განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1-203-18
(№021170218001 )
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 იანვარი 2019 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი
სხდომის მდივანი ცოტნე მატუა
ბრალდების მხარე: პროკურორი - ა-- ხ-------–---–-;
დაცვის მხარე: ბრალდებული - ა-–-- ბ------, პირადი №-----------, დაბადებული 1--- წლის 0- ი-------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, დ-----------–-, ა---------–- ს-–----–-- განათლებით, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: გ---------- რაიონი, სოფელი ვ----------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ადვოკატი - მ--- რ----
თრაჯიმანი - ს----– ო--------
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 17 თებერვალს, დილის დაახლოებით 10:00 საათზე, გ---------- რაიონის სოფელ ვ---------–-, ა-–-- ბ------- მიწის ნაკვეთის გასუფთავებასთან დაკავშირებული ურთიერთშელაპარაკებისას, ძმას - ვ--–-- ბ------ სახის არეში ფიცრის ჩარტყმის შედეგად მიაყენა ფიზიკური ტკივილი და მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
3.1. დაზარალებულ ვ--–-- ბ------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ის თავის ძმასთან ა-–-- ბ--------- ერთად ცხოვრობს ერთ სახლში, სოფელ ვ---------–-. ა-–-- ბ------ს ბაღი იყო მის სარგებლობაში და უვლიდა. ამ მიწის ნაკვეთის გამო დაიწყო მათ შორის კონფლიქტი. ა-–--მ ჰკითხა რატომ არ იყო მოვლილი ბაღი. წვიმა იყო იმ დღეს მოსული, ტალახი იყო და უპასუხა, რომ მოგვიანებით გაასუფთავდებდა ბაღს. კონფლიქტი დაიწყო ჩხუბამდე ერთი დღით ადრე. მეორე დღეს კი იჩხუბეს. წინა დღეს, ა-–--მ დაიწყო გინება და მან არაფერი არ უპასუხა. ის აგინებდა მის მეუღლეს. მეორე დღეს ის სახლში იყო და ხმაურზე გავიდა გარეთ, ისევ იგივე გაუმეორა, რატომ არ დაასუფთავა ბაღი. მან უპასუხა, რომ დაასუფთავებდა. ა-–-- ბ------ ფიცარი ეჭირა გადააგდო და ცხვირში მოხვდა. ბევრი ფიცრები ეჭირა, რომლებიც შემდეგ მიაყარა მას. სისხლი წამოუვიდა, გაბრაზდა და თვითონაც ჩაარტყა თავში. ა-–--ს იმ ერთი დარტყმის მერე აღარ დაურტყამს. ა-–-- ბ------ს და მის დარტყმას შორის 1 წუთი იქნებოდა დრო. ტკივილი გა--ცადა დარტყმის შემდეგ. ამ ფაქტს შეესწრო მისი მეუღლე და ა-–-- ბ------ს შვილი. მის მეუღლეს არაფერი გაუკეთებია, ხოლო ა-–--ს შვილმა მას არ დაარტყა, მაგრამ კარს დაარტყა შეშა. ძმასთან შერიგებულია, თუმცა ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა არ აქვთ, უბრალოდ აღარ ჩხუბობენ. მისმა მეუღლემ დარეკა პოლიციაში. ხოლო მეორედ მან დარეკა პოლიციაში. განმარტავს, რომ ნოტარიუსში, თვითონ თავისი ნებით წავიდა და პატიობს რაც ჩაიდინა. წარსულში მათ კონფლიქტი არ ჰქონიათ. მოსავალი რაც მოჰყავდა ამ ბაღში, ა-–--სთვის არ გაუნაწილებია. ბევრი არაფერი მოუყვანიათ. ბადრიჯანი მოიყვანეს, რომელიც 10-15 თეთრად ეყიდებოდა. ბაღს იმიტომ არ წმენდდა, რომ ეგონა მისი ძმა ისევ წავიდოდა თურქეთში და ისევ თვითონ გამოიყენებდა. ჰგონია, რომ ეს დარტყმა გამიზნული არ იყო, უბრალოდ მოხვდა მას შეშის ნაჭერი. მასსა და ა-–--ს შორის მანძილი იქნებოდა 1 მეტრი.
3.2. მოწმე ნ-------- ბ------- განაცხადა, რომ ეთანხმება გამოძიების დროს მის მიერ მიცემულ ჩვენებას. შემთხვევის დღეს ის ბაღში იყო გასული, რომ შეემოწმებინა მიწა მშრალი იყო თუ არა. იქიდან დაბრუნებისას დაინახა, როგორ ჩხუბობდნენ ძმები. ა-–-- ბ------ და ვ--–-- ბ------. მათ შორის ჩხუბი იმის გამო მოხდა, რომ ა-–-- ბ------ს ბაღი არ იყო გაწმენდილი მოსავლის აღების შემდეგ. თებერვლის თვე იყო, ეზოში ეყარა ძველი ნარჩენები. მისი ქმრის ძმამ ა-–-- ბ------- უთხრა, რომ მიწა გაეთავისუფლებინათ. მანაც უპასუხა, რომ როცა მიწა გაშრებოდა მაშინ გაასუფთავებდა.
სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე ნ-------- ბ------- გამოკითხვის ოქმი, მოწმემ დაადასტურა სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ გამოკითვის ოქმზე მისი ხელმოწერის ნამდვილობა. გამოკითხვის ოქმის მიხედვით, 2018 წლის 17 თებერვალს, მისი მაზლი და მისი შვილი ე-–---ი იყვნენ თავის სახლში. დილით 10 საათზე ის გავიდა ეზოში საოჯახო საქმეების გასაკეთებლად. შემდეგ გამოვიდა მისი მაზლიც და დაუწყო გინება. თან ეუბნებოდა, რომ რამდენჯერ უთქვამს, რომ მიწის ნაკვეთი გაესუფთავებინა. ის გაბრაზდა და უყვირა, არ მინდა და ნაკვეთს არ გავასუფთავებო. ის აგრძელებდა გინებას. ამ დროს მისი ქმარი გამოვიდა, და უთხრა რომ ნუ აგინებდა მის ცოლს, ა-–--მ მასაც დაუწყო გინება, ფიცრის ნატეხი მოუქნია და ცხვირში ჩაარტყა, რის შედეგადაც სისხლი წამოუვიდა, ეს ფიცარი მისმა ქმარმა თავის ძმას ა-–--ს გამოსტაცა ხელიდან, თავში ჩაარტყა და შემდეგ ისევ მიწაზე დააგდო.
მოწმემ სასამართლო სხდომაზე დამატებით განმარტა, რომ არ დაუნახავს როგორ ჩაარტყა ა-–--მ მის ქმარს, ის როდესაც მივიდა ამ დღეს ჩხუბი დამთავრებული იყო, ხოლო მის ქმარს სისხლი მოსდიოდა. მისმა მეუღლემ მოუყვა, რაც მოხდა მათ შორის. გინება და ჩხუბი სხვადასხვა დღეს მოხდა. 16 თებერვალს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ხოლო მეორე დღეს ძმებს მოუვიდათ ჩხუბი. მას არ დაუნახავს ჩხუბის მომენტი, მას ქმარმა უთხრა ამის შესახებ. მეუღლემ უთხრა რომ ფიცარი დაარტყა ა-–--მ.
3.3 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითა ექსპერტი ა-–---- ბ-------–---–-, რომელმაც დაადასტურა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N001329418 დასკვნის სისწორე (ტ.1. ს.ფ. 13-15).
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა შემდეგი: 2018 წლის 28 თებერვლის N001329418 ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ვ--–-- ბ------ 17.02.18 წ ობიექტური შემოწმებით აღენიშნება დაჟეჟილი ჭრილობა ცხვირის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
ზ/აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაადასტურა ექსპერტმა ა-–---- ბ-------–---–-- და განმარტა, რომ მუშაობს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში. 2018 წლის 17 თებერვალს შემოწმება ჩაუტარდა ვ--–-- ბ------ და გაიცა დასკვნა, რომლის თანახმადაც ობიექტური შემოწმებით ვ--–-- ბ------ აღენიშნება დაჟეჟილი ჭრილობა ცხვირის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ეს შემოწმება ჩაუტარდა 15:44 საათზე.
3.4 სასამართლო სხდომაზე მოწმე ე-–--- ბ------- ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ოჯახის წევრის (მამის) ა-–-- ბ------ს მამხილებელი ჩვენების მიცემაზე.
3.5 გამოძიების დაწყებოს აღრიცხვის ბარათით ფორმა N1-ით დადგენილია, რომ გ---------- შსს რაიონული სამმართველოში 2018 წლის 17 თებერვალს დაიწყო გამოძიება, სს N021170218001 საქმეზე, რომლის მიხედვით 2018 წლის 17 თებერვალს შსს გ---------- რაიონულ სამმართველოში 112-იდან შევიდა გ---------- რაიონის სოფელ ვ---------–- მცხოვრები, ვ--–-- ბ------ს შეტყობინება მასზედ, რომ ძმასთან ა-–-- ბ--------- აქვს კონფლიქტი.
3.6 2018 წლის 18 თებერვლის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის მიხედვით დადგენილია, რომ ჩატარებულ იქნა საგამოძიებო ექსპერიმენტი დაზარალებულის მონაწილეობით შემთხვევის ადგილზე. ოქმში აღნიშნულია, რომ მშვიდ, წყნარ ვითარებაში დღისით მშრალ ამინდში ექსპერტების და თარჯიმნის მონაწილეობით სამსახურებრივი ავტომანქანით, ვ--–-- ბ------ს მითითებით, გ---------- რაიონული სამმართველოდან გაემართნენ გ---------- რაიონის სოფელ ვ----------ს მიმართულებით. 12 კმ-ის მანძილის გავლის შემდეგ გაჩერდნენ საავტომობილო გზის პირზე, ეზოს მესაკუთრეების ვ--–-- და ა-–-- ბ------ს წერილობითი თანხმობის საფუძველზე შევიდნენ მათ კუთვნილ ეზოში, რომლის ხელმარჯვნივ აშენებულია ფარდული, გარდა ამისა აშენებულია ერთი ერთსართულიანი სახლი და მეორე მიწისპირზე აშენებული სახლები. ერთსართულიანი სახლი ეკუთვნის ა-–-- ბ------, რომელთან ერთადაც სახლში ცხოვრობს მისი შვილი ე-–--- ბ------, ხოლო მეორე, მიწისპირზე აშენებული სახლი ეკუთვნის ვ--–-- ბ------, რომელთან ერთადაც ცხოვრობს მისი მეუღლე ნ-------- ბ------. ვ--–-- ბ------ მიუთითა ეზოში ადგილზე, სადაც ძმებმა იჩხუბეს და ფიცრის (შეშის) ნატეხი ჩაარტყეს ერთმანეთს თავში. იქვე (2 მ-ის მოშორებით) მიუთითა ფიცრის(შეშის) ნატეხზე, რომელიც ძმებმა ერთმანეთს ჩაარტყეს, ხოლო შემდეგ ე-–--- ბ------- მისი შესასვლელი მეტალოპლასტმასის კარს დაარტყა. აღნიშნული ხის ნატეხი, რომელიც არის შეშა და არა ფიცარი ამოღებულ იქნა, მოთავსდა პოლიეთილენის პაკეტში და დაილუქა FCI 443899 ნომრიანი ლუქით. ვ--–-- ბ------ს მითითებით დასურათდა მეტალოპლასტმასის კარი, რომლის ქვედა მხარე ე.წ გული არის ორივე მხრიდან გატეხილი. გარე მხარის დაზიანების ზომები 7X32 სმ., ხოლო შიდა მხარის დაზიანების ზომების 8 X13 X30 სმ.
3.7 სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითა დაცვის მოწმე ექსპერტი გ------- ო------–---–-, რომელმაც დაადასტურა 2018 წლის 19 თებერვლის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N1001427018 დასკვნის სისწორე (ტ.1. ს.ფ. 50-52).
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა შემდეგი: პირადი გასინჯვის მონაცემებით (18.02.2018წ) ა-–-- ბ------ აღენიშნება ნაჭდევები თავის და ცხვირის მიდამოებში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
ზ/აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას დაადასტურა ექსპერტმა გ------- ო------–---–-- და განმარტა, რომ მუშაობს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში სამედიცინო ექსპერტად. განმარტავს, რომ ნაჭდევი არის კანის ზედაპირული დაზიანება. „ექსკორიაციასაც“ ეძახიან. შესამოწმებელი პირისგან გაიგო, რომ 17.02.2018 წელს ძმასთან შელაპარაკებისას მის საცხოვრებელ სახლში ძმამ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც მიიღო დაზიანება, კერძოდ თავის და სახის არეში შეშის ნაჭრის დარტყმით. დაზიანებები არ ეწინააღმდეგებოდა ხანდაზმულობით დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ხანდაზმულობის მიხედვით ნაჭდევს ახასიათებს რამდენიმ ეტაპი. შემოწმება ჩაატარა 18 თებერვალს დაახლოებით 15:30 საათზე.
3.8 საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ბრალდებულმა ა-–-- ბ------- თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა და უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი და ობიექტური ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32). დაზარალებულის ვ--–-- ბ------ს პოზიციის ცვლილების მიუხედავად (სასამართლო სხდომაზე მან განაცხადა, რომ განზრახ არ უსვრია მის ძმას შეშის ნაჭერი და შეიძლება შემთხვევით მოხვდა), 2018 წლის 17 თებერვალს განვითარებული მოვლენების ლოგიკური ანალიზისა და მოწმეების, გამომძიებლის ჩვენებების, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის დასკვნით და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ვ--–-- ბ------ს მიმართ ძმის ა-–-- ბ------ს მხრიდან განხორციელებული ძალადობის რეალურობა, სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ მხარეებს შორის ნამდვილად არსებობდა კონფლიქტი ა-–-- ბ------ს კუთვნილი მიწის ნაკვეთის გასუფთავებასთან დაკავშირებით და ეს კონფლიქტი გრძელდებოდა რამდენიმე თვის განმავლობაში, შემთხვევის წინა დღეს მხარეთა შორის ადგილი ჰქონდა შელაპარაკებას და სიტყვიერ შეურაცხყოფას ბრალდებულის მხრიდან. მეორე დღეს კი ბრალდებულის აგრესია გაგრძელდა და გამოიხატა ძმისთვის შეშის ნაჭერის ჩხუბის დროს განზრახ დარტყმაში, ეს ქმედება, რომ განზრახი ქმედების ხასიათს ატარებდა დადგენილია მოწმეთა ჩვენებებით. აღნიშნული გარემოებები კი საკმარისია ბრალდებულის ა-–-- ბ------ს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ ა-–-- ბ------ს ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი პასუხისმგებლობას აწესებს იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებისათვის, როგორიცაა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრთა ჯანმრთელობა, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში, ასევე პატივი და ღირსება. ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ძალადობით ან იძულებით.
ამ დანაშაულის როგორც ამსრულებელი, რომელიც მხოლოდ ოჯახის ბრალუნარიანი წევრია, ისე მსხვერპლიც წარმოადგენს ოჯახის წევრს. ანუ ძალადობის მსხვერპლი უნდა იყოს ოჯახის წევრი და არა სხვა პირი.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობაში, სისტემატურად შეურაცხოფაში, შანტაჟში, დამცირებაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგი - ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა (რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი), მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს ქმედებასა და შედეგს შორის. ამასთან ქმედების ჩადენის დროს, დანაშაულის ამსრულებლის ასაკი უნდა აღემატებოდეს 14 წელს და ფსიქიკური მდგომარეობის მიხედვით, უნდა შეეძლოს გააცნობიეროს თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი ან მართლწინააღმდეგობა და უნდა უხელმძღვანელოს მას.
სსკ-ს 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დადგენილია ამ მუხლის მიზნებისათვის განსაზღვრული ოჯახის წევრთა წრე, რომლის საფუძველზე ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
4.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
4.2. ბრალდებულ ა-–-- ბ------ს პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
4.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი (მოქმედი რედაქცია) - ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასჯელის მოხდის პერიოდში ძალადობრივი დანაშაულისათვის, პიროვნული მახასიათებლიდან გამომდინარე, სასჯელის ხანგრძლივობა და თავისუფლების აღკვეთის ადგილას გატარებული დრო, როგორც სასჯელი დანაშაულისათვის, ზოგადად, პრევენციის კარგი გზაა. ეს დამნაშავეს აძლევს შესაძლებლობას იფიქროს, თუ რა ზეგავლენა იქონია მისმა ქმედებამ დაზარალებულზე, იფიქროს წარსულ შეცდომებზე და შეცვალოს ცხოვრების წესი. მართალია, სასამართლოს და სასჯელს არ შეუძლიათ განსაზღვრონ საზოგადოების შერიგება, თუმცა სასჯელს, რომელიც სრულად ასახავს ქმედების სიმძიმეს და საშიშროებას, შეუძლია ხელი შეუწყოს შერიგებას, რადგან ის იძლევა სამართლებრივ პასუხს და პირადი ან საზოგადოებრივი შურისძიების სურვილს მიღწეული სამართლიანობის აღდგენით ანაცვლებს.
სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებზე, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრის გზა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და როგორც ბრალდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ სასამართლოს მიერ დანაშაულის ჩამდენის მიმართ დანიშნული სასჯელი „პირველ რიგში, მოტივირებული უნდა იყოს თავად დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ თანაზომიერი იძულების ღონისძიების გამოყენების გზით მისი ქცევის კორექტირების აუცილებლობით – საზოგადოებაში მისი ადაპტაციითა და მის მიერ მომავალი დანაშაულის ჩადენის რისკების გამორიცხვით/მინიმალიზაციით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება, § 52).
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ა-–-- ბ------ მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150(ასორმოცდაათი) საათის ხანგრძლივობით, რაც ადეკვატური და პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები.
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
ა-–-- ბ------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე სს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება
_ საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ამოღებული შეშის ნაჭერი, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა-–-- ბ------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150(ასორმოცდაათი) საათის ხანგრძლივობით.
2. განაჩენის აღსრულებაზე კონტროლი დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
3. მსჯავრდებულს განემარტოს, რომ სასჯელის აღსრულების ვადაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
4. ა-–-- ბ------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
5. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე სს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება
_ საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად ამოღებული შეშის ნაჭერი, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი