განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119002817230
საქმე N1-65/19წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახე-–-თ
13.02.2019 წე-–- ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - ალ---------–-–--ლი
დაცვის მხარე
ბრალდებული: გი-----------ძე
მამის სახე-–-: ჯა-----–-
დაბადების თარიღი: 19.02.1990 წ
პირადი N 6---------3
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ქ. ბათუმი, ა. პუ–------------.
ადვოკატი - გუ------------------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირვე-–- ნაწილი (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი);
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N171110318002
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:
2018 წლის 11 მარტს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში, ჭა--------ა და ბა------–---–ის ქუჩების კვეთაში, გი-----------ძემ, გენდერული იდენტობის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამ-------------ვს, კერძოდ სხეულის სხვადასხვა არეში დაარტყა ხე-–-, რამაც ამ უკანასკნე-–-ს ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
სასამართლომ დაადგინა:
1.1 2018 წლის 11 მარტს, ღამის საათებში, ქ. ბათუმში, ჭა--------ა და ბა------–---–ის ქუჩების კვეთაში, გი-----------ძემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამ-------------ვს, კერძოდ სხეულის სხვადასხვა არეში დაარტყა ხე-–-, რამაც ამ უკანასკნე-–-ს ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
2.1. თავად ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედება, მხოლოდ გამორიცხა რაიმე სახით გენდერული იდენტობის ნიშნით დაზარლებულზე შეუარცხყოფის მიყენება, განმარტა, რომ ის დაედევნა დაზარალებულს, რადგან ამის მიზეზი ჰქონდა, მას მოპარა თანხა და ცდილობდა მის დაბრუნებას, რა დროსაც მიაყენა ნამდვილად ფიზიკური შეუარცხყოფა, რასაც ინანიებს, არ უნდა მოქცეოდა ამ სახით; გათვითცნობიერებული აქვს, რომ მისი ქმედება კანონსაწინააღმდეგოა და პატიებას ითხოვს; რაც შეეხება ბრალდების დადგენილებით მითითებულ ფიზიკური შეურაცხყოფის საფუძველს, - მას გამორიცხავს, ის გარდა იმისა, რომ დასაქმებულია საბავშვო ბაღში; არასამუშაო საათებში კერძო ტაქსით ახდენს მგზავრთა გადაადგილებას სხვადასხვა ტერიტორიაზე, რა დროსაც ხშირად მისი მგზავრები სწორედ ასეთი პირები არიან; ის არასდროს არ ჩარეულა მათ პირად ცხოვრებაში და მათთან ურთიერთობა, მათი მომსახურიბა ხდებოდა მისი მხრიდან ჩვეულებრივი სახით, როგორც ჩვეულებრივი კლიენტების; მათ აქვთ თავიანთი პირადი ცხოვრება , რაც კარგად ესმის ;
2.2. სამედიცინო ექსპერტიზის №0-------8, 26.03.2018წ. დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემების მიხედვით, ამ-------------ვს აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები მიყენებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
2.3. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, გარდა მითითებულისა, რომ დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა გენდერული იდენტობის ნიშნებით; (იხ. 2019 წლის 30 იანვრის წინასასამართლო სხდომის ოქმი).
2.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირვე-–- ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ გი-----------ძის სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს (გარდა დაზარალებულის ჩვენებისა) მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.5. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირვე-–- ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებე-–- განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებე-–- განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომე-–-ც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათე-–- და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებე-–-ა იყოს მხედველობაში მიღებული“.
2.7. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
2.8. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებე-–-ა გაკეთდეს დასკვნა, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
2.9. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
2.10. ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ ამ-------------ვს გი-----------ძემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკურ შეურაცხყოფა და არ დასტურდება, რომ ფიზიკური შეუარაცხყოფის მიყენება მოხდა გენდერული იდენტობის ნიშნების მიზეზით; აღნიშნული სახის დასკვნის საფუძველს იძლევა საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებები, მათ შორის ბრალდებულის და დაზარალებულის ჩვენებები, ბრალდებული აღიარებს, რომ მიაყენა ფიზიკური შეუარცხყოფა ამ-------------ვს, მაგრამ იმ მიზეზით, რომ მან აღმოაჩინა, რომ ამ-------------ვმა მას მოპარა ჯიბეში არსებული თანხა; ბრალდებულის მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მიზეზი არ ყოფილა მისი გენდერული იდენტობა; ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის მოტივად - გენდერული იდენტობა ასევე არ დასტურდება დაზარალებულის ამ-------------ვის ჩვენებითაც; კერძოდ, გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ გი-----------ძე დაედევნა მას და მოთხოვა თანხის დაბრუნება; წვდა თმებში და ძლიერად მოქაჩა, რამაც გამოიწვია მისი ფიზიკური ტკივილი; აღნიშნულის შემდეგ კი წაიქცა, ფეხი დაარტყა მუცლის არეში, შარვლის მარცხენა ჯიბეში ჩაუყო ხე-–- და ამოიღო თანხა; (იხ ს.ფ. 3-9)
2.11 ამდენად, სასამართლო ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი უდავო მტკიცებულებების შეფასებით (მოწმეების: ამ-------------ვის, ბე--------–--ის და მა-–---- კეკე-–-ძის გამოკითხვის ოქმები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა გი-----------ძემ ჩაიდინა ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი:
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გი-----------ძემ - მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ამ-------------ვზე ძალადობით, - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირვე-–- ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებე-–- და დამამძიმებე-–- გარემოებები:
4.1. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებე-–- გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯე-–-ს გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯე-–-ს დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯე-–-ს მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯე-–-ს მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოსამართლე სასჯე-–-ს დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასჯე-–- უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯე-–-ს ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
გი-----------ძე ინანიებს ჩადენილ დანაშაულს;
სასჯე-–-ს სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფე-–- მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, გი-----------ძეს უნდა შეეფარდოს სასჯე-–-ს ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძვე-–- მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებე-–- ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;
ამდენად, გი-----------ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირვე-–- ნაწილით გათვალისწინებული სასჯე-–- - ჯარიმის სახით, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას კი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებთან ერთად; სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯე-–- - ჯარიმის სახით - სრულად უზრუნველყოფს სასჯე-–-ს მიზნების განხორციელებას;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბრალდებული გი-----------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირვე-–- გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯე-–-ს სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2200 (ორი ათას ორასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს ს.ს.კ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გი-----------ძის პატიმრობაში ყოფნის პერიოდის, - 2018 წლის 15 დეკემბრიდან 2018 წლის 17 დეკემბრის ჩათვლით, გათვალისწინებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯე-–- შეუმცირდეს 200 (ორასი) ლარით და საბოლოოდ სასჯე-–-ს სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ გი-----------ძის მიმართ 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს - ზვიად ცინცაძეს (პ/ნ 6----------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკის’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით (შემოსავლის ორდერი N1/6----, დასტურის №ა 0-----).
ნივთიერი მტკიცებულება - საინფორმაციო ცენტრ 112-დან გამოთხოვილი აუდიოჩანაწერი ერთ ცალ CD დისკზე, რომე-–-ც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.
ნივთიერი მტკიცებულება - გი-----------ძისგან ამოღებული ფულადი თანხა 125 ლარის ოდენობით, დალუქული ერთ პაკეტად ლუქით N FCD 823772 , რომე-–-ც ინახება ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - გი-----------ძისგან ფულის ამოღების დროს გადაღებული ფოტომასალის ამსახვე-–- ერთი ცალი CD დისკი, ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.
ნივთიერი მტკიცებულება - ამ-------------ვასგან ამოღებული LG-ის ფირმის მობოლური ტელეფონი, დალუქული ერთ პაკეტად ლუქით N FCD 823771, რომე-–-ც ინახება ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს, მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - ამ-------------ვასგან მობილური ტელეფონის ამოღების დროს გადაღებული ამსახვე-–- ფოტომოასალა ერთი ცალი CD დისკი, ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს მსჯავრდებულის საცხოვრებე-–- ადგილის მიხედვით სააღსრულებო ბიუროს და საქართველოს შსს ქ. ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე