გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.02.2019
საქმის ნომერი
130210118002602245
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები, სხვა სახის დავები
თარიღი
12.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2-958-18

(130210118002602245)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 თებერვალი, 2019 წელი. ქ. ხაშური ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნაირა გიგიტაშვილი

სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი

მოსარჩელე - გ---–---–--–---ძე (მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)

წარმომადგენელი - მ-----–---–---–--ლი, ს--------------–-ძე

მოპასუხე - სს "ქ--------–------–-ი"

წარმომადგენელი - ნ-----------ძე

მოპასუხე: ჯ---------------–--ლი

მოპასუხეები: ნ----------------ძე, ი------------ძე (მოსარჩელეები შეგებებულ სარჩელში)

წარმომადგენელი -ნ--–---------–--ლი

დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრში უძრავი ქონების მესაკუთრედ აღრიცხვა.

დავის საგანი შეგებებულ სარჩელში: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა 1.1.ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ 2007 წლის 08 ოქტომბრის ხელშეკრულება, რომლითაც სს "ქ--------–-------–-მა" უკანონოდ მიჰყიდა ჯ---------------–--ლს იმ დროისათვის შ------–--–---ძის კუთვნილი ქონება, მდებარე ქ-----–ში, თამარ მეფის ქ.(ყოფილი სტალინის ქ.N66) 22 კვ.მ.მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 14,05 კვ.მ. შენობა-ნაგებობით. საკადასტრო კოდი: 6--1--4--3--- (მითითებული გ-----------–----–--ლის მიერ 2018 წლის 17 აგვისტოს მომზადებულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე წითელი და მუქი შავი მონაკვეთებით). 1.2.ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი 2016 წლის 30 მარტის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ჯ---------------–--ლმა უკანონოდ და მოჩვენებით მიჰყიდა ი------------ძეს გ---–---–--–---ძის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ-----–ში, თამარ მეფის ქ.(ყოფილი სტალინის ქ.N66), 22 კვ.მ.მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული 14,05 კვ.მ. შენობა-ნაგებობით. საკადასტრო კოდი: 6--1--4--3--- (მითითებული გ-----------–----–--ლის მიერ 2018 წლის 17 აგვისტოს მომზადებულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე წითელი და მუქი შავი მონაკვეთებით). 1.3 ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი 2016 წლის 15 აპრილის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ი------------ძემ მოჩვენებით მიჰყიდა ნ----------------ძეს გ---–---–--–---ძის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ-----–ში, თამარ მეფის ქ.(ყოფილი სტალინის ქ.N66), 22 კვ.მ.მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული 14,05 კვ.მ. შენობა-ნაგებობით. საკადასტრო კოდი: 6--1--4--3--- (მითითებული გ-----------–----–--ლის მიერ 2018 წლის 17 აგვისტოს მომზადებულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე წითელი და მუქი შავი მონაკვეთებით). სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 1991 წლის 20 აგვისტოს კერძო დამფუძნებლების მიერ დარეგისტრირდა მცირე საწარმო "ჩ---------ნი" სასურსათო პროდუქციის დამზადება -რეალიზაციის მიზნით. მცირე საწარმო "ჩ---------ნმა" 1993 წლის 03 ივნისს განცხადებით მიმართა ქ-----–ის საკრებულოს გამგეობას ქ-----–ის კინო-თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, აღმოსავლეთ ფასადზე საფირმო კაფე-მაღაზიის აშენების ნებართვის გაცემის თაობაზე. ქ-----–ის საკრებულოს გამგეობის 1993 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილებით ნება დაერთო მცირე საწარმო "ჩ---------ნს" კინო- თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, აეშენებინა კაფე-მაღაზია. 1999 წლის 06 აგვისტოს შ------–--–---ძემ მცირე საწარმო "ჩ---------ნი" დაარეგსიტრირა ინდივიდუალურ საწარმოდ სახელწოდებით "თიკო" ადგილსამყოფელი:ქ-----–ი, სტალინის ქ.N66. შ------–--–---ძე, როგორც ინდივიდუალური საწარმო "თიკოს" ერთადერთი მესაკუთრე, 2002 წლის 19 თებერვლის სარეგისტრაციო მოწმობის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის N 447/2002) წარმოადგენდა უძრავი ქონების (მდებარე ქ.ქ-----–ი, სტალინის ქ.N66, კოდი 68, სექტორი:ქ-----–ი, კოდი:10, კვარტალი 01, ნაკვეთი 023, ფართობი 110 კვ/მ, მესაკუთრეს, რომელშიც შედიოდა სადავო 22 კვ/მ მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 14,05 კვ.მ. შენობა-ნაგებობით. საკადასტრო კოდი: 6--1--4--3--- (მითითებული გ-----------–----–--ლის მიერ 2018 წლის 17 აგვისტოს მომზადებულ საკადასტრო აზომვით ნახაზზე წითელი და მუქი შავი მონაკვეთებით). აღნიშნულ ფართს დღემდე აქვს ორი მისასვლელი:ერთი სტალინის ქ.N66-დან, ხოლო მეორე წერეთლის ქუჩის მხრიდან, რომელიც შ------–--–---ძემ დამატებით მოაწყო საჭიროების გამო. მოსარჩელე გ---–---–--–---ძე არის აწ გარდაცვლილი შ------–--–---ძის მეუღლე და ერთადერთი კანონისმიერი მემკვიდრე, რომელმაც სრულად მიიღო შ------–--–---ძის დანაშთი სამკვიდრო ქონება. 2017 წლის 27 ივნისს შ-------–--–---ძემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ცვლილების, (6--1--4--250 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე მდებარე, ქ-----–ის აკ.წერეთლის ქ.N1) რეგისტრაციის მოთხოვნით. კერძოდ, მას სურდა სადავო ფართი ქ.ქ-----–ში, თამარ მეფის ქ.(ყოფილი სტალინის ქ.N66), 22 კვ.მ.მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 14,05 კვ.მ. შენობა-ნაგებობით) დარეგისტრირება, რომელიც წლების განმავლობაში ეკუთვნოდა მას და რომელსაც დღეის მდგომარეობით ფაქტობრივად ფლობს მოსარჩელე, მაგრამ საჯარო რეესტრმა მიიღო რა წარმოებაში აღნიშნული განცხადება, განხილვისას 2017 წლის 03 ივლისს შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი N6--1--4--3-- მიწის ნაკვეთსა და N 6--1--0--230 (ნაკვეთის წინა ნომერი) საკადასტრო კოდით დარეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. 2017 წლის 30 აგვისტოს კი საჯარო რეესტრმა საერთოდ შეწყვიტა წარმოება. რეგისტრაციის საფუძვლების კვლევისას მოსარჩელისათვის ეროვნულ სააგენტოში დაცული მონაცემებით ცნობილი გახდა რომ უძრავი ქონების N6--1--0--230 პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა 2008 წლის 18 თებერვალს ჯ---------------–--ლის სახელზე, უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენდა 2007 წლის 10 ოქტომბრის, გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება N1-3380, რომლითაც სს"ქ--------–-------–-მა" ჯ---------------–--ლს მიჰყიდა 1119 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული 492 კვ.მ. შენობა -ნაგებობით, მათ შორის შ------–--–---ძის კუთვნილი 22 კვ.მ.მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 14,05 კვ.მ. შენობა-ნაგებობით. მოსარჩელის აზრით სს "ქართულ ფილმს " არავითარი უფლება არ ჰქონდა უკანონოდ გაეყიდა შ------–--–---ძის კუთვნილი ქონება, თავის მხრივ ჯ---------------–--ლმა კარგად იცოდა რა აღნიშნულის შესახებ, რომ 22 კვ,მ. შ------–--–---ძის საკუთრება იყო, მისი ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით დასთანხმდა ასეთ უკანონო გარიგებას. საბოლოოდ სადავო ფართთან ერთად ჯ---------------–--ლის სახელზე აღირიცხა უძრავი ქონება საკადასტრო კოდი 6--1--0--2--- 1119 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე არსებული 492 კვ.მ. შენობა -ნაგებობით, რომელშიც შედიოდა ჟივჟავაძის კუთვნილი სადავო ფართი. უკანონო გარიგების უკეთ შესაფუთად ჯ---------------–--ლმა მის სახელზე რეგისტრირებული ზემოაღნიშნული უძრავი ქონება მოჩვენებით, ფორმალურად შეუსაბამო ფასად 20000 აშშ დოლარად მიჰყიდა თავისი მეუღლის ძმას ი------------ძეს, რაც 2016 წლის 04 აპრილს დარეგსიტრირდა საჯარო რეესტრში მის სახელზე, ხოლო იმავე წლის 08 აპრილს ჟივჟავაძეების ოჯახისათვის ხელის შეშლისა და მათი ქონების ღირებულების შემცირების მიზნით აღნიშნული უძრავი ქონება, მათ შორის გ---–---–--–---ძის კუთვნილი ქონება 22 კვ.მ.მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 14,05 კვ.მ. შენობა-ნაგებობით იპოთეკით დატვირთა სს "ს----------–--------ის" სასარგებლოდ. 2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხე სს "ქ--------–-------–-მა" წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო იმ მოტივით, რომ სადავოდ გამხდარი ნასყიდობის საგანი, ქ.ქ-----–ში სტალინის ქ.N66-ში მდებარე 1119 კვ.მ ფართობი მასზე არსებული 493 კვ.მ. შენობა-ნაგებობით წლების განმავლობაში ირიცხებოდა სს "ქ--------–------–-ის" საკუთრებად. სს "ქ--------–------–-ის" 1995 წლის 6 სექტემბრის N54პ ბრძანების თანახმად საქართველოს რესპუბლიკის ქონების მართვის სამინისტროს 1995 წლის 25 მარტის N07-04-55 დადგენილებით სს "ქართულ ფილმს" გადაეცა კინოკონცერნ "ქ--------–------–-ის" ,ბალანსზე რიცხული უძრავი და მოძრავი ქონება, მათ შორის ქ-----–ის კონოთეატრი, რომელიც მოგვიანებით 2005 წლის 10 აგვისტოს სს "ქ--------–------–-ის" აქციონერთა კრების თანახმად კვლავ გადაეცა სს "ქართულ ფილმი" -ს. ამდენად სს "ქ--------–------–-ი" კანონიერად ფლობდა და სარგებლობდა ქ.ქ-----–ში სტალინის ქ.N66-ში მდებარე 1119 კვ.მ.ფართობით, რომლის საკუთრების უფლებაც დადასტურებულია საჯარო რეესტრის 2007 წლის 03 ივლისის ამონაწერით. ამდენად, სს "ქ--------–-------–-მა" კანონით დადგენილი წესით გაასხვისა მის საკუთრებაში არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე არსებული შენობა-ნაგებობით, რისი უფლებაც კანონისა და ორგანიზაციის წესდების თანახმად, როგორც ნივთის მესაკუთრეს მას გააჩნდა. მოპასუხე ჯ---------------–--ლს საქმეზე შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა, მიუხედავად იმისა რომ კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა სარჩელი მასზე თანდართული მასალებით და ასევე კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომების შესახებ. მოპასუხეებმა ი------------ძემ და ნ----------------ძემ შესაგებელი წარმოადგინეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლით დადგენილი წესის უხეში დარღვევით, რის გამოც სასამართლო მათ შესაგებელს არ განიხილავს. 2.1.სასარჩელო მოთხოვნა შეგებებულ სარჩელზე 2.1.1 მოპასუხეებმა ი------------ძემ და ნ----------------ძემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე წარმოადგინეს შეგებებული სარჩელი და მოითხოვეს გამოთხოვილ იქნეს მოპასუხე გ---–---–--–---ძის უკანონო მფლობელობიდან ქ-----–ში, თამარ მეფის ქ.(ყოფილი სტალინის ქ.N66), 22 კვ.მ.მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 14,05 კვ.მ. შენობა-ნაგებობით. საკადასტრო კოდი: 6--1--4--3--- და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეებს: ი------------ძეს და ნ----------------ძეს. 2.1.2. მოსარჩელე გ---–---–--–---ძეს მოპასუხეების, ი------------ძის და ნ----------------ძის სასარგებლოდ დაეკისროთ ზემოთაღნიშნული სადავო ქონების გაქირავების შედეგად, უსაფუძვლოდ გამდიდრებით მიყენებული ზიანის სახით, 3200 ლარის ანაზღაურება. მოპასუხე გ---–---–--–---ძემ არ ცნო შეგებებული სარჩელი და ითხოვა უარი ითქვას მის დაკმაყოფილებაზე, მის სასარჩელო განცხადებაში მითითებული გარემოებების გათვალისწინერბით.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1. 1991 წლის 20 აგვისტოს კერძო დამფუძნებლებმა დაარეგისტრირეს მცირე საწარმო "ჩ---------ნი" სასურსათო პროდუქციის დამზადება რეალიზაციის მიზნით. ქ-----–ის საკრებულოს გამგეობის 1993 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილებით ნება დაერთო მრავალდარგოვან მცირე საწარმო "ჩ---------ნს" კონოთეატრის მიმდებარე ტეროტორიაზე აეშენებინა კაფე- მაღაზია. 1999 წლის 06 აგვისტოს შ------–--–---ძემ მცირე საწარმო "ჩ---------ნი" დაარეგსიტრირა ინდივიდუალურ საწარმოდ, სახელწოდებით "თიკო". ადგილსამყოფელი ქ.ქ-----–ი, სტალინის ქ.N66, კოდი 68, სექტორი:ქ-----–ი, კოდი:10, კვარტალი 01, ნაკვეთი 023, ფართობი 110 კვ/მ. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: -მხარის ახსნა-განმარტება - 1991 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილება N14.(ს.ფ.) - 1993 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილება; (ს.ფ) -1999 წლის 06 აგვისტოს დადგენილება-სს"თიკოს" რეგისტრაციის მოწმობა - 2002 წლის 19 თებერვლის ცნობა N45, საკადასტრო რუკა, სარეგისტრაცციო მოწმობა, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების შესახებ). -2013 წლის 03 მარტის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი. 3.1.2 გ---–---–--–---ძე არის აწ გარდაცვლილი შ------–--–---ძის მეუღლე და მისი ერთადერთი კანონისმიერი მემკვიდრე, რომელმაც სრულად მიიღო შ------–--–---ძის დანაშთი სამკვიდრო ქონება . სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: მხარის ახსნა-განმარტება, სამკვიდრო მოწმომა გაცემული 2017 წლის 22 ივნისს. 3.2.1 სადავო ფაქტობრივი გარემოებები: 3.2.2 2007 წლის 10 ოქტომბერს გადახდის განვადების ნასყიდობის N1-3380 ხელშეკრულების საფუძველზე სს "ქ--------–-------–-მა" ჯ---------------–--ლს (პ/ნ 4----------) საკუთრებაში გადასცა ქ-----–ის კინოთეატრი მდებარე ქ.ქ-----–ში სტალინის ქ.N66 1119 კვ.მ. მიწის ფართობი, მასზე განლაგებული 492 კვ.მ. შენობა ნაგებობით. რომელიც მოსარჩელის განმარტებით მოიცავდა შ------–--–---ძის კუთვნილ 22 კვ.მ. მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ14,05 კვ.მ. კომერციულ ფართს. 2015 წლის 24 მარტს უძრავი ქონების სააგენტომ დააკმაყოფილა ჯ---------------–--ლის თხოვნა და აღნიშნული უძრავი ქონება, 1119 კვ.მ. ფართი შემცირდა 933 კვ.მეტრამდე, თუმცა კვლავ მის საზღვრებში დარჩა ჟივჟავაძეების კუთვნილი 22 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე არსებული 14,05 კვ.მ. კომერციულ ფართით. 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით ასევე შეიცვალა საკადასტრო კოდი და ჯ---------------–--ლის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას (ს.კ.6--1--0--230) მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი: 6--1--4--3--- სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: მხარის ახსნა-განმარტება, -ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან -გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, 08.1--2007წ. -ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. 17.10 2010 წელი. -ამონაწერი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული წიგნიდან; -საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, საკადასტრო გეგმა. 3.2.3. უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ 2016 წლის 30 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე ჯ---------------–--ლმა ქ.ქ-----–ში თამარ მეფის ქ.N66-ში (ყოფილი სტალინის ქ.N66) მდებარე უძრავი ქონება 933 კვ.მ 2000 აშშ დოლარად მიჰყიდა ი------------ძეს, რომელშიც მოსარჩელის განმარტებით შედიოდა ჟივჟავაძეების კუთვნილი 22 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული 14,05 კვ.მ. კომერციული ნაგებობით. ხოლო 2016 წლის 15 აპრილს აღნიშნული ქონების 1/2 ნაწილი ი------------ძემ მიჰყიდა ნ----------------ძეს (პ/ნ 59001078390). სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: -მხარის ახსნა-განმარტება, -უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები; -ამონაწერები საჯარო რეესტრიდან; 3.2.4. 2017 წლის 27 ივნისს შ-------–--–---ძემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ცვლილების, (6--1--4--250 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე ) რეგისტრაციის მოთხოვნით. კერძოდ, მას სურდა სადავო ფართი ქ.ქ-----–ში, თამარ მეფის ქ.(ყოფილი სტალინის ქ.N66), 22 კვ.მ.მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 14,05 კვ.მ. შენობა-ნაგებობით) დარეგისტრირება , რომელიც წლების განმავლობაში ეკუთვნოდა მას და რომელსაც დღეის მდგომარეობით ფაქტობრივად ფლობს მოსარჩელე, მაგრამ საჯარო რეესტრმა მიიღო რა წარმოებაში აღნიშნული განცხადება, განხილვისას 2017 წლის 03 ივლისს შეაჩერა სარეგისტრაციო წარმოება იმ მოტივით, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილი N6--1--4--3-- მიწის ნაკვეთსა და N 6--1--0--230 (ნაკვეთის წინა ნომერი) საკადასტრო კოდით დარეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. 2017 წლის 30 აგვისტოს კი საჯარო რეესტრმა საერთოდ შეწყვიტა წარმოება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარის ახსნა-განმარტება,-2017 ნწლის 22 ივნისის სამკვიდრო მოწმობა.

-განცხადების მიღების ბარათი;

საჯარო რეესტრის2017 წლის 03 ივლისის გადაწყვეტილება;

-საჯარო რეესტრის2017 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება

-ზედდების ამსახველი დოკუმენტი.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, ასევე თავისი შინაგანი რწმენით სასამართლო მიდის დასკვნამდე რომ გ---–---–--–---ძის სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად ი------------ძის და ნ----------------ძის შეგებებული სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის და ზიანის ანაზრაურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

სამოტივაციო ნაწილი საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, ასევე თავისი შინაგანი რწმენით სასამართლო მიდის დასკვნამდე რომ გ---–---–--–---ძის სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ი------------ძის და ნ----------------ძის შეგებებული სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის და ზიანის ანაზრაურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, უსაფუძვლობის გამო. კერძოდ, სასამართლო მიიჩნევს, რომ გადახდის განვადებით ნასყიდობის N1-3380 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს "ქ--------–-------–-მა" ჯ---------------–--ლს (პ/ნ 4----------) საკუთრებაში გადასცა ქ-----–ის კინოთეატრი, მდებარე ქ.ქ-----–ში სტალინის ქ.N66 1119 კვ.მ. მიწის ფართობით, მასზე განლაგებული 492 კვ.მ. შენობა ნაგებობით, ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნას ცნობილი, რადგან აღნიშნული ფართობი მოიცავდა შ------–--–---ძის კუთვნილ 22 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რომელსაც იგი კანონიერად ფლობდა და წლების განმავლობაში იყენებდა კომერციული მიზნით. აღნიშნული ცნობილი იყო რა მყიდველ ჯ---------------–--ლისთვის, როგორც ქ-----–ის მკვიდრისთვის, მაინც დათანხმდა რა ასეთ ხელშეკრულებას, იგი არაკეთილსისნდისიერ შემძენად უნდა ჩაითვალოს. 4.სასამართლოს შემაჯამებებლი დასკვნა სასამართლო მიიჩნევს რომ გ---–---–--–---ძის სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან იგი კანონიერად ფლობს ქ-----–ში, თამარ მეფის ქ.(ყოფილი სტალინის ქ.N66) მდებარე 22 კვ.მ.მიწის ნაკვეთს, მასზე განთავსებული 14,05 კვ.მ. შენობა-ნაგებობით. საკადასტრო კოდი: 6--1--4--3--- შესაბამისად უარი უნდა ითქვას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც ი------------ძე და ნ----------------ძე ითხოვენ გ---–---–--–---ძის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და ზიანის ანაზღაურებას.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 37-ე, 53--ე, 54-ე, 62-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

 

აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელია საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით სათანადოდ დაასაბუთა რომ სადავო მიწის ნაკვეთს მასზე არსებული კომერციული ფართით ფლობს კანონიერად. მოწინააღმდეგე მხარემ კი აღნიშნულის უარსაყოფად შესასბამისი მტკიცებულება ვერ წარმოუდგინა სასამართლოს.

სასამართლო საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გადახდის განვადებით ნასყიდობის N1-3380 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს "ქ--------–-------–-მა" ჯ---------------–--ლს (პ/ნ 4----------) საკუთრებაში გადასცა ქ-----–ის კინოთეატრი, მდებარე ქ.ქ-----–ში სტალინის ქ.N66 1119 კვ.მ. მიწის ფართობით, მოიცავდა შ------–--–---ძის კუთვნილ 22 კვ.მ. მიწის ნაკვეთს, რომელსაც იგი წლების განმავლობაში იყენებდა კომერციული მიზნით, აღნიშნული ცნობილი იყო რა მყიდველ ჯ---------------–--ლისთვის, როგორც ქ-----–ის მკვიდრისთვის, მაინც დათანხმდა ასეთ ხელშეკრულებას. რის გამოც იგი კონკრეტულ შემთხვევაში არაკეთილსისნდისიერ შემძენად უნდა ჩაითვალოს.

შ------–--–---ძე და მისი გარდაცვალების შემდეგ კი მისი მემკვიდრე, მოსარჩელე გ---–---–--–---ძე კანონიერად რომ ფლობდა და სარგებლობდა სადავო ქონებით დადასტურებულია საქმეზე წარმოდგენილი უდავო მტკიცებულებებით. კერძოდ, დადგენილია, რომ 1991 წლის 20 აგვისტოს კერძო დამფუძნებლებმა სასურსათო პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის მიზნით დაარეგისტრირეს მცირე საწარმო "ჩ---------ნი". ქ-----–ის საკრებულოს გამგეობის 1993 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილებით მრავალდარგოვან მცირე საწარმო "ჩ---------ნს" ნება დაერთო ქ-----–ის კონოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე აეშენებინა საფირმო კაფე-მაღაზია, რომელიც 1999 წლის 10 აგვისტოს დარეგისტრირდა შ------–--–---ძის კუთვნილ ინდივიდუალურ საწარმოდ, სახელწოდებით "თიკო". (ადგილსამყოფელი ქ-----–ი, სტალინის ქ.N66. კოდი: 68, სექტორი: ქ-----–ი, კოდი: 10, კვარტალი: 01, ნაკვეთი:023 ფართობი 110 კვ.მ.), რომელშიც შედიოდა სადავო 22 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული 14.05 კვ.მ კომერციული შენობა-ნაგებობით.(იხ. 1991 წლის 20 აგვისტოს N14 გადაწყვეტილება, 1993 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილება, 1999 წლის 06 აგვისტოს დადგენილება, ი.ს "თიკოს" რეგისტრაციის მოწმობა, 2002 წლის 19 თებერვლის საკადასტრო რუკა, 2002 წლის 19 თებერვლის სარეგისტრაციო მოწმობა, 2002 წლის 19 თებერვლის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათი, 2018 წლის 17 აგვისტოს საკადასტრო/აზომვითი ნახაზი) აღნიშნული მტკიცებულებებით და საქმეში არსებული სს "ს----------–--------სა" და შ------–--–---ძეს შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებითაც დასტურდება რომ ხსენებულ მისამართზე იპოთეკით დატვირთული იყო შ----------–---ძის საკუთრებაში არსებული 110 კვ.მ. მიწის ფართობი, რომელშიც ბუნებრივია შედიოდა სადავო 22 კვ.მ.მიწის ფართობი. აღნიშნული კი თავის მხრივ ცხადყოფს რომ სადავო მიწის ფართობს კანონიერად ფლობს შ------–--–---ძის კანონისმიერი მემკვიდრე გ---–---–--–---ძე.

როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხე ჯ---------------–--ლმა ქ-----–ის კინოთეატრი მდებარე ქ.ქ-----–ში სტალინის ქ.N66 1119 კვ.მ. მიწის ფართობი, მასზე განლაგებული 492 კვ.მ. შენობა ნაგებობით საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა 2007 წლის 10 ოქტომბერს. შ------–--–---ძემ კი საჯარო რეესტრში მისი საკუთრების დარეგისტრირების მიზნით გნცხადებით მიმართვის შემდეგ 2017 წლის 12 ივნისს შეიტყო, რომ მისი კუთვნილი 110 კვ.მ. ფართობიდან 22 კვ.მ.-ზე არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, რის გამოც მის საკუთრებად საჯარო რეესტრში აღირიცხა მხოლოდ 88 კვ.მ. მიწის ფართობი, რაც შემდგომ მისმა კანონიერმა მემკვიდრემ, გ---–---–--–---ძემ გაყიდა. დანარჩენი 22 კვ.მ ფართი კი მასზე არსებული 14,05 კვ.მ კომერციული ფართი, რომლითაც დღესაც სარგებლობს გ---–---–--–---ძე, ირიცხება მოპასუხეების საკუთრებად.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ხსენებულ მისამართზე შ------–--–---ძის სახელზე, 88 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის დარეგსისტრირებისას საჯარო რეესტრი დაეყრდნო უფლების დამადასტურებელ იმ დოკუმენტებს (ქ-----–ის საკრებულოს 1993 წლის 03 ივნისის N61 გადაწყვეტილება; ქ-----–ის რაიონის პრეფექტურის 1991 წლის 20 აგვისტოს N14 გადაწყვეტილება; ქ-----–ის რაიარქიტექტორის 2002 წლის 19 თებერვლის N45 ცნობა; საქართველო, ქ-----–ის ტექინვენტარიზაციის ბიუროს 2002 წლის 13 თებერვლის N22 ცნობა-დახასიათება; ქ-----–ის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 06 აგვისტოს N53/1-254 დადგენილება) რომლითაც მტკიცდება, რომ მოსარჩელის მეუღლე შ------–--–---ძე ხსენებულ მისამართზე (ქ-----–ში, სტალინის 1.N66 -ში) კანონიერად ფლობდა არა 88 კვ.მ. რაც შემდგომ საჯარო რეესტრში აღირიცხა მის საკუთრებად, არამედ 110 კვ.მ.-ს,საიდანაც 22 კვ.მ.მიწის ფართობი დღეის მდგომარეობით აღირიცხება მოპასუხეების: ი------------ძის და ნ----------------ძის საკუთრებად.

მოპასუხეებმა ნ----------------ძემ და ი------------ძემ გ---–---–--–---ძის სარჩელზე შესაგებელი წარმოადგინეს დიდი დაგვიანებით, საქართველოს სსსკ-ის 201-ე მუხლის უხეში დარღვევით, რის გამოც სასამართლომ აღნიშნული შესაგებელი არ განიხილა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის წარდგენა ატარებს სავალდებულო ხასიათს, რაც იმაში გამოიხატება, რომ აღნიშნული საპროცესო ვალდებულების შეუსრულებლობა უარყოფით საპროცესო-სამართლებრივ შედეგებს იწვევს მხარისათვის. კერძოდ, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება შეუდავებლად და შესაბამისად დამტკიცებულად. სსსკ 201-ე მუხლით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგან მოსარჩელე თავისუფლდება სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან. აღნიშნული გარემოება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობაცაა. აღნიშნული ნორემის მე-6 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას, ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებას. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) ითვლება დამტკიცებულად

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოპასუხეებს: სს "ქართულ ფილმს", ჯ---------------–--ლს, ი------------ძეს და ნ----------------ძეს მოსარჩელე გ---–---–--–---ძის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 383 (სამას ოთხმოცდასამი) ლარის გადახდა, საიდანაც 213 ლარი არის სახელმწიფო ბაჟის თანხა, 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯი, ხოლო 120 ლარი, უძრავი ქონების შეფასებისათვიუს გაწეული ხარჯი.

 

8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე,2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. გულო ჟივჟივაძის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი სს "ქართულ ფილმსა" და ფიზიკურ პირ ჯ---------------–--ლს (პ/ნ 4----------) შორის, 2007 წლის 10 ოქტომბერს, ნოტარიუს ზაალ ბათუაშვილის მიერ, რეგისტრაციის ნომრით 1-3380, გაფორმებული უძრავი ქონების გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება, ქ. ქ-----–ში, თამარ მეფის ქ.N66 (ყოფილი სტალინის ქ.N66) 22 კვ.მ.მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული 14,05 კვ.მ. შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდი: 6--1--4--3--) - ნაწილში.

1.2. ბათილად იქნას ცნობილი, ჯ---------------–--ლსა (პ/ნ 4----------) და ი------------ძეს (პ/ნ 43001006227) შორის, 2016 წლის 30 მარტს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამოწმებული, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, ქ. ქ-----–ში, თამარ მეფის ქ.66 (ყოფილი სტალინის ქ.N66), 22 კვ.მ.მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული 14,05 კვ.მ. შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდი: 6--1--4--3---) ნაწილში.

1.3 ბათილად იქნას ცნობილი ი------------ძესა (პ/ნ 43001006227) და ნ----------------ძეს (პ/ნ59001078390) შორის 2016 წლის 30 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამოწმებული, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, ქ. ქ-----–ში, თამარ მეფის ქ.66 (ყოფილი სტალინის ქ.N66), 22 კვ.მ.მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული 14,05 კვ.მ. შენობა-ნაგებობის (საკადასტრო კოდი: 6--1--4--3---)- ნაწილში.

1.4. ქ. ქ-----–ში, თამარ მეფის ქ.66-ში (ყოფილი სტალინის ქ.N66) მდებარე არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (სარეგისტრაციო ზონა ქ-----–ი, კოდი 68, სექტორი ქ-----–ი, კოდი 10, კვარტალი N01, ნაკვეთის ნომერი 2--- ფართობი 1119 კვ.მ.) ნაწილი -22 კვ.მ, მასზე განთავსებული 14,05 კვ.მ. შენობა-ნაგებობით (საკადასტრო კოდი: 6--1--4--3---) აღირიცხოს მოსარჩელე გ---–---–--–---ძის (პ/ნ 43001003093) საკუთრებად.

2. მოპასუხეების: ნ----------------ძის და ი------------ძის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

3. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის გაჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე დარჩეს უცვლელი

 

4. მოპასუხეებს: სს "ქართულ ფილმს", ჯ---------------–--ლს, ი------------ძეს და ნ----------------ძეს მოსარჩელე გ---–---–--–---ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 383 (სამას ოთხმოცდასამი) ლარის გადახდა, საიდანაც 213 ლარი არის სახელმწიფო ბაჟის თანხა, 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯი ხოლო 120 ლარი, უძრავი ქონების შეფასებისათვიუს გაწეული ხარჯი.

 

5. მოპასუხეებს: ი------------ძეს და ნ----------------ძეს შეგებებულ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით სოლიდარულად დაეკისროთ 216 ლარის გადახდა.

 

6.გადაწყვეტილების გასაჩივრება შეიძლება თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე

ნაირა გიგიტაშვილი