გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/35263 - 18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკა ზარნაძე
სხდომის მდივანი მაია შეყრილაძე
მოსარჩელე ქ------- ბ-----–---–-
მოპასუხე ი-----–- ყ------–---–-
დავის საგანი ალიმენტის ოდენობის გაზრდა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე ი-----–- ყ------–---–-სათვის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 06 ივნისის №--------- გადაწყვეტილებით დ----- ყ------–---–-ს (დაბადებული 2--- წლის 0-------ს) ალიმენტის სახით დაკისრებული თანხის ოდენობის გაზრდა და მისი განსაზღვრა 300 (სამასი) ლარით.
ქ------- ბ-----–---–ს და ი-----–- ყ------–---–-ს თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 0-----–--ს, შეეძინათ შვილი დ----- ყ------–---–-. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილებით მოპასუხე ი-----–- ყ------–---–ს არასრულწლოვანი შვილის, დ----- ყ------–---–-ს სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად დაეკისრა 80 (ოთხმოცი) ლარის გადახდა 2011 წლის 03 მაისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. აღნიშნული თანხა არ არის საკმარისი არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური საარსებო პირობების შესაქმნელად და მისი განვითარებისათვის. ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად იზრდება მისი საჭიროებები და მისი რჩენის აღზრდისთვის აუცილებელი თანხის ოდენობაც. ამჟამად, არასრულწლოვანი დ----- ყ------–---–-ს ასაკის გათვალისწინებით სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა მწირია. მოპასუხე ი-----–- ყ------–---–- დასაქმებულია შ-----------------------–----------------ში, მას აქვს ყოველთვიური ხელფასი და შესაბამისად, აქვს შესაძლებლობა გადაიხადოს ალიმენტი გაზრდილი ოდენობით. არასრულწლოვანის აღზრდისათვის ყოველთვიური მიმდინარე ხარჯი საშუალოდ შეადგენს: კვებისათვის - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს, ტრანსპორტირების - 150-200 (ას ორმოცდაათი-ორასი) ლარს, კერძო მასწავლებელთან სასკოლო საგნებში მომზადებისათვის - 150 ლარს. გარდა ამისა, არასრულწლოვანს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სჭირდება ცურვის წრეზე სიარული, რომლის გადასახადი თვეში საშუალოდ შეადგენს 100 (ასი) ლარს. მოპასუხე მხარე ვალდებულია მონაწილეობდეს არასრულწლოვანი შვილის აღზრდაში და სათანადოდ უწევდეს მას ფინანსურ დახმარებას.
(სარჩელი, 2019 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმი);
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სასარჩელო მოთხოვნას ეთანხმება ნაწილობრივ და თანახმაა სასამართლოს გადაწყვეტილებით დ----- ყ------–---–-ს (დაბადებული 2--- წლის 0-------ს) სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობა გაიზარდოს 150 (ას სამოცდაათი) ლარამდე.
მოპასუხე თავს არ არიდებს არასრულწლოვანი შვილის რჩენის ვალდებულებას. მოპასუხე დასაქმებულია შ-----------------------–----------------ში და მისი ხელზე მისაღები ხელფასი შეადგენს 560 (ხუთას სამოცი) ლარს. არასრულწლოვანის ასაკის და მისი საჭიროებების გათვალისწინებით, მოპასუხე თანახმაა გაიზარდოს მისთვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა, მაგრამ არა მოთხოვნილი ოდენობით. მოპასუხე თავისი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ შესძლებს სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით ალიმენტის გადახდას (შესაგებელი, 2019 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქ------- ბ-----–---–- და ი-----–- ყ------–---–- არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი დ----- ყ------–---–- ცხოვრობს მოსარჩელესთან ერთად;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმი).
3.1.2. მოსარჩელე მხარე დასაქმებულია მაღაზიათა ქსელში ,,კა--------–-“ ც--------–---------------------–--------------------–------------------------- პოზიციაზე და ასევე, იგი მუშაობს ,,ჰ-----------------–--ში“ ს-–--–-------------------–--–------------------–---. მას აქვს სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმი).
3.1.3. ქ------- ბ-----–---–- ცხოვრობს მშობლებთან, დასთან და არასრულწლოვან დ----- ყ------–---–თან ერთად მამის საკუთრებაში არსებულ კერძო საცხოვრებელ სახლში, მდებარე მისამართზე თბილისი, ზ-----------------------;
არასრულწლოვანი სწავლობს საჯარო სკოლაში;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმი).
3.1.4. მოპასუხე ი-----–- ყ------–---–- მშობლებთან და ძმებთან ერთად ცხოვრობს ს---------------------------–------------–-;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_ მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმი);
_ მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 31 იანვრის სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ქ------- ბ-----–---–ს და ი-----–- ყ------–---–ს თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 2-------, შეეძინათ შვილი დ----- ყ------–---–-;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მთაწმინდა-კრწანისის სამსახურის მიერ 2--- წლის 4 ივნისს გაცემული დაბადების მოწმობა ნ----------, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 22).
3.2.2. მხარეები, ქ------- ბ-----–---–- და ი-----–- ყ------–---–- განქორწინდნენ 2--- წლის 1--------;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ 2015 წლის 06 მაისს გაცემული განქორწინების მოწმობა N0----------, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 21).
3.2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილებით, ქ------- ბ-----–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ი-----–- ყ------–---–ს მისი არასრულწლოვანი შვილის დ----- ყ------–---–-ს (დაბადებული 2--- წლის 0-------ს) სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად 80 (ოთხმოცი) ლარი სარჩელის აღძვრიდან 2011 წლის 03 მაისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცელი გაიცა 2011 წლის 22 ივლისს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილება საქმე N--------- (ს.ფ. 19-20);
_თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, საქმე N--------- (ს.ფ. 17-18).
3.2.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, ქ------- ბ-----–---–ს 2011 წლიდან 2019 წლის 4 იანვრამდე უფიქსირდება ინფორმაცია მიღებული შემოსავლების შესახებ. მოსარჩელე ქ------- ბ-----–---–-ს მიერ მიღებული შემოსავალი 2018 წლის იანვრის თვიდან შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 17.5 ლარს, 762.5 ლარს და 56.34 ლარს, თებერვლის თვეში - 744 ლარს, 971.25 ლარს,46.57 ლარს და 17.5 ლარს, მარტის თვეში - 45.7 ლარს, 1060 ლარს, 17.5 ლარს, აპრილის თვეში - 50.39 ლარს, 17.5 ლარს და 1108.75 ლარს, მაისის თვეში - 17.5 ლარს, 1133.13 ლარს და 82.38 ლარს, ივნისის თვეში - 744 ლარს, 17.5 ლარს, 55.43 ლარს და 1143.75 ლარს, ივლისის თვეში - 744 ლარს, 43.37 ლარს, 17.5 ლარს და 1118.75 ლარს, აგვისტოს თვეში - 719.55 ლარს, 17.5 ლარს, 1142.5 ლარს, 36.73 ლარს, სექტემბრის თვეში - 51.84 ლარს, 17.5 ლარს, 1181.87 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1142.1 ლარს, 37.28 ლარს და 17.5 ლარს, ნოემბრის თვეში - 53.12 ლარს და 1218.87 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 08 იანვარს გაცემული ცნობა N2--------, დანართი (ს.ფ. 98-109).
3.2.4. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, ი-----–- ყ------–---–ს 2011 წლიდან 2019 წლის 4 იანვრამდე უფიქსირდება ინფორმაცია შემოსავლების შესახებ, მოპასუხე ი-----–- ყ------–---–-ს მიერ 2018 წლის იანვრის თვიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 666.75 ლარს და 99 ლარს, თებერვლის თვეში - 666.75 ლარს, 63.79 ლარს და 198 ლარს, მარტის თვეში - 666.75 ლარს, 63.79 ლარს, 63.79 ლარს და 198 ლარს, აპრილის თვეში - 63.79 ლარს, 666.75 ლარს და 198 ლარს, მაისის თვეში - 198 ლარს, ივნისის თვეში - 198 ლარს, ოქტომბრის თვეში - 61.19 ლარს და 830.5 ლარს, ნოემბრის თვეში - 61.19 ლარს, 61.19 ლარს, 59.21 ლარს, 830.5 ლარს და 1.98 ლარს;
მითითებულ პერიოდზე მოპასუხის დამსაქმებლად მითითებულია ს-----------------–---------------------------------------–--------------–-----------------------------------–--------------------------, შპს ,,ე----–---------“;
სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, ი-----–- ყ------–---–-ს მიერ 03.05.2011 წლიდან დღემდე მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 34002.85 ლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 08 იანვარს გაცემული ცნობა N2--------, დანართი (ს.ფ. 98, 110-114);
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 23 იანვარს გაცემული მიმართვა N2---------, დანართი (ს.ფ. 127-133);
_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2018 წლის 21 სექტემბრის მიმართვა N2----------- (ს.ფ. 24).
3.2.5. მოსარჩელე ქ------- ბ-----–---–-ს განმარტებით, არასრულწლოვან დ----- ყ------–---–ს ყოველთვიურად ესაჭიროება კვებისათვის 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი, კერძო მასწავლებელთან სასკოლო საგნებში მომზადებისათვის - 150 (ასორმოცდაათი) ლარი, ტრანსპორტირებისათვის -150 (ას ორმოცდაათი) ლარი. ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არასრულწლოვანი საჭიროებს ცურვის წრეზე სიარულს, სადაც გადასახადი თვეში შეადგენს 100 (ასი) ლარს;
არასრულწლოვანი დ----- ყ------–---–- სარგებლობს სადაზღვევო კომპანია ,,ი-------–“-ის ჯანმრთელობის დაზღვევით;
მოპასუხე ი-----–- ყ------–---–-ს განმარტებით, არასრულწლოვანისათვის ყოველთვიურად საკმარისია კვებისათვის 100 (ასი) ლარი, ტრანსპორტირებისათვის - 80 (ოთხმოცი) და ცურვის წრისათვის – 25 (ოცდახუთი) ლარი;
მხარეები ერთიან პოზიციას არ აფიქსირებენ ყოველთვიურად არასრულწლოვანი დ----- ყ------–---–-ს საჭიროებებისათვის აუცილებელი თანხის ოდენობასთან მიმართებით. საქმეში არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება, რაც დამატებით სასკოლო საგნებში კერძო მასწავლებელთან არასრულწლოვანი ბავშვის მომზადების აუცილებლობასა და მასწავლებლისათვის მოსარჩელის მიერ ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდას დაადასტურებდა. ამასთან, მოსარჩელე არ შეუთანხმდა არასრულწლოვანის მამას, დ----- ყ------–---–-ს კერძო მასწავლებელთან დამატებით მეცადინეობის საკითხთან დაკავშირებით.
3.2.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის საოქმო განჩინებით, ი-----–- ყ------–---–-ს შეგებებული სარჩელისა გამო მოპასუხე ქ------- ბ-----–---–-ს მიმართ არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ მოთხოვნით დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით: ი-----–- ყ------–---–ს არასრულწლოვან შვილთან, დ----- ყ------–---–თან (დაბადებული 2--- წლის 0-------ს) ურთიერთობისათვის განესაზღვრა დროის მონაკვეთი, ყოველი თვის მეორე და მეოთხე პარასკევი დღის 16:00 საათიდან კვირა დღის 14:00 საათამდე თავის საცხოვრებელ ადგილას (ს---------------------------–--------------) წაყვანის უფლებითა და ქ------- ბ-----–---–-ს საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით. ასევე, ი-----–- ყ------–---–ს არასრულწლოვან დ----- ყ------–---–თან ურთიერთობისათვის განესაზღვრა დროის მონაკვეთი ყოველი წლის ივლისის თვეში 15 დღე თავის საცხოვრებელ ადგილას (ს---------------------------–--------------) წაყვანის უფლებითა და ქ------- ბ-----–---–-ს საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
_თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის საოქმო განჩინება საქმის წარმოების ნაწილობრივ შეწყვეტის შესახებ, საქმე N2/35263-18 (ს.ფ. 160-164).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ამასთან, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის და ქვეყანაში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი დ----- ყ------–---–-ს სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობა უნდა გაიზარდოს და განისაზღვროს იგი 220 (ორას ოცი) ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-1214-ე, 1221-ე და 1234-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
მოსარჩელე ქ------- ბ-----–---–მა ალიმენტის ოდენობის გაზრდა მოითხოვა იმ არსებით გარემოებაზედ მითითებით, რომ სასამართლო წესით საალიმენტო ვალდებულების განსაზღვრის შემდეგ, არასრულწლოვანი დ----- ყ------–---–-ს ასაკმა და შესაბამისად, მისთვის აუცილებელმა ხარჯმაც მოიმატა. ამასთან, გაუმჯობესდა მოპასუხე მხარის მატერიალური მდგომარეობა.
დადგენილია, რომ ქ------- ბ-----–---–ს და ი-----–- ყ------–---–ს თანაცხოვრების პერიოდში, 2--- წლის 0-------ს შეეძინათ შვილი დ----- ყ------–---–-. მხარეები არ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოსარჩელე ცხოვრობს მშობლებთან, დასთან და არასრულწლოვან დ----- ყ------–---–თან ერთად მამის საკუთრებაში არსებულ კერძო საცხოვრებელ სახლში, მდებარე მისამართზე თბილისი, ზ-----------------------; (3.1.1., 3.1.3., 3.2.1).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტების ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 06 ივნისის გადაწყვეტილებით, ქ------- ბ-----–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ი-----–- ყ------–---–ს მისი არასრულწლოვანი შვილის დ----- ყ------–---–-ს (დაბადებული 2--- წლის 0-------ს) სასარგებლოდ ალიმენტის სახით დაეკისრა ყოველთვიურად 80 (ოთხმოცი) ლარი სარჩელის აღძვრიდან 2011 წლის 03 მაისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცელი გაიცა 2011 წლის 22 ივლისს.
სამოქალაქო კოდექსის 1221-ე მუხლის თანახმად, იმ მშობლების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომლებიც ალიმენტს იხდიან მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლი მართალია ადგენს მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომაროების ცვლილებების შესაბამისად ალიმენტის ოდენობის შეცვლის შესაძლებლობას, თუმცა მითითებული მუხლის განმარტება უნდა მოხდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, რაც თავისთავად გამორიცხავს ნებისმიერ ცვლილებას ბავშვის ინტერესების საზიანოდ. საოჯახო სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას.
დადგენილია, რომ მოსარჩელე დასაქმებულია მაღაზიათა ქსელში ,,კა--------–-“ ც--------–---------------------–--------------------–------------------------- პოზიციაზე და ასევე, იგი მუშაობს ,,ჰ-----------------–--ში“ ს-–--–-------------------–--–------------------–---. მას აქვს სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, ქ------- ბ-----–---–ს 2011 წლიდან 2019 წლის 4 იანვრამდე უფიქსირდება ინფორმაცია მიღებული შემოსავლების შესახებ (3.1.2., 3.2.3).
არასრულწლოვანი დ----- ყ------–---–- ცხოვრობს მოსარჩელესთან ერთად. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით ი-----–- ყ------–---–ს განესაზღვრა არასრულწლოვან შვილთან, დ----- ყ------–---–თან ურთიერთოებისათვის დროის მონაკვეთი (3.2.6).
სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა არ არის მუდმივი ხასიათის. კანონმდებელი დასაშვებად მიიჩნევს სასამართლო გადაწყვეტილებით ალიმენტის გაზრდას და ამის საფუძვლად განიხილავს ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას. დადგენილია, რომ მეტნაკლებად გაუმჯობესდა მოპასუხე მხარის მატერიალური მდგომარეობა და შემოსავლის ოდენობა. საქმეში წარმოდგენილი სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, ი-----–- ყ------–---–ს 2011 წლიდან 2019 წლის 4 იანვრამდე უფიქსირდება ინფორმაცია შემოსავლების შესახებ, მოპასუხე ი-----–- ყ------–---–-ს მიერ 2018 წლის იანვრის თვიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 666.75 ლარს და 99 ლარს, თებერვლის თვეში - 666.75 ლარს, 63.79 ლარს და 198 ლარს, მარტის თვეში - 666.75 ლარს, 63.79 ლარს, 63.79 ლარს და 198 ლარს, აპრილის თვეში - 63.79 ლარს, 666.75 ლარს და 198 ლარს, მაისის თვეში - 198 ლარს, ივნისის თვეში - 198 ლარს, ოქტომბრის თვეში - 61.19 ლარს და 830.5 ლარს, ნოემბრის თვეში - 61.19 ლარს, 61.19 ლარს, 59.21 ლარს, 830.5 ლარს და 1.98 ლარს. მითითებულ პერიოდზე მოპასუხის დამსაქმებლად მითითებულია ს-----------------–---------------------------------------–--------------–-----------------------------------–--------------------------, შპს ,,ე----–---------“. სსიპ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, ი-----–- ყ------–---–-ს მიერ 03.05.2011 წლიდან დღემდე მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 34002.85 ლარს (3.2.4). ყურადსაღებია ისიც, რომ მოპასუხე მხარეს სხვა პირის რჩენის ვალდებულება არ აკისრია.
მოპასუხე მხარე აპელირებს საბანკო დაწესებულების წინაშე არსებულ დავალიანებაზე. საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რაც მოპასუხე მხარის საბანკო დავალიანების არსებობას ან მის ოდენობას დაადასტურებდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადო დაცვას. შესაბამისად, მხარის საკრედიტო ვალდებულებას (ასეთის არსებობის შემთხვევაშიც) არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.
უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ალიმენტის გადამხდელი პირის რეალურ ქონებრივ მდგომარეობასთან და მის მატერიალურ შემოსავალთან. სასამართლო მხედველობაში იღებს რა, არასრულწლოვანი დ----- ყ------–---–-ს ასაკს და ასევე იმ გარემოებას, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვანის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც, მიზანშეწონილად მიაჩნია, დადგენილი ალიმენტის ოდენობის გაზრდა. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე. აღნიშნულთან მიმართებით, სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2. მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
სასამართლო იზიარებს მოტივაციას ალიმენტის არა სიმბოლური ხასიათის თაობაზე და სასამართლო მხედველობაში იღებს (კვების, სამოსის, ტრანპორტის ხარჯის დასადგენად) საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები (http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&lang=geo გამოხმობის თარიღი 31.01.2019წ.). სახელმწიფოში საარსებო მინიმუმის ოდენობის მაქსიმუმი შეადგენს დეკემბრის თვისათვის 175 ლარს. სასამართლოს მიაჩნია, რომ საარსებო მინიმუმის გადახდის ვალდებულება აქვს ორივე მშობელს. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. შესაბამისად, ბავშვის აღზრდისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, სხვადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ აქტივობებში მონაწილეობის შესაძლებლობას. მხარეები ერთიან პოზიციას არ აფიქსირებენ ყოველთვიურად არასრულწლოვანი დ----- ყ------–---–-ს საჭიროებებისათვის აუცილებელი თანხის ოდენობასთან მიმართებით. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას დამატებით საგნებში მომზადებისათვის ყოველთვიურად თანხის გადახდის შესახებ, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება, რაც სასკოლო საგნებში კერძო მასწავლებელთან არასრულწლოვანი ბავშვის მომზადების აუცილებლობასა და ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდას დაადასტურებდა. ამასთან, აღნიშნულ საკითხზე მხარეები შეთანხმებულები არ არიან. შვილების აღზრდის ყველა საკითხს კი მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ (სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის პირველი ნაწილი). ორივე მშობელი დასაქმებულია ანუ შესწევთ უნარი იზრუნონ საერთო არასრულწლოვან შვილზე და შეუქმნან მას რჩენა-აღზრდისათვის ნორმალური პირობები. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასების საგანია ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობა, რომელთაც თანაბარი უფლებები და ვალდებულებები აკისრიათ არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდის საკითხებში, ხოლო კანონით გათვალისწინებულია შესაძლებლობა ალიმენტის ცვლილებების შესახებ. შესაბამისად, სასამართლო მოპასუხე ი-----–- ყ------–---–-ს სტაბილური ყოველთვიური შემოსავლის ოდენობის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ ალიმენტის ოდენობა უნდა გაიზარდოს. შესაბამისად, სასამართლო ალიმენტის არასიმბოლური მნიშვნელოობიდან გამომდინარე ითვალისწინებს დადგენილ საარსებო მინიმუმის ოდენობის მაქსიმუმს, რასაც ემატება მოზარდი არასრულწლოვნის ნორმალური განვითარებისათვის მინიმუმ ერთი აქტივობისათვის ყოველთვიურად ერთი მშობლის მიერ გადასახდელი თანხის ოდენობა, საშუალოდ 50 ლარი (170+50=220 ლარი). როგორც აღინიშნა, არასრულწლოვანი დ----- ყ------–---–-ს ჯანმრთელობისათვის სასურველია სპორტული აქტივობით იყოს დაკავებული, კერძოდ ცურვით, რაც დადებითად შესაფასებელია არასრულწლოვანის ნორმალური განვითარებისათვის. შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას.
სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის შემდგომ პერიოდში გაიზარდა ქვეყანაში საშუალო მომხმარებლისათის დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობაც.
საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, ბავშვის ასაკისა და მისი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, მოპასუხის მატერიალური მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული საშუალო მომხმარებლისათვის დადგენილი საარსებო მინიმუმის განსაზღვრული ოდენობიდან გამომდინარე, სასამართლო გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული ალიმენტის ოდენობა უნდა გაიზარდოს სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით და მოპასუხის მხრიდან გადასახდელი ალიმენტის ოდენობა, სარჩელის აღძვრიდან 2018 წლის 06 დეკემბრიდან, უნდა განისაზღვროს 220 (ორასოცი) ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელე ქ------- ბ-----–---–- განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
მოპასუხე ი-----–- ყ------–---–მა ცნო ალიმენტის ოდენობის გაზრდის შესახებ სარჩელი ნაწილობრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მას უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ვ ი ტ ა
1. დაკმაყოფილდეს ქ------- ბ-----–---–-ს (პირადი №4----------) სარჩელი ი-----–- ყ------–---–-ს (პირადი №4----------) მიმართ ალიმენტის ოდენობის გაზრდის შესახებ მოთხოვნით;
გაიზარდოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 06 ივნისის №--------- გადაწყვეტილებით ი-----–- ყ------–---–-სათვის (პირადი №4----------) დაკისრებული ალიმენტის ოდენობა და დაეკისროს ი-----–- ყ------–---–ს (პირადი №4----------) დ----- ყ------–---–-ს (დაბადებული 2--- წლის 0-------ს) ალიმენტის სახით სარჩელის აღძვრიდან (2018 წლის 06 დეკემბრიდან) 220 (ორასოცი) ლარის გადახდა;
2. დაეკისროს მოპასუხე ი-----–- ყ------–---–ს (პირადი №4----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ე. ზარნაძე