გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 210210018002762712
საქმე №2/849-18 წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15.02.2019 წ. ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი
სხდომის მდივანი მარი მირიანაშვილი
მოსარჩელე - მა-------------ე პ/ნ 4----------
წარმომადგენელი-თე--------–-–---–ი
მოპასუხე - ილ---------------–-–---–ი პ/ნ 1----------
წარმომადგენელი - ინ---------–---–ი
დავის საგანი- ალიმენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოსარჩელე მა-------------ე (პ/ნ 4----------) ითხოვს მოპასუხე ილ---------------–-–---–ს (პ/ნ 1----------) არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 1------------ დაბადებული თა------------------–-–--–-სა და 2--- წლის 2------------–- დაბადებული გი-------------------–-–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად 350 (სამას ორმოცდაათი), თითოეულზე 175 (ას სამოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
მოსარჩელის განმარტებით იგი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, 2--- წლის 1------------ დაბადებული თა------------------–-–--–- და 2--- წლის 2------------–- დაბადებული გი-------------------–-–---–ი. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და მცირეწლოვანი შვილები დედასთან იმყოფებიან და მოპასუხე არ ზრუნავს მათზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ შესაგებელში ნაწილობრივ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ თა------------------–-–---–ი ცხოვრობს მასთან და გი------------------–-–---–ს ალიმენტის სახით გადაუხდიდა 80 ლარს, ხოლო მოსამზადებელ სხდომაზე მან დაადასტურა შესაგებელში მოყვანილი გარემოებები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. მოსარჩელის განმარტებით იგი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა მოპასუხესთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი, 2--- წლის 1------------ დაბადებული თა------------------–-–--–- და 2--- წლის 2------------–- დაბადებული გი-------------------–-–---–ი. მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და გი-------------------–-–---–ი ცხოვრობს დედასთან, ხოლო თა------------------–-–---–ი მამასთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- დაბადების მოწმობები;
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის გი-------------------–-–---–ის რჩენისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ალიმენტი ერთ შვილზე სულ 100 ლარის ოდენობით გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
სასამართლომ გამოიყენა:
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე,1197-ე, 1198-ე ,1200-ე, 1158-ე, 1164-ე მუხლები, ბავშვთა უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბერის კონვენცია.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლების თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. ამავე კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
6.2. ბავშვთა უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბერის კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. ამავე კონვენციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის შეძლებისდაგვარად ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, შემოსავლებს, რომელსაც ალიმენტის გადამხდელი იღებს, ასევე ითვალისწინებს მის კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს და განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან ალიმენტის დაკისრებას მაგრამ ვერ თანხმდებიან ალიმენტის ოდენობაზე. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოპასუხის შემოსავლიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის (350 ლარის) დაკისრების შემთხვევაში მოსარჩელეს არანაირი თანხა პირადი მოხმარებისათვის აღარ დარჩება, რის გამოც ამ თანხის დაკისრება არ შეიძლება გონივრული იყოს. ალიმენტი არ უნდა აღემატებოდეს იმ თანხას, რომლის გადახდაც მხარეს რეალურად არ შეუძლია ან მას უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს. ასევე აღსანიშნავი, რომ მოსარჩელეთან მცხოვრობს მხოლოდ ერთი არასრულწლოვანი შვილი-გი-------------------–-–---–ი, ხოლო მეორე არასრულწლოვანი შვილი თა------------------–-–---–ი ჩხოვრობს მოპასუხესთან-ილ---------------–-–---–თან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიზანშეწონილად და გონივრულად მიაჩნია, ორივე მშობლის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის დაეკისროს ალიმენტი 100 ლარის ოდენობით. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას ოროვე ბავშვის რჩენისათვის მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრებას, რადგან ერთი შვილი იზრდება დედასთან, ხოლო მეორე შვილი მამასთან, სასამართლო ასევე ვერ გაითვალისწინებს მოპასუხის პოზიციას, რომ მას ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს 80 ლარის ოდენობით, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება, როგორც მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდის ინტერესებს.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება ეკისრება მეორე მხარეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელე მხარე კანონის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა დაკმაყოფილებული სარჩელის მოთხოვნის პროპორციულად რაც შეადგენს 7.20(შვიდი ლარი და 20) ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 247-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე, სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე,1197-ე, 1198-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მა-------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე ილ---------------–-–---–ს (პ/ნ 1----------) მოსარჩელე მა-------------ე (პ/ნ 4----------) სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - 2--- წლის 2------------–- დაბადებული გი-------------------–-–---–ის (პ/ნ 4----------) რჩენისათვის ყოველთვიურად 100(ასი) ლარის გადახდა,2. არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის დაკისრებული ალიმენტის გადახდევინება მოხდეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2018 წლის 13 დეკემბრიდან მის სრულწლოვანებამდე.
3. მოპასუხე ილ---------------–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 7.20 (შვიდი ლარი და 20) ლარის გადახდა.
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით სარეზოლუციო ნაწილს მე-6 პუნქტში გათვალისწინებული წესების დაცვით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი