაც იყიდებოდა წილი, დამფუძნებლების 76% იყვნენ ყაზახები, რის გამოც უნდა ჩატარებულიყო სხდომა, რომელზეც გადაწყდებოდა, შეეძლო თუ არა, რომ იპოთეკით დაეტვირთა თავისი წილი, რასაც 2-3 თვე დასჭირდებოდა. ვინაიდან ეჭვი არაფერში ეპარებოდა, დათანხმდა თ------–----–---–---ს. თ------–----–---–---ს მოსთხოვა ეჩვენებინა ოფიციალური საბუთი, რომლითაც დასტურდებოდა მისი 20%-იანი წილი მშენებლობაში, რის გამოც თ------–----–---–---მა მიუტანა „ა-------სთან“ გაფორმებული ხელშეკრულება, რომელშიც გაწერილი იყო მისი უფლებამოსილებანი, ვალდებულებები და მოგების 20%. აღნიშნული ხელშეკრულება აჩვენა მის მეგობარს, რომელმაც განუმარტა, რომ აღნიშნულ დოკუმენტს არანაირი იურიდიული ძალა არ ჰქონდა. დაზარალებულის ჩვენებით, ის და თ---ო შეთანხმდნენ, რომ 1 300 000 აშშ დოლარის სესხის ვერ დაფარვის შემთხვევაში იგი სანაცვლოდ მიიღებდა ბ-----ეს ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის 20 % წილიდან 60%-ს. რეალურად აღნიშნული პროცენტი ძალიან მაღალი იყო, თუმცა 2007 წელს ძალიან კარგად ვითარებოდა ბიზნესი საქართველოში და კომპანიები 100%-იანი წილის მოგებაზე მუშაობდნენ. თ------–----–---–---ს იმდენად ენდობოდა, რომ მის საბანკო ანგარიშზე, სადაც ჰქონდა მილიონობით თანხა, მისცა მინდობილობა, რომლითაც მიანიჭა ხელმოწერის, თანხის გატანის, ქონების შეძენის უფლება. ჩამოაყალიბა კომპანია, რომლის დასახელებაა შპს „პ------–------------–---------ია“, რომლისთვისაც იქირავა ოფისი, ხოლო დირექტორად დანიშნა თ------–----–---–---ის ახლობელი - თ------------–--–-–---–ი. კომპანიისთვის შეიძინა ორი მანქანა: „მერსედესი ჯიელი“ და „დოჯი“. თ------–----–---–---მა სთხოვა 100 000 აშშ დოლარის სესხება, რომელიც ასესხა. აღნიშნული თანხით თ------–----–---–---მა შეიძინა „მ----------–---------------ა“, რომელიც მოგვიანებით გაახსვისა და სწორედ აღნიშნული თანხით შევიდა წილში. თ------–----–---–---თან ერთად ქ.თბილისში, მ-–------------------ში შეიძინა სარემონტო 3904 კვ.მ შენობა, 25 მიწისქვეშა ავტოფარეხით. აღნიშნულ შენობაში ერთობლივად გადაიხადეს 500 000 აშშ დოლარი და გააფორმეს განვადება. ვინაიდან დააკლდათ თანხა, მ-----–---------–---–ისგან აიღეს სესხი. 2008 წელს დაიწყო ომი, რის გამოც შეექმნათ ფინანსური პრობლემები, ვალი ჰქონდათ გასასატუმრებელი სექტემბერ-ოქტომბრის თვეში და კრედიტორი ითხოვდა მის კუთვნილ თანხას, მოგებასთან ერთად. ვინაიდან დავალიანება ვერ გაისტუმრეს დროულად, დამატებით დაერიცხა პროცენტები, რის გამოც თავად გადაიხადა 150 000 აშშ დოლარი. მას და მის შვილს, რომელიც მისი პარტნიორია, ბანკთან შეექმნათ პრობლემები. მის შვილს უმალავდა, რომ თ------–----–---–---თან არ ჰქონდა ოფიციალურად გაფორმებული დოკუმენტები. 2008 წლის მაისის თვეში თ------–----–---–---თან ერთად გააკეთა აღრიცხვა საერთო საკუთრებასთან დაკავშირებით. „ა-------ს“ პროექტი იყო ცალკე, შესაბამისად თ------–----–---–---ს მისგან ერგებოდა 73 000 აშშ დოლარი, რაც გადაუხადა მოგვიანებით. 3 000 000 აშშ დოლარიდან მოხდა შპს „პ------–------------–---------იის“ დაფინანსება, რომელსაც დასჭირდა 200 000 აშშ დოლარზე მეტი, აღნიშნულ კომპანიაში მას და თ------–----–---–---ს ჰქონდათ 50-50% წილი. თ------–----–---–---მა და თ----------------ემ, კომპანია ერთობლივად შეისყიდეს აუქციონზე 150 000 აშშ დოლარად, ასევე, მ------–ი შეიძინეს სასტუმრო 155 000 აშშ დოლარად, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მ–------ ქუჩაზე მდებარე თ----------------ის სახლი. თ------–----–---–---ს „მი-–--------გან“ უნდოდა კრედიტის აღება, რომლის უზრუნველსაყოფად უნდა ჩაედო სახლი, რომელიც უკვე იპოთეკით იყო დატვირთული. შესაბამისად, საჭირო იყო სახლის იპოთეკისგან განთავისუფლება, რათა იპოთეკით დატვირთულიყო განმეორებით. თ------–----–---–---მა სთხოვა გადაეხადა იპოთეკის თანხა 188 700 აშშ დოლარი, სახლი განთავისუფლდებოდა ყადაღისგან, აიღებდა კრედიტს მილიონ ნახევარ აშშ დოლარს, რომლისგანაც დაუბრუნებდა მის კუთვნილ თანხას, რის შემდეგ გახდებოდა მათი პარტნიორი, ანუ იქნებოდა სამი პარტნიორი, რაზეც დათანხმდა და მისი ანგარიშიდან თ----------------ეს გადაურიცხა თანხა. აღნიშნულის შემდეგ გაიფორმა წილის 1/3 და ელოდებოდა თანხის დაბრუნებას, თუმცა თანხა დღემდე არ დაუბრუნებიათ. მათ მიერ ჩამოყალიბდა ფირმა სახელწოდებით „ს------------ა“. თ------–----–---–---ის და თ----------------ის განმარტებით, ეს იყო ძალიან კარგი პროექტი, რადგან იწყებოდა ძალიან დიდი გზის მშენებლობა ს------–ი, რის გამოც გადაიხადა 80 000 აშშ დოლარი. თუმცა დოკუმენტებში ფიქსირდება, რომ შეიძინა საფქვავი, რომელშიც გადაიხადა 40 000 აშშ დოლარი. ასევე, 19 000 აშშ დოლარი გადაიხადა ავტომანქანა „კამაზში“. თ------–----–---–---ს ეკუთვნოდა სს „ს--–---------------ის“ აქციების 4%-იანი წილი და პარალელურად იყო ერთ-ერთი ფირმის 50%-იანი წილის მფლობელი, რის გამოც მოსთხოვა აღნიშნული წილების მის სასარგებლოდ გადაფორმება, რაზეც თ------–----–---–---ი დათანხმდა და სს „ს--–---------------ის“ 4%-იანი წილი გააფორმა მისი შვილის სახელზე. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ აღნიშნული ბანკის წილი განვადებით შეიძინა ერთ-ერთმა ფირმამ 900 000 აშშ დოლარად. აღნიშნული თანხა უნდა ჩარიცხულიყო მისი შვილის სახელზე, თუმცა რამდენიმე თვეში გაიგეს, რომ სამი თვის განმავლობაში თანხას იღებდა გ------------–--ე. აღნიშნულის შემდეგ გადაამოწმა ხელშეკრულება და აღმოჩნდა, რომ თ------–----–---–---ს მითვისებული ჰქონდა 86 000 აშშ დოლარი, რომლისგანაც მის საკუთრებას წარმოადგენდა 499 000 აშშ დოლარი, რომელიც ბოლოს დაფარა. თ------–----–---–---მა უთხრა, რომ მას უნდა გაეფორმებინა ხელშეკრულება, რომ ვითომდა სესხი „ქ-------------ისთვის“ 1 000 000 აშშ დოლარი ჰქონდა გადაცემული, რადგან საბუთებისთვის ასე იყო საჭირო, რის გამოც იძულებული გახდა მოეწერა ხელი. თ------–----–---–---მა გააყალბა მისი ხელმოწერა, რის საფუძველზეც ბანკიდან გაიტანა 313 000 აშშ დოლარი, რომლისგან თავად მიიღო 263 000 აშშ დოლარი. მისი შვილის მიერ წილის გაყიდვის შედეგად აღებული 900 000 დოლარიდან მიიღო 762 000 აშშ დოლარი. ვინაიდან არანაირი საბუთი არ გააჩნდა იმის დასამტკიცებლად, რომ თ------–----–---–---ი იყო მისი პარტნიორი, გადაწყვიტა საუბარი ჩაეწერა ფარულად. აღნიშნული მიზნით დაუკავშირდა თ------–----–---–---ს, რომელსაც ესაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ უნდოდა თანხის გადახდა და აინტერესებდა რამდენი ჰქონდა ვალი, რაზეც თ------–----–---–---მა უპასუხა, რომ მისი თანხა იყო დაახლოებით 2 000 000 აშშ დოლარი. აღნიშნულზე თ------–----–---–---ს უთხრა, რომ მას სხვა ინფორმაცია ჰქონდა და არ აწყობდა აღნიშნული თანხა, რაზეც თ------–----–---–---მა უთხრა, რომ უნდოდა მის შვილთან - ზ---არ ს-----თან შეხვედრა. დაუკავშირდა მის შვილს ზ---არ ს-----ს, რომელიც ჩამოვიდა საქართველოში და შეხვდნენ ოფისში, თუმცა ზ---არ ს-----თანაც არ მოხდა მოლაპარაკება. მან თ------–----–---–---ს შესთავაზა, რომ თითოეულის მხრიდან ორ-ორი ბიზნესმენი შეეკრიბათ, ესაუბრათ მათ პრობლემებთან დაკავშირებით და რასაც გადაწყვეტდნენ, ისე გაეკეთებინათ, რაზეც თ---ო დათანხმდა. შეთანხმდნენ, რომ შეხვდებოდნენ 17:00 საათზე, შეხვედრაზე თ------–----–---–---ი მივიდა მარტო და უთხრა, რომ მას საქართველოში არავინ ჰყავდა, ვინც ამ საკითხის მოწესრიგებაში დაეხმარებოდა და მოითხოვა მოსკოვში შეხვედრა, რაზეც დათანხმდა. შეთანხმდნენ, რომ 15 ივლისს შეხვდებოდნენ მოსკოვში. ჩავიდა მოსკოვში, რა დროსაც დაუკავშირდა თ------–----–---–---ი, რომელმაც უთხრა, რომ ჩაფრინდა მოსკოვში, თუმცა ვერ გადიოდა აეროპორტიდან, რადგან მისი ვიზა ძალაში შედიოდა მომდევნო დღის 12 საათიდან. მეორე დღეს დაუკავშირდა თ------–----–---–---ი, რომელმაც უთხრა, რომ მზად იყო შეხვედრისთვის. თ------–----–---–---ს სთხოვა მისულიყო სასტუმრო „რ--------–ი“, რაზეც თ---ომ უარი უთხრა და დაიბარა სასტუმრო „უ------ის“ უკან. მივიდა მითითებულ ადგილზე და შეხვდა თ------–----–---–---ს, რომელსაც მეტყველება უჭირდა, აიყვანა ერთ-ერთ ბინაში, რომელიც არ მოეწონა და ჰკითხა ვისი ბინა იყო, რაზეც თ---ომ უპასუხა, რომ იყო „მ-----–-----ის“ ბინა. თ---ოს ჰკითხა, თუ სად იყვნენ ის პირები, ვისთანაც უნდა ესაუბრათ, რაზეც თ---ომ უპასუხა, რომ ის პირები ვერ მივიდოდნენ, თუმცა გაესაუბრებოდა სხვა პირებს. სწორედ ამ დროს ბინაში შევიდნენ მ--–-------------–-ილი და თ---------------–---–ი, რომელსაც ჰქონდა მისი ვალი 100 000 აშშ დოლარის ოდენობით. ასევე, შევიდა სამი ე.წ. „კ------------------ი“ და იარაღიანი პირები, როლებიც მივიდნენ ფანჯარასთან და კარებთან და დაბლოკეს პერიმეტრი. აღნიშნულმა პირებმა განუმარტეს, რომ მ--–-------------–-ილი და თ------–----–---–---ი იყვნენ ძმები და ამიტომ თ------–----–---–---ს პასუხისმგებლობა ეხსნებოდა მილიონნახევარ აშშ დოლარზე. აღნიშნულის შემდეგ განცხადებით მიმართა საგამოძიებო ორგანოს, სადაც განუმარტეს, რომ უნდა განეხორციელებინა ფარული ჩაწერა, რაზეც დათანხმდა. თ------–----–---–---ი დაიბარა მისი მეგობარის - გი---------ას ოფისში, სადაც მიმდინარეობდა ფარული აუდიო ჩაწერა. აღნიშნულ შეხვედრაზე თ------–----–---–---ს ესაუბრა წილებთან დაკავშირებით, კერძოდ: შპს „თ-------–--ის“ და შპს „ს------------ის“ პროექტებთან დაკავშირებით. მეორე შეხვედრა და ფარული ჩაწერა განხორციელდა სასტუმრო „რ--------–ი“, რა დროსაც თ------–----–---–---ს მოსთხოვა მისი კუთვნილი მიწების მის სახელზე გადაფორმება, რაზეც თ---ომ უპასუხა, რომ ოდესმე გაუფორმებდა. თ------–----–---–---ს მოსთხოვა, რომ მეორე დღესვე გაეფორმებინა მიწები, რაზეც თ---ომ უპასუხა, რომ სადავო არ იყო ის გარემოება, რომ მიწები მას ეკუთვნოდა, იპოვიდა კლიენტს, გაყიდდა მიწის ნაკვეთებს და გადასცემდა თანხას. შპს „თ-------–--ის“ და შპს „ს------------ის“ პროექტიდან მას თანხა არ მიუღია, რადგან შპს „თ-------–--იდან“ აღებული თანხა ირიცხებოდა „მ--–---------ან“ აღებული კრედიტის დასაფარად. სს „ს--–---------------ის“ 76%-იანი წილი ეკუთვნოდა ყაზახურ მხარეს, ხოლო 24%-იანი წილი ეკუთვნოდა ქართულ მხარეს, კერძოდ, სამ ფირმას, მათ შორის სს „ქ-------------ს“, რომელთაგან თითოეულს ეკუთვნოდა 8-8%-იანი წილი. სს „ქ-------------ის“ 50%-იანი წილის გასხვისების შემდეგ მიიღო თანხა 263 000 აშშ დოლარი, რომელიც ერთ ტრანშად გადაერიცხა ანგარიშზე 80 000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო დარჩენილი თანხა გადასცეს სს „სა---------–--–------ში“, რომელსაც ესწრებოდა დ---------------------- გ------–---ი. აღნიშნული თანხიდან დაიფარა მისი ვალი 499 000 აშშ დოლარი სს „ს--–---------------ში“. მოწმის განმარტებით, თ----- გ--------ე გაიცნო ივლისის თვეში. მიღება-ჩაბარების აქტებზე პირველ ტრანშებზე დაფიქსირებული ხელმოწერები შესრულებულია აპრილი-მაისი-ივნისის თვეში, შესაბამისად, შეუძლებელია აღნიშნული თანხა მას მიეღო. თ------–----–---–---მა მის ნაცვლად გაიტანა შემდგომი ტრანში, რომელსაც მის ნაცვლად მოაწერა ხელი. თ------–----–---–---მა გააკეთა ყალბი საბუთები იმის თაობაზე, რომ თითქოს შპს „პი-----–-----------–---------ას“ ასესხა 40 000 ლარი, რომელიც კომპანიამ ვერ დაუბრუნა, რის გამოც კომპანიის ბალანსზე რიცხული მანქანა „მერსედეს GL 450“, რომელიც შეძენილი იყო 81 000 აშშ დოლარად, გაიფორმა მის სახელზე, რომელიც შემდგომ გაასხვისა. აღნიშნულის თაობაზე მისთვის არ უცნობებია თ------–----–---–---ს, არ ჩატარებულა პარტნიორთა კრება, არ გაუცია ნებართვა ქონების გასხვისების თაობაზე, მხოლოდ მას შემდგომ გახდა მისთვის ცნობილი, რაც მანქანა უკვე გაყიდული იქნა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ესაუბრა შპს „პ------–------------–---------იის“ დირექტორს - თ------------–--–-–---–ს, რომელსაც უთხრა, რომ მათ მიერ ჩადენილი იყო დანაშაული და ამის გამო უჩივლებდა. ერთ საღამოს ადვოკატთან ერთად გაიარა შპს „პ------–------------–---------იის“ ოფისთან, სადაც შუქი ენთო. მიხვდა, რომ ოფისში ვიღაც იყო და დააკაკუნა კარზე. გვიანი იყო და წესით ოფისში არავინ არ უნდა ყოფილიყო. კარი გაუღო თ------------–--–-–---–მა, რომელსაც ჰკითხა ასეთ დროს რას აკეთებდა ოფისში და სად იყო შპს „პ------–------------–---------იის“ საბუთები, რაზეც თ------ უპასუხა, რომ საბუთები შემოწმებაზე მიჰქონდა. მან თ.ა-----–--–-–--ლს მოსთხოვა საბუთების უკან დაბრუნება, მივიდნენ მანქანასთან და აღმოჩნდა, რომ შპს „თ-------–--ის“ და შპს „ს------------ის“ საბუთები თ--------ალაგებული ჰქონდა მანქანის საბარგულში, მოსთხოვა საბუთების დაუყოვნებლივ ოფისში დაბრუნება, რაზეც მიიღო პასუხი, რომ ვინაიდან შპს „თ-------–--ის“ და შპს „ს------------ის“ პროექტის ოფიციალური მეწილე არ იყო, არ დაუბრუნებდა საბუთებს. მხოლოდ შპს „პ------–------------–---------იის“ საბუთების გამორთმევა მოახერხა, რომელიც ამ ეტაპისთვის იმყოფება მასთან. შპს „ს------------ის“ პროექტთან დაკავშირებით თ------–----–---–---მა გამოართვა 80 000 აშშ დოლარი ქვის საფქვავის შესაძენად, 19 000 აშშ დოლარი მანქანის შესაძენად, ხოლო 40 000 ლარი საფქვავი მანქანის აღსადგენად და დასამონტაჟებლად. აღნიშნული თანხები თ------–----–---–---მა გამოართვა წილის გადაცემის და შემდგომი ბიზნესის ერთობლივად წარმოების სანაცვლოდ. შპს „ს------------ის“ პროექტთან დაკავშირებით თ------–----–---–---თან შეთანხმებული იყო, რომ მის მიერ გადახდილ თანხას 120 000 აშშ დოლარს დაუბრუნებდა უკან და გახდებოდა ამ კომპანიის მესამე მეწილე, თუმცა არც თანხა დაუბრუნებია და არც წილი გაფორმებულა მის სახელზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ესაუბრა თ------–----–---–---ს, რომელმაც განუმარტა, რომ არ ჰქონდა მნიშვნელობა ოფიციალურად იყო თუ არა გაფორმებული საბუთები, რადგან თავის წილს მაინც მიიღებდა. ჰკითხა თ------–----–---–---ს, დაიწყო თუ არა მუშაობა შპს „ს------------ის“ პროექტმა, რაზეც თ---ომ უპასუხა, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოგებამ შეადგინა 60 000 ლარი, რომელიც ჩარიცხა „მი-–--------“ ვალის დასაფარად. აღნიშნული პროექტიდან თ----------------ეს დივიდენდის სახით რაიმე ჰქონდა თუ არა მიღებული, ამის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს, ვინაიდან ბუღალტერიასთან არ ჰქონდა წვდომა. მისთვის მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ პროქტი კარგად მუშაობდა და კარგი შემოსავალი მოჰქონდა. აღნიშნულის თაობაზე სარჩელით მიმართა სასამართლოს, თუმცა ოპერატიული სამსახურის მიერ არ იქნა გადაცემული მისი და თ------–----–---–---ის საუბრის ჩანაწერები, რომლის თანახმად დგინდებოდა, რომ ნამდვილად გადასცა თ------–----–---–---ს 120 000 აშშ დოლარი. დღეის მდგომარეობით შპს „პ------–------------–---------იიდან“, შპს „თ-------–--იდან“ და შპს „ს------------იდან“ შემოსავალი მიღებული არ აქვს. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მ–------ ქუჩაზე მდებარე თ----------------ის კუთვნილი ბინა, აღებული თანხით შეიძინეს ძველი სასტუმრო „თ-------–--ი“ ს------–ი, მ------–ი, რომელსაც სჭირდებოდა რეაბილიტაცია, აშენება და საჭირო იყო თანხა, თუმცა ბინაზე იპოთეკის არსებობის შემთხვევაში სესხს არ მისცემდნენ, რის გამოც თ------–----–---–---ს გადაურიცხა 188 700 აშშ დოლარი, რომელიც თ------–----–---–---ს უნდა დაებრუნებინა ორ თვეში, რის შემდგომ იქნებოდნენ მეწილეები თავად, თ------–----–---–---ი და თ----------------ე და მიიღებდა აღნიშნული საწარმოს 33% პროცენტიან წილს. სესხის აღების შემდგომ არ მოხდა სესხის დაფარვა, რის გამოც დამატებით მოსთხოვეს შპს „თ-------–--ის“ მიერ „მი-–--------გან“ სესხის 400 000 აშშ დოლარის აღება. „მი-–--------“ ხელმძღვანელობამ სესხის უზრუნველსაყოფად მოითხოვა შპს „თ-------–--ის“ 75%-იანი წილის გაფორმება, 5 წლის ვადით, თუკი ხუთი წლის ვადაში მოხდებოდა სესხის დაფარვა, უკან დაუბრუნებდნენ წილს თ------–----–---–---ს და თ----------------ეს. აღნიშნული სასტუმროდან შემოსულ შემოსავალს იღებდა თ----------------ის და - რ--------------------ე. მოწმის განმარტებით, თ------–----–---–---ს არ დაუბრუნებია არც შპს „ს------------ისთვის“ გადაცემული 120 000 აშშ დოლარი და არც შპს „თ-------–--ის“ პროექტისთვის გადაცემული188 000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზ---არ ს-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ თ------–----–---–---ი გაიცნო თბილისში, რომელმაც ჩაადებინა თანხა ბ-----ეს ქუჩის და შპს „ს------------ის“ პროექტში, თუმცა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც კონტრაქტით იყო გათვალისწინებული, არ აიღო პასუხისმგებლობა. ბ-----ეს პროექტთან დაკავშირებით ზუსტად არ ახსოვს რა თანხაზე იყო საუბარი, თუმცა ახსოვს, რომ თანხა უკან უნდა მიეღოთ, თუმცა რეალურად თ------–----–---–---ს თანხა არ დაუბრუნებია. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ნაწილზე იყო ზეპირი შეთანხმება, ხოლო მეორე ნაწილზე არსებობდა ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებული იყო თ------–----–---–---სა და ნ------------ს შორის. თ------–----–---–---მა ნ------------ს კრედიტი ააღებინა, რომელიც არ გადაიხადა, აღნიშნულის გამო მათ ბანკმა წაართვა 8 000 000 აშშ დოლარის ქონება. ბ-----ეს პროექტიდან უნდა მიეღოთ მინიმუმ 20%-იანი სარგებელი. მ-–-----ის პროექტთან დაკავშირებით თ------–----–---–---თან ერთად აიღეს ერთობლივი ვალი, დაახლოებით 3 000 000 აშშ დოლარი. შპს „ს------------ის“ პროექტთან დაკავშირებით არ ახსოვს რა პირობებზე იყვნენ შეთანხმებული. შპს „პ------–------------–---------ია“ დაფუძნდა ინვესტიციების მოძიების მიზნით. შპს „ქ-------------ი“ იყო სს „ს--–---------------თან“ დაკავშირებული კომპანია, რომლისგანაც თ---ომ თავის ანგარიშზე ჩარიცხა თანხა. მან აღნიშნული პროექტიდან მიიღო 22 %-იანი წილის თანხა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ------------–--–-–---–ი-ბ-------–ის ჩვენებით ირკვევა, რომ თ------–----–---–---ის და ნ------------ის მიერ 2008 წელს დაარსდა შპს „პ------–------------–---------ია“, რომელშიც მათი წილები შეადგენდა 50-50%-ს. კომპანია მდებარეობდა ქ.თბილისში, უ-----ის ქუჩაზე, რომლის დირექტორად დაინიშნა თავად. აღნიშნული კომპანიის საწესდებო კაპიტალი თავდაპირველად განისაზღვრა 200 ლარით, თუმცა მოგვიანებით მოხდა საწესდებო კაპიტალის ზრდა, კერძოდ: ნ------------ის ანგარიშიდან ჩაირიცხა 100 000 აშშ დოლარი, ერთ თვეში კვლავ ჩაირიცხა 100 000 აშშ დოლარი, შემდეგ 5900 აშშ დოლარი, რომლითაც ოფისისთვის შეიძინეს ნივთები და აიყვანეს თანამშრომლები. ვინაიდან პროფესიით არის ფ---------ი, მას დაევალა ს--------–----ო აღრიცხვის წარმოება და დოკუმენტაციის მომზადება. კომპანიის საწესდებო კაპიტალში ასახული თანხა ჩაირიცხა ნ------------ის ანგარიშიდან, რომელიც შეადგენდა 200 000 აშშ დოლარზე მეტს, რომელიც მთლიანად გაიხარჯა ნაწილი ოფისის სამუშაობზე, იჯარის ქირაზე, რეკლამაზე და ორი მანქანის შეძენაზე, კერძოდ: კომპანიამ შეიძინა ავტომანქანა „მერსედეს ჯიელი“, რომელშიც გადაიხადეს 100 000 ლარი და ავტომანქანა „დოჯი“, რომელშიც გადაიხადეს დაახლოებით 15 000 ლარამდე თანხა. აღნიშნული მანქანების შეძენა მოხდა ამერიკაში. ნ------------ი თავიდან ქონების გაყიდვაზე იყო ორიენტირებული, თუმცა ოფისს რეალურად ფუნქციონირება არ დაუწყია, რაღაც პროექტები ჰქონდათ, თუმცა რეალურად კომპანიას საქმიანობა არ უწარმოებია. 2010 წელს შეთავაზება მიიღო სს „თ-----“ ბანკიდან, რის გამოც გადავიდა სამუშაოდ. მის ნაცვლად დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ნ---------–---–ი, რომელიც დაახლოებით სამ თვეში ნ------------მა გაუშვა სამსახურიდან და კვლავ თავად დაინიშნა დირექტორის პოზიციაზე. მოგვიანებით იჯარით 10 წლით აიღეს ოფისი ლ-----ის ქუჩაზე, ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, შეიძინეს ტექნიკა და ინვენტარი, რის შემდგომ გადავიდნენ აღნიშნულ ოფისში. მისთვის ცნობილია, რომ ნ------------ის ანგარიში იყო მისი და თ------–----–---–---ის საერთო ანგარიში, ვინაიდან ნ------------ს თ------–----–---–---ის სახელზე გაფორმებული ჰქონდა მინდობილობა, თანხის განკარგვასთან დაკავშირებით. მას მინდობილობა არ უნახავს, თუმცა ახსოვს, რომ თ------–----–---–---მა ნ------------ის ანგარიშიდან კომპანიის ანგარიშზე გადარიცხა თანხა. შესაბამისად, თუკი მას მინდობილობა არ ექნებოდა, ანგარიშიდან თანხას ვერ გადარიცხავდა. 200 000 აშშ დოლარის ჩარიცხვის შემდგომ მან მოითხოვა გაეფორმებინათ ოფიციალური დოკუმენტი, თუმცა შეთანხმდნენ, რომ დალოდებოდნენ შემდგომ ჩარიცხვას, რომელიც უნდა ყოფილიყო 200 000 აშშ დოლარი, შემდგომი ტრანზაქციები უნდა მომხდარიყო თ------–----–---–---ის ანგარიშიდან, რომლის საფუძველზე გასწორდებოდა თანხების ბრუნვა. ყოველთვიურ მიმდინარე ხარჯებზე ფორმდებოდა სესხის ხელშეკრულება თ------–----–---–---თან, რომელიც ურიცხავდა თანხას. აღნიშნულ სესხზე მისი, როგორც ბუღალტერის კომპეტენცია იყო, რომ განესაზღვრა ე---------–-------ს მიერ დადგენილი პროცენტი. შესაბამისად, თავიდან მისი რეკომენდაცია იყო სესხზე დაფიქსირებულიყო დაბალი პროცენტი, თუმცა შემდეგ მოხდა პროცენტის გადაანგარიშება, რადგან ე---------–-------ს მიერ გაიზარდა პროცენტი. 2008-2009 წლებში თ------–----–---–---მა კომპანიას მისცა სესხი 40 000 ლარამდე. სს „თ-----“ ბანკში მუშაობის პერიოდში ერთ საღამოს ნ------------მა დაიბარა ოფისში შეხვედრაზე, სადაც მოუვიდათ შელაპარაკება. ნ-----ის წასვლის შემდგომ გააცნობიერა, რომ თავად იყო დირექტორი და შესაბამისად, დოკუმენტაციაზე პასუხისმგებელი პირიც. ვინაიდან ოფისის გასაღები ბევრ ადამიანს ჰქონდა, გადაწყვიტა დოკუმენტაციის უსაფრთხო ადგილზე გადატანა, თუმცა ნ------------ი დაბრუნდა უკან და როდესაც დაინახა, რომ დოკუმენტაციას ალაგებდა, ძალიან გაბრაზდა და გააგდო ოფისიდან. ფირმის იურისტი - ჯ---–- იყო ოფისში, რომელმაც აუხსნა, რომ შესაძლებელი იყო დოკუმენტაციის ნ------------თან შენახვა. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტაცია ნ-----მა წაიღო სახლში და დოკუმენტაციის სრულყოფილებაზე აღარ აქვს ინფორმაცია. მოწმის ჩვენებით, იმ თანხაზე, რომელიც თ------–----–---–---მა სესხის სახით მისცა კომპანიას, თავდაპირველად 18 % იყო გადასახდელი, თუმცა შემდგომ პროცენტის ოდენობა აიწია 26%-მდე. ვინაიდან სესხის დაფარვის ვადა იყო 2010 წლის 31 დეკემბრამდე და ვადა იწურებოდა, თ------–----–---–---მა უთხრა, რომ აღნიშნული სესხის სანაცვლოდ მის სახელზე უნდა გადაფორმებულიყო კომპანიის კუთვნილი „ჯიელის“ ფირმის ავტომანქანა. შესაბამისად, აღნიშნული ავტომანქანა 60 000 ლარად გადაფორმებული იქნა თ------–----–---–---ის სახელზე, თუმცა აღნიშნულზე პარტნიორთა კრების ოქმი ნოტარიულად დამოწმებული არ არის. მანქანის შესაფასებლად აუდიტი არ მოუწვევიათ, მანქანის ფასი დაადგინა თ------–----–---–---მა, რომელსაც თავადაც დაეთანხმა.

 

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე - ნ---------–---–ის დაკითხვის ოქმით დადგენილია, რომ პროფესიით არის იურისტი. 2008 წლის ივლისის პირველი რიცხვებიდან 2008 წლის 20-25 აგვისტომდე მუშაობდა შპს „პ------–------------–---------იის“ დირექტორის თანამდებობაზე. მითითებულ კომპანიაში იურისტად არ უმუშავია და შესაბამისად, იურისტის ფუნქციები არ შეუსრულებია. კომპანიაში მისვლიდან რამდენიმე დღეში (2008 წლის ივლისის დასაწყისში) შპს „პ------–------------–---------იის“ ბრძანებით დარეგისტირდა საქართველოს ფ------------------------–--------–--ის სამსახურში, როგორც დირექტორი. მითითებული ბრძანებით შეცვალა მის დანიშვნამდე დირექტორის თანამდებობაზე მყოფი თ-------------–-–---–ი, რომელმაც გადაინაცვლა ბუღალტრის თანამდებობაზე. დირექტორად დანიშვნისთანავე გაეცნო კომპანიის წესდებას და შესაბამისად, დირექტორის უფლება-მოვალეობებს. წესდების მიხედვით, საზოგადოების პარტნიორები იყვნენ ნ------------ი და თ------–----–---–---ი (50%–50% წილობრივი მონაწილეობით). საზოგადოება დაფუძნებული იქნა უძრავი ქონების მართვის მიზნით. საზოგადოების საწესდებო კაპიტალი იმ მომენტისათვის (დაფუძნების დროს) შეადგენდა 200 ლარს. წესდებაში მითითებული იყო, რომ საზოგადოების საწესდებო კაპიტალი შესაძლებელია გაზრდილიყო არსებული კანონმდებლობით და წესდების პირობების გათვალისწინებით, კერძოდ: პარტნიორთა გადაწყვეტილებით. საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანო წესდების მიხედვით იყო პარტნიორთა საერთო კრება, რომლის აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენს დირექტორი. წესდების მიხედვით, დირექტორს ევალებოდა პარტნიორთა კრების მოწვევის უზრუნველყოფა უძრავი ქონების გასხვისების, შეძენის და დატვირთვის შემთხვევაში, ასევე სასესხო, საკრედიტო და სხვა გარიგებების დამტკიცების, საწესდებო კაპიტალის გაზრდის ან შემცირების შემთხვევაში და სხვა მოვალეობები, თუმცა კომპანიის პარტნიორებს იგივე წესდების მიხედვით, შეეძლოთ თავად უზრუნველეყოთ პარტნიორთა კრების მოწვევა დირექტორის გარეშეც, შეედგინათ კრების ოქმი, დაემოწმებინათ ნოტარიულად, რაც შემდეგ უნდა დარეგისრირებულიყო საჯარო რეესტრში. თუ პარტნიორთა კრების ოქმი არ არის დარეგისტრირებული ნოტარიულად, მას არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს, კერძოდ: ეს წესი შეეხება საწესდებო კაპიტალის ცვლილებას, დირექტორის, იურიდიული მისამართის სახელწოდების ცვლილებას. რაც შეეხება კომპანიის მიერ აღებულ სესხს, წესდების მიხედვით, არსებობს პარტნიორთა კრების მოწვევის ვალდებულება. შესაბამისად, კრების ოქმის შედგენის ვალდებულებაც, რაც ევალებათ პარტნიორებს. მათ კრების ოქმის შედგენა შესაძლებელია დაევალებინათ კომპანიის ნებისმიერი თანამშრომელისათვის, რომელიც იქნებოდა კრების მდივანი და ხელს მოაწერდა ოქმს. როგორც წესი, კრების ოქმზე უნდა იყოს ყველა პარტნიორის ხელისმოწერა. როგორც წესი, პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებას იღებს ყველა პარტნიორის თანხმობით და მასზე უნდა იყოს ხელმოწერები, იმ შემთხვევაშიც, თუ რომელიმე პარტნიორი არ ეთანხმება დღის წესრიგს, რაზეც უნდა განხორციელდეს კრების ოქმში შესაბამისი ჩანაწერი. შპს „პ------–------------–---------იის“ შემთხვევაში კრების ოქმზე უნდა იყოს ორივე პარტნიორის ხელისმოწერა, სხვა შემთხვევაში ასეთი კრების ოქმი (მარტო ერთი პარტნიორის მიერ ხელმოწერილი) არის ბათილი. მოწმის ჩვენებით, იგი კომპანიის დირექტორის თანამდებობიდან ოფიციალურად გათავისუფლდა 2008 წლის სექტემბერში მისი პირადი გადაწყვეტილებით და პარტნიორებთან შეთანხმებით, რა დროსაც დირექტორად დანიშნული იქნა კვლავ თ------------–--–-–---–ი. ოფიციალური ბრძანების გამოცემამდე დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში შეწყვიტა კომპანიასთან ურთიერთობა და აღარ დადიოდა სამსახურში. ფაქტიურად, კომპანიაში იმუშავა ორი თვის განმავლობაში. მისი კომპანიაში მუშაობის პერიოდში (2008 წლის ივლისიდან აგვისტოს ბოლომდე) ახსოვს, რომ ერთხელ იყო მოწვეული პარტნიორთა კრება, თუმცა ვერ იხსენებს, რა საკითხზე. მართალია პროფესიით იურისტია, თუმცა აღნიშნულ კომპანიაში იურისტად არ უმუშავია. შესაბამისად, ოფიციალურად კომპანიის პარტნიორებისათვის ან სხვა იქ მომუშავე პირებისათვის, იურიდიული კონსულტაცია არ გაუწევია. ვერ იხსენებს, რომ თ------------–--–-–---–ისათვის გაეწიოს იურიდიული კონსულტაცია, რათა მას შეედგინა შპს „პ------–------------–---------იის“ დამფუძნებელ პარტნიორთა რეესტრი, სადაც გაწერილი იქნებოდა პარტნიორთა წილები და შენატანები საწესდებო კაპიტალში. შესაძლებელია თ------------–--–-–---–ისათვის ერჩია, მითითებული დოკუმენტი შეედგინა კომპანიის შიდა რეესტრისათვის, რასაც არანაირი იურიდიული ძალა არ აქვს და დოკუმენტს არ წარმოადგენს. ასეთ დოკუმენტს არანაირი კავშირი კომპანიის საწესდებო კაპიტალის გაზრდასთან არ აქვს, ეს დოკუმენტი მხოლოდ აღრიცხავდა იმ ფაქტს, თუ რომელმა პარტნიორმა, როდის და რა ოდენობის თანხა დახარჯა კომპანიის ინტერესებისათვის, სხვა რაიმე დანიშნულება ამ დოკუმენტს ვერ ექნებოდა. მოწმის ჩვენებით, მას გამოძიების მიერ წარედგინა შპს „პ------–------------–---------იის“ დამფუძნებელ პარტნიორთა რეესტრი, სადაც გაწერილია პარტნიორთა წილები და შენატანები თითქოსდა საწესდებო კაპიტალში. მითითებულ ორ დოკუმენტზე ხელს აწერს თ------------–--–-–---–ი, როგორც კომპანიის დირექტორი. დოკუმენტებში გაწერილია, თუ როდის და რომელმა პარტნიორმა დახარჯა თანხები კომპანიის ინტერესებისათვის. ჩანაწერის მიხედვით, თითქოსდა 2008 წლის 13 თებერვალს საწესდებო შენატანი არის 200 ლარი, საიდანაც პროცენტული მონაწილეობა არის ს-----ისა და ჟ----–---–---ის 50%-50%. ასევე, ჩანაწერის მიხედვით, 2008 წლის 30 მაისს ნ------------ის მიერ შეტანილია 1 438 0000 ლარი; 2008 წლის 5 ივნისს ასევე ნ------------ის მიერ შეტანილია 143 80000 ლარი. 2008 წლის 30 ივლისს შეტანილია 7 576.31 ლარი, ხოლო 2008 წლის 3 სექტემბერს თ------–----–---–---ის მიერ შეტანილია 6 909,00 ლარი. მითითებული თანხები ვერ იქნება შეყვანილი შპს „პ------–------------–---------იის“ კაპიტალში, ვინაიდან ამ საკითხის ირგვლივ უნდა მოწვეულიყო პარტნიორთა კრება (კრება უნდა მოწვეულიყო პარტნიორთა ერთობლივი ინიციატივით და დირექტორის მიერ), შემდგარიყო ოქმი, დამოწმებულიყო იგი ნოტარიულად და მომხდარიყო მისი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, ასევე მომხდარიყო კომპანიის ანგარიშზე თანხის შეტანა, ან სალაროში ბრუნვის დაფიქსირება. მისი მუშაობის დაწყების პერიოდში შპს „პი-----–-----------–---------აში“ ქ.თბილისში, მ.ლ-----ის ქ.N8–ში მდებარე ოფისში უკვე მთავრდებოდ სარემონტო სამუშაოები. კომპანიის მიერ დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვა ობიექტზე ჩასატარებელი სამუშაოების შესახებ შედგა თუ არა, არ იცის, ვინაიდან ეს არ შედიოდა მის მოვალეობებში. როგორც წესი, ხარჯთაღრიცხვის შედგენა ევალება სამუშაოს შემსრულებელი კომპანიას, რაც გადაეცემა დამკვეთი კომპანიის ბუღალტერს შემდგომი ანგარიშსწორების მიზნით. შპს „პ------–------------–---------იის“ შემთხვევაში შედგა თუ არა ეს დოკუმეტი, მისთვის უცნობია. კომპანიაში მუშაობის ორი თვის განმავლობაში ყველა თანამშრომელთან ჰქონდა კარგი ურთიერთობა. კომპანიაში სამუშაოდ აიყვანეს ინტერნეტში განთავსებული ვაკანსიის საფუძველზე და შესაბამისად, არც ნ------------ს და არც თ------–----–---–---ს არ იცნობს. მუშაობის პერიოდში კომპანიაში ასევე მუშაობდნენ იურისტი ჯ---–-------------ე, მდივანი ნ--------–---–---–ი და კომპანიის მძღოლი, სახელად გ--–-- რომლის გვარი არ ახსოვს. კომპანიაში მუშაობის პერიოდში შპს „პი-----–-----------–---------ას“ წესდებით გათვალისწინებული საქმიანობა არ განუხორციელებია. მითითებულ პერიოდში ძირითადად მიმდინარეობდა მოსამზადებელი სამუშაოები. თუ როგორ განვითარდა მოვლენები მისი წასვლის შემდგომ შპს „პი-----–-----------–---------აში“, მისთვის უცნობია, რადგან ყველა თამშრომელთან გაწყვიტა ურთიერთობა. დირექტორად დანიშვნის დროს თ------------–--–-–---–ისაგან პირადად გადაიბარა კომპანიის დოკუმენტაცია, მათ შორის წესდებაც და შრომითი კონტრაქტები. იმ დროს კომპანიაში სხვა რაიმე დოკუმენტაცია წარმოებული არ ყოფილა. რაიმე წერილობითი დოკუმენტი ამ საკითხზე მის მიერ არ შედგენილა, ხოლო მისი კომპანიიდან წამოსვლის შემდეგ თ------------–--–-–---–ს ჩააბარა მითითებული დოკუმენტები, რაზეც ასევე წერილობითი დოკუმენტი არ შედგენილა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ჯ---–-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2008-2009 წლებში მუშაობდა შპს „პი-----–-----------–---------აში“ იურისტის პოზიციაზე. მის მოვალეობაში შედიოდა ხელშეკრულებების მომზადება, პრეზენტაციის გაკეთება, მერიასთან კომუნიკაცია, კრების ოქმების მომზადება, თუმცა ვერ იხსენებს პარტნიორთა კრებას, რომელზეც განიხილეს საკითხი შპს „პ------–-----------–----------ის“ მიერ სესხის აღების თაობაზე. კომპანიის დამფუძნებელები და პარტნიორები იყვნენ ნ------------ი და თ------–----–---–---ი, რომელთა წილები გაყოფილი იყო 50-50%-ზე. თ------–----–---–---ს და ნ------------ს ჰქონდათ ერთობლივი პროექტი ს------–ი, რომელიც ეხებოდა სასტუმროს მშენებლობას. ასევე მუშაობდნენ შპს „თ-------–--ის“ პროექტზე, სადაც მიმდინარეობდა რემონტი. მუშაობდნენ „მ-–-----ის“ პროექტზე, რომელიც წარმოადგენდა შპს „მ-----–ის“ საკუთრებას, რომლის ერთპიროვნული დამფუძნებელი იყო ნ------------ი. მ-–-----ის პროექტის ფართის შეძენა მოხდა აღებული სესხით, რომლის უზრუნველაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ----- ს----ის კუთვნილი ჭ----------- მიწები. ნ------------ი სთხოვდა თ------–----–---–---ს, თავადაც ჩართულიყო სესხის დაფარვის საკითხში, რადგან პარტნიორები იყვნენ, თანაბრად უნდა აეღოთ პასუხისმგებლობაც. შპს „პი-----–-----------–---------აში“ მათ საკუთრებას წარმოადგენდა ორი სართული. აღნიშნული ფართის შესაძენად აიღეს სესხი, რის სანაცვლოდ დაიტვირთა ნ------------ის ქონება. მოწმის ჩვენებით, მას ს------–ი მდებარე სასტუმროსთან დაკაშირებით მომზადებული აქვს ხელშეკრულება, უცხოელი კონსულტანტის მოწვევის თაობაზე. აღნიშნული ხდებოდა მი-–-------- ათასწლეულის ფონდის პირველი პროექტის ფარგლებში. მისთვის ცნობილია, რომ ნ------------ი თ------–----–---–---ისგან მოითხოვდა ბ-----ეს პროექტში წილობრივი მონაწილეობის დოკუმენტალურად დაფიქსირებას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ-----------------ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2007 წლიდან იცნობს თ------–----–---–---ს, რომელიც იყო სს „ა-------ს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. სს „ა-------ს“ ძირითადი საქმიანობა არის დეველოპერული საქმიანობა, რომლის ფარგლებში განხორციელებული იქნა ქ.თბილისში, ბ-----ეს ქუჩა N2-ში პროექტი სახლი ო--------ან, რომელიც იყო მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობა. სს „ა-------მ“ მშენებლობა დაიწყო 2007 წლის იანვრიდან, რომელიც ფინანსდებოდა უცხოური კომპანიებიდან, როგორც მისთვის ცნობილია, ქართული კომპანიიდან სესხი არ აუღიათ. ახსოვს, რომ სესხის აღებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება მიმდინარეობდა სს „ბ--------------–--ასთან“, თუმცა დაუმტკიცდათ თუ არა სესხი, არ იცის. თ------–----–---–---ი იყო სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და როდესაც კომპანიის დირექტორის მიერ ხდებოდა მნიშვნელოვანი გარიგებების გაფორმება, თ------–----–---–---ი ყოველთვის იყო მიწვეული და იღებდა გადაწყვეტილებას, ანუ დირექტორს აძლევდა თანხმობას. სამართლებრივად ყველა საკითხზე, სამეთვალყურეო საბჭოს გარეშე, დირექტორს არ აქვს ხელმოწერის უფლება, რადგან დირექტორის უფლებამოსილება შეზღუდულია სამეთვალყურეო საბჭოს თანხმობის გარეშე. თ------–----–---–---ს სს „ა-------ში“ წილი არ ჰქონდა, თუმცა რაიმე ანაზღაურებას იღებდა თუ არა, მისთვის ცნობილი არ არის. მისთვის უცნობია ვინ არის შპს „ა-----------------ის“ დამფუძნებელი. მისთვის ცნობილია, რომ ჯ----------–--ვი არის სს „ა-------ს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის მ------–----–---–ის მეუღლე.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ------–----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2008 წლის აგვისტოს თვიდან იყო სს„ა-------ს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, რომელიც კურირებდა ქ.თბილისში, ბ-----ეს ქუჩა N2-ში მდებარე პროექტს. სხვა საქმიანობა ჰქონდა თუ არა კომპანია „ა-------ს“, მისთვის ცნობილი არ არის. თ------–----–---–---ი მისი კომპანია „ა-------ში“ მისვლამდე იყო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო მანამდე იყო სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. კომპანია „ა-------ს“ 100%-იანი წილის მფლობელი იყო შპს „ა-----------------ი“. შესაბამისად, მისი აქტივები ეკუთვნოდა მხოლოდ კომპანია „ა-----------------ს“. „ა-----------------ი“ განსაზღვრავდა თუ არა სს „ა-------ს“ საქმიანობას, მისთვის არ არის ცნობილი. მისი სამეთვალყურეო საბჭოში მისვლა გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ აღნიშნულ პროექტს კურირებდა მისი მეუღლე - ჯ----------–--ვი, რომელიც ხშირად იყო მივლინებებში და თავად, როგორც მისი ნდობით აღჭურვილი პირი, გახდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. აღნიშნული პროექტი ფინანსდებოდა ო-–-------–- კომპანიიდან, საიდანაც თანხა ირიცხებოდა კომპანია „ა-----------------ში“, ხოლო იქიდან სს „ა-------ში“. თ------–----–---–---ი წილს არ ფლობდა აღნიშნულ კომპანიაში. აღნიშნული პროექტი შეჩერებული იყო 2008 წლიდან, რომელიც დასრულდა 2012 წელს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ-----ი გ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2006 წლის ზაფხულში ივნისი-ივლისის თვეში თ------–----–---–---მა და მისმა პარტნიორმა გ------------–--ემ დააფუძნეს კომპანია სს „ქ-------------ი“, რომლის დირექტორად დაინიშნა თავად. აღნიშნული კომპანიის შექმნის მიზანი იყო სს ,,ს--–-------------კის“ აქციების წილის შეძენა. თ------–----–---–---ი მოლაპარაკებებს აწარმოებდა უცხოურ კომპანია ,,ვ--------–--ან“, რის საფუძველზე სს ,,ქ-------------მა“ მიიღო სესხი 540 000 აშშ დოლარის ოდენობით, რომლის კონვერტაცია აქციების შესყიდვის მიზნით მოხდა სს „ბ-----ი“ ბანკში ლარებში. თავიდან მოლაპარაკება იყო, რომ უნდა ყოფილიყო სამი დამფუძნებელი, სს „ბ-----ი“ ბანკის ანუ სამი აქციონერი, თუმცა ყაზახურმა მხარემ, რომელსაც ჰქონდა გადამწყვეტი ხმის უფლება და იყო სს „ბ-----ი“ ბანკის დამფუძნებელი, მოითხოვა, რომ საქართველოდან უნდა ყოფილიყო მხოლოდ ერთი ქართული კომპანია და გადაწყდა, რომ აღნიშნული კომპანია იქნებოდა სს ,,ს--–------------------------------ი“. შესაბამისად, თანხა შეტანილ იქნა სს ,,ს--–-----------------------------ის“ კაპიტალში, რომელიც თავის მხრივ შევიდა სს „ბ-----------ის“ კაპიტალში. კომპანია სს ,,ქ-------------ი“ ირიბად გახდა ბანკის 8%-იანი წილის მფლობელი, რომელსაც ჰყავდა ორი დამფუძნებელი: თ------–----–---–---ი და გ------------–--ე. შესაბამისად, თითოეულს ეკუთვნოდა 4-4%-იანი წილი. ერთი წლის შემდეგ სს „ბ-----------ის“ დამფუძნებლებმა მოითხოვეს კაპიტალის გაზრდა. შესაბამისად, ბანკში უნდა გაზრდილიყო საფინანსო ჯგუფის წილი და სს ,,ქ-------------ის“ წილიც. საჭირო გახდა თანხების მოძიება, რადგან თანხა დამფუძნებლებს: თ------–----–---–---ს და გ------------–--ეს არ გააჩნდათ. შესაბამისად, თანხის მოძიების მიზნით გაფორმდა ხელშეკრულება მეორე უცხოურ კომპანიასთან - „ა------თან“, რომლისგანაც ერთი თვის ვადით აიღეს სესხი დაახლოებით 840 000 აშშ დოლარი, რომელიც ჩაირიცხა სს ,,ს--–-------------კის“ საფინანსო კორპორაციაში ისე, რომ არ გაუვლია სს ,,ქ-------------ის“ ანგარიშზე. აღნიშნული დავალიანება დაიფარა ერთი თვის შემდეგ. თ------–----–---–---მა მოიძია ახალი პარტნიორი - ნ------------ი, თუმცა მათ შეხვედრას არ დასწრებია და მისთვის უცნობია რა პირობებზე მოილაპარაკეს. მოგვიანებით გაიგო, რომ თანხა კომპანიის ანგარიშზე არ ჩარიცხულა. თანხის ნაწილი გადაერიცხა შპს „პი-----–-----------–---------ას“, „ვ--------–ის“ ანგარიშზე სს ,,ქ-------------ის“ ვალის დასაფარავად, ხოლო თანხის ნაწილი გადაირიცხა ,,ა------ის“ ანგარიშზე სს ,,ქ-------------ის“ ვალის დასაფარად. შესაბამისად, ავტომატურად სს ,,ქ-------------ს“ და შპს „პი-----–-----------–---------ას“ გაუჩნდა ვალდებულება ნ------------ის წინაშე. ვინაიდან გაფორმებული იყო ხელშეკრულებები, სს ,,ქ-------------ს“ ნ------------ის წინაშე დარჩა ვალდებულებები 540 000 აშშ დოლარი და 500 000 აშშ დოლარი. ასევე, ,,ა------ის“ ვალი 340 000 აშშ დოლარი. თ------–----–---–---საც ჰქონდა შენატანი 52 000 ან/და 53 000 ლარი, რომელიც გამოყენებული იქნა აქციების შესაძენად. 2009 წელს თ------–----–---–---მა სთხოვა, რომ მისულიყო სანოტარო ბიუროში, ვინაიდან მისი კუთვნილი სს ,,ქ-------------ის“ წილი უნდა გადაეფორმებინა ნ------------ის სახელზე. აღნიშნული წილი გადაფორმდა ნ------------ის შვილის - ზ---არ ს-----ის სახელზე, რომლითაც კომპანიის 50%-იანი წილი თავისი აქტივებით და პასივებით გადაეცა ზ---არ ს-----ს. აღნიშნული ხელშეკრულებით კომპანიის ვალდებულებები არ გადასულა ზ---არ ს-----ის სახელზე, შემდეგ გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლითაც ,,ვ--------–ის“ და ,,ა------ის“ ვალდებულების ნაწილი გადავიდა ნ------------ზე. აღნიშნულის შემდგომ თ------–----–---–---ის თხოვნით ნ------------ის გასაცნობად მივიდა მათ საერთო ოფისში ქ.თბილისში, ლ-----ის ქუჩაზე ო-----ს უკან, სადაც გაიცნო ნ------------ი. 2010 წელს სს „ქ-------------ის“ დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს, რომ გაეყიდათ მათი კუთვნილი წილი, რის თაობაზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა სს „ს--–------------------თან“. სანოტარო ბიუროში გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე შპს ,,ქ-------------ის“ აქციების 100%-იანი წილი, 1 800 000 აშშ დოლარად შეიძინა შპს ,,ს--–------------------------------მა“, თუმცა თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო განვადებით 6-7 თვის განმავლობაში. 330 000 აშშ დოლარი დარიცხული პროცენტი ხელშეკრულების საფუძველზე გადაირიცხა „ა------ში“, ხოლო დანარჩენი ნ------------ს გადაეცა ხელზე მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რომელზეც ხელს აწერდა ნ------------ი. შპს „ქ-------------ს“ ნ------------ის წინაშე ოფიციალურად ჰქონდა ვალდებულება. ეს გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ კომპანიას ვალდებულება ჰქონდა აღებული „ვ--------–--ან“ 540 000 აშშ დოლარზე, რომელიც ნ------------ს უნდა გადაეხადა. გადაუხადა თუ არა, არ იცის, თუმცა სავარაუდოდ გადაუხადა, ვინაიდან გაფორმდა ხელშეკრულება, სადაც „ვ--------–ის“ წარმომადგენლობა აფიქსირებს, რომ სს „ქ-------------თან“ პრეტენზია არ აქვს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ე-–-------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2007-2012 წლებში მუშაობდა კომპანია „ს--–------------------------------ის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე და შპს „სილქ როუდ ტრანსის“ იურისტის პოზიციაზე. შპს „ს--–------------------------------ი“ არანაირ ეკონომიკურ საქმიანობას არ ეწეოდა. ეს იყო ე.წ. „ჰ---–---------ი“ კომპანია, რომელიც ფლობდა სს „ს--–---------------ში“ წილს და წესდებიდან გამომდინარე იყო ბანკის აქციების 24 % წილის მფლობელი. თავის მხრივ სს ს--–------------------ის დამფუძნებლები იყვნენ 3 კომპანია, მათ შორის სს „ს--–----------------------–----გი“ და სს „ქ-------------ი“. ვერ იხსნებს ფაქტს, რომ სს „ს--–------------------------------ს“ ხელშეკრულება ჰქონოდა გაფორმებული აქციონერთან - სს „ქ-------------თან“. კომპანიაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს ეგზავნებოდა შეტყობინება, რადგან მისი მონაწილეობა იყო აუცილებელი და ესწრებოდა გადაწყვეტილებების მიღებას. მოწმის ჩვენებით, მას ახსოვს, რომ 2007 წელს საზოგადოების კაპიტალი გაიზარდა, თუმცა რამდენით გაიზარდა, ვერ იხსენებს. სს „ქ-------------ი“ არ იყო სს „ს--–---------------ის“ აქციონერი, ბანკის აქციონერი იყო სს „ს--–------------------------------ი“. სს „ქ-------------ის“ აქციონერის მიერ თავისი წილის გასხვისება არ ნიშნავდა იმას, რომ ავტომატურად იღებდა წილს სს „ს--–---------------ში“. ბანკის წილის გასხვისება მოითხოვდა ე---------–-------ს თანხმობას და ს-------------ელო სამსახურის მიერ შეძენის შესაბამისობის შემოწმებას, ხოლო თუკი ე---------–------- გასცემდა თანხმობას, აქციონერს შეეძლო წილის გაყიდვა. მოწმის ჩვენებით, 2010 წლის სს „ს--–------------------------------ს“ ხელშეკრულება რომ გაეფორმებინა განვადებით აქციების შეძენაზე, ასეთს ვერ იხსნებს.

 

გ----------–ი ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ--------------ემ და განმარტა, რომ 2013 წლის 4 ივნისის შსს ც--------–----ი კ--------–----------–-–იის დეპარტამენტის II სამმართველოს I განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის ნ--------–--–--ის მიერ დანიშნული იქნა ექსპერტიზა, ხოლო ექსპერტის წინაშე დასმული იყო შემდეგი კითხვა: 2010 წლის პირველი აპრილის სალაროს გასავლის ორდერების დედნებზე ნ------------ის სახელით და გვარით არსებული ხელმოწერა და წარწერა „სამასამიათას ასცხრამეტი ლარი, 0--04.2---–“, შესრულებულია თუ არა ნ------------ის, თ------–----–---–---ის ან თ----- გ--------ის მიერ. მის მიერ ჩატარებული იქნა კვლევა, რის შემდეგად დადგინდა, რომ 2010 წლის 1 აპრილით დათარიღებულ სალაროს გასავლის ორდერზე (ხელშეკრულების ნომრის გარეშე) გრაფაში: „მივიღე“ არსებული ჩანაწერი: „სამას სამი ათას ას ცხრამეტი ლარი“ და გრაფაში: „ხელმოწერა“ ნ------------ის გვერდით არსებული ხელმოწერა შესრულებულია თ------–----–---–---ის მიერ. ზემოთმითითებულ სალაროს გასავლის ორდერზე არსებული ციფრობრივი ჩანაწერები (0--04.10) სავარაუდოდ შესრულებულია თ----- გ--------ის მიერ. 2010 წლიის 1 აპრილით დათარიღებულ სალაროს გასავლის ორდერზე (ხელშეკრულების NS------ – 03) გრაფაში: „მივიღე“ არსებული ჩანაწერი: „სამას სამი ათას ას ცხრამეტი ლარი“ და გრაფაში: „ხელმოწერა“ ნ------------ის გვერდით არსებული ხელმოწერა შესრულებულია ნ------------ის მიერ. ზემოთმითითებული სალაროს გასავლის ორდერზე არსებული ხელნაწერი „01 აპრილი“ შესრულებულია თ----- გ--------ის მიერ. მოწმის განმარტებით, თ----- გ--------ის ნაწილში სავარაუდო პასუხი გამოწვეული იყო გამოსაკვლევი მასალის სიმცირის გამო, ანუ გამოსაკვლევი მასალა წარდგენილი იყო მცირე ოდენობით, თუმცა წარდგენილ მასალაზე გამოვლენილი თანადამთხვევითი ნიშნები უთითებდა თ----- გ--------ის ხელნაწერზე, მაგრამ იმის გამო, რომ გამოსაკვლევი ობიექტი არის მცირე, პასუხი არის სავარაუდო.

 

ს--------–----ო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ---------------–---–მა და განმარტა, რომ 2013 წლის 5 თებერვლის შსს ც--------–----ი კ--------–----------–-–იის დეპარტამენტის II მთავარი სამმართველოს გამომძიებლის ნ--------–--–--ის მიერ დანიშნული იქნა ექსპერტიზა, ხოლო ექსპერტის წინაშე დასმული იყო შემდეგი კითხვები: 1. რას შეადგენს შპს ,,თ-------–-------7“-ის საწესდებო კაპიტალი და რა კონკრეტული ქონება იქნა დაფიქსირებული კომპანიის კაპიტალში? 2. რა კონკრეტული თანხები არის გადახდილი ნ------------ის მიერ თავისი პირადი ანგარიშიდან თ----------------ის სასარგებლოდ სს ,,ს--–-------------კში“ (იგივე ბ-----------ი), ამ უკანასკნელის მიერ სასტუმრო „თ-------–--ის“ შენობის შესაძენად აღებული სესხის დასაფარად იგივე ბანკის წინაშე. 3. რა ოდენობის სესხი იქნა აღებული რ--------–-----------------ბის ფონდიდან პარტნიორთა მიერ (თ----------------ის, თ------–----–---–---ის და ნ------------ის მიერ) და რა მიზნებისათვის იქნა გახარჯ---–- აღნიშნული თანხები. 4. რა პერიოდიდან დაიწყო ფუნქციონირება სასტუმრო „თ-------–--იმ“ სრული დატვირთვით და მუშაობს თუ არა იგი მოგებაზე, დადებით შემთხვევაში გთხოვთ დაგვიდგინოთ სასტუმროს მოგება, მისი ფუქნციონირებიდან დღემდე წლებისა და თანხების ოდენობის მიხედვით. 5. დღეის მდგომარეობით იფარება თუ არა შპს ,,თ-------–--ის 2-----ის სესხი რ--------–-----------------ბის ფონდის წინაშე; დადებით შემთხვევაში რა ოდენობის თანხა არის გადახდილი სესხის დასაფარად წლების მიხედვით და რა რაოდენობის თანხა არის დასაფარი დღეის მდგომარეობით (ძირი თანხა და პროცენტი). მის მიერ ჩატარებული იქნა კვლევა, რის შედეგად დადგინდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 2--------–--------- წერილის თანახმად, შპს „თ-------–--ი-----------ს/კ2--------) საწესდებო კაპიტალი შეადგენს 200 ლარს. ს--------–----ო დოკუმენტების მიხედვით, შპს „თ-------–--ი–2-----ის საწესდებო კაპიტალი შეადგენს 411665 ლარს, რომელიც არ არის ასახული საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. 2008 წლის 7 ივნისს „ბ--- ს--–---------------ის“ მეშვეობით, საგადასახადო დავალება N1–ის საფუძველზე, ნ------------ის მიერ ანგ. N1---------დან თ----------------ის ანგარიშ N1---------ზე გადარიცხულია 188548,40 აშშ დოლარი - პირადი ტრანსფერის დანიშნულებით. 2008 წლის 10 დეკემბრის სასესხო ხელშეკრულება NT-------- (1500000 აშშ დოლარზე)-ისა და 2010 წლის 12 აპრილის სასესხო ხელშეკრულება NT------02 (400 000 აშშ დოლარზე)–ის მიხედვით, შპს „თ-------–--ი–2-----ს აღებული აქვს სესხი შპს „ს----------–--------------–------------------ის ფონდიდან“, საერთო თანხით 1 900 000 - დოლარის ექვ. 3191560 ლარი, რომელიც გახარჯ---–-ა სასტუმრო „თ-------–--ის“ შენობის სარემონტო სამუშაოების, ინვენტარის შეძენის, პერსონალის ხელფასის, საბიუჯეტო გადასახადებისა და სხვადასხვა სამეურნეო ხარჯებისათვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2011 წლიდან 2013 წლის 1 აპრილამდე პერიოდში თ------------–--–-–---–ს შპს „თ-------–--------“-ის სასარგებლოდ ერიცხებოდა 48190,30 ლარი, თუ რატომ არ იქნა დაბრუნებული აღნიშნული თანხა საზოგადოების ანგარიშზე, ან რატომ არ მოხდა მისი გამოყენება სამეურნეო დანიშნულებით, დასადგენია ძიებით. შპს „თ-------–--ი–2-----ის შემოსავლები ფიქსირდება 2010 წლის ივნისის თვიდან. 2011 წლის მოგების დეკლარაციის მიხედვით, შპს „თ-------–--ი–2-----ის მოგება შეადგენს 2728,39 ლარს. 2009 წელს შპს „თ-------–--------“-ის მიერ შპს „ს----------–--------------------------ში“ სესხის ძირის სახით გადახდილია 3555,89 ლარი; 2010-2011 წლებში სესხის ძირი არ არის გადახდილი, 2012 წელს გადახდილია სესხის ძირი 73516,35 ლარი, სულ 2009–2012 წლებში გადახდილია ძირი თანხა 77072,24 ლარი. 2013 წლის დასაწყისისათვის გადასახდელად ერიცხება სესხის ძირი - 3096530 ლარი. 2009 წელს შპს „თ-------–--ი–2-----ის მიერ შპს „ს----------–--------------------------ში“ სესხის პროცენტის სახით გადახდილია 272185,95 ლარი, 2010 წელს სესხის პროცენტი არ გადახდილა. 2011 წელს გადახდილი სესხის პროცენტი შეადგენს 226327,05 ლარს, 2012 წელს გადახდილია სესხის პროცენტი 59759,10 ლარი. სულ 2009–2012 წლებში გადახდილია სესხის პროცენტი 558272,10 ლარი. 2013 წლის დასაწყისისათვის გადასახდელად ერიცხება სესხის პროცენტი 991631,40 ლარი.

 

ს--------–----ო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ-----------------იამ და განმარტა, რომ 2013 წლის 5 თებერვალს შსს ც--------–----ი კ--------–----------–-–იის დეპარტამენტის II მთავარი სამმართველოს გამომძიებლის ნ--------–--–--ის მიერ დანიშნული იქნა ექსპერტიზა, ხოლო ექსპერტის წინაშე დასმული იყო შემდეგი კითხვები: 1. რას შეადგენს შპს „ს------------ის“ საწესდებო კაპიტალი და რა კონკერტული ქონება არის დაფიქსირებული დღეის მდგომარეობით კომპანიის კაპიტალში ან ბალანსზე? 2. მითითებულ პერიოდში რა სახის ქონება შეიძინა კომპანიამ და რა სახის ხარჯები იქნა გაწეული კომპანიის მიერ (რა ქონება იქნა შეძენილი და რა თანხებად)? გაწეული ხარჯების ოდენობები დადგინდეს წლებისა და ხარჯების მიმართულებების მიხედვით. 3. დაარსებიდან დღემდე რას საქმიანობდა კომპანია, რა სახის იჯარის ხელშეკრულებები აქვს ფირმას გაფორმებული და კონკრეტულად რომელ კომპანიებთან?. 4. შპს „ს------------ას“ რა უჯდებოდა წარმოებული პროდუქცია (რა იყო მისი თვითღირებულება) და რა თანხაში ყიდდა მას? მუშაობდა თუ არა ეს ფირმა მოგებაზე, დადებით შემთხვევაში რა პერიოდში და ფირმის რომელი პარტნიორი სარგებლობდა მოგებით, რომელ პარტნიორს და რა ოდენობით ერიცხებოდათ დივიდენდები, ასევე, რომელმა პარტნიორმა გაიტანა ფირმის ანგარიშიდან დივიდენდები? 5. შპს „ ს------------ის“ მოგებიდან ხორციელდებოდა თუ არა გადარიცხვები შპს „თ-------–--ის“ ანგარიშზე მისი რ--------–-----------------ბის ფონდიდან აღებული სესხების დასაფარად და სხვა მიზნებისათვის? მოწმის ჩვენებთ, მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, შპს „ს------------ის“ საწესდებო კაპიტალი შეადგენს 200 ლარს, სხვა რაიმე კონკრეტული ქონება კომპანიის კაპიტალში დაფიქსირებული არ არის. წარდგენილი ანგარიშების ბარათების მიხედვით შპს „ს------------ას“ 2011 წლის ბოლოსათვის გააჩნია ქვის სამსხვრევი დანადგარი და მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორი, რომელთა საერთო საბალანსო ღირებულება შეადგენს - 40147 ლარს. ასევე, კომპანიას გააჩნია არამატერიალური აქტივი (ლიცენზია), რომლის საბალანსო ღირებულებაა - 16937,37 ლარი. 2008 წლის 19 ივნისის შპს „ს------------ის“ მიერ შეძენილია ქვის სამსხვრევი დანადგარი 57200 ლარად. 2009 წლის 31 აგვისტოს შეძენილია და დამონტაჟებულია მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორი 7500 ლარად. 2009 წელს ქვის სამსხვრევი დანადგარის სათადარიგო ნაწილების შეძენასა და რემონტზე კომპანიას გაწეული აქვს ხარჯი - 8015 ლარი, ხოლო 2011 წელს - 16832 ლარი. სულ 2009-2011 წლებში შეძენილ ქონებაზე გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 24847 ლარი. 2008 წელს, წარდგენილი ანგარიშის ბარათების მიხედვით, შპს „ს------------ის“ ხარჯებმა, გარდა ძირითადი საშუალებების შეძენის ხარჯებისა, შეადგინა 16552 ლარი. ა) 4610 ლარი - კრედიტისათვის გადასახდელი პროცენტები. ბ) 11440 ლარი – საამორტიზაციო ანარიცხები. გ) 247 - ქონების გადასახადი. დ) 235 - ნოტარიუსის ხარჯი. ე) 20 - ბანკის საკომისიო. 2009 წელს, ექსპერტიზაზე წარდგენილი ანგარიშის ბარათების მიხედვით შპს „ს------------ს“ ხარჯებმა, გარდა ძირითადი საშუალებების შეძენისა და მათზე გაწეული ხარჯებისა, შეადგინა 42472,26 ლარი. ა) 16859,77 ლარი - კრედიტისათვის გადასახდელი პროცენტები. ბ) 12255 ლარი - საამორტიზაციო ანარიცხები. გ) 3750 ლარი - დარიცხული ხელფასები. დ) 526,57 ლარი - ქონების გადასახადი. ე) 5336,43 - მზა პროდუქციის თვითღირებულება. ვ) 3744,49 ლარი – სამეურნეო ხარჯები. 2010 წელს, წარდგენილი ანგარიშის ბარათების მიხედვით, შპს „ს------------ის“ ხარჯებმა შეადგინა 24741,2 ლარი. ა) 4040,85 ლარი კრედიტისათვის გადასახდელი პროცენტები. ბ) 9804 ლარი – საამორტიზაციო ანარიცხები. გ) 3750 ლარი-დარიცხული ხელფასები. დ) 501,57 ლარი - ქონების გადასახადი, ე) 76644,78 ლარი- სამეურნეო ხარჯები. 2011 წელს, ექსპერტიზაზე წარდგენილი ანგარიშის ბარათების მიხედვით შპს „ს------------ის“ ხარჯებმა, გარდა ძირითად საშუალებებზე გაწეული ხარჯებისა, შეადგინა 177775,9 ლარი. ა) 126550,86 ლარი - მზა პროდუქციის თვითღირებულება. ბ) 15678,6 ლარი– საამორტიზაციო ანარიცხები. გ) 20500 ლარი - დარიცხული ხელფასები. დ) 437,15 ლარი - ქონების გადასახადი. ე) 8248,49 - სამეურნეო ხარჯები. შპს „ს------------ა“ დაარსებიდან ეწეოდა ქვიშის, ხრეშისა და ინერტული მასალის (ბალასტი) მოპოვება-რეალიზაციას. ასევე იჯარით გასცემდა ქვის სამსხვრევ დანადგარს, რაზეც საზოგადოებას გაფორმებული აქვს ხელშეკრულება შპს „ე------------“-თან 2009 წლის 1 ივლისს, 2010 წლის 1 ივლისს და 2011 წლის 1 დეკემბერს. შპს „ს------------ის“ წარმოებული პროდუქციის თვითღირებულება 1მ3-ზე ექსპერტიზაზე წარდგენილი ანგარიშის ბარათების მიხედვით შეადგენს: ინერტული მასალა (ბალასტი) 1მ3- 0,67-1,01 ლარი, 1მ3 ქვიშა – 4,10–8,40 ლარი, 1მ3 ღორღი – 4,24 ლარი. შპს „ს--------------“ ინერტული მასალის (ბალასტი) რეალიზაციას ეწეოდა 3–4 ლარად დღგ-ს ჩათვლით, ქვიშის რეალიზაციას - 25-40 ლარად დღგ-ს ჩათვლით, ღორღის რეალიზაციას - 15-35 ლარად დღგ-ს ჩათვლით. შპს „ს------------ა“ მუშაობდა მოგებაზე 2009-2011 წლებში. 2009 წელს კომპანიამ მიიღო მოგება - 48612,74 ლარი, 2010 წელს - 58258,8 ლარი და 2011 წელს - 206818,07 ლარი. თ------–----–---–---ს, ექსპერტიზაზე წარდგენილი ანგარიშის ბარათის მიხედვით, 2009 წელს დივიდენდის სახით დაერიცხა - 16401,1 ლარი, 2010 წელს - 24530,2 ლარი და 2011 წელს 65394 ლარი. თ----------------ეს, ექსპერტიზაზე წარდგენილი ანგარიშის ბარათის მიხედვით, 2009 წელს დივიდენდის სახით დაერიცხა - 16401,09 ლარი, 2010 წელს - 24530,2 ლარი და 2014 წელს 65394,28 ლარი. მ--–--------------ძეს, ექსპერტიზაზე წარდგენილი ანგარიშის ბარათის მიხედვით, 2011 წელს დივიდენდის სახით დაერიცხა - 11372,92 ლარი. შპს „ს------------ის“ ანგარიშიდან თ----------------ეზე 2010-2011 წლებში გაცემულია 83586,35 ლარის დივიდენდი. შპს „ს------------ის“ ანგარიშიდან თ------–----–---–---ზე 2010-2011 წლებში გაცემულია 13546,21 ლარის დივიდენდი. მ--–--------------ძეზე, ექსპერტიზაზე წარდგენილი ანგარიშის ბარათის მიხედვით, 2011 წელს დივიდენდის სახით დარიცხული დივიდენდის (11372,92 ლარის) გაცემა არ ფიქსირდება. შპს „ს------------ის“ მოგებიდან შპს „თ-------–--ის“ ანგარიშზე გადარიცხვები, მისი რ--------–-----------------ბის ფონდიდან აღებული სესხის დასაფარად, არ განხორციელებულა.

 

ს--------–----ო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ--------------–---–მა და განმარტა, რომ 2013 წლის 5 თებერვალს შსს ც--------–----ი კ--------–----------–-–იის დეპარტამენტის II მთავარი სამმართველოს გამომძიებლის ნ--------–--–--ის მიერ დანიშნული იქნა ექსპერტიზა, ხოლო ექსპერტის წინაშე დასმული იყო შემდეგი კითხვები: 1. რას შეადგენს შპს „პ------–-----------–---------იის“ საწესდებო კაპიტალი და რა კონკრეტული ქონება იქნა დაფიქსირებული კომპანიის კაპიტალში. 2. 200 000 აშშ დოლარი შპს „პ------–-----------–---------იის“ ანგარიშზე საწესდებო კაპიტალში გადარიცხულ იქნა თუ არა ნ------------ის პირადი ანგრიშიდან (ვის მიერ იქნა შესრულებული საბანკო ოპერაცია). დადებით შემთხვევაში როგორ და რა კონკრეტული მიზნებისათვის იქნა მიმართული მითითებული კონკრეტული თანხები. 3. გაფორმებული იქნა თუ არა იჯარის ხელშეკრულება შპს „პ------–-----------–---------იის“ მიერ და რა კონკრეტული თანხები იქნა გახარჯ---–- ლ-----ის ქუჩა N8-ში მდებარე შენობის სარემონტო სამუშაოებისთვის, ასევე როდის იქნა გაუქმებული იჯარის ხელშეკრულება და რა პირობებით. 4. თ------–----–---–---ს გაფორმებული ჰქონდა თუ არა რაიმე სახის ხელშეკრულება შპს „პი-----–-----------–---------ასთან“ და კომპანიას ერიცხებოდა თუ არა თ------–----–---–---ის მიმართ დავალიანება, დადებით შემთხვევაში რამდენი. 5. კომპანიის კაპიტალში ანუ ბალანსზე ირიცხებოდა თუ არა ავტომანქანები. დადებით შემთხვევაში რამდენი, რა გზით და რა თანხებით იქნა მანქანები შეძენილი, ასევე რა თანხაში და რა გზით იქნა გაფორმებული ავტომანქანა მერსედესი „ჯლ“ თ------–----–---–---ის სახელზე; მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ექსპერტიზაზე წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, შპს „პ------–------------–---------იის“ საწესდებო კაპიტალი შეადგენს 200 ლარს, სხვა რაიმე კონკრეტული ქონება კომპანიის კაპიტალში დაფიქსირებული არ არის. ნ------------ის სავალუტო ანგარიშიდან, შპს „პ------–------------–---------იის“ საწესდებო კაპიტალის შესავსებად გადარიცხულია სულ 205429,10 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხიდან პირველ შემთხვევაში 100000 აშშ დოლარის და 5429,1 აშშ დოლარის კონვერტაცია მოხდა ნ------------ის ანგარიშზე და კონვერტირებული თანხა ჯამში 151376,31 ლარი (105429,1 აშშ დოლარი) გადაირიცხა შპს „პ------–------------–---------იის“ ანგარიშსწორების აგარიშზე. მეორე შემთხვევაში 100000 აშშ დოლარი (143800 ლარი) გადაირიცხა კომპანიის სავალუტო ანგარიშზე. 295176,31 ლარი, რომელიც გახარჯ---–-ა ავტომანქანების შესაძენად და სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულებით. 2008 წლის 15 თებერვალს გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება შპს „პ------–------------–---------იის“ და შპს „ლ---------------ოს“ შორის საოფისე ფართის დაქირავების შესახებ, რომელიც გაუქმდა 2011 წლის 31 იანვარს ნოტარიული აქტით, მოიჯარის მიერ საიჯარო ქირის დავალიანების 12500 აშშ დოლარის სანაცვლოდ თავისი კუთვნილი ნივთების მეიჯარისთვის საკუთრებაში გადაცემის პირობით. შპს „პ------–------------–---------იის“ მიერ, ლ-----ის ქუჩა N8-ში მდებარე საოფისე ფართის სარემონტო სამუშაოებისათვის, შპს „ი------------------------სის“ ანგარიშზე ჩაირიცხა ავანსად 35000 ლარი. შპს „ი------------------------სის“ მიერ სარემონტო სამუშაოებზე, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, შესრულებულად აქვს ნაჩვენები 52994,71 ლარი (დღგ-ს ჩათვლით 62533,76 ლარი), რაც 27533,76 ლარით მეტია ჩარიცხულ თანხაზე. 2008 წლის 1 ნოემბერს თ------–----–---–---სა და შპს „პი-----–------------–------------ს“ დირექტორ თ------------–--–-–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2009 წლის 1 იანვრისათვის კომპანიას ერიცხებოდა თ--–----–---–---ის მიმართ სესხის დავალიანება და მასზე დარიცხული სარგებელი, სულ - 14723,47 ლარი. კომპანიის ბალანსზე ირიცხებოდა შემდეგი სატრანსპორტო საშუალებები: „მერსედესი ჯლ-450“, გამოშვებული 2008 წელს, ღირებულებით 104111,20 ლარი. „დოჯი,“ გამოშვებული 2005 წელს, ღირებულებით 16286,80 ლარი. აღნიშნული ავტომანქანები შეძენილია 2008 წლის 5 ივნისს ამერიკულ ფირმა „A------”-სთან გაფორმებულ კონტრაქტების საფუძველზე, ნ------------ის მიერ საწესდებო კაპიტალის შესავსებად პირადი სავალუტო ანგარიშიდან შპს „პ------–------------–---------იის“ სავალუტო ანგარიშზე ჩარიცხული 100000 აშშ დოლარიდან 2010 წლის 21 ივლისს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე თ------–----–---–---მა 60000 ლარად შეიძინა კომპანიის კუთვნილი ავტომანქანა „MERCEDES Benz GL-450“, რაზეც იმავე დღეს შსს მომსახურების სააგენტოში შედგენილია ერთობლივი განცხადება N0------- აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების გახსვისების შესახებ. განცხადებას ხელს აწერენ ავტომანქანის გამყიდველი თ. ა-----–--–-–--ლი და მყიდველი თ--–----–---–---ი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ჯ----------–--ვის ჩვენებით დადგენილია, რომ 1994 წლიდან იცნობს თ------–----–---–---ს. სს „ა-------ს“ დამფუძნებელი და მფლობელი არის კომპანია „ა-----------------ი“, ხოლო თავად არის თანადამფუძნებელი. აღნიშნული კომპანია ქ.თბილისში, ბ-----ეს ქუჩაზე ახორციელებდა მრავალფუნქციური საცხოვრებელი სახლის მშენებლობას ო--------ან. თ------–----–---–---ი აღნიშნულ პროექტში დაქირავებული იყო, როგორც ერთ-ერთი მმართველი, რომელიც იყო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და წევრი. აღნიშნული პროექტი უნდა დასრულებულიყო 2010 წლამდე პერიოდში. 2009 წელს აღნიშნულ კომპანიას მოგება არ უნახავს და ზოგადად მისი არსებობის პერიოდში სულ ზარალზე მუშაობს. თ------–----–---–---თან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შედგა მოლაპარაკება, რომ მიიღებდა მონაწილეობას აღნიშნული პროექტის მართვაში და თუკი პროექტი იქნებოდა მომგებიანი, ბონუსის სახით მიიღებდა მოგების 20%-ს. აღნიშნული წილი თ------–----–---–---ს არ მიუღია გამომდინარე იქედან, რომ კომპანიამ არ მოიტანა მოგება და მიადგა ზარალი. აღნიშნულის მიზეზი იყო 2008 წლის აგვისტოს ომი და მსოფლიო კრიზისი. მოწმის ჩვენებით, იგი ნ------------ს იცნობს. იცის, რომ იგი თ------–----–---–---თან ერთად ახორციელებდა ერთობლივ პროექტს, თუმცა მათი საქმიანობის დეტალები არ იცის. კომპანია „ა-----------------ი“ აფინანსებდა სს „ა-------ს“. თ------–----–---–---ს კომპანიაში არანაირი წილი არ ჰქონდა, არც დამფუძნებელი და პარტნიორი იგი არ ყოფილა. კომპანიის წილის შეძენა ნებისმიერ პირს არ შეეძლო. აღნიშნულის თაობაზე მოლაპარაკება უნდა გამართულიყო არსებულ პარტნიორებთან. თ------–----–---–---ს, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, არ ჰქონდა სს „ა-------ს“ აქტივების გასხვისების უფლება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ა-----–-----–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2011 წლის 11 დეკემბერს მის მიერ მომზადებული იქნა სარჩელი, სადაც მოსარჩელე იყო ნ------------ი, ხოლო მოპასუხეები: თ------–----–---–---ი, თ----------------ე და ნ-----–-----–----–---–---ი. აღნიშნული სარჩელი მის მიერ მომზადდა გამომდინარე იქედან, რომ საავდოკატო მომსახურებას უწევდა ნ------------ს და სარჩელში თავად მითითებულია, როგორც მოსარჩელის წარმომადგენელი. სარჩელი შეადგინა ნ------------თან ერთად. მასში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მითითებულია სწორედ ნ------------ის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, რომელსაც მტკიცებულების სახით დაერთო მის მიერ მიწოდებული დოკუმენტაცია. სასარჩელო მოთხოვნა იყო თ------–----–---–---ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებოდა 5 301 535 ლარის გადახდა, თ------–----–---–---ს და ნ-----–-----–----–---–---ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაკისრებოდათ 112 500 აშშ დოლარის გადახდა, შპს „ს------------აში“ თ------–----–---–---ს მისი კუთვნილი 46%-იანი წილიდან ჩამოერთვას 25%-იანი წილი, რომელიც საკუთრებაში გადაეცეს ნ------------ს, თ----------------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 94 274.40 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული სარჩელი სასამართლომ 2012 წლის 12 ივნისის განჩინებით განუხილველად დატოვა. თ------–----–---–---ის და ნ------------ის ურთიერთობის შესახებ არაფერი იცის, ვინაიდან არ ყოფილა მათი ურთიერთობის თანამონაწილე. მისთვის ცნობილია მხოლოდ იმ გარემოებების შესახებ, რომელიც მას მიაწოდა ნ------------მა სარჩელზე მუშაობის პერიოდში.

 

2012 წლის 3 დეკემბრის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ზ-----------------------------ში მდებარე „ბ---------------“ იურიდიული განყოფილების უფროსისგან ამოღებულ იქნა მოქალაქე ნ------------ის კუთვნილ ანგარიშზე ფულადი თანხების ჩარიცხვის, ასევე ანგარიშებიდან თანხის გატანის შესახებ ინფორმაცია და დოკუმენტაციის დედნები თანდართულ მასალებთან ერთად, კერძოდ: ამონაწერი ანგარიშიდან (ლარში, აშშ დოლარში, ევროში); საგადასახადო დავალება; გასავლის ორდერი; სანოტარო აქტი- რეესტრში რეგისტრაციის №------

 

2007 წლის 28 დეკემბრის სანოტარო აქტით - მინდობილობით დადგენილია, რომ ნ------------ი სრულ უფლებამოსილებას ანიჭებს თ------–----–---–---ს, აწარმოოს ყველა სახის საბანკო ოპერაციები სს „ბ--- ს--–---------------ში“ მის კუთვნილ ყველა ანგარიშზე და მოახდინოს ამ ანგარიშზე თანხის შეტანა და გამოტანა, გადარიცხვები, შეცვალოს, დაარღვიოს და დადოს ხელშეკრულება, ხელი მოაწეროს შესაბამის დოკუმენტებს და შეასრულოს ყველა მოქმედება, რაც დაკავშირებულია აღნიშნული ოპერაციების განხორციელებასთან, დაიცვას მისი ინტერესები აღნიშნულ ბანკში. მინდობილობა გაცემულია 1 წლის ვადით.

 

2007 წლის 1 იანვრიდან - 2009 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ნ----- საფირის სს „ბ-----------ის“ ამონაწერით დადგენილია, რომ 2008 წლის 7 ივნისს ნ------------ის ანგარიშზე ჩაირიცხა 188,548.40 აშშ დოლარი, რომელიც გადაირიცხა თ----------------ის ანგარიშზე.

 

საკრედიტო ხელშეკრულება (სესხი) ნომრით № S------- დადგენილია, რომ ნ------------მა შპს „ქ-------------ს“ (C---------------.) სესხის სახით გადასცა 500 000 აშშ დოლარი, რომლის დაფარვის თარიღად მიეთითა 2010 წლის 10 დეკემბერი.

 

2006 წლის 6 ივნისის საკრედიტო № V-------- ხელშეკრულებით დადგენილია, რომ „ვ--------–-----------–----------“ შპს „ქ-------------ს“ სესხის სახით გადასცა 540,000 აშშ დოლარი სს „BTA SiLk Road“-ის ბანკის აქციების შესყიდვისთვის ერთი წლის ვადით.

 

2007 წლის 2 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულების № V--------პ პირობების ცვლილებით N2 დადგენილია, რომ ნ------------ს შპს „ქ-------------ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მხარეებმა შპს „ვ--------–-----------–----------“ 2007 წლის 2 ივნისს ხელი მოაწერეს საკრედიტო უფლებების გადაცემის შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც გამსესხებელმა მიიღო საკრედიტო თანხის: 540,000 აშშ დოლარის და მასზე დარიცხული პროცენტის: 69238 აშშ დოლარი მსესხებლისაგან მიღების უფლება.

 

2010 წლის 10 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტით დადგენილია, რომ ნ------------ი და შპს „ქ-------------ის“ დირექტორი თ----- გ-------–---ი ადასტურებენ, რომ ხელშეკრულება № S--------ის თანახმად თ----- გაბრიელიამა გადასცა, ხოლო ნ------------მა მიიღო 214,947.00 ლარი.

 

2010 წლის 1 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტით დადგენილია, რომ ხელშეკრულება № S--------ის თანახმად, ნ------------მა შპს „ქ-------------ისაგან“ მიიღო თანხა 303 119 ლარი.

 

2010 წლის 3 მაისის მიღება-ჩაბარების აქტით დადგენილია, რომ ხელშეკრულება № S--------ის თანახმად, ნ------------მა შპს „ოქ-------------ი“-საგან მიიღო თანხა 334,264.50 ლარი.

 

2012 წლის 31 დეკემბრის ამოღების ოქმით დგინდება, რომ ქ.თბილისში, წმ. ნი----–------------------------2-ში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეგისტრაციის ს-------------------------------------------–----ის შემსრულებელისაგან ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა შემდეგი მასალები დედნის სახით: შპს „ს------------ა“ საიდენტიფიკაციო კოდით №2-------- პირველადი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, წარდგენილი დოკუმენტაცია B--------, (23.06.2011-ის დამატება), B--------, B--------. შპს „პ------–-----------–----------ა“ საიდენტფიკაციო კოდით №2--------. პირველადი სარეგისტრაციო მასალა, წარდგენილი დოკუმენტაცია B--------. B--------. პირველადი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია შპს „თ-------–-------7“-ის საიდენტფიკაციო კოდით №2--------, წარდგენილი დოკუმენტაცია B--------, B--------, B--------, მისი დამატება B-------- (16.12.2011 17:38სთ). იგივე დოკუმენტაციის დამატებაა (16.12.2011 14:23 სთ-ზე), იგივე დოკუმენტაციის დამატებაა (29.11.2011წ. 09:24სთ). B--------, დამატებით B-------- (07.05.2---–. 16:58 სთ), იგივე დამატებაა (30.04.2010 16:33), B--------, B--------. შენიშვნა: ნ---------–---–ის განმრტებით, შპს „თ-------–-------7“ დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან (B-------- 21.11.11 16:55სთ-ზე. (B--------. 2111.2011 17:22სთ.ზე ) (02.11.2011წ. B-------- 10:41სთ.ზე) (B-------- 02.12.2011წ. 10:3 სთ.ზე) წარდგენილი იქნა ასლების სახით, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტაციის მოძებნა დედნის სახით ვერ მოხერხდა.

 

2007 წლის 19 ივლისიდან - 2010 წლის 19 ივლისის პერიოდის ნ------------ის სს „ბ-----ი“ ბანკის ამონაწერით დადგენილია, რომ 2008 წლის 8 იანვარს თ------–----–---–---მა ნ------------ის ანგარიშიდან გაიტანა 8000.00 ლარი; 1 თებერვალს 134000.00 ლარი; 4 თებერვალს 15000.00 ლარი; 5 თებერვალს 15000.00 ლარი; 6 თებერვალს 259000.00 ლარი; 11 თებერვალს 1000000.00 ლარი; 4 აპრილს 220000.00 ლარი; 4 აპრილს 380000.00 ლარი; 11 აპრილს 200000.00 ლარი; 21 აპრილს 50000.00 ლარი; 23 აპრილს 100000.00 ლარი; 23 აპრილს 10000.00 ლარი; 6 მაისს 250000.00 ლარი; 23 მაისს 799975.00 ლარი; 24 მაისს 849975.00 ლარი;

 

2013 წლის 1 თებერვლის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს ფ------------------------–--------–--ის სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის საარქივო სამმართველოს თანამშრომელ ს-------------ისგან ამოღებული იქნა მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, კერძოდ: 1. შპს „პ------–-----------–----------იის“ ფინანსური დოკუმენტაცია; 2. შპს „თ-------–--------“ დოკუმენტაცია; 3. შპს „ს------------ის“ დოკუმენტაცია.

 

2013 წლის 1 თებერვლის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ საქართველოს ფ------------------------–--------–--ის სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის თანამშრომელ მ---------–-------–---–ისგან ამოღებული იქნა მის მიერ ნებაყოფლობით წარდგენილი დოკუმენტაცია, კერძოდ: შპს „პ------–-----------–---------იის“, შპს „ს------------ის“ და შპს „თ-------–--------“-ის მიერ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში არსებული და წარმოებული გადასახადის გადამხდელის მიერ ელექტრონულად წარდგენილი დეკლარაციების სათანადოდ დამოწმებული ასლები.

 

2013 წლის 22 თებერვლის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ქ.თბილისში, ზ---–------------------------ში მდებარე „ბ-----------ის“ სათავო ოფისიდან იურიდიული განყოფილების სპეციალისტ ს--–-----------–---–ისგან მისი თანხმობით ამოღებული იქნა თ------–----------–----–---–---ის (პ/ნ 0----------) კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან ამონაწერები 2008 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე პერიოდში. ასევე, ამავე პერიოდის საბანკო ოპერაციების ამსახველი დოკუმენტაცია. ამავე, პერიოდის სასესხო დოკუმენტაცია დედნების სახით.

 

2009 წლის 15 ოქტომბრის სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის (აქციი) გასხვისების სანოტარო აქტით დადგენილია, რომ თ------–----–---–---მა ნ----- (ნ-------) ს-----ს (ს-----–---–ი) მიჰყიდა შპს „ქ-------------ის“ საწესდებო კაპიტალში თავისი კუთვნილი 50%-იანი წილი.

 

2013 წლის 28 მარტის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ქ.თბილისში, ზ---–------------------------ში მდებარე „ბ-----------ის“ სათავო ოფისიდან იურიდიული განყოფილების სპეციალისტ ს--–-----------–---–ისგან მისი თანხმობით ამოღებული იქნა თ------–----------–----–---–---ის (დაბ: 19---–-–---------------ს პ/ნ 0----------) კუთვნილ ანგარიშზე 2007 წლის 1 იანვრიდან 2008 წლის 1 იანვრამდე ფულადი თანხების ჩარიცხვისა და ანგარიშიდან თანხების გადატანასთან დაკავშირებით წარმოებული დოკუმენტაციის დედნები, კერძოდ: თ------–----–---–---ის სახელზე არსებული ანგარიშებიდან 2007 წლის 1 იანვრიდან 2008 წლის 1 იანვრამდე საბანკო ამონაწერები, საბანკო ოპერაციების ამსახველი დოკუმენტაცია, სასესხო ამონაწერები დედნების სახით.

 

2008 წლის 21 ნოემბრის სააქციო საზოგადოება „ბ-----------ის“ #ს/ს - 3----- საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილია, რომ თ------–----–---–---მა აიღო სესხი 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით.

 

2008 წლის 30 დეკემბრის სააქციო საზოგადოება „ბ-----------ის“ #4------- საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილია, რომ თ------–----–---–---მა აიღო სესხი 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით.

 

2009 წლის 11 მარტის სააქციო საზოგადოება „ბ-----------ის“ #4------- საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილია, რომ თ------–----–---–---მა აიღო სესხი 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით.

 

2009 წლის 5 ოქტომბრის სააქციო საზოგადოება „ბ-----------ის“ #4------- საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილია, რომ თ------–----–---–---მა აიღო სესხი 80 000 (ოთხმოცი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით.

 

2010 წლის 24 ივნისის სააქციო საზოგადოება „ბ-----------ის“ #4------- საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილია, რომ თ------–----–---–---მა აიღო სესხი 80 000 (ოთხმოცი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით.

 

2010 წლის 24 ივნისის სააქციო საზოგადოება „ბ-----------ის“ #4--------1 საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილია, რომ თ------–----–---–---მა აიღო სესხი 650 (ექვსას ორმოცდაათი) აშშ დოლარის ოდენობით.

 

2011 წლის 23 ივნისის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ შპს „ს------------ის“ დირექტორი არის ს-------------------ე, ხოლო პარტნიორები: თ------–----–---–---ი - 46.0% წილით, თ----------------ე - 46.0% წილით და მ--–--------------ძე 8 % წილით.

 

2010 წლის 7 მაისის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ შპს „თ-------–-------7“-ის დირექტორი არის თ------------–--–-–---–ი, ხოლო პარტნიორები: თ----------------ე - 8.30000000% წილი, თ------–----–---–---ი - 8.4 0000000% წილი, ნ------------ი - 8.30000000% წილი, შპს „ს----------–--------------–------------------ის ფონდი“ აშშ - 75.00000000 % წილი.

 

2011 წლის 7 დეკემბრის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ შპს „პ------–------------–---------იის“ დირექტორი არის ნ------------ი, ხოლო პარტნიორები: თ------–----–---–---ი - 50.00000000 % წილი, ნ------------ი - 50.00000000% წილი.

 

2013 წლის 15 თებერვლის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ შსს ც--------–----ი კ--------–----------–-–იის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, მდებარე: ქ.თბილისი, გ---–--------------ში, მოწმე თ----- გ--------ისგან ამოღებული იქნა 1. შპს „ქ-------------სა“ და სს „ს--–-------------კს“ (ჯგუფს) შორის გაფორმებული დოკუმენტები, კერძოდ: აქციათა ნასყიდობის ხელშეკრულება (2007 წლის 1 თებერვალი) ქართულ ენაზე (დედანი) და 2006 წლის 12 ივნისის ინგლისურენოვანი დოკუმენტი (დედანი). 2. შპს „ქ-------------ის“ დაარსებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, კერძოდ: სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი, „ქ-------------ის“ პარტნიორთა კრების ოქმი #1----- წესდება #5------- შპს და გადასახადის გადამხდელის მოწმობა დედნების სახით. 3. „ქ-------------ის“ მიერ სს „ბ-----------ში“ წარმოებული საანგარიშსწორებო დოკუმენტები დედნების სახით. 4. თ----- გ--------ესა და ნ------------ს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები და სალაროს გასავლის ორდერები, კერძოდ: სალაროს გასავლის ორდერები: 20.10.2010 წელი, 07.09.2010 წ. 05.08.2010 წ. 10.06.2010 წ, 0--04.2010 წ, 03.05.2010 წ დედნების სახით და მიღება-ჩაბარების აქტები: 03.05.2010 წ, 0--04.2010 წ, 10.06.2010 05.08.2010 წ, 7.09.2010 წ, 20.10.2010 წ. და ნ------------ის ხელით შესრულებული ხელწერილი 20.10.2010 დედნების სახით. 5. ნ------------სა და შპს „ვე-------–-“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებები, მათ შორის 2007 წლის 2 ივნისის ინგლისურენოვანი ხელშეკრულება 2(ორ) ფურცლად დედანი, ხელშეკრულების დამატება #V--------- ერთ ფურცლად (დედანი) და #S------- ხელშეკრულება, შესრულებული რუსულ-ინგლისურ ენებზე, დედანი. 2010 წლის 19 აპრილის ინვოისის #0---- დედანი.

 

2010 წლის 5 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტით დადგენილია, რომ #S------- ხელშეკრულების თანახმად, შპს „ქ-------------ის“ დირექტორმა - თ----- გ-------–---მა ნ------------ს გადასცა 55,146 (ორმოცდათხუთმეტი ათას ასორმოცდაექვსი) ლარი.

 

2010 წლის 10 ივნისის მიღება-ჩაბარების აქტით დადგენილია, რომ #S------- ხელშეკრულების თანახმად, შპს „ქ-------------ის“ დირექტორმა თ----- გ-------–---მა ნ------------ს გადასცა, 21--947.00 (ორასთოთხმეტიათას ცხრაასორმოცდაშვიდი) ლარი.

 

2010 წლის 1 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტით დადგენილია, რომ #S------- ხელშეკრულების თანახმად, „ქ-------------ისგან“ ნ------------მა მიიღო თანხა 303 119 (სამასსამიათას ასცხრამეტი) ლარი.

 

2010 წლის 3 მაისის მიღება-ჩაბარების აქტით დადგენილია, რომ #S------- ხელშეკრულების თანახმად, „ქ-------------ისგან“ ნ------------მა მიიღო თანხა 334,264.50 (სამასოცდათოთხმეტიათას ორასსამოცდაოთხი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარი.

 

2010 წლის 20 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით დადგენილია, რომ #S------- #V------- ხელშეკრულების თანახმად, შპს „ქ-------------ის“ დირექტორმა - თ----- გ--------ემ ნ------------ს გადასცა 53 667 (ორმოოცდაცამეტიათას ექვსასსამოცდაშვიდი) ლარი.

 

2010 წლის 7 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტით დადგენილია, რომ #V------- ხელშეკრულების თანახმად, შპს „ქ-------------ის“ დირექტორმა - თ----- გ--------ემ ნ------------ს გადასცა 40 000 (ორმოცი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი (კურსი 1.838) 73 600 (სამოცდაცამეტიათას ექვსასი) ლარი.

 

2007 წლის 19 ივნისის სამეწარმეო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ შპს „ქ-------------ის“ დამფუძნებლები არიან: თ------–----–---–---ი - 50 % წილით და გ------------–--ე - 50 % წილით.

 

2010 წლის 01 აგვისტოდან - 2010 წლის 20 ოქტომბრამდე პერიოდის სს „ბ-----------ის“ ამონაწერით დადგენილია, რომ ანგარიშის მფლობელია შპს „ქ-------------ი“, საიდანაც 2010 წლის 7 სექტემბერს ნ------------ის ანგარიშზე გადარიცხულია 50 000 აშშ დოლარი, ხოლო 2010 წლის 12 ოქტომბერს 50 000 აშშ დოლარი.

 

2009 წლის 15 ოქტომბრის რეგისტრაციის სანოტარო აქტით №0-------- სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის (აქციის) გასხვისების შესახებ დადგენილია, რომ თ---ო ჟ--–---–----ა შპს „ქ-------------ში“ მისი კუთვნილი 50%-იანი წილი მიჰყიდა ნ. ს-----ს.

 

2010 წლის 22 თებერვლის ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან დადგენილია, რომ შპს „ქ-------------ის“ მფლობელები არიან: გ------------–--ე (50% წილი) და ზ---არ ს-----ი (50% წილი). დირექტორი და ხელმძღვანელი არის თ----- გ-------–---ი.

 

2006 წლის 6 ივნისს საკრედიტო ხელშეკრულებით № V-------- დადგენილია, რომ „ვ--------–-----------–--------ისგან“ შპს „ქ-------------მა“ აიღო სესხი 540,000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

2007 წლის 2 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული უფლებების გადაცემა N1-ით დადგენილია, რომ შპს „ვ--------–-----------–----------“ შპს „ქ-------------ის“ წარმომადგენელს ნ------------ს გადასცა სესხი 540,000 აშშ დოლარი, 12%-იანი წლიური საპროცენტო განაკვეთით.

 

2013 წლის 20 მარტის ს--------–----ო ექსპერტიზის N---- დასკვნით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ექსპერტიზაზე წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, შპს „პ------–------------–---------იის“ საწესდებო კაპიტალი შეადგენს 200 ლარს, სხვა რაიმე კონკრეტული ქონება კომპანიის კაპიტალში დაფიქსირებული არ არის. ნ------------ის სავალუტო ანგარიშიდან, შპს „პ------–------------–---------იის“ საწესდებო კაპიტალის შესავსებად გადარიცხულია სულ 205429,10 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხიდან პირველ შემთხვევაში 100000 აშშ და 5429,1 აშშ დოლარის კონვერტაცია მოხდა ნ------------ის ანგარიშზე და კონვერტირებული თანხა ჯამში 151376,31 ლარი (105429,1 აშშ დოლარი) გადაირიცხა შპს „პ------–------------–---------იის“ ანგარიშსწორების აგარიშზე. მეორე შემთხვევაში 100000 აშშ დოლარი (143800 ლარი) გადაირიცხა კომპანიის სავალუტო ანგარიშზე. 295176,31 ლარი, რომელიც გახარჯ---–-ა ავტომანქანების შესაძენად და სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულებით. 2008 წლის 15 თებერვალს გაფორმდა საიჯარო ხელშეკრულება შპს „პ------–------------–---------იას“ და შპს „ლ---------------ოს“ შორის საოფისე ფართის დაქირავების შესახებ, რომელიც გაუქმდა 2011 წლის 31 იანვარს ნოტარიული აქტით, მოიჯარის მიერ საიჯარო ქირის დავალიანების 12500 აშშ დოლარის სანაცვლოდ თავისი კუთვნილი ნივთების მეიჯარისთვის საკუთრებაში გადაცემის პირობით. შპს „პ------–------------–---------იის“ მიერ, ლ-----ის ქუჩა N8-ში მდებარე საოფისე ფართის სარემონტო სამუშაოებისათვის, შპს „ი------------------------სის“ ანგარიშზე ჩაირიცხა ავანსად 35000 ლარი. შპს „ი------------------------სის“ მიერ სარემონტო სამუშაოებზე, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, შესრულებულად აქვს ნაჩვენები 52994,71 ლარი (დღგ-ს ჩათვლით 62533,76 ლარი), რაც 27533,76 ლარით მეტია ჩარიცხულ თანხაზე. 2008 წლის 1 ნოემბერს თ------–----–---–---სა და შპს „პი-----–------------–------------ს“ დირექტორ თ------------–--–-–---–ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2009 წლის 1 იანვრისათვის კომპანიას ერიცხებოდა თ--–----–---–---ის მიმართ სესხის დავალიანება და მასზე დარიცხული სარგებელი სულ - 14723,47 ლარი. კომპანიის ბალანსზე ირიცხებოდა შემდეგი სატრანსპორტო საშუალებები: „მერსედესი ჯლ-450“, გამოშვებული 2008 წელს, ღირებულებით 104111,20 ლარი. „დოჯი,“ გამოშვებული 2005 წელს, ღირებულებით 16286,80 ლარი. აღნიშნული ავტომანქანები შეძენილია 2008 წლის 5 ივნისს ამერიკულ ფირმა „A------”-სთან გაფორმებულ კონტრაქტების საფუძველზე, ნ------------ის მიერ საწესდებო კაპიტალის შესავსებად პირადი სავალუტო ანგარიშიდან შპს „პ------–------------–---------იის“ სავალუტო ანგარიშზე ჩარიცხული 100000 აშშ დოლარიდან. 2010 წლის 21 ივლისს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე თ------–----–---–---მა 60000 ლარად შეიძინა კომპანიის კუთვნილი ავტომანქანა „MERCEDES Benz GL-450“, რაზეც იმავე დღეს შსს მომსახურების სააგენტოში შედგენილია შედგენილია ერთობლივი განცხადება N0------- აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების გახსვისების შესახებ. განცხადებას ხელს აწერენ ავტომანქანის გამყიდველი თ. ა-----–--–-–--ლი და მყიდველი თ--–----–---–---ი.

 

2013 წლის 17 აპრილის ს--------–----ო ექსპერტიზის N----- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, შპს „ს------------ის“ საწესდებო კაპიტალი შეადგენს 200 ლარს, სხვა რაიმე კონკრეტული ქონება კომპანიის კაპიტალში დაფიქსირებული არ არის. წარდგენილი ანგარიშების ბარათების მიხედვით, შპს „ს------------ას“ 2011 წლის ბოლოსათვის გააჩნია ქვის სამსხვრევი დანადგარი და მაღალი ძაბვის ტრანსპორმატორი, რომელთა საერთო საბალანსო ღირებულება შეადგენს - 40147 ლარს. ასევე კომპანიას გააჩნია არამატერიალური აქტივი (ლიცენზია), რომლის საბალანსო ღირებულებაა - 16937,37 ლარი. 2008 წლის 19 ივნისის შპს „ს------------ის“ მიერ შეძენილია ქვის სამსხვრევი დანადგარი 57200 ლარად. 2009 წლის 31 აგვისტოს შეძენილია და დამონტაჟებულია მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორი 7500 ლარად. 2009 წელს ქვის სამსხვრევი დანადგარის სათადარიგო ნაწილების შეძენასა და რემონტზე კომპანიას გაწეული აქვს ხარჯი - 8015 ლარი, ხოლო 2011 წელს - 16832 ლარი. სულ 2009-2011 წლებში შეძენილ ქონებაზე გაწეულმა ხარჯმა შეადგინა 24847 ლარი. 2008 წელს წარდგენილი ანგარიშის ბარათების მიხედვით, შპს „ს------------ის“ ხარჯებმა, გარდა ძირითადი საშუალებების შეძენის ხარჯებისა, შეადგინა 16552 ლარი. ა) 4610 ლარი - კრედიტისათვის გადასახდელი პროცენტები. ბ) 11440 ლარი – საამორტიზაციო ანარიცხები. გ) 247 - ქონების გადასახადი. დ) 235 - ნოტარიუსის ხარჯი. ე) 20 - ბანკის საკომისიო. 2009 წელს, წარდგენილი ანგარიშის ბარათების მიხედვით, შპს „ს------------ის“ ხარჯებმა, გარდა ძირითადი საშუალებების შეძენისა და მათზე გაწეული ხარჯებისა, შეადგინა 42472,26 ლარი. ა) 16859,77 ლარი- კრედიტისათვის გადასახდელი პროცენტები. ბ) 12255 ლარი - საამორტიზაციო ანარიცხები. გ) 3750 ლარი - დარიცხული ხელფასები. დ) 526,57 ლარი - ქონების გადასახადი. ე) 5336,43 - მზა პროდუქციის თვითღირებულება. ვ) 3744,49 ლარი - სამეურნეო ხარჯები. 2010 წელს, წარდგენილი ანგარიშის ბარათების მიხედვით, შპს „ს------------ის” ხარჯებმა შეადგინა 24741,2 ლარი. ა) 4040,85 ლარი კრედიტისათვის გადასახდელი პროცენტები. ბ) 9804 ლარი – საამორტიზაციო ანარიცხები. გ) 3750 ლარი - დარიცხული ხელფასები. დ) 501,57 ლარი - ქონების გადასახადი, ე) 76644,78 ლარი - სამეურნეო ხარჯები. 2011 წელს, ექსპერტიზაზე წარდგენილი ანგარიშის ბარათების მიხედვით, შპს „ს------------ის“ ხარჯებმა, გარდა ძირითად საშუალებებზე გაწეული ხარჯებისა, შეადგინა 177775,9 ლარი. ა) 126550,86 ლარი - მზა პროდუქციის თვითღირებულება. ბ) 15678,6 ლარი – საამორტიზაციო ანარიცხები. გ) 20500 ლარი - დარიცხული ხელფასები. დ) 437,15 ლარი - ქონების გადასახადი. ე) 8248,49 - სამეურნეო ხარჯები. შპს „ს------------ა“ დაარსებიდან ეწეოდა ქვიშის, ხრეშისა და ინერტული მასალის (ბალასტი) მოპოვება-რეალიზაციას. ასევე იჯარით გასცემდა ქვის სამსხვრევ დანადგარს, რაზეც საზოგადოებას გაფორმებული აქვს ხელშეკრულება შპს „ე------------“-თან 2009 წლის 1 ივლისს, 2010 წლის 1 ივლისს და 2011 წლის 1 დეკემბერს. შპს „ს------------ის“ წარმოებული პროდუქციის თვითღირებულება 1მ3-ზე, ექსპერტიზაზე წარდგენილი ანგარიშის ბარათების მიხედვით, შეადგენს: ინერტული მასალა (ბალასტი) 1მ3- 0,67-1,01 ლარი, 1მ3 ქვიშა – 4,10–8,40 ლარი, 1მ3 ღორღი – 4,24 ლარი. შპს „ს--------------“ ინერტული მასალის (ბალასტი) რეალიზაციას ეწეოდა 3–4 ლარად დღგ-ს ჩათვლით, ქვიშის რეალიზაციას - 25-40 ლარად დღგ-ს ჩათვლით, ღორღის რეალიზაციას - 15-35 ლარად, დღგ-ს ჩათვლით. შპს „ს------------ა“ მუშაობდა მოგებაზე 2009-2011 წლებში. 2009 წელს კომპანიამ მიიღო მოგება - 48612,74 ლარი, 2010 წელს - 58258,8 ლარი და 2011 წელს - 206818,07 ლარი. თ------–----–---–---ს, ექსპერტიზაზე წარდგენილი ანგარიშის ბარათის მიხედვით, 2009 წელს დივიდენდის სახით დაერიცხა - 16401,1 ლარი, 2010 წელს - 24530,2 ლარი და 2011 წელს 65394 ლარი. თ----------------ეს, ექსპერტიზაზე წარდგენილი ანგარიშის ბარათის მიხედვით, 2009 წელს დივიდენდის სახით დაერიცხა - 16401,09 ლარი, 2010 წელს - 24530,2 ლარი და 2014 წელს 65394,28 ლარი. მ--–--------------ძეს, ექსპერტიზაზე წარდგენილი ანგარიშის ბარათის მიხედვით, 2011 წელს დივიდენდის სახით დაერიცხა - 11372,92 ლარი. შპს „ს------------ის“ ანგარიშიდან თ----------------ეზე 2010-2011 წლებში გაცემულია 83586,35 ლარის დივიდენდი. შპს „ს------------ის“ ანგარიშიდან თ------–----–---–---ზე 2010-2011 წლებში გაცემულია 13546,21 ლარის დივიდენდი. მ--–--------------ძეზე, ექსპერტიზაზე წარდგენილი ანგარიშის ბარათის მიხედვით, 2011 წელს დივიდენდის სახით დარიცხული დივიდენდის (11372,92 ლარის) გაცემა არ ფიქსირდება. შპს „ს------------ის“ მოგებიდან შპს „თ-------–--ის“ ანგარიშზე გადარიცხვები, მისი რ--------–-----------------ბის ფონდიდან აღებული სესხის დასაფარად არ განხორციელებულა.

 

2013 წლის 18 აპრილის ამოღების ოქმით დგინდება, რომ ქ. თბილისი, გუ-–-----------ში მდებარე შსს ადმინისტრაციულ შენობაში შპს „ს--–-------------------------------ის“ დირექტორ ე-–-------------------ისაგან ამოღებულ იქნა შპს „ს--–------------------------------ის” დოკუმენტაციის დედნები.

 

2009 წლის 19 მაისის იპოთეკის ხელშეკრულება #0--------- ხელშეკრულებით დადგენილია, რომ „სს ბ-----------ისგან“ ნ------------მა აიღო სესხი 1 200 000 აშშ დოლარი, 6 თვის ვადით, რის სანაცვლოდ იპოთეკით დაიტვირთა ქ. თბილისში, დაბა კ--------–ი მდებარე უძრავი ქონება.

 

2013 წლის 11 აპრილის „სს ბ-----------ის“ ამონაწერით დგინდება, რომ 2007 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე პერიოდის ნ------------ის ანგარიშზე 2007 წლის 3 სექტემბერს კონვერტაციით ჩაირიცხა ფულადი თანხა 373,498.00 ლარის ოდენობით. 2007 წლის 6 სექტემბერს კონვერტაციით ჩაირიცხა ფულადი თანხა 56,287.00 ლარის ოდენობით. 2007 წლის 8 სექტემბერს კონვერტაციით ჩაირიცხა ფულადი თანხა 373,498.00 ლარის ოდენობით. 2007 წლის 27 სექტემბერს კონვერტაციით ჩაირიცხა ფულადი თანხა 578,900.00 ლარის ოდენობით. 2007 წლის 7 ნოემბერს კონვერტაციიდან ჩაირიცხა ფულადი თანხა 6,151.00 ლარის ოდენობით. 2008 წლის 8 იანვარს კონვერტაციით ჩაირიცხა ფულადი თანხა 120,072.00 ლარის ოდენობით. 2008 წლის 14 იანვარს განხორციელდა თანხის შეტანა 100.00 ლარის ოდენობით. 2008 წლის 14 იანვარს კონვერტაციით ჩაირიცხა ფულადი თანხა 61,000.00 ლარის ოდენობით. 2008 წლის 15 იანვარს განხორციელდა თანხის შეტანა 34.00 ლარის ოდენობით. 2008 წლის 20 იანვარს კონვერტაციით ჩაირიცხა ფულადი თანხა 203,000.00 ლარის ოდენობით. ნ------------ის ანგარიშზე 2008 წლის 4 აპრილს სს „ბ----------“-დან 2008 წლის თებერვლის თვეში აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ჩარიცხული „ბეს“ დამარცხებულისათვის უკან დაბრუნდა თანხა 60,000.00 ლარის ოდენობით. 2008 წლის 8 აპრილს 2008 წლის 31 მარტს ზედმეტად აღებული სეიფებით მომსახურების საკომისიოს უკან დაბრუნებიდან ჩაირიცხა ფულადი თანხა 23.50 ლარის ოდენობით. 2008 წლის 21 აპრილს კონვერტაციით ჩაირიცხა ფულადი თანხა 72,450.00 ლარის ოდენობით. 2008 წლის 30 მაისს კონვერტაციით ჩაირიცხა ფულადი თანხა 143,800.00 ლარის ოდენობით. 2008 წლის 2 ივნისს კონვერტაციით ჩაირიცხა ფულადი თანხა 725,000.00 ლარის ოდენობით. 2008 წლის 30 ივნისს კონვერტაციით ჩაირიცხა ფულადი თანხა 9,503.95 ლარის ოდენობით. 2008 წლის 18 ივლისს კონვერტაციით ჩაირიცხა ფულადი თანხა 228,172.03 ლარის ოდენობით. კონვერტაციით ჩაირიცხა ფულადი თანხა 423,080.00 ლარის ოდენობით. 2008 წლის 23 ივლისს კონვერტაციით ჩაირიცხა ფულადი თანხა 491,000.01 ლარის ოდენობით. 2008 წლის 29 ივლისს კონვერტაციით ჩაირიცხა ფულადი თანხა 7,576.31 ლარის ოდენობით. 2008 წლის 29 აგვისტოს კონვერტაციით ჩაირიცხა ფულადი თანხა 141,300.00 ლარის ოდენობით. 2008 წლის 31 დეკემბერს კონვერტაციით ჩაირიცხა ფულადი თანხა 1,355.13 ლარის ოდენობით. კონვერტაციით ჩაირიცხა ფულადი თანხა 877.95 ლარის ოდენობით. კონვერტაციით ჩაირიცხა ფულადი თანხა 9.99 ლარის ოდენობით. 2009 წლის 11 მაისს კონვერტაციით ჩაირიცხა ფულადი თანხა 29,919.99 ლარის ოდენობით. კონვერტაციით ჩაირიცხა ფულადი თანხა 1,476.00 ლარის ოდენობით. კონვერტაციით ჩაირიცხა ფულადი თანხა 12,000.01 ლარის ოდენობით. 2010 წლის 30 სექტემბერს კონვერტაციით ჩაირიცხა ფულადი თანხა 9,000.14 ლარის ოდენობით. 2010 წლის 18 ოქტომბერს გადასარიცხი თანხიდან საჯარო რეესტრის ანგარიშზე ჩაირიცხა ფულადი თანხა 204.00 ლარის ოდენობით.

 

2013 წლის 17 აპრილის ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ზ-----------------------------ში მდებარე სს „სს ბ-----------ის“ (ყოფილი „ს--–---------------ის“) სათავო ოფისში იურიდიული განყოფილების სპეციალისტ ს--–-----------–---–ისგან ამოღებულ იქნა სს „ბ--- ს--–---------------ში” (ამჟამინდელი ბ-----------ი) შპს „ქ-------------ის“ მიერ წილობრივი მონაწილეობის ან აქციების ფლობის შესახებ დოკუმენტები; შპს „ქ-------------სა“ და სს „ბ--- ს--–---------------ს“ შორის სამართლებრივი კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

 

2009 წლის 5 მაისის გენერალური საკრედიტო #0------- ხელშეკრულებით დადგენილია, რომ სს „ბ-----------ისგან“ ნ------------მა სესხის სახით აიღო თანხა 1 200 000 აშშ დოლარი, 6 თვის ვადით.

 

2008 წლის 2 ივნისის ოვერდრაფტის #კ------ ხელშეკრულებით დადგენილია, რომ სს „ბ-----------ისსგან“ ნ------------მა აიღო სესხი 1 000 000 აშშ დოლარი 2008 წლის 31 დეკემბრამდე.

 

2007 წლის 30 ნოემბრის ოვერდრაფტის #ს-------- ხელშეკრულებით დადგენილია, რომ სს „ბ-----------ისგან“ ნ------------მა აიღო სესხი 150 000 აშშ დოლარი, 2007 წლის 5 დეკემბრამდე.

 

2008 წლის 24 აპრილის ოვერდრაფტის #კ------ ხელშეკრულებით დადგენილია, რომ სს „ბ-----------ისგან“ ნ------------მა აიღო სესხი 80 000 აშშ დოლარი, 2008 წლის 1 მაისამდე.

 

2008 წლის 5 მაისს ოვერდრაფტის #კ------ ხელშეკრულებით დადგენილია, რომ სს „ბ-----------ისგან“ ნ------------მა აიღო სესხი 1 000 000 აშშ დოლარი, 2008 წლის 31 მაისამდე.

 

2008 წლის 25 მარტის ოვერდრაფტის #კ------ ხელშეკრულებით დადგენილია, რომ სს „ბ-----------ისგან“ ნ------------მა აიღო სესხი 300 000 აშშ დოლარი, 2008 წლის 31 მარტამდე.

 

2008 წლის 20 მარტის ოვერდრაფტის #კ------ ხელშეკრულებით დადგენილია, რომ სს„ბ-----------ისგან“ ნ------------მა აიღო სესხი 317 000 აშშ დოლარი, 10 დღის ვადით.

 

2008 წლის 4 აპრილის ოვერდრაფტის #კ------ ხელშეკრულებით დადგენილია, რომ სს „ბ-----------ისგან“ ნ------------მა აიღო სესხი 600 000 აშშ დოლარი, 2008 წლის 11 აპრილამდე.

 

2009 წლის 8 მაისის იპოთეკის #0--------1 ხელშეკრულებით დადგენილია, რომ „სს ბ-----------ისგან“ ნ------------მა აიღო სესხი 1 200 000 აშშ დოლარი, 6 თვის ვადით.

 

2009 წლის 8 მაისის იპოთეკის #0--------2 ხელშეკრულებით დადგენილია, რომ „სს ბ-----------ისგან“ ნ------------მა აიღო სესხი 1 200 000 აშშ დოლარი, 6 თვის ვადით.

 

2009 წლის 8 მაისის იპოთეკის #0--------3 ხელშეკრულებით დადგენილია, რომ „სს ბ-----------ისგან“ ნ------------მა აიღო სესხი 1 200 000 აშშ დოლარი, 6 თვის ვადით.

 

2009 წლის 8 მაისის იპოთეკის #0--------4 ხელშეკრულებით დადგენილია, რომ „სს ბ-----------ისგან“ ნ------------სმა აიღო სესხი 1 200 000 აშშ დოლარი, 6 თვის ვადით.

 

2009 წლის 15 ოქტომბრის შპს „ქ-------------ის“ პარტნიორთა კრების ოქმიდან დადგენილია, რომ კრებას ესწრებოდნენ თ------–----–---–---ი და გ------------–--ე - სულ 100% ხმის უფლებით, რომლებმაც დაადგინეს, რომ გაყიდვის გზით გასხვისებულ იქნას შპს „ქ-------------ის“ საწესდებო კაპიტალში თ------–----–---–---ის კუთვნილი 50 % წილი სრულად - ზ---არ ს-----ზე, აქედან გამომდინარე თ------–----–---–---ი გასულ იქნეს საზოგადოებიდან.

 

2013 წლის 10 მაისის ს--------–----ო ექსპერტიზის N----- დასკვნით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 2--------–--------- წერილის თანახმად, შპს „თ-------–--ი-----------ს/კ2--------) საწესდებო კაპიტალი შეადგენს 200 ლარს. ს--------–----ო დოკუმენტების მიხედვით, შპს „თ-------–--ი–2-----ის საწესდებო კაპიტალი შეადგენს 411665 ლარს, რომელიც არ არის ასახული საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. 2008 წლის 7 ივნისს „ბ--- ს--–---------------ის“ მეშვეობით, საგადასახადო დავალება N1–ის საფუძველზე, ნ------------ის მიერ ანგ. N1---------დან თ----------------ის ანგარიშ N1---------ზე გადარიცხულია 188548,40 აშშ დოლარი - პირადი ტრანსფერის დანიშნულებით. 2008 წლის 10 დეკემბრის სასესხო ხელშეკრულება NT-------- (1500000 აშშ დოლარზე)-ისა და 2010 წლის 12 აპრილის სასესხო ხელშეკრულება NT------02 (400 000 აშშ დოლარზე)–ის მიხედვით, შპს „თ-------–--ი–2-----ს აღებული აქვს სესხი შპს ს----------–--------------–------------------ის ფონდიდან“, საერთო თანხით 1900000 — დოლარის ექვ. 3191560 ლარი, რომელიც გახარჯ---–-ა სასტუმრო „თ-------–--ის“ შენობის სარემონტო სამუშაოების, ინვენტარის შეძენის, პერსონალის ხელფასის, საბიუჯეტო გადასახადებისა და სხვადასხვა სამეურნეო ხარჯებისათვის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2011 წლიდან 2013 წლის 1 აპრილამდე პერიოდში თ------------–--–-–---–ს, შპს „თ-------–--ი–2-----ის სასარგებლოდ ერიცხებოდა 48190,30 ლარი. თუ რატომ არ იქნა დაბრუნებული აღნიშნული თანხა საზოგადოების ანგარიშზე, ან რატომ არ მოხდა მისი გამოყენება სამეურნეო დანიშნულებით, დასადგენია ძიებით. შპს „თ-------–--ი–2-----ის შემოსავლები ფიქსირდება 2010 წლის ივნისის თვიდან. 2011 წლის მოგების დეკლარაციის მიხედვით, შპს „თ-------–--ი–2-----ის მოგება შეადგენს 2728,39 ლარს. 2009 წელს შპს „თ-------–--ი–2-----ის მიერ, შპს „ს----------–--------------------------ში“ სესხის ძირის სახით გადახდილია 3555,89 ლარი; 2010-2011 წლებში სესხის ძირი არ არის გადახდილი, 2012 წელს გადახდილია სესხის ძირი 73516,35 ლარი, სულ 2009–2012 წლებში გადახდილია ძირი თანხა 77072,24 ლარი. 2013 წლის დასაწყისისათვის გადასახდელად ერიცხება სესხის ძირი - 3096530 ლარი. 2009 წელს შპს „თ-------–--ი–2-----ის მიერ შპს „ს----------–--------------------------ში“ სესხის პროცენტის სახით გადახდილია 272185,95 ლარი, 2010 წელს სესხის პროცენტი არ გადახდილა, 2011 წელს გადახდილი სესხის პროცენტი შეადგენს 226327,05 ლარს, 2012 წელს გადახდილია სესხის პროცენტი 59759,10 ლარი. სულ 2009–2012 წლებში გადახდილია სესხის პროცენტი 558272,10 ლარი. 2013 წლის დასაწყისისათვის გადასახდელად ერიცხება სესხის პროცენტი 991631,40 ლარი.

 

2009 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 13 ივნისის ჩათვლით სს „ბ--------“ ბანკის ამონაწერით დგინდება, რომ მოცემულ ანგარიშზე 2010 წლის 31 მარტს ჩაირიცხა 35,000.00 ლარი; 2010 წლის 1 აპრილს გადაირიცხა 175,000.00 ლარი; 2010 წლის 10 აგვისტოს გადაირიცხა 68,000.00 ლარი; 2010 წლის 7 სექტემბერს გადაირიცხა 50,000.00 ლარი; 2010 წლის 12 ოქტომბერს გადაირიცხა 50,000.00 ლარი; 2010 წლის 23 ოქტომბერს გადაირიცხა 8,000.00 ლარი.

 

2007 წლის 12 ივნისის სასესხო №1--------- ხელშეკრულებით დგინდება, რომ თ------–----–---–---მა შპს „ ქ-------------იდან“ სესხის სახით აიღო 51 650 ლარი.

 

2013 წლის 11 ივლისის ს--------–----ო ექსპერტიზის N----- დასკვნით დადგენილია, რომ 2008 წლის 24 დეკემბრიდან 2012 წლის აპრილის თვის ჩათვლით, შპს „თ-------–--------“-ის მიერ სასტუმრო „თ-------–--ის“ შენობის სარემონტო სამუშაოებზე გახარჯ---–-ა 1858011,43 ლარი, ინვენტარის შეძენისთვის - 408914,5 ლარი, დარიცხულია პერსონალის ხელფასი - 571617,2 ლარი, გადარიცხულია ბიუჯეტი - 190442.4 ლარი, სხვადასხვა სამეურნეო ხარჯებზე გახარჯ---–-ა 193284,3 ლარი. სულ საერთო ხარჯებმა შეადგინა 3222269,84 ლარი, ნაცვლად (შპს „ს----------–--------------–------------------ის ფონდიდან“ მთლიანობაში მიღებული სესხის 1900000 აშშ დოლარის ექვივალენტი) 3191560 ლარისა, რაც გამოწვეულია 2010 წლის ივნისიდან შპს „თ-------–--------“-ის სასტუმროს შემოსავლების დამატებით.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უტყუარად არის დადასტურებული მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, კერძოდ: სს „ს--–------------------------------იდან“ ამოღებული დოკუმენტაციით, სს „ბ-----სი ბანკიდან“ ამოღებული დოკუმენტაციით, საჯარო რეესტრიდან ამოღებული დოკუმენტაციით, შპს „ქ-------------იდან“ ამოღებული დოკუმენტაციით, ფინანსთა სამისტროს შემოსავლების სამსახურიდან ამოღებული დოკუმენტაციით, შპს „პ------–------------–---------იის“ შესახებ დაზარალებულ ნ------------ის მიერ წარდგენილი შპს „პ------–------------–---------იის“ სამეურნეო დოკუმენტაციით, ს--------–----ო ექსპერტიზის დასკვნებით N----, N-----, საჯარო რეესტრიდან და ფ------------------------–--------–--ის სამსახურიდან ამოღებული დოკუმენტაციით შპს „ს------------ისა და შპს „თ-------–--------“-ის შესახებ, თ------–----–---–---ის მიერ წარდგენილი შპს „ს------------ისა“ და შპს „თ-------–--------“-ის სამეურნეო დოკუმენტაციით, სს „ბ-----------იდან“ ამოღებული დოკუმენტაციით, ს--------–----ო ექსპერტიზის N----- დასკვნით, რომლებიც სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად და მათ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ზემოაღნიშნული ჩვენებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულ თ------–----–---–---ს ბრალდების ფორმულირებიდან უნდა ამოერიცხოს 538 000 აშშ დოლარის ოდენობით ზიანის (შპს „ა-------სა“ და ქ------------ის“) და შპს თ-------–--------“-ის ნაწილში წარდგენილი ბრალდების ნაწილი და ბრალდების ამ ნაწილში უნდა გამართლდეს, ხოლო შპს „პ------–------------–---------იის“ ნაწილში იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ შერაცხული დანაშაულის ჩადენისათვის, თუმცა უნდა შემცირდეს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულ თ------–----–---–---ს ბრალდების მხარის მიერ ბრალი დაედო ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ჩადენილი ოთხი ქმედებისათვის, თუმცა სასამართლო მიიჩნევს, რომ 538 000 აშშ დოლარის ოდენობით ზიანის (შპს „ა-------სა“ და ქ------------ის“) და შპს „თ-------–--------“-ის ბრალდების ნაწილში მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარისი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ბრალდებულ თ------–----–---–---ის მიერ ზემოთმითითებული ბრალდების ნაწილში ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაში.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ თ------–----–---–---მა ნ------------ისაგან 2 წლის ვადით სესხად მიიღო 1 300 000 აშშ დოლარი, რომლის დაბრუნების გარანტად ორი უზრუნველყოფა დასახელდა. პირველი, წილი სს „ა-------ს“ მოგებიდან და მეორე 4 პროცენტიანი წილი სს „ს--–-------------კში“, რითაც თითქოსდა თ------–----–---–---მა მოატყუა ნ------------ი, კერძოდ: მან ნ------------ს მიაწოდა ცრუ ინფორმაცია სესხის უზრუნველსაყოფად დასახელებული გარანტიების შესახებ. სასამართლო განმარტავს, რომ 2006 წლიდან თ------–----–---–---ი, გ------------–--ესთან ერთად წარმოადგენდა შპს „ქ-------------ის“ დამფუძნებელ პარტნიორს და ფლობდა საწესდებო კაპიტალის 50%-იან წილს. შპს „ქ-------------მა“ გადაწყვიტა სს „ბ--- ს--–---------------ში“ წილის შეძენა, რისთვისაც შპს „V-------------“-სისაგან აიღო მიზნობრივი სესხი 540 000 აშშ დოლარის ოდენობით. შესაბამისად, 2006 წლის 6 ივნისის შპს „ქ-------------სა“ და შპს „V-------------“-ს შორის დაიდო NV-------- სესხის ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრა ერთი წელი.

 

2006 წელს ივნისიდან შპს „ქ-------------ი“ გახდა სს „ბ--- ს--–---------------ის“ 8%-იანი წილის ბენეფიციარი მფლობელი. კერძოდ: შპს „ქ-------------ი“ გახდა სს „ს--–------------------------------ის“ ჩვეულებრივი აქციის მფლობელი, რაც შეადგენდა სს „ს--–------------------------------ის“ საწესდებო კაპიტალის 33,33 პროცენტს (ანუ 1/3-ს). სს „ს--–------------------------------ის“ დამფუძნებლები იმ დროისათვის იყვნენ შპს „ქ-------------ი“ (33,33%), კომპანია „ს--–--------- გ----------–------ (33,33%) და კომპანია „მ---–-----–-------------------–--------ი“ (33,33%). თავის მხრივ, სს „ს--–------------------------------ი“ ფლობდა სს „ბ--- ს--–---------------ის“ აქციების 24 პროცენტს (24 პროცენტის 1/3-დი შეადგენს 8% პროცენტს).

 

შესაბამისად, თ------–----–---–---ი ფლობდა სს „ბ--- ს--–---------------ის“ 4%-იან წილს. იგი იყო აქციათა არაპირდაპირი ბენეფიციარი მესაკუთრე.

 

2007 წლის გაზაფხულზე, სს „ბ--- ს--–---------------მა“ მიიღო გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის გაზრდის შესახებ. შესაბამისად, 2007 წლის 16 მაისს სს „ს--–------------------------------ის“ პარტნიორებმა მიიღეს გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის 4 320 000 (ოთხი მილიონ სამას ოციათასი) ლარით გაზრდის შესახებ. თითოეული პარტნიორი ვადებული იყო საწესდებო კაპიტალში შეეტანა 4 320 000 მესამედი - 1 440 000 (მილიონ ოთხასორმოცი ათასი) ლარი.

 

აღნიშნული კაპიტალის შესავსებად შპს „ქ-------------მა“ ერთი კვირის ვადით აიღო მიზნობრივი სესხი 830.000 (რვაას ოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ოდენობით. შესაბამისად, 2007 წლის 6 ივნისის შპს „ქ-------------სა“ და „აფ----------–--------------–--------ს“ შორის დაიდო N---- სესხის ხელშეკრულება. ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა 8 დღე - 2007 წლის 6 ივნისიდან 2007 წლის 14 ივნისის ჩათვლით. აღნიშნული თანხა, 2007 წლის 6 ივნისს „აფ----------–--------------–--------ის“ მიერ სრულ იქნა გადარიცხული სს „ს--–------------------------------ის“ საბანკო ანგარიშზე. საგადახდო დავალებაში, დანიშნულების გრაფაში მითითებულია - 8/75 ხელშეკრულების ფარგლებში.

 

ამავდროულად, 2007 წლის 12 ივნისის შპს „ქ-------------სა“ და თ------–----–---–---ს შორის დაიდო N1--------- სასესხო ხელშეკრულება. სესხის ოდენობა განისაზღვრა 51 650 (ორმოცდათერთმტი ათას ექვსას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, წლიური 9%-ით. სესხის დარუნების ვადად განისაზღვრა 2010 წლის 26 დეკემბერი. აღნიშნული თანხიდან 50 750 (ორმოცდაათი ათას შვიდას ორმოცდაათი) ლარი ჩარიცხულ იქნა სს „ს--–------------------------------ის“ საბანკო ანგარიშზე. ამავე დროს, ახლოვდებოდა 2006 წლის 6 ივნისის NV-------- სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, თ------–----–---–---მა ნ------------ს მიმართა თხოვნით სესხის სახით შპს „ქ-------------ისათვის“ გადაეცა 1 300 000 აშშ დოლარი, რომელიც იყო მიზნობრივი სესხი და მიმართული იყო სს „ბ--- ს--–---------------ში“ წილის შესანარჩუნებლად.

 

2007 წლის 2 ივნისს ნ------------ს შპს „ქ-------------სა“ და შპს „V-------------“-ს შორის დაიდო 2006 წლის 6 ივნისის NV-------- სესხის ხელშეკრულების პირველი დამატებითი შეთანხმება, რომლითაც კრედიტორის შპს „V-------------“-ის წინაშე, მოვალის შპს „ქ-------------ის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებები (ძირითადი თანხა 540 000 აშშ დოლარის და მასზე დარიცხული პროცენტის 69 238 აშშ დოლარის გადახდა) იკისრა ნ------------მა. ამავე შეთანხმების თანახმად, ნ------------ს გადაეცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული შპს „V-------------“-ის ყველა ის უფლება და მოვალეობა, რაც ამ უკანასკნელს გააჩნდა შპს „ქ-------------ის“ მიმართ. თავის მხრივ, ნ------------სა და შპს „ქ-------------ს“ შორის, იმავე დღეს დაიდო 2006 წლის 6 ივნისის NV-------- სესხის ხელშეკრულების მეორე დამატებითი შეთანხმება, რომლის თანხმადაც განისაზღვრა შპს „ქ-------------ის“ მიერ, ახალი კრედიტორის ნ------------ის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადა, კერძოდ: 2010 წლის 10 დეკემბერი. ასევე დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თ------–----–---–---ი შპს „ქ-------------ს“ თავდებად დაუდგა ნ------------ის წინაშე.

 

ამავე პერიოდში, სს „ბ--- ს--–---------------ის“ საწესდებო კაპიტალში თანხის შესატანად, „აფ----------–--------------–--------ისაგან“ მოკლე ვადით ნასესხები თანხის დასაფარად შპს „ქ-------------სა“ და ნ------------ს შორის დაიდო NS------- სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სესხის სახით გაიცა 500 000 აშშ დოლარი, 2010 წლის 10 დეკემბრამდე. ნ------------ის მიერ სწორედ ამ ორი უცხოური კომპანების (შპს „V-------------“-ის და „აფ----------–--------------–--------ის“) საბანკო ანგარიშებზე იქნა გადარიცხული თანხები. შპს „ქ-------------მა“ სრულად შეასრულა ნაკისრი ვალდებულება კაპიტალის გაზრდის ნაწილში და შეინაჩუნა მისი 33,33% წილის სს „ს--–------------------------------ში“, რითაც თავის მხრივ შეინარჩუნა 8% წილი სს „ბ--- ს--–---------------ში“.

 

საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ სს „ა-------ს“ დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელია ჯგუფი - „ა-----------------ი“, რომლის თანადამფუძნებელია თ------–----–---–---ის საქმიანი პარტნიორი - ჯ----------–--ვი. თავის მხრივ სს „ა-------“ ახორცილებდა ერთადერთ პროექტს, კერძოდ: თბილისში, ბ-----ეს ქ.№2-ში მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას. პროექტს ერქვა „სახლი ო--------ან“. ამ პროექტში თ------–----–---–---ი იყო სს „ა-------ს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და გარვეული პერიოდი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. შესაბამისად, თ------–----–---–---ს სს „ა-------ს“ მოგებიდან შეეძლო მიეღო სარგებელი (მოგება), რაც ასევე დადასტურდა მოწმის სახით დაკითხული ჯ----------–--ვის ჩვენებით.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევით დადგინდა, რომ სს „ა-------ს“ 2007 - 2011 წლებში არ მიუღია მოგება და კომპანიის ბალანსზე, მითითებულ წლებში, ფიქსირდება ზარალი.

 

შპს „ქ-------------ის“ მიერ სესახად აღებულ თანხას – 1 300 000 აშშ დოლარს, დაბრუნების ვადად განისაზღვრა 2010 წლის დეკემბრის თვე. მიუხედავად აღნიშნულისა, ნ------------მა ვადაზე ადრე, 2009 წლის ოქტომბრის თვეში, მოითხოვა თანხის დაბრუნება. ვინაიდან ამ დროისათვის სს „ა-------ში“ არ ფიქსირდებოდა მოგება, თ------–----–---–---მა თანხის დაბრუნების სანაცვლოდ ნ------------ს გადასცა შპს „ქ-------------ის“ 50%-იანი წილი, რაც ნ------------ის თანხმობით და მისი წარმომადგენლობით 2009 წლის 15 ოქტომბერს სიმბოლურ ფასად გაფორმდა მისი შვილის ზ---არ ს-----ის სახელზე. აღნიშნული მოქმედებით ზ---არ ს-----ი გახდა სს „ს--–-------------კის“ (ამჟამად „ბ---------------“) 4%-იანი აქციების არაპირდაპირი, ბენეფიციარი მესაკუთრე.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშული ქმედებით ბრალდებულმა თ------–----–---–---მა სრულად შეასრულა თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.

 

მოგვიანებით, 2010 წლის 26 ოქტომბერს შპს „ქ-------------ის“ პარტნიორების ზ---არ ს-----ისა და გ------------–--ის პარტნიორთა კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება სს „ს--–------------------------------ის“ 24 000 (ოცდაოთხი ათასი) ჩვეულებრივი აქციის 1 800 000 აშშ დოლარად განვადებით გასხვისების თაობაზე. იმავე დღეს შპს „ქ-------------სა“ და კომპანია „ს--–----------------------–----გს“ შორის დაიდო აქციათა გადახდის განვადების გზით ნასყიდობის №1-------- ხელშეკრულება. შპს „ქ-------------მა“ ამონაგები თანხებით დაფარა კრედიტორული დავალიანებები. 2010 წლის მდგომარეობით შპს „ქ-------------ის“ კრედიტორებს წარმოადგენდნენ ნ------------ი, „აფ----------–--------------–--------ი“ და თ------–----–---–---ი. საბანკო ამონაწერის, მიღება-ჩაბარებისა და სალაროს გასავლის ორდერების თანახმად, ნ------------მა მიიღო 1 607 643 აშშ დოლარი, მათ შორის ძირითადი თანხა 1 040 000 აშშ დოლარი, პროცენტი 214 532 აშშ დოლარი და მის სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხა 35 311 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ როდესაც ზ---არ ს-----მა გადაიფორმა თ------–----–---–---ის მიერ უზრუნველყოფად შეთავაზებული შპს „ქ-------------ის“ 50%-იანი წილი, აღნიშნულით თ------–----–---–---მა ვალდებულება შეასრულა სრულად, რადგან სწორედ იმიტომ გადასცა საკუთრებაში ზ---არ ს-----ს თავის დროზე უზრუნველყოფის სახით შეთავაზებული წილი, რომ ამით მან ყოველგვარი ვალდებულება შეასრულა დაზარალებული მხარის წინაშე. 1300000 დოლარის სესხის სახით გაცემისას უზრუნველყოფის სახით სწორედ ამ წილზე შეთანხმდნენ მხარეები. ზ---არ ს-----მა თავადვე დაადგინა ფასი, რა ფასადაც მოახდინა სს „ს--–------------------------------ის“ 33,33%-იანი წილის რეალიზაცია. ის გარემოება, რომ ნ------------მა ვერ მოახერხა 1 300 000 აშშ დოლარის აღება და საბოლოოდ ეს იქცა ზიანის გამოანგარიშების საფუძვლად და ზიანი დაანგარიშდა 538 000 აშშ დოლარის ოდენობით, სასამართლოს შეფასებით სრულიად უსაფუძვლოა, რამეთუ მხარეთა შეთანხმება შესრულდა.

 

რაც შეეხება სს „ა-------ს“, უტყუარად დგინდება, რომ თ------–----–---–---ი წარმოადგენა კომპანიის ხელმძღვანელ პირს და კომპანიის ერთ-ერთი მესაკუთრის ჯ----------–--ვის განმარტებით, თ------–----–---–---ის მოწვეული იყო პროექტის სამართავად და მისი ფინანსური დაინტერესება სს „ა-------ს“ პროექტში გამოიხატებოდა მოგების 20 პროცენტში. ნ------------მა ვადაზე ადრე, 2009 წლის ოქტომბრის თვეში მოითხოვა თანხის დაბრუნება და სს „ა-------ს“ მოგების დეკლარაციებით დგინდება, რომ ამ დროისათვის სს „ა-------ში“ მოგება არ ფიქსირდებოდა. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ თ------–----–---–---მა შეასრულა ვალდებულება თავდებობის ხელშეკრულების ფარლგებში, რაც ჰქონდა მას ნ------------თან ბანკის 4 პროცენტიან წილთან მიმართებაში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ 2008 წელს თ------–----–---–---მა შპს „პ------–------------–-----------“ სესხის სახით ეტაპობრივად გადასცა 24.340,67 ლარის ოდენობის თანხა. ხსენებულ თანხაზე ასევე მოხდა პროცენტის დარიცხვა, რამაც შეადგინა 7.949,09 ლარი. საქმეში წარმოდგენილი მტიკიცებულებებით დასტურდება რომ 2008 წლის ივნისში ავტომანქანა მერსედეს „GL450“ შეძენილ იქნა 104 111, 20 ლარად, ხოლო 2010 წლის 21 ივლისს გაიყიდა თ---ო ჟ---------–-ანზე 60 000 ლარად. ფასი დადგენილ იქნა ერთპიროვნულად თ---ო ჟ----–-–---ის მიერ.

 

საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურება, რომ ავტომანქანა მერსედეს „GL 450“ წარმოადგენდა შპს „პ------–------------–---------იის“ საკუთრებას. კომპანიის საკუთრების გასხვისების შემთხვევაში აუცილებელი იყო პარტნიორთა კრების მოწვევა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, რაც მოცემულ შემთვევაში არ განხორციელებულა. პირიქით, ნ------------თან შეთანხმებისა და შესაბამისი პროცედურების დაცვის გარეშე, თ------–----–---–---ის მიერ ერთპიროვნულად მოტყუებით მოხდა აღნიშნული ავტომანქანის მის სახელზე გადაფორმება. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ბრალდების ამ ნაწილში თავად ბრალდებულმაც თავი სცნო დამნაშავედ, თუმცა დაცვის მხარე არ დაეთანხმა ბრალების ამ ნაწილში დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობას, რასაც სასამართლოც იზიარებს.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების ამ ნაწილში ბრალდების მხარის მიერ არასწორად იქნა დადგენილი დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა. კერძოდ, მიყენებული ზიანის ოდენობის საბოლოო გამოანგარიშებისას ავტომანქანის შეძენისათვის გადახდილ თანხას უნდა გამოაკლდეს თ---ო ჟ----–-–---ის მიერ გადახდილი 60 000 ლარი და ავტომანქანის განბაჟებისათვის კონპანიის ანგარიშზე შეტანილი 6909 ლარი (104111,20 - 60 000 - 6909 = 37202,20). შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანი, ბრალდების ამ ნაწილში, შეადგენს 37202,20 ლარს.

 

რაც შეეხება შპს „თ-------–-------7“-ის ეპიზოდს, სასამართლოს დადგენილად მიიჩნია, რომ ნ------------ის საბანკო ანგარიშიდან 2008 წლის 7 ივნისს სს „ბ-----ი“ ბანკში გადაირიცხა 188 548,40 აშშ დოლარი, რომლითაც სრულად დაიფარა თ----------------ის დავალიანება ბანკის წინაშე. მომდევნო დღეს 2008 წლის 8 ივნისს ნოტარიუს ნ---------------სთან ერთის მხრივ ნ------------ს და მეორეს მხრივ შპს „თ-------–-------7“-ის დამფუძნებელ პარტნიორებს თ------–----–---–---სა და თ----------------ეს შორის დაიდო შპს „თ-------–-------7“-ის წილის დათმობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით ნ------------ს უსასყიდლოდ გადაეცა თ------–----–---–---ისა და თ----------------ის წილების ნაწილი, ჯამში 33.33 %. შესაბამისად, შეთანხმება პირნათლად იქნა შესრულებული თ----------------ისა და თ------–----–---–---ის მიერ. თუკი ნ------------ი სესხის სანაცვლოდ მიიღებდა შპს „თ-------–-------7“-ის 33,3% წილს, მაშინ დამატებით რატომ უნდა გადასცემოდა მას „რ--------–-----------------ბის ფონდიდან“ მიღებული სესხიდან თანხა - 188.548 აშშ დოლარის ოდენობით, გაუგებარია. მით უფრო, რომ „რ--------–-----------------ბის ფონდიდან“ მიღებული სესხიდან თანხა - 2 000 000 აშშ დოლარი საჭირო იყო და მოხმარდა კიდეც სასტუმროს რეკონსტრუქციას და ინფრასტრუქტურას, რაც დადგენილია ექსპერტიზების დასკვნებით. ნ------------ი ხელს აწერს „რ--------–-----------------ბის ფონდთან“ დადებულ სესხის ხელშეკრულებებს, როგორც შპს „თ-------–-------7“-ის პარტნიორი. მისთვის ცნობილია ხელშეკრულების შინაარსი, სესხის მიზნობრიობა და პირობები. არცერთ სესხის ხელშეკრულებაში არ არის მითითება იმის თაობაზე, რომ „რ--------–-----------------ბის ფონდიდან“ მიღებული სესხით უნდა გადაიფაროს კომპანიის საკრედიტო დავალიანება ნ------------ის მიმართ.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული თ------–----–---–---ი 538 000 აშშ დოლარის ოდენობით ზიანის (შპს „ა-------სა“ და ქ------------ის“) და შპს „თ-------–--------“-ის ეპიზოდისათვის წარდგენილი ბრალდებების ნაწილში უნდა გამართლდეს, რაც შეეხება შპს „პ------–------------–--------იის“ ეპიზოდს, აღნიშნულ ეპიზოდში უნდა დაზუსტდეს დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა, რომელიც უნდა განისაზღვროს 37202,20 ლარით.

 

რაც შეეხება შპს „ს------------ის“ ნაწილში წარდგენილ ბრალდებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების ამ ნაწილში საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა თ------–----–---–---ის მიერ შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი, კერძოდ:

 

დაზარალებულ: ნ------------ის ჩვენებით დადგინდა, რომ 2008 წელს თ------–----–---–---მა თ----------------ესთან ერთად დააფუძნა შპს „ს------------ა“, რისთვისაც მას გამოართვა ჯამში 120 000 აშშ დოლარი, კერძოდ: 80 000 აშშ დოლარად შეძენილი იქნა მ------–ი ქვის საფქვავი დანადგარი, 19 000 აშშ დოლარად შეძენილი იქნა მანქანა „ზილი“ და 40 000 ლარით აღებული იქნა ლიცენზია. აღნიშნული 120 000 აშშ დოლარი გადარიცხა მისი პირადი ანგარიშიდან. თ------–----–---–---ი პირდებოდა, რომ კომპანიის მუშაობის შედეგად დაუბრუნებდა მის მიერ გადახდილ თანხას 120 000 აშშ დოლარს და ასევე გახდებოდა შპს „ს------------აში“ 50%-იანი წილის მფლობელი. მიუხედავად დაპირებისა, თ------–----–---–---ს არ დაუბრუნებია მის მიერ დახარჯ---–- თანხა და არც წილი გადაუფორმებია ნ------------ის სახელზე. თ------–----–---–---მა ნ------------ს დაუმალა მოგების არსებობა და მოატყუა, რომ თითქოს კომპანიამ მიიღო მხოლოდ 60060 ლარის მოგება, რაც მთლიანად გადარიცხა შპს „თ-------–--------“-ის ვალის დასაფარად „მ--–------ში“.

 

მოწმე: თ------------–--–-–---–ის ჩვენებით დადგინდა, რომ იგი იყო შპს „ს------------ის“ დირექტორი. შპს „ს------------ის“ სახელით შეძენილი იქნა საფქვავი დანადგარი 40 000 აშშ დოლარად, რაც მას გადასცეს ნ------------მა და თ------–----–---–---მა. საჯარო რეესტრში ფირმა დარეგისტრირებული იქნა სამი პარტნიორის, თ----------------ის, მისი ძმის - მ--–--------------ძის და თ------–----–---–---ის მონაწილეობით. რაც შეეხება ნ------------ს, მას მონაწილეობა აღნიშნულ შეთანხმებაში არ მიუღია და მის სახელზე წილი არ გაფორმებულა, მიუხედავად იმისა, რომ მან მითითებულ კომპანიაში ჩადო გარკვეული ფინანსური ინვესტიცია.

 

შპს „ს------------ის“ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ჩატარებული ს--------–----ო ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტის დ-----------------იას ჩვენებით დადგინდა, რომ შპს „ს------------ა“ 2009–2011 წლებში მუშაობდა მოგებაზე. 2009 წელს კომპანიამ მიიღო მოგება - 48 612,74 ლარის, 2010 წელს – 58258,8 ლარისა და 2011 წელს – 206818,07 ლარის ოდენობით. თ------–----–---–---ს 2009 წელს დივიდენდის სახით დაერიცხა - 16401,1 ლარი, 2010 წელს – 24530,2 ლარი და 2011 წელს 65394 ლარი და შპს „ს------------ის“ ანგარიშიდან მის სახელზე 2010-2011 წლებში გაცემულია 13 546,21 ლარის დივიდენდი. თ----------------ეს 2009 წელს დივიდენდის სახით დაერიცხა - 16401,09 ლარი, 2010 წელს - 24530,2 ლარი, 2011 წელს 65394,28 ლარი და შპს „ს------------ის“ ანგარიშიდან მის სახელზე 2010–2011 წლებში გაცემულია 83 586,35 ლარის დივიდენდი, ხოლო მ--–--------------ძეს 2011 წელს დივიდენდის სახით დაერიცხა - 11 372,92 ლარი.

 

შპს „ს------------ის“ მოგებიდან, რაც შეადგენდა 206818,07 ლარს, შპს „თ-------–--ის’’ ანგარიშზე გადარიცხვები, მისი რ--------–-----------------ბის ფონდიდან აღებული სესხის დასაფარად, არ განხორციელებულა.

 

ამდენად, თ------–----–---–---მა მოატყუა ნ------------ი, არ გადაუფორმა დაპირებული წილი შპს „ს------------აში “, ასევე დაუმალა კომპანიის მოგების შესახებ, რითაც თაღლითურად დაეუფლა ნ------------ის კუთვნილ 120 000 აშშ დოლარს.

 

2010 წლის 6 ოქტომბრის ნ------------ის და თ------–----–---–---ის ფარული ჩანაწერით დადგინდა, რომ ნ------------ი ეკითხება თ---ოს „რა ხდება ჩემს ქონებაზე მიფორმებ არ მიფორმებ?“ რაზედაც თ---ო პასუხობს „გაფორმებას რა მნიშვნელობა აქვს, რა ხელს კიდებს ვინმე თუ რა?“, „გაფორმებას, როგორ არა აქვს მნიშნელობა, გაფორმებას დიდი მნიშნელობა აქვს“, „მოიყვანე მყიდველი და მივცემ“. „ს------ს არ მიფორმებ?“, „ს------ი გაფორმებულია შენზე“. „რა არის გაფორმებული ჩემზე 8%?“, „33%-ია ქონების“, „რა ქონების 75% მ--–------ს არ მიეცი?“, „არა ეგ სესხია ჩვეულებრივი ჩათვალე გირაოა“, „რისი სესხია გადაფორმებული აქვთ ეხლა“, „პირობითად აქვთ გაფორმებული, რომ მანქსიმუმ ხუთი წლის მერე უნდა გამოისყიდონ, არ ნახე ხელშეკრულება?“, „დღესვე რომ გამოვისყიდო?“, „ დღესვე შეგიძლია მეხვეწებიან აგერ გამოისყიდეო“. „და შემოსავლები ხომ არის იქ რაღაც?“ „მ--–------ი აკონტროლებს“. „თ---ო საფქვავს არ მიფორმებ?“, „საფქვავი რა 50%-ს გულისხმობ?“, „იყოს თუნდაც 50%“, „მოგცემ თუ გინდა მინდობილობას რა პრობლემაა“. „მინდობილობა არ მინდა, მინდა ჩემს სახელზე იყოს გაფორმებული, მაინტერესებს მიფორმებ თუ არა?“. „გაგიფორმებ რატომ გეშინია ასე ვერ გავიგე“. „ჩემს სახელზე მინდა, რომ იყოს ჩემი ქონებები“.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ნ------------ს თ------–----–---–---ისათვის არ მოუთხოვია თავისი კუთვნილი წილების გაფორმება და ამიტომ არ გადაუფორმა შპს „ს------------აში“ კუთვნილი წილი ნ------------ს. სასამართლო განმარტავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი ნ------------ის და თ---ო ჟ----–--–---ის შეხვედრის ამსახველი ფარული ჩანაწერებით დასტურდება, რომ ნ------------ი ითხოვდა თავისი კუთვნილი წილების და ქონებების გადაფორმებას, თუმცა თ------–----–---–---ი სხვადასხვა მიზეზს იგონებდა, რომ ნ------------ისთვის არ გაეფორმებინა ქონება.

 

ზემოთაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზების შემდგომ სასამართლოს მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდებულ თ------–----–---–---ს განზრახული ჰქონდა სხვისი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგიდ დაუფლება, აღნიშნული მიზნით დაუკავშირდა დაზარალებულს, შევიდა მასთან ნდობაში, მის კუთვნილ ანგარიშზე მოტყუებით ჩაარიცხინა თანხები, რომლითაც შეიძინა უძრავი ქონება, რომელიც განკარგა პირადი შეხედულებით.

 

ამდენად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება თ------–----–---–---ის მიერ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ს------------ის“ და შპს „პ------–------------–---------იის“ ბრალდების ნაწილში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: Georgiadis v. Greece, § 43). სასამართლოს მიაჩნია, რომ მთავარ არგუმენტებთან დაკავშირებით, სასამართლომ ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რის გამოც საჭიროდ არ მიაჩნია სხვა იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებიც ვერავითარ გარდატეხას მოახდენს სადავო ფაქტის დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას ს-----ის----ოს არსებობაში.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით, განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებები საქმესთან მათი დასაშვებობის, რელევანტურობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა თ------–----–---–---ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (შპს „ს------------ის“ და შპს „პ------–------------–---------იის“ ბრალდების ნაწილში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად ისჯება თაღლითობა, ე.ი. ქმედება, რაც გამოიხატება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით სხვისი ნივთის დაუფლებაში ან ქონებრივი უფლების მიღებაში. აღნიშნული შემადგენლობა მოიცავს შემდეგ ელემენტებს: 1. სხვისი მოტყუება, 2. სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება, 3.მისაკუთრების მიზანი. მოცემული ნიშნების არსებობის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული ქმედების - თაღლითობის შემადგენლობის ობიექტური და სუბიექტური ნიშნები არსებობს.

 

იმისათვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს, როგორც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, საჭიროა არსებობდეს პირის სურვილი და ნება, რომ მას სურს ამ ქმედების ჩადენა. თაღლითობა თავისი არსით გულისხმობს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას ან ქონებრივი უფლების მიღებას მოტყუებით. თაღლითობის შემადგენლობის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, აუცილებელია რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს თაღლითის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე მესაკუთრე იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში, რაც გამოიხატება დაზარალებულის კუთვნილი ამა თუ იმ ნივთის ან ქონების დაუფლებაში, რითაც ზიანი ადგება დაზარალებულს. იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც საქმეზე იქნა გამოკვლეული, დადასტურებულია, რომ თ------–----–---–---ი მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით ფულად თანხას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის შესაბამისად, დიდი ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10000 ლარის ზევით. განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 37202,20 ლარსა და 120 000 აშშ დოლარს. აღნიშნული კი საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას იძლევა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და თ------–----–---–---ის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ თ------–----–---–---მა ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

თ------–----–---–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ თ------–----–---–---ის წარსული არაფრით არ არის შებღალული, ნაწილობრივ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, ასევე ითვალისწინებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასაკს და მიაჩნია, რომ მას უნდა შეეფარდოს ისეთი სასჯელი, რაც დაკავშირებული არ იქნება თავისუფლების აღკვეთასთან და საზოგადოებისაგან მის იზოლაციასთან, რაც სასამართლოს შეფასებით, სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ თ------–----–---–---ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, ზემოთმითითებული გარემოებების გათვალისწინებით, მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი ჯარიმის სახით, კერძოდ ჯარიმა 25 300 (ოცდახუთი ათას სამასი) ლარის ოდენობით, რაც პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით უნდა შეუმცირდეს და საბოლოოდ უნდა განესაზღვროს ჯარიმა 25000 ლარის ოდენობით.

 

ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული 1(ერთი) ცალი DVD-R დისკი, თ----- გ--------ის ხმის ნიმუში ერთ ცალ CD-R დისკზე და თ----- გ--------ის ფოტოსურათის ნიმუში ერთ ცალ CD-R დისკზე, თ------–----–---–---ის ხმის ნიმუში ერთ ცალ CD დისკზე, 2013 წლის 22 ოქტომბრის სასაქონლო ექსპერტიზის N1----- დასკვნაზე დართული ერთი ცალი DVD-R დისკი, 2013 წლის 5 ნოემბრის ს---–--რო-ტექნიკური ექსპერტიზის N------ დასკვნაზე დართული ერთ ცალი DVD-R დისკი, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული ორი ცალი CD-R და DVD-R დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. თ------–----–---–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 25 300 (ოცდახუთი ათას სამასი) ლარის ოდენობით.

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით - 2013 წლის 16 მაისიდან - 2013 წლის 18 მაისის ჩათვლით, თ------–----–---–---ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 300 (სამასი) ლარით და საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 25000 (ოცდახუთიათასი) ლარის ოდენობით.

3. თ------–----–---–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 25 000 (ოცდახუთი ათასი) ლარის ოდენობით.

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–----------ის განჩინებით ქონების შესაძლო ჩამორთმევის მიზნით ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას: თ------–----–---–---ის სახელზე არსებულ დ--–------------------------–-----------ში მდებარე მიწის ნაკვეთებს საკადასტრო კოდებით: 7------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------67, 7-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------; ასევე, თ------–----–---–---ის სახელზე არსებულ ქ. თბილისი, კ--------–ი მდებარე მიწის ნაკვეთებს საკადასტრო კოდებით: 8-------------------; ასევე, თ------–----–---–---ის სახელზე არსებულ ქ. წ---–--------------------–ის ქუჩა N8-ში მდებარე მიწის ნაკვეთს, საკადასტრო კოდით 2--------, თ------–----–---–---ის სახელზე რეგისტრირებულ ,,TOYOTA LANDCRUISER LC150“ ავტომანქანას, სახ. ნომრით NF------, შპს „ს------------აში“ (საიდენტიფიკაციო კოდი 2--------) მის კუთვნილ 46% წილს. თ------–----–---–---ის შვილის ნ-----–-----–----–---–---ის სახელზე არსებულ მიწის ნაკვეთს, მდებარე: გ-----------------------ა, საკადასტრო კოდით: 8-------- და ქ. თბილისი, კ-------------------–------ვი 1, N3, საკადასტრო კოდით:

0------------------3--

- გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–----------ის განჩინებით ქონების შესაძლო ჩამორთმევის მიზნით ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას: თ------–----–---–---ის სახელზე რეგისტრირებულ შპს „პი-----–-----------–---------აში“ (საიდენტიფიკაციო კოდი 2--------) მის კუთვნილ 50% წილსა და შპს „თ-------–---------ში“ (საიდენტიფიკაციო კოდი 2--------) მის კუთვნილ 8,40000000% წილს.

- გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–----------სის განჩინებით ქონების შესაძლო ჩამორთმევის მიზნით ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას: თ------–----–---–---ის სახელზე რეგისტრირებულ შპს „წ---–---------–---–ში“ (საიდენტიფიკაციო კოდი 2--------) მის კუთვნილ 50% წილს და თ------–----–---–---ის სახელზე ქ. თბილისში, ს-----------------------ში მდებარე 45.0-------00 ფართს, საკადასტრო კოდით N0--1--1--0-------------.

- გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–-------------ოს განჩინებით ქონების შესაძლო ჩამორთმევის მიზნით ქონებაზე დადებული ყადაღა და ყადაღა მოეხსნას: თ------–----–---–---ის სახელზე შპს „თ---–--------“-ში (საიდენტიფიკაციო კოდი 2--------) მის კუთვნილ 50% წილს, შპს „ღ----------------------–ი“ (საიდენტიფიკაციო კოდი 2--------) მის კუთვნილ 30% წილს და სააქციო საზოგადოება „სა----------“-ში (2------; კოდი 2--------, რეგისტრირებული გ--------------იონის სასამართლოს მიერ 7--------) მის კუთვნილ 11,688124% წილს.

5. ნივთიერი მტკიცებულებები:

- ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული 1(ერთი) ცალი DVD-R დისკი, თ----- გ--------ის ხმის ნიმუში ერთ ცალ CD-R დისკზე და თ----- გ--------ის ფოტოსურათის ნიმუში ერთ ცალ CD-R დისკზე, თ------–----–---–---ის ხმის ნიმუში ერთ ცალ CD დისკზე, 2013 წლის 22 ოქტომბრის სასაქონლო ექსპერტიზის N1----- დასკვნაზე დართული ერთი ცალი DVD-R დისკი, 2013 წლის 5 ნოემბრის ს---–--რო-ტექნიკური ექსპერტიზის N------ დასკვნაზე დართული ერთ ცალი DVD-R დისკი, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული ორი ცალი CD-R და DVD-R დისკი, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი