განაჩენი

სისხლის სამართლის 13.02.2019
საქმის ნომერი
050100118002358777
დავის ტიპი
276 3 , 276 1
თარიღი
13.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 0501-01-----------

საქმე N 1-78-18

განაჩენი

საქართველოს სახელით

1-.02.2019 წელი ქ. ოზურგეთი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ბიძინა სტურუა

სხდომის მდივანი მამუკა ჩავლეშვილი

ბრალდების მხარე

პროკურორი: შ-----------ე

დაცვის მხარე

ადვოკატი: ნ-----------------ე

ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N 0-----------

ბრალდებული: კ-----რ მ-------–--ლი

მამის სახელი: ა---------–ი

დაბადებული: 1-.1-.1--- წელი

პირადი ნომერი: 5----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრირებული: ხ---------–ი, სოფელი ხ------ი

ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი: თ---–--ი, ზ--ო ფ-------–ა N 5, ბინა N 9.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი ნაწილი და მე-3 ნაწილი.

დისპოზიცია: ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

1. წარდგენილი ბრალდების არსი.

 

2017 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 05:50 საათზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შ--------–ში, ს------ს-----ის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე, "მე---------ბ--– ს----------ის" მარკის სახელმწიფო N N----T- სამგზავრო მიკროავტობუსმა, რომელსაც მართავდა კ-----რ მ-------–--ლი, დაარღვია "საგზაო მოძრაობის შესახებ" საქართველოს კანონის მუხლის 32 პუნქტი 1-ის მოთხოვნები და შეეჯახა "მე---------ბ--– ს----------ის" მარკის სახელმწიფო N M------ სამგზავრო მიკროავტობუსს, რომელსაც მართავდა გ------ა მ-------ძე. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო ვ----–------------–-–---–მა, ხოლო ე-–----------ემ, ა-------------ემ, ქ------------–---–მა, მ--------------------–-დმა, დ--------------–---–მა და მ----------–------ემ მიიღეს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები.

 

2. სასამართლომ დაადგინა.

 

სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების, წინამდებარე სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კ-----რ მ-------–--ლი ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა.

 

3.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს გ------ა მ-------ძემ განმარტა, რომ კ-----რ მ-------–--ლი გაიცნო ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ. 2017 წლის 23 აგვისტოს, თავის საკუთრებაში არსებული სამგზავრო მიკროავტობუსით მოძრაობდა თ---–--იდან-ბ-------ს მიმართულებით. დაახლოებით 5:30 საათზე შ--------–ში, "ც-–-------–ას" წინ დაინახა, რომ თავის სავალ ნაწილზე მოდიოდა მიკროავტობუსი. შეჯახების ასარიდებლად გამოიყენა შორი ნათების შუქები და სიგნალი, თუმცა შემხვედრი ავტომანქანა აგრძელებდა მოძრაობას. დაიძახა, რომ იღუპებოდა, საჭე აიღო მარცხნივ და ისე, რომ ვერ მოასწრო თავისი სავალი გზის ნაწილის დატოვება, მარჯვენა მხარეს შეეჯახა შემხვედრად მოძრავი მიკროავტობუსი. დარტყმის შედეგად, ავტომანქანა ამოტრიალდა და სრიალით გადავიდა გზის მეორე მხარეს. კ-----რ მ-------–--ლის მიერ მართული ავტომანქანა კი დატრიალდა, თუმცა მანქანის უკანა ნაწილი დარჩა გზის მეორე ნაწილზე. მისი ჩვენებით, არ დაურღვევია საგზაო მოძრაობის წესები რადგან თავის სამოძრაო ზოლში იმყოფებოდა. გ------ა მ-------ძემ ასევე განმარტა, რომ ეთანხმებოდა საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის სქემას.

 

კ-----რ მ-------–--ლის ჩვენებით, 2017 წლის 23 აგვისტოს, მოძრაობდა ს-----იდან თ---–--ის მიმართულებით. ქ------–----ს გავლის შემდეგ, დაინახა შემხვედრი ავტომანქანა, რომელიც არეულად მოძრაობდა და დაფიქრდა, გადასულიყო თუ არა სამოძრაო ზოლიდან. საბოლოოდ მიიღო დამუხრუჭების გადაწყვეტილება, რასაც მოჰყვა შეჯახება. მისი ჩვენებით შემთხვევის დღეს წვიმდა და მხედველობა იყო შეზღუდული. შეჯახების მომენტში მიყვებოდა თეთრ ზოლს და დაინახა მანქანა, რომელიც მოსახვევში შევიდა, თუმცა მძღოლი მანქანის გასწორებას ვერ ახერხებდა. კ-----რ მ-------–--ლმა განმარტა, რომ საწინააღმდეგო მიმართულების გზის სავალ ნაწილზე არ გადასულა და შემხვედრი ავტომანქანა გადავიდა თავის სამოძრაო ზოლში. მისი განმარტებით, გამოკითხვის ოქმში, შესაძლებელი იყო განსხვავებულად მიეწოდებინა ინფორმაცია, რადგან შეჯახების შემდეგ დაკარგა გონი და არ ახსოვდა რა მოხდა უშუალოდ შეჯახების შემდეგ. როდესაც მოვიდა გონზე, მიუხედავად იმისა, რომ სდიოდა სისხლი, იგი ჯერ წაიყვანეს გამოსაკითხად და შემდეგ საავადმყოფოში.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 30 იანვრის სატრანსპორტო-ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით 1. მოცემულ შემთხვევაში შექმნილი საგზაო სიტუაციაში, საქმეში არსებული მასალებიდან გამომდინარე: ა) სამგზავრო მიკროავტობუს „M------- B--- S-------” N--7---T--ს მძღოლის კ-----რ მ-------–--ლის მოქმედება არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (შეჯახება); ბ) მიკროავტობუს “M------s B--- S-------” M--7---D--ს მძღოლს გ------ა მ-------ძეს, ტექნიკური თვალსაზრისით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის (შეჯახების) თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, არ აღინიშნება.

ექსპერტიზის დასკვნის გამოკვლევით ნაწილში აღნიშნულია, რომ ბ-------ს მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუს “M------s B--- S-------” M--7---D--ს მძღოლის მოქმედება, რომ შექმნილ საგზაო სიტუაციაში შემხვედრად, მის სამოძრაო ზოლში მოძრავ ავტომობილთან შეჯახების თავიდან აცილების მიზნით საჭე აიღო მარცხნივ და გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში, რომელი ზოლიც ამ მომენტში თავისუფალი იყო მოძრაობისათვის, გამოწვეული იყო გარდაუვალი აუცილებლობით და არ ეწინააღმდეგება საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

 

სატრანსპორტო-ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N 0-------- დასკვნაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზ-----------------ემ, რომელმაც დამატებით განმარტა, რომ ჩაატარა მხოლოდ ავტოტექნიკური ექსპერტიზა. ხოლო ტრასოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით მათთვის არ მიუმართავთ. ზ-----------------ემ აღნიშნა, რომ ექსპერტიზის დასკვნის მიღების დროს დაეყრდნო საქმის მასალებს და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებში მოცემულ ინფორმაციას. მისი განმარტებით, არ არის დადგენილი, მუხრუჭის კვალი კ-----რ მ-------–--ლის მიერ მართული ავტომანქანის რომელმა თვალმა დატოვა გზაზე. თუ აღნიშნულ კვალს დატოვებდა მარცხენა თვალი, ასეთ შემთხვევაში დადასტურდებოდა, რომ მ-------–--ლის ავტომანქანა თავის ზოლში მოძრაობდა. ზ-----------------ემ აღნიშნა, რომ ძალიან რთული იყო იმის დადგენა, თუ რომელ ავტომანქანას და მით უფრო ავტომანქანის რომელ თვალს ეკუთვნოდა მუხრუჭის კვალი.

 

ტრანსპორტი და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრის მიერ 2018 წლის 4 აპრილს გაცემული ექსპერტიზის N1-/018ატ/ტრ დასკვნით, 1. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მიკროავტობუს „მე-------- ბ--–ი ს----------“ სახ. N N--7---T--ის მძღოლ კ-----რ მ-------–--ლს შეჯახების თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა რამაც განაპირობა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა არ აღინიშნება. 2. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, მიკროავტობუს „მე-------- ბ--–ი ს----------ი“ სახ. N M--7---D--ის მძღოლ გ------ა მ-------ძის მოქმედება არ შეესაბამება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხლი 32 პუნქტი 1-ის მოთხოვნებს, რომელთა დაცვის შემთხვევაშიც შეეძლო მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება.

 

სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა რ---------–------–---–მა განმარტა, რომ არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი და ტრანსპორტი და პრობლემების კვლევის ექსპერტიზის ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი. ექსპერტიზის ჩატარების დროს გამოიყენა არსებული მეთოდიკა და დაადგინა, რომ შეჯახება მოხდა კ-----რ მ-------–--ლის მიერ მართული ავტომანქანის სამოძრაო ზოლში. მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ დაუშვებდა, რომ მუხრუჭის კვალი იქნებოდა კ-----რ მ-------–--ლის მიერ მართული ავტომანქანის მარჯვენა თვალით დატოვებული, მაშინ ავტომანქანათა განლაგება იქნებოდა განსხვავებული, რის გამოც აღნიშნული კვალი დატოვებული იყო ავტომანქანის მარცხენა თვალით, რაც ადასტურებდა კ-----რ მ-------–--ლის მიერ მართული ავტომანქანის თავის სამოძრაო ზოლში ყოფნის ფაქტს. მისი ჩვენებით აგრეთვე არ იზიარებდა იმ პოზიციას, რომ კ-----რ მ-------–--ლი გადავიდა საწინააღმდეგო ზოლში და შემდეგ დაბრუნდა თავის სამოძრაო ზოლში, რადგან საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ასეთ შემთხვევაში, საგზაო შემთხვევა ამ ფორმით არ განვითარდებოდა.

 

3.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან მხარეებმა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გარდა, სხვა არც ერთი მტკიცებულება, სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

 

განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების იმ ნაწილზე, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვთ სადავო ფაქტობრივი გარემოებების დასადგენად.

 

2017 წლის 23 აგვისტოს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ქ------–----დან უ-----ს მიმართულებით სავალ ნაწილზე, შუა გამყოფი ხაზიდან 1.3 მეტრში, ხოლო მონიშვნა ზებრიდან 7.2 მეტრ მანძილზე, ასფალტის საფარზე აღინიშნება ტალახის კოლტების მასიური ჩამონაყარი, რომელთან ახლოს ასევე ასფალტზე, ამონაკაწრებია მიმართული სავალი ნაწილის მარჯვენა ნაწილისკენ 1.1 მეტრ მანძილზე. იქვე მიმობნეულია შუშის (საქარე მინების) ნამცეცების ძირითადი მასა. ყოველივე მიუთითებს შეჯახების ადგილზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების გ------ა მ-------ძის, კ-----რ მ-------–--ლის, ი-–----------–---–ის, ჯ------–-------ძის და ოქმის შემდგენის გ----------–-------ს მიერ. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს ოქმის შინაარსთან დაკავშირებით შენიშვნა არ გამოუთქვამთ.

 

2017 წლის 23 აგვისტოს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის სქემის მიხედვით, შეჯახების ადგილი არის ქ------–----დან უ-----ს მიმართულებით არსებულ სავალ ნაწილზე. სქემაზე არსებულ ინფორმაციას ხელმოწერით ადასტურებენ, გ------ა მ-------ძე, კ-----რ მ-------–--ლი, ი-–----------–---–ი, ჯ------–-------ძე და გ----------–----აძე.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2017 წლის 29 სექტემბრის ექსპერტიზის N ს/ტ-221 დასკვნით, შეჯახების მომენტისთვის ავტომობილების „მე--------ი“-ს სახ. N N--7---T- და „მე--------ი“-ს სახე. N M--7---D- გრძივ ღერძთა შორის მახვილი კუთხე (შეჯახების კუთხე) შეადგენდა დაახლოებით 40 გრადუსს.

 

3.3. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე. თუმცა, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული გარანტიები გამოიყენება არამარტო უშუალოდ სასამართლოში საქმის განხილვისას, არამედ სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოძიების წარმოების ეტაპზე და საქმის განხილვის დამთავრების შემდეგაც.

 

საქმეში „დელკურტი ბელგიის წინააღმდეგ“ სასამართლომ განმარტა: „დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლიანი სამართალწარმოების განხორციელებას იმდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რომ მე-6 მუხლის შეზღუდულად განმარტება არ იქნებოდა შესაბამისობაში მის მდგომარეობასთან“.

 

საქმეში ,,იმბროშა შვეიცარიის წინააღმდეგ“ სასამართლომ დადგინა, რომ „მე-6 მუხლით დაცული გონივრული ვადის პრინციპი მოქმედებას იწყებს ბრალდების წაყენების მომენტიდან, ასევე მე-6 მუხლით დაცული სხვა მოთხოვნები, განსაკუთრებით 6.3. მოთხოვნა აქტუალურია ჯერ კიდევ საქმის სასამართლოსათვის გადაცემამდე და შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლება სერიოზულად შეიძლება დაირღვეს, თუ ამ უფლების გარანტიები დაცული არ იქნება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე“.

 

„გამოძიება უნდა იყოს ეფექტური იმ გაგებით, რომ შესაძლებელი იყოს ფაქტების დადგენა და პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა და დასჯა. ხელისუფლების ორგანოებმა უნდა მიიღონ ყველა საჭირო შესაძლო ზომა კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებული მტკიცებულებების, მათ შორის თვითმხილველთა ჩვენებების და ნივთმტკიცებათა მოსაპოვებლად“. (ტანრიკულუ თურქეთის წინააღმდეგ, გიული თურქეთის წინააღმდეგ).

 

„გამოძიების დასკვნები უნდა ეყრდნობოდეს ყველა შესაბამისი ფაქტის ამომწურავ, ობიექტურ და მიუკერძოებულ ანალიზს. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების ვალდებულება მხოლოდ გამოსაყენებელ ხერხებს მიეკუთვნება და არ არსებობს ბრალდების ან მსჯავრდების აბსოლუტური უფლება, გამოძიების დროს დაშვებული ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც ხელს უშლის გამოძიების მიერ საქმის გარემოებების დადგენასა თუ პასუხისმგებელი პირის გამოვლენას, ვერ აკმაყოფილებს ეფექტურობის მოთხოვნას“ (ესატ ბაირამი თურქეთის წინააღმდეგ, რამშაი და სხვები ჰოლანდიის წინააღმდეგ).

 

ზ----აღნიშნული პრეცედენტული გადაწყვეტილებების გაანალიზების საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ფართო განმარტება მისცა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რამდენადაც მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების საქმეში. სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების აუცილებელ საფუძველს და მთავარ წინაპირობას წარმოადგენს სწორედ სრულყოფილი, ეფექტური და ობიექტური გამოძიება, რომლის წარმოების ვალდებულებაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ეკისრება ბრალდების მხარეს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთ შეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია კ-----რ მ-------–--ლის დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს. წარმოდგენილი მტკიცებულებები და სასამართლო სხდომაზე დაკითხულ პირთა ჩვენებები არ არის ურთიერთთავსებადი, ისინი არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, განსხვავებული შეფასებების საფუძველს იძლევა და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ ადასტურებენ კ-----რ მ-------–--ლის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზ----აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.1- მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ კ-----რ მ-------–--ლმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული ქმედება შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მოწმეები არ არიან ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტის თვითმხილველები და მათ მიერ გადმოცემული ინფორმაცია არ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას. რაც შეეხება მოწმეების ა-–---------–--ის და ც---–--------ის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, დაინახეს, რომ მათ სამოძრაო ზოლში იყო გადმოსული შემხვედრად მოძრავი ავტომანქანა, რის გამოც მძღოლმა მკვეთრად აიღო საჭე მარცხნივ და რასაც მალე მოჰყვა შეჯახება. ც---–--------ემ ასევე მიუთითა, რომ შემხვედრმა ავტომანქანამ ასევე დაიწყო გადასვლა მის სამოძრაო ზოლში. ექსპერტი ზ-----------------ე დაეყრდნო აღნიშნულ ინფორმაციას და N0-------- ექსპერტიზის დასკვნის გამოკვლევით ნაწილში მიუთითა, რომ გ------ა მ-------ძის მიერ მართული ავტომანქანა შეჯახებამდე გადავიდა საპირისპირო მოძრაობის ზოლში, თუმცა აღნიშნა, რომ ასეთი მოქმედება გამოწვეული იყო გარდაუვალი აუცილებლობით. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სატრანსპორტო-ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N 0-------- დასკვნას ეწინააღმდეგება გ------ა მ-------ძის ჩვენება, სადაც ის აღნიშნავს, რომ ვერ მოასწრო თავისი სავალი გზის ნაწილის დატოვება და მარჯვენა მხარეს შეეჯახა შემხვედრად მოძრავი მიკროავტობუსი. სასამართლო, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, სატრანსპორტო-ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის სქემით და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის N1-/018ატ/ტრ დასკვნით, დადგენილად მიიჩნევს, რომ შეჯახება მოხდა კ-----რ მ-------–--ლის (ქ------–----დან უ-----ს მიმართულებით) სამოძრაო ზოლში. აღნიშნულ ნაწილში დასახელებული მტკიცებულებები არ ეწინააღმდეგებიან ერთმანეთს და იდენტურად ადგენენ შეჯახების ადგილს. რაც შეეხება ბრალეულობის საკითხს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სატრანსპორტო-ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N 0-------- დასკვნით, გ------ა მ-------ძის ქმედება გარდაუვალი აუცილებლობით იყო გამოწვეული და ის ვერ აიცილებდა ავტოსაგზაო შემთხვევას. ხოლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის N1-/018ატ/ტრ დასკვნით, დადგენილია, რომ გ------ა მ-------ძის არასწორმა მანევრმა გამოიწვია შეჯახება და მას, რომ ემოძრავა მისივე სამოძრაო ზოლში, პირდაპირ, დამუხრუჭების გარეშე, ავტოსაგზაო შემთხვევა გამორიცხული იქნებოდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნით ვერ დადგინდა უტყუარად კ-----რ მ-------–--ლის მხრიდან საქართველოს კანონის ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ მოთხოვნათა უგულებელყოფის ფაქტი, რადგან დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა გამორიცხავს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას. სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ შეჯახება მოხდა კ-----რ მ-------–--ლის სამოძრაო ზოლში და აღნიშნავს, რომ გ------ა მ-------ძეს ქონდა საშუალება მანევრი შეესრულებინა მარჯვნივ (ექსპერტიზის N ს/ტ-221 დასკვნით დადგენილი შეჯახების კუთხის გრადუსის გათვალისწინებით) ან/და განეგრძო პირდაპირ მოძრაობა, რაც თავიდან აარიდებდა ავტოსაგზაო შემთხვევას.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1-.1 მუხლზე, რომლითაც მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლით, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.

საქართველოს კონსტიტუციის 40.2 მუხლით, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 5.2 მუხლით, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ბრალმდებელს უფლება აქვს, უარი თქვას ბრალდებაზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33.1 მუხლით, პროკურორი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სახელმწიფოს სახელით. სასამართლოში პროკურორი არის სახელმწიფო ბრალმდებელი. მას ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე. წინამდებარე საქმეში ბრალდების მხარემ, მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დაადასტურა კ-----რ მ-------–--ლის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა. დაცვის მხარემ კი სასამართლოს წარმოუდგინა მტკიცებულება, რომელიც გამორიცხავს ბრალდების მხარის მტკიცებულებათა საფუძვლიანობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კ-----რ მ-------–--ლის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, ეფუძნება მხოლოდ ვარაუდს, რომელიც არ დადასტურდა სათანადო მტკიცებულებებით. ეჭვი კი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ხელმძღვანელობს საყოველთაოდ აღიარებული პრინციპით - „in dubio pro reo”, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

4. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კ-----რ მ-------–--ლი ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანებები) წარდგენილ ბრალდებაში. კ-----რ მ-------–--ლს უნდა განემარტოს, რომ მას აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

5. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხების გადაწყვეტა

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

სასამართლოს მიერ მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, ავტომანქანა "მე---------ბ--– ს----------ი" სახელმწიფო ნომრით N--7---T-, რომელიც დგას შპს "გ------ ა----------ის" სპეციალურ ავტოსადგომზე, უნდა დაუბრუნდეს კ-----რ მ-------–--ლს. ავტომანქანა "მე---------ბ--– ს----------ი" სახელმწიფო ნომრით M--7---D-, რომელიც დგას შპს "გ-----ა ა----------ის" სპეციალურ ავტოსადგომზე, უნდა დაუბრუნდეს გ------ა მ-------ძეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-ე-260-ე, 270-ე-272-ე, 275-ე-277-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. კ-----რ მ-------–--ლი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

2. კ-----რ მ-------–--ლს განემარტოს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

3. გაუქმდეს კ-----რ მ-------–--ლის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო. კ-----რ მ-------–--ლის (პ/ნ 5----------) მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების _ გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, 3 000 (სამი ათასი) ლარის ფარგლებში, ყადაღადადებული გიორგი მ-------–--ლის (პ/ნ 5----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, კერძოდ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობით 3---.00 კვ.მ. და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 1-0.00 კვ.მ მდებარე ხ---------–ის რაიონი სოფელი ხ------ი, საკადასტრო კოდი 3-.1-.3-.0--, გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის გამოტანიდან ერთი თვის ვადაში.

 

4. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ნივთმტკიცების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

4.1. ავტომანქანა "მე---------ბ--– ს----------ი" სახელმწიფო ნომრით N--7---T-, რომელიც დგას შპს "გ-----ა ა----------ის" სპეციალურ ავტოსადგომზე, დაუბრუნდეს კ-----რ მ-------–--ლს.

 

4.2. ავტომანქანა "მე---------ბ--– ს----------ი" სახელმწიფო ნომრით M--7---D-, რომელიც დგას შპს "გ-----ა ა----------ის" სპეციალურ ავტოსადგომზე, დაუბრუნდეს გ------ა მ-------ძეს.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბიძინა სტურუა