განაჩენი

სისხლის სამართლის 29.12.2018
საქმის ნომერი
080100118002463066
დავის ტიპი
260 4 , 260 3 ა
თარიღი
29.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/453-18 წ.

გამოძიების N041240318001

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

29 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - ლერი თედორაძე

სხდომის მდივანი - ბაკურ ლილუაშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი - გ-------------ე

დაცვის მხარე:

ადვოკატი - ა-----– შ---–---–ი

ბრალდებული - ლ---- ქ-----–---–ი

პირადი N6----------

მამის სახელი: ხ------

დაბადებული: 18.03.1966 წელი

დაბადების ადგილი: საქართველო,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;

განათლება: საშუალო;

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;

ნასამართლეობა: არმქონე;

საცხოვრებელი ადგილი: ქუთაისი, კ. მ--------–-ს ქ. #32

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (03 ეპიზოდი).

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

წარდგენილი ბრალდების არსი:

ბრალდებულ ლ---- ქ-----–---–ს წარედგინა ბრალდება, დანაშაულისათვის, რაც, გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, უკანონო შეძენა, შენახვა, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, (2018 წლის 24 მარტის ეპიზოდი) სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, (2018 წლის 03 აპრილის ეპიზოდი), სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, (2018 წლის 06 აპრილის ეპიზოდი) სამივე ეპიზოდში ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებისათვის.

სასამართლომ დაადგინა:

ბრალდებულმა ლ---- ქ-----–---–მა, უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი ოდენობით 0.024 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი სამი ტაბლეტი, რომელსაც ინახავდა პირადად. ბრალდებულმა ლ---- ქ-----–---–მა, მის მიერ, უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი 3(სამი) ტაბლეტი ნაწილ-ნაწილ სხვადასხვა დროს უკანონოდ გაასაღა ზ---------------ეზე, კერძოდ, 2018 წლის 24 მარტს, ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი ერთი ტაბლეტი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველობა შეადგენდა 0,008 გრამს უკანონოდ გაასაღა ზ---------------ეზე, ქ.ქუთაისში, ი-–---–-ს ქუჩა N37-ში მდებარე ეზოში. ასევე, ბრალდებულმა ლ---- ქ-----–---–მა, მის მიერ უკანონოდ შენახული ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი ტაბლეტი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ რაოდენობა შეადგენდა 0,008 გრამს, 2018 წლის 03 აპრილს, 650 ლარის სანაცვლოდ, ქ.ქუთაისში, ი-–---–-ს ქუჩა N37-ში მდებარე ეზოში უკანონოდ გაასაღა ზ---------------ეზე, ხოლო ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ შემცველი ტაბლეტი, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინის“ რაოდენობა შეადგენდა 0,008 გრამს 2018 წლის 06 აპრილს 450 ლარის სანაცვლოდ, უკანონოდ გაასაღა ზ---------------ეზე, ქ.ქუთაისში, ი-–---–-ს ქუჩა N37-ში მდებარე ეზოში.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რომელიც, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება, რომ ბრალდებულმა ლ---- ქ-----–---–მა ჩაიდინა, ნარკოტიკული საშუალების, უკანონო შეძენა, შენახვა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ქვეპუნქტითა და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული განზრახი ქმედება, რაც ბრალდებულის მიერ გამოხატული იქნა წინასწარი განზრახვით აქტიური მოქმედებაში.

აღნიშნული დასკვნის საფუძველია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებები:

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

მოწმის სახით დაკითხულმა, პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა დ------–------ელმა განმარტა, რომ 2018 წლის აპრილის თვეში (ზუსტი რიცხვი არ ახსოვს) მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზ---------------ეს, რომელიც იმყოფებოდა ქალაქის ტერიტორიაზე ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება და ცდილობდა მის გადამალვას, აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, პატაკით აცნობა პოლიციის განყოფილების ხელმძღვანელობას. ასევე, მისთვის ოპერატიული ინფორმაციის მეშვეობით ცნობილი გახდა, რომ ზ---------------ეს ნარკოტიკული საშუალება შეძენილი უნდა ჰქონოდა ლ---- ქ-----–---–ისაგან, როგორც მისთვის ცნობილია მისი პატაკის საფუძველზე, იმავე დღეს მოხდა რეაგირება. განმარტავს, რომ გარდა აღნიშნულისა მას სხვა საგამოძიებო მოქმედება არ შეუსრულებია.

მოწმის სახით დაკითხულმა, პოლიციის მე-2 განყოფილების გამომძიებელმა ი----------------–---–მა განმარტა, რომ ოპერატიულ ჯგუფთან ერთად მონაწილეობა მიიღო ზ---------------ის მიმართ ჩატარებულ პირად ჩხრეკაში და მის დაკავებაში, ჩხრეკის ჩატარებამდე ზ---------------ეს განემარტა მისი უფლებები, მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ზ---------------ის ქურთუკის წინა ჯიბიდან ამოღებული იქნა ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეული თეთრი ფერის აბი, რომელზედაც თავად ზ---------------ემ განაცხადა, რომ იყო ნარკოტიკული საშუალება. ამოღებული თეთრი ფერის ტაბლეტი ჩადებული იქნა პაკეტში და დაილუქა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო ზ---------------ე გადაყვანილი იქნა პოლიციის სამმართველოში. თუ საიდან ჰქონდა ზ---------------ეს აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება მისთვის უცნობია. ზ---------------ის ჩხრეკა ჩატარდა 2018 წლის 24 მარტს დღის პირველ ნახევარში.

ანალოგიურად აჩვენა, პოლიციის მე-2 განყოფილების დეტექტივ-თანაშემწე გამომძიებელმა დ--------–-----ემ და განმარტა, რომ ქ.ქუთაისში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 2018 წლის 24 მარტს, დღის საათებში, პოლიციის თანამშრომელებთან ერთად მონაწილეობდა ზ---------------ის ჩხრეკაში. რომლისგანაც ამოღებული იქნა ფულადი თანხა, ასევე, თავად ზ---------------ემ ქურთუკის წინა ჯიბიდან თავად წარმოადგინა ვერცხლისფერ ქაღალდში შეხვეული ერთი ცალი თეთრი ფერის აბი, რომელიც დაილუქა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, რაზედაც შედგა სათანადო ოქმი და დამსწრე პირებმა ხელი მოაწერეს მას.

პოლიციის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ბ-------–----ემ განმარტა, რომ პოლიციის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობას იღებდა ბრალდებულ ლ---- ქ-----–---–ის მიმართ ჩატარებულ პირად ჩხრეკაში, რომელიც განხორციელდა ქალაქის ტერიტორიაზე გ---–-----ისა და ბარათაშვილს ქუჩების კვეთაში. ჩხრეკის შედეგად ლ---- ქ-----–---–ისგან ამოღებული იქნა საფულე, მობილური ტელეფონი, ,,ჯაყვა.“ ჩხრეკის ოქმს ადგენდა გამომძიებელი ლ-–---–-------ე, შედგენილი იქნა სათანადო ოქმი, რაზედაც დამსწრე პირებმა და მათ შორის ლ---- ქ-----–---–მაც ხელი მოაწერეს. რის შედეგაც მოხდა ლ---- ქ-----–---–ის დაკავება, პირადი ჩხრეკის შედეგად ლ---- ქ-----–---–ისაგან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა. ჩხრეკის მიმდინარეობის დროს მიმდებარე ტერიტორია იყო შემოსაზღვრული. ლ---- ქ-----–---–ის მიმართ ჩხრეკა ჩატარებული იქნა სასამართლო განჩინების საფუძველზე.

ანალოგიურად აჩვენა, ლ---- ქ-----–---–ის ჩხრეკაში მონაწილე შსს ქუთაისის სამმართველოს გამომძიებელმა ზ-------–-------ემ და განმარტა, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე პოლიციის თანამშრომლებთან ერთად მოხდა ლ---- ქ-----–---–ის პირადი ჩხრეკა და მისი დაკავება. ჩხრეკის ჩატარებაზე ლ---- ქ-----–---–მა თანხმობა განაცხადა, მისგან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა. ამოღებული ნივთები ტყავის საფულე, მობილური ტელეფონი, ,,ჯაყვა“ ამოღებული და დალუქული იქნა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. განმარტავს, რომ ლ---- ქ-----–---–ის ქურთუკის წინა ჯიბიდან ამოღებული ფულადი თანხის ნომრები ამოღებული და დასურათებული იქნა, რის შემდეგაც მოხდა მისი დალუქვა, კანონის შესაბამისად, შედგენილი იქნა სათანადო ოქმი, ლ---- ქ-----–---–ი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე გადაყვანილი იქნა პოლიციის სამმართველოში. მათთან ერთდ ლ---- ქ-----–---–ის დაკავებაში მონაწილეობას იღებდა ,,სპეცრაზმიც“ დაკავებამდე ლ---- ქ-----–---–ს გამომძიებელმა წარუდგინა სასამართლოს მიერ გაცემული განჩინება მისი დაკავების შესახებ. ლ---- ქ-----–---–ისგან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა.

პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, კო------------------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 12 აპრილს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მისთვის ცნობილი გახდა, რომ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას ახდენდა ლ---- ქ-----–---–ი. აღნიშნულის შესახებ პატაკით მიმართა განყოფილების ხელმძღვანელობას, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება. განმარტავს, რომ სხვა რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.

მოწმის სახით დაკითხულმა, პოლიციის მე-2 განყოფილების გამომძიებელმა კ-------------------------მ განმარტა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის დ------–------ლის პატაკის საფუძველზე, მის მიერ გამოკითხული იქნა გამომძიებელი დ------–------ელი, ასევე, 2018 წლის 12 აპრილს მის მიერ იქნა გამოკითხული გამომძიებელი კო------------------ე, რომელიც მიუთითებდა, რომ ლ---- ქ-----–---–ს ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება და აპირებდა მის გადამალვას. განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამომძიებელ დ------–------ლის მიერ შედგენილი პატაკი შეეხებოდა იმას, რომ ნარკოტიკული საშუალება უნდა ჰქონოდა ზ---------------ეს, ხოლო გამომძიებელ კონსტანტინე სვანაძის მიერ შედგენილი პატაკი შეეხებოდა იმას, რომ ლ---- ქ-----–---–ს უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. გარდა გამომძიებლების გამოკითხვისა მის მიერ სხვა საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია არ ყოფილა.

მოწმის სახით დაკითხულმა, საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მ------------მა დაადასტურა, რომ პოლიციის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდა 2018 წლის 12 აპრილს კუპრაძის ქუჩის N32-ში ჩატარებულ ლ---- ქ-----–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში. რა დროსაც, სახლში იმყოფებოდნენ ლ---- ქ-----–---–ის ოჯახის წევრები: შვილი, დედა და მეუღლე. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში. ჩხრეკის შედეგად საცხოვრებელის სახლის პირველი სართულის ერთ-ერთი ოთახიდანა ამოღებული იქნა იარაღი, მაგიდის ქვემოდან ამოღებული იქნა ფულადი თანხა. საცხოვრებელი სახლის მე-2 სართულზე ამოღებული იქნა ქაღალდში გახვეული კაკლები . საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი შედგენილი იქნა უშუალოდ ჩხრეკის ადგილზე. ოქმში აღწერილი იქნა ამოღებული ნივთები. ოქმი შედგენილი იქნა გამომძიებლის მიერ. ჩხრეკის მიმდინარეობის დროს ლ---- ქ-----–---–ი სახლი არ იმყოფებოდა.

ანალოგიურად აჩვენა, მოწმის სახით დაკითხულმა, პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ბ---------–------–---მა და დაადასტურა, რომ პოლიციის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობას იღებდა 2018 წლის 12 აპრილს ლ---- ქ-----–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში. ჩხრეკის ოქმი შედგენილი იქნა გამომძიებელ დ--------------–--ის მიერ. ჩხრეკაში მონაწილეობას იღებდნენ საცხოვრებელ სახლში მყოფი ლ---- ქ-----–---–ის დედა, შვილი და მეუღლე. ჩხრეკა მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში. ჩხრეკის შედეგად მისაღები ოთახის მაგიდის ქვემოდან ამოღებული იქნა ტყავის საფულე. რომელიც მოთავსებული იყო ფულადი თანხა დაახლოებით 400 ლარამდე. ასევე, კარადიდან ამოღებული იქნა ძველი იარაღი, მჭიდით და 5-6 ვაზნით. მე-2 სართულიდან ამოღებული იქნა ქაღალდში შეხვეული თეთრი ფერის კაკლები და რაღაც ბალახი. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი შედგა ჩხრეკის ადგილას, რაზედაც ხელი მოაწერა, როგორც თვითონ, ასევე, ჩხრეკაში მონაწილე პირებმაც.

მოწმის სახით დაკითხულმა, შსს საგამოძიებო კრიმინალისტიკური ექსპერტიზის მთავარმა ექსპერტმა გ------------------ემ განმარტა, რომ პოლიციის თანამშრომლებთან ერთად დროებითი მოთავსების იზოლატორში, მის მიერ დათვალიერებული და შედარებული იქნა სხვადასხვა ფულის კუპიურები. დათვალიერების დროს ერთ-ერთი 20 ლარიანი კუპიურა დაემთხვა გამომძიებლის მიერ დანომრილ კუპიურებს, დათვალიერებული იქნა ცალ-ცალკე 2400 ლარი და შემდგომ 415 ლარი. 2400 ლარიდან ერთ-ერთი 20 ლარიანი კუპიურა დაემთხვა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ ფულის ნომერს. რის შემდეგაც, აღნიშნული კუპიურა ცალკე დაილუქა. ხოლო დანარჩენი კუპიურები კი დალუქული იქნა ცალკე პაკეტში, რაზედაც შედგა სათანადო ოქმი და დამსწრე პირებმა მოაწერეს ხელი. ფულის კუპიურების შედარება ხდებოდა მხოლოდ ნომრების საშუალებით.

საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა ზ---------------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 24 მარტს, დილის საათებში, იმყოფებოდა ქუთაისს ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც, იგი გააჩერეს პოლიციის თანამშრომლებმა და განუცხადეს, რომ მის მიმართ უნდა ჩატარებულიყო პირადი ჩხრეკა, გააცნეს მისი უფლებები. ჩხრეკის საფუძვლად მიუთითეს, რომ მას უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება და შესთავაზეს ნებაყოფლობით წარმოედგინა იგი. მოწმის განმარტებით, მან ნებაყოფლობით, ყოველგვარი ძალადობის გარეშე პოლიციის თანამშრომლებს გადასცა მისი ქურთუკის წინა ჯიბეში მის მიერ შენახული ნარკოტიკული საშუალების ერთი აბი. ჩხრეკის შედეგად, მისგან ამოღებული იქნა ასევე, მისი პირადი ნივთებიც, რაზედაც შედგა სათანადო ოქმი. რის შემდეგაც იგი გადაყვანილი იქნა პოლიციის მეორე განყოფილებაში. სადაც, პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს მას, რომ დაესახელებინა პიროვნება ვისგანაც იძენდა ნარკოტიკულ საშუალებას და მისცეს დრო მოსაფიქრებლად. იგი თავიდან დუმდა, ხოლო შემდგომ დაასახელა მისი ნაცნობი ლ---- ქ-----–---–ი, რომლისგანაც დილით 450 ლარად შეიძინა ნარკოტიკული საშუალება. მას ფული არ გადაუცია, მაგრამ დაპირდა ლ---- ქ-----–---–ს, რომ შემდგომი შეძენის დროს გადაუხდიდა მას ფულს. მისი მხრიდან ლ---- ქ-----–---–ის დასახელების შემდეგ, პოლიციის თანამშრომლებმა შეიმუშავეს საგამოძიებო გეგმა. აუხსნეს მას თუ როგორ უნდა მოქცეულიყო, აღჭურვეს სათანადო აპარატურით. რის შემდეგაც, მობილური ტელეფონის საშუალებით იგი დაუკავშირდა ლ---- ქ-----–---–ს და შეუთანხმდა მას შეხვედრაზე. როდესაც ლ---- ქ-----–---–ს უკავშირდებოდა ტელეფონის საშუალებით, ისინი ერთმანეთს არაფერს არ ეუბნებოდნენ, მხოლოდ შეხვედრაზე თანხმდებოდნენ. მოწმის განმარტებით, ლ---- ქ-----–---–ს მეორედ შეხვდა 02 აპრილს, ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში. სადაც, შეთანხმდნენ, რომ მეორე დღეს 03 აპრილს უნდა შეხვედროდნენ ტოტალიზატორის შენობაში. მოწმის განმარტებით, 03 აპრილს დაახლოებით 14:00 საათზე შეხვდა ლ---- ქ-----–---–ს და გადასცა მას ფულადი თანხის ნაწილი 200 ლარი და შემდგომ დაპირდა თანხის სრულად გადახდას, რის შემდეგაც, დასცილდა მას და დაახლოებით ერთ საათში ისევ შეხვდა ლ---- ქ-----–---–ს, გადასცა მას ფულადი თანხა და მისგან წამოიღო ნარკოტიკული საშუალების ერთი აბი, რომელიც მიიტანა პოლიციის თანამშრომლებთან, რომლებიც მას ელოდებოდნენ, რაზედაც შედგა სათანადო ოქმი. ლ---- ქ-----–---–ს ნარკოტიკული საშუალება გამოართვა ი-–---–-ს ქუჩაზე, ამ უკანასკნელის საცხოვრებელი სახლის ღობესთან. ნარკოტიკული საშუალების გადაცემის დროს წარმოებდა ფარული გადაღება. პოლიციის თანამშრომლებმა მის მიერ გადაცემული აბი დალუქეს. მოწმის განმარტებით, ლ---- ქ-----–---–თან შემდგომი შეხვედრა განხორციელდა 05 აპრილს, ლ---- ქ-----–---–ის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც, შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთს შეხვედროდნენ მეორე დღეს 06 აპრილს და ამ დროს გადასცემდა მას ფულად თანხას. ლ---- ქ-----–---–მა დაურეკა მას 06 აპრილს, დაახლოებით 14:00 საათზე და ავიდა მასთან შეხვედრის მიზნით. შეხვდა მას ქუჩაში და გადასცა 450 ლარი და წამოიღო ერთი აბი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ასევე მიიტანა პოლიციის თანამშრომლებთან, რომლებიც მას სადგურის ტერიტორიაზე ელოდებოდნენ. პოლიციის თანამშრომლებმა შეადგინეს სათანადო ოქმი და დალუქეს ნარკოტიული საშუალება. ამ შეხვედრის ფარულ გადაღებას ისევ თავად აწარმოებდა. განმარტავს, რომ ლ---- ქ-----–---–ს ორივე შეხვედრის დროს, გადასცა ის ფულადი თანხა, რომელიც მას პოლიციის თანამშრომლებმა მისცეს. მოწმის განმარტებით, დიდი ხანია იცნობს ლ---- ქ-----–---–ს, ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან. არის ნარკოტიკების მომხმარებელი. ნარკოტიკულ საშუალებებს ხშირად იძენდა ლ---- ქ-----–---–ისაგან. ეს უკანასკნელი ხშირად სარგებლობდა მისი ავტომანქანით. მათი შეხვედრის ადგილი იყო, ტოტალიზატორის მიმდებარე ტერიტორია. იცის, რომ ლ---- ქ-----–---–იც ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელი იყო, მაგრამ მათ ნარკოტიკული საშუალება ერთად არ მოუხმარიათ, ამის შესახებ ინფორმირებული იყო თავად ლ---- ქ-----–---–ისგან. მიუთითებს, რომ ხანდახან ყოფილა ისეთი შემთხვევა, ალბათ ერთი ორი შემხვევა, როდესაც ლ---- ქ-----–---–ს მისთვის საჩუქრად გადაუცია ნარკოტიკული საშუალება. ლ---- ქ-----–---–ისგან გადაცემულ ნარკოტიკულ საშუალებას იყენებდა ერთჯერადად, ან ყოფდა მას და იყენებდა მეორე დღისთვის. განმარტავს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა ფულადი თანხა მას გადასცეს ნარკოტიკული საშუალების ლ---- ქ-----–---–ისაგან შეძენის დღეს. აძლევდნენ ინსტრუქციებს და იწერდნენ ფულადი თანხის ნომრებს. განმარტავს, რომ ლ---- ქ-----–---–ი მას აძლევდა ნარკოტიკული საშუალების ცარიელ აბებს, რომელსაც დებდა პარკში. ლ---- ქ-----–---–ის დაკავების დროს, იგი იქ არ იმყოფებოდა.

სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო მტკიცებულებათა უტყუარობა დამოკიდებულია მათი სანდოობის მაღალი ხარისხით არსებობის შემთხვევაში.

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის ”დ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, პირს რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, უფლება აქვს სასამართლოში დაკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები, გამოიძახოს და დააკითხინოს დაცვის მოწმეები, ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში.

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნებისმიერი ფაქტის თუ გარემოების არსებობა ან არარსებობა ლოგიკურად უნდა მომდინარეობდეს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, ამდენად, რელევანტურია ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან მის უარყოფას ახდენს.

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულება რელევანტურია, იგი შესაძლებელია სასამართლოს მიერ არ იქნეს გაზიარებული თუ იგი არსებითად ეწინააღმდეგება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა ლ---- ქ-----–---–მა წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ იგი ბავშვობიდან იცნობს ზ---------------ეს, ხშირად სარგებლობდა ამ უკანასკნელის ავტომანქანა ტაქსის მომსახურეობით. განმარტავს, რომ ზ---------------ისგან ხშირად სესხულობდა ფულს და მას დათქმულ დროზე უბრუნებდა, მისთვის ნარკოტიკული საშუალება ფულის სანაცვლოდ არ გადაუცია, შესაძლებელია ზ---------------ისთვის მის მიერ გადაცემული ყოფილიყო ნარკოტიკული საშუალება ,,მარიხუანა“ და ეს შესაძლებელია მომხდარიყო 2018 წლის 06 აპრილს, ამ შეხვედრის დროს ზ---------------ეს გადასცა 200 თუ 300 ლარი (ზუსტად არ ახსოვს) რომელიც ნასესხები ჰქონდა მისგან და დაუბრუნა. ხოლო რაც შეეხება 2018 წლის 24 მარტს და 03 აპრილს ზუსტად არ ახსოვს შეხვდა თუ არა ამ დროს ზ---------------ეს. ადასტურებს, რომ მისგან ამოღებული იქნა ფულადი თანხა, რომელიც მას ბანკში უნდა შეეტანა, კერძოდ: ეს ამოღებული ფულადი თანხა აიღო ერთი ბანკიდან, რომ მეორე ბანკის ვალი გადაეფარა. ვალის შესახებ მესიჯები იყო მოსული მის მობილურ ტელეფონზე. ადასტურებს, რომ იგი ჩართულია ნარკოტიკების მკურნალობის პროგრამაში რის შესახებაც იცოდა ზ---------------ემ. განმარტავს, რომ მას ნარკოტიკული საშუალების შემცველი აბები ზ---------------ისათვის არ გადაუცია, ითხოვს გამართლებას.

სასამართლო პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყევტილების მისაღებად მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რაც გულისხმობს მათ შეფასებას ცალ-ცალკე და საბოლოოდ ერთობლივად სხვა მტკიცებულებათა მიმართებით, განსახილველ შემთხვევაში, ბრალდებულ ლ---- ქ-----–---–ის ჩვენებაში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა მიმართებით, მთლიანად გამორიცხავს ამ უკანასკნელის მიმართ წარდგენილ ბრალდებას, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ, ამ ნაწილში დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას, რის გამოც, ბრალდებულის ჩვენებაში ახსნილი გარემოებები სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, რადგანაც არ დასტურდება სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული მტკიცებულებებით.

მტკიცებულებები რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებებს:

საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა, ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.

საქმეში არსებული, 2018 წლის 12 აპრილს, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის კო------------------ის მიერ შედგენილი პატაკის თანახმად ,, მიღებული ოპერატიული ინფორმაციით ლ---- ქ-----–---–ი, დაბ 1966 წელს მცხ. ქ.ქუთაისში, მ--------–-ს ქუჩის N32-ში, უნდა იმყოფებოდეს ქ.ქუთაისში, გ---–-----ის ქუჩის N97-ში მდებარე საცხოვრებელის ახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელსაც თან უნდა ჰქონდეს უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა და აპირებს მათ გადამალვას“.

საქმეში არსებული, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის დ------–------ელის მიერ შედგენილი პატაკის თანახმად: ,,მის მიერ მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ქალაქ ქუთაისში, წ------------ს ქუჩა N23-ში მდებარე შენობასთან იმყოფება 1965 წელს დაბადებული ზ----------------ე, რომელსაც თან უნდა ჰქონდეს უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება. ამავე ინფორმაციით ის აპირებს ნარკოტიკული საშუალების გადამალვას. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს შემდგომ რეაგირებას“.

ასეთი სახის ინფორმაციის არსებობის გამო, როგორც ლ---- ქ-----–---–ის, ასევე, ზ---------------ის მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკა იყო დროული და აუცილებელი, რადგანაც, საგამოძიებო მოქმედების დაყოვნებას შესაძლოა მოჰყოლოდა დანაშაულის კვლების განადგურება, აღნიშნულის გათვალისწინებით, ორივე შემთხვევაში ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები რელევანტურია საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგანაც, სსსკ- 111-ე მუხლის თანახმად, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების წინ საგამოძიებო მოქმედებების მონაწილეებს განემარტებათ მათი უფლება-მოვალეობები ასეთი განმარტების გარეშე, საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და მტკიცებულებათა მოპოვება, ითვლება საპროცესო კანონმდებლობის დარღვევად, ესეც იმ შემთხვევაში, თუ ამას სასამართლო არსებით დარღვევად მიიჩნევს. ამის საფუძველი ჩატარებული პირადი ჩხრეკების დროს არ არსებობს, რადგანაც ისინი ჩატარებულია საპროცესო ნორმების დაცვით და ჩხრეკის დაწყებამდე მასში მონაწილე პირებს განემარტათ მათი უფლება-მოვალეობები.

საქმეში არსებული, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს დეტექტივ თანაშემწე-გამომძიებლის ლ-–---–-------ის მიერ შედგენილი ბრალდებულ ლ---- ქ-----–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ბრალდებულის ფაქტობრივი დაკავება მოახდინა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს დეტექტივ თანაშემწე-გამომძიებელმა ლ-–---–-------ე, ამავე სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ზ-------–-------ემ და ბ-------–----ემ, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომლებმა. დაკავების ზუსტი დრო არის 2018 წლის 12 აპრილი 13:22 საათზე. დაკავებული გადაყვანილი იქნა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში. დაკავებულს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა რის შედეგადაც ოქმის თანახმად: ,,ლ---- ქ-----–---–ის ტანთცმული შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა შავი ფერის ტყავის საფულე რომელიც დაყოფილია განყოფილებებად მასში მოთავსებულია ,,თიბისი ბანკის“ ,,სახალხო ბანკის“ ,,VIP“ პლასტიკური ბარათები, ცნობა პლასტიკური ბარათის სახით გაცემული ლ---- ქ-----–---–ის სახელზე. ნარკოლოგიური გავლის, ლ---- ქ-----–---–ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა N6---------- ასევე შარვლის უკანა მარცხენა ჯიბიდან აიფონ 5-ის ფირმის შვი კორპუსის მქონე ტელეფონი. რომელსაც აქვს მთლიანი სენსორული ეკრანი და იმეი კოდით 0-------------- რომელშიც მოთავსებულია სიმ ბარათი ნომრით 5---------. შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა საშუალო ზომის ჯაყვა რომელსაც აქვს წითელი ფერის ტარი. ტანთცმული პიჯაკის მარცხენა შიდა გულის ჯიბიდან ამოღებული იქნა 13(ცამეტი) ცალი 100 ლარიანი კუპიურა ნომრებით: AA 07551312; G25393122; AA 11632473; AA 05436787; AA 01580421; G18513880; G 19812408; AA23608818; AA19224493; AA08152410; AA07861062; AA11707008; AA15715215; 18 ცალი 50 ლარიანი კუპიურა ნომრებით AA20857727; AA15785869; AA14784130; AA13118122; AA17951933; AA07373660; AA19204429; F31324060; F37044895; F34183428; F37454480; F29626701; AA11187595; AA10861574; 10 ცალი 20 ლარიანი კუპიურა ნომრით AA37464245; AA32126821; AA27938495; AA10584846; E72794045; E84840140; E84840140; AA37892087 საერთო ჯამში 2420 (ორი ათას ოთხას ოცი) ლარი ფულადი თანხა“. ამოღებული ნივთები და ფულადი თანხა დაილუქა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. ოქმში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე სახის შენიშვნას შესწორებას, დამატებას ან განცხადებას ადგილი არ ჰქონია. ოქმის სისწორე დამოწმებულია მასში მონაწილე პირების მიერ, ოქმზე ხელმოწერით.

საქმეში არსებული 2018 წლის 24 მარტის ზ---------------ის მიმართ პირადი ჩხრეკის ოქმი შედგენილია ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის დ------–------ლის მიერ. რომლის თანახმადაც: ,,ზ----------------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ტანთცმული ქურთუკის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი 5 ლარიანი კუპიურა. რომელიც დაილუქა N3315112 ლუქის ბეჭდით N1 პაკეტად პოლიეთილენის ფაილში. ასევე ზ----------------ის ტანთცმული ქურთუკის გარე მარჯვენა გულის ელვაშესაკრავთან ჯიბიდან ამოღებული იქნა ვერცხლისფერი ქაღალდში მოთავსებული ერთი ცალი თეთრი ფერის აბი, რომელიც ზ----------------ემ წარმოადგინა ნებაყოფლობით. ამოღებული ერთი ცალი თეთრი ფერის აბი ვერცხლისფერ ქაღალდთან ერთად მოთავსებული იქნა პოლიეთილენის ფაილში და დაილუქა N33151112 ლუქის ნომრით N2 პაკეტად. აღნიშნულის შემდეგ ზ---------------ის პირადი ჩხრეკისას ზემო აღნიშნულის ნივთების გარდა სხვა რაიმე ნივთი ან ნივთიერება ამოღებული არ ყოფილა“. ოქმში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე სახის შენიშვნას შესწორებას, დამატებას ან განცხადებას ადგილი არ ჰქონია. ოქმის სისწორე დამოწმებულია მასში მონაწილე პირების მიერ, ოქმზე ხელმოწერით.

საქმეში არსებული 2018 წლის 24 მარტს, ქ.ქუთაისის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ლ-–---–-------ის მიერ შედგენილი ოქმის თანახმად: ,, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, მშვიდ ვითარებაში, ხელოვნური განათების პირობებში სისხლის სამართლის N041240318001 საქმეზე, მოწმის სახით გამოკითხული ზ----------------ის მონაწილეობით მისივე თანხმობით მოხდა მისი კუთვნილი ,, ALCATEL” ის ფირმის მობილური ტელეფონის დათვალიერება, რომლის იმეი კოდებია 8-------------- და 8--------------. მობილურ ტელეფონს აქვს სვი ფერის კორპუსი, რომელსაც აქვს პატარა ზომის ეკრანი და კლავიატურა, რომელზეც ასახულის ციფრები და სხვა სახის მაჩვენებლები, რაიმე სახის დაზიანება გარდა ცვეთისა ტელეფონს არ აღენიშნება. მობილური ტელეფონი არის ორ სიმ ბარათიანი, ზ----------------ის განმარტებით მასში მოთავსებულია მხოლოდ ერთი სიმ ბარათი ნომრით 5--------- რომლითაც უკავშირდებოდა ლ---- ქ-----–---–ს. დათვალიერებული იქნა მობილური ტელეფონის განყოფილება, სადაც აღნიშნულია აბონენტთა სახელი და გვარები. აღნიშნულ გრაფაში ფიქსირდება ჩანაწერი ,,KASRA“ ტელეფონის ნომერი 5---------. ზ----------------ის განმარტებით ვინაიდან ლ----ი არის გვარად ქ-----–---–ი, ამიტომ ჩაწერილი აქვს როგორც ,,KASRA“. დათვალიერებული იქნა შემოსული და გასული ზარების განყოფილება, სადაც ფიქსირდება გასული ზარების ჩანაწერი ,,KASRA“ 5--------- 21.03.108 13:36 საათი, 5--------- 21.03.2018 14:37 საათი, 5--------- 21.03.2018 14:42 საათი, ასევე ფიქსირდება მომდევნო დღის ჩანაწერი, კერძოდ 5--------- 24.03.2018 07:56 საათი, ამით დათვალიერება დამთავრებულია“. ოქმის თანახმად, დათვალიერების დასრულების შემდგომ მობილური ტელეფონი დაუბრუნდა მის მფლობელს ზ----------------ეს. ოქმში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე სახის შენიშვნას შესწორებას, დამატებას ან განცხადებას ადგილი არ ჰქონია. ოქმის სისწორე დამოწმებულია მასში მონაწილე პირების მიერ, ოქმზე ხელმოწერით.

საქმეში არსებული 03.04.2018 წლის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ლ-–---–-------ის მიერ შედგენილი ამოღების ოქმის თანახმად ,,ზ---------------ის მიერ წარმოდგენილ ტანთცმული შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან პატარა ზომის სიგარეტის ცელოფანში მოთავსებული ერთი ცალი თეთრი ფერის ექვსკუთხა ფორმის მთელი ტაბლეტი, რომელიც მოთავსებული იქნა პოლიეთილენის პაკეტში და დაილუქა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს N3315 ლუქის ბეჭდით ერთ პაკეტად“. ოქმში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე სახის შენიშვნას შესწორებას, დამატებას ან განცხადებას ადგილი არ ჰქონია. ოქმის სისწორე დამოწმებულია მასში მონაწილე პირების მიერ, ოქმზე ხელმოწერით.

საქმეში არსებული 06.04.2018 წლის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ ლ-–---–-------ის მიერ შედგენილი ამოღების ოქმის თანახმად ,, ზ----------------ის ტანთცმული ქურთუკის წინა მარცხენა ჯიბიდან პატარა ზომის ცელოფანი რომელშიც მოთავსებული ვერცხლისფერი მცირე ზომის ქაღალდში თეთრი ფერის ექვსკუთხა ფორმის მთელი ტაბლეტი, რომელიც მოთავსდა პოლიეთილენის პაკეტში და დაილუქა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს N3315 ლუქის ბეჭდით ერთ პაკეტად“.

საქმეში არსებული, 2018 წლის 11 აპრილს შედგენილი დათვალიერების ოქმი შედგენილია ქ.ქუთაისის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ლ-–---–-------ის მიერ, რომლის თანახმადაც: ,,ქ.ქუთაისში ორახელაშვილის ქუჩა N8-ში არსებული ქუთაისის საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, დღისით მშვიდ გარემოებაში ხელოვნური განათების პირობებში, ამავე სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ლ-–---–-------ემ მოახდინა ,,საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოდან გადმოგზავნილი დისკის დათვალიერება, რომელიც მოთავსებულია ერთ ცალ თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტში დალუქულ მდგომარეობაში სადაც კონვერტის ერთ გვერდზე იკითხება: სსN041120318001 საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 მარტს მიღებული განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფსმ-ებ: 2018 წლის 03 აპრილის 13:43 საათიდან 14:06 საათამდე პერიოდში განხორციელებული ფსმ-ი ზ---------------ისა და ლ---- ქ-----–---–ის შეხვედრის ფარული ვიდეო-აუდიო გადაღება ჩაწერა, დისკი რეგ N26ს, 2018 წლის 03 აპრილის 15:25 საათიდან 15:33 საათამდე პერიოდში განხორციელებული ფსმ-ი ზ---------------ის და ლ---- ქ-----–---–ის შეხვედრის ფარული ვიდეო-აუდიო გადაღება ჩაწერა, დისკი რეგ N27ს. კონვერტის კუთხეში იკითხება ,,საიდუმლო“ პაკეტი არის თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტი რომელიც მეორე მხრიდან დალუქულია N6/4 ბეჭდით პაკეტებისათვის, რომელზეც დაკრულია სამი ცალი მრგვალი ბეჭედი და ბეჭდებზე იკითხება ერთი და იგივე წარწერა ,,საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო N6/4 პაკეტებისათვის კონვერტის ამავე გვერდზე შუა ნაწილში იკითხება წარწერა ,,საიდუმლო“ კონვერტის გახსნამდე მიის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა, რის შემდეგაც კონვერტი გაიხსნა რა დროსაც გამოჩნდა მასში მოთავსებული 2(ორი) ცალი დისკი. ამოღებული იქნა ერთი დისკი რომლის ზედაპირზე აღინიშნება წარწერები ,,PRINCO DVD-R 4.7GB, SP 120MIN. UP TO 16 X SPEED, DVD-R R4,7” დისკზე ასევე გაკეთებულია წარწერა 4-,, MV“-792S-2018, REG N26-ს ასევე დისკზე დატანილია ბეჭდის ანასახი და იკითხება წარწერა ,,საიდუმლო” მასში არსებული ინფორმაციის დათვალიერების მიზნით მოთავსებული იქნა პერსონალური კომპიუტერის DVD დისკის წამკითხველ მოწყობილობაში, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა DVD-R დისკზე არსებული ინფორმაციის ნახვა. მასში აღმოჩნდა ერთი ცალი ვიდეო ფაილი, წარწერით ,,REC 1-002, 03.04.2018 14:06 GOM MEDIA FILE(AVI) 246 200 KB” დისკზე დატანილი ინფორმაცია აიტვირთა სრულად ელექტრონულ პროგრამაში, ასევე გაკეთდა აღნიშნულ DVD-R დისკში არსებული ჩანაწერის ასლი, ერთ ცალ DVD-R დისკზე, შემდგომში დაცვის მხარისათვის გადასაცემად. ამით დათვალიერება დასრულდა. ამის შემდგომ მოხდა მეორე დისკის დათვალეირება რომელზეც იკითხება ,, PRINCO DVD-R 4.7GB, SP 120MIN. UP TO 16 X SPEED, DVD-R R4,7” ასევე წარწერა 4-,, MV“-792S-2018, REG N27-ს დისკზე დატანილია ბეჭდის ანასახი და იკითხება წარწერა ,,საიდუმლო“ მასში არსებული ინფორმაციის დათვალიერების მიზნით მოთავსებული იქნა პერსონალური კომპიუტერის DVD დისკის წამკითხველ მოწყობილობაში, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა DVD-R დისკზე არსებული ინფორმაციის ნახვა. მასში აღმოჩნდა ერთი ცალი ვიდეო ფაილი, წარწერით ,, REC1_0003, 03.04.2018 15:32 GOD MEDIA FILE (AVI) 21 628 KB” დისკზე დატანილი ინფორმაცია აიტვირთა სრულად ელექტრონულ პროგრამაში, ასევე გაკეთდა აღნიშნულ DVD-R დისკში არსებული ჩანაწერის ასლი ერთ ცალ DVD-R დისკზე, შემდგომში დაცვის მხარისათვის გადასაცემად. ამით დათვალიერება დასრულდა დათვალიერების შემდგომ 2 ცალი DVD-R დისკი პირვანდელ კონვერტთან ერთად მოთავსდა ერთ ცალ თეთრი ფერის ქაღალდის ახალ კონვერტში, რომელიც დაილუქა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს N33/5 ლუქის ბეჭდით, რომელზეც შესრულდა შესაბამისი ხელმოწერა. ამით დათვალიერება დასრულდა“. ოქმში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე სახის შენიშვნას შესწორებას, დამატებას ან განცხადებას ადგილი არ ჰქონია. ოქმის სისწორე დამოწმებულია მასში მონაწილე პირების მიერ, ოქმზე ხელმოწერით.

საქმეში არსებული, 2018 წლის 11 აპრილს შედგენილი დათვალიერების ოქმი შედგენილია ქ.ქუთაისის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ლ-–---–-------ის მიერ რომლის თანახმადაც: ,, ქ.ქუთაისში ორახელაშვილის ქუჩა N8-ში არსებული ქუთაისის საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, დღისით მშვიდ გარემოებაში ხელოვნური განათების პირობებში, ამავე სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ლ-–---–-------ემ მოახდინა ,,საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოდან გადმოგზავნილი დისკის დათვალიერება, რომელიც მოთავსებულია ერთ ცალ თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტში დალუქულ მდგომარეობაში სადაც კონვერტის ერთ გვერდზე იკითხება: სსN041120318001 საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 მარტს მიღებული განჩინების საფუძველზე ქ.ქუთაისში ი-–---–-ს ქ N37-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 2018 წლის 07 აპრილს მოქალაქეების ზ---------------ის და ლ---- ქ-----–---–ის შეხვედრის ფარული ვიდეო-აუდიო გადაღება ჩაწერა, დისკი რეგ N28ს. კონვერტი რომელიც მეორე მხრიდან დალუქულია N6/4 ბეჭდით პაკეტებისათვის, რომელზეც დაკრულია სამი ცალი მრგვალი ბეჭედი და ბეჭდებზე იკითხება ერთი და იგივე წარწერა-საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო N6/4 პაკეტებისათვის. კონვერტის გახსნამდე მისი მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა, რის შემდეგაც კონვერტი გაიხსნა რა დროსაც გამოჩნდა მასში მოთავსებული 1 (ერთი) ცალი დისკი. ამოღებული იქნა ერთი დისკი რომლის ზედაპირზე არის წარწერა ,,ARITA, 8-16X DVD-R 4.7 GB, 120 MIN” დისკი, ასევე გაკეთებულია წარწერა 4-,, MV“-792S-2018, REG N28-ს, ასევე დისკზე დატანილია ბეჭდის ანასახი და იკითხება წარწერა ,,საიდუმლო“. მასში არსებული ინფორმაციის დათვალიერების მიზნით მოთავსებული იქნა პერსონალური კომპიუტერის DVD დისკის წამკითხველ მოწყობილობაში, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა DVD-R დისკზე არსებული ინფორმაციის ნახვა. მასში აღმოჩნდა ერთი ცალი ვიდეო ფაილი, წარწერით ,,REC 1_0001 06.04.2018 14:33 GOM MEDIA FILE (AVI) 291 308 KB” დისკზე დატანილი ინფორმაცია აიტვირთა სრულად ელექტრონულ პროგრამაში, ასევე გაკეთდა აღნიშნულ DVD-R დისკი არსებული ჩანაწერის ასლი, ერთ ცალ DVD-R დისკზე, შემდგომში დაცვის მხარისათვის გადასაცემად. ამით დათვალიერება დასრულდა დათვალიერების შემდგომ 1 ცალი DVD-R დისკი პირვანდელი კონვერტთან ერთად მოთავსდა ერთ ცალ თეთრი ფერის ქაღალდის ახალ კონვერტში, რომელიც დაილუქა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს N33/5 ლუქის ბეჭდით, რომელზეც შესრულდა შესაბამისი ხელმოწერა. ამით დათვალიერება დასრულდა“. ოქმში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე სახის შენიშვნას შესწორებას, დამატებას ან განცხადებას ადგილი არ ჰქონია. ოქმის სისწორე დამოწმებულია მასში მონაწილე პირების მიერ, ოქმზე ხელმოწერით.

საქმეში არსებული იმერეთის რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი დ--------------–--ის მიერ შედგენილი ლ---- ქ-----–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად: ,,ლ---- ქ-----–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სახლის პირველ სართულზე განთავსებული ნ-----–- ქ-----–---–ის საძინებელ ოთახში არსებული საწოლი ტახტის მატრასის ქვემოთ აღმოჩენილი და ამოღებული იქნა პისტოლეტი, რომელსაც მარცხენა მხარეს გააჩნია ამოტვიფრული სავარაუდოდ ქარხნული ნომრით ,,TNX 115003” იმავე მხარეს ჩარჩოზე აღენიშნება ასევე სავარაუდოდ ქარხნული წარწერით აღნიშვნები ,,NW-79-3 CAL 8 MM” პისტოლეტის მჭიდში აღმოჩენილია ექვსი ცალი მოვერცხლისფრო ფერის ტყვია: პისტოლეტი განიმუხტა და დაილუქა გამჭირვალე პოლიეთილენის N33 ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის (პაკეტი N1) ჩხრეკაში მონაწილე ლ--–----------ს განმარტებით ხსენებული პისტოლეტი ეკუთვნოდა მის ა.წ გარდაცვლილ მამას ზ---------------ს, რომელიც გარდაცვლილია 2015 წელს და ხსენებული პისტოლეტი ოფიციალურად მის სახელზე იყო გაფორმებული. ჩხრეკა გაგრძელდა რა დროსაც საცხოვრებელი სახლის საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე არსებული სასტუმრო ოთახში განთავსებული ხის ზომის მართკუთხა ფორმის მაგიდის ქვემოდან მიმაგრებული ხის დაფაზე დაგდებული მომწვანო ფერის ელვაშესაკრავიან მცირე ტყავის აღმოჩენილია ერთი 50, 8 ცალი 20 ლარიანი, 12 ცალი 10 ლარიანი და 17 ცალი ხუთ ლარიანი კუპიურები, საერთო რაოდენობით ფულადი თანხა 415 (ოთხას თხუთმეტი) ლარი. ჩხრეკის მსვლელობისას თანხის დალუქვამდე ამოწერილი იქნა ზემოთხსენებული კუპიურების ნომრები კერძოდ: 50 ლარიანი კუპიურა AA 16876301, 20 ლარიანი კუპიურები ნომრებით: AA 08236701, E78466371, E85672073 AA32966544, AA 19663850, AA23936495, AA42951317, AA24919336, 10 ლარიანი კუპიურები DC6608729, DE9955708, DF1695574, DF3433524, DA9078920, DC5598937, DA6612355, DE5502093, DC6397588, DC2357187, DA6240118, DA7530251. 5 ლარიანი კუპიურები ნომრებით AA32325454, AA11908359, AA14641057, AA34556879, AA09160513, AA44827271, AA31482514, AA33791860, AA20462030, AA40564350, AA46263237, AA14553852, AA28916655, AA19654282, AA08621042, AA46258384, AA14751148. ფულადი თანხა მცირე ზომის ელვაშესაკრავიან საფულესთან ერთად დაილუქა ცალკე გამჭირვალე პოლიეთილენის პაკეტში პოლიციის დეპარტამენტის N33 ლუქის ბეჭდით. (პაკეტი N2). საცხოვრებელი სახლის მისაღებ ოთახში არსებული ხის ტანსაცმლის კარადაში აღმოჩენილი და ამოღებული ინქა ხის ტარიანი ლითონის სავარაუდოდ სასიგნალო პისტოლეტი ნომრის გარეშე, რაც ანალოგიურად დაილუქა ცალკე გამჭირვალე პოლიეთილენის პაკეტში პოლიციის დეპარტამენტის N33 ლუქის ბეჭდით (პაკეტი N3) ჩხრეკა გაგრძელდა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, რა დროსაც სახლის მეორე სართულზე განთავსებული ლ---- ქ-----–---–ის საძინებელ ოთახში კედელზე არსებული თაროზე აღმოჩენილი იქნა მცირე ზომის თეთრი ფერის უჯრედებიან ფურცელში შეხვეული მცირე ზომის სავარაუდოდ მცენარის კაკლები და მცირე ზომის მორუხო მცენარის მაგვარი ნაფხვენის ნაწილაკები, ასევე მცირე ზომის მოთეთრო ფერის ქაღალდში შეფუთული მცირე ზომის სავარაუდოდ მცენარის კაკლები, იმავე თაროზე მოვერცხლისფრო ფერის ე.წ ,,ფოლგის“ შეხვეული მცირე ზომის ასეთივე მცენარეული კაკლები და მცირე ზომის რვეულის უჯრედებიანი ფურცელში შეხვეული მცირე ზომის მცენარეული მარცვლით. ოთხივე მცირე ზომის შეფუთვა დაილუქა ერთად გამჭირვალე პოლიეთილენის პაკეტში N33 ლუქის ბეჭდით (პაკეტი N4) ჩხრეკის მსვლელობისას საცხოვრებელი სახლის შესასვლელი ოთახში არსებული ხის თაროზე აღმოჩენილი იქნა მოშავო ფერის პოლიეთილენის არსებული 7(შვიდი) ცალი მოვერცხლისფრო ფერის ტყვია, რაც დაილუქა N33 ლუქის ბეჭდით (პაკეტი N5) ხოლო ყუთში არსებული ნებართვის დუბლიკატი N972 და ზ---------------ს სახელზე გაცემული იარაღის რეგისტრაციის მოწმობა Nif0166690, კატეგორიის ,,B“ n600003004896 დოკუმენტები რომელიც დაერთო ჩხრეკის ოქმს. ოქმში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე სახის შენიშვნას შესწორებას, დამატებას ან განცხადებას ადგილი არ ჰქონია“. ოქმის სისწორე დამოწმებულია მასში მონაწილე პირების მიერ, ოქმზე ხელმოწერით.

საქმეში არსებული, 2018 წლის 13 აპრილის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ლ-–---–-------ის მიერ შედგენილი ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად: ,,ქ.ქუთაისში ჯავახიშვილის N12-ში არსებული იმერეთის რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლაციის შენობაში, არსებულ სპეციალურ დასაკითხ ოთახში სისხლის სამართლის N041240318001 საქმეზე, ბრალდებულის სახით დაკავებული ლ---- ქ-----–---–ის თანხმობით და მისი მონაწილეობით ასევე ადვოკატის ა---------–------------ის და შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის მთავარი ექსპერტ გ------------------ის მონაწილეობით, მოხდა 2018 წლის 12 აპრილს ქუთაისში გ---–-----ის ქუჩა N37-ში არსებული სახლის წინამდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით დაკავებული ლ---- ქ-----–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხას 2420(ორი ათას ოთხას ოცი) ლარის დათვალიერება რომელიც დალუქულია შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის პაკეტში FCD845758 ერთ პაკეტად, პაკეტზე იკითხება წარწერა პაკეტი N3 სს N041240318001, 12.04.2018 ლ---- ქ-----–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა 2410 ლარი. პაკეტის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა, მოხდა მისი დასურათება NIKON D3300 ფირმის ციფრული აპარატით ექსპერტის მიერ, რის შემდეგაც გახსნილი იქნა პაკეტი რომელშიც აღმოჩნდა ფულადი თანხა სხვადასხვა კუპიურებით კერძოდ: 13(ცამეტი) ცალი 100 ლარიანი კუპიურა ნომრებით: AA 07551315; AA 19224493; AA 05436797; AA 11707008; AA 15715215; AA 01580412; AA 08152410; AA 11632473; AA 07861062; AA 23608818; G 19812408; G 25393122; G 19513880 18 ცალი 50 ლარიანი კუპიურა ნომრებით AA 07373660; AA 11187595; AA 10861574; AA 14784130; AA 02575252; AA 17951933; AA 15785869; AA 13118122; AA 20857727; AA 19204425; F 29942155; F 31324060; F 37454480; F 34183428; F 31442222; F 29626701; F 32674936; F 37044895; 11 ცალი 20 ლარიანი კუპიურა ნომრით AA 22873633; AA 00102440; AA 32126821; AA 10584846; AA 37892087; AA 24313968; AA 31545050; AA 37464245; AA 27938495; E 72794045; E 84840140; ამასთან აღნიშნული ფულადი კუპიურების სერიული ნომრები შედარებული იქნა შსს სპეცსამსახურებიდან 2018 წლის 03 აპრილს გამოყოფილი 6(ექვსი) ცალი 100 (ას) ლარიანი და 1(ერთი) ცალი 50 (ორმოცდა ათ) ლარიან კუპიურას სულ 650 (ექვსასორმოცდაათ) ლარის ფულადი კუპიურებს სერიულ ნომრებთან და 2018 წლის 06 აპრილს შსს სპეცსამსახურებიდან გამოყოფილ 8 (რვა) ცალ 20 (ოც) ლარიან, 1 (ერთი) ცალი 10(ათი) ლარიან, 6(ექვს) ცალი 5(ხუთ) ლარიანი და 5(ხუთი) ცალი 50 (ორმოცდაათ) ლარიან კუპიურას, სულ 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის. ფულადი კუპიურების სერიულ ნომრებთან რა დროსაც ფულადი კუპიურა სერიული ნომრით AA 22873633 დაემთხვა შსს სპეცსამსახურებიდან გამოყოფილ 2018 წლის 06 აპრილის 8(რვა) ცალი 20(ოცი) ლარიანი კუპიურიდან ერთ ცალ 20(ოც) ლარიანი კუპიურის სერიულ ნომერს. აღნიშნულის შემდგომ გარდა 20 ლარიანი კუპიურისა ნომრით AA 22873633 დანარჩენი თანხა სულ 2400(ორი ათას ოთხასი) ლარი მოთავსდა შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის პაკეტში, პირვანდელ პაკეტთან ერთად N3 და დაილუქა FCD 845752 ერთ პაკეტად N2 ამის შემდეგ მოხდა 2018 წლის 12 აპრილს ლ---- ქ-----–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხის დათვალიერება, რომელიც მოთავსებულია პოლიეთილენის პაკეტში დალუქულ მდგომარეობაში პაკეტი N2 ლუქზე გაკეთებულია ხელნაწერები ლუქის ქვემოთ იკითხება ,,2018 წლის 12 აპრილს ლ---- ქ-----–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სს N041240318001 საქმეზე ამოღებული საფულე მასში მოთავსებული ფულადი თანხით 415 (ოთხასთხუთმეტი) ლარი“ ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა, მოხდა თავდაპირველად ექსპერტის მიერ პაკეტის დასურათება, რის შემდეგაც გაიხსნა პაკეტი და მასში აღმოჩნდა მუქი მომწვანო ფერის საფულე რომელიც იკვრებოდა ელვაშესაკრავით, ასევე პაკეტიდან ამოღებული იქნა ფულადი თანხა სულ 415 (ოთხასთხუთმეტი) ლარი სხვადასხვა კუპიურებით, კერძოდ: ერთი ცალი 50 (ორმოცდაათი) ლარიანი კუპიურა ნომრით AA 16876306 8(რვა) ცალი 20 (ოცი) ლარიანი კუპიურა შემდეგი ნომრებით AA 23936495; AA 08236701; AA 32966548; AA 16963850; AA 429513617; AA 24919336; E 78466375; E 85672073; 12 (თორმეტი) ცალი 10 (ათი) ლარიანი კუპიურა შემდეგი ნომრით DG 2357187; DA 6240118; DA 6612355; DE 5502093; DE 1695574; DA 7530251; DF 3433524; DG 6397588; DC 5598937; DC 6608729; DE 9955708; DA 9078920; 17 (ჩვიდმეტი) ცალი 5 ლარიანი კუპიურა შემდეგი ნომრებით AA 32325454; AA 11908359; AA 14641057; AA 19654282; AA 46258384; AA 14751148; AA 08621042; AA 20462032; AA 34556879; AA 337991860; AA 31482514; ვ 44827271; AA 28916655; AA 16263237; AA 40564350; AA 05160515; AA 14553852; ამასთან აღნიშნული ფულადი კუპიურების ნომრები შენახული იქნა შსს სპეცსამსახურებიდან 2018 წლის 03 აპრილს და 2018 წლის 06 აპრილს გამოყოფილ კუპიურებთან რაც არ დაემთხვა აღნიშნულ ფულადი თანხა 415 (ოთხასთხუთმეტი) ლარი და საფულე მოთავსდა შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის FCD 845751 ერთ პაკეტად N3 ამით ნივთიერი მტკიცებულებების გახსნა დათვალიერება დამთავრდა“, ოქმის თანახმად, აღნიშნულ პაკეტებზე მოხდა ხელმოწერების გაკეთება, რაც, ასევე იქნა დასურათებული. ოქმში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე სახის შენიშვნას შესწორებას, დამატებას ან განცხადებას ადგილი არ ჰქონია. ოქმის სისწორე დამოწმებულია მასში მონაწილე პირების მიერ, ოქმზე ხელმოწერით.

საქმეში არსებული, 2018 წლის 14 აპრილის დათვალიერების ოქმი შედგენილია ქ.ქუთაისის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ლ-–---–-------ის მიერ რომლის თანახმადაც: ,,ქუთაისის საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში ღამით, მშვიდ გარემოებაში, ხელოვნური განათების პირობებში მოხდა შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურიდან გადმოგზავნილი ერთი ცალი CD-R დისკის დათვალიერება, რომელიც მოთავსებულია შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს FCI 566898 პაკეტში და დალუქულია. ლუქის მთლიანობა დარღვეული არ არის, პაკეტზე გაკეთებული არის წარწერა: თარიღი: 12.04.18წ. შემთხვევის ადგილის ფოტოსურათები, ჩხრეკის ფოტო. გამომძიებელი: ლ.ლაბუჩიძე, ექსპერტი ო. ხაბურძანია. პაკეტი გაიხსნა რის შემდეგაც დისკი მოთავსებული იქნა სამუშაო პერსონალურ კომპიუტერის პროცესორში და მოხდა მისი დათვალიერება სადაც გამოსახული იყო ქ.ქუთაისის გ---–-----ის ქუჩა N97-ის წინამდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით დაკავებული ლ---- ქ-----–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული მისი პირადი ნივთების ფოტოსურათები, რომლებიც გადმოტანილი იქნა კომპიუტერის სამუშაო მაგიდაზე და დანაწილდა ვორდის დოკუმენტში, რომლებიც ამოღებული იქნა ფურცელზე დაერთო სისხლის სამართლის საქმეს და მიბმული იქნა დათვალიერების ოქმის ფაილებში, ხოლო დისკიდან არსებული სურათები სრულად გადატანილი იქნა მეორე ცარიელ CD-R დისკზე დაცვის მხარისათვის გადასაცემად. ამის შემდგომ პირველი დისკი, რომელიც მოთავსებული იყო პაკეტში, მოთავსდა თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტში და დაილუქა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს N33/5 ლუქის ბეჭდით ერთ პაკეტად, რომელიც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს“.

საქმეში არსებული, 2018 წლის 14 აპრილის დათვალიერების ოქმი შედგენილია ქ.ქუთაისის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ლ-–---–-------ის მიერ რომლის თანახმადაც ,, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ლ-–---–-------ემ სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში ღამით, მშვიდ გარემოებაში ხელოვნური განათების პირობებში მოხდა შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურიდან გადმოგზავნილი ერთი ცალი CD-R დისკის დათვალიერება, რომელიც მოთავსებულია შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს FCI 566905 პაკეტში და დალუქულია. ლუქის მთლიანობა დარღვეული არ არის, პაკეტზე გაკეთებული არის წარწერა სსN041240318001 თარიღი: 13.04.18წ; ერთი ცალი CD-R დისკი. გამომძიებელი ლ. ლაბუჩიძე, ექსპერტი: გ.ქავთარაძე. პაკეტი გაიხსნა რის შემდეგაც დისკი მოთავსებული იქნა სამუშაო პერსონალურ კომპიუტერის პროცესორში და მოხდა მისი დათვალიერება სადაც გამოსახული იყო ქ.ქუთაისში ჯავახიშვილის ქუჩა N12-ში არსებული იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორის სამსახურის შენობაში დასაკითხ ოთახში, 2018 წლის 12 აპრილს ბრალდებულის ლ---- ქ-----–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხის და ასევე 2018 წლის 12 აპრილს ამ უკანასკნელის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხის რომელიც არის პრ პაკეტად დალუქულ მდგომარეობაში, მათი როგორც ნივთიერი მტკიცებულების გახსნის და დათვალიერების დროს ექსპერტის მიერ გადაღებული ფოტოსურათები, რომლებიც გადმოტანილი იქნა კომპიუტერის სამუშაო მაგიდაზე და დანაწილდა ვორდის დოკუმენტში, რომლებიც ამოღებული იქნა ფურცელზე დაერთო სისხლის სამართლის საქმეს და მიბმული იქნა დათვალიერების ოქმის ფაილებში. ხოლო დისკიდან არსებული სურათები სრულად გადატანილი იქნა მეორე ცარიელ DVD-R დისკზე დაცვის ხმარისათვის გადასაცემად. ამის შემდგომ პირველი დისკი, რომელიც მოთავსებული იყო პაკეტში, მოთავსდა თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტში და დაილუქა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს N33/5 ლუქის ბეჭდით ერთ პაკეტად, რომელიც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს“.

საქმეში არსებული, 2018 წლის 23 აპრილს შედგენილი დათვალიერების ოქმი შედგენილია ქ.ქუთაისის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ლ-–---–-------ის მიერ რომლის თანახმადაც: ,, ქ.ქუთაისში ორახელაშვილის ქუჩა N8-ში არსებული ქუთაისის საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში დღისით მშვიდ გარემოებაში ხელოვნური განათების პირობებში, ამავე სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ლ-–---–-------ემ, სისხლის სამართლის N041240318001 საქმეზე, სამუშაო ,,hp“ ფირმის პერსონალური კომპიუტერის გამოყენებით, მოვახდინე შინაგან საქმეთა სამინსიტროს კუთვნილ საინფორმაციო პორტალის ვებ გვერდზე ,,www.pol.ge/icmia“-ზე შესვლა პერსონალური კოდის მეშვეობით, სადაც სპეციალურ ველში სადაც იკითხება ,,პირადი ნომერი, სახელი და გვარი“ შეყვანილი იქნა ბრალდებულ ლ---- ქ-----–---–ის პირადი ნომერი პ/ნ 6---------- რის შემდეგაც ვებ გვერდზე გაიხსნა ლ---- ქ-----–---–ის პირადი მონაცემები, სადაც ისახება ამ უკანასკნელის 3(სამი) ცალი ფოტოსურათი, რომელთაგანაც მარცხნიდან მარჯვნივ რიგით პირველი სურათი ჩემს მიერ გადატანილი იქნა დესკტოპზე რომელსაც მიენიჭა სახელი ,,N1“ ამავე ვერ გვერდზე ლ---- ქ-----–---–ის პირად მონაცემების ჩამონათვალის გრაფებიდან, გახსნილი იქნა ველი ,,იზოლატორი“ სადაც ისახება ლ---- ქ-----–---–ის 4(ოთხი) ცალი ფოტოსურათი, რომელთაგან მარცხნიდან მარჯვნივ რიგით პირველი ფოტოსურათი გადმოტანილი იქნა დესკტოპზე რომელსაც მიენიჭა სახელი ,,N2“ ლ---- ქ-----–---–ის მონაცემებიდან გადმოტანილი ორი ცალი ფოტოსურათი გადატანილი იქნა ერთ ცალ CD-R დისკზე და მოხდება მისი ატვირთა ელექტრონულად, ხოლო ერთი ცალი CD-R დისკი, რომელზეც დატანილია ლ---- ქ-----–---–ის 2(ორი) ცალი ფოტოსურათი, მოთავსდა თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტში და დაილუქა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს N33/5 ლუქის ბეჭდი, რომელზეც შესრულდა შესაბამისი ხელმოწერა და თარიღის აღნიშვნა“.

საქმეში არსებული, 2018 წლის 12 მაისის დათვალიერების ოქმი შედგენილია, ქ.ქუთაისის საქალაქო სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ლ-–---–-------ის მიერ, რომლის თანახმადაც: ,,ქუთაისის საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, რომელიც განთავსებული არის ორახელაშვილის ქუჩა N8-ში დღისით მშვიდ გარემოებაში ხელოვნური განათების პირობებში, ამავე სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ლ-–---–-------ემ, მოახდინა ,,საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოდან გადმოგზავნილი დისკის დათვალიერება რომელიც მოთავსებულია ერთ ცალ თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტში დალუქულ მდგომარეობაში, სადაც კონვერტის ერტ გვერდზე იკითხება კუთხეში, ლურჯი ფერის ასოებით წარწერა ,,საიდუმლო“ თეთრი ფერის ქაღალდის კონვერტი მეორე მხრიდან დალუქულია, რომელზეც დაკრულია ორი ცალი მრგვალი ბეჭედი და ბეჭდებზე იკითხება ერთი და იგივე წარწერა ,,საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო N6/1/3 კონვერტზე ასევე ლუქის ბეჭედზე რაიმე სახის ხელმოწერები არ არის. კონვერტის გახსნამდე მისი მთლიანობის დარღვეული არ ყოფილა. რის შემდეგაც კონვერტი გაიხსნა რომელშიც მოთავსებული არის 1(ერთი) ცალი დისკი. ამოღებული იქნა ერთი დისკი რომლის ზედაპირზე აღინიშნება წარწერები ,, PRINCO CD-R 700MB/80 MIN. 2X-56X, CD-RECORDABLE”. დისკზე ასევე გაკეთებულია წარწერა ლურჯი ფერის ციფრები 173892/1. მასში არსებული ინფორმაციის დათვალიერების მიზნით მოთავსებული იქნა პერსონალური კომპიუტერის დისკის წამკითხველ მოწყობილობაში, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა CD-R დისკზე არსებული ინფორმაციის ნახვა. მასში აღმოჩნდა ორი ცალი ვიდეო ფაილი, პირველი ყვითელი ფერის ფაილი წარწერით ,,HTML“ 4/30/2018 01:20 AM FILE FOLDER, რომლის გახსნის შემდგომ ეკრანზე გამოჩნდა რამოდენიმე ფაილები კერძოდ ფაილი სახელწოდებით ,,EVENTS“ რომლის გახსნის შემდგომ ეკრანზე ისახება სამკუთხედი ფირმის მაჩვენებელი ლოგო ცხრა ცალი რომელიც არის ერთმანეთის ქვემოთ მიყოლებული და თითოეულს აქვს თავისი ნომერი, კერძოდ: 1) 1405342420 4/30/2018 10:20 AM VLC MEDIA FILE 1.440 KB 2) 1405350379 4/30/2018 10:20 AM VLC MEDIA FILE 990 KB 3) 1405351769 4/30/2018 10:20 AM VLC MEDIA FILE 814 KB 4) 1405352114 4/30/2018 AM VLC MEDIA FILE 661 KB 5) 1405352291 4/30/2018 10:20 AM VLC MEDIA FILE 322 KB. 6) 1405354234 4/30/2018 10:20 AM VLC MEDIA FILE 3,211 KB 7) 1405393492 4/30/2018 10:20 AM VLC MEDIA FILE 1,367 KB 9) 14054032801 4/30/2018 10:20 AM VLC MEDIA FILE 1,674 KB. სადაც თითოეული ფაილის გახსნით ფიქსირდება სატელეფონო საუბრის ჩანაწერი ზ---------------ისა და ლ---- ქ-----–---–ს შორის. აღნიშნული ფაილები გადატანილი იქნა დესქტოპებზე რომელიც სრულად აიტვირთა ელექტრონულ პროგრამაში. ამის შემდგომ გახსნილი იქნა მეორე ფაილი რომელიც ეკრანზე ასახულია ფერადი რგოლისებრი ფორმის სახით და მის გვერდით იკითხება ,, INDEX 4/30/2018 10:20 AM CHROME HTML DO… 1 KB”. ფაილის გახსნით ეკრანზე ისახება წარწერები კერძოდ: Z/OBJECT ZID:745879 OBJECT ID:10602610 Z NAME:1 IC: 995 5--------- IC TYPE:MISISDN PROVAIDER NAME: ბილაინი. ხოლო ქვემოთ ისახება ცხრილის სახით შედგენილი გამოსახულება, სადაც ცხრილის შიგნით რომელიც დაყოფილია გრაფებად მითითებულია სატელეფონო საუბრის კავშირი, კერძოდ ობიექტის მობილური ნომერი 995 5---------, საუბრის რაოდენობა 9(ცხრა). ასევე ცხრილში სპეციალურ გრაფებში მითითებულია სატელეფონო საუბარი რომელ დროს და რომელ რიცხვში მოხდა საუბრის ხანგრძლივობა, ტელეფონის იმეი და სააბონენტო ნომრები, მისამართები მოხდა აღნიშნული ცხრილის ამობეჭდვა ომელიც შეადგინა ორი ფურცელი და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს, ასევე აღნიშნული ფაილი გადატანილი იქნა დათვალიერების შემდგომ 1(ერთი) ცალი CD-R დისკი პირვანდელ კონვერტთან ერთად მოთავსდა ერთ ცალ თეთრი ფერის ქაღალდის ახალ კონვერტში, რომელიც დაილუქა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს N33/5 ლუქის ბეჭდით, რომელზეც შესრულდა შესაბამისი ხელმოწერა და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს“. ოქმის თანახმად, ამით დათვალიერება დასრულდა.

 

მტკიცებულებების დამაჯერებლობა, უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება. არსებობს მტკიცებულება, რომელიც საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებს მეცნიერული თვალსაზრისით უდგება და უტყუარობის უმაღლესი ხარისხით ადასტურებს მას. ძირითადად ასეთი მტკიცებულებებს ექსპერტიზის დასკვნები წარმოადგენს.

 

საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნების შინაარსის შეფასებისას, სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს, ექსპერტიზის დასკვნა ყოველგვარი ეჭვის გარეშე ადგენს რაიმე გარემოებას, ანუ, აბსოლუტურად კატეგორიულია, თუ სავარაუდოდ მიუთითებს რაიმე გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ. პირველ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნას შეუცვლელი თვისება გააჩნია, რადგანაც, ისეთ სპეციფიკურ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მხოლოდ ამ საქმისთვისაა დამახასიათებელი და კატეგორიულად ასაბუთებს მას. ამ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები ძირითად საფუძველს წარმოადგენს, ამა თუ იმ ფაქტის, ან გარემოების დასადასტურებლად ან უარსაყოფად, რადგანაც, იგი ასეთ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულებაა და მისი უარყოფა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სხვა საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებებით ან პირდაპირ და არაპირდაპირი მტკიცებულებათა ერთობლიობით. რაც, სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას არ გაიზიაროს ეს მტკიცებულება, ან უნდა არსებობდეს მისი მოპოვებისას ისეთი მაღალი ხარისხის მქონე კანონდარღვევა, რომ ამ მტკიცებულებით რაიმე ფაქტის დადასტურება ან უარყოფა მიზანშეუწონელი იყოს. ასეთი ფაქტი ან გარემოება დაცვის მხარეს საქმის არსებითი განხილვის დროს არ წამოუდგენია. რის გამოც, საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებში მითითებული გარემოებები წარმოადგენს ბრალდების დასადასტურებლად საკმარის საფუძველს, რადგანაც, მათში გადმოცემული დასკვნები უშუალოდ გამომდინარეობენ და არ ეწინააღმდეგებიან საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და პირდაპირ მიუთითებენ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე და მის შემხებლობაზე დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

საქმეში არსებული, 2018 წლის 04 აპრილის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ქიმიური ექსპერტიზის N041240318001 დასკვნის თანახმად ,, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 1(ერთი) ცალი თეთრი ფერის ექვსკუთხა ფორმის მთელი ტაბლეტი, ერთ ზედაპირზე ლოგოთი ,,N8“ წონით- 0,4 გრამი, წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ბუპრენორფინის შემცველ ტაბლეტს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის რაოდენობა შეადგენს - 0,008 გრამს“

საქმეში არსებული, 2018 წლის 07 აპრილის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ქიმიური ექსპერტიზის N041240318001 დასკვნის თანახმად, ,,ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 1(ერთი) ცალი თეთრი ფერის ექვსკუთხა ფორმის მთელი ტაბლეტი, ერთ ზედაპირზე ლოგოთი ,,N8“ წონით- 0,4 გრამი, წარმოადგენს ქარხნული დამზადების ნიშნების მქონე ბუპრენორფინის შემცველ ტაბლეტს რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის რაოდენობა შეადგენს- 0,008 გრამს“.

საქმეში არსებული, 2018 წლის 28 მარტის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ქიმიური ექსპერტიზის N041240318001 დასკვნის თანახმად ,, ზ----------------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული 1(ერთი) ცალი თეთრი ფერის ექვსკუთხა ფორმის მთელი ტაბლეტი, ერთ ზედაპირზე ლოგოთი ,,N8“ წონით-0,4 გრამი, წარმოადგენს ქარხნული დამზადების მქონე ბუპრენორფინის შემცველ ტაბლეტს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის რაოდენობა შეადგენს- 0,008 გრამს“.

საქმეში არსებული, 2018 წლის 13 აპრილის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ქიმიური ექსპერტიზის N041240318001 დასკვნის თანახმად ,,1. (ობ. N4) უჯრედებიანი რვეულის ფურცელის ნაჭერში შეხვეული მომწვანო-მორუხო ფერის მცენარის გამომშრალი თესლები, საერთო წონით- 0,32 გრამი, წარმოადგენს მცენარე კანაფის თესლებს. კანაფის თესლი არ წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას- (ობ. N5) მცენარის თესლიდან გამოცალკავებული მომწვანო-მოყავისფრო ფერის, სპეციფიკური სუნის მქონე მცენარეული მასა, მშრალ მდგომარეობაში, წონით-0,02 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას გამომშრალ მარიხუანას. 2. (ობ. N1) მოთეთრო ფერის ქაღალდის ნაჭერში შეხვეული მომწვანო-მორუხო ფერის, მცენარის გამომშრალი თესლები, საერთო წონით- 0,17 გრამი, წარმოადგენს მცენარე კანაფის თესლს. კანაფის თესლი არ მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალებას. 3. (ობ. N2) ვერცხლისფერი ფოლგის ნაჭერში შეხვეული მომწვანო-მორუხო ფერის, მენარის გამომშრალი თესლები, საერთო წონით 0,11 გრამი, წარმოადგენს მცენარე კანაფის თესლს. კანაფის თესლი არ მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალებას. 4. (ობ. N3) უჯრედებიანი რვეულის ფურცლის პატარა ზომის ნაჭერში შეხვეული მომწვანო-მორუხო ფერის მცენარის გამომშრალი 1 ცალი თესლი, წონით-0,0229 გრამი, წარმოადგენს მცენარე კანაფის თესლს. კანაფის თესლია არ წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას“.

საქმეში არსებული, 2018 წლის 13 აპრილის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ბალისტიკური ექსპერტიზის N041240318001 დასკვნის თანახმად ,, ქ ქარხნული წესით დამზადებული ერთი ცალი ტურისტული ტიპის ჯაყვა-დანა მიეკუთვნება მჩხვლეტავ-მჭრელი მოქმედების ცივ იარაღთა კატეგორიას“.

საქმეში არსებული, 2018 წლის 13 აპრილის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ბალისტიკური ექსპერტიზის N041240318001 დასკვნის თანახმად ,, სს N041240318001 საქმეზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი 1. ქარხნული წესით დამზადებული 8მმ კალიბრის ,,ИЖ-79-8'' მოდელის N ТИX 1150 აირხმოვანი პისტოლეტი გასროლების წარმოებისათვის ვარგისია და ცეცხლსასროლი იარაღთა კატეგორიას არ მიეკუთვნება. 2. ქარხნული წესით დამზადებული 26 მმ კალიბრის სასიგნალო მაშხალების გასასროლი 1944 წლის ნიმუშის СПШ-2 მოდელის პისტოლეტი არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლი იარაღთა კატეგორიას და გასროლების წარმოებისათვის სავარაუდოდ ვარგისია. 3. ქარხნული წესით დამზადებული 8 მმ კალიბრის აირხმოვანი პისტოლეტის 13 ცალი ფუჭი (ხმოვანი) გასროლის ვაზნა დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის ვარგისია და საბრძოლო მასალათა კატეგორიას არ მიეკუთვნება“.

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობის დადგენას, ანუ, კანონით გათვალიწინებული დანაშაულებრივი ნიშნების დამთხვევას, განსახილველი ქმედების ფაქტობრივი გარემოებებთან. სასამართლომ ერთობლიობაში გააანალიზა სისხლის სამართლის საქმის განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ ლ---- ქ-----–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება, ზუსტ შესაბამისობაშია, მის მიმართ, წარდგენილი ბრალდებებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებთან შემდეგ გარემოებათა გამო:

ნარკოტიკული დანაშაულისაგან სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია მოსახლეობის ჯამრთელობა და ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც უზრუნველყოფს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დაცვას. ამ დანაშაულის ჩადენა მოითხოვს აქტიურ მოქმედებას და იგი განზრახი ბრალით ხასიათდება, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს მის მოპოვებას სხვადასხვა გზით, ყიდვით, გაცვლით ნაპოვნი ნარკოტიკული საშუალების მითვისებით და ა.შ, ხოლო ნარკოტიკულ საშუალების უკანონო შენახვაში იგულისხმება, უკანონოდ მოპოვებული ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფელის მიჩენა, რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას, მასში იგულისმხება ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერ ხერხი, როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე, ამ ქმედების ჩადენით განსაკუთრებული საფრთხე ექმნება შემძენის სამართლებრივად დაცულ სიკეთეს და მის ჯამრთელობას, ამის გამო, უკანონო გასაღების საშიშროება უფრო მძიმეა სხვა ქმედებების (შეძენა შენეხვა და ა.შ.) საშიშროებასთან შედარებით, ამ შემთხვევაში ამსრულებლის მოტივსა და მიზანს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს, იგი შეიძლება სასამართლოს მიერ მხედველობაში იქნეს მიღებული სასჯელის დანიშვნის დროს. უკანონო გასაღება მხოლოდ პირდაპირი განზრახვით ჩადენილი დანაშაულია, რადგანაც, ამ დროს, პირს გაცნობიერებული აქვს, რომ ასაღებს ნარკოტიკულ საშუალებას, რომლის კანონიერი უფლებამოსილებაც მას არ გააჩნია.

ბრალდებულის განზრახვის შინაარსის საკითხის გადაწყვეტისათვის, მნიშვნელოვანია მხედველობაში იქნეს მიღებული ჩადენილი დანაშაულის ყველა გარემოების ერთობლიობა, მოწმე ზ---------------ის ჩვენებით დადგენილია და ამას თავად ბრალდებულიც ადასტურებს, რომ დიდი ხანია ახლოს იცნობს ლ---- ქ-----–---–ს და მასთან ქონდა კარგი პირადი ურთიერთობა, მოწმის ზ---------------ის ჩვენების შინაარსის შეფასებისას მნიშვნელოვანია ერთობლიობაში შეფასდეს, ამ ჩვენებაში გადმოცემული ყველა ფაქტობრივი გარემოება, ასევე, მნიშვნელოვანია შეფასდეს თუ რამდენად რეალურად არის დაკავშირებული მის ჩვენებაში გადმოცემული ფაქტები დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან. დადგენილია, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ზ---------------ის მიმართ, ჩატარებული პირადი ჩხრეკის დროს, ამ უკანასკნელმა ნებაყოფლობით, ყოველგვარი იძულების გარეშე, წარუდგინა პოლიციის თანამშრომლებს ქურთუკის წინა ჯიბეში მის მიერ შენახული ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველობის ერთი აბი, რომელიც ამოღებული და დალუქული იქნა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო ზ---------------ე გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში, სადაც პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მიეცა წინადადება ეთანამშრომლა გამოძიებასთან და დაესახელებინა პიროვნება, ვისგანაც შეიძინა პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რისთვისაც მიეცა დრო მოსაფიქრებლად. ზ---------------ის განმარტებით, იგი თავიდან დუმდა, ხოლო შემდგომ ნებაყოფლობით გადაწყვიტა ეთანამშრომლა გამოძიებასთან და დაასახელა მისი ახლო ნაცნობი ლ---- ქ-----–---–ი, რომლისგანაც, 2018 წლის 24 მარტს (მისი დაკავების დღეს) დილის საათებში 450 ლარად შეიძინა ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი ერთი ტაბლეტი, რისთვისაც თანხა არ გადაუხდია, მაგრამ დაპირდა ლ---- ქ-----–---–ს, რომ ნარკოტიკული საშუალების შემდგომი შეძენის დროს გადაუხდიდა ფულად თანხას. მოწმის განმარტებით, მის მიერ თანამშრომლობაზე თანხმობის განცხადების შემდგომ, მასთან ერთად პოლიციის თანამშრომლებმა შეიმუშავეს საგამოძიებო გეგმა, აუხსნეს მას, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო და აღჭურვეს სათანადო აპარატურით, რის შემდეგაც, მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა ლ---- ქ-----–---–ს და შეუთანხმდა შეხვედრაზე. მოწმე ზ---------------ე, იქვე განმარტავს, რომ ლ---- ქ-----–---–ს შეხვდა 2018 წლის 3 აპრილს დაახლოებით 14.00 საათზე ტოტალიზატორის შენობაში, გადასცა ამ უკანასკნელს საგამოძიებოს ორგანოს თანამშრომლების მიერ მასზე გადაცემული ფულადი თანხა და გამოართვა ნარკოტიკული საშუალების ერთი აბი, რომელიც მიიტანა და ჩააბარა პოლიციის თანამშრომლებს, ანალოგიურად, 2018 წლის 6 აპრილს, დაახლოებით 14 საათზე, ისევ შეხვდა ლ---- ქ-----–---–ს, ისევ გადასცა მას პოლიციის თანამშრომლების მიერ ნარკოტიკის შესაძენად მასზე გადაცემული ფულადი თანხა 450 ლარი და სანაცვლოდ ლ---- ქ-----–---–ისგან წამოიღო ერთი აბი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც, ასევე, მიიტანა პოლიციის თანამშრომლებთან, რომლებიც მას სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ელოდებოდნენ. მოწმე ზ---------------ის ჩვენებაში გადმოცემული ლ---- ქ-----–---–თან შეხვედრის ფაქტი, ასევე, დადასტურებულია საქმის სასამართლო განხილვის დროს მხარეთა მონაწილეობით გამოქვეყნებულ მათი შეხვედრის ამსახველი ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერით, საიდანაც დასტურდება, რომ ბრალდებული ლ---- ქ-----–---–ი და მოწმე ზ---------------ე ნამდვილად შეხვდნენ ერთმანეთს ამ უკანასკნელის ჩვენებაში მითითებულ დროსა და ადგილას. მოწმის ზ---------------ის ჩვენებაში გადმოცემული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებით, სადაც ისინი განმარტავენ, რომ ზ---------------ემ ნებაყოფლობით განაცხადა თანხმობა საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობაზე და იგი მოქმედებდა მათი მითითებების საფუძველზე, რა დროსაც, განხორციელდა ზ---------------ის მხრიდან მასზე გადაცემული შსს სპეცსამსახურიდან გამოტანილი ფულადი თანხის ლ---- ქ-----–---–ზე გადაცემა და ამის საფუძველზე, ამ უკანასკნელისაგან ნარკოტიკული საშუალების „ბუპრენოფრინის“ შეძენა, რაც, პირდაპირ კავშირშია და ადასტურებს ბრალდებულის მიმართ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღებისათვის წარდგენილ ბრალდებას.

მოწმე ზ---------------ის ჩვენებაში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დადასტურებულია, საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხული შსს საგამოძიებო კრიმინალისტიკური ექსპერტიზის მთავარი ექსპერტის გ------------------ის ჩვენებით, სადაც მოწმე ადასტურებს, რომ პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, მონაწილეობდა საგამოძიებო იზოლატორში ჩატარებულ დათვალიერებაში, რა დროსაც, გამოძიების მიერ დანომრილი და ზ---------------ეზე საკონტროლო შესყიდვისთვის გადაცემული ფულადი კუპიურებიდან ერთ-ერთი 20 ლარიანი კუპიურა დაემთხვა ბრალდებულ ლ---- ქ-----–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ 20 ლარიანი ფულადი კუპიურის ნომერს, რის გამოც, მოწმის ჩვენების თანახმად, აღნიშნული 20 ლარიანი კუპიურა დაილუქა ცალკე პაკეტად, ხოლო ბრალდებულისაგან ამოღებული სხვა ფულადი კუპიურები დალუქული იქნა სხვა პაკეტში, საქმის სასამართლო განხილვის დროს, მხარეთა მონაწილეობით გახსნილი და დათვალიერებული იქნა ბრალდებულისაგან ამოღებული და დალუქული ფულად კუპიურები.

როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ასევე, ბრალდებულ ლ---- ქ-----–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისა და ამ ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი კუპიურების დათვალიერების ოქმებით, სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების საფუძველზე განხორციელებული, ზ---------------ისა და ლ---- ქ-----–---–ის შეხვედრის ფარული ვიდეო გადაღებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი კუპიურებიდან, ერთ-ერთის 20 ლარიანი კუპიურის ნომრის დამთხვევამ საკონტროლო შესყიდვის მიზნით ზ---------------ეზე გადაცემული ფულადი თანხის ერთ-ერთი კუპიურების ნომრებზე, ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა, რომ ბრალდებულმა ლ---- ქ-----–---–მა ფულადი თანხის სანაცვლოდ, სხვადასხვა დროს სამჯერ გაასაღა ნარკოტიკული საშუალება ,,ბუპრენორფინი“ ზ---------------ეზე, რის გამოც, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას იმ ნაწილში, სადაც იგი მიუთითებს, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ქონია ზ---------------ეზე ნარკოტიკული საშუალების გადაცემის ფაქტს, რადგანაც, ბრალდებულის ეს განმარტება არ გამომდინარეობს საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და არსებითად ეწინააღმდეგება მათ.

ამდენად, სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეთა ჩვენებებით, ვიდეო და აუდიო ჩანაწერებით, აღნიშნული ჩანაწერების კრებსებით, ფულადი თანხის მიღება-ჩაბარების შესახებ ოქმებით, დათვალიერების ოქმებით, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული ამოღების ოქმებით, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებით, ქიმიური ექსპერტიზის N82-სქ; N109-სქ; N112-სქ; დასკვნებით. ნივთმტკიცებების გახსნა-დათვალიერების ოქმებით, ბრალდებულ ლ---- ქ-----–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება, დანაშაულისათვის, რაც, გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, უკანონო შეძენა, შენახვა, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, (2018 წლის 24 მარტის ეპიზოდი) სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, (2018 წლის 03 აპრილის ეპიზოდი), სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით, (2018 წლის 06 აპრილის ეპიზოდი) სამივე ეპიზოდში ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, მთლიანად დადგენილი და დადასტურებულია.

შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ბრალდებულ ლ---- ქ-----–---–ს შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

სასჯელის მიზანია, რომ მისი გამოყენებით მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს.

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში.

გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ, დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელი მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებული პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

სასამართლომ საქმეში Olsson v. sweden დაადგინა: ,,.. აუცილებლობის ცნება გულისხმობს , რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან’’.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

საქმეში Soering v. United Kingdom სასამართლომ განაცხადა: ,, ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის’’.

იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში საჭიროა კერძო და ზოგადი პრევენციების მიზნების შესრულების საჭიროებიდან გამომდინარე სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება, ამასთან სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, მის წარსულს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს.

სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლო ითვალისწინებს, იმ გარემოებას, რომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და მითუმეტეს მისი გასაღება წარმოადგენს მომეტებულ საზოგადოებრივად საშიშ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, ამ დროს პირი მოქმედებს პირდაპირი განზრახვით და მისთვის იმთავითვე ცნობილია, რომ ზიანს აყენებს სხვა პირის ჯამრთელობას და კანონით დაცულ სამართლებრივ სიკეთეს და სურს ასეთი შედეგის დადგომა, სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა რამდენჯერმე მოახდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, აშკარა გამოკვეთილი შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები წარმოდგენილი არ არის, რის გამოც, სანქციის ქვედა და ზედა ზღვარის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულს წარდგენილი ბრალდებებით გათვალისიწინებული თავისუფლების სახით დასანიშნი სასჯელი მოცემულ შემთხვევაში უნდა აღემატებოდეს სასჯელის მინიმუმს.

ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლებისა და ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების საზოგადოებრივად საშიში ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ლ---- ქ-----–---–ის მიმართ, გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბრალდებული ლ---- ქ-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 24 მარტის ეპიზოდი), სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 03 აპრილის ეპიზოდი) და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (2018 წლის 06 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

2. სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, გათვალისწინებული დანაშაულისათვის 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

3. სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2018 წლის 24 მარტის ეპიზოდი) 07 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

4. სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2018 წლის 03 აპრილის ეპიზოდი) 08 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

5. სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის (2018 წლის 06 აპრილის ეპიზოდი) 08 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

6. სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს როგორც ნაკლებად მკაცრი, ასევე, თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ბრალდებულ ლ---- ქ-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 08 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.

7. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ლ---- ქ-----–---–ს 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად ლ---- ქ-----–---– 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

 

8. მსჯავრდებულ ლ---- ქ-----–---–ს აღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

 

9. გაუქმდეს ლ---- ქ-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, მსჯავრდებულ ლ---- ქ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 12 აპრილიდან.

10. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

- ზ---------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი ხუთლარიანი კუპიურა (ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოში), ლ---- ქ-----–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული შავი ტყავის საფულე, მასში მოთავსებული პლასტიკური ბარათებითა და პირადობის მოწმობით, აიფონ 5-ის ფირმის მობილური ტელეფონი (ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოში), ფულადი თანხა 2400 ლარის ოდენობით (რომელიც ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში), პისტოლეტი ნომრით ,,ТИX 1150 03“, მჭიდი, მომწვანო ფერის ელვაშესაკრავიანი მცირე ტყავის საფულე, ფულადი თანხა 415 (ოთხასთხუთმეტი) ლარი (რომელიც ინახება საქართველოს ეროვნულ ბანკში), ხის ტარიანი ლითონის სასტარტო-სასიგნალო პისტოლეტი ნომრის გარეშე, მოშავო ფერის პისტოლეტის ბუდე, ტყვიების ყუთი (ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოში) - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, ან ნდობით აღჭურვილ პირს.

- ლ---- ქ-----–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 20 ლარის ოდენობით (ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოში) - გადაეცეს სახელმწიფო ბიუჯეტს.

- ვერცხლისფერ ქაღალდში მოთავსებული ერთი ცალი თეთრი ფერის აბი (24.03.2018), 2018 წლის 3 აპრილს ზ---------------ისგან ამოღებული ერთი ცალი აბი და 2018 წლის 6 აპრილს ზ---------------ისგან ამოღებული ერთი ცალი აბი - (ინახება შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში) - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

- ლ---- ქ-----–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი ჯაყვა, ექვსი ცალი მოვერცხლისფრო ტყვია, მცირე ზომის რვეულის თეთრი ფერის უჯრედებიან ფურცელში შეხვეული მცირე ზომის სავარაუდოდ მცენარის სათესური კაკლები და მცირე ზომის მორუხო მცენარის მაგვარი ნაფხვენის ნაწილაკები, მცირე ზომის მოთეთრო ფერის ქაღალდში შეფუთული მცირე ზომის სავარაუდოდ მცენარის სათესური კაკლები, მოვერცხლისფრო ფერის ე,წ, ,,ფოლგის“ ქაღალდში შეხვეული მცირე ზომის ასეთივე მცენარეული კაკლები, მცირე ზომის რვეულის უჯრედებიანი, რვეულის ფურცელში შეხვეული მცირე ზომის მცენარეული მარცვალი, 7 (შვიდი) ცალი მოვერცხლისფრო ფერის ტყვია (ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოში) - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

- (09.03.2018) ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი ორ ცალ დისკზე, (06.04.2018) ფარული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი ერთ ცალ დისკზე, ლ---- ქ-----–---–ის პირადი ჩხრეკისას გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ დისკზე, ნივთმტკიცების გახსნა-დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები ერთ ცალ დისკზე, ვებ-გვერდის დათვალიერებისას ჩაწერილი სურათების ამსახველი ერთი ცალი დისკი, რომლებიც ინახება საქმეში, დარჩეს მასში და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

11. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

12. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს, სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, (მის: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N 32) განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მის: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

მოსამართლე ლერი თედორაძე