გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210118002403868 (2/11279-18)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24 იანვარი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე
სხდომის მდივანი სოფიო სუხიტაშვილი
განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენით
მოსარჩელეები გ---------------–-–---–ი, მ--------------–-–---–ი
წარმომადგენელი დ--------------–---–ი
მოპასუხე მ---------–----ე
დავის საგანი უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვა
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მ---------–----ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნეს გ---------------–-–---–ისა და მ--------------–-–---–ის საკუთრებაში არსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: ხელის საკერავი მანქანა ,,ზინგერი”, საწერი მაგიდა, ტელევიზორი ,,ზეკო”, მაცივარი, ორკაციანი საწოლი, ორკაციანი გასაშლელი საწოლი, პირველი გამოშვების კომპიუტერი, ბამბუკის წიგნების კარადა, 6 სანთლიანი ბროლის ჭაღი, რუსული კლასიკის წიგნები, 6 ცალი ბუმბულის ბალიში, 4 ცალი მატყლის ლეიბი, 4 ცალი მატყლის საბანი, ყავის ფაიფურის სერვისი (12 კაციანი), ძველებური ვერცხლის 2 შანდალი, ფაიფურის ქანდაკება 5 ცალი, ფაიფურის ჩაის სერვისი თავისივე ფოდნოსით, 2 ცალი საშაქრეთი და 2 ჩაიდნით, მადონას სადილის სერვისი (12 კაცზე), 12 კაციანი ჩაის კობალტის სერვისი, 6ც ვერცხლის პატარა ჭიქა, 2 ცალი ფაიფურის ჩიბუხი, მაღალი ძოწის ხილის ვაზები, ხის საათი ,,კუკუშკა“, ძველებური ლატუნის შავი ცხენი, 12 ცალი ფერადი ბროლის ფუჟერი, თეთრეული, პირსახოცები, სუფრები, ჩაის ტილოები, გადასაფარებლები, პლედები, აბანოს პირსახოცები, 6 დიდი კუზნეცოვის ბლუდები, 12 ცალი ვერცხლის ჩაის კოვზი, 12 ცალი ვერცხლის სადილის კოვზი, 12 ცალი მერხიორის კოვზი, 2 ცალი როკოკოს საყვავილე, 24 ცალი ბროლის ღვინის ჭიქა, 24 ცალი არყის ბროლის ჭიქა, ხელით ნაქარგი სურათები ჩასმული ჩარჩოში, ხელით ნაქარგი გობელენები, შუბა, ტყავის კურტკები, ახალი ქვაბების ნაბორები, თასები, ქვაბები, ჩაიდნები, სამზარეულოს კომპლექტები: ჭიქები, თეფშები, ჩანგლები, დანები, ფარდები, 2 ცალი ორსაწოლიანი ,,სტიოგანის" გადასაფარებელი, ფეონიტის სამეულის ბაღჩა, საყურე და ბეჭედი, 2 ცალი მაჯის სამაჯური, 1 ბაღჩა ბეჭედი შუაში საფირის თვალით, ოქროს ცეპი თავისი ნიფერტიელის კულონით, 15 გრამიანი ,,ბაჯაღლოს" ბეჭედი, ოქროს გრეხილი ცეპი 20 გრამიანი, კედლის კამეა, ხილის ბროლის ძველებური ვაზები, ვერცხლის სამკაულები: სამაჯურები მარჯანით, ძოწის ოთხეული: საყურე, ბეჭედი და სამაჯური, ძოწის ბაღჩა და ვერცხლის გრეხილი ,,ცეპი", რომლებიც განთავსებულია ხ------------–------ას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაში, მდებარე - ქ. თბილისი, ყ-----–ის ქ. N104-106-108 (უბანი N6), ბინა N65, ს/კ 0---------------------- .
(სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტებულია, იხ. 26,11.2018წ. სხდომის ოქმი, საოქმო განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ)
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2012 წლის 24 ივლისს გ---------------–-–---–სა და მ---------–----ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რა დროსაც მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა 6 000 აშშ დოლარი ერთი წლის ვადით, სანაცვლოდ კი დედა-შვილს გ------ი და მ--------------–-–---–ს ოჯახით უნდა ეცხოვრათ მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოყოფილ ოთახში, მდებარე - ქ. თბილისი, ყ-----–ის ქ. N104, 106, 108 (უბანი 6), N65, ს/კ 0----------------------. ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გ------ი და მ--------------–-–---–ი გადავიდნენ საცხოვრებლად შეთანხმებულ ფართში, სადაც გადაიტანეს კიდეც კუთვნილი ნივთები.
ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ 2013 წლის ივლისის თვის მდგომარეობით, მოპასუხემ არ შეასრულა თავისი ვალდებულება არ გადაიხადა სესხის თანხა და უფრო მეტიც, მოტყუებით დატოვა მოსარჩელის ოჯახი ღია ცის ქვეშ. მოპასუხემ ჩაკეტა სახლის კარი, სადაც განთავსებულია ოჯახის ნივთები და არ აძლევს მესაკუთრეებს მათი გამოტანის შესაძლებლობას, ამასთან, აღნიშნული ოთახის გასაღები ჯერ კიდევ მოსარჩელეთა მფლობელობაშია.
გ------ი და მ--------------–-–---–ების განმარტებით, მათ მიმართეს სასამართლოს და მიღებული გადაწყვეტილებით მ---------–----ეს დაეკისრა 6 000 აშშ დოლარი. მითითებული გადაწყვეტილების საფუძველზე მიმდინარე იძულებითი აღსრულების ფარგლებში, აუქციონის წესის გზით 2016 წელს გასხვისდა მ---------–----ის საკუთრებაში არსებული ძვირადღირებული ავტომობილი, რითიც არსებული ვალდებულება დაიფარა ნაწილობრივ, მხოლოდ 2 309.40 ლარი ნაწილში. მოსარჩელეთა მითითებით, სხვა პირის წინაშე არსებული ვალდებულების გამო, ასევე, იძულებითი აუქციონის გზით გასხვისდა მ---------–----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - ქ. თბილისში, ყ-----–ის ქ. N104,106,108 (უბანი N6). კონკრეტული უძრავი ნივთი დღეის მდგომარეობით ხ------------–------ას საკუთრებაშია, თუმცა დღემდე მითთებულ ქონებაში ცხოვრობს მისი ყოფილი მესაკუთრე მ---------–----ე, რომელსაც მფლობელობაში აქვს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთები.
მოსარჩელის განმარტებით, იგი არაერთხელ ეცადა დაებრუნებინა კუთვნილი ნივთები, თუმცა უშედეგოდ. კუთვნილი ნივთების დაბრუნების მიზნით, მ--------------–-–---–მა განცხადებით მიმართა პოლიციის მე-11 განყოფილებას და ითხოვა, რომ პოლიციის შესაბამის თანამშრომლებს უზრუნველყოთ, რომ მოპასუხეს და მისი ოჯახის წევრებს არ გაეტეხათ იმ ოთახის კარი, სადაც განთავსებული იყო მ--------------–-–---–ის კუთვნილი ნივთები და ამ გზით არ მომხდარიყო მათი მისაკუთრება.
მოსარჩელის მტკიცებით, მოპასუხეთა მფლობელობაშია მის საკუთრებაში არსებული შემდეგი მოძრავი ნივთები: ხელის საკერავი მანქანა „ზინგერი“, საწერი მაგიდა, ტელევიზორი „ზეკო“, მაცივარი, ორკაციანი საწოლი, ორკაციანი გასაშლელი საწოლი (ე.წ. „ლეჟანკა“), პირველი გამოშვების კომპიუტერი, ბამბუკის წიგნების კარადა, 6 სანთლიანი ბროლის ჭაღი, წუსულის კლასიკის წიგნები, 6 ცალი ბუმბულის ბალიში, 4 ცალი ბამბის ლეიბი, 4 ცალი მატყლის საბანი, ყავის ფაიფურის სერვისი 12 კაციანი, ძველებური ვერცხლის 2 შანდალი, ფაიფურის ქანდაკება - 5 ცალი, ფაიფურის ჩაის სერვისი თავისივე ფოდნოსით 2 ცალი საშაქრეთი და 2 ჩაიდნით. მადონას სადილის სერვისი 12 კაცზე. 12 კაციანი ჩაის კობალტის სერვისი, 6 ცალი ვერცხლის პატარა ჭიქა. 2 ცალი ფაიფურის ჩიბუხი, მაღალი ძოწის ხილის ვაზები, ხის საათი „კუკუშკა“. ძველებური ბრინჯაოს შავი ცხენი. 12 ცალი ფერადი ბროლის ფუჟერები. თეთრეული, პირსახოცები, სუფრები, ჩაის ტილოები, გადასაფარებლები, პლედები, აბანოს პირსახოცები. 6 დიდი კუზნეცოვის ბლუდები, 12 ცალი ვერცხლის ჩაის კოვზი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მ---------–----ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეები მის საკუთრებაში არსებულ ქონებაში ცხოვრობდნენ რამდენიმე თვე და გადავიდნენ იმ მიზეზით, რომ მოსარჩელის შვილს კონფლიქტური სიტუაცია ჰქონდა მეზობლებთან. მოპასუხის მითითებით, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გაიყიდა მისი კუთვნილი ნივთები, მათ შორის ავტომანქანა, რითიც დაიფარა მოსარჩელის წინაშე არსებული ვალდებულების ნაწილი. ასევე, სხვა პირის წინაშე არსებული ვალდებულების გამო, იძულებითი აუქციონის გზით გასხვისდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, რომელიც შეიძინა რამაზ ბეჟანიშვილმა. ამ უკანასკნელმა კი, შეძენილი ქონება გაასხვისა ხ------------–------აზე და დღეის მდგომარეობით ქონება სწორედ ხ. ფოცხვერიას საკუთრებაშია.
მ---------–----ის მტკიცებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ნივთები არ არის განთავსებული მის ქონებაში და რეალურად მას აღნიშნული ნივთები, მათ შორის ოქროს ძვირფასეულობა რომ ჰქონდა იგი არ დატოვებდა მას სხვის საკუთრებაში და რამდენიმე წლის მერე არ მოითხოვდა მის დაბრუნებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2012 წლის 24 ივლისს გ---------------–-–---–სა და მ---------–----ეს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რის საფუძველზედაც მსესხებელზე გაიცა სესხი 6 000 აშშ დოლარის ოდენობით, 1 წლის ვადით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 21-23);
3.1.2. მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების სანაცვლოდ, გ---------------–-–---–სა და მის დედას - მ--------------–-–---–ს დროებით მფლობელობასა და სარგებლობაში გადაეცათ მოპასუხის საკუთრებაში არსებული ქონების, კონკრეტული ნაწილი - ოთახი, (მდებარე - ქ. თბილისი, ყ-----–ის ქუჩა N104-106-108 (უბანი N6), ბინა N65, ს/კ 0----------------------), სადაც მოსარჩელეები ცხოვრობდნენ გარკვეული პერიოდი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- დაბადების მოწმობა (ს.ფ. 24);
3.1.3. მოპასუხე მ---------–----ემ ვერ უზრუნველყო მიღებული სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში დაბრუნება, რის გამოც მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს თანხის დაკისრების მოთხოვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 17.10.2013წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ. 18-20);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (საქმე N2/14067-13) გ---------------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მ---------–----ეს გ---------------–-–---–ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 6000 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 17.10.2013წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ. 18-20);
3.1.5. 17.10.2013წ. დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყო იძულებითი აღსრულება, რის ფარგლებშიდაც სარეალიზაციოდ მიექცა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა და მისგან ამონაგები თანხით - 2 309.40 ლარით ნაწილობრივ დაიფარა მ---------–----ის ვალდებულება გ------ი და მ--------------–-–---–ის მიმართ.
3.1.6. მ---------–----ეს დარჩენილი დავალიანება მოსარჩელეთა მიმართ არ დაუფარავს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 25);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.7. უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, ყ-----–ის ქუჩა N104-106-108 (უბანი N6), ბინა N65, ს/კ 0---------------------- სესხის ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე ირიცხებოდა მოპასუხე მ---------–----ის საკუთრებაში, რომელზეც 2013 წლის 14 ივნისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებული იყო იპოთეკა რ--------–---–---–-- სასარგებლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 26-27);
3.1.8. მითითებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძვლით იძულებითი რეალიზაციის გზით გასხვისდა მ---------–----ის საკუთრებაში არსებული ქონება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.9. დღეის მდგომარეობით უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, ყ-----–ის ქუჩა N104-106-108 (უბანი N6), ბინა N65, ს/კ 0---------------------- ირიცხება ხ------------–--------- საკუთრებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 28);
3.1.10. ხ------------–--------- საკუთრებაში არსებული ქონება (მდებარე - ქ. თბილისი, ყ-----–ის ქუჩა N104-106-108 (უბანი N6), ბინა N65, ს/კ 0----------------------) დღეის მდგომარეობითაც მოპასუხე მ---------–----ის მფლობელობაშია, ამჟამინდელ მესაკუთრესთან გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე.
3.1.11. მოსარჩელეების მ--------------–-–---–ისა და გ---------------–-–---–ის მიერ წლებია მ---------–----ის საკუთრებაში არსებული ქონებაზე მიტოვებულია მფლობელობა.
3.1.12. მ--------------–-–---–ისა და გ---------------–-–---–ის მიერ ქონებაზე მფლობელობის მიტოვების ეტაპზე არ განხორციელებულა კუთვნილი ნივთების წამოღება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.13. 2014 წლის 3 ივნისს, მ--------------–-–---–მა მიმართა პოლიციის მე-11 განყოფილებას და განმარტა, რომ მ---------–----ესთან ჰქონდა დადებული ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც 6000 აშშ დოლარის სესხად მიცემის სანაცვლოდ იგი ცხოვრობდა მ---------–----ის საკუთრებაში არსებულ ქონებაში. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ მ---------–----ემ არ დაუბრუნა კუთვნილი თანხა, რის გამოც იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსათვის თანხის დაკისრების მოთხოვნით. განცხადების ფარგლებში, მ--------------–-–---–მა მიუთითა, რომ ბინა ჩაკეტილი აქვს, სადაც განთავსებულია მისი ნივთები. მ--------------–-–---–ის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება, იმ პერიოდისათვის არ იყო აღმასრულებლი და თანხა სრულად არ ჰქონდა მიღებული. მ--------------–-–---–მა განცხადების ფარგლებში ასევე მიუთითა, რომ მას დაუკავშირდა მ---------–----ის დედამთილი და დაემუქა კუთვნილი ნივთების განადგურებით, რის გამოც ითხოვა პოლიციის შესაბამის თანამშრომლებს უზრუნველეყოთ, რომ მ---------–----ის ოჯახი არ შეხებოდა მის კუთვნილ ნივთებს, სანამ არ განხორციელდებოდა მის წინაშე არსებული ვალდებულების სრულად დაფარვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 03.06.2014წ. განცხადება (ს.ფ. 30);
3.1.14. 2017 წლის 10 ნოემბერს მ--------------–-–---–მა კვლავ მიმართა განცხადებით თბილისის ი----------------------------–--------–-–--------- განყოფილებას და განმარტა, რომ 2012 წელს მ---------–----ემ დროებით სარგებლობაში გადასცა საცხოვრებლად ერთი ოთახი, რის სანაცვლოდაც მან გადასცა უპროცენტოდ ერთი წლის ვადით 6 000 აშშ დოლარი, რასთან დაკავშირებითაც მხარეთა შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება. საცხოვრებლად გადასვლის შემდგომ, განმცხადებლის განმარტებით, მან ფართში გადაიტანა კუთვნილი ნივთები. ხელშეკრულების ვადის გასვლამდე განმცხადებელმა მოითხოვა გადაცემული თანხის დაბრუნება, თუმცა მ---------–----ემ იგი მოტყუებით გაიყვანა ქონებიდან, ისე, რომ არ მისცა შესაძლებლობა წაეღო კუთვნილი ნივთები. მ--------------–-–---–-- განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით მან განაცხადება გააკეთა ჯერ კიდევ 2014 წლის 3 ივნისს, რასთან დაკავშირებითაც ამ დრომდე რეაგირება არ განხორციელებულა და ითხოვა ეცნობებინათ მისთვის თუ რა ზომები იქნა მიღებული იმ დროინდელ განცხადებასთან მიმართებით და გადაეცათ მისთვის მოკვლევასთან დაკავშირებით არსებული მასალები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 10.11.2017წ. განცხადება (ს.ფ. 31);
3.1.15. 2017 წლის 14 დეკემბერს ი----------------------------–--------–-–--------- განყოფილების შესაბამისმა წარმომადგენელმა მ--------------–-–---–ს განუმარტა, რომ 2014 წლის 3 ივნისის განცხადებაში მითითებული ფაქტები, განხილული იქნა, რაზედაც სამმართველოს მიერ არ დაწყებულა გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, რასთან დაკავშირებითაც პასუხი გაიცა 2014 წლის 9 ივნისი წერილით. წერილის ჩაბარება ვერ მოხერხდა, ვინაიდან განცხადებაში არ იყო მითითებული მისამართი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადების პასუხი (ს.ფ. 32);
3.1.16. 2014 წლის 9 ივნისის მიმართვით მ--------------–-–---–ს განემარტა, რომ 2014 წლის 3 ივნისის განცხადებაში აღწერილი გარემოებებში არ აღინიშნება დანაშაულის ნიშნები, რომელზედაც შესაძლოა წინასწარი გამოძიების დაწყება. განცხადებაში აღნიშნული საკითხი არის სამოქალაქო დავის საგანი და მისი კანონიერი გზით გადაჭრის მიზნით შეეძლო მიემართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადების პასუხი (ს.ფ. 33);
3.1.17. 2018 წლის 20 თებერვალს მოსარჩელე მ--------------–-–---–მა წერილობით მიმართა, უძრავი ნივთის დღევანდელ მესაკუთრეს ხ------------–------ას და განუმარტა, რომ მის საკუთრებაში არსებულ ქონებაში განთავსებულია მისი კუთვნილი ნივთები და მოითხოვა მისთვის მიეცა შესაძლებლობა მისულიყო ადგილზე და მესაკუთრის თანდასწრებით წამოეღო კუთვნილი ნივთები. მ--------------–-–---–მა მოითხოვა 5 დღის ვადაში პასუხის ცნობება. აღნიშნული წერილი ხ------------–--------- დედამთილს ჩაბარდა 2018 წლის 24 თებერვალს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- წერილი (ს.ფ. 34);
- საფოსტო დასტური (ს.ფ. 35).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მ--------------–-–---–ი და გ---------------–-–---–ი წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში ითხოვენ მოძრავი ნივთების სხვისი უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას. შესაბამისად მათი ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობის კვლევისათვის უპირველესად შესაფასებელია მოთხოვნილი ნივთების ობიექტურად არსებობის ფაქტი, რის შემდგომაც სასამართლოს შეფასების საგანია ვინდიკაციური მოთხოვნის კანონით განსაზღვრული წინაპირობების არსებობა, კერძოდ - ა) მოსარჩელეთა მესაკუთრეობა სადავო ნივთებთან მიმართებით, ბ) მოპასუხის მიერ მოთხოვნილ ნივთებზე მფლობელობის განხორციელება და გ) მფლობელობის არამართლზომიერების დადასტურება.
მითითებული ფაქტობრივი გარემოებების კვლევისათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს საქმეზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებები, კერძოდ:
- მოწმე რ---------------ის განმარტებით, დაახლოებით 2016-2017 წელს მ--------------–-–---–ი მასთან მიიყვანა თავისმა ახლობელმა, რომელმაც განუმარტა, რომ ყ------–-–---–- ესაჭიროებოდა დახმარება, რადგანაც პრობლემები შეექმნა ბინის საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ ბინა ჰქონდა დაკარგული, რომელიც აუქციონზე გაიყიდა და მასში განთავსებული ნივთები იყო წამოსაღები, მოწმის მითითებით ფართის გასაღები თან ჰქონდა ყ------–-–---–-. რ------------- აღნიშნა, რომ იგი გაყვა მ--------------–-–---–ს ი----------------------------–--- პოლიციაში, სადაც ყავრელიშვილმა დაწერა განცხადება, რომლითაც ითხოვდა პოლიციის თანდასწრებით კუთვნილი ნივთების გამოტანას. მოწმემ აღნიშნა, რომ მ--------------–-–---–მა განცხადება ასევე დაწერა იუსტიციის სამინისტროში. ნ---------- მითითებით, იგი არ ყოფილა მ-------------–-–---–-- ადვოკატი, უბრალოდ დაეხმარა, რადგანაც ყ------–-–---–- არ ჰქონდა საშუალება. მოწმის განმარტებით, პოლიციისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით არ მომხდარა სადავო ნივთების გამოტანა. მოწმემ კონკრეტულად ნივთები ვერ ჩამოთვალა და განმარტა, რომ პირადი ნივთების გარდა საოჯახო ნივთებზე იყო საუბარი, მასთან მ--------------–-–---–ს კონკრეტული ნივთები არ დაუსახელებია, ამასთან გარკვეული ფასეულობები აქვს ნახსენები.
- მოწმე მ---------------–---–მა, რომელიც არის მოპასუხე მ---------–----ის დედამთილი განმარტა, რომ მ--------------–-–---–ი დროებით იყო გადასული მათ სახლში საცხოვრებლად. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ ყ------–-–---–-- შვილს კონფლიქტი მოუვიდა მეზობელთან, რის გამოც ოჯახი იძულებული შეიქმნა გადასულიყო საცხოვრებლად სხვაგან. მოწმის განმარტებით მ--------------–-–---–ი, რამდენიმე თვე ცხოვრობდა მათ სახლში და გადასვლის შემდგომ კუთვნილი ნივთები ჩალაგებული დატოვა. მოგვიანებით კი კონკრეტული უძრავი ქონება სხვა ვალდებულების გამო იძულებითი აუქციონის გზით გასხვისდა. ახალი მესაკუთრის მოთხოვნით ბინა უნდა დაეცალა მათ ოჯახს, რის გამოც იგი ცდილობდა დაკავშირებოდა მ--------------–-–---–ს, რათა წაეღო კუთვნილი ნივთები, თუმცა უშედეგოდ. მოწმის განმარტებით, მისი ოჯახი იძულებული გახდა პოლიციის განყოფილებაში დაეწერა განცხადება, რათა მოეძიათ მ--------------–-–--–-- რომელსაც წლების მანძილზე არ მიუკითხავს კუთვნილი ნივთების წასაღებად. მოწმემ აღნიშნა, რომ 2016 წლის სექტემბერში, როდესაც სოფელში იყო წასული, მას დაუკავშირდა იმ მისამართზე დროებით ქირით მაცხოვრებელი და აცნობა, რომ მ--------------–-–---–ი იყო მისული ნივთების წასაღებად. მოწმემ განმარტა, რომ ეზოში იყო ძაღლი, რის გამოც იგი დაუკავშირდა მის ძმას რათა ძაღლი დაება და ყ------–-–---–- წაეღო მისი ნივთები. მოწმემ განმარტა, რომ ყ------–-–---–- 2013 წლის შემდგომ აღარ ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე და ნივთების წასაღებად მივიდა მხოლოდ 2016 წელს, მანამდე ის არც ერთხელ არ გამოჩენილა ნივთების წასაღებად. მოწმემ განმარტა, რომ მისი ძმა უშუალოდ ნივთების წაღების პროცესს არ დასწრებია, რადგანაც იგი ძაღლს აბავდა, რა დროსაც მ--------------–-–---–მა წაიღო თავისი ნივთები.
- მოწმე გ----------------–---–ის განმარტებით, დაახლოებით 2016 წლის ზაფხულში მას დაუკავშირდა მისი და მ---------------–---–ი, და თხოვა მისულიყო მასთან სახლში ძაღლის დასაბმელად, რადგანაც იქ უნდა მისულიყო ვიღაც ქალი კუთვნილი ნივთების წასაღებად. მოწმის განმარტებით, იგი უშუალოდ ნივთების გატანის პროცესს არ დასწრებია, ნივთები ეზოში ელაგა და კონკრეტულად რა ნივთები ეწყო მოწმისათვის უცნობია.
- მოწმე დ--–------------ის განმარტებით, დაახლოებით 20 წელია მეგობრობს მ--------------–-–---–თან. მოწმის მითითებით, ყ------–-–---–- კონკრეტულ მისამართზე გადასვლამდე ცხოვრობდა ვაზისუბანში, მშობლებთან ერთად, რომელიც ოჯახმა გაყიდა და მ--------------–-–---–ს მისცეს თავისი წილი, რის შემდგომაც გადავიდა მ---------–----ის საკუთრებაში. მოწმის განმარტებით, იგი პირადად ეხმარებოდა ნივთების გადატანაში. მოწმემ ახსენა - საწოლი, ტელევიზორი, სურათები, მაცივარი. დ--–------------ის მითითებით, მ--------------–-–---–მა დაახლოებით 1 წელი იცხოვრა სადავო მისამართზე. მოწმემ ასევე განმარტა, რომ თავდაპირველად მხარეთა შეთანხმების საგანი იყო პირველ სართულზე არსებული ოთახი, თუმცა აღმოჩნდა, რომ იგი დაკავებული იყო და მის ნაცვლად შესთავაზე მანსარდა. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ მ--------------–-–---–ს პოლიციაშიც ახლდა, სადაც ის ითხოვდა თავის ფულს და ნივთებს.
ამდენად, მოწმეთა ჩვენებით, არ დასტურდება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ნივთები ნამდვილად არსებობს თუ არა და აღნიშნული ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთები ნამდვილად მ--------------–-–---–ისა და გ---------------–-–---–ის საკუთრებაშია თუ არა. ასევე არ დასტურდება გარემოება, რომ კონკრეტული ნივთები დღეის მდგომარეობით მოპასუხე მ---------–----ის მფლობელობაშია, რამეთუ იგი არ წარმოადგენს იმ უძრავი ნივთის მესაკუთრეს, სადაც მოსარჩელის მტკიცებით განთავსებულია კონკრეტული ნივთები. მართალია, მ---------–----ეს ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე მფლობელობაში აქვს კონკრეტული ნივთი, თუმცა გარემოება, რომ მასში განთავსებული ნივთები მის მფლობელობაშია არ დასტურდება, რაც ამ მხრივაც გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
სადავო შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ არ წარმოდგენილა რაიმე სახის მტკიცებულება, გარდა მისი ზეპირი ახსნა-განმარტებისა, რაც დაადასტურებდა მის მიერ მოთხოვნილი ნივთების არსებობას. ამასთან, არსებული გარემოების დადასტურება ვერც მოწმეებმა უზრუნველყვეს მათ მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენების ფარგლებში. ასევე არ დასტურდება, გარემოება, რომ მოსარჩელეებს საკუთრებაში გააჩნია სარჩელით მოთხოვნილი ნივთები, რისი დადასტურების ვალდებულება სწორედ ნივთის ვინდიცირების მომთხოვნ პირს ეკისრება და რაც უპირველესი წინაპირობაა ვინდიკაციური მოთხოვნის საფუძვლიანობის კვლევისათვის. წარმოდგენილი სარჩელით ასევე არ დასტურდება, გარემოება, რომ ჩამოთვლილი ნივთები ნამდვილად მოპასუხის მფლობელობაშია.
მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა აღნიშნული ნივთების არსებობის ფაქტი, რაც აუცილებელი ელემენტია იმ ტიპის მოთხოვნის განსახილველად, რაც ვინდიკაციურ სარჩელში მდგომარეობს, რადგანაც იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდებოდა, რომ კონკრეტული ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთები ნებისმიერი მიზეზის გამო აღარ არსებობს, უსაფუძვლო იქნება ყველა შემთხვევაში ვინდიკაციური მოთხოვნის დაყენება, რადგანაც იგი პირდაპირ უკავშირდება ნივთის არსებობას და თუ არ დასტურდება თავად ამ ნივთის არსებობა ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული შემდგომ სხვა წინაპირობების კვლევა, და მხარე უფლებამოსილია აღნიშნულის ნაცვლად მიმართოს სხვა ზომებს, რითაც უზრუნველყოფს განცდილი ზიანის კომპენსირებას.
ამდენად, მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგანაც მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურება, მათ შორის უმთავრესის, - ა) არსებობს თუ არა საერთოდ მოთხოვნილი ნივთები ბ) არის თუ არა მოთხოვნილი ნივთების მოსარჩელის საკუთრებაში გ) არის თუ არა კონკრეტული ნივთები მოპასუხის მფლობელობაში. აღნიშნული გარემოებების დაუდასტურებლობა საფუძველს აცლის წარმოდგენილ სარჩელს
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;
- დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეების გ---------------–-–---–ისა და მ--------------–-–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. უნდა აღინიშნოს, რომ საკუთრების უფლების არსი, მნიშვნელობა და მისი მაღალი სტანდარტით დაცვის აუცილებლობა მითითებულია არაერთ შიდა, თუ საერთაშორისო აქტსა და სასამართლოს გადაწყვეტილებაში. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სამოტივაციო ნაწილის მე-5 პუნქტი).
სსკ-ს 170-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ქონების მესაკუთრეს კანონი ანიჭებს სასამართლოსათვის ვინდიკაციური სარჩელით მიმართვის შესაძლებლობას, ესაა სარჩელი, რომელსაც მესაკუთრე მაშინ იყენებს, როცა შელახულია ნივთზე მისი მფლობელობა, სახელდობრ, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ნივთის ვინდიცირებაც სხვისი უკანონო მფლობელობიდან მის გამოთხოვას გულისხმობს. გ---------------–-–---–ისა და მ--------------–-–---–ის სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად უნდა დადგინდეს, რომ მოსარჩელეები ნივთის მესაკუთრეები არიან, მოპასუხე კი ნივთის მფლობელი, რომელსაც ამ ნივთის ფლობის უფლება არ გააჩნია. სამივე გარემოების არსებობის დადგენის შემთხვევაში სარჩელი მიიჩნევა საფუძვლიანად. არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. (სუს №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1375-1295-2017 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება).
სპეციალურობის პრინციპის თანახმად, ვინდიკაციური მოთხოვნის უფლების საგანი შეიძლება იყოს მხოლოდ ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთი. ნივთების ერთობლიობის შემთხვევაში, მოთხოვნის უფლება ვრცელდება თითოეულ ნივთზე ცალ-ცალკე (quot res tot vindicatones). ნივთი, სსკ-ს 172-ე მუხლის მიხედვით კი, არის სსკ-ს 148-ე-149-ე მუხლებით განსაზღვრული სხეულებრივი ნივთები. ამდენად, ვინდიკაციის საგანი შესაძლოა იყოს მოძრავი ან/და უძრავი ნივთი და იგი ფართო გაგებით ყველა ქონებრივ სიკეთესთან მიმართებით (არამატერიალური ქონებრივი სიკეთე) არ ვრცელდება. ასევე აღსანიშნავია, რომ თავად ვინდიკაციური მოთხოვნის არსებობისათვის განმსაზღვრელია უშუალოდ მოთხოვნილი ნივთის არსებობა და იმ ვითარებაში თუ არ დასტურდება ამგვარი ნივთის არსებობა საფუძველს მოკლებულია მესაკუთრის მოთხოვნა კონკრეტული ინდივიდუალურად განსაზღვრული ნივთის დაბრუნებასთან მიმართებით, რამეთუ იგი, აღუსრულებელი მოცემულობაა - არ არსებული ნივთი ვერ დაექვემდებარება დაბრუნებას. სწორედ ამგვარი შემთხვევაში კანონმდებელი მესაკუთრის დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით ითვალისწინებს სხვა კანონისმიერ საფუძვლებს (მაგ: ზიანის ანაზღაურება/უსაფუძვლო გამდიდრება). მოცემულ შემთხვევაში, მ--------------–-–---–ის მტკიცების საგანს შეადგენდა ედასტურებინა მის მიერ მოთხოვნილი ნივთების ობიექტურად არსებობა, რაც მხარემ ვერ უზრუნველყო, ამასთან მოწმეთა მიერაც არ მომხდარა კონკრეტული ნივთების ჩამოთვლა, რაც შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს მათზე დაყრდნობით მოეკვლია ამგვარი ნივთის არსებობის ნამდვილობა. თავის მხრივ, მოპასუხე უარყოფს ამგვარი ნივთების არსებობას და შესაბამისად გამორიცხავს მისი დაბრუნების შესაძლებლობას, მათი არ არსებობის საფუძვლით.
გარდა აღნიშნულისა, სასამართლო კონკრეტული სადავო საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ მოსარჩელემ ვინდიკაციური მოთხოვნა მოძრავ ნივთებთან, მათ შორის ძვირფასეულობასთან მიმართებით დააყენა გარკვეული წლების გასვლის შემდგომ, რაც ლოგიკურია საეჭვოს ხდის მესაკუთრის ამგვარ ქმედებას, რამეთუ გონივრულია, რომ ნებისმიერი მესაკუთრე, იმ პირობებში, როდესაც წყვეტს გარკვეული ქონების ფლობას, თან წაიღებს კუთვნილ ნივთებს, მით უფრო ოქროს ნივთებს, რომელთა გადაადგილებისა და შენახვისათვის არ მოითხოვება განსაკუთრებული ძალისხმევა, განსხვავებით მაგალითად საწოლისა და სხვა მოცულობითი ნივთებისა. შესაბამისად, სასამართლო სხვა ფაქტორებთან ერთად აღნიშნული გარემოების გათვალისწინებითაც ვერ მიიჩნევს სარწმუნოდ მოსარჩელის მხოლოდ ზეპირ მითითებას, ამ ნივთების არსებობისა და უშუალოდ მესაკუთრეობასთან მიმართებით.
6.2. როგორც აღინიშნა, ვინდიკაციური სარჩელის ელემენტებს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები. სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელე უნდა მიუთითებდეს და ამტკიცებდეს რომ: ა) არის ქონების მესაკუთრე; ბ) მოპასუხე ფლობს ქონებას; გ) მფლობელს არ გააჩნია სადავო ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის მართლზომიერი საფუძველი (სკ-ის 159-ე და 162-ე მუხლები). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება, უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაამტკიცოს ნივთზე საკუთრების უფლების არსებობა, ასევე, ნივთის მოპასუხის მიერ ფლობის ფაქტი. ნივთის ვინდიცირების შემადგენელი ელემენტებიდან ერთ-ერთის დამტკიცების შეუძლებლობა სარჩელის უარყოფის საფუძველია. რაც შეეხება მფლობელს, მოსარჩელის მხრიდან მტკიცების ტვირთის დაძლევის შემთხვევაში, ზემოხსენებული ნორმებიდან გამომდინარე, მისი შესაგებელი შეიძლება, ემყარებოდეს, როგორც ფლობის ნამდვილი, მართლზომიერი უფლების არსებობას, ისე - საკუთრების უფლების ნამდვილობას და, როგორც ერთი, ისე - მეორე ფაქტის სათანადო მტკიცებულებით დადასტურება მას ეკისრება. ფართში არსებულ კონკრეტულ ნივთებზე ყოველგვარი იდენტიფიცირების გარეშე მოსარჩელის საკუთრების დადასტურება შეუძლებელია, ხოლო, მტკიცების ტვირთი ნივთზე ნამდვილი უფლების არსებობისა, ეკისრებოდა მოსარჩელეს და არა მოპასუხეს, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც დავის საგანს მოძრავი ქონების ვინდიცირება წარმოადგენს და სამოქალაქო კოდექსის 158.1 მუხლის თანახმად, მფლობელის სასარგებლოდ მოქმედებს მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია (იხ. სუსგ, საქმე Nას-865-865-2018,18.07.2018წ.)
კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა ვერ უზრუნველყვეს მათი მტკიცების საგანში შემავალი ვერც ერთი გარემოების დადასტურება, შესაბამისად იმ ვითარებაში, როდესაც არ დასტურდება მოძრავი ნივთების არსებობა, მათი მოსარჩელეებისადმი კუთვნილება და ნივთების მოპასუხის მფლობელობაში არსებობა ქონებაზე მოპასუხეთა მფლობელობა, სასამართლო ვერ შეაფასებს არარსებული მფლობელობის მართლზომიერების საკითხს, რადგანაც ვინდიკაციური მოთხოვნის შეფასებისათვის პირველ რიგში ფასდება მესაკუთრეობის საკითხი, რისი გამორკვევის შემდგომაც სასამართლო აფასებს მფლობელობის ფაქტს და იმ შემთხვევაში თუ არ დასტურდება მფლობელობის განხორციელება, სასამართლო აღარ გადადის შემდგომი კომპონენტის შეფასებაზე, შესაბამისად ვინდიკაციური მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობების დაუდგენლობა გამორიცხავს კონკრეტული სარჩელის დაკმაყოფილებას.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე და დადგენილია, რომ მხარე, რომელიც მისი სადავო უფლების სასამართლო წესით დაცვას მოითხოვს, ვალდებულია სარწმუნოდ დაადასტუროს და თავადვე წარადგინოს მისი მოთხოვნის მართებულობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლოს შეფასების საგანია. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (იხ. სუსგ, საქმე Nას-1328-2018, 02.11.2018წ.)
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის 6-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. (სუსგ, საქმე Nას-589-589-2018, 06.07.2018წ.) კონკრეტულ შემთხვევაში, დავის საგანი შეეხება - მ--------------–-–---–ს და გ---------------–-–---–ის საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთების მოპასუხე მ---------–----ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა. მოსარჩელეებმა წარმოდგენილი სარჩელით ვერ უზრუნველყვეს დაედასტურებინათ კონკრეტული მოთხოვნის წინაპირობების არსებობა, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილებას.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 300 ლარი და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის 50 ლარი (ს.ფ. 42-45).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სსსკ-ს 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. სსსკ-ს 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილია მოძრავი ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, რომელთა ღირებულებაც წარმოდგენილი მასალებით არ ისაზღვრება, რის გამოც კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანი უნდა განისაზღვროს, სსსკ-ს 41.1 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და მოსარჩელეს გადახდილი 300 ლარის ნაცვლად უნდა გადაეხადა 60 ლარი, თანახმად, სსსკ-ს 39-ე და 41-ე მუხლების ერთობლივი განმარტებისა. ამდენად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მოსარჩელეს დაუბრუნოს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 240 ლარის ოდენობით, ხოლო გადახდილი 60 ლარი, არ ექვემდებარება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაბრუნებას, ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა მასზე პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება ვერც მოპასუხეს. ასევე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა გამორიცხავს, მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებასაც.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის განჩინებით ყადაღა დაედო უძრავ ქონებაში, მდებარე: ქ. თბილისი, ყ-----–ის ქუჩა, N108, ს.კ. 0----------------------, არსებულ მოძრავ ნივთებს: ხელის საკერავი მანქანა ,,ზინგერი”, საწერი მაგიდა, ტელევიზორი ,,ზეკო”, მაცივარი, ორკაციანი საწოლი, ორკაციანი გასაშლელი საწოლი, პირველი გამომშვების კომპიუტერი, ბამბუკის წიგნების კარადა, 6 სანთლიანი ბროლის ჭაღი, რუსული კლასიკის წიგნები, 6 ცალი ბუმბულის ბალიში, 4 ცალი მატყლის ლეიბი, 4 ცალი მატყლის საბანი, ყავის ფაიფურის სერვისი (12 კაციანი), ძველებური ვერცხლის 2 შანდალი, ფაიფურის ქანდაკება 5 ცალი, ფაიფურის ჩაის სერვისი თავისივე პოდნოსით, 2 ცალი საშაქრეთი და 2 ჩაიდნით, მადონას სადილის სერვისი (12 კაცზე), 12 კაციანი ჩაის კობალტის სერვისი, 6ც ვერცხლის პატარა ჭიქა, 2 ცალი ფაიფურის ჩიბუხი, მაღალი ძოწის ხილის ვაზები, ხის საათი ,,კუკუშკა“, ძველებური ლატუნის შავი ცხენი, 12 ცალი ფერადი ბროლის ფუჟერი, თეთრეული, პირსახოცები, სუფრები, ჩაის ტილოები, გადასაფარებლები, პლედები, აბანოს პირსახოცები, 6 დიდი კუზნეცოვის ბლუდები, 12 ცალი ვერცხლის ჩაის კოვზი, 12 ცალი ვერცხლის სადილის კოვზი, 12 ცალი მერხიორის კოვზი, 2 ცალი როკოკოს საყვავილე, 24 ცალი ბროლის ღვინის ჭიქა, 24 ცალი არყის ბროლის ჭიქა, ხელით ნაქარგი სურათები ჩასმული ჩარჩოში, ხელით ნაქარგი გობელენები, შუბა, ტყავის კურტკები, ახალი ქვაბების ნაბორები, თასები, ქვაბები, ჩაიდნები, სამზარეულოს კომპლექტები: ჭიქები, თეფშები, ჩანგლები, დანები, ფარდები, 2 ცალი ორსაწოლიანი ,,სტიოგანის" გადასაფარებელი, ფეონიტის სამეულის ბაღჩა, საყურე და ბეჭედი, 2 ცალი მაჯის სამაჯური, 1 ბაღჩა ბეჭედი შუაში საფირის თვალით, ოქროს ცეპი თავისი ნიფერტიელის კულონით, 15 გრამიანი ,,ბაჯაღლოს" ბეჭედი, ოქროს გრეხილი ცეპი 20 გრამიანი, კედლის კამეა, ხილის ბროლის ძველებური ვაზები, ვერცხლის სამკაულები: სამაჯურები მარჯანით, ძოწის ოთხეული: საყურე, ბეჭედი და სამაჯური, ძოწის ბაღჩა და ვერცხლის გრეხილი ,,ცეპი".
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ კმაყოფილდება, სსსკ-ის 1991 მუხლის თანახმად, უნდა გაუქმდეს საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რადგან, ნორმით რეგულირებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის შესაბამისად - გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ბედი და დადგენილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ---------------–-–---–ის და მ--------------–-–---–ის სარჩელი მ---------–----ის მიმართ მოძრავი ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის განჩინება, რომლითაც ყადაღა დაედო უძრავ ქონებაში, მდებარე: ქ. თბილისი, ყ-----–ის ქუჩა, #108, ს.კ. 0----------------------, არსებულ შემდეგ მოძრავ ნივთებს: ხელის საკერავი მანქანა ,,ზინგერი”, საწერი მაგიდა, ტელევიზორი ,,ზეკო”, მაცივარი, ორკაციანი საწოლი, ორკაციანი გასაშლელი საწოლი, პირველი გამომშვების კომპიუტერი, ბამბუკის წიგნების კარადა, 6 სანთლიანი ბროლის ჭაღი, რუსული კლასიკის წიგნები, 6 ცალი ბუმბულის ბალიში, 4 ცალი მატყლის ლეიბი, 4 ცალი მატყლის საბანი, ყავის ფაიფურის სერვისი (12 კაციანი), ძველებური ვერცხლის 2 შანდალი, ფაიფურის ქანდაკება 5 ცალი, ფაიფურის ჩაის სერვისი თავისივე პოდნოსით, 2 ცალი საშაქრეთი და 2 ჩაიდნით, მადონას სადილის სერვისი (12 კაცზე), 12 კაციანი ჩაის კობალტის სერვისი, 6ც ვერცხლის პატარა ჭიქა, 2 ცალი ფაიფურის ჩიბუხი, მაღალი ძოწის ხილის ვაზები, ხის საათი ,,კუკუშკა“, ძველებური ლატუნის შავი ცხენი, 12 ცალი ფერადი ბროლის ფუჟერი, თეთრეული, პირსახოცები, სუფრები, ჩაის ტილოები, გადასაფარებლები, პლედები, აბანოს პირსახოცები, 6 დიდი კუზნეცოვის ბლუდები, 12 ცალი ვერცხლის ჩაის კოვზი, 12 ცალი ვერცხლის სადილის კოვზი, 12 ცალი მერხიორის კოვზი, 2 ცალი როკოკოს საყვავილე, 24 ცალი ბროლის ღვინის ჭიქა, 24 ცალი არყის ბროლის ჭიქა, ხელით ნაქარგი სურათები ჩასმული ჩარჩოში, ხელით ნაქარგი გობელენები, შუბა, ტყავის კურტკები, ახალი ქვაბების ნაბორები, თასები, ქვაბები, ჩაიდნები, სამზარეულოს კომპლექტები: ჭიქები, თეფშები, ჩანგლები, დანები, ფარდები, 2 ცალი ორსაწოლიანი ,,სტიოგანის" გადასაფარებელი, ფეონიტის სამეულის ბაღჩა, საყურე და ბეჭედი, 2 ცალი მაჯის სამაჯური, 1 ბაღჩა ბეჭედი შუაში საფირის თვალით, ოქროს ცეპი თავისი ნიფერტიელის კულონით, 15 გრამიანი ,,ბაჯაღლოს" ბეჭედი, ოქროს გრეხილი ცეპი 20 გრამიანი, კედლის კამეა, ხილის ბროლის ძველებური ვაზები, ვერცხლის სამკაულები: სამაჯურები მარჯანით, ძოწის ოთხეული: საყურე, ბეჭედი და სამაჯური, ძოწის ბაღჩა და ვერცხლის გრეხილი ,,ცეპი".
3. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 60 ლარი და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
4. მოსარჩელეებს მ--------------–-–---–ს და გ---------------–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეთ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 240 ლარი, (გადახდილია, ჯამში 300 ლარი), რომელიც 12/04/2018 წელს N0 საგადასახადო დავალებით დ--------------–---–ის მიერ ჩარიცხული იქნა სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე: ს------------------ ბანკის კოდი - T-------, სახაზინო კოდი - 3---------
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე