გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.02.2019
საქმის ნომერი
421210018002747378
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
14.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 4-----------------

N2/247-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14.02.201- წ. ქ. ყვარელი

შესავალი ნაწილი

ყვარლის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე

სხდომის მდივანი გვანცა სოლოღაშვილი

მოსარჩელე ბე--- ბა–--–-–--ლი

წარმომადგენელი ბი---- პა-----–--ლი

მოპასუხე- დო---- ბა–--–-–--ლი, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა;

წარმომადგენელი - თე- ჩი-–-------–--ლი, მა----–- ხა------–--ლი-ღვ--–-ძე;

დავის საგანი - სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. 2016 წლის 1- ივლისს ნოტარიუს ცი--–- კა–--–---–-- მიერ მამკვიდრებელ ელ------- ბა–--–-–--ლის დანაშთ ქონებაზე დო---- ბა–--–-–--ლის მიმართ გაცემული სამკვიდრო მოწმობის, ქონების 1/2 წილზე გაუქმების თაობაზე.

1.2. ბე--- ბა–--–-–--ლის, 200- წლის 2- მარტს გარდაცვლილი ელ------- ბა–--–-–--ლის დანაშთი ქონების 1/2 წილზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.

სარჩელის საფუძვლები:

მოსარჩელე განმარტავს, რომ მოპასუხე დო---- ბა–--–-–--ლი არის მისი რძალი, 2015 წლის 2- აპრილს გარდაცვლილი ძმის, ნი----–---- ბა–--–-–--ლის, ცოლი. მისი მშობლები იყვნენ ელ------- და ქე------ ბა–--–-–--ლები. მოსარჩელე 1975 წლიდან ცხოვრობს რუსეთის ფედე---ციაში. 200- წელის 27 მარტს გარდაეცვალა მამა ელ------- ბა–--–-–--ლი, 2012 წლის 27 ივნისს გარდაეცვალა დედა ქე------ ბა–--–-–--ლი, მშობლები რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფებოდნენ. მამას, ელ------- ბა–--–-–--ლს დარჩა სამი შვილი, მოსარჩელე- ბე--- ბა–--–-–--ლი, მისი ძმა ნი----–---- ბა–--–-–--ლი, რომელიც გარდაიცვ--–- 2015 წლის 2- აპრილს და და - ბა----–-- ჭი---–-–--ლი. მამის დანაშთი ქონება ფაქტიური ფლობით მიღებული ჰქონდა მოსარჩელის ძმას ნი----–---- ბა–--–-–--ლს და მისი გარდაცვალების შემდეგ მისი დანაშთი ქონება მიიღეს მისმა პირველი რიგის მემკვიდრეებმა ქე------, ლა------ და დო---- ბა–--–-–--ლებმა, შემდეგ ქე------ და ლა------ ბა–--–-–--ლებმა დედას დო---- ბა–--–-–--ლს აჩუქეს თავიანთი წილი და ამჟამად მთელი ქონების მფლობელია დო---- ბა–--–-–--ლი. მამის დანაშთ ქონებაზე უარი თქვა მოსარჩელის დამ ბა----–-- ჭი---–-–--ლმა.

 

მოსარჩელემ, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის გამო, ვინაიდან გართულებული იყო საზღვრის კვეთა, ვერ შეძლო საქართველოში ჩამოსვლა, ასევე იმ პერიოდში არ არსებობდა სკაიპით რწუმების გაცემის სერვისი და მან ვერ შეძლო სამკვიდროს მიღება. მოსარჩელემ მხოლოდ 2013 წელს შეძლო საქართველოში ჩამოსვლა.

 

რაც შეეხება სამკვიდრო მოწმობის გაცემას ნოტარიუს ცი--–- კა–--–---–-- მიერ, მიაჩნია, რომ კანონი დარიღვა, რადგან ნოტარიუსი ინფორმორებული იყო, რომ არსებობდა მემკვიდრე ბე--- ბა–--–-–--ლის სახით, მაგრამ მან ეს არ გაითვალისწინა და სამკვიდრო მოწმობა გასცა ქე------, ლა------ და დო---- ბა–--–-–--ლებზე.

 

მოსარჩელეს ნოტარიუსის მიერ 2016 წლის 1- მაისის დადგენილებით უარი ეთქვა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადის გაშვების გამო, მაგრამ მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მას სამკვიდროს მიღების ვადა საპატიოდ უნდა ჩაეთვალოს, რადგან როგორც უკვე აღნიშნა მისთვის 200- წლის ომის შემდეგ შეუძლებელი იყო საზღვრის კვეთა და ვერც სკაიპის საშუალებით ვერ მოახდენდა შესაბამისი დოკუმენტის გაცემას, რათა მამკვიდრეობა მიეღო.

 

მოსარჩელე ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი 2016 წლის 1- ივლისს ნოტარიუს ცი--–- კა–--–---–-- მიერ მამკვიდრებელ ელ------- ბა–--–-–--ლის დანაშთ ქონებაზე დო---- ბა–--–-–--ლის მიმართ გაცემული სამკვიდრო მოწმობა ქონების 1/2 წილზე და ბე--- ბა–--–-–--ლი ცნობილი იქნას 200- წლის 2- მარტს გარდაცვლილი ელ------- ბა–--–-–--ლის დანაშთი ქონების 1/2 წილზე მესაკუთრედ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე დო---- ბა–--–-–--ლმა სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ აღნიშნული ქონება ფაქტიური ფლობით მიღებული ჰქონდა მის მეუღლეს ნი----–---- ბა–--–-–--ლს და შემდეგ ფაქტიური ფლობით მიიღეს მისმა პირველი რიგის მემკვიდრეებმა. რაც შეეხება მოსარჩელეს მას მამის ქონება არც ფაქტიური ფლობით და არც სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანით არ მიუღია. მას საერთოდ არ აინტერესებდა აღნიშნული ქონება, მაგრამ რაც გაიგო, რომ მოსარჩელე აპირებდა ოჯახის შექმნას, ამაზე განაწყენდა და სურს, რომ წაართვას ქონება.

2.2. მოპასუხე სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენელი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. ბე--- ბა–--–-–--ლი და ელ------- ბა–--–-–--ლი არიან მამა-შვილი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაბადების მოწმობა.

3.1.2. გარდაცვალების მოწმობის N5---------- მიხედვით, ელ------- ბა–--–-–--ლი გარდაიცვალა 200- წლის 2- მარტს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-გარდაცვალების მოწმობაN5---------- (იხ. ს.ფ.21).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ნოტარიუს ცი--–- კა–--–---–-- მიერ 1-.07.2016წ. გაცემული სანოტარო აქტის საფუძველზე გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა ქე------ ბა–--–-–--ლის, დო---- ბა–--–-–--ლის და ლა------ ბა–--–-–--ლის მიმართ, როგორც ნი----–---- ბა–--–-–--ლის პირველი რიგის მემკვიდრეების მიმართ, მამკვიდრებლის ნი----–---- ბა–--–-–--ლის დანაშთ ქონებაზე, რომელშიც შედის ნი----–---- ბა–--–-–--ლის მამის, გარდაცვლილი ელ------- ბა–--–-–--ლის დანაშთი უძრავი ქონება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნოტარიუს ცი--–- კა–--–---–-- მიერ 1-.07.2016წ. გაცემული N1-------- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 24 - 26)

- 3.2.2. ნოტარიუს ნი--- ჩა---------- 2016 წლის 1- მაისის სანოტარო აქტი, სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მოსარჩელე ბე--- ბა–--–-–--ლის მიმართ სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადის გაშვების გამო.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

ნოტარიუს ნი--- ჩა---------- 1-.0-.2016 წლის დადგენილება.

- მოასუხე მხარის ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3.2.4. 2018 წლის 04 ოქტომბრის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით უძრავ ქონებაზე მდებარე: ყვარელი, სოფელი ს----- ს/კ: 5--0-.5-.0--, ჩუქების ხელშეკრულების 0-.0-.2016 წლის, მესაკუთრედ აღრიცხულია დო---- ბა–--–-–--ლი (პ/ნ 4----------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ს.ფ.29-30).

 

3.2.6. სასამართლო დადგენილად ვერ მიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელემ, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ იმიტომ ვერ მიიღო მამის დანაშთი ქონება, რომ ცხოვრობს რა რუსეთში, 2008 წელს მოხდა რუსეთ-საქართველოს ომი და საზღვრის კვეთა იყო შეუძლებელი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის ზოგად სტანდარტს, კერძოდ, იგი ადგენს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს: ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას ვინც უარყოფს“-,,affirmanti, non legati, incumbit probatio“.

 

საქმის მასალებიდან ნათლად იკვეთება, რომ ელ------- ბა–--–-–--ლი გარდაიცვალა 2009 წლის 2- მარტს და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან გასული იყო 1 წელი. ამ პერიოდში არსებობდა ნოტარიუსთან სკაიპით დაკავშირების სერვისი და სურვილის შემთხვევაში შესაძლებელი იყო წარმომადგენლის მეშვეობით მიეღო მოსარჩელეს სამკვიდრო.

სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოწმეები ბა----–-- ბა–--–-–--ლი, რომელიც არის მოსარჩელის და, და რომელმაც უარი თქვა მამის დანაშთ ქონებაზე თავისი ძმის ნი----–---- ბა–--–-–--ლის სასარგებლოდ. მოწმემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ბე--- ბა–--–-–--ლი მამის დაკრძალვაზე არ ჩამოსულა და იგი ჩამოვიდა 2013 წელს, ასევე დაადასტურა, რომ ფულს აგზავნიდა და გაარემონტა სახლის 2 ოთახი მამის სიცოცხლეში. სადაო სახლში ნი----–---- ბა–--–-–--ლი ცხოვრობდა და მანაც გაარემონტა სახლი. არავინ არ აპირებდა რაიმეს მთხოვნას კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. თვითონ მან უარი თქვა სამკვიდროზე ძმების სასარგებლოდ.

ასევე დაიკითხა ვე--- ყე----–--ლი, რომელმაც განაცხადა, რომ ნი----–---- და ბე--- ბა–--–-–--ლები არიან დედმამიშვილები. ბე---ი 20-22 წლის იყო, რომ რუსეთში წავიდა საცხოვრებლად და იქ ცხოვრობს დღემდე. პერიოდულად ჩამოდიოდა. მათი მამა ელ------- ბა–--–-–--ლი გასცილდა ცოლს და საცხოვრებლად გადავიდა ყვარლის რაიონის სოფელ ალმატში. მოხდა სოფლის ამხანაგური სასამართლოს მიერ ოჯახის გაყრა და 2 ოთახი მიეკუთვნა ბე--- ბა–--–-–--ლს და მის დედას, ნი----–---- ბა–--–-–--ლს და მის მეუღლეს მომდევნო ოთახი და ე.წ. ტუმბოჩკა ოთახები მიეკუთვნა ელ------- ბა–--–-–--ლს. მოწმემ განმარტა, რომ მამის სიკვდილის შემდეგ მოსარჩელეს მამის ქონება არ მიუღია.

 

ასევე დაიკითხა მა---- სა-------–--ლი, რომელმაც დაადასტურა ვე--- ყე----–--ლის ნათქვამი და განმარტა, რომ იგი მუშაობდა სოფლის საკრებულოში და მან შეადგინა ოჯახის გაყრის აქტი, მაგრამ არსად არ მომხდარა მისი რეგისტრაცია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი, სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებისათვის, დადგენილია საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით. ნორმის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, არამედ, სასამართლო დასაშვებად ცნობილ მტკიცებულებებს აფასებს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რა დროსაც ხდება მათი როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლიობაში შესწავლა, სწორედ ამ გზით არკვევს სასამართლო კონკრეტული მტკიცებულების დამაჯერებლობას, მის იურიდიულ სარწმუნოობას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან ვერ დადასტურდა, რომ მოსარჩელეს ჰქონდა რაიმე ისეთი გარემოება, რომ სამკვიდრო ვერ მიიღო კანონით დადგენილ ვადაში ობიექტური მიზეზების გამო.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან მოსარჩელის მიერ ვერ დადასტურდა მის მიერ მამკვიდრებლის დანაშთი ქონების კანონით დადგენილ დროში და დადგენილი ფორმით მიღების ფაქტი, სარჩელი მოპასუხის მიმართ გაცემულ სამკვიდრო მოწმობის გაუქმების შესახებ მამის ქონების 1/2 ნაწილზე და მამის ქონების 1/2 წილის მესაკუთრედ აღიარების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე, 1423-ე, 1424-ე, 1426-ე, მუხლები.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. მოპასუხემ სამკვიდრო მიიღო, როგორც მეუღლის ნი----–---- ბა–--–-–--ლის პირველი რიგის მემკვიდრემ და მეუღლის დანაშთ ქონებაში შედიოდა მამამთილის ელ------- ბა–--–-–--ლის ქონებაც. აღნიშნულზე გაიცა 1-.07.2016 წელს სამკვიდრო მოწმობა N1--------, სადაც სამი პირველი რიგის მემკვიდრეა, კერძო: ქე------ ბა–--–-–--ლი, დო---- ბა–--–-–--ლი და ლა------ ბა–--–-–--ლი. საქმის მასალების მიხედვით, შემდგომ ქე------ ბა–--–-–--ლმა და ლა------ ბა–--–-–--ლმა, რომლებიც არის მამკვიდრებლის ნი----–---- ბა–--–-–--ლის შვილები და ელ------- ბა–--–-–--ლის შვილიშვილები, მიღებული ქონება ჩუქების ხელშეკრულებით აჩუქეს დედას, დო---- ბა–--–-–--ლს და ამ ეტაპზე მთელი სადაო ქონება აღრიცხულია დო---- ბა–--–-–--ლზე.

მოსარჩელე ითხოვს სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობას დო---- ბა–--–-–--ლის მიმართ მამის, ელ------- ბა–--–-–--ლის, ქონების 1/2 ნაწილში და მამის, ლ------- ბა–--–-–--ლის, ქონების 1/2 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობას.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის 1-ლი და 2-ე ნაწილების თანახმად: 1. სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე.

2. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად: სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

ამავე კოდექსის 1329-ე მუხლის თანახმად: სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად.

სასამთლოსათვის დადასტურებულია და მხარეები სადაოდ არ ხდიან, რომ მამკვიდრებელი გარდაიცვალა 200- წლის 2- მარტს. ასევე სასამართლო სხდომაზე დადასტურდა და მხარეები სადაოდ არ ხდიან, რომ მამის დაკრძალვაზე მოსარჩელე ვერ ჩამოვიდა რუსეთიდან და მან მხოლოდ 2013 წელს მოახერხა საქართველოში ჩამოსვლა. საქრთველოს სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზი საპატიოდ იქნება მიჩნეული. ვადის გასვლის შემდეგ სამკვიდრი შეიძლება მიღებულ იქნეს სასამართლოსათვის მიმართვის გარეშეც, თუ თანახმა იქნება სამკვიდროს მიმღები ყველა მემკვიდრე.

 

6.3. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობს 1426-ე მუხლის დანაწესის გამოყენების საფუძველი, რადგან სამკვიდროს მიმღები მემკვიდრეები თანახმა არ არიან მემკვიდრემ მიიღოს სამკვიდრო, რომლის მიღების ვადაც გაშვებულია, ამიტომ უნდა დადგინდეს სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების საპატიოობა. ეს მიზეზები უნდა იყოს ობიექტური.

სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების საპარიოდ მიჩნევის ორი მიზეზი შეიძლება არსებობდეს:1. თუ მემკვიდრემ არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა სამკვიდროს გახსნის შესახებ და 2. თუ მემკვიდრემ ვადა გაუშვა ისეთი გარემოების გამო, რომელიც მას ობიექტურად არ აძლევდა საშუალებას, მიეღო სამკვიდრო დადგენილ ვადაში და მხოლოდ ამ დამაბრკოლებელი გარემოების აღმოფხვის შემდეგ შეძლო მან სასამართლოსათვის მიმართვა.

 

სასამართლო სხდომაზე ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა, რომ მოსარჩელე საქართველოში ჩამოვიდა 2013 წელს, მაგრამ სამკვიდროს შესახებ დავა არ დაუწყია და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო დავა, რაც ძმა ნი----–---- ბა–--–-–--ლი გარდაიცვალა და მისმა რძალმა დო---- ბა–--–-–--ლმა სხვა ოჯახის შექმნა გადაწყვიტა, აქედან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს სამკვიდროს მიღების ვადა გაშვებული აქვს არასაპატიოდ, მას ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო მამის ქონება, მართალია რუსეთ-საქართველოს შორის იყო ომი 2008 წელს, მაგრამ შემდგომ არ ყოფილა ისეთი მდგომარეობა, რომ საქართველოში შემოსვლა ყოფილიყო შეუძლებელი. ასევე ზემოთ აღინიშნა, რომ თანამედროვე ტექნიკის პირობებში არ არის ძნელი შესაბამისი განცხადების თუ დოკუმენტის წარდგენა ნოტარიუსთან. მოსარჩელის მიერ ვერ დადასტურდა, რომ მან სამკვიდროს მიღების ვადა გაუშვა არა სამკვიდროს მიღების ნების არარსებობით, არამედ ასეთი ნების სათანადო წესით გამოხატვის შეუძლებლობით. უფრო მეტიც, მას დავა შეეძლო დაეწყო ჯერ კიდევ 2013 წელს, როდესაც მამკვიდრების გარდაცვალებიდან პირველად ჩამოვიდა საქართველოში.

 

6.4. რაც შეეხება მოსარჩელის მოსაზრებებს, რომ მამკვიდრებლის ქონება სინამდვილეში მასაც ეკუთვნოდა და იყო მისიც, მოხდა ოჯახის გაყრა და მიეკუთვნა 2 ოთახი დედასთან ერთად, ასევე მოსაზრება, რომ ყოველთვის ეხმარებოდა ძმის ოჯახს მატერიალურად და გაარემონტა სადაო ქონების 2 ოთახი და ა.შ. არ არის ის არგუმენტები, რომლებიც სამკვიდროს მიღების გაშვებული ვადის აღდგენის საფუძველი შეიძლება გახდეს. ეს შეიძლება თვითონ მემკვიდრეებმა გაითვალისწინონ, როგორც მორალური ვალდებულება, მაგრამ ამ ეტაპზე არც მოსარჩელეს არ გააჩნია ამ საფუძვლებით რაიმე მოთხოვნა.

 

6.5.მოსარჩელეების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომ მემკვიდრემ საპატიო მიზეზით ვერ მიიღო სამკვიდრო.

 

6.6. მტკიცებულება, რომელსაც არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა იქნას მიჩნეული, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

 

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა, ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა, ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება; ანუ აღნიშნული ნორმა იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა, განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას. ამდენად, იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმით დარეგულირდეს განსახილველი ურთიერთობა, სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის განმავლობაში მემკვიდრე ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს ქონებას ან მართოს იგი. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამკვიდროს მიღება არის ცალმხრივი გარიგება, რაც იმას ნიშნავს, რომ მემკვიდრის მოქმედებები უნდა მიუთითებდნენ მემკვიდრის ნებაზე სამკვიდროს მიღების შესახებ.

შესაბამისად, ვინაიდან არ დასტურდება, რომ მემკვიდრემ ვერ მიიღო ქონება ობიექტური მიზეზების გამო, ნათელია, რომ მან დაკარგა სამკვიდროს მიღების უფლება. კანონი სამკვიდროს მიღების ვადას იმიტომ ადგენს, რომ მოწესრიგდეს სამოქალაქო ურთიერთობები, იგი იყოს სტაბილური და მაქსიმალურად იქნას დაცული ეს ურთიერთობები გაუმართლებელი და დაუსაბუთებელი ცვლილებებისაგან. კანონის განუხრელი დაცვა, საბოლოოდ ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას ემსახურება.

 

ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ბე--- ბა–--–-–--ლს მამკვიდრებლის, ელ------- ბა–--–-–--ლის სამკვიდრო, კანონით დადგენილი წესით არ მიუღია, არ არსებობს სადავო ქონების ½ ნაწილზე მისი მესაკუთრედ აღიარების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები და შესაბამისად სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო ბე--- ბა–--–-–--ლის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-1ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებთ გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 0- იანვარის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, დო---- ბა–--–-–--ლს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ყვარლის რაიონი სოფელი ს-----, საკადასტრო კოდი N5--0-.5-.0--, 1/2 ნაწილის გასხვისება, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძვლები.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 41-ე, 55-ე, 1991, 243-ე- 244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სარჩელი არ დაკმაყოფილდეს:

2. მოსარჩელე ბე--- ბა–--–-–--ლის (პ/ნ 71.5------) სარჩელი, მოპასუხე დო---- ბა–--–-–--ლის (4----------)და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიმართ, 2016 წლის 1- ივლისს ნოტარიუს ცი--–- კა–--–---–-- მიერ აწ გარდაცვლილი ელ------- ბა–--–-–--ლის სამკვიდრო ქონებაზე, დო---- ბა–--–-–--ლის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის N1-------- 1/2 წილზე გაუქმების და მოსარჩელე ბე--- ბა–--–-–--ლის აწ გარდაცვლილი მამის ელ------- ბა–--–-–--ლის დანაშთი ქონების 1/2 წილზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

3. გაუქმდეს 201- წლის 0- იანვარს მიღებული განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფა, რომლითაც დო---- ბა–--–-–--ლს (პ/ნ 4----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ყვარლის რაიონი სოფელი ს-----, საკადასტრო კოდი N5--0-.5-.0--, 1/2 ნაწილის გასხვისება,4. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ყვარლის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

7.

 

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე