გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.01.2019
საქმის ნომერი
330210018002381504
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
17.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/9953-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17 იანვარი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე

სხდომის მდივანი ქეთევან დიდებაშვილი

მოსარჩელე - ქა-–--------–----------–----–--------------ა

წარმომადგენელი - ბ---------------ე

მოპასუხეები - ბ---- ნა------ე, თე-------ზ ფუ--------ე,წარმომადგენელი - პ---–----------–ი, კ--------------ე

მოპასუხეები -ჰუ---ნ ორ---ი, ვა-–-----ნ ენ----–--ე,მოპასუხე - მე--–--დ ჯა----ე

წარმომადგენელი - ი-----------–--ე

დავის საგანი - დანაშაულის გზით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხეებს ბ---- ნა------ეს, ვა-–-----ნ ენ----–--ეს, თე-------ზ ფუ--------ეს, ჰუ---ნ ორ---ს და მე--–--დ ჯა----ეს სოლიდარულად დაეკისროთ თ---–----------–----–----------------თვის მიყენებული ზიანის - 184 751.08 ლარის ანაზღაურება.

 

სარჩელის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 აპრილის განაჩენით ბ---- ნა------ე, ვა-–-----ნ ენ----–--ე, თე-------ზ ფუ--------ე და მე--–--დ ჯა----ე ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 210 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (660, 43 250.3, 111 972.78, 20 868 და 8000 ლარის ეპიზოდები), რაც გულისხმობს თაღლითობას, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებას ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ასევე ჯგუფურად ისეთი ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადება და გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 მაისის განაჩენით ჰუ---ნ ორ---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 210 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (660, 43 250.3, 111 972.78, 20 868 და 8000 ლარის ეპიზოდები).

 

მოპასუხეთა მიერ მოსარჩელის მიმართ მიყენებული მატერიალური ზიანი ანაზღაურებული არ არის. შესაბამისად, ქა-–--------–----------–----–--------------ა მოითხოვს მოპასუხეებისთვის სოლიდარულად 184 751.08 ლარის დაკისრებას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა ბ----ი ნა------ემ, თე-------ზ ფუ--------ემ და მე--–--დ ჯა----ემ ერთობლივად წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და აღნიშნეს, რომ განაჩენის არსებობა არ ნიშნავს მსჯავრდებულების მიმართ ზიანის მიყენების ფაქტის არსებობის დადასტურებას.

 

განაჩენი გამოტანილია საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ანუ საქმის არსებითი განხილვის გარეშე. ზიანის ანაზღაურების თაობაზე საპროცესო შეთანხმება არ გაფორმებულა და ვერც განაჩენში მოხდებოდა კვლევა ზიანის მიყენების საფუძვლიანობაზე და მისი გაანგარიშების სისწორეზე. ამდენად, მცდარია მოსარჩელის არგუმენტაცია, თითქოსდა კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ადასტურებს მიყენებული ზიანის ფაქტს.

 

არც გამოძიების მასალებში და არც სხვაგან არ მოიძებნება მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ზიანის მიყენების ფაქტი რეალობას შეესაბამება და შესყიდული საქონელი კომპანიაში არ შესულა. ცნობილია, რომ გამოძიების მიერ ჩატარებული იქნა სასაქონლო-მატერიალური მარაგების კომპლექსური და სრული ექსპერტიზა. ინვენტარიზაციის შედეგად არ გამოვლინდა საქონლის დანაკლისი, რაც პირდაპირ ადასტურებს, რომ ყველა ეპიზოდთან მიმართებაში გამოძიების მიერ ყალბი საბუთისა და ნივთების მითვისების გარემოებები მცდარია და ზიანის მიყენებას ადგილი ვერ ექნებოდა.

 

მოპასუხეებმა ასევე მიუთითეს სასარჩელო მოთხოვნათა ხანდაზმულობაზე, მათი მოსაზრებით, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დინება იწყება არა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის მიღების დღიდან, არამედ იმ მომენტიდან როდესაც დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. ამ შემთხვევაში იგი უნდა აითვალოს 2009 წლიდან, როდესაც განხორციელდა საგამოძიებო მოქმედება - დაზარალებულის დაკითხვა. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა სარჩელის წარმოდგენის დროისთვის ამოწურულია.

 

2.2. მოპასუხეებს ჰუ---ნ ორ---ს და ვა-–-----ნ ენ----–--ეს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მხარეები საქმეში არსებულ უდავო ფაქტობრივ გარემოებებს არ ასახელებენ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 აპრილის #1-------- განაჩენით ბ---- ნა------ე, თე-------ზ ფუ--------ე და მე--–--დ ჯა----ე ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. აღნიშნული გულისხმობს თაღლითობას, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებას ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ასევე ჯგუფურად ისეთი ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადებას და გამოყენებას, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი.

 

ამავე განაჩენით, ვა-–-----ნ ენ----–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ჯგუფურად ისეთი ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადებას და გამოყენებას, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 აპრილის #1-------- განაჩენი (ს.ფ 20-77)

 

3.2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 მაისის #1-------- განაჩენით ჰუ---ნ ორ---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის. დასახელებული ნორმა გულისხმობს თაღლითობას, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებას ჯგუფთან წინასწარი შეთანხმებით და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ასევე ჯგუფურად ისეთი ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადებას და გამოყენებას, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 მაისის #1-------- განაჩენი (ს.ფ 79-89)

 

3.2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 აპრილის #1-------- განაჩენით ბ---- ნა------ე, თე-------ზ ფუ--------ე, ვა-–-----ნ ენ----–--ე და მე--–--დ ჯა----ე ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გამოიხატა ქ-------–------------ კუთვნილი 660 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

3.2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 აპრილის #1-------- განაჩენით ბ---- ნა------ე, თე-------ზ ფუ--------ე, ვა-–-----ნ ენ----–--ე და მე--–--დ ჯა----ე ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გამოიხატა ქ-------–------------ კუთვნილი 43 250.3 ლარის თაღლითურად მისაკუთრებაში, რამაც ქ. თბილისის მერიას მიაყენა მნიშნველოვანი ზიანი.

 

3.2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 აპრილის #1-------- განაჩენით ბ---- ნა------ე, თე-------ზ ფუ--------ე, ვა-–-----ნ ენ----–--ე და მე--–--დ ჯა----ე ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გამოიხატა ქ-------–------------ კუთვნილი 111 972.78 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

3.2.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 აპრილის #1-------- განაჩენით ბ---- ნა------ე, თე-------ზ ფუ--------ე, ვა-–-----ნ ენ----–--ე და მე--–--დ ჯა----ე ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გამოიხატა ქ-------–------------ კუთვნილი 20 868 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებაში, რამაც ქ. თბილისის მერიას მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

3.2.7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 აპრილის #1-------- განაჩენით ბ---- ნა------ე, თე-------ზ ფუ--------ე, ვა-–-----ნ ენ----–--ე და მე--–--დ ჯა----ე ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გამოიხატა ქ-------–------------ კუთვნილი 8000 ლარის თაღლითურად მისაკუთრებაში, რამაც ქ. თბილისის მერიას მიაყენა მნიშნველოვანი ზიანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 აპრილის #1-------- განაჩენი (ს.ფ 20-77)

 

3.2.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 მაისის #1-------- განაჩენით ჰუ---ნ ორ---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გამოიხატა ქ-------–------------ კუთვნილი 660 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებაში, რამაც დაზარალებულისთვის მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

3.2.9. ამავე განაჩენით:

 

ჰუ---ნ ორ---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გამოიხატა ქ-------–------------ კუთვნილი 43 250.3 ლარის თაღლითურად მისაკუთრებაში, რამაც ქ. თბილისის მერიას მიაყენა მნიშნველოვანი ზიანი.

 

ჰუ---ნ ორ---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გამოიხატა ქ-------–------------ კუთვნილი 111 972.78 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

ჰუ---ნ ორ---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გამოიხატა ქ-------–------------ კუთვნილი 20 868 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებაში, რამაც ქ. თბილისის მერიას მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ჰუ---ნ ორ---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გამოიხატა ქ-------–------------ კუთვნილი 8000 ლარის თაღლითურად მისაკუთრებაში, რამაც ქ. თბილისის მერიას მიაყენა მნიშნველოვანი ზიანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 მაისის #1-------- განაჩენი (ს.ფ 79-89)

 

3.2.10. 2009 წლის 30 ივლისს #--------- სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი იქნა ქ. თბილისის მერია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა სისხლის სამართლის საქმეზე (ს.ფ 92)

 

3.2.11. სასამართლომ საქმეში დაცული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიადგა - 184 751. 08 ლარის მატერიალური ზიანი.

 

მოპასუხეთა განმარტებით განაჩენი გამოტანილია საპროცესო შეთანხმების საფუძველზე საქმის არსებითი განხილვის გარეშე. ზიანის ანაზღაურების თაობაზე საპროცესო შეთანხმება არ გაფორმებულა და ვერც განაჩენში მოხდებოდა კვლევა ზიანის მიყენების საფუძვლიანობაზე და მისი გაანგარიშების სისწორეზე. ამდენად, მცდარია მოსარჩელის არგუმენტაცია, თითქოსდა კანონიერ ძალაში შესული განაჩენი ადასტურებს მიყენებული ზიანის ფაქტს. სასამართლო მოპასუხეთა მსჯელობას არ იზიარებს და მიუთითებს შემდეგს:

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი.

 

აღნიშნული ნორმით მოწესრიგებულია სასამართლო განაჩენის სამართლებრივი დატვირთულობა დელიქტურ ვალდებულებებში და მოიცავს სასამართლო განაჩენის დანიშნულებას პირის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების მტკიცების თვალსაზრისით.

 

განაჩენის არსებობა იმთავითვე გულისხმობს ქმედების მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ხასიათს, რადგან სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

 

ამდენად, თუ პირის მიმართ არსებობს სასამართლო განაჩენი, რის საფუძველზეც დაზარალებული ითხოვს ზიანის ანაზღაურებას, მასში იმთავითვე გათვალისწინებულია დელიქტური ვალდებულებისათვის აუცილებელი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ხასიათი და მოსარჩელე არ არის ვალდებული დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენით ამტკიცოს აღნიშნული გარემოება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 აპრილის და 2016 წლის 19 მაისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით სარჩელში დასახელებული ყველა მოპასუხე ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, ხოლო მათი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად მოსარჩელეს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი, რამაც ჯამში შეადგინა 184 751.08 ლარი.

ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიიჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი განაჩენით დასტურდება როგორც მოპასუხეთა ბრალეულობა მოსარჩელეთა მიმართ დამდგარ ზიანში ისე განსაზღვრულია მიყენებული ზიანის მოცულობაც.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მე-2 ნაწილის რეგულირების სფეროს წარმოადგენს სასამართლო განაჩენის დანიშნულება ზიანის ოდენობის განსაზღვრისას. აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა.

 

სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს დანაშაულის კატეგორიებს, სადაც მის მაკვალიფიცირებელ წინაპირობას ზიანის ოდენობა წარმოადგენს. ასეთ შემთხვევაში, თუ სასამართლო განაჩენით პირის ქმედების კვალიფიკაციისას გათვალიწინებული იქნა ზიანის ოდენობა, მაშინ სამოქალაქო სამართალწარმოებისას განაჩენი წარმოადგენს ზიანის ოდენობის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებას.

 

გასათვალისწინებელია, რომ ორივე განაჩენი მიღებულია ბრალდების მხარესა და განსასჯელებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმების შედეგად, ეს გარემოება დამატებით მეტყველებს, რომ მოპასუხეები ეთანხმებოდნენ განაჩენში დადგენილ ფაქტებს მათ შორის ზიანის მიყენების მოცულობასთან დაკავშირებით. საქმეში წარმოდგენილი ორივე განაჩენი შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, რის გამოც მოსარჩელეს აღარ აკისრია დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის ვალდებულება და განაჩენში მითითებული ზიანის ოდენობა დადასტურებულად ითვლება. შესაბამისად, მოპასუხეთა არგუმენტები ზიანის გაანგარიშების სისწორესთან დაკავშირებით სასამართლო ვერ გაიზიარებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 აპრილის #1-------- განაჩენი (ს.ფ 20-77)

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 მაისის #1-------- განაჩენი (ს.ფ 79-89)

 

3.2.12. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეების მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ არ არის ხანდაზმული.

როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხეები წერილობით წარმოდგენილ შესაგებელში და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებულ ახსნა-განმარტებაში მიუთითებდნენ მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ. მათი მტკიცებით, ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება არა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის მიღების დღიდან, არამედ იმ მომენტიდან როდესაც დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ კერძოდ 2009 წლიდან, როდესაც განხორციელდა საგამოძიებო მოქმედება დაზარალებულის დაკითხვა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული განაჩენი არის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება საქმეზე, რომლითაც განსასჯელის მიმართ გამოდის გამამტყუნებელი ან გამამართლებელი გადაწყვეტილება პირის ქმედების ბრალეულად ცნობის ან გამართლების და შემდგომში მის მიმართ გასატარებელი ღონისძიების შესახებ. განაჩენით დგინდება ზუსტი იდენტიფიცირება იმ პირის, რომლის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა ქმედებამაც გამოიწვია ზიანი.

 

სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ეფუძვნება მხოლოდ ვარაუდს მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა და ზიანის არსებობის შესახებ. სწორედ სისხლის სამართლის საქმის განხილვის ფარგლებში დგინდება და დასტურდება კონკრეტული ქმედება არის თუ არა დანაშაულის ნიშნების შემცველი და ზიანის გამომწვევი. ასევე დგინდება მართლსაწინააღმდეგო ქმედების განმახორციელებელი სუბიექტიც.

 

აღსანიშნავია, რომ კონკრეტულ დავაში სახეზეა დანაშაულის გზით მიყენებული ზიანი, რომლის ხანდაზმულობის ვადის ათვლაც უნდა მოხდეს ზიანის შეტყობის და ანაზღაურებაზე ვალდებული პირის ზუსტი იდენტიფიკაციის მომენტიდან, ანუ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დადგომის შემდეგ, ვინაიდან სწორედ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით არის შესაძლებელი დადგინდეს ზიანის და ზიანის მომყენებელი პირის შესახებ.

 

სხვაგვარი მსჯელობა, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის დეფინიციას, რომლის თანახმად ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.

 

სისხლის სამართლის საქმის განხილვის ფარგლებში, საგამოძებო ორგანოების კვლევის საგანს წარმოადგენს სწორედ ის ფაქტობრივი გარემოება, არის თუ არა პირი დამნაშავე ანუ ჩაიდინა თუ არა მან მართლსაწინაღმდეგო და ბრალეული ქმედება. რასაც შემდგომში ადასტურებს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულის დაკითხვა, არ წარმოადგენს იმ მომენტს, საიდანაც უნდა აითვალოს დელიქტიდან გამომდინარე სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან პირის ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათსა და ბრალეულობას ადასტურებს არა დაზარალებულის პოზიცია, ზიანის არსებობის ფაქტის დადასტურების ან უარყოფის შესახებ, არამედ სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული საბოლოო განაჩენი.

 

განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლოს დასკვნით სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დინება წარმოდგენილი განაჩენების მიღებიდან უნდა აითვალოს და ამ გარემოების გათვალისწინებით მოსარჩელის მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 აპრილის #1-------- განაჩენი (ს.ფ 20-77)

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 მაისის #1-------- განაჩენი (ს.ფ 79-89)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ქა-–--------–----------–----–--------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 130-ე, 408-ე, 409-ე, 992-ე, 998-ე, 1008-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

 

სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელ მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილი განაჩენით დასტურდება მოპასუხეთა ბრალეულობა და თბილისის მერიის მიმართ ზიანის მიყენების ფაქტი.

სასამართლომ 3.2.11 ფაქტობრივი გარემოებით დაადგინა, რომ მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ქა-–--------–----------–----–--------------ას მიადგა - 184 751.08 ლარის მატერიალური ზიანი. შესაბამისად უდავოა, რომ სარჩელში დასახელებული მოპასუხეები სოლიდარულად წარმოადგენენ მოსარჩელისთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებელ სუბიექტებს.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობები, რომლის საფუძველზეც, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ 184 751.08 ლარის გადახდის ვალდებულება.

 

6.2. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დავის სწორად გადაწყვეტისათვის განმსაზღვრელია, სწორად შეფასდეს ხანდაზმულობის შესახებ სათანადო ნორმების გამოყენების საკითხი სადავო სამართლებრივ ურთიერთობასთან მიმართებაში.

სასამართლო შენიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა რეგულირებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

ზემოაღნიშნული ნორმის აღწერილობითი ნაწილის მითითება - როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, არ შეიძლება გაგებულ იქნა იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი, პრაქტიკულად, ერთმანეთის თანმხვედრია და ორიენტირებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. ამასთანავე, მხოლოდ სუბიექტურ ფაქტორზე - უნდა შეეტყო, მხოლოდ მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

აღსანიშნავია, რომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ქვეშ იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი უფლებები დარღვეულია, შეუძლია მოითხოვოს უფლების სასამართლო წესით დაცვა. ამ ვადის გასვლა გავლენას ახდენს მატერიალური სარჩელის დაკმაყოფილებაზე. თუმცა, მატერიალური უფლება ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ავტომატურად არ ქარწყლდება. ამისთვის დაინტერესებულმა პირმა სასამართლოს უნდა განუცხადოს მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, რომლის შემოწმების გარეშე, სასამართლოს მხრიდან ისეთი მოქმედებების განხორციელება, როგორიცაა მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადგენა, აზრს კარგავს.

სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის შესაბამისად, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.

 

ამრიგად, სამოქალაქო კოდექსის აღნიშნული ნორმა სპეციალურად განსაზღვრავს დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებისათვის სასამართლოსთვის მიმართვის სამწლიან ვადას. დასახელებული დანაწესი გამორიცხავს ხანდაზმულობის ზოგადი წესით გამოთვლისათვის გათვალისწინებულ ისეთ პირობებს, როგორიცაა მოთხოვნის წარმოშობის დროის დადგენისას, მოთხოვნის მქონე პირის მიერ უფლების დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღებულად ცნობა ინფორმაციის მიღების ან იმ დროის გათვალისწინებით, როცა პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ (სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი). ნაცვლად ამისა, კანონი ხანდაზმულობის ვადის დაწყებას პირდაპირ უკავშირებს ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიღების დროს, რაც დანაშაულის არსებობის შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული განაჩენით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე ზიანის მიმყენებელ პირთა ვინაობა დადასტურებული იქნა მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 აპრილის და 2016 წლის 19 მაისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. თ---–----------–----–---------------- სასამართლოს სარჩელით მომართა 2018 წლის 02 აპრილს, რაც სასარჩელო მოთხოვნას სასამართლოში წარმოდგენის დროისათვის ხანდაზმულად არ აქცევს.

 

ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული არაა, დასაბუთებულია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 5000 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზ/აღნიშნული მუხლის თანახმად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. თ---–----------–----–---------------- სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

2. მოპასუხეებს ბ---- ნა------ეს, ვა-–-----ნ ენ----–--ეს, თე-------ზ ფუ--------ეს, ჰუ---ნ ორ---ს და მე--–--დ ჯა----ეს სოლიდარულად დაეკისროთ 184 751.08 ლარის ანაზღაურება.

3. მოპასუხეებს ბ---- ნა------ეს, ვა-–-----ნ ენ----–--ეს, თე-------ზ ფუ--------ეს, ჰუ---ნ ორ---ს და მე--–--დ ჯა----ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 5000 ლარის გადახდა;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე