გადაწყვეტილება

სამოქალაქო 16.11.2018
საქმის ნომერი
330210018002359431
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
16.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/8448-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

16 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თინა ვაშაყმაძე

სხდომის მდივანი - ნინო სიდამონიძე

მოსარჩელე - რ---------–----ძე

წარმომადგენელი - ლ---------------აძე

მოპასუხეები: 1. ს----------–--------------------------------------------------------რო,წარმომადგენელი - ნ---------------ძე

2. ს---------–-–-------------------------–--------ტო

წარმომადგენელი - ს--–--------–-ძე

 

დავის საგანი - უფლებამონაცვლედ ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

შპს ,,ვ---–--------ის კ------ის'' უფლებამონაცვლეებად ცნობილი იქნან - ს----------–--------------------------------------------------------რო და ს---------–-–-------------------------–--------ტო.

 

სარჩელი ეფუძნება ემდეგ ფაქტობრივი გარემოებებს:

 

ს----------ის რაიონის სოფელ ბ-–-ს მოსახლეობას სააქციო საზოგადოება ,,ვ---–--------ის კ------ი’’-ს მე-4 ჰესის სადრენაჟო არხის გაუმართაობის გამო გამოწვეული სისტემატიური წყალდიდობით 1996-2000 წლებში მიადგა 311.174 ლარის ზარალი. დაზარალებულია 273 ოჯახი. მათ შორის არის მოსარჩელე რ---------–----ძის ოჯახიც.

 

1999 წლის 8 აპრილს, საქართველოს ს-----------------კის მინისტრმა დ----------–----–--ამ სოფელ ბ-–-ს მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ საკითხის შესწავლა და უმოკლეს ვადაში გადაწყვეტილების მიღება დაავალა სახელმწიფო კომპანია ,,ს--------ოს’’ გენერალურ დირექტორს, თუმცა ამაოდ.

 

2000 წლის 6 ივლისს, ს-----------------კის მინისტრის №36 ბრძანებით ,,ვ---–--------ის’’ კ------ის ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე შექმნილი ავარიული მდგომარეობის შესწავლის და მოსახლეობაზე მიყენებული ზარალის განსაზღვრის და ანაზღაურების მიზნით შეიქმნა კომისია. კომისიამ მოსახლეობაზე მიყენებული ზარალი ვ---–--------ის კ------ის კრედიტორულ დავალიანებად ჩათვალა. წყალდიდობის დროს ვ---–--------ის კ------ის №4 ჰესის ექსპლოატაციით გამოწვეული დატბორვით ს----------ის რაიონის სოფელ ბ-–-ს და მისი მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალის სალიკვიდაციოდ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 21 აგვისტოს №1126 განკარგულებით შეიქმნა სამთავრობო კომისია. ,,ვ---–--------ის კ------ის’’ №4 ჰესის დირექციას დაევალა ზარალის მოცულობის დადგენა და თითოეული მოსახლისათვის ზარალის მოცულობის შესაბამისად ანაზღაურება.

 

2004 წლის 22 ნოემბერს, სს ,,ვ---–--------ის კ------ის’’ გენერალურმა დირექტორმა და სოფელ ბ-–-ს საკრებულოს თავჯდომარემ ხელი მოაწერეს შედარების აქტს. სს ,,ვ---–--------ის კ------ის’’ გენერალურმა დირექტორმა აღიარა, რომ სს ,,ვ---–--------ის კ------ის’’ დავალიანებამ სოფელ ბ-–-ს საკრებულოს სასარგებლოდ შეადგინა 311.178 ლარი. იქვე ჩასწორდა, რომ ეს თანხა არ ეკუთვნოდა ს----------ის რაიონის სოფელ ბ-–-ს საკრებულოს და იგი არის 1996-2001 წლების ჩათვლით მოსახლეობაზე მიყენებული ზარალის ასანაზღაურებელი თანა.

 

მიუხედავად აღიარებისა, მოსახლეობა იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსთვის.

 

წ---–-------ს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სოფელ ბ-–-ს მოსახლეობის სასარჩელო განცხადება. მოპასუხე სს ,,ვ---–--------ის კ------ის’’ ნაგებობიდან გამომდინარე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დაეკისრა - 302.078 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. იგი დღემდე არ არის აღსრულებული.

 

იმის გამო, რომ ს-–----------------------------ოს 2006 წლის 18 მაისის №1----- ბრძანების თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის (2006 წლის 14 ივნისი) სააქციო საზოგადოება გარდაქმნილი იყო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად სახელმწიფოს 100%-იანი წილით. ამდენად, წ---–-------ს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით შესწორდა 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება და თანხის გადახდა დაეკისრა შპს ,,ვ---–--------ის კ------ს’’.

 

2005 წლის 21 თებერვლის №16/126 წერილით, საქართველოს ე---------ის და მ--------ი გ----------ბის მინისტრის მოადგილე კ. დ-----ამ დავალება მისცა სსიპ ,,ს-–----------------------------ოს პრივატიზების პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით სს ,,ვ---–--------ის კ------ის’’ საწესდებო კაპიტალიდან 21822.238 ლარის ღირებულების ქონების ამოღების და საქართველოს ე---------ური გ----------ბის სამინისტროსთვის გადაცემის შესახებ.

 

2005 წლის 1 მარტს, საქართველოს ე---------ური გ----------ბის მინისტრის №1-1/381 ბრძანების საფუძველზე, სახელმწიფოს 100%-იანი წილით, წ---–-------ს რაიონის სოფელ გეგუთში დაფუძნდა შპს ,,ვ---–-------5’’.

 

სს ,,ვ---–--------ის კ------ის’’ დირექტორმა 2006 წლის 28 თებერვალსაც დაადასტურა, რომ სოფელ ბ-–-ს მოსახლეობა აღრიცხული იყო ბალანსზე კრედიტორად 311.178 ლარის ოდენობით.

 

წ---–-------ს რაიონულ სასამართლოს 2007 წლის 12 აპრილის განჩინებით გაიხსნა სს ,,ვარციხე კ------ი’’-ს გაკოტრების საქმის წარმოება.

 

2010 წლის 25 მაისის განჩინებით დასრულდა შპს ,,ვარციხე კ------ის’’ გაკოტრების საქმის წარმოება და 2010 წლის 10 ივნისს შპს ,,ვ---–--------ის კ------ის’’ რეგისტრაცია გაუქმდა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ბ-–-ს მოსახლეობის სახელით მოსარჩელეს არ შეუწყვეტია მცდელობა, რომ მიეღწია მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებისათვის, მისი მცდელობა უშედეგოდ დარჩა. არაერთხელ გაიმართა სასამართლო, საქმის კურსში იყო თითქმის ყველა, მთავრობის და ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, დეპუტატები, მინისტრები, პრეზიდენტი, ბოლოს ხალხი დაიღალა ამ უშედეგო შრომით, დაიხარჯა იმაზე მეტი თანხა, თუმცა უშედეგოდ.ამასთან, საქმე გაგზავნილია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

 

(იხ. სარჩელი ს.ფ. 2-19, მოსარჩელის ახსნა-განმარტება, 2018 წლის 15 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი 15:11:33).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ს---------–-–-------------------------–--------ტოს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ს---------–-–-------------------------–--------ტო არ წარმოადგენს სს ,,ვ---–--------ის კ------ის’’ უფლებამონაცვლეს, ვინაიდან სსიპ ს-–----------------------------ოს 2006 წლის 18 მაისის №1----- ბრძანებით სს ,,ვ---–--------ის კ------ი’’ გარდაიქმნა შპს ,,ვ---–--------ის კ------ად’’, ხოლო წ---–-------ს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 მარტის დადგენილებით შეტანილი იქნა ცვლილება სს ,,ვარციხეკ------ის’’ სამეწარმეო რეესტრში და მისი საწესდებო კაპიტალიდან ამოღებული იქნა 21882238 ლარის ღირებულების აქტივები და გადაეცა საქართველოს ე---------ური გ----------ბის სამინისტროს მისი შემდგომი განკარგვის მიზნით. წ---–-------ს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 აპრილის განჩინებით გაიხსნა შპს ,,ვ---–--------ის კ------ის’’ გაკოტრების საქმის წარმოება, ხოლო წ---–-------ს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 მაისის განჩინებით შპს ,,ვ---–--------ის კ------ის’’ გაკოტრების საქმის წარმოება დასრულებულად გამოცხადდა. შესაბამისად, ს---------–-–-------------------------–--------ტო, რომელიც დაფუძნდა 2012 წლის 27 სექტემბერს და ამავე პერიოდიდან ახორციელებს სახელმწიფო ქონების მართვა-გაკარგვას, არ წარმოადგენს ლიკვიდირებული შპს ,,ვ---–--------ის კ------ის’’ უფლებამონაცვლეს. ამასთან მოსარჩელეს არ გააჩნია უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ (აღიარებით) სარჩელის აღძვრის იურიდიული ინტერესი, რადგან კანონიერ ძალაში 2006 წელს შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა 10 წელია, რაც მოცემულ შემთხვევაში გასულია, რის გამოც მოსარჩელე მოკლებულია შესაძლებლობას უფლებამონაცვლის დადგენის შემთხვევაშიც ის აღსასრულებლად მიაქციოს.

 

ს----------–--------------------------------------------------------როს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მოპასუხის მოსაზრებით, სასამართლოს უნდა შეეწყვიტა საქმის წარმოება 272-ე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად. ამასთან, მოსარჩელეს არ გააჩნია იურიდიული ინტერესი, ვინაიდან გასული არის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადა.

 

(იხ. შესაგებლები ს.ფ. 80-90, 95-104, მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება, 2018 წლის 15 ივნისის სხდომის ოქმი 15:52:48, 2018 წლის 09 ივლისის სხდომის ოქმი, 13:14:05).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 1999 წლის 8 აპრილს, საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრმა დ----------–----–--ამ სოფელ ბ-–-ს მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების შესახებ საკითხის შესწავლა და უმოკლეს ვადაში გადაწყვეტილების მიღება დაავალა სახელმწიფო კომპანია ,,ს--------ოს’’ გენერალურ დირექტორს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 1999 წლის 8 აპრილის მიმართვა (ს.ფ. 20).

 

3.1.2. 2000 წლის 6 ივლისს, საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის №36 ბრძანებით ,,ვ---–--------ის’’ კ------ის ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე შექმნილი ავარიული მდგომარეობის შესწავლის და მოსახლეობაზე მიყენებული ზარალის განსაზღვრის და ანაზღაურების მიზნით შეიქმნა კომისია, რომელსაც ორი კვირის ვადაში უნდა შეესწავლა არსებული მდგომარეობა და მიეღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის 2000 წლის 06 ივლისის ბრძანება №36 (ს.ფ. 24-25).

 

3.1.3. 2000 წლის 06 ივლისს შექმნილმა კომისიამ მოსახლეობაზე მიყენებული ზარალი ვ---–--------ის კ------ის კრედიტორულ დავალიანებად ჩათვალა. მიყენებული ზიანის ოდენობა განსაზღვრა - 224 848 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2000 წლის 22 სექტემბრის №1 ოქმი (ს.ფ. 21-23).

 

3.1.4. წყალდიდობის დროს ვ---–--------ის კ------ის №4 ჰესის ექსპლოატაციით გამოწვეული დატბორვით ს----------ის რაიონის სოფელ ბ-–-ს და მისი მოსახლეობისათვის მიყენებული ზარალის სალიკვიდაციოდ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 21 აგვისტოს №1126 განკარგულებით შეიქმნა სამთავრობო კომისია. ,,ვ---–--------ის კ------ის’’ №4-ე ჰესის დირექციას დაევალა ზარალის მოცულობის დადგენა და თითოეული მოსახლისათვის ზარალის მოცულობის შესაბამისად ანაზღაურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 21 აგვისტოს №1126 განკარგულება (ს.ფ. 26-27).

 

3.1.5. 2004 წლის 22 ნოემბერს, სს ,,ვ---–--------ის კ------ის’’ გენერალურმა დირექტორმა და სოფელ ბ-–-ს საკრებულოს თავმჯდომარემ ხელი მოაწერეს შედარების აქტს. სს ,,ვ---–--------ის კ------ის’’ გენერალურმა დირექტორმა აღიარა, რომ სს ,,ვ---–--------ის კ------ის’’ დავალიანებამ სოფელ ბ-–-ს საკრებულოს სასარგებლოდ შეადგინა 311.178 ლარი. იქვე ჩასწორდა, რომ ეს თანხა არ ეკუთვნოდა ს----------ის რაიონის სოფელ ბ-–-ს საკრებულოს და იგი არის 1996-2001 წლების ჩათვლით მოსახლეობაზე მიყენებული ზარალის ასანაზღაურებელი თანა.

 

2006 წლის 01 მარტისთვის სს ,,ვ---–--------ის კ------ს’’ სოფელ ბ-–-ს მოსახლეობისადმი წყალდიდობით მიყენებული მატერიალური ზარალის დავალიანება ერიცხება 311178 ლარის ოდენობით და ბალანსში ასახულია კრედიტორად აღნიშნული თანხით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შედარების აქტი (ს.ფ. 28).

 

3.1.6. საქართველოს ე---------ური გ----------ბის სამინისტროს 2005 წლის 21 თებერვლის წერილით, სსიპ ,,ს-–----------------------------ოს’’, პრივატიზების პროცესის უკეთ წარმართვის მიზნით დაევალა სს ,,ვ---–--------ის კ------ის’’ საწესდებო კაპიტალიდან თანდართულ ნუსხაში არსებული ქონების ამოღება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს ე---------ური გ----------ბის სამინისტროს 2005 წლის 21 თებერვლის წერილი (ს.ფ. 36).

 

3.1.7. სს ,,ვ---–--------ის კ------ის” საწესდებო კაპიტალიდან, საქართველოს ე---------ისა და მ--------ი გ----------ბის სამინისტროს 2005 წლის 21 თებერვლის №16/126 წერილისა და აუდიტორული კომპანია შპს ,,პრ----------ალის” 2005 წლის 2 მარტის №02----1 აუდიტორული დასკვნის შესაბამისად, ამოღებულ იქნა 21 822 238 ლარის ღირებულების ქონება, რომლის ბაზაზე საართველოს ე---------ისა და მ--------ი გ----------ბის მინისტრის 2005 წლის 21 მარტის №1-1/381 ბრძანებით დაფუძნდა შპს ,,ვ---–-------5”. აგრეთვე საქართველოს ე---------ისა და მ--------ი გ----------ბის სამინისტროს 2005 წლის 21 თებერვლის №16/126 წერილისა და აუდიტორული კომპანია შპს ,,პრ----------–ის” 2005 წლის 12 აპრილის №1------- აუდიტორული დასკვნის შესაბამისად შპს ,,ვ---–-------5”-ის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ამოღებული იქნა: 1. წყალსაცავი, საბალანსო ღირებულებით 252 137 ლარი, ნარჩენი საბალანსო ღირებულებით 107 101 ლარი, 2. მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია წყალსაცავი, 298 ჰა, ღირებულებით 3 200 496 ლარი, 3. მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საწესდებო კაპიტალიდან ამოღებული, ე---------ური გ----------ბის სამინისტროსათვის საპრივატიზებოდ გადაცემული ობიექტები, 2,8 ჰა, ღირებულებით 33 660 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2005 წლის 21 თებერვლის 16/126 მიმართვა (ს.ფ. 36)

- აქციონერთა 2005 წლის 28 იანვრის საერთო კრების ოქმი (ს.ფ. 37-39)

- წ---–-------ს რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 მარტის დადგენილება (ს.ფ.40)

 

3.1.8. საქართველოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ,,ს-–----------------------------ოს’’ 2006 წლის 18 მაისის №1----- ბრძანებით, სს ,,ვ---–--------ის კ------ი’’ გარდაიქმნა შპს ,,ვ---–--------ის კ------ად’’ სახელმწიფოს 100%-იანი წილით. მისი კაპიტალი განისაზღვრა 54000 ლარით. დამტკიცდა წესდება, დირექტორად დაინიშნა დ. ჭანტურია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ,,ს-–----------------------------ოს’’ 2006 წლის 18 მაისის №1----- ბრძანება (ს.ფ. 33).

 

3.1.9. წ---–-------ს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ს----------ის რაიონის სოფელ ბ-–-ს მოსახლეობის სარჩელი და სს ,,ვ---–--------ის კ------ს’’ დაეკისრა 302078 ლარის გადახდა ს----------ის რაიონის სოფელ ბ-–-ს მოსახლეობის სასარგებლოდ ნაგებობიდან გამომდინარე მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- წ---–-------ს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 29-32).

 

3.1.10. წ---–-------ს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით დაკმაყოფილდა თო-------------ის განცხადება, შესწორება შევიდა წ---–-------ს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებ-–- და მოპასუხე სს ,,ვ---–--------ის კ------ის’’ ნაცვლად მოპასუხედ მიეთითა შპს ,,ვ---–--------ის კ------ი“’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ს-–----------------------------ოს 2006 წლის 18 მაისის №1----- ბრძანება (ს.ფ. 33);

- წ---–-------ს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 ოქტომბრის განჩინება (ს.ფ. 34-35).

 

3.1.11. წ---–-------ს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 აპრილის განჩინებით გაიხსნა სს ,,ვ---–--------ის კ------ის გაკოტრების საქმის წარმოება. 2010 წლის 25 მაისის განჩინებით გაკოტრების საქმისწარმოება დასრულდა და საჯარო რეესტრს დაევალა საწარმოს რეგისტრაციის გაუქმება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განჩინებები (ს.ფ. 43-48).

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება (ს.ფ.49).

 

3.1.12. წ---–-------ს რაიონის სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში 2008 წლის 06 მარტს და 2017 წლის 08 დეკემბერს წ---–-------ს მაგისტრატი სასამართლოს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 143);

- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 27 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ. 156-159);

- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 15 თებერვლის და 26 თებერვლის განჩინებები (ს.ფ. 160-169, 175-178, 179-185).

 

3.1.13. წ---–-------ს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- საქართველოს ე---------ისა და მ--------ი გ----------ბის სამინისტროს წერილები (ს.ფ. 50, 54);

- საქართველოს პარლამენტის წერილი (ს.ფ.51-52);

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართვა (ს.ფ. 53);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

საქმისთვის მნიშველოვანი ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის, საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

ამდენად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით რ---------–----ძის მიერ წარმოდგენილი არის აღიარებითი სარჩელი. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ განჩინებ-–- განმარტა აღიარებითი სარჩელის სამართლებრივ ბუნებასთან დაკავშირებით: „სსსკ-ის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელი შემდეგი კრიტერიუმები: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებ-–-; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა (იხ. სუსგ ას-838-802-2014, 19.03.2015წ.). დიდი პალატა აღნიშნავს, რომ აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს ,,უფლების დამდგენ’’ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. სუსგ, 10.11.2015, საქმეზე #ას-937-887-2015; (იხ. სუსგ-ები #ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; #ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; #ას-869-819-2015, 11.12.2015წ.; #ას-773-730-2015, 08.09.205წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; #ას-1025-967-2015, 23.12.2015წ.; #ას-323-308, 2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.6.2016წ; #ას-375-359-2016, 17.06.2016წ.).

 

მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს მის სასარგებლოდ მიღებული (თანხის დაკისრების თაობაზე), კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება უფლებამონაცვლის დადგენის გზით. დადგენილია, რომ წ---–-------ს რაიონული სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ს----------ის რაიონის სოფელ ბ-–-ს მოსახლეობის სარჩელი და სს ,,ვ---–--------ის კ------ს’’ დაეკისრა 302078 ლარის გადახდა ს----------ის რაიონის სოფელ ბ-–-ს მოსახლეობის სასარგებლოდ ნაგებობიდან გამომდინარე მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2008 წლის 06 მარტს, ხოლო სააღსრულებო ფურცელი გაცემული იქნა 2017 წლის 08 დეკემბერს. მიუხედავად მოსარჩელის არაერთი მცდელობის დღემდე ვერ მოხერხდა გადაწყვეტილების აღსრულება.

 

ამდენად, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას მოცემული სარჩელის იურიდიულ ინტერესის არარსებობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სარჩელზე გამოკვეთილია იურიდიული ინტერესი. ამასთან, საკითხი ეხება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას.

 

გადაწყვეტილების აღსრულების საკითხთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოსადმი მიმართვის უფლება შედეგზე ორიენტირებული უფლებაა და თუნდაც სასურველი გადაწყვეტილების მიღება არასაკმარისია აღნიშნული მიზნის მისაღწევად, გადაწყვეტილების დროული და სრულყოფილი აღსრულების გარეშე. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ევრო სასამართლოს გადაწყვეტილება „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, სადაც განმცხადებლის საჩივარი კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას ეხება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული უფლება, „სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილია მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის. (Apostol v. Georgia; §37; ასევე იხ. Hornsby v. Greece, §40). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეზე, აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ განმარტა, რომ კონვენციის მე-6 მუხლით, თავისი სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას, ყველას აქვს სასამართლოს მიერ საქმის სამართლიანი მოსმენის უფლება. კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლება, კონვენციის არც ერთ დებულებ-–- არ არის მოცემული, მაგრამ კონვენციის ორგანოების მიერ ინტერპრეტირებული იქნა, როგორც ,,სასამართლო პროცესის“ განუყოფელი ნაწილი მეექვსე მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის. სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რათა საშუალება ეფექტური იყოს, მან უბრალოდ ირიბად კი არ უნდა დაიცვას კონვენციის მეექვსე მუხლით უზრუნველყოფილი უფლებები, არამედ უნდა უზრუნველყოს სასარჩელო პრეტენზიების პირდაპირი და სწრაფი დაკმაყოფილება კონკრეტული ზიანისათვის. მეექვსე მუხლის პირველი პუნქტი ნებისმიერ პირს აძლევს შესაძლებლობას სასამართლოს წარუდგინოს თავის სამოქალაქო უფლებებსა და მოვალეობებთან დაკავშირებული სარჩელი. ამასთან, საქმეზე “შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მოიცავს ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებას. ესუფლება არარეალური იქნებოდა, თუ კონტრაქტორი სახელმწიფოს ეროვნული სამართლებრივისი სტემა შესაძლებელს გახდიდა, ძალაში შესული საბოლოო გადაწყვეტილება ერთი მხარის საზიანოდ არაქმედითი დარჩენილიყო. ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად უნდა განიხილებოდეს მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე (IZA Ltd and Makrakhidze v. Georgia, §42; სხვა პრეცედენტთა შორის იხ.Burdov v. Russia, §34; Hornsby v. Greece, §40).

 

სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება. მხარეთა ეფექტიანი დაცვა და კანონიერების აღდგენა გულისხმობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებას. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს არა მარტო სასამართლოსადმი მიმართვის, საქმის საჯარო და სამართლიანი განხილვის და სხვა მრავალ უფლებას, არამედ გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც. სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა უთანაბრდება სასამართლოსადმი მიმართვის უფლების არცნობას იმდენად, რამდენადაც იგი მოჩვენებითს ხდის სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობას და პირს ართმევს ამ უფლებით სარგებლობის ყველანაირ პრაქტიკულ საშუალებას. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლება, როგორც ზემოხსენებული /სამართლიანი სასამართლოს/ უფლების ელემენტი, დაცული და აღიარებულია საქართველოს კონსტიტუციით, რომლის მიხედვით ,,სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე’’ (82-ე მუხლი) კონსტიტუციის აღნიშნული დანაწესი კი იმპლემენტირებულია ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამის მუხლებში.

 

რაც შეეხება ხანდაზმულობის საკითხს, სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა ფაქტია და არა სამართლებრივი შეფასება, შესაბამისად, მოპასუხემ, რომელმაც მიუთითა მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელ ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ, იმაზე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ არის ხანდაზმული, ამით სადავო გახადა სასარჩელო მოთხოვნის განხორციელებადობა, ამ ფაქტის მითითების შემდეგ, სასამართლო ვალდებულია ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოიკვლიოს სასარჩელო მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებები, რაც დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, არ გულისხმობს ხანდაზმულობის კონკრეტული ნორმის მითითებას ან კონკრეტული თარიღის ზუსტად დასახელებას, რადგან საკმარისია მოვალე შეედავოს კრედიტორს, რომ მისი მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ მართალია, 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2008 წლის 06 მარტს, თუმცა სააღსრულებო ფურცელი მოცემულ საქმეზე გაცემულია 2017 წლის 14 ივნისს. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელემ არაერთ უწყებას მიმართა აღნიშნულის თაობაზე, ამასთან, 2017 წელს გაიცა სააღსრულებო ფურცელი და სასარჩელო განცხადებაც სასამართლოში პირველად წარმოადგინა 2018 წლის 15 თებერვალს, რომელიც არ იქნა წარმოებ-–- მირებული. ხარვეზის აღმოფხვრის შემდგომ, მან 2018 წლის 20 მარტს მომართა სასამართლოს იგივე სარჩელით. ამდენად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ვადა არ არის გასული.

 

6.2. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ’’ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებ-–- დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა უფლებამონაცვლეობის დადგენის და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

 

,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვას და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს ს----------–--------------------------------------------------------როს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი-სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

 

საქართველოს მთავრობის 17.09.2012 წლის №391 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ტ’’, ,,ფ’’ ქვეპუნქტების საფუძველზე, ს---------–-–-------------------------–--------ტოს სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში ახორციელებს მხოლოდ პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილებებს.

 

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდება გაკოტრების მმართველის მიერ სამეურვეო ქონების რეალიზაციისა და რეალიზაციით მიღებული თანხის ამ კანონის შესაბამისად განაწილებისთანავე. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გაკოტრების მმართველისა და კრედიტორთა ინფორმაციის შესაბამისად სასამართლოს გამოაქვს განჩინება გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და საწარმოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, რომელიც ქვეყნდება ელექტრონულ სისტემაში.

 

განსახილველ შემთხვევაში, წ---–-------ს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 12 აპრილის განჩინებით გაიხსნა შპს ,,ვ---–--------ის კ------ის’’ გაკოტრების საქმის წარმოება ხოლო წ---–-------ს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 მაისის განჩინებით, შპს ,,ვ---–--------ის კ------ის’’ გაკოტრების საქმის წარმოება დასრულდა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე კრედიტორად იყო აღიარებული, თუმცა, მის მიმართ თანხის გადაცემა ვერ განხორციელდა, ვინაიდან ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’ საქართველოს კანონის მე-40 და 42-ე მუხლის თანახმად ერთი რიგის მოთხოვნა, კერძოდ, უზრუნველყოფილი კრედიტორის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და დანარჩენი რიგის მოთხოვნები არა. საჯარო რეესტრის 2010 წლის 10 ივნისის №B--------/3 გადაწყვეტილებით კი შპს ,,ვ---–--------ის კ------ის’’ რეგისტრაცია გაუქმდა.

 

,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის 142-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაციის შესახებ მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მისი გაუქმება შესაძლებელია სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ან საქართველოს კანონმდებლობით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებისათვის დადგენილი წესით, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

ამავე კანონის 44-ე მუხლის შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით.

 

ხოლო ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორები (კომანდიტები), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს არ აგებენ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,ვ---–--------ის კ------ს’’ გაკოტრების საქმისწარმოების დასრულების შედეგად - რეგისტრაცია გაუუქმდა, მას არ დარჩენია უფლებამონაცვლე და შესაბამისად, ვერც მოპასუხეები მიიჩნევიან მის უფლებამონაცვლეებად. ზემოაღნიშნული გარემოება კი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 100 ლარი, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8.სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. რ---------–----ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, ჩაითვალოს სახელწმიფო ბიუჯეტში გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინა ვაშაყმაძე