განაჩენი

სისხლის სამართლის 07.02.2019
საქმის ნომერი
330100118002523234
თარიღი
07.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/3----18

№------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

7 თებერვალი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ბესიკ ბუგიანიშვილი

სხდომის მდივნები - ეკატერინა მანჯგალაძე, თამთა გაჩეჩილაძე

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ვ------- ც--–------–-–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ლ-–- მ-----–--–---–ი, დაბადებული 1--- წლის 1-------------ს, პირადი N-----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, არასრული უმაღლესი განათლების მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ. თბილისი, ლ-----------------------------.

 

ადვოკატი - ჯ---- ქ-----–--, მ------ ფ--–------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილი და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

დადგენილებით პირის ბრალდების შესახებ:

 

ლ-–- მ-----–--–---–ს ბრალი ედება, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

1. 2018 წლის 24 მარტს თბილისში, რ---------–-------------ში (შესასვლელი გ------------------------) მდებარე ღამის კლუბ „კაფე გ--–---იში“ ლ-–- მ-----–--–---–ია ს---–------ მ------–---–ს გაურიგდა, რომ ნარკოტიკული საშუალება ე.წ. „ლსდ“ მიყიდიდა 60 ლარად. რის შემდგომაც ლ-–- მ-----–--–---–მა მას მოტყუებით, თითქოსდა როგორც ნარკოტიკული საშუალება, გადასცა მუყაოს ფირფიტის ნაჭერში, წონით - 0,0164 გრამი, რომლებიც სინამდვილეში არ მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალებათა ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კატეგორიას რის სანაცვლოდაც ს---–------ მ------–---–ს გამოართვა 60 ლარი.

 

2. ლ-–- მ-----–--–---–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,54137 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის) შემცვლელი 5 ცალი ტაბლეტი.

 

3. 2018 წლის 3 მაისს, ქ. თბილისი, რ---------–-------------ში (შესასვლელი გ------------------------) მდებარე ღამის კლუბ „კაფე გ--–---იში“ ლ-–- მ-----–--–---–მა 0,54137 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის) შემცვლელი 5 ცალი ტაბლეტი, 600 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ს---–------ მ------–---–ზე. რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა შსს ც--------–---------------–----------–-–-----------------ტის თანამშრომლების მიერ.

 

4. ლ-–- მ-----–--–---–მა უკანონოდ შეიძინა საბრძოლო მასალა - 7 (შვიდი) ცალი ქარხნული წესით დამზადებული პარაბელუმ-ლუგერის 9მმ. კალიბრის, 1908 წლის ნიმუშის ვაზნა, რაც უკანონოდ შეინახა, თბილისი, ლ----------------------------------ში. აღნიშნული საბრძოლო მასალა 2018 წლის 11 მაისს, შსს ც--------–---------------–----------–-–-----------------ტის თანამშრომლების მიერ ამოღებული იქნა თბილისი, ლ----------------------------------ში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, სრულად არის დადასტურებული სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და უდავოდ ცნობილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ--- ლ------ემ განმარტა, რომ ის არის ს----------–----–--------------------------–---------------------------ის ექსპერტი. მოწმემ დაადასტურა მის მიერ 2018 წლის 24 მარტს მის მიერ გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც: ს---–------ მ------–---–ისგან ამოღებული ლ-–- მ-----–--–---–ისგან შეძენილი: პერფორირების ნიშნების მქონე მუყაოს ფირფიტის ნაჭერი (ზომით 0.8სმX0,8 სმ და ზედაპირზე შესაბამისად: შავი წრიული ხაზებით; ყვითელი ნახატით) წონით 0,0164 გრამი, არ შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ----- წ---–-----მა და პ------ წ--–---–--ემ განმარტა, რომ არიან ს----------–----–--------------------------–---------------------------ის ექსპერტები. მოწმეებმა დაადასტურეს 2018 წლის 4 მაისს გაცემული დასკვნა, რომლის თანახმადაც:

2018 წლის 3 მაისს ს---–------ მ------–---–ისგან ამოღებული ლ-–- მ-----–--–---–ისგან შეძენილი: 5 (ხუთი) ცალი მომწვანო ფერის, ფიგურული ფორმის ტაბლეტი, საერთო წონით 1,8167 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) წონით - 0,54137 გრამს.

ექსპერტებმა განმარტა, რომ ლუქის მთლიანობა დარღვეული არ იყო. კვლევის შემდეგ დარჩა ჩამონატეხი 5 ტაბლეტი, საერთო წონით 1, 7955 გრამი, რომელიც დაილუქა პოლიეთილენის პარკში.

 

სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ლ-–- მ-----–--–---–მა განმარტა, რომ ს---–------ მ------–---–ი გაიცნო დაკავებამდე 2-2,5 თვით ადრე სახელი - ბ------ი, რის შემდეგაც ხშირი ხვდებოდნენ ერთმანეთს დღის განმავლობაში, რამდენჯერმე ასევე შეხვდა კლუბში, ხშირად ყიდულობდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. თუმცა ბოლო პერიოდში ლ-–- მ-----–--–---–ი დაკავებული იყო პირადი საქმეებით, რის გამოც აღარ მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებებს, შესაბამისად კვლევისას არ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. ბოლო 3 დღის განმავლობაში სოციალურ ქსელ ,,Facebook-ის“ საშუალებით ხშირად ურეკავდა ს---–------ მ------–---–ი და თხოვდა ხარისხიანი ნარკოტიკული საშუალების შოვნაში დახმარებას, რადგან ცუდად იყო. რამდენიმე უარის შედეგ მე-3 დღეს ლ-–- მ-----–--–---–ი დაპირდა დახმარებას, მიუხედავად იმისა, რომ,,კაფე გ--–---იში“ იყო საშუალება ნარკოტიკული საშუალების შეძენის, ამასთან ს---–------ მ------–---–ი მასზე უკეთესად იცნობდა სიტუაციას. ლ-–- მ-----–--–---–მა ინტერნეტ გვერდის საშუალებით მოიძია ექსტაზი, ს---–------ მ------–---–ს შეუთანხმდა თანხაზე, რაც გამოართვა, დაუმატა თავისი წილი და ყიდვის შემდეგ გადასცა ამ უკანასკნელს, რაც უკვე დაფიქსირებულია ვიდეო ჩანაწერში. შესაბამისად ბრალად წარდგენილი ქმედებიდან ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა და გასაღებას აღიარებს. ასევე აღიარებს საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და განმარტავს, რომ მის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ვაზნები იპოვა ნასვამმა, ინახავდა სახლში, თუმცა აღარ ახსოვდა მისი ქონა.

 

ბრალდებულმა ლ-–- მ-----–--–---–მა ასევე განმარტა, რომ ბრალად წარდგენილ ქმედება - თაღლითობას, არ ეთანხმება, რადგან კრებსით ნაწილში ჩანს, რომ ს---–------ მ------–---–ის კითხვაზე ინექციით შეიძლება თუ არა გადაცემული ნივთიერების მიღება, იქვე ტელეფონით მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე პასუხობს, რომ მისი მიღება ხდება ორალურად, თუმცა წყალში გაზავებით შეეძლო რაიმეს მოფიქრება - საინექციოდ. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ფირფიტის ნაჭერი არ შეიცავდა ნარკოტიკულ საშუალებას.

 

გარდა აღნიშნულისა სასამართლო სხდომაზე დაცვისა და ბრალდების მხარეები შეთანხმდნენ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულებაზე, რამაც პრეიუდიციული მნიშვნელობა შეიძინა და სასამართლომ გამოკვლევის გარეშე მიიღო ამ მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს - იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.

 

სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან ლ-–- მ-----–--–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს:

 

1. ლ-–- მ-----–--–---–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,54137 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის) შემცვლელი 5 ცალი ტაბლეტი.

 

2. 2018 წლის 3 მაისს, ლ-–- მ-----–--–---–მა თბილისი, რ---------–-------------ში (შესასვლელი გ------------------------) მდებარე ღამის კლუბ „კაფე გ--–---იში“ 0,54137 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის) შემცვლელი 5 ცალი ტაბლეტი, 600 ლარად უკანონოდ გაასაღა ს---–------ მ------–---–ზე.

 

3. ლ-–- მ-----–--–---–მა ასევე უკანონოდ შეიძინა საბრძოლო მასალა - 7 (შვიდი) ცალი ქარხნული წესით დამზადებული პარაბელუმ-ლუგერის 9მმ. კალიბრის, 1908 წლის ნიმუშის ვაზნა და უკანონოდ შეინახა, თბილისი, ლ----------------------------------ში, საიდანაც 2018 წლის 11 მაისს შსს ც--------–---------------–----------–-–-----------------ტის თანამშრომლების მიერ იქნა ამოღებული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება. დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ წესს არეგულირებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი. რაც შეეხება თავად დანაშაულის სპეციფიკას და ხასიათს - ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას და მის გასაღებას, როგორც წესი ასეთი ქმედებების განხორციელება ხდება შენიღბულად, სხვებისაგან დაფარულად და არა მოწმეთა თანდასწრებით და საჯაროდ.

 

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში და გასაღებაში. სამართლებრივი განმარტებიდან გამომდინარე უკანონო შეძენა გულისხმობს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენას ნებისმიერ საშუალებით, ეს იქნება ყიდვა, ჩუქება, პოვნა თუ სხვა ხერხი, აღნიშნულის შემდეგ კი შენახვას, ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე, რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებას, აღნიშნული გულისხმობს სხვა პირისათვის გადაცემას ასევე ნებისმიერ საშუალებით - მიყიდვა, ჩუქება და სხვა.

 

,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ბრუნვისათვის შეზღუდულ ნარკოტიკული საშუალებას მიეკუთვნება მდმა (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი), იგივე კანონით განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა, რომლის თანახმადაც ნარკოტიკული საშუალება მდმა (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) 1 გრამამდე ოდენობით ითვლება დიდ ოდენობად, შესაბამისად, დგინდება, რომ ლ-–- მ-----–--–---–ის მიერ უკანონოდ შეძენილი, შენახული და 2018 წლის 3 მაისს ს---–------ მ------–---–ზე გასაღებული 0,54137 გრამი ნარკოტიკული საშუალება მდმა-ს (3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინის) შემცვლელი 5 ცალი ტაბლეტი მიეკუთვნება დიდ ოდენობას.

 

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ კრიმინალიზებულია ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. დანაშაულის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი, უსაფრთხოება და იარაღის შესახებ კანონით განსაზღვრული წესი. მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა გულისხმობს პირის მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენას ნებისმიერ საშუალებით, ეს იქნება ყიდვა, ჩუქება, პოვნა თუ სხვა ხერხი, შენახვა გულისხმობს წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე მისთვის ხელმისაწვდომ ადგილას ქონას - ადგილსამყოფელის მიჩენას. რაც შეეხება აღნიშნული დანაშაულების სპეციფიკას და ხასიათს, როგორც წესი ხორციელდება შენიღბულად, სხვებისაგან დაფარულად.

 

გამოძიებაში მოპოვებული და საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით: ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით, ბალისტიკური ექსპერტიზის N------ დასკვნით, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, დათვალიერების ოქმებით, ამოღების ოქმებით, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ვიდეო და აუდიო მასალით, კრებსითი ამონაბეჭდებით, ჩხრეკის ოქმებით, ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმის სხვა მასალებით, რომლებიც სადაო არ გაუხდია ბრალდებულს, დადასტურდა ლ-–- მ-----–--–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩადენილი დანაშაულები, შესაბამისად სასამართლო თვლის, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია ლ-–- მ-----–--–---–ის დამნაშავედ ცნობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის მითითებულ მუხლებში.

 

რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 180 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ-–- მ-----–--–---–ი მიმართ წარდგენილი ბრალდება - ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

სასამართლო უპირველეს ყოვლისა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია თაღლითობა, რომელიც მიმართულია დაზარალებულისათვის ქონებრივი ზიანის მიყენებისაკენ, რასაც ახერხებს მოტყუების გზით და სწორედ ეს ხერხი უადვილებს ქონების დაუფლებას. მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის მთავარი ნიშანი. თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია, დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ნივთის ან/და ქონების მესაკუთრეს და ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ნივთს ან ქონებას. თაღლითობისას დამნაშავე ცდილობს შეაცდინოს დაზარალებული და ამ გზით დაეუფლოს ქონებას ან ნივთს და მიისაკუთროს ეს უკანასკნელი ან/და მიიღოს უფლება დაზარალებულის კუთვნილ ქონებაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში გარეგნულად ქონების - ფულის გაცემა მოხდა ნებაყოფლობით - ს---–------ მ------–---–ის მიერ, მას შემდეგ რაც ბრალდებულის მიერ ის არასწორად იქნა ინფორმირებული, ანუ ს---–------ მ------–---–ი შეცდომაში იქნა შეყვანილი ფულადი თანხის გადაცემისას, კერძოდ ს---–------ მ------–---–ი და ლ-–- მ-----–--–---–ი შეთანხმდნენ, რომ ეს უკანასკნელი ნარკოტიკული საშუალება ე.წ. „ლსდ“ მიყიდიდა 60 ლარად, თუმცა მან მოატყუა და როგორც ნარკოტიკული საშუალება, გადასცა მუყაოს ფირფიტის ნაჭერში, წონით - 0,0164 გრამი, რომლებიც სინამდვილეში არ მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალებათა ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კატეგორიას, სანაცვლოდ კი მიიღო 60 ლარი. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების - თაღლითობის სპეციფიკაც სწორედ ამაში გამოიხატება.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლო 2011 წლის 19 აპრილის N-------10 გადაწყვეტილებაში პალატამ განმარტა, რომ კანონის თანახმად, თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში, რაც გამოიხატება დაზარალებულის კუთვნილი ამა თუ იმ ნივთის დაუფლებაში, რითაც ზიანი ადგება დაზარალებულს. მოცემულ შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა, მთლიანად გამოირიცხა ქ.ვ-ის ქმედებით მისთვის ზიანის მიყენების ანუ მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობა, ვინაიდან დანაშაულის ობიექტის - დაზარალებულის საკუთრების უფლების ხელყოფა შეიძლება მომხდარიყო მხოლოდ შესაბამისი დანაშაულის საგნის - მისი კუთვნილი თანხის დაუფლების გზით, რისი შესაძლებლობაც კონკრეტულ სიტუაციაში გამორიცხული იყო იქიდან გამომდინარე, რომ დაზარალებულს თავისი კუთვნილი თანხა არ გადაუცია ქ.ვ-სთვის, როცა ეს უკანასკნელი დააკავეს. თანხა, რომელიც ოპერატიული ღონისძიების ჩატარებისას გადაეცა მსჯავრდებულს, წარმოადგენდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საკუთრებას, რომლის გადაცემის პროცესს მთლიანად აკონტროლებდნენ აღნიშნული ინსპექციის თანამშრომლები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია არა დამთავრებული თაღლითობა, არამედ თაღლითობის მცდელობა და მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტიდან გადააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე.

 

შესაბამისად დგინდება, რომ საკასაციო პალატამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ქ.ვ-თვის გადაცემული თანხა დაზარალებულმა მიიღო სამართალდამცავი ორგანოებისგან ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩასატარებლად, განხილული გარემოებები კი იმაზე მიუთითებს, რომ მსჯავრდებულ ქ.ვ-ს მიერ ჩადენილია არა დამთავრებული თაღლითობა, არამედ თაღლითობის მცდელობა, რაც გამოიწვევდა დაზარალებულისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას, რომ არა სამართალდამცავი ორგანოების ჩართულობა.

 

შესაბამისად სასმართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას ლ-–- მ-----–--–---–ის საქმეზე დაზარალებულის არ არსებობის გამო გამამართლებელი განაჩენის დაყენების თაობაზე.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის განმარტებას, რომ მისთვის უცნობი იყო კონკრეტული მუყაოს ფირფიტის ნაჭრის არანარკოტიკული შემადგენლობის შესახებ, ან/და ვერსიას, რომ ს---–------ მ------–---–ის მიერ წყალში გაზავებით მოხდა მისი გამოთავისუფლება ნარკოტიკული საშუალებიდან, რის დასადასტურებლადაც ცდილობს 2018 წლის 24 მარტის კრებსითი მასალიდან ამონარიდით და განმარტავს, რომ ბრალად წარდგენილ ქმედება - თაღლითობას, არ ეთანხმება, რადგან კრებსით ნაწილში ჩანს, რომ ს---–------ მ------–---–ის კითხვაზე ინექციით შეიძლება თუ არა გადაცემული ნივთიერების მიღება, იქვე ტელეფონით მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე პასუხობს, რომ მისი მიღება ხდება ორალურად, თუმცა წყალში გაზავებით შეეძლო რაიმეს მოფიქრება - საინექციოდ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ვერსია და საუბრის ამგვარი გაგება მოგონილია თაღლითობის ნაწილში პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზნით, რადგან ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ვიდეომასალის კრებსითი ამონარიდით დგინდება, რომ ლ-–- მ-----–--–---–ი ს---–------ მ------–---–ს განუმარტავს, რომ მისთვის ცნობილია ნივთიერება, მას თავადაც მოუხმარია იგივე და არ ინანებს - ,,აუ, მაგარია, ნახავ სხვა სამყაროს“. დიალოგში ლ-–- მ-----–--–---–ი ს---–------ს მ------–---–ს კითხვებზე პასუხობს, რომ ერთი კაცის დოზაა, მაგარია, 2 კაცსაც ეყოფა - მაგრამ ერთ ადამიანს მაგრა ,,გაუსწორდება“. ასევე კითხვაზე როგორი იქნება მოხარშვის შემთხვევაში, პასუხობს: ,,მაქამდე არ მივსულვარ“, განმეორებით იგივე კითხვის შედეგ კი ტელეფონის საშუალებით იძებს ინფორმაციას და ს---–------ მ------–---–ს უხსნის, რომ უნდა ჩადოს წყალში 10 წუთი, შეაცხელოს, ურიოს და 10 წუთის შედეგ დალიოს და ცოტა გაიკეთოს, რის შემდეგაც ,,მაგარ კაიფს დაიჭერს“.

 

აღნიშნული დიალოგი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ლ-–- მ-----–--–---–ი ს---–------ მ------–---–ს ატყუებდა, როცა გადასცა არანარკოტიკული საშუალება და დაარწმუნა, რომ გადაცემული მუყაოს ფირფიტა იყო ,,მაგარი“ და მას მოუტანდა ,,კაიფს“, სხვა სამყაროს ანახებდა, და ეს მაშინ, როცა შეთანხმების თანახმად მას ს---–------ მ------–---–ისათვის 60 ლარის სანაცვლოდ უნდა გადაეცა ნარკოტიკული საშუალება ე.წ. „ლსდ“. აღნიშნული ადასტურებს მის განზრახვას - შეცდომაში შეეყვანა ს---–------ მ------–---–ი და დაუფლებოდა მის ფულად თანხას, რომელიც რეალურად საგამოძიებო ორგანოს მიერ გადაცემული აღმოჩნდა.

 

ვერსია ს---–------ მ------–---–ის მიერ შეძენილი მუყაოს ფირფიტის ნაჭერის წყალში გახსნისა და ნარკოტიკული თვისების გამოდევნის შესახებ არასწორია, იქიდან გამომდინარე, რომ საკონტროლო შესყიდვისთანავე გამომძიებლის მიერ მოხდა მისგან ნივთის ამოღება და ექსპერტიზაზე გადაგზავნა, რაც ცხადია გამორიცხავს ს---–------ მ------–---–ის მიერ მის რაიმე სახით გამოყენებას.

 

შესაბამისად ბრალდებულის განმარტება, რომ გადაცემული ნივთიერების ბუნება მისთვის უცნობი იყო და ადგილზე ინტერნეტის საშუალებით მოიძია ინფორმაცია, რაც თითქოსდა გამორიცხავს მისი მხრიდან მოტყუების ფაქტს არასწორია, ვინაიდან ინფორმაციის მოძიება შეეხება მხოლოდ მისთვის უცნობი მეთოდით (მოხარშვის) მოხმარების ფაქტს და არა მის ბუნებას და ისიც იმიტომ, რომ მას მსგავსი მეთოდით არ მოუხმარია - ,,მაქამდე არ მივსულვარ“.

 

რაც შეეხება ადვოკატის განმარტებას, რომ თაღლითობას ადგილი არ აქვს ბრუნვიდან ამოღებული ნივთებთან დაკავშირებით დადებული გარიგებისას, სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგანაც საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლი კვალიფიკაციისათვის არ აწესებს რაიმე სახის შეზღუდვას, და მხოლოდ ის ფაქტი, რომ პირობითად ს---–------ მ------–---–ის ჯანმრთელობას არ მიადგა ზიანი, მისთვის არანარკოტიკული საშუალების მიყიდვით, ვერ იქნება პასუხისმგებლობის გამორიცხვის საფუძველი.

 

სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ადვოკატის ვერსიას, რომ ს---–------ მ------–---–მა გამომძიებელს არ გადასცა ლ-–- მ-----–--–---–ის მიერ გადაცემული ნივთი და შესაძლოა ჩაანაცვლა სხვა საშუალებით, ვინაიდან მოწმე ს---–------ მ------–---–ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად ლ-–- მ-----–--–---–თან დაშორების შემდეგ პირდაპირ მივიდა იქვე რ---------–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე და გადასცა შეძენილი ნივთი, რაც მისივე თანდასწრებით დაილუქა. აღნიშნული ასევე დასტურდება 2018 წლის 24 მარტის ამოღების ოქმით.

 

ასეთ პირობებში კი დაშვება, რომ ს---–------ მ------–---–მა შესყიდვის ადგილიდან ამოღების ადგილამდე, გამოცვლა შეძენილი მუყაოს ფირფიტა არარეალისტურია და ბადებს გონივრულ ეჭვს. საკუთარი ვერსიის გაქარწყლება ან დადასტურება კი დაცვის მხარეს მეტნაკლებად შეეძლო ს---–------ მ------–---–ისა და ამოღების ჩამტარებელი გამომძიებლის დაკითხვით, თუმცა აღნიშნული უდავოდ იქნა ცნობილი დაცვის მხარის მიერ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შეჯიბრებითობის პირობებში ცხადია სასამართლო მხარის რაიმე ვერსიას პირდაპირ - სათანადო მტკიცებულებების გარეშე, უტყუარად დადგენილად ვერ მიიჩნევს, მხოლოდ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულს მხარე აცხადებს. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გაბათილება როგორც წესი, შესაძლებელია სხვა კონტრმტკიცებულებით, რაც დაცვის მხარის მიერ არ წარმოდგენილა და ეს არ და ვერ აიხსნება მხოლოდ იმაზე მითითებით, რომ მტკიცების ტვირთი ეკისრება მხოლოდ ბრალდების მხარეს და დაცვის მხარეს ამ პრინციპიდან გამომდინარე არ აქვს თავისი არგუმენტების წარმოდგენის უფლება, რაც ცხადაია შეჯიბრებითობის პირობებში სწორედ მის ინტერესშია. დაცვის მხარე საუბრობს ზოგადად ვერსიებზე.

 

დაცვის მხარის მიერ ვერსიების დასამტკიცებლად არ იქნა წარმოდგენილი რაიმე სახის ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი, თავის მხრივ ეჭვის დონეზეც ვერ დაასახელა, რა მიზანი შეიძლებოდა ქონოდა ს---–------ მ------–---–ს მოცემული ბრალდებულის მიმართ, მტკიცებულებებით ასევე არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, მისი საქმის შედეგით დაინტერესების შესახებ.

 

შესაბამისად გამოკითხვის ოქმების, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის, ამოღების ოქმის და 2018 წლის 24 მარტს მისის ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც: ს---–------ მ------–---–ისგან ამოღებული ლ-–- მ-----–--–---–ისგან შეძენილი: პერფორირების ნიშნების მქონე მუყაოს ფირფიტის ნაჭერი წონით 0,0164 გრამი, არ შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებას, ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს - სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2018 წლის 24 მარტს თბილისში, რ---------–-------------ში მდებარე ღამის კლუბ „კაფე გ--–---იში“ ლ-–- მ-----–--–---–ი ს---–------ მ------–---–ს გაურიგდა, რომ ნარკოტიკული საშუალება ე.წ. „ლსდ“ მიყიდიდა 60 ლარად. რის შემდგომაც ლ-–- მ-----–--–---–მა მას მოტყუებით, თითქოსდა როგორც ნარკოტიკული საშუალება, გადასცა მუყაოს ფირფიტის ნაჭერში, წონით - 0,0164 გრამი, რომლებიც სინამდვილეში არ მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალებათა ფსიქოტროპულ და ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა კატეგორიას, თუმცა ს---–------ მ------–---–ს გამოართვა 60 ლარი.

 

როგორც აღინიშნა სასამართლო არ ეთანხმება ბრალდების მხარის კვალიფიკაციას და მიაჩნია, რომ ლ-–- მ-----–--–---–ი მიმართ წარდგენილი ბრალდება - ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სწორედ ამ მუხლით უნდა მოხდეს მისი მსჯავრდება.

 

ამდენად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიაჩნია, რომ ლ-–- მ-----–--–---–მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, რაც სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-8 წლამდე ვადით, მანვე ჩაიდინა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-14 წლამდე ვადით, მანვე ჩაიდინა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი რედაქცია), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 წლამდე ვადით, მანვე ჩაიდინა თაღლითობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლების მცდელობა, ანუ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 160-200 საათამდე ვადით ან გამასწორებელი სამუშაოს 2 წლამდე ვადით ან შინაპატიმრობას 1-2 წლამდე ვადით ანდა თავისუფლების აღკვეთით 2-4 წლამდე ვადით.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ბრალდებულების პიროვნებას, მათი პასუხისმგებლობის დამამძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებს, რომელიც გავლენას ახდენს სასჯელზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალად შერაცხული და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული მართლსაწინააღმდეგო ქმედება მაღალი ხარისხის საზოგადოებრივად საშიშ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება, რაც განსაკუთრებულ და მკაცრ მიდგომებს საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც. თუმცა დანაშაულის სიმძიმის, ბრალდებულის პიროვნებების და იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულმა აღიარა დანაშაულის ძირითადი ნაწილი, რასაც გულწრფელად ინანიებს, ამასთან წარსულში არ არის ნასამართლევი, ლ-–- მ-----–--–---–ს სასჯელის ზომად დანაშაულთა ერთობლიობით უნდა განესაზღვროს მინიმალური სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად, უნდა ჩამოერთვას კანონით განსაზღვრული უფლებები, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დანაშაულის პრევენციასა და სამართლიანობის აღდგენას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით, 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით, საქართველოს კანონით „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ-–- მ-----–--–---–ი მიმართ წარდგენილი ბრალდება - ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის 1-ლი ნაწილზე;

ლ-–- მ-----–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის 1-ლი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით,საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელები და ლ-–- მ-----–--–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით;

2. ლ-–- მ-----–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს;

3. ლ-–- მ-----–--–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 11 მაისიდან;

4. ლ-–- მ-----–--–---–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;

5. 7 ცალი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს და 4 ცალი დისკი რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით, ლ-–- მ-----–--–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული პირადი ნივთები, რომელიც ინახება შსს ც--------–---------------–----------–-–-----------------ტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს; ლ-–- მ-----–--–---–ის ნერწყვის ნიმუში, ლ-–- მ-----–--–---–თან განხორციელებული საკონტროლო შესყიდვის შედეგად მოპოვებული ნივთიერებები და ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება შსს ც--------–---------------–----------–-–-----------------ტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს; ლ-–- მ-----–--–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ვაზნები, რომელიც ინახება შ----–----------------------------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს;

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი