განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002788123
საქმე N 1-1117/18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13.02.2018 წელი ქ . ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - ნა-------------–-ძე
დაცვის მხარე
ბრალდებული: მე------------ა
მამის სახელი: ნო------
დაბადებული: 1--07.1968 წელი
პირადი ნომერი: 6---------1
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალქე
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: მქონე
რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ბათუმი, აე----------------------–--–---------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილი (ორი ეპიზოდი); (ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა);
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №075101018002
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 03 ივლისის ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებული მე------------ა, რომელსაც „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 05 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 2018 წლის 10 ოქტომბერს, ქ. ბათუმში, ლე----------ს ქუჩაზე კვლავ მართავდა ,,ფ---––-----ის’’ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით K--------;
1.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 03 ივლისის ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებული მე------------ა, რომელსაც „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 05 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 2018 წლის 17 დეკემბერს, ქ. ბათუმში, აერ--------------------–-ლზე კვლავ მართავდა ,,ფ---––-----ის’’ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით K--------
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
კანონიერ ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა
2.1. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2019 წლის 23 იანვრის წინასასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 07 ივლისის ძალაში შესული განაჩენით მე------------ა მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მას დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით; მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 05 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში და მიქცეულია აღსასრულებლად;
2.4. მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მე------------ას 2014 წლის 03 ივლისის განაჩენით - ჩამორთმეული ჰქონდა რა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 2018 წლის 10 ოქტომბერს, ქ. ბათუმში, ლე----------ს ქუჩაზე კვლავ მართავდა ,,ფ---––-----ის’’ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით K--------; ასევე, 2018 წლის 17 დეკემბერს, ქ. ბათუმში, აერ--------------------–-ლზე კვლავ მართავდა ,,ფ---––-----ის’’ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით K--------;
2.5. საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლი პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობისათვის; სუბიექტური მხარე კონკრეტული დანაშაულისა გამოიხატება განზრახვაში - დამნაშავემ იცის, რომ იგი ვალდებულია შეასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ არ ასრულებს და სურს ასეთი შედეგი; ობიექტური მხარე კი გამოიხატება განაჩენის შეუსრულებლობაში;
2.6. მე------------ასთვის ცნობილი იყო მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, რომლის საფუძველზეც მას ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ განაჩენი გამოტანილია 2014 წლის 03 ივლისს; განაჩენის საფუძველზე სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება მე------------ას ჩამოერთვა 05 (ხუთი) წლით; მე------------ა ავტომანქანას მართავდა 2018 წლის 10 ოქტომბერს და 2018 წლის 17 დეკემბერს, ამ დროისათვის მას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამორთმეული ჰქონდა;
2.7. ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით (შეტყობინება დანაშაულის შესახებ, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 03 ივლისის განაჩენი, მოწმეების: მე---------------------------------–-------------------–----ის და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციათა ერთობლიობა) დადასტურებულია, რომ მე------------ამ 2018 წლის 10 ოქტომბერს და 2018 წლის 17 დეკემბერს ავტომანქანის მართვით ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენი შეუსრულებლობა;
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მე------------ამ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით, - იყო რა მსჯავრდებული 2014 წლის 03 ივლისის განაჩენის თანახმად საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და ჩამორთმეული ჰქონდა რა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება 05 (ხუთი) წლით, - 2018 წლის 10 ოქტომბერს, ქ. ბათუმში, ლე----------ს ქუჩაზე ,,ფ---––-----ის’’ მარკის ავტომობილის, სახელმწიფო ნომრით K-------- მართვით და ასევე, 2018 წლის 17 დეკემბერს, ქ. ბათუმში, აერ--------------------–-ლზე ,,ფ---––-----ის’’ მარკის ავტომობილის, სახელმწიფო ნომრით K-------- მართვით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი), რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებული ადასტურებს და აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასჯელის მიზანი არ არის პირის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება;
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში;
როგორც ზემოთ აღინიშნა, გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია, სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მე------------ას მიერ ჩადენილი ქმედება არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორიო ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი სასჯელის გამოყენების საფუძველს და მისი რესოციალიზაცია შესაძლებელია სასჯელის სახედ ჯარიმის გამოყენების პირობებში.
სასჯელის დანიშვნისას და მისი სახის და მოცულობის განსაზღვრისას ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებლებთან ერთად მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მისი მატერიალური მდგომარეობა. ის აღიარებს და ინანიებს ჩადენილს; მისი განმარტებით ავტომანქანის მართვა გამოწვეული იყო აუცილებლობით; ამჟამად არის დაუსაქმებელი, აქვს მძიმე მატერიალური მდგომარეობა; ცხოვრობს ქირით; არ აქვს საკუთრებაში რაიმე სახის უძრავი ქონება;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე და ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, მე------------ას უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;
ამდენად, მე------------ას რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381–ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმის სახით, რაც სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას; ჯარიმის მოცულობის განსაზღვრისას კი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ზემოთაღნიშნული გარემოებები;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული მე------------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 10 ოქტომბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ბრალდებული მე------------ა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 17 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და მას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს ს.ს.კ.-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ერთმა თანაბარი ზომის სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი ზომის სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით მე------------ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ მე------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო - გაუქმდეს.
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე