განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1---19
№------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 თებერვალი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა
სხდომის მდივან - ნ---- ხ----ის,პროკურორ - ც------ ც---–---ის,ადვოკატ - ზ------ თ------ას,ბრალდებულ - დ----- ჯ-------–---–ის
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ----- ჯ-------–---–ის, დაბადებულის 1--- წლის 1-----------ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის თბილისი, ზ--------------------–-----------------------------–-------------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების თბილისი, გ-–----------------------------------------------ში, ამჟამად გირაოს ქვეშ მყოფის მიმართ, საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალის გამო.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ----- ჯ-------–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 30 ნოემბერს, დილის საათებში, ქ.თბილისში, გლ-----------------------------------------------------ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ ბინაში დ----- ჯ-------–---–მა, შელაპარაკებისას, მეუღლეს - ი------------ს, რომელთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახესა და თავში, წააქცია საწოლზე და ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახეში და ყელში მოუჭირა ხელები, რითაც ი------------მა ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 30 ნოემბერს, დილის საათებში, ქ.თბილისში, გლ-----------------------------------------------------ში ბინაში მყოფ ი------------ს მისმა მეუღლემ დ----- ჯ-------–---–მა დაურეკა მათი შვილის სოციალური ქსელის „ფეისბუკის“ საშუალებით და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა თუ პოლიციაში უჩივლებდა. დ----- ჯ-------–---–ის მუქარა ი------------მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ბრალდებულმა დ----- ჯ-------–---–მა სასამართლო სხდომაზე სრულად აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება და თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.
სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, დ----- ჯ-------–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ 2018 წლის 30 ნოემბერს, დილის საათებში, დ----- ჯ-------–---–ი იმყოფებოდა ქ.თბილისში, გ-–----------------------------------------------------------ში, რა დროსაც მეუღლეს ი------------ს, ხელი რამდენჯერმე დაარტყა სახესა და თავში, წააქცია საწოლზე და ხელი რამდენჯერმა დაარტყა სახეში და ყელში მოუჭირა ხელები. იმავე დღეს ი------------ს მისმა მეუღლემ დ----- ჯ-------–---–მა დაურეკა მათი შვილის სოციალური ქსელის „ფეისბუკის“ საშუალებით და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მოკლავდა თუ პოლიციაში უჩივლებდა. მუქარა ი------------მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
გამოძიებაში მოპოვებული მტკიცებულებებით - მოწმეების ი------------ის, ლ------ კ-----ის, მ--- ჯ-------–---–ის, გ------- გ-------–ის, ბ----- ჭ----------–ის გამოკითხვის ოქმებით, შეტყობინებებით, პატაკით, ბრალდებულის დაკავების ოქმით, დადგენილებით დაზარალებულად ცნობის შესახებ, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმის სხვა მასალებით, რომლებიც სადავო არ გაუხდია დაცვის მხარეს, დადასტურდა დ----- ჯ-------–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭებათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ობიექტური მხრივ სისტემატიური შეურაცხყოფა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. შეურაცხყოფა არის სხვისი პატივისა და ღირსების განზრახ დამცირება, გამოხატული უწესო ფორმით.
რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის, სასამართლო განმარტავს, რომ კრიმინალიზებულია სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარის დროს სისხლისამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. მუქარა უნდა გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში. სხვა სახის მუქარა არ იძლევა ამ დანაშაულის შემადგენლობას. მუქარა შეიძლება განხორციელდეს წერილის მიწერით, პირისპირ ან სატელეფონო საუბრით, იარაღის დემონსტრირებით. მუქარის დროს პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით, შედეგად კი ვღებულობთ, იმას, რომ დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, კარგავს სიმშვიდეს, რადგანაც ყოველ წუთს ელოდება ძალადობით ქმედებას. დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია დ----- ჯ-------–---–ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულების პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. მოცემულ საქმეში, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არის ის, რომ დ----- ჯ-------–---–მა აღიარა ჩადენილი დანაშული, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა არ გააჩნია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ბრალდებულ დ----- ჯ-------–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე 2 (ორი) წლის ვადით უნდა აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ----- ჯ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე 2 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე 2 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება,საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქას მეორე და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, დ----- ჯ-------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის საფუძველზე 2 (ორი) წლის ვადით აეკრძალოს იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
2. დ----- ჯ-------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს;
3. დ----- ჯ-------–---–ს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 30 ნოემბრიდან 2019 წლის 22 იანვრის ჩათვლით ჩაეთვალოს სასჯელის საერთო ვადაში;
4. გაუქმდეს 2019 წლის 4 თებერვლის განჩინებით დ----- ჯ-------–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით: №----------------------- მდებარე ქ. თ---–--------------------–-----------------------–-----------–---------------------------–---------------ში, 17 კვადრატული მეტრის ფართი) ბრალდებულ დ----- ჯ-------–---–ის გირაოს თანხის 10 000 ლარის უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა;
5. გამოსაცდელი ვადის პერიოდში საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე, დ----- ჯ-------–---–ს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარებაზე დაევალოს პრობაციის სამსახურს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი