განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
(0----------1)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
09 იანვარი 2019 წელი თბილის
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ მ----–-----ს,ბრალდებულ ნ---------------–--ის,ადვოკატ ი-----–--------ს
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ------------------–-------------–---ს (პ/№ 0----------) - დაბადებულის 1----–-–-------------- რეგისტრირებულის: თბილისი, ნ---------–---------–- და ფაქტობრივად მცხოვრების საქართველოში, მ-----------------–- - მიმართ, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
ნ---------------–--ეს ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
გორის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 აგვისტოს განაჩენით, საქართველოს სსკ 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გასამართლებული ნ---------------–--ე 2018 წლის 12 აგვისტოს, საღამოს, დაახლოებით 21:26 საათიდან 23:26 საათამდე პერიოდში, თბილისი, ტ. გრანელის ქ. N2/4-ში მდებარე სუპერმარკეტ სს „ნ-------------------------ე ფილიალიდან ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა 5 ლარისა და 45 თეთრის ღირებულების 1 შეკვრა 5 ცალიან „ტვიქსი“-ს, 16 ლარისა და 35 თეთრის ღირებულების 3 შეკვრა 5 ცალიან „მილქივეი“-ს, 12 ლარისა და 50 თეთრის ღირებულების 10 ცალ როშენის ბატონს, 2 ლარისა და 65 თეთრის ღირებულების 1 ცალ ბარამბოს სეზონის ვაფლ „ჰარმონია“-ს და 4 ლარისა და 65 თეთრის ღირებულების 1 ცალ ბარნი“-ს შოკოლადს. ნ---------------–--ის ქმედებით სს „ნიკორა ტრეიდს“ მიადგა 41 ლარისა და 60 თეთრის ოდენობის მატერიალური ზიანი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ნ---------------–--ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების: ან---------------ს, ნ---------------–--ის და ი----------------–-–---–-ს გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ვიდეო ჩანაწერი და ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმი, 2018 წლის 01 აგვისტოს განაჩენი და საქმეში არსებული სხვა მასალები) ერთობლიობა ნ---------------–--ის მიმართ დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას. ამასთანავე, მართალია სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი, მაგრამ სასამართლო არ იყენებს სსკ 58-ე მუხლით დადგენილ სასჯელის განსაზღვრის წესს და აღნიშნული მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად არ იქნება მიჩნეული, რადგან ის წარმოადგენს ბრალდებულის ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ---------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;
გაუქმდეს გორის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 აგვისტოს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ---------------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.
ნ---------------–--ის სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 01 სექტემბრიდან.
გაუქმდეს ნ---------------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა;
ნივთიერი მტკიცებულება:
საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტოსურათები 1 ცალ ელექტრონულ დისკზე, დალუქული ერთ პაკეტად - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
სს „ნი---------------------------ე ფილიალის სამეთვალყურეო ვედეოჩანაწერების დათვალიერების შედეგად გადაღებული ვიდეო ჩანაწერი 1 ცალ ელექტრონულ დისკზე, დალუქული ერთ პაკეტად - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები 1 ცალ ელექტრონულ დისკზე, დალუქული ერთ პაკეტად - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი