განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე#1--------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 თებერვალი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - ლაშა ჩხიკვაძე
სხდომის მდივანი - ნატო ზერეკიძე
პროკურორი: გ---–--–---–-–---–-
ადვოკატები: დ----- ჯ-------–---, მ----- წ------–-–---–-, რ----- ნ---------, ა-–---------- ა--------–---–-
ს/ს საქმე №0-----------
ბრალდებული: ვ------- ზ-------
მამის სახელი: ს------
დაბადებული: 1----------–-
პირადი ნომერი: 2----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: ლ----------------------------–-----------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ნ--–---------------------------------------------------------
პასუხისგებაში მიცემის დრო: 1----------–-
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი
აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა
დაკავების დრო: 2018 წლის 16 ივნისი, 0030 საათი
ბრალდებული: ლ--–- შ-----
მამის სახელი: ვ--------
დაბადებული: 0----------–-
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ნასამართლობა: ნასამართლობის არმქონე
რეგისტრირებული: ო----------–-----------------
ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, გ-–------------------------------------------
პასუხისგებაში მიცემის დრო: 1----------–-
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლი
აღკვეთის ღონისძიების სახე: პატიმრობა
დაკავების დრო: 2018 წლის 16 ივნისი, 0412 საათი
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა თ---–-----------------------------------–------------------- გ---–--–---–-–---–-ს შუამდგომლობა ზემდგომი პროკურორ ი----- ხ--–-–---–-ს თანხმობით, ს/ს №0----------- საქმეზე ბრალდებულ ლ--–- შ-----სთან 2019 წლის 5 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე და სისხლის სამართლის საქმე ბრალდებულ ვ------- ზ------ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
საქმის მასალების მიხედვით: ბრალდებულ ლ--–- შ-----ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა დანაშაულის შეუტყობინებლობა, იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2018 წლის 15 ივნისს, დაახლოებით 1300 საათზე თბილისში, გ-–------------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა ვ------- ზ-------, სადაც იმავე დროს იმყოფებოდა ლ--–- შ----- და ს------ მ-----. ამ უკანასკნელთან ვ------- ზ-------ს ჰქონდა კონფლიქტური დამოკიდებულება. წარსულში არსებული წყენის საფუძველზე, ვ------- ზ-------მ განზრახ მოკვლის მიზნით, დანით გულმკერდის წინა ზედაპირზე სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება მიაყენა ს------ მ-----ს. დაზიანების შედეგად ს------ მ----- შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ვ------- ზ------- მიიმალა.
ლ--–- შ-----მ იცოდა, რომ ვ------- ზ------ის მიერ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული - ს------ მ----ის განზრახ მკვლელობა, თუმცა აღნიშნულის შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოს.
2019 წლის 05 თებერვალს ბრალდებულ ლ--–- შ-----სთან დაიდო საპროცესო შეთანხმება ბრალზე და სასჯელზე გარიგების ფორმით. აღნიშნულ პროცედურაში, ბრალდებულის გარდა, მონაწილეობდა მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი რ----- ნ---------.
2019 წლის 05 თებერვალს საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა თ---–-----------------------------------–-------------------მა გ---–--–---–-–---–--, ზემდგომი პროკურორის თანხმობით და ითხოვა ბრალდებულ ლ--–- შ-----სთან 2019 წლის 05 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცება და სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე, საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
2019 წლის 05 თებერვალს სასამართლო სხდომაზე პროკურორმა გ---–--–---–-–---–-- მხარი დაუჭირა შუამდგომლობას და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვის დროს, ბრალდებულმა ლ--–- შ-----მ თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და ითხოვა საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.
2019 წლის 05 თებერვალს სასამართლო სხდომაზე პროკურორის შუამდგომლობას მხარი დაუჭირა ადვოკატმა რ----- ნ---------მ და ითხოვა საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა შეკრება და საპროცესო დამაგრება განხორციელდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და ასაბუთებენ ბრალდებულ ლ--–- შ-----ს მიმართ წარდგენილ ბრალდებას. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ლ--–- შ-----მ ჩაიდინა დანაშაულის შეუტყობინებლობა, იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით. ინკრიმინირებული ქმედების ბრალდებულ ლ--–- შ-----ს მიერ ჩადენა, გარდა ბრალდებულის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად არის დადასტურებული საქმეში არსებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით, რომლებიც დაარწმუნებდა ობიექტურ პირს, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. ამასთან, იგი აღიარებს ჩადენილს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე. წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მოწმეების გამოკითხვის ოქმებით, ჩხრეკის ოქმებით, ბრალდებულის დაკავების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
სასამართლომ სხდომაზე გამოიკვლია და დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე. საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს.
საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას ადგილი არ ჰქონია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტს, რაც შეიძლებოდა, გამხდარიყო საპროცესო შეთანხმების დამტკიცებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; იგი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ასევე სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს და მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებულია აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულისათვის ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ი’’ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები: დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, საპროცესო შეთანხმებაში ასახულია ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა და ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს. ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ საჩივრის შეტანა წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დასაბუთებულია (წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები), საქმის ფაქტობრივ გარემოებებს პროკურორმა მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება. საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული სასჯელის სახე და ზომა სამართლიანია - იგი შეესაბამება ბრალდებულის პიროვნებას და შერაცხული ბრალდების სიმძიმეს.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული აღიარებს ჩადენილს, წარსულში არ არის ნასამართლები და პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
ბრალდების არსი: ბრალდებულ ვ------- ზ-------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა განზარახ მკვლელობა.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2018 წლის 15 ივნისს, დაახლოებით 1300 საათზე თბილისში, გ-–-----------------–-------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ------- ზ-------მ წარსულში არსებული წყენის საფუძველზე, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით გულმკერდის წინა ზედაპირზე სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება მიაყენა ს------ მ-----ს. დაზიანების შედეგად ს------ მ----- შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ვ------- ზ------- მიიმალა.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სრულად არის დადასტურებული საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ შემდეგ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ვ------- ზ-------მ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 15 ივნისს შელაპარაკების ნიადაგზე ს------ მ-----ს დაარტყა დანა, რის გამოც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა, თუმცა მოკვლის განზრახვა არ ქონდა.
სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ლ--–- შ-----მ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ვ------- ზ-------ს და ს------ მ-----ს იცნობს. მოწმემ სრულად დაადასტურა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ აღიარებს ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას - დანაშაულის შეუტყობინებლობას, იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, კერძოდ იმ ფაქტს, რომ ვ------- ზ-------მ დანის დარტყმით მოკლა ს------ მ-----, თუმცა მოწმემ, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა აღნიშნულის შესახებ, არ შეატყობინა სამართალდამცავებს.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ--- ხ-----–---მა განმარტა, რომ 2018 წლის 15 ივლისს დაახლოებით 1000 საათზე იმყოფებოდა სახლთან - გ-–-----------------–-----------------------------თან, სადაც შეხვდა ძველი მეგობარი დ----- ჭ---–---–-, რომელსაც საპასპორტო მონაცემებით - ვ-------- ერქვა. ამ უკანასკნელთან ერთად ისადილა და დაახლოებით ნახევარი საათში ავტომანქანით წავიდნენ სს ,,ს----------–--------–-“ კრედიტის გადასახდელად, რა დროსაც დაურეკა მეგობარმა ლ--–- შ-----მ. შეთანხმდნენ უბანში შეხვედრაზე. შესაბამისად, მოწმე და დ----- ჭ---–---–- დაახლოებით 1200-1300 საათზე მივიდნენ ლ--–- შ-----სთან, სადაც ასევე იყო აწ გარდაცვლილი ს------ მ-----, რომელიც შემთხვევის დღეს გაიცნო. მოწმეს დარჩა შთაბეჭდილება, რომ დ-----ს და ს------ს დიდი ხანი არ ყავდათ ერთმანეთი ნანახი. ცოტახანში დ----- ჭ---–---–- ჩავიდა სიგარეტის საყიდლად, ლ--–- შ----- გავიდა საპირფარეშოში. სწორედ ამ დროს 1-- კორპუსის ეზოში არსებული კიბიდან მათთან მივიდა ვ------- ზ-------, რომელიც შემთხვევამდე დაახლოებით 10-15 დღით ადრე გააცნო ლ--–- შ-----მ. მასთან მისალმების შემდეგ, ვ------- ზ-------მ ს------ მ-----ს უთხრა გვერდზე გასულიყვნენ. მართლაც 15-20 მეტრში გავიდნენ, გზაში ხმამაღლა კამათობდნენ, ერთ-ერთმა ხელი კრა მეორეს, რა დროსაც ვ------- ზ-------მ მარჯვენა ხელით ამოიღო დანა, მოიქნია ქვევიდან ზევით და მუცლის არეში დაარტყა ს------ მ-----ს. დარტყმის შემდეგ ვ------- ზ------- გაიქცა კიბეებისკენ, ს------ მ----- კი მოწმისკენ გამოიქცა, მას მუცელზე ედო ხელი, თუმცა სისხლი არ ქონდა, რის გამოც მან იფიქრა, რომ მსუბუქად იყო დაჭრილი და დაბნეულმა ავტომანქანით დატოვა შემთხვევის ადგილი. მოწმემ განმარტა, რომ შემთხვევის ადგილის დატოვებისას ს------ მ-----მ წინ ჩაურბინა, თუმცა მისი წაქცევა არ დაუნახავს. გზაში შეხვდა დ----- ჭ---–---–-, რომელიც სიგარეტზე იყო გასული. უთხრა რომ ვიღაც დაჭრეს. მოწმემ დ-----ს მოუყვა მომხდარის შესახებ, რის შემდეგაც გადაწყვიტეს შემთხვევის ადგილს გასცლოდნენ. დაახლოებით 2 საათში რძალმა უთხრა, რომ გ-–----–- მკვლელობა მოხდა. მიხვდა, რომ ს------ მ----- მოკვდა. სახლში მისულს კარებთან დახვდა ლ--–- შ-----, რომელმაც მოაყოლა მომხდარის შესახებ და თავის მხრივ თქვა: ,,ჩემთან მოსული კაცი როგორ მოკლა“. მოწმემ განმარტა, რომ დაჭრამდე ს------ მ-----ს ხელში ეჭირა ტელეფონი, ცივი იარაღი არ ქონდა, ჯიბეში რაღაც ნივთი ედო, თუმცა სიგარეტი იყო თუ დანა, არ იცის. დანის პირი და დარტყმის ფაქტი კარგად დაინახა, ამ დროს ლ--–- შ----- შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა.
სასამართლო სხდომაზე მოწმე მ---- მ-----მ განმარტა, რომ არის ს------ მ----ის დედა. ბრალდებულებს იცნობს, ლ--–- შ----- გვარად იყო ტ------–-, ხოლო ვ------- ზ------- - ვ----- ჭ----------. გარდაცვლილი ს------ მ----- და ბრალდებულები მეგობრობდნენ. 2015 წელს ვ------- ზ------- ს------ მ-----მ მიიყვანა სახლში და გაუშალეს სუფრა, რა დროსაც ვ------- ზ-------მ ს------ მ-----ს შეთავაზა დანაშაულის ჩადენა, რაზეც ამ უკანაკნელმა უთხრა უარი. უარის გამო ვ------- ზ-------მ შეურაცხყოფა მიაყენა, საბოლოოდ კი ამ ფაქტის გამო ს------ მ-----მ დანით დაჭრა ვ------- ზ-------. იმ დროიდან მოყოლებული ეს უკანასკნელი ეძებდა ს------ მ-----ს, რათა შური ეძია და მოეკლა. ს------ მ-----ს აფრთხილებდნენ, რომ ვ------- ზ------- ეძებდა მოსაკლავად. ს------ პასუხობდა, რომ ის მართალი იყო და მათი საქმე უკვე გარჩეული იყო. მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე, ს------ მ-----ს სთხოვეს 100 ლარის გადარიცხვა ავადმყოფი ბავშვის დასახმარებლად, რისთვისაც 2018 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 1130 საათზე გავიდა ქუჩაში, თუმცა ის მოატყუეს და მოკლეს. მკვლელობამდე მოწმემ რამდენჯერმე დაურეკა შვილს, რა დროსაც ს------ მ-----მ აღელვებული ხმით უპასუხა: ,,მოვალ დედიკო“. შემდეგ ზარზე პოლიციის თანამშრომელმა უპასუხა და სთხოვა განყოფილებაში მისულიყო, სადაც უთხრეს, რომ ს------ მ----- მოკლული იყო.
სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-–-----------მ განმარტა, რომ არის ტაქსის მძღოლი. 2018 წლის 15 ივლისს, გ-–-----ს მ--- და მ--- მ------ რაიონებს შორის გააჩერა ახალგაზრდა ბიჭმა და წაიყვანა ნ--–-----ის ქუჩაზე, სადაც კლიენტმა სთხოვა 5 წუთით დალოდება, დაბრუნებული უკან სავარძელზე დაჯდა, თან ქონდა ჩანთა, ნ--–-----ის ქუჩიდან მიიყვანა ვ-–----–----–-- გამზირის ბოლოში და დატოვა. მოწმემ განმარტა, რომ ფოტოსურათით ამოიცნო აღნიშნული მგზავრი, რომელიც თავდაპირველად ავტომანქანის წინა სავარძელზე დაჯდა, ნ--–-----ის ქუჩაზე კი ჩანთის აღების შემდეგ უკან სავარძელზე. გზად მგზავრი ცდილობდა დარეკვას, თუმცა ანგარიშზე ფული არ ქონდა, რის გამოც ისარგებლა მისი ტელეფონით. მოწმემ განმარტა, რომ მან მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, ამასთან ადასტურებს, რომ ერთ-ერთი ბრალდებული არის სწორედ ის მამაკაცი, ვინც 2019 წლის 15 ივლისს დაემგზავრა გ-–-----დან ვ-–----–----–-მდე.
სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ---- ჯ---–------მ განმარტა, რომ 2018 წლის 15 ივლისს, 1310 საათზე მივიდა სახლში - გ-–-----ს 4---------ში, ეზოში სიმშვიდე იყო. დაახლოებით ნახევარ საათში სახლიდან გამოსულმა სადარბაზოსთან მარჯვენა მხარეს დაინახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების და ს----------–-- პოლიციის ავტომანქანები, მიწაზე იწვა ახალგაზრდა ბიჭი. მისთვის უცნობია, რა მოხდა. დაახლეობით 15 წუთი გაჩერდა შემთხვევის ადგილას.
სასამართლო სხდომაზე მოწმე დ----- ც-----–---–მა განმარტა, რომ მუშაობს ფეხსაცმლის შემკეთებლად. მისი ჯიხურის ფანჯარა იყურება 1---ე კორპუსისკენ. 2018 წლის 15 ივლისს, დაახლოებით 1100-1200 საათზე დაინახა ლ--–- შ-----, რომელიც ორ ადამიანთან ერთად იყო და ტელეფონით საუბრობდა. უშუალოდ მომხდარი ფაქტის შესახებ არაფერი იცის, ჯიხურიდან გასულს ტაქსის მძღოლმა კითხა, თუ ვინ მოკლეს. სწორედ ამის შემდეგ დაინახა შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო და ს----------–-- პოლიციის ავტომანქანები და ახალგაზრდა ბიჭი, რომლიც მიწაზე იწვა. მოწმემ განმარტა, რომ მას არ გაუგია არც ჩხუბის და არც გინების ხმა.
გარდა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა, ვ------- ზ------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება სრულად არის დადასტურებული საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების ჩვენებებით, ამოცნობის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმებით, შემავალ-გამავალი ზარების დეტალური ნუსხის დათვალიერების შესახებ ოქმით, ექსპერტიზის დასკვნებით და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, რომლებზეც მხარეები პრეიუდიციულად შეთანხმდნენ, როგორც უდავო მტკიცებულებებზე და ამ მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია განზრახ მკვლელობა, რომლის შემადგენლობის სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტებია - პირის განზრახი (პირდაპირი ან არაპირდაპირი) ქმედება მიმართული ადამიანის სიცოცხლის მოსპობისაკენ, რომლის შედეგია სიკვდილი. განმსაზღვრელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა პირის მიერ განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს - სიკვდილს შორის, ურომლისოდაც ქმედების განზრახ მკვლელობით კვალიფიკაცია ვერ მოხდება.
საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით უტყუარად დადგენილია ის ფაქტი, რომ სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება, გარდაცვლილ ს------ მ-----ს უშუალოდ ვ------- ზ-------მ მიაყენა. აღნიშნულს არ უარყოფს ასევე თავად ბრალდებული - ვ------- ზ------- და მიუხედავად იმისა, რომ არ სურს დეტალების გახსენება, განმარტავს, რომ მას არ ქონდა მოკვლის განზრახვა. თუმცა სასამართლო ხაზს უსვამს ბრალდებულის ქცევას შემთხვევის ადგილზე მისვლიდან დანაშაულის დამთავრებამდე და შემდგომ. მოწმე ნ--- ხ-----–---ის განმარტებით ვ------- ზ-------მ მისვლისთანავე გვერდზე იხმო ს------ მ-----, გზად ხმამაღლა კამათობდნენ, მისგან დაახლოებით 15-20 მეტრით დაშორებისას ვ------- ზ-------მ მარჯვენა ხელით ამოიღო დანა და ქვევიდან ზევით მოქნეული დაარტყა მუცლის არეში.
ნ--- ხ-----–---ის ჩვენება ერთგვარად ნათელს ფენს ასევე ვ------- ზ------ის მოტივს - წარსულში არსებული წყენის კუთხით, რადგან მისი ჩვენების თანახმად, ბრალდებულმა მისვლისთანავე გაიყვანა ს------ მ-----, რაც მიანიშნებს მათ შორის უკვე არსებულ დაძაბულობაზე, მითუფრო იმ ფონზე, რომ ,,გვერდზე გასვლისას“ გზაში ხმამაღლა კამათობდნენ და ერთ-ერთმა ხელი კრა მეორეს, რის შემდეგაც დანის დარტყმა იმავდროულად და დროში ძალიან სწრაფად მოხდა.
ამასთან, ბრალდებულსა და გარდაცვლილს შორის არსებული კონფლიქტის თაობაზე სასამართლოს ინფორმაცია დაუდასტურა ასევე მოწმე მ---- მ-----მაც.
გარდა ამისა მნიშვნელოვანია ბრალდებულ - ვ------- ზ------ის დამოკიდებულება დამდგარი შედეგისადმი, რაც ცალსახად მიუთითებს განზრახვის მოტივზე - ერთგვარ შურისძიებაზე და მიზანზე, მჩხვლეტავ-მჭრელის საგნის - დანის სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის ნაწილში - გულმკერდის წინა ზედაპირზე დარტყმით - მოესპო სიცოცხლე ს------ მ----ისათვის, რაც შედეგობრივად დადგა კიდეც.
აღნიშნული ასევე დადასტურებულია - 2018 წლის 24 აგვისტოს სს----–------------------------------------------------------------------------–----------- დასკვნით, რომლის თანახმადაც: ს------ მ----ის სიკვდილის მიზეზია გულმკერდის წინა ზედაპირზე არსებული, გულში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, პარიკარდიუმის ღრუს სისხლით და სისხლის კოლტებით ტამპონადით.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებითა და თავად ბრალდებულ ვ------- ზ------ის ჩვენების ანალიზით უტყუარად დადასტურებულია, რომ 2018 წლის 15 ივნისს, დაახლოებით 1300 საათზე თბილისში, გ-–-----------------–-------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ------- ზ-------მ განზრახ მოკვლის მიზნით, დანით გულმკერდის წინა ზედაპირზე სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება მიაყენა ს------ მ-----ს, რამაც შედეგობრივად გამოიწვია ს------ მ----ის შემთხვევის ადგილზე გარდაცვალება. თავად ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან დანაშაულის ჩადენისთანავე მიიმალა.
ასევე, უტყუარად დადასტურებულია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლ--–- შ-----მ იცოდა ვ------- ზ------ის მიერ ს------ მ----ის მკვლელობის ფაქტი, აღნიშნულის შესახებ არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.
სასამართლო განმარტავს, რომ ვ------- ზ------ის ჩვენება არ არის დეტალური და არ ასახავს ჩადენილი დანაშაულის მიზეზსა და მოტივს, თუმცა მან სხდომაზე დაკითხულ მოწმეებთან ერთად დაადასტურა ის ფაქტი, რომ 2018 წლის 15 ივნისს 1300 საათზე თბილისში, გ-–-----------------–-------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დანით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა ს------ მ-----ს და სწორედ მის მიერ განხორციელებული დარტყმა გახდა ამ უკანასკნელის გარდაცვალების მიზეზი.
სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს 2018 წლის 13 სექტემბრის სს----–------------------------------------------------------------------------–----------- დასკვნაზე, რომლის თანახმადაც: ვ------- ზ------- ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ბრალად შერაცხულ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს რაიმე ფსიქტიკური აშლილობა არ აღენიშნებოდა და მას შეეძლო გაეცნობიერება თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ვ------- ზ-------ს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ვ------- ზ-------ს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი. ფსიქიკური ავადმყოფობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, ვ------- ზ------- დაავადებული არ არის. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით სტაციონარულ იძულებით და არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ მკურნალობას არ საჭიროებს.
ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ვ------- ზ-------მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-15 წლამდე ვადით.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნებას, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დანაშაულის ჩადენის შემდგომ მის ქცევას, ასევე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. ამ კუთხით სასამართლო ერთის მხრივ ითვალისწინებს დანაშაულის სახეს, რომელიც მაღალი სოციალური საშიშროების შემცველია, მეორეს მხრივ კი იმ გარემოებას, რომ ვ------- ზ-------მ სასამართლო სხდომაზე პრაქტიკულად დაადასტურა ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ვ------- ზ-------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასამართლოLOგანმარტავს, რომ სიცოცხლის უფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და მისი ხელყოფისაკენ მიმართული დანაშაული განსაკუთრებულ პრევენციას და მკაცრ მიდგომებს საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულ ვ------- ზ------ის გამოსწორება შეუძლებელია საზოგადოებისაგან მისი იზოლაციის გარეშე და შესაბამისად, მისი პიროვნებიდან და ჩადენილი ქმედების სიმძიმიდან გამომდინარე, მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნას შედარებით მკაცრი სასჯელის სახე, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დანაშაულის პრევენციასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 93-94-ე, 209-215; 255-ე, 258-ე, 268-269-ე, 277-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ---–-----------------------------------–-------------------ის გ---–--–---–-–---–-ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
დამტკიცდეს 2019 წლის 05 თებერვალს თ---–-----------------------------------–------------------- გ---–--–---–-–---–ს (ზემდგომი პროკურორის ი----- ხ--–-–---–-ს თანხმობით) ბრალდებულ ლ--–- შ-----სა და ადვოკატ რ----- ნ---------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.
ლ--–- შ----- (პ№6----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით (ძვ. რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02(ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული ძირითადი სასჯელიდან ნაწილი - 01(ერთი) განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 01(ერთი) წელი თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, პირობით არ იქნას გამოყენებული და გამოსაცდელ ვადად ლ--–- შ-----ს განესაზღვროს 01(ერთი) წელი. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 5.000(ხუთიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ლ--–- შ-----ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან - 2018 წლის 16 ივნისის 0412 საათიდან.
ლ--–- შ-----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.
ვ------- ზ------- (პ№2----------) ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით.
სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ვ------- ზ-------ს დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროიდან - 2018 წლის 16 ივნისის 0030 საათიდან.
ვ------- ზ------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმდეს.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა 01 ცალ ლაზერულ დისკზე, ავტომანქანა ,,ფოლკსვაგენ პასატის“ სახ. ნომრით P-------- დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები 01 ლაზერულ დისკზე, ავტომანქანა ,,ლექსუსის“ სახ. ნომრით A-------- ჩხრეკის დროს გადაღებული ფოტოსურათები 01 ცალ ლაზერულ დისკზე; ავტომანქანა ,,ოპელ-ზაფირას“ სახ. ნომრით E-------- ჩხრეკის ჩატარების დროს გადაღებული ფოტოსურათები 01 ლაზერულ დისკზე, შპს ,,მ----------დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია 01 ცალ ლაზერულ დისკზე, შპს ,,ჯ------–-დან“ გამოთხოვილი ინფორმაცია 01 ლაზერულ დისკზე, ა---- შ-----ს სხეულზე არსებული დაზიანებების ამსახველი ფოტომასალა ლაზერულ დისკზე, შპს ,,ს-----------–---------------“ გ--–---ს ავტოგასამართი სადგურის ვიდეო ჩანაწერი 01 ცალ მეხსიერების ბარათთან ერთად, შპს ,,--“ სუპერმარკეტის ვიდეო ჩანაწერები 01 ცალ მეხსიერების ბარათთან ერთად, ლ---------------------------ში მდებარე სუპერმარკეტის ვიდეო ჩანაწერები 01 ცალ მეხსიერების ბარათთან ერთად, შპს ,,ს-–---- გ-–-----ს“ ვიდეო ჩანაწერები 02 ცალ მეხსიერების ბარათთან ერთად, რ--------------------------ში მდებარე მარკეტ შპს ,,1----–-----–-----“ ვიდეო ჩანაწერები თანდართულ 01 ცალ მეხსიერების ბარათთან ერთად, შპს ,,ე-----------“ ვიდეო ჩანაწერები თანდართულ 02 ცალ მეხსიერების ბარათთან ერთად, რესტორან ,,ღ-----------“’ ვიდეო ჩანაწერები 01 ცალ მეხსიერების ბარათთან ერთად, შპს ,,მ------------“ ვიდეო ჩანაწერები თანდართულ 01 ცალ მეხსიერების ბარათთან ერთად, შპს ,,ფ------------“ ვიდეო ჩანაწერები თანდართულ 02 ცალ მეხსიერების ბარათთან ერთად, შპს ,,ს------“ ვიდეო ჩანაწერები თანდართული 02 ცალ მეხსიერების ბარათთან ერთად, კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული პორტატული კომპიუტერის მეხსიერებაში არსებული ინფორმაცია 29 ლაზერულ დისკთან ერთად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.
01 ცალი მცირე ზომის ხელჩანთა მასში არსებული 02 ცალი მობილური ტელეფონით და 07 ცალი სანთებლით, ამოღებული ავტომანქანა ,,ლექსუსიდან“, F---------- 01 ცალი სპორტული ჩანთა მასში არსებული ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, საყოფაცხოვრებო და პირადი ჰიგიენური ნივთებით, ამოღებული ავრ-----ქანა ,,ლექსუსისდან“ F---------- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
ბრალდებულ ვ------- ზ------ის ნერწყვის ნიმუში F---------, ბრალდებულ ვ------- ზ------ის იღლიებიდან ამოღებული ანაწმენდები F---------, შემთხვევის ადგილიდან აღებული სუნის ნიმუში F----------- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
01 ცალი საფულე, 01 ცალი სანთებელა და 01 ცალი ნაჭერი, ამოღებული შემთხვევის ადგილიდან F---------, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მზის სათვალე, ცხვირსახოცი, სიგარეტის გახსნილი კოლოფი F---------, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 01 ცალი მაჯის საათი F---------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული N1, N2 , N3, N4 ობიექტები ასფალტის ამონატეხები F---------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული 01 ცალი მობილური ტელეფონი ,,ჰუავეი’’ F---------, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
რ------------------------- ბრალდებულ ვ. ზ------ის დროებითი სახლიდან, ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა F---------- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
რ------------------- ბრალდებულ ვ. ზ------ის დროებითი სახლიდან, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული 01 ცალი ლეპტოპი დამტენთან ერთად F---------, ასევე რ-------------------------- ბრალდებულ ვ. ზ-------ს დროებითი სახლიდან, ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებული საქართველოს მოქალაქის პასპორტი F---------, დალუქული 01 ცალი შავი ფერის ავტომანქანა ,,ლექსუსი“, სახელმწიფო ნომრით A-------- 27/5 ლუქით, ბრალდებულ ვ. ზ------ის ტანსაცმელი, ბოტასები 27/5 ლუქით, თ---------- გ-------------ს ფეხსაცმლები 27/5 ლუქით, ბრალდებულ ლ--–- შ-----ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი ,,აიფონი’’ და პირადობის მოწმობა 27/5 ლუქით, ვ------- ჭ---–---–-ს ტანსაცმელი 27/5 ლუქით, მოწმე ხ-----–---ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 27/5 ლუქით, თ---------- გ-------------ს ტანსაცმელი 27/5 ლუქით, ბრალდებულ ლ--–- შ-----ს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 27/5 ლუქით, ვ------- ჭ---–---–-ს ფეხსაცმელი 27/5 ლუქი, გარდაცვლილ ს------ მ----ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილ პირს.
გარდაცვლილ ს------ მ----ის თმის და ფრჩხილის ნიმუშები, სისხლის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
გარდაცვლილ ს------ მ----ის ნაცხის ნიმუშები, გარდაცვლილ ს------ მ----ის დაქტილობარათი, თ---------- გ-------------ს ნერწყვის ნიმუში, ლ--–- შ-----ს ნერწყვის ნიმუში, ვ------- ჭ---–---–-ს ნერწყვის ნიმუში, ნ--- ხ-----–---ის ნერწყვის ნიმუში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში, უფლება აქვს, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების მოთხოვნით, თუ მიაჩნია, რომ ა) საპროცესო შეთანხმება იძულებით, დაშინებით, მოტყუებით, ძალადობით ან მუქარით დაიდო, ბ) ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ არ არსებობდა საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, ან დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში, პროკურორი უფლებამოსილია, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს მხარეების მიერ, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ლაშა ჩხიკვაძე