გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.02.2019
საქმის ნომერი
340210018002378106
კატეგორია
დავის ტიპი
სანივთო-სამართლებრივი დავები
თარიღი
14.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №340210018002378106

საქმე №2/262-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14.02.2019 წელი, ქ. გურჯაანი

 

შესავალი ნაწილი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე იოსებ აბრამიძე

სხდომის მდივანი მზია გულმაგარაშვილი

 

მოსარჩელე - შპს „ქ---------ი“

წარმომადგენელი - სო----- ჯო---ე

 

მოპასუხეები - ელ------- და-----–---–ი (მოვალე), მა-–---- თო-------–---–ი, ალ---------ე გუ-–----–---–ი, ზვ---- ღვ---–---–ი, გე----ი ჯა----–---–ი, ვა-–------ ჯი-–--–--ე, ვე-----ა ნა----–---–ი, და---- ცხ---------ე, და---- სა----–---–ი, ვა–- ოზ---–---–---–ი, ვა–- რუ--–---–ი, იო--- სა----–---–ი, გო-- ბე---–---–ი, და---- ქა-–-------–---–ი, გუ---- ას---–---–ი, შა-–-ა რო-----–---–ი, ნი----–---- მა----–-–---–ი, ნუ---ი ნა–--–-–---–ი, გო-- ჯ-----ე, რო--- ჭი---ე, შო----------ე, გუ---- ფა---–-–---–ი, ზუ--------–----–---–ი, ლა---- ღვ---–---–ი და უშ---ი ღვ---–---–ი

წარმომადგენელი - შა-–-ა ხვ---------–---–ი

 

დავის საგანი - ქონების ყადაღისგან გათავისუფლება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

ყადაღისაგან გათავისუფლდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუ--–--ში მდებარე, შპს „ქ---------ის“ ღვინის ქარხანაში არსებული 50 ტონა ღვინო - საფერავი.

 

სარჩელში მითითებულია, მითითებულია რომ შპს „ქ---------მა“, 2015 წლის იანვარში, შპს „ელ---ს“ დირექტორის - ელ------- და-----–---–ისგან შეიძინა 50 ტონა ღვინო, რისთვისაც ელ------- და-----–---–ს გადაუხადა ღვინის ღირებულება - 125 000 ლარი. აღნიშნული ღვინო წარმოადგენს შპს „ქ---------ის“ საკუთრებას, თუმცა იგი დაყადაღებულია შპს „ელ---ს“ დირექტორის - ელ------- და-----–---–ის ვალდებულების გამო.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა (კრედიტორი) წარმოდგენილი შესაგებელით და საქმის სასამართლო განხილვის დროს სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მოპასუხე ღვინის შეძენის ფაქტს და შესაბამისად, მასზე საკუთრების უფლებას ვერ ადასტურებს, არაა წარმოდგენილი არც თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და იკვეთება მოსარჩელესა და მოპასუხეს (ამ შემთხვევაში ელ------- და-----–---–ს) შორის უერთიერთშეთანხმებული მოქმედება, რაც მიზნად ისახავს მოპასუხეთა ინტერესების ხელყოფას.

 

2.2. მოპასუხე ელ------- და-----–---–ს (მოვალე) წერილობითი შესაგებელი სასამართლოში არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 18 იანვარს, შპს „ქ---------სა“ და შპს „ელ---ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება ღვინის შენახვის შესახებ, რომლის მიხედვით, შპს „ელ---მ“ შპს „ქ---------ს“ შესანახად გადასცა 50 ტონა ღვინო - „საფერავი“, 3 თვის ვადით. ხელშეკრულებას ხელს აწერენ შპს „ქ---------ის“ გენერალური დირექტორი - გი-----ი ქო---ა და შპს „ელ---ს“ დირექტორი - ელ------- და-----–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 18 იანვრის ხელშეკრულება (ს.ფ. 349-350).

 

3.1.2. 2015 წლის 12 მარტს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №0----------- საქმეზე, შპს „ელ---ს“ ხელმძღვანელი პირების მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი (ფორმა №1) (ს.ფ. 348).

 

3.1.3. 2015 წლის 27 მაისს, შპს „ქ---------ის“ მენეჯერმა - ლე--- წი-–--–-–---–მა შეადგინა ხელწერილი, რომელის მიხედვით, მან შესანახად ჩაიბარა სისხლის სამართლის საქმეზე ყადაღადადებული, შპს „ელ---ს“ დირექტორის - ბრალდებულ ელ------- და-----–---–ის კუთვნილი, განჩინებით გათვალისწინებული 50 000 ლიტრი ღვინომასალა - „საფერავი“ და იკისრა ვალდებულება რომ არ გაასხვისებს, მოუვლის და უპატრონებს მას სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 27 მაისის ხელწერილი (ს.ფ. 273).

 

3.1.4. თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 იანვრის განაჩენით (საქმე №1-------), ელ------- და-----–---–ი (დასწრების გარეშე) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით. ამავე განაჩენით, ყადაღა მოეხსნა შპს „ელ---ს“ დირექტორის კუთვნილ 50 ტონა ღვინოს, რომელიც ინახებოდა შპს „ქ---------ში“ (მდებარე - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩუ--–--ი) და დაზარალებულებისათვის დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის და საპროცესო ხარჯების ანაზრაურების მიზნით, გადაეცა სახელმწიფოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 იანვრის განაჩენი (საქმე №1-------) (ს.ფ. 255-262).

 

3.1.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 სექტემბრის განაჩენით (საქმე №----------), მსჯავრდებულ ელ------- და-----–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა - უცვლელი დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 იანვრის განაჩენი, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 09 მარტის განჩინებით (საქმე №6--------, მსჯავრდებულ ელ------- და-----–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული განსახილველად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 სექტემბრის განაჩენი (საქმე №----------) (ს.ფ. 263-269);

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 09 მარტის განჩინება (საქმე №6-------- (ს.ფ. 270-271).

 

3.1.6. გურჯაანის რაონული სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა დაზარალებულების (მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეების) - მა-–---- თო-------–---–ის, ალ---------ე გუ-–----–---–ის, ზვ---- ღვ---–---–ის, გე----ი ჯა----–---–ის, ვა-–------ ჯი-–--–--ის, ვე-----ა ნა----–---–ის, და---- ცხ---------ის, და---- სა----–---–ის, ვა–- ოზ---–---–---–ის, ვა–- რუ--–---–ის, იო--- სა----–---–ის, გო-- ბე---–---–ის, და---- ქა-–-------–---–ის, გუ---- ას---–---–ის, შა-–-ა რო-----–---–ის, ნი----–---- მა----–-–---–ის, ნუ---ი ნა–--–-–---–ის, გო-- ჯ-----ის, რო--- ჭი---ის, შო----------ის, გუ---- ფა---–-–---–ის, ზუ--------–----–---–ის, ლა---- ღვ---–---–ის და უშ---ი ღვ---–---–ის სარჩელი და ელ------- და-----–---–ს მათ სასარგებლოდ დაეკისრა მათთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (საქმე №--------) (ს.ფ. 288-297).

 

3.1.7. 2017 წლის 12 ოქტომბერს, გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 28 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, გაცემული იქნა სააღსრულებო ფუცელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 12 ოქტომბრის სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 282-287).

 

3.1.8. თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებით, თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 იანვრის განაჩენში (საქმე №1-------) შევიდა ცვლილება, რომლითაც დადგინდა, რომ „50 ტონა ღვინო, რაც ინახება შპს „ქ---------ში“ (მდებარე გურჯაანის რაიონის სოლფელი ჩუ--–--ი), პირველ რიგში მოხმარდეს დაზარალებულებისთვის დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის და შემდგომ საპროცესო ხარჯების ანაზღაურებას.“

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 თებერვლის განჩინება (საქმე №1-------) (ს.ფ.273-275).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმის შესახებ, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 20 იანვრის განაჩენში მითითებული 50 ტონა ღვინო „საფერავი“ წარმოადგენს შპს „ქ---------ის“ საკუთრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მოსარჩელე მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ღვინოზე, როგორც მოძრავ ნივთზე, გარიგების წერილობითი ფორმით დადების აუცილებლობას კანონი არ ითვალისწინებს, ხოლო იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ სადავო ღვინო შპს „ქ---------მა“ იყიდა შპს „ელ---საგან“, მოსარჩელე მხარე უთითებს შპს „ელ---ს“ დირექტორის - ელ------- და-----–---–ის წერილობით ახსნა-განმარტებასა და მოწმის - შპს „ქ---------ის“ ყოფილი მენეჯერის - ლე--- წი--–--–-–---–ის ზეპირ ახსნა-განმარტებაზე.

 

საქმეში წარმოდგენილია ნოტარიუს თი------ დე---------ის მიერ 2015 წლის 01 ივნისს შედგენილი სანოტარო აქტი №1-------- - პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით მიღებული განცხადების დადასტურების შესახებ (ს.ფ. 17-20), რომლის მიხედვით, 2015 წლის 01 ივნისს, ნოტარიუს თი------ დე---------ს, მის სანოტარო ბიუროში, ელექტრონული კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით, დაუკავშირდა ელ------- და-----–---–ი, რომელიც იყო შპს „ელ---ს“ დირექტორი, იმჟამად იმყოფებოდა უკრაინაში და სურდა ნოტარიუსის წინაშე, ონლაინ რეჟიმში შეედგინა განცხადება და დაედასტურებინა იგი სანოტარო წესით. მისივე განცხადებით, 2015 წლის 18 იანვარს, შპს „ქ---------თან“ გააფორმა შპს „ელ---ს“ კუთვნილი ღვინის (50 ტონა) შენახვის ხელშეკრულება. შესაბამისი რაოდენობის ღვინის მიტანისთანავე, იმის გამო, რომ შპს „ელ---ს“ ძალიან ესაჭიროებოდა თანხა, შპს „ქ---------ის“ თანამშრომელს - ლე--- წი-–--–-–---–ს გაუკეთა შეთავაზება ღვინის მიყიდვის თაობაზე. ლე--- წი-–--–-–---–ი დათანხმდა წინადადებას და შეთანხმდნენ ღვინის ნასყიდობის პირობებსა და ფასზე. როგორც აღნიშნულ განცხადებაში ელ------- და-----–---–ი უთითებს, 2015 წლის 18 იანვარს მან მიიღო 50 ტონა საფერავის ღირებულება - 125000 ლარი, რომელზეც მას უნდა გამოეწერა სასაქონლო ზედნადები, თუმცა ტექნიკური მიზეზების გამო, იმევ დღეს ვერ გამოწერა. ელ------- და-----–---–ი უთითებს, რომ შპს „ქ---------ის“ მიერ სრულად არის გადახდილი 50 ტონა ღვინის ღირებულება, მასზე შპს „ელ---ს“ არანაირი პრეტენზია არ გააჩნია და არც მომავალში ექნება, ხოლო ღვინის ნასყიდობის თაობაზე შესაბამისი საბუთების გაცემას (სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის ჩათვლით, ელ------- და-----–---–ი უზრუნველყოფდა პირველივე შესაძლებლობისთანავე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ელ------- და-----–---–ი არის მსჯავრდებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით), მისჯილი აქვს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით, იგი არის ძებნილი, თავს არიდებს მართლმსაჯულებას და შესაბამისად, მისი ზემოაღნიშნული წერილობითი ახსნა-განმარტება ვერ იქნება მიჩნეული სარწმუნო მტკიცებულებად.

 

რაც შეეხება ლე--- წი-–--–-–---–ს, სასამართლო სხდომაზე (იხ. 2019 წლის 17 იანვრის ოქმი: 14:19:43-14:45:46 სთ) მან მიუთითა, რომ მუშაობდა შპს „ქ---------ის“ მენეჯერად. 2015 წლის 18 იანვარს, შპს „ქ---------ის“ ღვინის ქარხანაში შპს „ელ---ს“ დირექტორმა - ელ------- და-----–---–მა შესანახად მიიტანა 50 ტონა ღვინო - საფერავი, რასთან დაკავშირებითაც გაფორმებული იქნა შენახვის ხელშეკრულება. რამოდენიმე დღის შემდეგ, ელ------- და-----–---–მა მას შესთავაზა აღნიშნული ღვინის ყიდვა. ლე--- წი-–--–-–---–ი ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა შპს „ქ---------ის“ დირექტორს - გი-----ი ქო---ას და მისგან ზეპირი თანხმობის მიღების შემდეგ, ელ------- და-----–---–ს გადაუხადა აღნიშნული ღვინის საფასური - 125 000 ლარი ნაღდი ფულით. თუმცა ტექნიკური მიზეზების გამო, იმავე დღეს მოახერხეს შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება. როგორც ლე--- წი-–--–-–---–ი უთითებს, შემდგომ დღეებში იგი ცდილობდა ელ------- და-----–---–თან დაკავშირებას, მაგრამ ვერ მოახერხა. როგორ იგი უთითებს, ელ------- და-----–---–ი მას ემალებოდა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ლე--- წი-–--–-–---–ის აღნიშნული ჩვენება ვერ ჩაითვლება ღვინის ყიდვის ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვინაიდან, მართალია კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს ნასყიდობის ხელშეკრულების ზეპირ ფორმას, მაგრამ მეწარმე სუბიექტებისათვის კანონმდებელი აწესებს გარკვეულ რეგულაციებს. კერძოდ:

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც, თუ პარტნიორთა შეთანხმებით (წესდებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

აღნიშნული კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კანონის მე-9 მუხლის პირველ პუნქტში დასახელებულ პირებსა (მოცემულ შემთხვევაში - შპს-ს დირექტორს) და ინდივიდუალურ მეწარმეს შეუძლიათ წერილობით მისცენ მინდობილობა ამა თუ იმ პირს. მინდობილობა შეიძლება ორ ან რამდენიმე პირს ერთობლივად მიეცეს და განისაზღვროს, რომ ისინი - ორივე ან ყველა ერთად წარმოადგენენ საწარმოს (საერთო მინდობილობა). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება იურიდიულ მოქმედებათა განხორციელებისას უნდა შეესაბამებოდეს მინდობილობის შინაარსს. მინდობილობის შეწყვეტისათვის აუცილებელია მისი გაუქმება ან ძალადაკარგულად აღიარება. ძალადაკარგულად აღიარება უნდა გამოქვეყნდეს საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბეჭდვით ორგანოში. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, გენერალური სავაჭრო მინდობილობის მფლობელი პირი (პროკურისტი) რეგისტრირდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. პროკურა იძლევა უფლებამოსილებას, სასამართლოში და სხვა ურთიერთობებში განხორციელდეს ყველა საქმიანობა და სამართლებრივი მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია საწარმოს ფუნქციონირებასთან.

 

კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნებიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დადასტურებული იქნას შპს „ქ---------ის“ მენეჯერის - ლე--- წი-–--–-–---–ის უფლებამოსილება - შპს „ქ---------ის“ სახელით დადოს გარიგება, საჭიროა შპს „ქ---------ის“ დირექტორის მიერ გაცემული შესაბამისი მინდობილობა ან გენერალური სავაჭრო მინდობილობა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს - ლე--- წი-–--–-–---–ი მიუთითებს, რომ ზეპირი ფორმით, რიგ შემთხვევებში ტელეფონის საშუალებით იღებდა დირექტორისაგან მითითებს და მოქმედებდა მათ შესაბამისად. ამდე----, ლე--- წი-–--–-–---–ის უფლებამოსილება გარიგების დადებაზე დადასტურებული არ არის.

 

გარდა ამისა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას - მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს), სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. შესაბამისად, შპს „ქ---------ის“ მიერ გარიგების ზეპირით ფორმით ღვინის შესყიდვის შემთხვევაშიც, გამოწერილი უნდა იყოს შესაბამისი სასაქონლო ზედნადები, რაც ასევე არ არის წარმოდგენილი მოსარჩელე მხარის მიერ.

 

ამავდროულად, საქმეში წარმოდგენილია 2015 წლის 18 იანვარს, შპს „ქ---------სა“ და შპს „ელ---ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება ღვინის შენახვის შესახებ, რომლის მიხედვით, შპს „ელ---მ“ შპს „ქ---------ს“ შესანახად გადასცა 50 ტონა ღვინო - „საფერავი“, 3 თვის ვადით. ხელშეკრულებას ხელს აწერენ შპს „ქ---------ის“ გენერალური დირექტორი - გი-----ი ქო---ა და შპს „ელ---ს“ დირექტორი - ელ------- და-----–---–ი. ასევე საქმეში წარმოდგენილია 2015 წლის 27 მაისს, შპს „ქ---------ის“ მენეჯერის - ლე--- წი-–--–-–---–ის მიერ შედგენილი ხელწერილი, რომლის მიხედვით, მან შესანახად ჩაიბარა სისხლის სამართლის საქმეზე ყადაღადადებული, შპს „ელ---ს“ დირექტორის - ბრალდებულ ელ------- და-----–---–ის კუთვნილი, განჩინებით გათვალისწინებული 50 000 ლიტრი ღვინომასალა - „საფერავი“ და იკისრა ვალდებულება რომ არ გაასხვისებს, მოუვლის და უპატრონებს მას სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო რაიმე წერილობითი მტკიცებულება იმისა, რომ სადავო ღვინო შპს „ქ---------მა“ იყიდა შპს „ელ---საგან“ და მასში გადაიხადა 125 000 ლარი, საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ქ---------ის“ მიერ შპს „ელ---საგან“ სადავო ღვინის ყიდვის ფაქტი არ დასტურდება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „ქ---------ის“ მოთხოვნა 50 ტონა ღვინო საფერავის ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ, არ უნდა იქნეს დაკმაყოფილებული.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

მოცემული სარჩელის მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლი, რომლის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ამავე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

 

აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზის მიხედვით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი, გარკვეული ცდომილების შედეგად, მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში, აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი უფლებამოსილია აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.

 

ამდენად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აღსრულების მიზნით ყადაღის დადებას ექვემდებარება მხოლოდ მოვალის საკუთრებაში არსებული ქონება, რადგან სხვისი ქონების დაყადაღებით არ შეიზღუდოს ამ ქონების მესაკუთრის უფლებები.

 

მოსარჩელე შპს „ქ---------მა“ ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული ამ უფლებით და სარჩელით მომართა სასამართლოს, მოპასუხეების: მოვალის - ელ------- და-----–---–ის და კრედიტორების - მა-–---- თო-------–---–ის, ალ---------ე გუ-–----–---–ის, ზვ---- ღვ---–---–ის, გე----ი ჯა----–---–ის, ვა-–------ ჯი-–--–--ის, ვე-----ა ნა----–---–ის, და---- ცხ---------ის, და---- სა----–---–ის, ვა–- ოზ---–---–---–ის, ვა–- რუ--–---–ის, იო--- სა----–---–ის, გო-- ბე---–---–ის, და---- ქა-–-------–---–ის, გუ---- ას---–---–ის, შა-–-ა რო-----–---–ის, ნი----–---- მა----–-–---–ის, ნუ---ი ნა–--–-–---–ის, გო-- ჯ-----ის, რო--- ჭი---ის, შო----------ის, გუ---- ფა---–-–---–ის, ზუ--------–----–---–ის, ლა---- ღვ---–---–ის და უშ---ი ღვ---–---–ის მიმართ.

 

6.3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/ და ქონების შესანახავად გადაცემას.

 

მოცემულ შეთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 27 მაისს, შპს „ქ---------ის“ მენეჯერმა - ლე--- წი-–--–-–---–მა შესანახად ჩაიბარა სისხლის სამართლის საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი და ყადაღადადებული, შპს „ელ---ს“ დირექტორის - ბრალდებულ ელ------- და-----–---–ის კუთვნილი, განჩინებით გათვალისწინებული 50 000 ლიტრი ღვინომასალა - „საფერავი“ და იკისრა ვალდებულება რომ არ გაასხვისებს, მოუვლის და უპატრონებს მას სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

6.4. სარჩელის საფუძვლიანობისა და დასაბუთებულობისათვის მთავარი საკითხია დადგინდეს ქონებაზე ყადაღის დადებით ილახება თუ არა მესამე პირის ინტერესი. მესამე პირი, რომლის ინტერესიც ილახება, ყადაღის დადების მომენტისათვის უნდა წარმოადგენდეს ქონების მესაკუთრეს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ იმის დასადასტურებლად, რომ დაყადაღებული ქონება მოსარჩელის საკუთრებაა, მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს თვით მოსარჩელემ. მოსარჩელეებს ამ ნივთების საკუთრებასთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ (იხ. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები). შესაბამისად, მტკიცებულებათა არარასებობის გამო, სასამართლო მოსარჩელის არგუმენტებს დაყადაღებული ნივთების საკუთრებასთან დაკავშირებით არ იზარებს და მიაჩნია, რომ წარმოდგენილ სარჩელს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ გააჩნია, რის გამოც, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შედგება სასამართლო ხარჯების და სასამართლოსგარეშე ხარჯებისაგან. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს წინასწარ გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 3750 ლარის ოდენობით. სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხეზე მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდევინების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში, სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის განჩინებით, სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ №A18025344 საქმეზე, შეჩერდა შპს „ქ---------ის“ მფლობელობაში არსებულ ღვინის ქარხანაში მდებარე 50 ტონა ღვინის იძულებითი რეალიზაცია გურჯაანის რაიონული სასამართლოს მიერ სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არსებობს სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე,248-249-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს „ქ---------ის“ (ს/ნ 427717713) სარჩელი, ქონების ღადაღისაგან გათავისუფლების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.

 

2. შპს „ქ---------ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3750 ლარის ოდენობით, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

3. გაუქმდეს ამ საქმეზე გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნვეყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა, აღსრულების ეროვნული ბიუროს კახეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ №A18025344 საქმეზე, შპს „ქ---------ის“ მფლობელობაში არსებულ ღვინის ქარხანაში მდებარე 50 ტონა ღვინის იძულებითი რეალიზაცია.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს (ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე იოსებ აბრამიძე