განაჩენი

სისხლის სამართლის 01.02.2019
საქმის ნომერი
330100118002689546
თარიღი
01.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N-----------------

საქმე №---------

(№0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

01თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - იზა კელენჯერიძე

 

სხდომის მდივნები - თეა ვარდოშვილი, რომეო ტყეშელაშვილი

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ი-----–------–-------ა

სტაჟიორ-პროკურორები - ი-----–---–-----–---–ი, დ--------------ე,დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - გ---------–----ის ძე გ--------ე, დაბადებული - 1----–-–----- ი--–--ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ჭ---------- გ. ჭ----------ს ქ--------.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „-- ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის).

 

ადვოკატები - ი-----–- ბ--------–--ე, გ-------------ე

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი გ------- გ--------ე, 2018 წლის 12 სექტემბერს, დაახლოებით 17:10 საათზე, იმყოფებოდა ქ. თბილისში, გ-–----ის „-- მ------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც, ჟ--- ყ---–--ის შარვლის უკანა ჯიბიდან აშკარად, მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა „ა----“-ის ფირმის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 450 (ოთხასორმოცაათ) ლარად და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გ------- გ--------ის ქმედებით დაზარალებულს 450 (ოთხასორმოცაათი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები, გ------- გ--------ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენის შესახებ.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის

 

3.1. საქმის არსებითი განხილვისას, დაზარალებულმა ჟ--- ყ---–--ემ ისარგებლა კანონით მისთვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

3.2. მოწმე ნ-----–- ხ--–-–---–ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 12 სექტემბერს იგი შეხვდა ნაცნობს - გ------- გ--------ეს. ამ უკანასკნელმა იმ მიზეზით, რომ თავად არ ჰქონდა მობილური ტელეფონი, მოწმეს დაარეკინა ჟ--- ყ---–--ესთან. სატელეფონო საუბრისას ბრალდებული და დაზარალებული შეთანხმდნენ შეხვედრაზე გ-–----ში, მ----------------თან. ამის შემდეგ მოწმე წავიდა სახლში, სადაც მოგვიანებით ესტუმრნენ ჟ--- ყ---–--ე და გ------- გ--------ე. ამ დროს ბრალდებული დაზარალებულს სთხოვდა, რომ მის სასარგებლოდ ლ---------ში ჩაებარებინა კუთვნილი მობილური ტელეფონი, რაზედაც ჟ--- ყ---–--ე უარს აცხადებდა. გ------- გ--------ემ მოწმეს სთხოვა, დაერწმუნებინა ამაში ჟ--- ყ---–--ე, თუმცა ნ-----–- ხ--–-–---–ი მათ საუბარში არ ჩარეულა. ბრალდებულმა და დაზარალებულმა მოწმის სახლში დაჰყვეს დაახლოებით ორი საათი, რის შემდეგაც ისინი ერთად წავიდნენ. მეორე დღეს, ანუ 2018 წლის 13 სექტემბერს, დილის საათებში, ნ-----–- ხ--–-–---–ს დაუკავშირდა ჟ--- ყ---–--ე დედის მობილური ტელეფონით და უთხრა, რომ წინა დღეს გ------- გ--------ემ მას მობილური ტელეფონი წაართვა.

 

3.3. საქართველოს შსს ქ. თბილისის გ-–-----------–-----ის სამმართველოს პოლიციის პ------–------------–--ის გამომძიებლის - გ------------–---–ის ჩვენების თანახმად, მან ექსპერტ-კრიმინალისტთა მონაწილეობით ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი დაზარალებულ ჟ--- ყ---–--ის ჩვენების საფუძველზე. დაზარალებულმა სამართალდამცავებს მიუთითა იმ ადგილზე, სადაც მას ბრალდებულმა გასტაცა მობილური ტელეფონი, ასევე მიუთითა თუ რა მიმართულებით გაიქცა გ------- გ--------ე მობილური ტელეფონის დაუფლების შემდეგ. აღნიშნული დაადასტურა ასევე ექსპერტ-კრიმინალისტმა ნ-------------–---–მა და განმარტა, რომ ფოტოების გადაღება შემთხვევის ადგილზე ხდებოდა უშუალოდ დაზარალებულის მითითებით.

 

3.4. საქართველოს შსს ქ. თბილისის გ-–-----------–-----ის სამმართველოს პოლიციის პ------–------------–--ის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის - ფ------------------–---–ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 14 სექტემბერს, მის მიერ, ი/მ „მ----------–-------ის“ ლ---------ში, გ------- ა----–---–ისგან ამოღებული იქნა „ა----ის“ ფირმის მობილური ტელეფონი და სალ---------ე ხელშეკრულება.

 

3.5. მოწმე გ------- ა----–---–ის ჩვენების თანახმად, იგი მუშაობს თბილისში, ხ------–---–ის ქუჩა №---ში მდებარე ი/მ „მ----------–-------ის“ ლ---------ში, შემფასებელ-ოპერატორის პოზიციაზე. 2018 წლის 12 სექტემბერს, მასთან ლ---------ში შევიდა ბრალდებული გოგოსთან ერთად. ამ უკანასკნელმა წარუდგინა „ა----ის“ ფირმის მობილური ტელეფონი და სთხოვა მისი შეფასება. მოწმემ ტელეფონი შეაფასა 220 ლარად, რაც ეცოტავა გოგონას. ეს უკანასკნელი და გ------- გ--------ე ერთად გავიდნენ ლ---------იდან. მოგვიანებით, იმავე დღეს, ბრალდებული მივიდა მასთან ლ---------ში და დააგირავა იგივე მობილური ტელეფონი 220 ლარის სანაცვლოდ. აღნიშნული ტელეფონი და სალ---------ე ხელშეკრულება ამოღებული იქნა მისგან გამომძიებლის მიერ.

 

3.6. 2018 წლის 13 სექტემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, დაზარალებულმა სამართლდამცავებს განუცხადა, რომ გ------- გ--------ემ, მას ნების საწინააღმდეგოდ გასტაცა მობილური ტელეფონი; ასევე მიუთითა შემთხვევის ადგილზე, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, გ-–----ის „-- მ/რ, კორპუსი №---ის მიმდებარედ. ჟ--- ყ---–--ემ გამომძიებელს ასევე უჩვენა ის მიმართულება, საითაც გაიქცა გ------- გ--------ე ნივთის დაუფლების შემდეგ. ამავე ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილის მიმდებარედ მდებარეობს მ---------------ო ორგანიზაცია „ჯ-------------ი“, რომელსაც აქვს სათვალთვალო კამერა. აქვე მდებარეობს ს-----------–--------ი კლინიკა, რომელსაც ასევე აქვს ვიდეოსამეთვალყურეო საშუალება.

 

3.7. დაზარალებულ ჟ--- ყ---–--ის 2018 წლის 13 სექტემბრის განცხადებით წარდგენილი იქნა მისი კუთვნილი ა----ის ფირმის მობილური ტელეფონის იმეიკოდის ჩანაწერი, რომლის თანახმად, აღნიშნული ტელეფონის იმეი კოდია - 3--------------.

 

3.8. 2018 წლის 12 სექტემბრის №------- სალ---------ო ხელშეკრულების თანახმად, გ------- გ--------ემ, ი/მ „მ----------–-------ესთან“ გააფორმა სალ---------ო ხელშეკრულება და 220 ლარის სანაცვლოდ, გირავნობით დატვირთა მობილური ტელეფონი - A------------------------------------------------, ყუთისა და სატენის გარეშე.

 

3.9. 2018 წლის 14 სექტემბერის საგამოძიებო მოქმედების - ამოღების ოქმის თანახმად, საქართველოს შსს ქ. თბილისის გ-–-----------–-----ის სამმართველოს პოლიციის პ------–------------–--ის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის - ფ------------------–---–ის მიერ, ი/მ მ----------–-------ის ლ---------ში, გ------- ა----–---–ისგან ამოღებული იქნა მობილური ტელეფონი A----ის ფირმის, Z----------------------------–----------------------------------.

 

3.10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ის განაჩენით, გ------- გ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისულების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი. საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 250 (ორასორმოცდაათი) საათის ვადით.

 

3.11. სისხლის სამართლის საქმეზე ასევე მოწმის სახით დაიკითხნენ საქართველოს შსს ქ. თბილისის გ-–-----------–-----ის სამმართველოს პოლიციის პ------–------------–--ის დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებელი - პ----------------ე, საქართველოს შსს ქ. თბილისის გ-–-----------–-----ის სამმართველოს პოლიციის პ------–------------–--ის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი - ვ--------–-------–---–ი, საქართველოს შსს ქ. თბილისის გ-–-----------–-----ის სამმართველოს პოლიციის პ------–------------–--ის ინსპექტორ-გამომძიებელი - დ-------------–---–ი, რომლებმაც დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედებებში და საპროცესო იძულების ღონისძიებებში მათი მონაწილეობის ფაქტი. ყველა ზემოხსენებული პირი სასამართლოს აწვდის ინფორმაციას მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ღონისძიებების კანონშესაბამისად ჩატარების თაობაზე; ისინი სასამართლოს არ აწვდიან ინფორმაციას უშუალოდ დანაშაულის ფაქტთან მიმართებაში, შესაბამისად, სასამართლო მათ ჩვენებებს დეტალურად არ განიხილავს, ვინაიდან აღნიშნული ფაქტები საქმის არსებითი განხილვისას მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

3.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებით სხდომაზე, ბრალდებულ გ------- გ--------ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში მითითებული საქმეზე დართული საგნები და ნივთები: ხ------–---–ის ქ. №---ში მდებარე ინდ. მეწარმე მ----------–-------ის ტ---------–---------იდან ამოღებული 1 (ერთი) ცალი „ა----ის“ ფირმის მობილური ტელეფონი და საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალა 1 (ერთი) ცალ დისკზე, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

4.3. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

 

4.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

4.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

4.6. სასამართლოს მიაჩნია, რომ ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ, ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა; ამდენად, უნდა შეფასდეს ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულების შინაარსობრივი მხარე, თუ რა ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება თითოეული მათგანით და ერთობლივად რა ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ისინი.

 

4.7. სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებული პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

4.8. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება; ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას.

 

4.9. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით კრიმინალიზებულია ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისთვის. იგი ორობიექტიანი დანაშაულია და მისი დაცვის ობიექტს წარმოადგენს როგორც საკუთრებითი ურთიერთობა, ასევე ადამიანის ფიზიკური ხელშეუხებლობა. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“. ობიექტური მხრივ ძარცვა აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება, რა დროსაც ხდება სხვისი მოძრავი ქონების აშკარა მართლსაწინააღმდეგო დაუფლება. ძარცვისთვის დამახასიათებელია მოქმედების აშკარა ხასიათი და ზოგჯერ ადამიანზე ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედება, რაც ამ დანაშაულის საზოგადოებრივ საშიშროებას ზრდის. განსახილველი ქმედების აშკარა ხასიათი იმაში მდგომარეობს, რომ სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლება ხდება თვალნათლივ, კერძოდ, დაუფლების ფაქტი აღქმადია უშუალოდ მესაკუთრის ან მფლობელისათვის ან/და სხვა პირებისათვის, ამასთან, დამნაშავე აცნობიერებს მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედების აშკარა ხასიათს. ამრიგად, იმის განსასაზღვრად, თუ რა ხერხით ხდება სხვისი ქონების დაუფლება, ყურადღება უნდა მიექცეს ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებს. ობიექტური კრიტერიუმი გულისხმობს ქონების მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირის შეგნებას, რომ ისინი ხედავენ და აღიქვამენ პირის ქმედების დანაშაულებრივ ხასიათს; ხოლო სუბიექტური კრიტერიუმი კი მდგომარეობს იმაში, რომ თვით დამნაშავესაც შეცნობილი აქვს, რომ სხვა პირი აღიქვამს ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტს. განსახილველი ქმედება დანაშაულის მატერიალურ შემადგენლობას მიეკუთვნება. იგი დამთავრებულია ქონების ფაქტობრივი დაუფლების მომენტიდან, რომლის შედეგადაც დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, თავისი სურვილისამებრ გამოიყენოს ან განკარგოს სხვისი ქონება. სუბიექტური შემადგენლობის მხრივ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლი მოითხოვს პირდაპირი განზრახვის არსებობას, უფრო მეტიც, ძარცვა მოითხოვს სპეციალურ - მისაკუთრების მიზანს, რაც შესაძლებელია მხოლოდ პირველი ხარისხის პირდაპირი, კონკრეტიზებული განზრახვის არსებობისას.

 

4.10. განსახილველ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ გ------- გ--------ის ბრალეულობის დამადასტურებლად წარმოდგენილი იქნა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები, ასევე მოწმეთა გამოკითხვის ოქმები.

 

· სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დასაკითხად გამოცხადდა დაზარალებული ჟ--- ყ---–--ე, რომლის განცხადებაც და გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაცია გახდა განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებისა და გ------- გ--------ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი, თუმცაღა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას, მან ისარგებლა კანონით მისთვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულის გამოკითხვის ოქმებს სასამართლო მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.

 

· დადგენილია, რომ 2018 წლის 12 სექტემბერს, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ მხოლოდ ორნი: ჟ--- ხ--–-–---–ი - დაზარალებული და გ------- გ--------ე - ბრალდებული. პირველი მათგანი სასამართლო სხდომაზე უარს აცხადებს ჩვენების მიცემაზე, ხოლო ბრალდებული საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას სასამართლოს უცხადებს ფაქტის თავისეულ ვერსიას, კერძოდ, ბრალდებულის განმატებით, 2018 წლის 12 სექტემბერს შეხვდა თავის ნაცნობს ------ (იგივე ნ-----–- ხ--–-–---–ს) და სთხოვა ტელეფონი ჟ--- ყ---–--ესთან დასარეკად. გ------- გ--------ემ დაურეკა ჟ--- ყ---–--ეს, მოიკითხა და შეთანხმდნენ შეხვედრაზე. ისინი მოგვიანებით ერთმანეთს შეხვდნენ მ---------------- „ა-------–-----------ის“ მიმდებარედ, შემდეგ კი ერთად ავიდნენ ნ-----–- ხ--–-–---–თან სტუმრად, სადაც დალიეს ლუდი. აღნიშნულის შემდეგ მათ დატოვეს ნ-----–- ხ--–-–---–ის სახლი და წავიდნენ მ---------------- „ა-------–-----------თან,“ შევიდნენ ლ---------ში და შეაფასებინეს ჟ--- ყ---–--ის კუთვნილი „ა----ის“ ფირმის მობილური ტელეფონი. ლ---------ის ოპერატორმა ხსენებული ტელეფონი 220 ლარად შეაფასა. ჟ--- ყ---–--ე და გ------- გ--------ე ვერ შეთანხმდნენ, თუ რა ფასად დაეგირავებინათ მობილური ტელეფონი. ამის შემდეგ გამოვიდნენ ლ---------იდან და ჟ--- ხ--–-–---–მა მას ნებაყოფლობით გადასცა კუთვნილი მობილური ტელეფონი, რაც გ------- გ--------ემ დააგირავა ხსენებულ ლ---------ში, ჟ--- კი წავიდა დედამისთან. განსახილველ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა გამორიცხული გონივრული ეჭვი იმის თაობაზე, რომ დაზარალებულმა ნებაყოფლობით გადასცა ბრალდებულს თავისი კუთვნილი „ა----ის“ ფირმის მობილური ტელეფონი.

 

· აღნიშნულ ეჭვს ვერ გამორიცხავს ასევე ბრალდების მხარის მოწმის - ნ-----–- ხ--–-–---–ის ჩვენება, ვინაიდან იგი უშუალოდ არ შესწრებია სავარაუდო ძარცვის ფაქტს და მან მხოოლოდ დაზარალებულისგან ზეპირსიტყვიერი განმარტების შედეგად შეიტყო, რომ გ------- გ--------ემ გასტაცა ამ უკანასკნელს მობილური ტელეფონი. საგულისხმოა, რომ ასევე ირიბ ჩვენებას იძლევიან მოწმე სამართალდამცავები, შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი ვერ გახდება აღნიშნული მტკიცებულებები. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2----–-–----- იანვრის №1------ გადაწყვეტილების თანახმად, „ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“.

 

· ასევე არაპირდაპირი ხასიათის მტკიცებულებაა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელსაც თავისი არგუმენტაციის გასამყარებლად მოიშველიებს ბრალდების მხარე. განსახილველ შემთხვევაში, ინფორმაციის უშუალო წყაროს წარმოადგენს დაზარალებული, რომელიც სასამართლო სხდომაზე არ ადასტურებს მას, შესაბამისად, დამოუკიდებლად აღნიშნული წერილობითი მტკიცებულებაც ვერ განიხილება გ------- გ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტის დამადასტურებლად.

 

· სხვა წერილობითი მტკიცებულებები: დაზარალებულ ჟ--- ყ---–--ის 2018 წლის 13 სექტემბრის განცხადება და თანდართული ინფრომაცია, 2018 წლის 14 სექტემბრის ამოღების ოქმი, 2018 წლის 12 სექტემბრის №------- სალ---------ო ხელშეკრულება, ასევე მოწმეების -ფ-------------------–---–ისა და გ------- ა----–---–ის ჩვენებები ადასტურებს მხოლოდ იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ გ------- გ--------ემ, 2018 წლის 12 სექტემბერს, ლ---------ში დააგირავა ჟ--- ყ---–--ის კუთვნილი „ა----ის“ ფირმის მობილური ტელეფნი. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას სადავოდ არც თავად ბრალდებული და დაცვის მხარე ხდის. ეჭვს, რომ შესაძლოა დაზარალებულმა ჟ--- ყ---–--ემ ნებაყოფლობით გადასცა ბრალდებულ გ------- გ--------ეს მობილური ტელეფონი, ამყარებს ასევე მოწმე გ------- ა----–---–ის ჩვენება, რომლის თანახმად, ბრალდებული, მის მიერ მობილური ტელეფონის დაგირავებამდე, ლ---------ში მისული იყო ცოტა ხნით ადრე გოგოსთან ერთად, რომელსაც ხელში ეჭირა ხსენებული ტელეფონი და მათ ითხოვეს ტელეფონის შეფასება. საგულისხმოა, რომ დაზარალებულს გამოძიების ეტაპზე არსად გაუჟღერებია გ------- გ--------ესთან ერთად ლ---------ში ყოფნისა და ტელეფონის შეფასების ფაქტი. ამასთან, ერთგვარად საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ დაზარალებული სამართალდამცავებს მიმართავს მხოლოდ დედასთან კომუნიკაციის შემდეგ და არა უმალ, შესაძლო ძარცვის ფაქტის შემდეგ.

 

· აქვე სასამართლო ყურადღებას ამახვილებს გამოძიების არასრულყოფილ ხასიათზე, კერძოდ, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დგინდება, რომ შემთხვევის ადგილის მიმდებარედ არსებულ ობიეტქებზე განთავსებულია სამეთვალყურეო ვიდეოკამერები. შესაბამისად, არსებობს იმის ვარაუდი, რომ მასზე შესაძლოა ასახული ყოფილიყო სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტი. საგულისხმოა, რომ ეს გარემოება გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე იყო ცნობილი სამართალდამცავებისთვის, თუმცა მათ არ მოუპოვებიათ აღნიშნული ვიდეოჩანაწერები არც მას შემდეგ, რაც გ------- გ--------ეს ბრალი წარედგინა მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის. ხსენებული ნეიტრალური მტკიცებულება ნათელს მოჰფენდა ყოველგვარ ბუნდოვანებას შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტთან მიმართებაში და გამორიცხავდა ყველა პასუხგაუცემელ კითხვას, რაც წარმოიშვა საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვისას.

 

4.11. რაც შეეხება მაკვალიფიცირებელ გარემოებებს, იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვა მიღმა სტანდარტით ვერ დადასტურდა გ------- გ--------ის მიერ ქმედების შემადგენლობის განხორციელება, სასამართლო მათზე აღარ იმსჯელებს.

 

4.12. გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2----–-–----- იანვრის №1------ გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზ------------ე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს და----ტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

4.13. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებასა და დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (EL-MASRI V. THE FORMER YUGOSLAV REPUBLIK OF MACEDONIA, ECtHR, (GC), 13/12/2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (HASSAN V. THE UK, ECtHR, (GC), 16/09/2014).

 

4.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

4.15. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.

 

4.16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ შეაფასა, რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ ისინი ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს; კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევისას წარმოიშვა არაერთი კითხვა გ------- გ--------ის ბრალეულობასთან მიმართებაში, რაც პასუხგაუცემელი დარჩა; შესაბამისად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, უნდა გადაწყდეს რა ბრალდებულის სასარგებლოდ, გ------- გ--------ე უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

- ჟ--- ყ---–--ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალა 1 (ერთი) ცალ დისკზე, რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

- ხ------–---–ის ქ. №---ში მდებარე ინდ. მეწარმე მ----------–-------ის ტ---------–---------იდან ამოღებული 1 (ერთი) ცალი „ა----ის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–-----ის ს-----------–--------------------ში - უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე, 270-ე-272-ე, 275-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დაადგინა:

 

1. გ------- გ--------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. გ------- გ--------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, გ------- გ--------ეს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

4. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- ჟ--- ყ---–--ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალა 1 (ერთი) ცალ დისკზე, რომელიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

- ხ------–---–ის ქ. №---ში მდებარე ინდ. მეწარმე მ----------–-------ის ტ---------–---------იდან ამოღებული 1 (ერთი) ცალი „ა----ის“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–-----ის ს-----------–--------------------ში - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე იზა კელენჯერიძე