განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119002814694
საქმე N1-55/19წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
06.02. 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - ალ------------------ძე
1. ბრალდებული: ეკ------------------ძე
მამის სახელი: შა-–----
დაბადებული: 1--09.1976 წელი
პირადი ნომერი: 0---------0
მოქალაქეობა: საქართველოს
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული მისამართზე: ახმეტა, ალაზნის ქუჩა # 14
ფ/მცხოვრები: ქ. ბათუმი, კო---–-----------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქ/პ;
2. ბრალდებული: ის-------
მამის სახელი: რა-------
დაბადებული: 1--08.1970 წელი
პირადი ნომერი: 1---------4
მოქალაქეობა: თურქეთის რესპუბლიკის
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული მისამართზე: თურქეთის რესპუბლიკა, ქ. ბუ----
ფ/მცხოვრები: ქ. ბათუმი, კო---–-----------------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქ/პ;
ადვოკატი - ნო----------ძე
თარჯიმანი: - ინ---------ა
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №171181218020
1. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა ეკ------------------ძის მიმართ:
1.1. 2018 წლის 18 დეკემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ქ.ბათუმში, კო---–------------------------ში ყოფნისას, ეკ------------------ძემ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ის-------თან ერთად ჯგუფურად, თმებში მოქაჩვით, სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში ხელებისა და ფეხების დარტყმებით ფიზიკური შეურაცხყობა მიაყენა ლი----------–-ძეს, რამაც ამ უკანასკნელთა ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლომ დაადგინა ის-------ის მიმართ:
1.2. 2018 წლის 18 დეკემბერს, დაახლოებით 04:00 საათზე, ქ.ბათუმში, კო---–------------------------ში ყოფნისას, ის-------მა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ეკ------------------ძესთან ერთად ჯგუფურად, სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში ხელებისა და ფეხების დარტყმებით ფიზიკური შეურაცხყობა მიაყენა ლი----------–-ძეს, რამაც ამ უკანასკნელთა ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
ძალადობა, რამაც დაზარალებულის
ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია
ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული
შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
2.1 არსებითი განხილვის სამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს. ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი ქმედებები და მოინანია; (იხ. სხდომის ოქმი);
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2.3. ბრალდებულმა ის-------მა დაადასტურა, რომ 2018 წლის 18 დეკემბერს, ეკ------------------ძესთან ერთად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - ლი----------–-ძეს, რასაც ინანიებს; (იხ ოქმი);
2.4. ბრალდებულმა ეკ------------------ძემ დაადასტურა, რომ 2018 წლის 18 დეკემბერს, ის-------თან ერთად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - ლი----------–-ძეს, რასაც ინანიებს; (იხ ოქმი);
2.5. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით №0--------, 20.01.2019წ დადგენილია, რომ პირადი შემოწმების მონაცემებით ლი----------–-ძეს აღენიშნებოდა ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა მიდამოში, (ლოკალიზაცია იხილეთ გამოკვლევით ნაწილში). დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი - ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
2.6. სასამართლოს - მხარეთა მიერ სრული მოცულობით შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით (ლი----------–-ძის, ჯე---–--------------------------ის და ეკ------------------ძის ჩვენებები, სხეულის გარეგანი დათვალიერების ოქმები, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა) - დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა ის-------მა და ეკ------------------ძემ ჩაიდინეს ძალადობა, რამაც დაზარალებულების ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ეკ------------------ძემ - - ის-------თან ერთად ჯგუფურად, მათი განხორციელებული ქმედებით, თმების მოქაჩვით, სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში ხელებისა და ფეხების დარტყმებით ლი----------–-ძეზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებით, - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, რის გამოც, ის ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
3.2 სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა - - ის-------მა - ეკ------------------ძესთან - ერთად ჯგუფურად, მათი განხორციელებული ქმედებით, სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში ხელებისა და ფეხების დარტყმებით ლი----------–-ძეზე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებით, - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, რის გამოც, ის ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებულები ის------- და ეკ------------------ძე აღიარებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
ის------- და ეკ------------------ძე წარსულში ნასამართლევი არ არიან; აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ ქმედებას;
სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულების მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულების რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულების მიერ ჩადენილი ქმედებიდან და პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის ბრალდებულების რესოციალიზაცია შესაძლებელია სასჯელის სახედ ჯარიმის დანიშვნის პირობებშიც; რაც შეეხება ჯარიმის თანხის ოდენობას, სასამართლო თვლის, რომ ის უნდა განისაზღვროს ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შემდგომ მათი ქცევის და პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით;
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, ის-------ს და ეკ------------------ძეს უნდა შეეფარდოთ სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მათი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;
ამდენად, ის-------ის და ეკ------------------ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი - თითოეულს ჯარიმის სახით, ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას კი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბრალდებულების პიროვნული მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებთან ერთად; სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი - ჯარიმის სახით - სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე მუხლებით, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბრალდებული ეკ------------------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ეკ------------------ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
ბრალდებული ის------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 2500 (ორი ათასხუთასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს ს.ს.კ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ის-------ის პატიმრობაში ყოფნის პერიოდის, - 2018 წლის 19 დეკემბრიდან 2018 წლის 21 დეკემბრის ჩათვლით, გათვალისწინებით ამ განაჩენით დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 500 (ხუთასი) ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მსჯავრდებულ ის-------ის მიმართ 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს - ნო----------ძეს (პ/ნ 6---------5) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკის’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით (შემოსავლის ორდერი N1/31180, დასტურის №ა 0-----).
განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე